79.
გალეო აღარ დაელოდა ბრძანებას, მდივან გოგოს წინ აეფარა და სანამ ბოლომდე ჩამოურაკრაკებდა, ბრალის წაყენების მიზეზსა თუ მის მდგომარეობას, გოგონა სულის წამღებად აწივლდა, დანაშაულს მტენითო, ბოლო ხმაზე გაჰკიოდა, ყველაზე დიდი კრიმინალები, აქეთ თქვენ თვითონ ხართო.
- მორჩი ისტერიკას! - იმხელა ხმით უღრიალა ფიფომ, რომ შიშითა თუ რიდით, ყველა გაირინდა.
პირველად, ადვოკატი მოვიდა გონს. მთავარია, ბოლომდე მომენდოო, ამშვიდებდა ჩუკი და შენი დაცვა ჩემზე იყოსო, თანაც სრულიად უსასყიდლოდ.
ფიფომ გულში მოუწონა.
„ყოჩაღ, ჩუკი! ეს რა კარგი ვინმე მყავხარ! სწორედაც, რომ ეგ გვინდა, ბოლომდე უნდა დაფქვას ყველაფერი და ყველაზე მეტ სიმართლეს ახლა, შენს მეტს, ვერავის გაუმხელს.“
„ხანუმა დეიდამ“ კიდევ ორი დღე იცოცხლა. თითქოს, მართლაც იონას ჩამოსვლას უცდიდაო, თუმცა სიკვდილის წინ, რატომღაც მხოლოდ ფიფოს უხმო.
- შენ თუ წასვლა გინდა, წადი. - მიმართა ფიფომ იონას. - ორმოცსაც გადავუხდი და სასაფლაოსაც მივხედავ, მაგაზე ნუ იდარდებ.
- იყოს, დავრჩები ბარემ. მაინც ახლა არდადეგებია.
- უბრალოდ, იქ საქმე არ გაიფუჭო, მაგიტომ გითხარი.
- შემოდგომამდე დავრჩები. - მიუგო იონამ. - თუმცა აქ, მის გარეშე, გამიჭირდება ღამის გათევა.
- ჩემთან წამოდი. - შესთავაზა ფიფომ. - დარჩი, რამდენი ხანიც გინდა.
- არა, იყოს. ვიქნები აქ. ორმოცი დღე მაინც, სანთელ-საკმეველს დავუნთებ, თუმცა არც კი ვიცი, როგორ? ან ეს ორმოცი დღე რაღას ნიშნავს?
- ეგ იმ, ადვოკატს უნდა ჰკითხო, ჩუკის. მაგან იცის მასეთები და ყველაფერში გაგარკვევს.
- ის ახალგაზრდა ბიჭი?
- რა იყო? რა გაგიკვირდა? შენ თუ, ასეთ პატარა ასაკში ხარისხი დაიცავი, იმ ბიჭის ადვოკატობა გაგიკვირდა?
იონას მდარედ გაეღიმა.
ხანუმას დასაფლავებიდან მესამე დღეს, იონას ნოტარიუსი შეეხმიანა და ანდერძის გახსნისას, ფიფოს აუცილებელი დასწრებაც მოითხოვა.
ერთი კი გაუელვა ფიფოს, მე რაღა შუაში ვარო, მაგრამ მერე იფიქრა, ალბათ მაინც იურიდიული საკითხებია გასარკვევი და იონას ჩემი დახმარება სჭირდებაო. მაგრამ აბა რას წარმოიდგენდა, რომ იონა კი არა, თვითონ ნოტარიუსი მას თუ იბარებდა.
ასპირანტურის დამთავრებისთანავე, ხანუმამ ფიფოს დახმარებით, იონა უცხოეთში გაუშვა, სადაც თავისი ნიჭისა და სხარტი გონების წყალობით საკმაო წარმატებებსაც მიაღწია. ხანუმა უზომოდ ბედნიერი იყო ამ ბიჭის გამარჯვებით და სულ იმას გაიძახოდა, თუ შვილი ვერ გავაჩინე და ვერ აღვუზარდე ქვეყანას, ამ ერთი ბიჭის წარმატებით, დედამიწაც კი ამაყობსო. იონა კი დარცხვენით პასუხობდა, შენ და ფიფო, რომ არ ყოფილიყავით, დღეს ალბათ ისევ მენაგვედ ვიმუშავებდი და ღამის გათევა კი კვლავ სადგურის მოსაცდელ დარბაზში მომიწევდაო. აბა, ეგ რა გასახსენებელიაო, დაუცაცხანებდა ხანუმა. ფულიც და ხელშეწყობაც კი ბევრსა აქვს, მაგრამ კაცადაც არ ვარგაო.
