Sunday, April 15, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 150)

150.
მიმი არ ცდებოდა. პიპა მართლაც ასე იქცეოდა. სანამ ყველა საქმეს ბოლომდე არ მოაგვარებდა, მანამდე არსად წამსვლელი არ იყო.
რაც შეეხებოდა მიმისთან კავშირს, დროებით საერთოდ უნდა გაეწყვიტა. არანაირი შეტყობინება და არანაირი სატელეფონო ზარი და პიპასი არ იყოს, მიმიც დადებულ პირობას მკაცრად იცავდა.
პიპამ ორივე ბინა გაყიდა და მთელი თანხა, იმ ძველი სახლში ჩადო. სახლი, კი არა ლამის ნახევარი ქუჩა იყო. სწორედ ის, სადაც ერთ დროს მიმიმ, ფიფომ და პიპამ ერთმანეთი, ერთი და იმავე დღეს ნახეს.
ეს სამივე დიდი, უზარმაზარი ეზო, თავისი სადარბაზოებით უკვე პიპას საკუთრებაში იყო გადასული და ჯერ კიდევ, სანამ მიმისთან ერთად გადაწყვეტდა ცხოვრებას, მანამდე შეუდგა ბინების შესყიდვას. ყველაფერი გახსვისებული, თუ გაყიდული ფართი, უკან დაიბრუნა და ახლა მისი შორეული წინაპრების მსგავსად, ქუჩის სიგრძეზე მთლიანი შენობა, მის მფლობელობაში იყო.
ერთ სახლში, უნარ შეზღუდული ბავშვებისთვის პანსიონატიც ჰქონდა უკვე იყო მოწყობილი. სანამ პიპა უცხოეთში სამუშაოსა და საცხოვრებლის პრობლემას მოაგვარებდა, მანამდე მისი ბიჭი იქ იცხოვრებდა. ძანეს ბებიაც იქვე დაასაქმა, სამზარეულოსა და ხარისხიანი სურსათის შემოტანას განაგებდა, ბაბუა კი დირექტორად დანიშნა. რაც შეეხებოდა ძანეს დედას, მისთვის იქვე ცალკე, კომფორტულად მოწყობილი ორ ოთახიანი აპარტამენტი იყო დათმობილიცხოვრების განუსაზღვრელი ვადით, მაგრამ გაყიდვის ან გასხვისების უფლების ჩამორთმეული ჰქონდა. 
ყველაფერი დეტალებში ჰქონდა გათვლილი. პიპამ ისიც კი გაითვალისწინა და პანსიონატის დაფინანსება, ხუთი წლის ვადით შეავსო. ამით უფრო მშვიდად იქნებოდა და ნებისმიერ დროს შესძლებდა უკან დაბრუნებას, თუ უცხოეთში საქმეს კარგად ვერ ააწყობდა. დანარჩენი ბინები კი, ისევ ისე გაქირავებული დარჩა და ის თანხაც, პანსიონატის ფონდში ირიცხებოდა.
ყველაფერი კარგად მიდიოდა. ოჯახი დაბინავებული ჰყავდა. ახლა უკვე დრო იყო, ქვეყნიდან წასვლაზეც ეზრუნა. უნივერსიტეტში ჯერ არაფერს ამბობდა, მაგრამ რამდენჯერმე ჩააწვეთა რექტორატს. უცხოეთიდან ძველი და ახალი მოწვევებიც აჩვენა. ვითომ მათი რჩევა, უფრო დაეხმარებოდა გადაწყევტილების მიღებაში. ბევრმა წასვლა ურჩია, ბევრიც შურით გასკდა. საბოლოო სიტყვა კი, მაინც პიპას ეკუთვნოდა და ისიც, ვნახოთ მოვიფიქრებო, ამითამშვიდებდაგახარებულ, თუ დაბოღმილ კოლეგებს.
