დიმეო გაიტრუნა.
ერთ
ადგილას
გაშეშდა.
ვერც
ხმა
ამოიღო
და
ვერც
უკან
მოხედა
მწირს.
- იყავი, თუ
გინდა.
- განაგრძო
მწირმა.
- ალბათ, მოგწონს.
დიმეომ ოდნავ მოხედა და მალულად
შეავლო
თვალი
მწირს,
რომელიც
ახლა, სულ
სხვანაირი
მოეჩვენა.
მწირს
თმები
ბოლომდე
მოეჭრა
და
ახლა
ცდილობდა, წვერიც
დაეპატარავებინა.
- თუ
შენი
არჩეულია,
სავარაუდოდ,
შენს
ნამდვილ
სახელს
უნდა
ენათესავებოდეს.
- დაასრულა
მწირმა
და
ბიჭს, სახეში
ჩააშტერდა.
დიმეომ გაკვირვებისგან, თვალები
დაჭყიტა.
- ისე, იმ
შენს
ზურგჩანთაში, ასეთი
რა
გიდევს,
რომ
ასე
საგულდაგულოდ
მალავ?
- ირონიით
განაგრძო
მწირმა.
დიმეო შეცბუნდა,
აშკარად
ფერმა
გადაჰკრა.
გაფითრებული
სახით
მიაჩერდა
მწირს.
მწირმა ღიმილით
აქცია ზურგი და შემოსასვლელში გავიდა.
დიმეო მაშინვე
დაფაცურდა.
გადამალული
ზურგჩანთა
გამოაძვრინა
და
ახლა
სულ
სხვაგან
დამალა.
მწირი
დერეფნის
ფანჯრიდან
უჩუმრად
ადევნებდა
თვალს.
ჯერ
ეღიმებოდა,
მერე
საგონებელში
ჩავარდა.
ასეთი
რა
უნდა
ყოფილიყო
ნეტა,
რომ
ბავშვი
მართლაც, ასე საგულდაგულოდ
მალავდა და
უფრთხილდებოდა.
„იმ
ნაძირალა
ხალხის
გადამკიდე,
ვინ
იცის
ბავშვს,
რა
ჩაუდეს
ჩანთაში.“
ფიქრობდა მწირი.
„იქნებ,
სკოლის
ჩანთის
გამოყენებით,
ნარკოტიკებით
ვაჭრობდნენ?
ჰმ,
არც
გამიკვირდება,
მაგრამ
იქნებ?..
ასაფეთქებელი
რომ
ჰქონდეს ბავშვს ჩანთაში?!“
მწირი შეშფოთებული
წამოჯდა
საწოლში.
უკვე
ამდენი
ვარიანტების
განხილვას
სჯობდა,
ერთხელ
და
სამუდამოდ ენახა, მართლაც ასეთს
რას
მალავდა
ბავშვი
და
დროულად
მიეღო
ზომები.
მთელი დღის
თოვლში
ნაგუნდავებ
და
ლეკვებთან
თამაშით
გადაღლილ
ბავშვს, გემრიელად
ეძინა. მასპინძელიც
ბოლო
ხმაზე, არხეინად
ხვრინავდა.
მწირი
უჩუმრად
გამოიძურწა
სახლიდან.
ბოსლის
ერთ
კუთხეში
მიიკუნჭა
და
ჩანთა
გახსნა.
ხელში
დიმეოს
სკოლის
წიგნები
და
პენალი
რომ
მოჰყვა
ჩაეღიმა.
ამოისუნთქა,
რა
არ
ვიფიქრეო. თუმცა
მერე, მაინც
დაეჭვდა
და
წიგნების
ქვეშ, რაღაც
დიდი,
რამდენიმე
ფენა
სკოჩით
კარგად
შეკრული
ყუთივით
ფუთა
იყო.
რა
შეიძლებოდა
ყოფილიყო?
ახლა
უფრო
მეტად
დაშინდა
მწირი.
თუ
აფეთქებაა,
რაღა
ბავშვი
შეიწიროსო.