ამის გახსენებაზე, იონამ ამოიხვნეშა, თუმცა ხვნეშა და გაოცება მაშინ იყო, როცა ნოტარიუსმა ანდერძი გახსნა, სადაც ხანუმას ერთადერთ მემკვიდრედ, მხოლოდ ფიფო იყო დასახელებული. იონაზე კი, სიტყვაც არ იყო ნახსენები.
ფიფო უხერხულად შეიშმუშნა. გულიც კი მოუვიდა ხანუმაზე. ამ ბიჭზე მზე და მთვარე ამოსდიოდა და ახლა ასე უსახლკაროდ როგორ დატოვაო. მერე ანდერძის თარიღსაც გადახედა, იქნებ ჯერ კიდევ იმ დროს იყოს შედგენილი, როცა იონას არც კი იცნობდაო, მაგრამ აქაც იმედი გაუცრუვდა.
რაში სჭირდებოდა ფიფოს, ხანუმას სამოთახიანი ბინა? სარემონტო, მოძველებული, ფერგადასული ავეჯით. ბანკის სესხიც ფიფომ, მის უჩუმრად დაუფარა, როცა იონას უცხოეთში გასაშვებად ხანუმამ საკუთარი ბინა, იპოთეკით დატვირთა.
„იქნებ გაიგო, სესხის დაფარვის შესახებ და ამიტომაც ვალში არ დამრჩა? ჰმ.“
ჩაეღიმა ფიფოს, თუმცა მაინც არ იყო კმაყოფილი ამ ამბით. იონამ სესხზე არაფერი იცოდა. ძველი ვალი, სიბერეში დამიბრუნესო, ხანუმას ასე უთქვამს. ჯერ უარზე დადგა ბიჭი, ისედაც ამდენი სიკეთე მივიღე თქვენგანო, მაგრამ ხანუმამ იმდენი ესაუბრა, სანამ არ დაარწმუნა, შენი უცხოეთში სწავლის დაფინანსება, ჩემთვის ინვესტიცია იქნებაო. აბა, ამხელა ფულის გადანახვა, რა ჯანდაბად მინდაო.
- ფიფო, მე სულაც არ მწყინს, მის ხელში გაიზარდე და შენ უფრო...
- კარგი, რაა. - გააწყვეტინა ფიფომ. - ეგ, არაფერ შუაშია, თუმცა მაინც ვერ ვხვდები, ასე რატომ მოიქცა? იქნებ რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული და ვეღარ მოასწრო?
- ფიფო, მე მართლა არ მწყინს! - უკან არ იხევდა იონა, თუმცა თავადაც გაოგნებული იყო. - ისედაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ თქვენი, ორივესი და მაინც, ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ვალს!
- ესე იგი, ჩემი ვალი გაქვს? - გაეცინა ფიფოს. - აბა მაშინ, დროა უკვე დამიბრუნო!
იონამ თვალები დაჭყიტა. უცებ ათასმა აზრმა გაუელვა.
- დიმეო ხმას არ იღებს! - განაგრძო ფიფომ. - არაფერს გვიყვება, ან ამდენი ხანი სად იყო, ან სულაც, სახლამდე ვინ მოიყვანა, მხოლოდ ჩემს მდივანს დაადო ხელი და მაშინათვე გაჩუმდა. საიდან აღარ მივუდექი, რა აღარ ვკითხე, მაგრამ იმ წუთასვე ცვლის თემას. თან არც მინდა, რომ დავაძალო და ვერც ბავშვთა ფსიქოლოგმა ათქმევინა...
- სწორია! - შეაწყვეტინა იონამ. - არც უნდა დააძალო! უფრო მეტად ჩაიკეტება. მე ყველანაირად შევეცდები. მთავარია, ცოტა უფრო მეტად მომენდოს. ვიცი, როგორც უნდა მივუდგე. არანაირი ფსიქოლოგთან ვიზიტი და არც კონკრეტულად ზუსტად განსაზღვრული საათები. ხან ათი წუთით ვნახავ, ხანაც მთელი საათი ვითამაშებთ, ვისეირნებთ, გავერთობით.
- შენ უფრო იცი. - ამოიხვნეშა ფიფომ. - სავარაუდოდ უფრო მოგენდობა, ვიდრე უცხო, უცნობ ფსიქოლოგს.
- არა. არა! არანაირი ფსიქოლოგის სტატუსით, თორემ აზრი არ ექნება.
- ეს კარგი, მაგრამ ახლა ამ ბინას, რა ვუყოთ? შენც ხომ კარგად იცი, რომ მე, არაფერში მჭირდება.
