142.
ადრე პიპას უცნაურობებისგან გაკვირვებულ მიმის, ახლა მისი მეგობარი ქირურგის საოცარი გამჭრიახობა აკვირვებდა. დაუჯერებელიც იყო, თითქოს ელოდა კიდეც ასეთ ამბავს. უმოკლეს დროში გაართვა თავი ასეთ რთულ ოპერაციას და თანაც, ასეთ სიტუაციაში და მერეც ისე მოიქცა, თითქოს მართლაც, ყველაფერი წინასწარ ჰქონდათ გათვლილი და დაგეგმილი.
ქირურგი, მართლაც ოპერატიულად მოქმედებდა. ახალი ტანსაცმლის მოტანაც კი არ დავიწყნია. პიპას პულოვერიდან და პერანგიდან ნატყვიარი ადგილი ამოჭრა და მიმისთვის ნაყიდ მობილურის ყუთთან ერთად, ბუხარში დაწვა.
მიმის ცოტა დამწვრის სუნი ეუცნაურა, მაგრამ პასუხიც მარტივად მიიღო.
- შემთხვევით, ჩემი
ცხვირსახოციც
შეეწირა. - ბოდიშის მოხდით აუხსნა ექიმმა და მიმიც დამშვიდდა.
ქირურგმა ტანსაცმლის
დანარჩენი ნაწილი დაანაწევრა და სანამ სამსახურამდე მივიდოდა სხვადასხვა ნაგვის ბუნკერში ჰყრიდა, ხოლო მიმისთან ჩატარებული ოპერაციის დროს, რაც რამ დოლბანდი, ბამბა და ამპულების ნარჩენები იყო, ეს უკვე სამსახურში იქაურ ნაგავს გააყოლა.
პიპას ტანსაცმლიდან, მხოლოდ ფეხსაცმელები და მისი „სანუკვარი“ ქურთუკი დარჩა ხელუხლებელი.
სანამ მიმის და პიპას ეძინათ, ქირურგმა ქურთუკზე ის ნატყვიარი ადგილები, ისე ამოკემსა, რომ პატარა ჯიბეს დაამსგავსა. ქურთუკი სარეცხ
მანქანაში შეაგდო და ზედ მიაყოლა პიპას გამოყენებული პირსახოცები, ზეწრები და ხალათი.
ახლა ყველანაირი კვალი წაშლილი იყო, მაგრამ პიპას იქ დიდ ხანს გაჩერება, მაინც სახიფათო ჩანდა.
„რა
კარგი
გოგო
ყოფილა
მიმი.“
ფიქრობდა ექიმი.
„ნეტა მართლა, რა
იყო
მათი
დაშორების
მიზეზი?
ეს
გოგოც როგორ სასწრაფოდ
გათხოვდა.
არადა, რა
ლამაზი
წყვილია,
სახეზეც
ეტყობათ, რომ
აშკარად
უყვართ
ერთმანეთი.
იქნებ, ჯერ კიდევ
გამოვიდეს
რამე?“
მიმის პიპას მკლავზე მშვიდად ეძინა. პიპას შეღვიძებოდა და ცდილობდა, არ განძრეულიყო, თუმცა ისედაც ძლივს სწევდა თავს. დამძიმებული ქუთუთოების აწევაც კი უჭირდა. მიმის სუნთქვა ესმოდა და მის სურნელს გრძნობდა.
რა იყო ეს?
ბედნიერებისა თუ სინანულის წუთები?
არასდროს არაფერი არ შეშლია.
ყოველთვის ყველაფერი ზუსტად და სწორად ჰქონდა გათვლილი, მაგრამ ხანდახან, ყველას ეშლება და პიპასაც შეეშალა.
მისი ერთადერთი შეცდომა, სიყვარული იყო და უკვე არა ერთხელ აღმოჩნდა გრძნობათა ხაფანგში.
თუმცა პირველად, ვინც ბავშობიდან სიგიჟემდე უყვარდა, ბედის უკუღმართობით, მისივე საკუთარი და აღმოჩნდა. მას მერე, ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ისევ გაებმებოდა მისი გული გრძნობათა მახეში.
„ვგრძნობდი!
ყოველთვის
ვგრძნობდი,
რაღაცნაირად
მიზიდავდა
ეს
გოგო!
ჩემი
ცხოვრებიდან
ვაგდებდი,
მაგრამ
გონებიდან
მაინც
ვერ
ვშლიდი.“
-
სიყვარული, ეს ერთადერთი გრძნობაა, რის გულისთვისაც ადამიანი ცოცხლობს და არა აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ უყვარს და რატომ. - ჩუმი ხმით მიმართა ექიმმა, მიმის თმებში ცხვირ ჩაყოფილ პიპას.