ძალიან
ფრთხილად, გვერდი
ოდნავ
ჩაუფხრიწა
და
ფარნის
შუქზე
ფულის
დასტამაც
გამოანათა.
ახლა უფრო
ჩაფიქრდა
მწირი.
საიდან
უნდა
ჰქონოდა
იმ
ავაზაკებს, ასე
სუფთად
დასტებად
დაწყობილი
ფული?
ბანკი
ხომ
არ
გაძარცვეს
ნეტავო,
გაიფიქრა
და
მაშინვე
დარწმუნდა. აი, ამიტომაც
გარბოდნენ
და
იმალებოდნენო.
როგორმე
ისევ, ბავშვი
უნდა
გამოეტეხა,
თუ
რამე
იცოდა,
ისეთ
შეკითხვებს
დაუსვამდა,
რომ
აუცილებლად
ათქმევინებდა, თუ
არადა, უნდა
მოეძია
იმ
სავარაუდო
პერიოდების
ინფორმაციები, ბანკების
დაყაჩაღების
შესახებ,
მაგრამ
ასეთ
სიტუაციაში, როგორ
შესძლებდა,
როცა
ამ
კეთილ
მასპინძელს, ტელევიზორიც
კი
არ
ჰქონდა.
მწირმა ფუთა
უკან
ჩააბრუნა,
ის
გაჭრილი
მხარე
ქვემოდან
მოაქცია,
წიგნები
როგორც
იყო, ისევ
ისე, ზემოდან
დააფარა
და
თავის
ადგილას, დააბრუნა.
დილამდე, თვალი
არ
მოუხუჭავს. უთენია
კი
მასპინძელი
დაფაცურდა
და
სტუმრებიც
აიყოლია.
ამაღამ,
ძველით
ახალი
წელი, აუცილებლად უნდა
ვიზეიმოთო.
მთლიანი
ნაძვის
მოჭრა
ცოდვააო
და
რამდენიმე
ტოტისგან
პატარა
კოხტა
ნაძვის ხე
შეუკრა
სტუმარ
ბიჭს
და
ახლა, მისი
მორთვაც მას
დაავალა.
ბიჭმა
ყურები
ჩამოყარა, ნაძვის ხის
სათამაშოები
არ
გვაქვსო.
- და
მერე, რა?
- შეაგულიანა
მასპინძელმა.
- სხვებმა,
მაღაზიაში
ნაყიდი
შუშის,
სათამაშოები
დაკიდოს,
თან
ფრთხილადაც
ხომ
უნდა
იყოს, რომ
არ
გაუტყდეს?
ჩვენ
კი,
გამოვაცხოთ
სხვადასხვა
ფორმის
ნამცხვრები
და
ის
დავკიდოთ!
- ნამცხვრები?
- გაუკვირდა
ბავშვს.
- ნამცხვრები,
როგორ
უნდა
დავკიდოთ?!
- ზოგს, მზის
ფორმა
მივცეთ,
თვალებიც
და
პირიც
გავუკეთოთ,
ზოგიც კი,
მთვარესავით
გამოვჭრათ!
- ვარსკვლავებიც
ხომ
შეიძლება?
- თვალები
გაუბრწყინდა
ბიჭს.
- ზოგი
გამოცხვება,
ზოგსაც
ჩვენ
დავხატავთ!
- ჩაერია
მწირი.
- გამოვჭრათ
ცოტა
სქელი
ქაღალდისგან.
- გვაქვს
სქელი
ქაღალდი?
- იკითხა
გახარებულმა
ბავშვმა.
- აგე,
შემოსასვლელში!
მუყაოს
დაშლილი
ყუთების
მეტი, რა
ყრია?!
- უპასუხა
მასპინძელმა.
- ამოირჩიე
და
მიდი
იმუშავე!
ახლა
შენზეა,
აბა
როგორ
გაგვიწყობ
და
გაგვილამაზებ!
წებოსაც,
ფქვილისგან
გაგიმზადებ!
ფერადი
ფანქრები
გექნება
ჩანთაში,
ჰოდა, მიადექი
და
გააფერადე!