- არც მე მინდა, ნუ გგონია რომ ამას წყენით ვამბობ, თუმცა გამიკვირდა! ვაღიარებ! მაგრამ ისედაც, მთელი ცხოვრება, შენ შემოგციცინებდა, მემკვიდრედ გთვლიდა და უცებ მე შემოგეკვეტეთ და დღეს, თქვენი წყალობით, უბედნიერესი ადამიანი ვარ! რასაც, ამ რამდენიმე წლის წინ, ვერც კი წარმოვიდგენდი! შენ იყავი ხანუმას პირმშო და უცებ მე... იცი, ამის გამო, მაინც ყოველთვის უხერხულად ვგრძნობდი თავს შენს წინაშე.
- კარგი რაა, მორჩი. - იწყინა ფიფომ. - არავის დაუძალებია, მინდოდა და დაგეხმარე, არც იმაზე მიფიქრია, ოდესმე თუ დამჭირდებოდი, მაგრამ აი ახლა ხომ ხედავ, როგორ მჭირდება შენი დახმარება, ამაზე დიდ სიკეთეს რას გამიკეთებ, თუ კი ჩემს შვილს დაეხმარები. ნათლულია შენი, ბოლო-ბოლო.
- ჰოდა, ნათლია, გესტუმრებით და არა ფსიქოლოგი.
- არა, ეგ არც ახსენო! არავითარი ფსიქოლოგი!
- რა თქმა უნდა!
- ეგ საკითხი გავარკვიეთ, მაგრამ ახლა ამ ბინას მართლა რა ვუყოთ? ხვალვე წავიდეთ ნოტარიუსთან და გადაგიფორმებ.
- არ მინდა ფიფო. მაინც არ ვაპირებ აქ ცხოვრებას და შენ უფრო გამოგადგება, ალბათ ეს გათვალა ხანუმამ. ხვდებოდა, იქ უფრო მომწონდა. უცხოეთში კარგად მოვიკიდე ფეხი. ხარისხიც დავიცავი.
- გაყიდე მერე და მოიხმარე ფული. ასე კარგად ხარ იქ?
- ხელფასი კარგი მაქვს და ტყუილად, რატომ უნდა...
- იყოს მაშინ, როცა ჩამოხვალ, ადგილზე დაგხვდება. - ჩაეღიმა ფიფოს. - და აღარ გინდა ამდენი რევერანსები, დაგჭირდება ოდესმე და გინდა გაყიდე და გინდა, იცხოვრე.
იონამ არაფერი უპასუხა.
ერთხანს ისხდნენ ასე უხმოდ. მერე ფიფო წასასვლელად მოემზადა. იონას გული ჩასწყდა. საშინლად აღარ უნდოდა ამ სახლში, კიდევ ერთი ღამის გათევა. თვალი ხანუმას ჩვეული სავარძლისკენ გაექცა, საიდანაც ახლა სათნო და კეთილი მოხუცი ქალბატონის მაგივრად, სიცარიელე უმზერდა.
- რა, გაიტრუნე? - შეუძახა ფიფომ. - ადე, წავედით! რა ხანია მიმი, ვახშამზე გველოდება.
იონას თვალები გაუფართოვდა.
- მოხვიე შენი ბარგი და წავედით ჩემთან! - განაგრძო ფიფომ. - ჩემთან იცხოვრებ. არა, თუ მაინც მარტო გინდა, იყავი, რაა, მაგრამ ახლა ჯერ ვახშამი!
- ისედაც ამდენს გაწუხებ... - უხერხულად აბურტყუნდა იონა.
- ოოო, კარგი, რაა.
- აქ უკვე, მართლა ძალიან მიჭირს. შენთან კი კარგია, მაგრამ ის ორმოცი დღე, ხომ უნდა სანთლის დანთება აქ და...
- ჰოდა, იარეთ შენ და დიმეომ აქ ყოველდღე. სანამ სანთელი ჩაიწვება, ცოტას წაიჭორავებთ კიდევაც. აბა მართლა ანთებულ სანთელს, ხომ არ დატოვებთ სახლში?
იონას ყურებამდე გაეღიმა და შვებით ამოისუნთქა.
ფიფოს გეგმა მშვენიერი იყო, თუმცა დრო გადიოდა და მაინც არაფერი იცვლებოდა.