პიპას გაეღიმა და თვალები
მილულა.
-
როცა გონება იმდენად სუსტია, მაშინ გული ხდება მბრძანებელი. - ძლივს
გასაგონი ხმით დაიჩურჩულა პიპამ.
-
და მერე, ცუდია?
პიპამ არაფერი უპასუხა, ქირურგმა
კი განაგრძო:
- ისე, არჩევანსაც
გააჩნია, მაგრამ მიმისნაირ გოგოს, კაცი დაიწუნებს?
-
არა. არ ვიწუნებ! პირიქით, მე ვარ დასაწუნი და საერთოდ გასაქრობი ამ ქვეყნიდან. - პიპამ ნაღვლიანად ამოიხვნეშა.
-
გაქრობაზე ადვილი არაფერია, იცი ეს შენ!
პიპამ არაფერი უპასუხა.
-
ზედმეტი შეკითხვების დასმა არ მინდა, მაგრამ მაინც მიკვირს ეს როგორ დაგემართა და თან, შენ. - ექიმმა ვისკი ისევ დაისხა და სულმოუთქმელად გადაჰკრა.
-
ნუ სვამ ამდენს. - წაიჩურჩულა ისევ პიპამ. - აქედან უნდა გამიყვანო, საღი გონებით მჭირდები.
-
სად გვეჩქარება? დღეს კვირაა, მიმის დედა კი შაბათამდე არ მოვა.
-
რაა? რატომ?
-
ჯერ ორი დღით დაგვტოვა და მერე რატომღაც, ასე გადაწყვიტა.
-
ჰო, მაგრამ მაინც სახიფათოა აქ დიდ ხანს გაჩერება.
პიპა ძლივს საუბრობდა, ხშირად გონებაც ებინდებოდა, მაგრამ ცდილობდა უფრო მეტად ეფხიზლა.
-
როცა საფრთხე გემუქრება, შიშისგან შეშლილივით ხდები და დაუფიქრებელ ნაბიჯსაც ისე გადადგამ, რომ უკან აღარ იხევ.
- დაბალი ხმით ჩურჩულებდა პიპა და ამ სიტყვებით
თითქოს, ყველა კითხვაზე გასცა პასუხი.
ექიმმა ამოიხვნეშა. მიხვდა, მისი მეგობარი, ძალიან სერიოზულ ხიფათში იყო გაბმული და თვითონ კი, მისი ერთადერთი საყრდენი იყო, თუ ამ ორსულ გოგოს არ ჩათვლიდა.
- მოდი რა, ერთ რჩევას მოგცემ. -
დაიწყო ქირურგმა.
- გისმენ, აბა. - ცალყბად გაუღიმა
პიპამ.
-
მოკიდე ამ გოგოს ხელი და წადით აქედან! ასე აჯობებს.
პიპას ისევ გაეღიმა.
- დროებით მაინც წადით! შენ, ჭკვიანი და ნიჭიერი ხარ. შენი
ტვინის პატრონს, არსად გაგიჭირდება.
-
არ გამოვა ეს წასვლა! არ გამოვა გაქცევა! - წაილუღლუღა პიპამ.
-
ცხოვრება უსასრულო მოგზაურობაა. - ძილ-ბურანში წამოილაპარაკა მიმიმ.
მთელი ღამის ნათევს, ისე ღრმად ეძინა, რომ არაფერი გაუგონია, მხოლოდ ბოლო სიტყვები სადღაც ყრუდ ჩაესმა ძილში და პასუხიც უნებურად გამოუვიდა.
მაინც რა საოცრება იყო ეს ყველაფერი. თითქოს, წინასწარ იყო მოწყობილი და მიმის სასარგებლოდ დაგეგმილი. დედამაც, როგორ ზუსტად შეუწყო ხელი. შუა დღისკენ ფიფომაც მოიკითხა. ორი სამი დღით ქალაქიდან გავდივარო.
ყველაფერი კი, პიპასთვის ხელსაყრელად აეწყო. მართალია, ის ორი სამი დღეც, მისი სრულიად განსაკურნებლად, საკმარისი ნამდვილად არ იქნებოდა, მაგრამ იმდენს მაინც შესძლებდა,
რომ იქაურობას უჩუმრად გასცლოდა.
-
იმდენი ვილაპარაკეთ, რომ მიმიც გავაღვიძეთ. - ღიმილით შენიშნა ექიმმა.
-
რომ გამოვფხიზლდი, უკვე ჩაძინებული ვიყავი. - გაეღიმა მიმის.
-
ვაახ. ეს როგორ? - ჩაეკითხა ექიმი.
-
წყალი... - ამოიჩურჩულა პიპამ.
-
იყავი შენ. - დაასწრო ექიმმა მიმის.