პიპა თავის კაბინეტში ჩაფიქრებული იჯდა და ყველაფერს, ყოველ დეტალს სათითაოდ, კიდევ ერთხელ უკეთებდა ანალიზს.
ყველაფერი კარგად მიდის. იმაზე ბევრად უფრო კარგად, ვიდრე საერთოდ წარმომედგინა.
და იქნებ, ეს ყველაფერი და ამდენი კარგი რამე, მაინც რამე ცუდის მომასწავებელია? ლამის საათივით იწყობა, რასაც კი ხელი მოვკიდე ყველაფერი ერთმანეთის მიყოლებით ლაგდება და მაინც, სწორედ ასე დაწყობილი ცხოვრება მაშნიშნებს, რომ რაღაც ცუდი...
რამე ცუდის...
ცუდის და საშინელის მოლოდინში უნდა ვიყო?..
არა! არა! არავითარი ცუდიმორჩა! დამთავრდა ყველაფერისაკმარისიააღარავის მოკვლას აღარ ვაპირებ, მაგრამ ვინც გადამირჩა? არც ის მინდა იფიქრონ, რომ სუფთად გამოძვრნენ.
არა! არ მოვკლავ, მაგრამ პასუხს მაინც მოვთხოვ! აღსარებას ვაიძულებ და შენდობის უფლებასაც მივცემ!
და მერე თავად გააგრძელოს ცხოვრება იმ სინდისით! ან იქნებ, აღარც ღირს?“
- მომბეზრდა! ყველაფერი მომბეზრდა! ყოველგვარი საიდუმლოებების გარეშე ცხოვრება მინდა! დავიღალე! დავიღალე!
პიპამ ძლივს ამოისუნთქა და მერე მწარედ ჩაეცინა, ფიქრი ხმამაღლა გამოუვიდა. 
- ეჰ, სიმართლეს უხდება ზოგჯერ ხმამაღლა ყვირილი, რათა კარგად ჩასწვდე მის არსს! მართლა დავიღალე.
მძიმედ ამოიხვნეშა პიპამ.

***
განაჩენის სისრულეში მოყვანას, სულაც არ აპირებდა. მსხვერპლი ისედაც შიშისაგან ცახცახებდა, თუმცა ცდილობდა, მაინც მედგრად დადგომოდა, შუაღამის დაუპატიჟებელ, სამტროდ მოსულ სტუმარს.
პიპამ მაგიდა ოთახის შუაგულში გამოათრია. ერთ თავში მსხვერპლი დასვა, მეორე თავად დაიკავა. იქვე, სამზარეულოდან აღებულ დიდ, ხორცის საჭრელ დანას, მაგიდაზე დანთებულ სანთლის შუქზე აელვარებდა.
- იცი, რომ... - დინჯი ხმით დაიწყო პიპამ. - ადამიანის ხელის ძვლების რაოდენობა, სულ ოცდათორმეტია. - პიპა წამით შეყოვნდა. - ისევე, როგორც კბილები.
კაცმა მაგიდიდან ჯერ ერთი ხელი ჩამოაცურა და მერე, მეორე. პიპა თვალს არ აშორებდა.
- ერთი ძვალიც, რომ დაგაკლდეს, დაგრჩება ოცდათერთმეტი, მერე ოცდაათი, ოცდაცხრა...
ისედაც გაფერმკრთალებულ კაცს, ახლა უფრო მკვდრისფერი დაედო.
- ის რაც მოხდა, - უკვე მოხდა! - ამოიღნავლა კაცმა. - უკან ვეღარ მოვაბრუნებთ!
- ჰმ, დრო მართლაც, რომ არ ბრუნდება უკან. - პიპა წამოდგა.