დიმეო იმაზე მეტს მაინც არ ჰყვებოდა, რაც უკვე არაერთხელ ჰქონდა მოყოლილი. თავიდან, შედარებით უფრო გულახდილიც იყო. ზედმიწევნით უამბობდა, თუ როგორ გაიტაცეს. მანქანის ღია კარიდან ფიფოს მდივანი გოგო, ღიმილით უქნევდა ხელს. ჩქარა მამიკოს შენთვის სიურპრიზი აქვსო. გზაში სულ, რატომღაც წინასწარ გახსნილ, რაღაც სხვანაირ გემოიან წვენს აძალებდა, დალიე, დალიეო. როდესაც გამოეღვიძა უკვე ბინდდებოდა, საჭეს ისევ ის ქალი მართავდა, თუმცა ახლა სულ სხვა მანქანა იყო და აღარც ფიფოს მდივანი გოგო ეჯდა გვერდით, მისი ქურთუკიც სადღაც გამქრალიყო. შემდეგ ყველაფერი, როგორც იყო, ზუსტად ისე ჰყვებოდა, მხოლოდ მწირი არც ერთხელ არ უხსენებია. თავისივე ზურგჩანთა ათრევინეს, რატომღაც ძალიან მძიმე იყოო. ისიც კი დაუმატა, თუ როგორ იყო დაშინებული, რომ არ უნდა გაეხსნა. მღვიმეში მომხდარ ამბავს კი, თითქოს წესიერად ვერც იხსენებდა. მოხუცმა ბერმა უცებ გამომაპარა, ვიღაც მწყემსებს გამომაყოლაო და ამასაც ისე, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ჰყვებოდა და ხშირად თვალსაც არიდებდა მოსაუბრეს, რაც იონას გარდა. ფიფომაც შენიშნა.
- რაღაცას ბოლომდე არ გვიყვება, ეს წრუწუნა. - ჩაფიქრებული ხმით სთქვა ფიფომ.
- დედას ბარტყი, რაღაცას მალავს? - ჩაეღიმა მიმის.
- ბარტყი! წრუწუნა! რა არის ეს? - უსაყვედურა იონამ. - ვერ ხედავთ, რომ უკვე კაცობს?
- დიდბიჭობს. - ისევ ჩაეღიმა მიმის.
- და დიდ საიდუმლოსაც ინახავს. - დაუმატა ფიფომ.
- საქმეც მაგაშია! - დაუდასტურა იონამ. - გულში ამაყობს კიდევაც ამით.
- ჩემთან საერთოდ არაფერი უთქვამს. - ნაღვლიანად ამოხვნეშა მიმიმ.
- რადგან უკვე ასე ვაჟკაცობს, დედიკოსთან ხმასაც არ ამოიღებს. - დაასკვნა იონამ.
- და აბა, რა ვქნათ? - იკითხა ფიფომ. - როგორ მოვიქცეთ? იქნებ ბავშვი, რაღაც შარშია გახვეული?
- და მერე, მართლაც გვიანი არ იყოს. - მიმი წამოდგა. - ყავას მაინც მოვამზადებ.
- თუ იტყვის, ისევ შენ თუ გეტყვის, ფიფო. - მიმართა იონამ. - ყოველგვარი, ზედმეტი შესავლებისა და მიკიბ-მოკიბვის გარეშე! პირდაპირ უნდა ჰკითხო! და ისიც უნდა აუხსნა, თუ რატომ გაინტერესებს, რისთვის არის საჭირო, რომ იცოდე.
- რამდენჯერ ვცადე. - ხელი ჩაიქნია ფიფომ. - არ იცოდე მაინც.
- ნუ ცდილობ! პირდაპირ და ზუსტად ის ჰკითხე, რაც გაინტერესებს, თორემ ხომ ხედავ, როგორ იქცევა? ჩვენც შემოვლითი გზით ვუსვამთ შეკითხვებს და ისიც სწორედაც რომ ამით სარგებლობს.
- ასევე, შემოვლით, აგვივლის გვერდს. - ჩაეცინა ფიფოს.
- და გვპასუხობს, რაც მას აწყობს. - ჩაურთო იონამ. - თან ჩაუკვირდი, აბა როგორი პასუხებია? დალაგებული, გათვლილი, დაწყობილი და ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ არც ერთი ფრაზა არ არის გაზეპირებული.
ფიფო მოიღუშა არაფერი უპასუხა.
- ძალიან ჭკვიანი ბავშვია. - განაგრძო იონამ. - გამჭრიახი. საკმაოდ სხარტად აზროვნებს. ასე ადვილად არ გატყდება. ადვილად კი არა, სანამ თვითონ არ ჩათვლის საჭიროდ, მანამდე...
- ასე, როგორ დააშინეს ბავშვი. - ამოიკვნესა მიმიმ და ცხელი, ქაფქაფა ყავით ავსილი ფინჯნები ფრთხილად ჩამოარიგა.
- რა ეტყობა, დაშინებულის? - ჩაილაპარაკა ფიფომ.
იონამ ღიმილით დაუქნია თავი.
- და, შენმა მდივანმა, რაო? - ჰკითხა მიმიმ ფიფოს.
- რა უნდა თქვას? - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - ცხადია, არაფერი ეშველება!
- და აღიარებითი ჩვენება?