დიმეო იმ
ადგილისკენ
დაიძრა,
სადაც
ზურგჩანთა
ჰქონდა
გადამალული.
ფრთხილად
გახსნა
და
თან
თვალი, მწირისკენ
გაურბოდა,
ხომ
არ
მხედავსო.
მწირი
ზურგით
იჯდა,
მაგრამ
ყველაფერს
ამჩნევდა
და
ეღიმებოდა. თუმცა
ბოლოს, ვეღარ
მოითმინა
და
როგორც
კი
მასპინძელი
ეზოში
ჩავიდა, მაშინვე
მიუტრიალდა
და
ჰკითხა:
- რატომ
მალავ
ჩანთას?!
დიმეო გაიტრუნა
და
ფერი
დაკარგა.
- შენ
გგონია?
აქ
ვინმე
მოგტაცებს? თან, შენი
სკოლის
წიგნებს?
- ირონიით
განაგრძო
მწირმა.
დიმეო გაილურსა.
- თუუ... იქნებ,
ისეთ
რამეს
მალავ,
რომ
ძალიან
საშიშია და
სახიფათოც არის? - მწირი შეყოვნდა.
- იქნებ,
სხვისი
ნივთია?
რამე
მოიპარე? ისე, მაგის
გამოსწორებაც შეიძლება. თუ გინდა, დაგეხმარები
და
უკან
დავაბრუნოთ!
დიმეო, მართლა
დამნაშავესავით
იდგა
და
ხმას
ვერ
იღებდა.
მწირი
კი, კვლავ
განაგრძობდა ზეწოლას. ხვდებოდა, სულ ცოტა ბიძგი იყო უკვე საჭირო
და ბავშვიც, მთლიანად მიენდობოდა. თუმცა, მაინც ძალიან ფრთხილად უნდა ემოქმედა.
- მთავარი,
ის
კი
არ
არის,
თუ რა
ჩაიდინე და
რატომ, არამედ
მერე, როგორ
განაგრძობ
ცხოვრებას!
ამიტომაც მომეცი
ჩანთა,
ვნახოთ
რა
არის
და
ერთად
დავუბრუნოთ
პატრონს! თუ სხვია, რა თქმა უნდა.
-
არც ვიცი, რა არის და არც გახსნა შეიძლება, სანამ... - დიმეო გაჩუმდა. მეტი მართლაც, არაფერი იცოდა.
ბავშვს
ისეთი სახე ჰქონდა, რომ მის სიმართლეში მწირს, ეჭვიც არ შეჰპარვია. ისეთი დაშინებული
ჩანდა, რომ ცოცხალი თავით, ასე ადვილად არ დათმობდა ჩანთას.
-
დიდი ხანია მალავ? - ახლა, სხვა მხრიდან მიუდგა მწირი.
- რას? - იკითხა ბიჭმა. თუმცა, მშვენივრად მიუხვდა კითხვას.
- აბა, მე რა ვიცი, რას? - მხრები აიჩეჩა მწირმა. - მე არ მაჩვენებ,
შენ არ მეუბნები და როგორ გავიგო?
- არ ვიცი, რა არის და არც შეიძლება, გახსნა! - მტკიცედ მოუჭრა
ბიჭმა. - ხომ გითხარი?!
- არც ეგ იცი, რამდენი ხანია მალავ და არც ის იცი, რა
არის და რამდენი ხანი უნდა მალო კიდევ და როდის უნდა გახსნა?! ჰმ, და იქნებ, სულაც, ჩემია?!
ჰო! მე მომპარე! რა? არ შეიძლება?!
- მე, არაფერი მომიპარავს! - ბიჭს თვალები ცრემლით აევსო.
- მჯერა შენი. - დაუყვავა მწირმა. - ისედაც გეტყობა, როგორი კეთილი და სათნო ბიჭი ხარ და თანაც, შენი სიტყვის პატრონი.
ბიჭმა წყლიანი თვალები შეანათა.