კაცს ისევ შიშის ზარი დაეცა. მალულად თვალს, მაგიდაზე დადებულ დანისკენ აპარებდა. პიპა მშვენივრად ხვდებოდა, მაგრამ თავს იკატუნებდა. მაგიდა მოგრძო, ოვალური ფორმის იყო და ასე ადვილად მსხვერპლი ვერ მისწვდებოდა. სისწრაფეში კი პიპას ნამდვილად ვერ აჯობებდა. პიპამ მის მოსაჩვენებლად, ყურადღებაც მოადუნა. ოდნავ ზურგითაც კი მიბრუნდა. კაცმა დრო იხელთა და სწრაფად სტაცა დანას ხელი. პიპამ უკან დახევა იოლად მოასწრო, და მოგერიებასაც ასევე მარტივად მოახერხებდა, მაგრამ კაცმა დანა საკუთარი მკერდისკენ მიმართა და პიპას, რომ არ ემარჯვა გულს გაიპობდა.
- რატომ მტანჯავ?! რატომ?! - ღმუოდა კაცი. - მომკალი, ბარეღამ და გამათავე!
- შენი მოკვლა, რომ მინდოდეს, ღამეს კი არ გავათევდი აქუბრალოდ, მინდა იცოდე, რომ სიყვარული მართავს სამყაროს და არა სიძულვილი და ბოროტება! - პიპამ ამოიხვნეშა. - და სამწუხაროდ, ღორობაც! - მერე უფრო ჩუმად დასძინა. - როცა ღორები მართავენ შენს ბედს...
- ჰოო... - კაცმა თავი ჩაქინდრა. - ჰოოო....
დუმილმა დიდხანს გასტანა, კაცი უსიცოცხლოდ იჯდა სკამზე და ერთ წერტილს მიშტერებოდა.
სანთელი ბოლომდე ჩაიწვა. კაცი არ განძრეულა, ისევ ისე იჯდა უხმოდ და მხოლოდ მისი ჩუმი ხვნეშა არღვევდა ოთახის მყუდროებას.
პიპა ნელი ნაბიჯებით გაეცალა იქაურობას. მერე სვლა აუჩქარა, ცოტა სირბილსაც უმატა და ბოლოს ფრთებშესხმული მიფრინავდა. ბედნიერი იყო. უბედნიერესი. მთავარია დამნაშავე ხომ მიხვდა, რისთვისაც ესტუმრნენ და დანარჩენს, აღარ ჰქონდა უკვე მნიშვნელობა.

***
მიმი, პიპას კოცნამ და ფერებამ გამოაღვიძა.
- ვაიმე, აქ როგორ გაჩნდი? - მიმი ემოციებს ვერ ფარავდა.
პიპა ალერსით აჩუმებდა.
- დაიცა, კარი მაინც ჩავკეტო. - მიმის სიხარულისგან, სუნთქვა ეკვროდა.
- ჩავკეტე უკვე.
მიმის გაეცინა.
პიპამ მოასწრო ხელის აფარება:
- ჩუუ, დედაშენი არ გავაღვიძოთ.
- დედა კი არა, ფიფოს სძინავს გვერდით ოთახში.
- რააა! - პიპამ ლამის ხმამაღლა შეჰყვირა.
ახლა მიმი აჩუმებდა და სიცილით აფარებდა პირზე ბალიშს.
- დედამ თავი გაიგიჟა და ღამე მარტო რომ არ დავრჩენილიყავი, გინდა თუ არა, ფიფო აქ დარჩესო და სასწრაფოდ მამიდაჩემს გაეკიდა
- ხო, მაგრამ...
- რა მაგრამ? უარი ვეღარ ვთქვი, მხოლოდ ის მოვიმიზეზე, რომ სასტიკად ხვრინავს-მეთქი და აქ კი, ფიფომ დამასწრო და თავად ისურვა ცალკე ოთახში ძილი.
- ჰმ! რატომღაც აქ, რომ დაეძინა. - პიპას ხმაში წყენა შეეპარა.
- კარგი რააა. - გაიბუსა მიმი.
- ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ ფიფოს ნელ-ნელა ჩამოიშორებდი.