- მიმი, რა აღიარებითი ჩვენება? და თან, როდის? ხელი რომ დაადეს მაშინ? თუ ბრალის წაყენების მერე? ორი-სამი წლის დაკლებაც თუ გამოუვა საერთოდ, ესეც კი ბევრია!
- ბავშვის გატაცება, უბრალო საქმე როდია? - ჩაურთო იონამ.
- და მარტო გატაცებაში არ იყო აქ საქმე! - ფიფო შეყოვნდა. - ფულს არ ვგულისხმობ! ეგ არც გაიფიქროთ! - ფიფომ მოსაუბრეებს თვალი კუშტად შეავლო.
- ცხადია, ბავშვის დაბრუნება არც კი ჰქონდათ განზრახული. - მიუგო იონამ. - და ფიფო, ეს პირადად შენ გეხებოდა, შენზე იძიეს შური.
ფიფო უხმოდ უქნევდა თავს.
- შურისძიების უამრავი ხერხია. - განაგრძო იონამ. - მაგრამ, როდესაც ყველაზე მტკივნეულს ეხებიან, ეს უკვე იმაზე მეტად სერიოზული ამბავია, ვიდრე საერთოდ წარმოგიდგენია.
- ჰო! ვიცი! - დროულად ჩაურთო ფიფომ, სანამ იონა კიდევ რამეს იტყოდა.
იონაც მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა. ასეთი მძიმე სიტუაციის, კიდევ უფრო მეტად მძაფრად ახსნა, მიმის თანდასწრებით, სულაც არ იყო საჭირო.
- კიდევ გვემუქრება, რამე? - მიმიმ აღელვებით გადახედა ბიჭებს.
- არა მგონია! - მეტი დამაჯერებლობისათვის, ფიფომ თვალი გაუსწორა მიმის. - ახლა აზრი აღარ აქვს ჩემს გამწარებას, ყველა გაშიფრულია და იმიტომ.
- მართლა? - მიმის აშკარად გულზე მოეშვა.
- რა თქმა უნდა! - დაუდასტურა ფიფომ და ახლა უკვე თვალი აარიდა, რაც იონას არ გამოჰპარვია. მიმის კი, არაფერი შეუნიშნავს.
- დედას პატარა კნუტი. - მიმის ცრემლი მოერია. - ასე როგორ უნდა გაიმეტო ბავშვი, რომ ფულის გულისთვის...
- მიმი. - ღიმილით შეუძახა ფიფომ. - ვინ არის კნუტი? ამდენი თვის მერე, სახლში რომ მრთელი დაბრუნდები და თანაც სულიერად გაუტეხავი და ამ ყველაფერთან ერთად, გამოსასყიდსაც რომ უკლებლივ მოიტან, ვინ გამოდის კნუტიც და ბარტყიც ჩვენს შორის?
ყველას გაეცინა.
- ნეტა მართლა ამდენი თვე სად იყო? ვინ უვლიდა? რას აჭმევდა?
- მიმი, კარგი, რაა. - უსაყვედურა ფიფომ. - ხომ ხედავ, არა? როგორი მოვლილი იყო.
- ვიღაც უვლიდა ჩემს შვილს და მე კი, მადლობაც ვერ გადავუხადე.
- არ უნდოდა ალბათ, არც ჩვენი მადლობა და არც ჩვენი ჯილდო.
- ისე, კლასის დამრიგებლის ბრალიც დიდია. - ჩაურთო იონამ. - გაკვეთილებიდან ისე უშვებს მოსწავლეს, რომ მშობელი არც დაუნახავს!
- მართალი ხარ, მართალი. - მიუგო ფიფომ. - იმედია, შემდგომში გაითვალისწინებს.
- წესით, პასუხი უნდა აგოს! - არ ცხრებოდა იონა.
- რა ვქნა? „გავსროკო“? - ღიმილით ჩაეკითხა ფიფო.
- იმდენი ბოდიშები მიხადა. - ნაღვლიანად ჩაეღიმა მიმის.
- ბოდიშები, რომ საქმეს შველიდეს. - უკან არ იხევდა იონა.
- შენ, რაღაც ისე ძაან გამწარებულხარ მასწავლებელზე, რომ ჯავრს ნებისმიერზე იყრი? - გაეცინა ფიფოს.
- სწავლა მიყვარდა, სკოლას კი ვერ ვიტანდი! მეზიზღებოდა! - თავი გააქნია იონამ.
- მე საბავშვო ბაღს ვერ ვიტანდი! - ზედა სართულიდან გადმოსძახა დიმეომ, რასაც უფროსების გაკვირვება მოჰყვა.
- სკოლა? - შეეკითხა მიმი.
- ნეტა დიდი ხანია გვისმენს? - ჩუმად გადაულაპარაკა ფიფომ იონას.