პიპამ ძლივს მოსვა და გამშრალი
ტუჩები, ოდნავ მოილოკა.
-
წყალსაც, რომ ვსვამ მაშინ უფრო მტკივა თავში ძარღვები. -
დაიმანჭა პიპა.
-
იმდენი სისხლი დაკარგე, არც არის გასაკვირი. - უპასუხა
ქირურგმა. - კიდევ კარგად ხარ.
-
ჭრილობაც ამტკივდა, აქამდე თითქოს ვერ ვგრძნობდი.
-
თუ ტკივილს გრძნობ, ესე იგი შენი სხეული უკვე ამუშავდა. კარგია, კარგი.
ესე იგი, წინ მივდივართ. - ექიმმა წნევა და სიცხე კვლავ გაუზომა.
-
სასტიკად მომშივდა. - წამოდგა მიმი.
-
მე თავს უფლება მივეცი და უკვე მივირთვი. ფანტასტიკური კერძი იყო.
- გაუღიმა ექიმმა. - ისე
ღომი, როგორ საოცრად უხდება, რა ბაჟეს.
- ჰო, მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ
ბევრი ნიგვზიანი არ შეიძლება ახლა ჩემთვის. - წაიკრუსუნა მიმიმ.
- ცოტა-ცოტა, ყველაფერი შეიძლება.
- გაუღიმა ქირურგმა.
- ისე, ნეტა მართალია, ორსულობაში რომ ძალიან მოგინდება რაღაცის შეჭმა და თუ მალევე ვერ შეჭამ, ბავშვი ელამი გამოვაო?
პასუხად, ქირურგს გაეცინა. მიმიც
აჰყვა.
- ჰოდა ჭამე რაც რამ მოგინდება. - გაეღიმა პიპასაც. - დამირეკე და მოგაწვდი
ხოლმე. მთავარია, არაფერზე გული არ დაიწყვიტო.
- ჰმ, და სად დაგირეკო? - ჩაეცინა მიმის. - რომელ ნომერზე?
პიპას გაეღიმა.
ქირურგი ბევრს ვერაფერს მიხვდა, მაგრამ არ ჩარეულა.
- ჯერ აქედან დროულად გავასწრო, სანამ შენი პოლიციელი ქმარი არ
დამიჭერს და მერე მე თვითონ დაგირეკავ და საერთოდ... - პიპამ წუთით იყუჩა. - რაღაცნაირად
უნდა მოვაგვაროთ ეს ამბავი... ასე აღარ შეიძლება... - პიპა უკვე ძილისკენ მიდიოდა.
- ასე არ შეიძლება...
მიმი ჩუმად გამოეცალა და პიპას დახედა, რომელსაც უკვე ძილი მორეოდა და მიმის ბალიშზე თავ მიდებული, მშვიდად ფშვინავდა.
- მართლა ძაან მომშივდა. -
წაიჩურჩულა მიმიმ.
- წამოდი მერე და ჭამე რამე. -
დაბალი ხმით უთხრა ქირურგმა.
მიმიმ ისევ მძინარე პიპას
გახედა.
-
მაგასაც გავუმზადე უკვე. ბულიონიდან ქათმის ხორცი ამოვიღე და დავაბლენდერე.
ცოტა ხაჭოც შევურიე
და პაშტეტივით
გამოვიდა. შენც გასინჯე, გემრიელია და თანაც, ძალიან სასარგებლოც.
-
იყოს, ვაჭამოთ ეგ სულ პიპას. -
წაიჩურჩულა მიმიმ.
-
ახლა მაგისთვის, ბევრი არც შეიძლება. ცოტა საკვებიც საკმარისია. მთავარია წვენებს ხომ ვასმევთ. მოგვიანებთ, კიდევ დავუდგამ წვეთოვანს. შენ კი, ფეხზე ამოიცვი.
-
არ მინდა, თბილა ისედაც სახლში.
-
ჯანმრთელობა, ცოცხალი ორგანიზმია. უბრალო კარი კი არ არის, რომ შენს ნებაზე, როგორც გინდა, ისე გააღო და დაკეტო.
პასუხად, მიმიმ გაუღიმა.
- ამაღამ მორიგე ვარ. თორმეტისთვის მაინც შემოვირბენ, რადგან მაგ დროს ნემსი უწევს.
მერე გავიქცევი და მოვალ დილის ექვსზე, გავუკეთებ ნემსს და ისევ გავალ. მერე კი, დღის თორმეტი საათიდან თავისუფალი ვიქნები და კიდევ ერთი ჩხვლეტაც მოუწევს ჩვენს პაციენტს.