- მასეც არის, მართლა. ის ნაქირავები სახლი, უკვე პატრონს დავუბრუნეთ. ჯერ სანამ ბავშვი გაჩნდება და მერე კიდევ, თვენახევარზე მეტი, დედასთან ვიქნები, მერე კი... - მიმიმ პიპას ღიმილით ჩახედა თვალებში.
- მერე უკვე ერთად ვიქნებით. - პიპამ მიმი ჩაიხუტა. - მერეც და შევეცდები მანამდეც.
- ისე მაინც, რა საოცრებაა, იქეთ ოთახში, რომ ფიფოს სძინავს. - მიმი სიცილს ძლივს იკავებდა.
პიპასაც ეცინებოდა, უკვე აღარ ბრაზობდა.
დილაადრიან, მიმიმ ფეხაკრეფით ჩაუარა მამიდის საძინებელს, სადაც წუხელ ფიფომ გაათია ღამე, მაგრამ სიფრთხილე სულაც აღარ გახდა საჭირო, რადგან სამზარეულოში დიდ ფურცელზე ფიფოს წერილი დახვდა.
ყავა მზად არის, რძეც შემთბარია.
საღამოს დაგირეკავ.
გაკოცე.“
მიმი სიხარულით ცას ეწია. პიპა უპრობლემოდ მოასწრებდა საუზმესაც და  სახლიდან დროულად გასვლასაც.
მიმი რძიან ყავას მიირთმევდა და ფრთხილად ეალერსებოდა მძინარე პიპას, რომელსაც შეღვიძებოდა და ნეტარებისგან გატრუნულიყო, მერე ვეღარ მოითმინდა და გაეღიმა.
- საუზმედ რას მიირთმევ? რა გინდა, რომ მოგიმზადო?
- ჩუ. რა დროს საუზმეა. - წაიჩურჩულა პიპამ. - აქედან უნდა გამაპარო.
- რატომ უნდა გაგაპარო?! - ხმამაღლა დასჭექა მიმიმ.
- ჩუ... ჩუ... - ეღიმებოდა გაკვირვებულ პიპას.
- რატომ მაჩუმებ? როცა სრულიად მარტონი ვაააარრრრთთთთ! - შეჰყვირა მიმიმ.
- კი, მაგრამ რომელი საათია? ფიფო ასე ადრიანად წავიდა?
- რვა საათი გახდა უკვე, რომელზე გავიდა არ ვიცი.
- ჩემი წასვლის დროც არის და ნუ სვამ ამდენ ყავას.
- ეს ის ყავა არ არის.
- აბა რა არის? რა მნიშვნელობა აქვს რძიანია თუ არა.
- კოფეინის გარეშეა, სპეციალურად ორსულებისთვის ან ვისაც, რამე აწუხებს.
- ჰაჰ, რაღას აღარ მოიგონებენ, რაა.
- არც მე ვიცოდი და თუ იცი, ვინ მომიტანა?
- რა თქმა უნდა, ფიფომ!
- ოოო, კარგი რაა. - გაიბღუზა მიმი.
- თუ გინდა, ნუ მეტყვი. - ჩაეღიმა პიპას.
- ვიცი, რომ შენ გამოატანე. გგონია, ვერ მივხდი?
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს, რას მიხვდი და რას არა. მთავარია, გაგიხარდა!
- კურიერივით თავზე კეპით ჩამოფხატული ქირურგი, რომ გამომეცხადა, - თქვენი შეკვეთა მოგიტანეთო და იცი, მართლა როგორ გამიხარდააა!
- ვიცოდი და მაგიტომაც გამოვუშვი. ამით მიგახვედრე, რომ კარგად ვარ და მენატრები!
- მეც სულ მენატრები. - ყურებამდე გაუღიმა მიმიმ.
- ჩემი წასვლის დროა უკვე.
- კარგი რააა. სად გეჩქარება? დედა, ასე ადრიანად, არ მოვა.