- სკოლა კი, მიყვარს. ჯერ-ჯერობით მომწონს.
- აჰამ. - ჩაეღიმა ფიფოს. ნუ რადგან, ჯერ-ჯერობით მაინც, ეგეც კარგია და დიმე, მითხარი მამ, სახლამდე მაინც ვინ მოგიყვანა? ან ამდენი თვე ვინც გივლიდა, საკუთარ ლუკმას გიყოფდა, ნუთუ მადლობის ღირსიც არ არის ჩვენგან?
დიმეო გაფითრებული შეჰყურებდა ფიფოს. ახლა აშკარად შეეტყო, რომ მართლაც რაღაცას მალავდა.
- დეე, ჩვენ ჯილდოც კი დავაწესეთ. - ახლა მიმიმ განაგრძო. - ნუთუ არ გინდა, შენს მფარველ ანგელოზებს, რაღაცით ჩვენც დავეხმაროთ? იქნებ, რაღაც უჭირთ ან...
- იქნებ სულაც არ უჭირთ, მაგრამ. - ახლა ფიფო შეეშველა. - უბრალოდ, გავიცნობთ, ვიმეგობრებთ!
დიმეო კვლავ გატრუნული იდგა, თუმცა აშკარად ჩანდა, უკვე მოეწონა ფიფოს წინადადება.
- შენ იცი? როგორ გავიცანი შენი ნათლიები? - განაგრძო ფიფომ. - საშინლად ვიეჭვიანე მიმიზე!
- ჩემზე? - გაუკვირდა მიმის.
- ჰო! და ასე აღმოვჩნდი ერთ დღესაც მხატვრის სახელოსნოში, ქირურგი კი შენ გაგვაცანი, როცა პირველად გაგსინჯა, ხალათზე მიაფსი.
ყველას გაეცინა. დიმეოც გამხიარულდა.
- და ახლა მე, როგორ გამიცნო? - ჩაურთო იონამ. - ნაგვის ბუნკერებს ვასუფთავებდი და ერთ დღესაც ფიფო დამადგა თავს და...
- მართლა? - გაუკვირდა ბიჭს.
- ჰო, მართლა, ადრე მენაგვედ ვმუშაობდი, მაგრამ ამას ჩვენი მეგობრობისთვის ხელი, სულაც არ შეუშლია. პირიქით, სწორედ მაშინ დავმეგობრდით!
- მენაგვე? - დიმეო გაოგნებული დარჩა. - მე კი, მეგონა ყოველთვის ფსიქოლოგი იყავი.
- ჰა, ჰა! - ფიფომ თავი ვეღარ შეიკავა. - აჰა, ესეც დედას ბარტყი და მამას წრუწუნა!
ყველას გაეცინა.
- რაღაც უფრო სხვა ტაქტიკაა საჭირო. - დაიწყო იონამ, როცა მარტონი დარჩნენ. - ფიფო, ისევ შენ თუ გეტყვის.
- კაცურად? - ჩაეღიმა ფიფოს.
- დაახლოებით. - იონა შეყოვნდა. - როგორც ურო დიდ ბიჭს, მამა რომ ძმაკაცურად დაუდგება გვერდით.
- ქალებში წავიყვანო? - ფიფოს ხმამაღლა გაეცინა.
იონაც ჩაბჟირდა. სული ძლივს მოითქვა.
- შენგან უნდა იგრძნოს, რომ პატივს სცემ უკვე, როგორც წამოზრდილ ბიჭს და არა, როგორც...
- და არა, როგორც ქვეშაფსიას! - ჩაურთო ფიფომ.
იონამ ღიმილით დაუქნია თავი.
ფიფომ უთენია შეაღვიძა დიმეო. დედიკოს იყოს, ეძინოსო და ასე ჩუმად გამოიძურწნენ სახლიდან.
დიმეო აღფრთოვანებული დარჩა სამხედრო ბაზით. ხან ჩაფხუტი დაახურეს, ხანაც იარაღებსაც შეავლო ხელი, მაგრამ შვეულმფრენის კაბინაში ჩაჯდომამ კი, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
- თუ გინდა, ვთხოვ უფროსს და თუ დაგვრთავს ნებას, ცოტა გადავუფრინოთ მიდამოს. - შეაპარა კითხვა ფიფომ.
- მართლა? - დიმეოს თვალები გაუბრწყინდა.
- აბა, ტყუილად? - გაეღიმა ფიფოს.
- მართლა, შეიძლება?
- საერთოდ, არ შეძლება, მაგრამ გააჩნია ვისთვის! - მერე კი უფრო დაბალი ხმით უთხრა. - თუ გეშინია, ეს სირცხვილი, სულაც არ არის.