- რადგან, შეპირდი და პირობა დადე, შენს სიტყვას პირნათლად ასრულებ და ყოჩაღ! ეს ძალიან კარგია და ვაჟკაცური საქციელია!
დიმეომ შეიფერა და ცოტა თითქოს, გულზეც მოეშვა, მაგრამ ბოლომდე ამოსუნთქვა, მაინც არ დასცალდა.
- იქნებ, მხოლოდ შენთვის არ შეიძლება ნახვა? - არ ეშვებოდა მწირი. - იცი, რომ უშენოდაც შემიძლია, შენი ჩანთის გახსნა? აი თუნდაც, მაშინ, როცა ტკბილად გძინავს!
დიმეომ დამფრთხალი სახით შეხედა.
- ისე, ამაში უჩვეულოც არაფერია. - განაგრძო მწირმა. - გითხრეს, გთხოვეს, თუ გიბრძანეს, არ გახსნაო და შენც ასრულებ პირობას! მესმის შენი, მაგრამ როდემდეა, ეს პირობა? რაღაც დრო, ხომ აქვს? თუ არასდროს არ უნდა გახსნაო? მაშინ დაფლე სადმე მიწაში, ისეთ ადგილას, რომ მარტო შენ იცოდე! რას დაათრევ აქეთ-იქეთ, ასეთ მძიმე ჩანთას?
ბიჭმა თავი გააქნია. იმაზეც კი გაფრთხილებული იყო, უმეთვალყუროდ ჩანთა, არასდროს არ უნდა დაეტოვებინა.
„ისე, კი კარგი იქნებოდა, მართლაც სადმე დამეფლო, მაგრამ მერე, ვიღაცამ რომ მიაგნოს და ამოთხაროს? ან მე რომ დამავიწყდეს ის ადგილი? მაშინ, დიდი ხის ქვეშ უნდა ჩავმარხო. უი, არაა! მერე ის ხე გაიზრდება ფესვებს ამოიყრის და ჩემს დამალულ ჩანთასაც ამოაგდებს და ისევ ვიღაც, სხვა იპოვნის, მე კი დავკარგავ და გამოვა, რომ ვერ გავუფრთხილდი, სანამ...“
- რას ჩაფიქრდი? - მწირი ბიჭს, თვალებში ჩააშტერდა.
„საბრალო, არავინ ჰყავს პატრონი, რომ გზა უჩვენოს. ეჰ, ამ საწყალს, თავზე ხელის გადამსმელიც კი არ ჰყოლია ალბათ, ამიტომაც არის ასეთი დათრგუნული და შეშინებული. პატარაა, გამხდარი და გაწრიპული. სარკმელში გადააძვრენდნენ ალბათ და გასაქურდი სახლის კარსაც შიგნიდან გააღებინებდნენ. ვინ იცის, რას არ მოუჩმახავდნენ ის ავაზაკი მშობლები. ჰმ, თანაც არც ერთს რომ არ ჰგავს, ჰაჰ! უეჭველი იმ ქალმა სხვისგან გააჩინა, იმ მძორ კაცს, ნამდვილად არ ჰგავს ეს ბიჭი. ჰმ, მართლაც რომ მძორი უნდა იყო, ასეთი უსუსური არსება, მოსაკლავად რომ გაიმეტო და თანაც, რისთვის? რის გულისთვის? იმისთვის, რომ შენს ზრახვებს უკვე ხელს უშლიდა? უკვე მისი არსებობაც აღარ იყო საჭირო? რადგან?.. რადგან ბევრი რამ იცის ამ პატარამ. იქნებ, ისიც იცის, რას დაათრევს ზურგით და...“
მწირმა ყველაფერი ნათლად წარმოიდგინა. როგორ დაამეგობრებდნენ, კარგად და გემოვნებით გამოპრანჭულ ბიჭს, სხვა მდიდარი ოჯახის ბავშვებთან, რომ მერე, ადვილად და უპრობლემოდ გაეძარცვათ, თანაც, ისე რომ, მათზე ეჭვს, არავინ მიიტანდა. მაგრამ მერე? მერე ალბათ, უფრო დიდ და სარფიან საქმეს გამოჰკრეს ხელი და ქვეყნიდანაც გაქცევა გადაწყვიტეს.