- რომ მოვიდეს?
- მოვიდეს მერე? დახვდები, როგორც სტუმარი.
- რომ მიცნოს? - გაეცინა პიპას.
- ჰოდა, დაჯდები და დაუკრავ.
- ჰაჰა! დილის რვა საათზე, პიანინოს ასაწყობად გამომიძახე, არა?
- რა სახე ექნება დედას, ჰაჰა. მამიდაჩემის რეაქცია, უფრო საოცარი იქნებოდა. - მიმი სიცილისგან, სულს ძლივს ითქვამდა.
მერე მართლაც გაუჭირდა ამოსუნთქვა, ცოტა ფერიც დაკარგა. პიპამ სკამი შეაშველა.
მიმი მძიმედ სუნთქავდა, თან ისევ ეცინებოდა, თავს ძლივს ერეოდა.
- ეს რა პარაზიტი შვილი მყოლია. ჯერ არ დაბადებულა და უკვე ამიკრძალა ყავა. მერე საჭესთან ჯდომა და ახლა სიცილსაც კი მიშლის.
- პარაზიტი კი არა, დედის მფარველი ანგელოზია. - პიპა მუხლებზე დაეშვა, მუცელზე ყური მიადო. - ჰო და კარგად რომ დაიფაროს თავისი დედიკო, თვითონ დედამ უნდა მისცეს აქედან მის სულსა და ხორცს ძალა. ამ ძალას კი, დედის კარგად ყოფნა სჭირდება.
მიმის გაეღიმა. რა ბედნიერი იყო. სულ ცოტაც უნდა მოეთმინა და მალე უკვე ერთად იქნებოდნენ.
- მიმი!
მიმიმ ღიმილით გახედა.
- კაბა გაქვს?
- რას ჰქვია, მაქვს?! - გაეცინა მიმის.
- არა, ლამაზი კარგი კაბა თუ...
- აბა ძველი და დახეული? - მიმის უფრო ხმამაღლა გაეცინა.
- არა, ეგ არ მიგულისხმია... - პიპა გაჩუმდა. - უბრალოდ, ისეთი კაბა...
- კაბების მეტი, რა მაქვს. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - ისე ახალი, მართლაც არ მაქვს. უკვე არაფერში აღარ ვეტევი. ამ ზამთარს კისულ საორსულო ჯინსები და გრძელი ზედები ვიყიდე. - მიმი ჩაფიქრდა. - ისე, მართალი ხარ, ხომ იცი? უკვე გაზაფხულდა და ახალი ლამაზი კაბების დროც მოვიდასაყიდელი მაქვს!
- მე, რომ შეგირჩიო შეიძლება?
- ჰო, მაგრამ რომ არ მომეწონოს?
- მაშინ ნუ ჩაიცვამ და არც მეწყინება. გინდა, ერთად ავარჩიოთ კაბა?
- სიმართლე გითხრა, კაბები უფრო ზაფხულში მიყვარს და ახლა კი, აღარც კაბა მიხდება და მით უმეტეს, აღარც შარვალი.
- ცოტაც მოითმინე, ერთი თვეღა დარჩა. მერე ჩაიცვი რაც გინდა.
- ჰოდა, ბარემ მერე ვიყიდი! ახლა მაღაზიებში სიარულის თავიც აღარ მაქვს, ძლივს დავგორავ.
- მშვენივრად გამოიყურები, არც ზედმეტად წონაში გაქვს მატება და არც უზარმაზარი მუცელი გაქვს, დამშვიდდი.
- ჰო, ექიმმაც მასე მითხრა.
- კიდევ როდის დაგიბარა? მეც წამოვალ.
- იქეთ კვირაში, ერთს კიდევ მივალ და მერეეეეე! ვაიმე, ერთი სული მაქვს!