- არ მეშინია! - წამოიყვირა გახარებულმა ბიჭმა. - სთხოვე რაა, მამ! ძალიან მინდა!
- მაშინ ავფრინდეთ!
- არის, უფროსო! - პილოტი კაბინაში მოეწყო და გეზი სწორედ იქითკენ აიღო, რომლის კოორდინატებიც უკვე ფიფოსგან ჰქონდა წინასწარ მიღებული.
ფიფოს ყველაფერი გათვლილი ჰქონდა. თუ დიმეოს ფრენის არ შეეშინდებოდა, სწორედ იმ ადგილებს გადაუფრენდნენ, სადაც ერთ დროს, უსახურ მღვიმეში, გატაცებულ ბავშვს მალავდნენ.
ფიფო, მობილური ტელეფონის კამერით აფიქსირებდა, დიმეოს როგორი აჟიტირებული ხმით მიჰყავდა რეპორტაჟი ციდან. მერე ბავშვი, თითქოს ცოტა მოიღუშა, როცა ფიფომ მიანიშნა, აქ რამდენს გეძებდითო.
- რა სხვანაირია ზემოდან. - დიმეო გაოგნებული იყო, თითქოს არც სჯეროდა, რომ ნამდვილად იმ მიდამოს დაჰყურებდა.
- ჰო, ზემოდან, სულ სხვანაირად აღიქვამ და თანაც მაშინ აქაურობა დათოვლილიც იყო.
- წავიდეთ აქედან! შეწუხებული ხმით უთხრა დიმეომ.
- წავიდეთ. - დაეთანხმა ფიფო და არც ის გამოჰპარვია, ბავშვმა შვებით როგორ ამოისუნთქა.
პილოტმა ახლა იქითკენ იცვალა გეზი, საითაც ფიფოს ვარაუდით, დიმეომ გატაცების, ბევრად უფრო მშვიდობიანი პერიოდი გაატარა. დასახლებულ ადგილებში, შვეულმფრენი ბევრად უფრო დაბლა დაფრინავდა. ადვილად შეიძლებოდა ნაცნობი სახლებისა თუ ადგილების გარჩევა. ბავშვი აწრიალდა, ჩანდა მართლაც, თითქოს რაღაც ეცნო. ფიფო ჩუმად ადევნებდა თვალს და წინასწარ შეთანხმებულმა პილოტმაც მშვენივრად იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო.
- შეგვიძლია ამ მინდორზე დავეშვათ. - პილოტმა ფიფოს თვალი ჩაუკრა.
დიმეოს სულ წაუვიდა ფერი.
- ცოტა გავისეირნოთ მინდორში, ამინდიც კარგია. - განაგრძო პილოტმა და თან მალულად ფიფოსაც გახედა.
- დავეშვათ მერე! - მიუგო ფიფომ.
- არა! - იყვირა დიმეომ. - სახლში მინდა. - წყლიანი თვალებით, მუდარით შეხედა ფიფოს.
- წავედით სახლში. - თავი დაუქნია ფიფომ. - მეც დავიღალე.
დიმეოს გულზე მოეშვა და მამას მშვიდი სახით მიეკრო. ფიფომ ბავშვი მიიხუტა.
- ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა. - უთხრა ჩურჩულით ფიფომ. - ამას მე გპირდები.
- მამ, ძალიან მიყვარხარ... - დიმეომ აშკარად მადლიერი თვალებით ამოხედა.
ფიფოს კი ისეთი შეგრძნება დაეუფლა, რომ ბავშვს კიდევ რაღაცის თქმა სურდა.
„ძალიან მიყვარხარ, მაგრამ...“
გაუელვა ფიფოს.
„რა დგას, იმ „მაგრამის“ უკან?“
LEX. 2020 წლის 28 აგვისტო, პარასკევი
შეიტანეთ განცხადება სესხის მისაღებად ACCESS FINANCE- ში (accessloanfirm2030@gmail.com) 3% პროცენტით.
ReplyDeleteახალი ფინანსები მოქნილია: შეგიძლიათ ისესხოთ 1000 ევროდან 5 მილიონ ევრომდე (5,000,000.00 ევრო), დაფარვის შესაბამისი პერიოდებით 6 თვიდან 30 წლამდე. ჩვენ გთავაზობთ პერსონალურ, ბიზნეს, საცხოვრებელ და საკონსოლიდაციო სესხების ფართო სპექტრს, რომლებიც ადაპტირდება თქვენი ცვალებად საჭიროებებსა და გარემოებებზე 3% პროცენტით.