„ჰმ, მილიონიო, კი ღრიალებდა ის მძორი და.. ჰაჰ! ახლა მართლაც ხომ მძორად იქცეოდა იმ ხევში.
ეს პატარა, ბეღურა ჩიტი კი, აქ დგას, ჩემს წინ და აღარ იცის, დაბნეული თვალები სად წაიღოს. რა ამის ბრალია, ასეთი ავაზაკების ოჯახში თუ დაიბადა. საბრალო პატარა.“
დიმეო ისეთი სახით იდგა, რომ სადაცაა, იბღავლებდა.
- მომისმინე, პატარავ. - მწირმა თბილად გაუღიმა. - ვფიქრობ, რომ ჩანთის გახსნასაც, სავარაუდოდ, რაღაც გარკვეული დრო აქვს, ხომ? და ალბათ, ჯერ არც არის ამის დრო?
ბიჭმა უხმოდ დაუქნია თავი.
- ჯერ, ამის დრო არ არის. - გაიმეორა მწირმა. - და დარწმუნებული ვარ, ზუსტად არც ის იცი, ეს დრო როდის მოვა! და ახლა უკვე, ვერც ვერავინ გეტყვის. - მწირმა წამით იყუჩა და მერე უფრო, დაბალი ხმით დასძინა. - მაინც ვერავინ გეტყვის, ვეღარაფერს გეტყვის...
უცებ ბიჭი, გულამომჯდარი აზლუქუნდა და მწირს ჩაეკრო. ამას შემოსწრებულ მასპინძელს, ნაღვლიანად ჩაეღიმა და მაშინვე უკან გაბრუნდა. ხელი აღარც შეუშალა. ბარემ, ბოლომდე მოიოხონ გულიო. დარწმუნებული იყო, რომ ასე გულამომჯდარი ბავშვი, გარდაცვლილ დედას დასტიროდა.
- შენი ატირება, სულაც არ მინდოდა. - ამშვიდებდა მწირი. - მაგრამ რადგან ახლა, შენი მშობლები აღარ არიან, ნებით თუ უნებლიეთ, მე მხვდა წილად თუნდაც, დროებით მაინც, რომ შენზე უნდა ვიზრუნო, ამიტომაც ახლა უნდა მენდო და გამიმხილო. მესმის, რომ ძალიან რთულია, როცა ერთი ადამიანი წყვეტს, მეორის ბედს, თანაც როცა იცის, რომ უფლებამოსილია და როგორც მას სურს, ისეთ განაჩენს გამოუტანს. მე კი, სულაც არ მინდა, რომ ჩემი უყურადღებობის გამო, ცუდად წაგივიდეს საქმე და რადგანაც, ასეთ დღეში ხარ, თანაც იცი, რომ შენი არ არის, მაშინ მომეცი უფლება, მარტო მე ვნახო და დავუბრუნო ვისიც არის, შევთანხმდით?
დიმეო უფრო მეტად აბღავლდა. ძლივს შესძლო დამშვიდება. მწირი გულში იკრავდა, პატარა, უმწეო ბარტყივით დამფრთხალ ბიჭს.
- მე ვიზრუნებ შენზე. - უნანავებდა მწირი. - გპირდები, როგორც შევძლებ, იმაზე მეტად დაგიცავ, მხოლოდ, უნდა მენდო! ბოლომდე უნდა მენდო და გქონდეს, ჩემი იმედი!
- როცა მთაში წამოვედით, ჩანთაში დიდი მძიმე რაღაც, უკვე იდო. - სლუკუნით დაიწყო ბიჭმა. - ის, რის გახსნაც, ჯერ არ შეიძლება და ის, რაც ბედნიერებას მოგვიტანდა. - დიმეომ ცრემლიანი თვალებით ამოხედა მწირს.
- დაიმახსოვრე, პატარავ! ის რაც, შენი არ არის და მით უმეტეს, თუ სხვისია, ის ბედნიერებას, ვერასდროს მოგიტანს!