-
ამდენი სირბილი იქეთ-აქეთ, ძალიან რთულია. -
ამოიხვნეშა მიმიმ. - ისე, ნემსის გაკეთება მეც ვიცი. ერთხელ დედას გავუკეთე.
-
გამოცდილებაც გქონია უკვე. - გაეღიმა ექიმს. - მშვენიერია, მაგრამ შენ არ შეგაწუხებ, მოვალ და მე მივხედავ.
მიმიმ უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- თუ დროულად ვერ შევძელი მოსვლა, დავრეკავ და მაშინ შენ მოგიწევს პიპას დაჩხვლეტა. - ქირურგმა მოწყენილ გოგოს კვლავ გაუღიმა.
„რა
უცნაურია
ეს
ყველაფერი.“
ფიქრობდა, მარტო დარჩენილი მიმი.
პიპა საკმაოდ სუსტად იყო, მაგრამ მიმიმ იმდენი მოახერხა, რომ ცოტათი მაინც გამოეკვება, მისი სანუკვარი პაციენტი. პიპას ეღიმებოდა. არც ჭამის მადა ჰქონდა და არც სურვილი, მხოლოდ ხათრით უღებდა პირს. მიმიმ ესეც არ აკმარა და დესერტად გახეხილი ვაშლი და ბანანიც მიაყოლებინა.
ახლა პიპას ღრმად ეძინა. მიმიც ახლოს მიუცუცქდა. მის სუნთქვას უგდებდა ყურს და მთელი დღის გადაღლილს, საოცნებო ადამიანის გვერდით, მასაც ჩაეძინა.
გამთენიისას, პიპას ბოდვამ, მიმი გააღვიძა.
საშინელ დღეში იყო. ვიღაცას ებრძოდა, რაღაცას ხმამაღლა და მიმისთვის გაუგებრად უმტკიცებდა.
მიმიმ რა არ იღონა, მაგრამ მისი გამოფხიზლება ვერანაირად
ვერ მოახერხა. პიპა სიცხისგან იწვოდა და ენას არ აჩერებდა, გამუდმებით ღმუოდა. მიმი
ცივი ტილოთი უწმენდდა გავარვარებულ სახეს. სადაცაა ექიმიც მოვიდოდა, მაგრამ პიპას გონება,
სულ უფრო და უფრო ეფლობოდა უფსკრულში.
-
ყველაფერი დამთავრდა, არა? - ბოდვას განაგრძობდა პიპა.
- არა, არა! ყველაფერი ახლა იწყება! არ მოგცემ უფლებას, რომ მოკვდე! არ გაქვს სიკვდილის უფლება! არა! - აწივლდა მიმი.
-
ვინ ხართ? რა ხალხი ხართ? სიკვდილის მერეც, რომ ასე მიწამლავთ არსებობას, სიხარულს მისპობთ და სამუდამოდ! ვიცი, ვიცი!
ყველაფერი ვიცი! სამყარო ის სასტიკი ადგილია, სადაც ყველაზე სასტიკი და საშინელი ადამიანები ცხოვრობენ! - ღმუოდა პიპა და არად აგდებდა მიმის შეძახილს.
- დამნაშავე
ვარ! მე ჩავიდინე!.. ყველაფერი მე ჩავიდინე! ვწუხვარ!.. ვწუხვარ!.. ვწუხვარ, მაგრამ ვიცი, რომ დანაშაულის გრძნობა, მკვდრეთით არ აღადგენს მოკლულებს! არა!.. არა!.. და იცი, რატომ?..
-
რატომ? რატომ? - ჩასძახა მიმიმ. იქნებ, მის ხმას, როგორმე პიპა გამოეფხიზლებინა, მაგრამ პიპა მაინც განაგრძობდა ბოდვას.
-
ჰმ, როდის იყო, რომ ბოროტება, სიკეთეს შობდა... - ახლა უფრო დაბალ ხმაზე აჩურჩულდა პიპა.
მიმი საუბარში ჩარევას ცდილობდა, მაგრამ პიპა თითქოს, განგებ ცვლიდა თემას და მიმის ხმას არად აგდებდა.
-
მე მხოლოდ სიუჟეტი მოვიგონე, თორემ სიტყვები, უკვე დიდი ხანია ნათქვამი იყო... მათი სიცოცხლე განწირული იყო!.. განაჩენი კი გამოტანილი და სისრულეში მოყვანილი...
... უბრალოდ
არ შემიძლია დავივიწყო... რაღაცეების დავიწყება, შეუძლებელია!..
...პიანინო... ძველი პიანინო...
ყველაფრის სათავე და დასასრული!..
ძველი პიანინო... ძველი პიანინო...
...ძველი
პიანინო...
LEX. 2018 წლის 19 მარტი, ორშაბათი.
No comments:
Post a Comment