? თანხებზე დაუყოვნებლივი წვდომა დამტკიცებისთანავე
? კონკურენტული პროცენტები
? დაფარვის მოქნილი პირობები
? სესხის უფრო სწრაფი დაფარვის შესაძლებლობა (დამატებითი გადახდები ამცირებს სესხის ოდენობას)
? მარტივი დამტკიცება, თუ დამატებითი თანხები გჭირდებათ
? თქვენი პირველი სესხის დაფარვა დაიწყება დამტკიცებიდან ექვსი თვის შემდეგ.
სესხის აღება სწრაფად და მარტივია!
კომპანიებმა ან იმ პირებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სესხის მისაღებად, სესხის მისაღებად, რომელთაც სჭირდებათ მეტი ინფორმაცია, თუ როგორ უნდა შეიტანონ განცხადება, უნდა გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე (accessloanfirm2030@gmail.com)
WhatsApp ნომერი: +79258159150
გაითვალისწინეთ
მისტერ სკოტი
accessloanfirm2030@gmail.com
გჭირდებათ სასწრაფო სესხი თქვენი ფინანსური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად? ჩვენ გთავაზობთ სესხებს 2,000-დან 50,000,000.00 ევრომდე, ჩვენ ვართ საიმედო, ეფექტური, სწრაფი და დინამიური, კრედიტუნარიანობის შემოწმების გარეშე და გთავაზობთ უცხოური სესხების 100%-იან გარანტიას ტრანსფერის პერიოდში.
ReplyDeleteჩვენ ასევე გავცემთ სესხებს ყველა ვალუტაში 3%-იანი საპროცენტო განაკვეთით ყველა სესხზე... დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ კომპანიის ელფოსტით: accessloanfirm2030@gmail.com
მომსახურებაში შედის:
* პერსონალური სესხები
* ბიზნეს სესხები
*
რემონტი * კლიენტური სესხები
* ავტო სესხები
და ა.შ..
Როგორ უნდა მიმართოს:
სესხზე განაცხადი სწრაფი და მარტივია!
კომპანიებმა ან პირებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან განაცხადონ სესხზე წვდომით Finance, რომლებსაც სჭირდებათ მეტი ინფორმაცია განაცხადის შეტანის შესახებ, უნდა გამოგვიგზავნონ ელფოსტა შემდეგ მისამართზე: accessloanfirm2030@gmail.com
WhatsApp ნომერი: +79258159150
პატივისცემით
მისტერ სკოტი
accessloanfirm2030@gmail.com
ეძებთ სესხს? ჩვენ გთავაზობთ ყველა სახის სესხს, როგორიცაა პერსონალური სესხი, იპოთეკური სესხი, უძრავი ქონების სესხი, კომპანიის სესხი, საინვესტიციო სესხი, ბიზნეს სესხი, კომერციული სესხი, ვალის კონსოლიდაციის სესხი და სხვა მრავალი 3%-იანი საპროცენტო განაკვეთით. ჩვენ გავცემთ სესხს მინიმალური დიაპაზონიდან $5,000 დოლარიდან მაქსიმუმ $150,000,000.00 დოლარამდე, დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტით: SteveMiguelloanfirm@gmail.com
ReplyDeleteმიმართეთ სესხს ACCESS FINANCE-ში (accessloanfirm2030@gmail.com) საპროცენტო განაკვეთით 3%.
ReplyDeleteგჭირდებათ სასწრაფო სესხი თქვენი ფინანსური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად? ჩვენ გთავაზობთ სესხებს 2,000-დან 50,000,000.00 ევრომდე, ჩვენ ვართ საიმედო, ეფექტური, სწრაფი და დინამიური, კრედიტუნარიანობის შემოწმების გარეშე და გთავაზობთ უცხოური სესხების 100%-იან გარანტიას ტრანსფერის პერიოდში.
ჩვენ გთავაზობთ პერსონალური, საქმიანი, სახლისა და კონსოლიდაციური სესხების ფართო სპექტრს, რომლებიც ადაპტირდება თქვენს ცვალებად საჭიროებებთან და გარემოებებთან 3%-იანი საპროცენტო განაკვეთით.
მომსახურებაში შედის:
* პერსონალური სესხები
* ბიზნეს სესხები
*
რემონტი * კლიენტური სესხები
* ავტო სესხები
და ა.შ..
როგორ მივმართოთ ელფოსტით: accessloanfirm2030@gmail.com
სესხზე განაცხადი სწრაფი და მარტივია!
კომპანიებმა ან პირებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან განაცხადონ სესხზე Novelty Finance-თან, რომლებსაც სჭირდებათ მეტი ინფორმაცია განაცხადის შესახებ, უნდა გამოაგზავნონ AN
მოგვწერეთ ელფოსტაზე: accessloanfirm2030@gmail.com
WhatsApp ნომერი: +79258159150
პატივისცემით
მისტერ სკოტი
accessloanfirm2030@gmail.com