- იქნებ, ჩემია? მე ხომ მართლა არ ვიცი, რა არის. - წაიკვნესა ის ბიჭმა.
- შეიძლება, მართლაც შენია და შენ გეკუვთნის, მაშინ რატომ არ გქონდა მისი ნახვის უფლება? ესე იგი, არ იყო შენი და არც მათ ეკუთვნოდათ, რადგანაც ასე მალავდნენ, მაგრამ რაღა შენ მოგწყვიტეს ზურგი? თუმცა, არც თუ ისე, რთული მისახვედრია, თუ რატომაც. - მწირმა ამოიხვნეშა. - ნუთუ, ერთხელაც არ დაინტერესდი, ღამე მაინც გენახა ჩუმად? - უღიმოდა მწირი, გულაჩუყებულ ბავშვს.
- ღამით მეძინა, რაღაც უგემურ ჩაის მასმევდა, ტკბილად დაგეძინებაო.
- ჰოო?
- დედიკო, ძილის წინ არასდროს მასმევდა ჩაის... - დიმეოს ცრემლები წასკდა.
„ესე იგი, ის დამპალი მამაშენი გაიძულებდა და ვინ იცის, რას გიყრიდა. ჰმ, ტკბილად დასაძინებლად.“
- და რატომ არ დავლიოთ, ძილის წინო? იმიტომ რომ ჩაიფსამო? - მწირი, ბიჭის გამხიარულებას შეეცადა. - და მერე, ქვეშაფსია ბიჭი იქნებიო?
დიმეოს გაეღიმა და ცოტა გულზეც მოეშვა, თავის მფარველს ყველაფერი რომ გაუმხილა. თუმცა რატომღაც, არც კი უთქვამს, რომ ეს ხალხი, არც იყვნენ ჩემი მშობლებიო, ამაზე საერთოდ, ხმაც არ ამოუღია. მწირმა კი იფიქრა, მართალია მამამისი მე მოვკალი, მაგრამ დედისთვის ხომ, ხელიც არ მიხლიაო.
„ნუთუ, საკუთარ
შვილს ხევში გადასაჩეხად იმეტებდა? ან იქნებ, სულაც არ იყო მამამისი?
ესე იგი, სანამ
მთაში ამოვიდოდნენ, მანამდე სოფელში ცხოვრობდნენ, თუმცა ამ ბავშვს, სოფელში ნაცხოვრების არაფერი სცხია, ისე უკვირს აქაურობა და ყველაფერს აკვირდება...
ჰოდა, რას ვფიქრობდი?.. ჰო, ჩანთა სწორედ სოფელში ყოფნისას შეივსო და ბავშვს ზუსტად არც ახსოვს, როდის.
მდააა. უთუოდ რაღაც დააყაჩაღა ამ ნაძირალა წყვილმა. რაღაც კი არა, ვფიქრობ,
ბანკი უფრო უნდა იყოს. ტკიცინა, დასტებად შეკრული ფული, ნამდვილად არ იქნებოდა უბრალო
ვაჭრობით შეგროვებული. თუმცა შესაძლებელია, ბანკშიც გადააცვლევინეს, მაგრამ ამდენი, როგორ გადაუცვალეს, ისე რომ ეჭვიც არ აიღეს? ან იქნებ, ბინა გაყიდეს? და მაშინ, რაღატომ გარბოდნენ?
და რადგან „საინტერესო“ წამლებთან, იმდენად თავისუფალი წვდომა ჰქონდათ, რომ ბავშვსაც ხშირად წამლავდნენ ამით... ჰმ, შესაძლებელია დიდი ნარკობიზნესი დატრიალდა და ეს ფულიც, დანარჩენ თანამზრახველებს აახიეს და საკუთარი შვილი კი, ფარად ამოიყენეს, საზღვარზე უნდოდათ გადასვლა!