- მეც, მეც წამოგყვები ექიმთან! მერე მალევე გავემგზავრები. ნუ გეშინია, იქ დიდ ხანს ვერ გავძლებ უშენოდ, ჩამოვალ და წაგიყვანთ ყველას ერთად.
- რა მაგარი იქნებაააა!
- მანამდე კიდევ ერთი საქმე მაქვს მოსაგვარებელი. - პიპამ მიმის სახე ხელებში მოიქცია. - შენთან.
- ჩემთან? და რა საქმეა? - მიმიმ ხელზე ნაზად აკოცა.
- კაბა უნდა გიყიდო!
- ჰაჰა, კარგი რააა. ხომ გითხარი, ბარემ მოვითმენ.
- მერე კიდევ გიყიდი, ნუ გეშინია.
- რის უნდა მეშინოდეს? უბრალოდ, მაღაზიების თავი არ მაქვს ახლა.
- მე თვითონ წაგიყვან და მოგიყვან.
- რა საჩქაროა ასე, ეს კაბის ყიდვა? - ეცინებოდა მიმის.
პიპას გაეღიმა. არაფერი უპასუხა. ცოტა ხნით იყუჩა, ჩაფიქრებული ადევნებდა მიმის თვალს.
- ამიხსენი რაა, რა ხდება? - ვეღარ მოითმინა მიმიმ.
- მინდა ერთ ადგილას წაგიყვანო. - გაუღიმა პიპამ. - და მინდა ლამაზი კაბა გეცვას. ძალიან ლამაზი! სადა, მოხდენილი.
- ჰაჰ, ახლა ძაან მომიხდება ნეტა რამე?
- მოგიხდება. მოგიხდება. ისეთს აგირჩევ, რომ მოგიხდეს.
- და სად მივდივართ?
- ოოო, ეს ჯერ საიდუმლოა. ჯერ კაბა და მერე ვნახოთ.
- ჰაჰა! რას გადაეკიდე ამ კაბას? სხვანაირად არ შეიძლება?
- როგორ არ შეიძლება, მაგრამ ძალიან მინდა ლამაზად გეცვას და კაბაც შესაფერისი იყოს!
- აჰა და იქნებ, ფერსაც მნიშვნელობა აქვს?
- თავისთავად! თუმცა სასურველია, რომ ღია ფერის იყოს. შავი კატეგორიულად არ მინდა!
- მაშინ, შენ თვითონ შემირჩიე და მერე მე მომეწონება თუ არა, ვნახოთ!
- ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან მოგაწვდი და ახლა თუ არ გავიქეცი, ჩემი სტუნდეტები დამეფანტებიან!
პიპამ ნაზად აკოცა. მიმი გაიტრუნა.
ნეტა სად მივყავარ ასეთ ადგილას?
მიმი ინტერესით კვდებოდა.
„ჰაჰ! გინდა თუ არა, კაბა ჩაიცვიო, თანაც უნდა, რომ იყოს ახალი, სადა, ღია ფერის.“
ეღიმებოდა მიმის. 
„ისე, სადმე ტაძარში თუ მივდივართ, მაშინ კაბის ფერს, რა მნიშვნელობა აქვს?
ჰმ! საინტერესოა!“
მიმი ახლა უფრო ღრმად ჩაფიქრდა.
„ეს ყველაფერი კი საინტერესოა, მაგრამ ახლა ყველაზე ძალიან კი ის მაინტერესებს, რანარად შემოდის ჩემს სახლში? და თან, ასე უჩუმრად.
წინაზე ვერაფრით ვერ ვათქმევინე და ახლაც დამავიწყდა, მეკითხა
ვაიმე, რა შტერი ვარ
რატომ არ ვკითხე
ღმერთო, ნეტა მართლაც მალე გავიდეს რა დროვეღარ ვითმენ, ამ ერთ თვესაც როგორმე უნდა გავუძლო!“
LEX. 2018 წლის 15 აპრილი, კვირა.

No comments:

Post a Comment