საინტერესოა, ნეტა მართლა, რა
ხდება? ისე თუ ბანკიდანაა, აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ, მაგრამ როგორ? როგორ უნდა გავაკეთოთ
ისე, რომ ჩვენ თვითონ, არ გავეხვათ შარში? მაგრამ თუ ეს ნარკოტიკების ფულია და თანაც, იმალებოდნენ და ქვეყნიდანაც კი გარბოდნენ, მაშინ?
აი, შარი და ხიფათი მაშინ იქნება სწორედ. თუ ავაზაკებმა მოგვაგნეს, ამ ფულს რა თქმა უნდა, ხელუხლებელს დავუბრუნებთ, მაგრამ რა გარანტიაა, რომ ცოცხლებს
დაგვტოვებენ? ბავშვს არაფერი დაუშავონ და ჩემი თავი, ჯანდაბას!
ესე იგი, გამოდის რომ,
არც აქ შეიძლება დიდ ხანს გაჩერება, მაგრამ სად წავიდეთ? სად წავიყვანო ეს ბავშვი ისეთ ადგილას, რომ ხიფათს ავარიდო? და მაინც, რაღაც უნდა მოვიფიქრო.
იქნებ, სჯობს პირდაპირ პოლიციაში მივიყვანო და იქ თავად გაარკვიონ?
არაა! არა! არა! არა და არა! ბიჭს ბავშვთა სახლში უკრავენ თავს, იმ ფულსაც კი, ისე
კოხტად დაინაწილებენ, იქვე განყოფილებაშივე. ყველაზე სახიფათო კი არის, რომ ავაზაკებს, იქაც მიუწვდებათ
ხელი და მერე მართლაც, ეს საწყალი და ისედაც გატანჯული ბავშვი არ გაწირონ, რადგან მოწმეა! ცოცხალი მოწმე და უმტკიცოს
მერე, არაფერი ვიცოდიო!
არა! არა! ეს გამორიცხულია! მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება
ამის გაკეთება, თუ ბავშვს არ გამოვაჩენ, მაგრამ ან მე როგორ გამოვჩნდე? იმას ხომ არ ვიტყვი, ამხელა ფული ქუჩაში ვიპოვნეო? მერე იმის ძიებას დაიწყებენ სად და როგორ? და აღარასდროს მომეშვებიან და ეს ვარიანტიც, გამორიცხულია!“
მწირმა გვერდი იცვალა და გათენებას დაელოდა.
- რაღაც მოვიფიქრე. - უთხრა დილით ბიჭს. - გადმომაბარე, რასაც
მალავ და ნურავის ეტყვი.
- ვითომ, დავკარგე, ხომ?
- არა! ნურც მაგას ნუ იტყვი, სჯობს ისე დაიჭირო თავი, ვითომ
საერთოდაც არ გქონია და მორჩა!
- მერე შენ, სად წაიღებ?
- ჯერ არ ვიცი, მაგრამ არც შენია და არც ჩემი, ამაში დარწმუნებული
ვარ! ამიტომ მოვძებნი პატრონს და დავუბრუნებ!
- იქნებ, აღარ ჰყავს პატრონი? - იკითხა ბავშვმა და მაშინვე
გაიფიქრა, ის ქალი იყო მისი პატრონი და ისიც იქ, ზემოთ მთაში დარჩაო.
მწირი თითქოს, მიუხვდა ბავშვმა რაც გაიფიქრა და მაშინვე მიახალა:
- რადგან ახლა შენ გაქვს და შენთან არის და ახლა, მისი მომკითხავი, არც არავინაა და ჩვენს მეტმაც არავინ იცის, შენ ხარ მისი პატრონი და გირჩევ, თავიდან
მოიშორო! - მწირი წამით შეყოვნდა. - საშიშია და იმიტომ! ძალიან საშიში!
- კარგი! - თავი დაუქნია დიმეომ. - შენი იყოს!
- ჩემი? - მწირს გულიანად გაეცინა. - მე არაფერი მინდა, ბავშვო!
მით უმეტეს, როცა ვიცი, რომ ჩემი არ არის და თანაც, დარწმუნებული ვარ, რომ სხვისია.
- მწირმა ისევ იყუჩა და განაგრძო. - ახლა მინდა, შენზეც მომიყვე, რაც გაგახსენდება,
თანაც შეეცადე, ცუდი არაფერი გაიხსენო.
დიმეო გაილურსა. ჯერ კიდევ ვერ ბედავდა, ბოლომდე ეთქვა სიმართლე.
- დავიჯერო, კარგი და ბედნიერი დღეები არასდროს გქონია?
- კი, როგორ არა! - მხიარულად წამოიძახა ბიჭმა, მაგრამ მაშინვე
მოიწყინა და ცრემლები გადმოსცვივდა, მერე უფრო ხმამაღლაც აბღავლდა. მონატრებული მშობლები
გაახსენდა და იმდენი იტირა, ლამის გული ამოუჯდა.
მწირმა ბავშვი ჩაიხუტა და დამშვიდების მაგივრად თითქოს პირიქით,
უფრო აგულიანებდა:
- იტირე, იტირე რამდენიც გინდა, მოიოხე ეგ შენი პატარა გული, მერე უფრო კარგად დამშვიდდები და ნუ გეშინია, მანამდე არ მიგატოვებ, სანამ პატრონს არ ჩაგაბარებ.
- მე არავინ აღარ დამრჩა. - სლუკუნებდა ბიჭი. - შენს მეტი.
- აბა, მე ვინ ვარ? - გაეცინა მწირს. - ქოხიც კი არ მაბადია.
ღამესაც ვერ გაგათევინებ. დავდივარ ასე აღმა-დაღმა, თუ რამე მიწილადეს, შევჭამ და თუ
არა, აღარც მაგას ვდარდობ!
- ჰოდა, ვიაროთ ერთად აღმა-დაღმაა!!! - სლუკუნებდა ბიჭი.
- არ შეიძლება, არა! - კვლავ ეცინებოდა მწირს. - იმიტომ რომ,
შენ ჯერ უნდა ისწავლო, სკოლაში იარო, მეგობრები უნდა იყოლიო. ტოლებთან ითამაშო. ჩემს
გვერდით, რომ გნახავენ, აბა, ვინ მოგეკარება? და არც არავინ მოისურვებს შენთან მეგობრობას.
- აქ რომ დავრჩეთ და ვიცხოვროთ, არ შეიძლება?
- ამ ზამთარმა, სტუმრობა კი გაგვიგრძელა, მაგრამ როდემდე ვიყოთ
აბა, ამ კაცის კმაყოფაზე? შენ რომ არ იყო, აქამდე ამდენ ხანს არც გავჩერდებოდი, მაგრამ
აბა ამ კაცს ხომ არ შევატოვებ შენს თავს? ან მე, სად გატარო ამ ყინვაში?
- მაშინ გაზაფხულზე, ჩვენ რომ ცალკე სახლი ავიშენოთ და იქ
ვიცხოვროთ? ჩვენც გვეყოლება ძროხები და ქათმები, ლეკვი ხომ უკვე მყავს, წამოიზრდება
და ის გვიდარაჯებს!
მწირს
ბავშვის სიტყვებზე, ეღიმებოდა. აჟიტირებული ბიჭი კი, სამომავლო გეგმებს აწყობდა. მერე
იმდენი შეკითხვა დაუსვა მწირს, რომ მანაც ბოლოს და ბოლოს აღიარა, რომ აღთქმა ჰქონდა
თურმე დადებული, არც სახლი უნდა ჰქონოდა, არც კარი და არც ხმა უნდა ამოეღო და ასე მდუმარებაში
უნდა გაეტარებინა ცხოვრება. ბიჭი გაოცებული უსმენდა, თითქოს ყველაფერი გაიგო, მაგრამ
რატომ და რისთვის, ბავშვი ბოლომდე მაინც ვერ ხვდებოდა, თუმცა ამ მონაყოლმაც, მშვენივრად
დააკმაყოფილა.
LEX. 2020 წლის 22 ივლისი, ოთხშაბათი.
No comments:
Post a Comment