171.
- რაო, რა ხდებაო? - მიმიმ ქაფქაფა ყავა დაუდგა პიპას.
- ყოველი ახალი ამბავი, ახალი ადამიანის დაბადებით იწყება. - პიპამ ღამენათევი თვალები მოიფშვნიტა.
პასუხად მიმიმ ამოიხვნეშა, ფიფოს უძრავ სხეულს გახედა და სევდიანი ღიმილით გადაუსვა თავზე ხელი.
- მმმ... ძალიან გემრიელი ყავაა, გმადლობ. - პიპამ ფინჯანი
ლამბაქზე დააბრუნა და მიმის უცნაურ მზერასაც წააწყდა.
მიმის თვალიც არ დაუხამხამებია, ისე გაუსწორა მზერა.
- რა იყო? - მიამიტი სახით შეეკითხა პიპა, თუმცა უკვე ისედაც ხვდებოდა, თუ რაშიც იყო საქმე.
- ჩემი შემოსვლისთანავე, ლეპტოპი მაშინვე თვალსა და ხელს შუა ისე ოსტატურად დახურე, გგონია ვერ შევამჩნიე?
- არც მიცდია იმის დაფარვა, რომ დავხურე. - მშვიდად მიუგო პიპამ.
- ჰმ.
- ჯერ არ არის შენთვის სასურველი იმის ცოდნა, თუ რა საბუთებს ინახავდა ფიფო, ასე სათუთად და სხვათა შორის, შენგან მალულად! და მართლა რომ შენგან დაფარვა მინდოდეს, ამ ყველაფერს იმ დროს წავიკითხავდი, როცა შენ, ღრმა ძილში იქნებოდი და თავისთავად, ვერც დამინახავდი!
- და ხომ შემპირდი, რომ მეც საქმის კურსში ვიქნებოდი? - იწყინა მიმიმ.
- და იქნები კიდევაც! - მიუგო პიპამ. - მხოლოდ, თავის დროზე.
- და როდის მოვა, ეს „თავის დრო?“ მე ახლავე მინდა ვიცოდე ყველაფერი! - გაწიწმატდა მიმი. - რა დოკუმენტებია ასეთი? სწორედაც რომ შენგან ველი პასუხს! თავის არიდება არ გამომოგივათ, ბატონო პროფესორო! მაინც უნდა მითხრა!
- ჰმ. - პიპამ ღიმილით გააქნია თავი. - ჯერ მხოლოდ იმას ვკითხულობ, რაც უშუალოდ ქირურგმა მიაწოდა ფიფოს. ფაქტიურად, შედარებით ახალ დოკუმენტებს.
- ალბათ, ეს ის ინფორმაციებია... - ჩაფიქრებული ხმით თქვა მიმიმ.
- რომელი, ის?
- ქირურგი სწორედ იმ კლინიკაში მიიწვიეს, სადაც ინტენსიურად
ხდება ჩვილებით ვაჭრობა და მსგავსი ამბები. - მიმი წამით შეყოვნდა. - ფიფოს არ უნდოდა
მისი იქ გაშვება, საკმაოდ სახიფათო იყო, მაგრამ ქირურგმა არ დაიშალა და მაინც რისკზე
წასვლა ამჯობინა. ნუთუ, ერთ ბავშვს მაინც ვერ დავეხმარებიო...
პიპამ უხმოდ დაუქნია თავი.
- და მერე? მაინც რა ხდება? - არ მოეშვა მიმი. - რა წერია მანდ, საბუთებში?
- რა მერე? - მხრები აიჩეჩა პიპამ. - ტიპიური ტრეფიკინგი! და ისევ და ისევ, გამკითხავი და მომჩივანი არავინ არის!
- კი მაგრამ ეს ხალხი, ახლა მაინც ჭურში ზის? - შუბლი შეკრა მიმიმ. - ნუთუ ვერაფერს ხვდებიან, ან რომელი საუკუნეა? ყველგან უკვე კამერებია დაყენებული და არც ეგ შველის?
- ხალხი ახლა მაინც ნამდვილად არ ზის ჭურში. - ცალყბად ჩაეღიმა პიპას. - ამიტომაც ფიფო და მისი მეგობრები ასეთი ინტენსივობით აგროვებდნენ ინფორმაციებს, ხოლო რაც შეეხება სათვალთვალო კამერებს. - პიპა წამით შეყოვნდა. - იმ კამერის უკან სწორედ ის ზის, ვის ხელშიც გადის ეს ყველაფერი. სამწუხაროდ.
- ესე იგი, გამოდის რომ ის კამერები, სულ ტყუილად აყენია?
- ფაქტიურად კი. - თავი დაუქნია პიპამ. - ხალხის თვალის ასახვევად და ასევე თავიანთ სასარგებლოდაც, რომ თავადვე არაფერი გამორჩეთ.
- წინათ ექიმი, რასაც გეტყოდა, მართლა თითქოს კანონივით იყო შენთვის და წარბშეუხრელად გჯეროდა კიდეც. აბა იმას, ვინ წარმოიდგენდა, რომ ცოცხალ ბავშვს მკვდრად აფორმებდნენ და სხვა ოჯახზე ყიდიდნენ. - თავი გააქნია მიმიმ. - მშობლებსაც სჯეროდათ ექიმების და აბა, წინააღმდეგობას ვინ გაუწევდა?.. ჰოდა, სწორედ მაგას ვამბობ! - შუბლი შეკრა მიმიმ. - ახლა მაინც როგორ ხდება ბავშვების მოპარვა და გაყიდვა?
პიპამ თავი გააქნია და ღრმად ამოიხვნეშა. თქმით კი არაფერი უთხრა.
- ვაიმე, ჩვენს ქირურგს არაფერი დამართონ. - წუხდა მიმი. - ფიფოს გადანახული ყუთი, როგორც მახსოვს სავსე იყო და თუკი ამდენი ინფორმაცია გამოიტანა, ნუთუ ჯერ კიდევ ვერ შეამჩნიეს, თუ უკვე უთვალთვალებენ?
- თვალთვალით, ნამდვილად უთვალთვალებენ. ამაში ორი აზრი არ არის, მაგრამ რაც შეეხება ინფორმაციების გამოტანას, ჯიბით კი არ გამოაქვს. - გაეცინა პიპას.
- აბა, ზეპირად იმახსოვრებს? - ცინიკურად აღნიშნა მიმიმ.
- ცოტა უფრო სხვა ფორმით.
- მაინც? - არ მოეშვა მიმი. - მეც მაინტერესებს და მინდა ვიცოდე!
- სრულიად უბრალოდ და პრიმიტიულად! - მიუგო პიპამ.
- და მაინც ბოლომდე არაფერს მიხსნი. - წყენით აღნიშნა მიმიმ.
- ჰმ. - პიპამ ღიმილით გააქნია თავი და ახსნას შეეცადა. - სამსახურიდან ქირურგი რეკავს სახლში, თუნდაც იმ დროს როცა კაბინეტში სხვებიც უსმენენ და რომც არავინ იყოს, ისედაც ყველამ ვიცით რომ მაინც ისმინება.
- ხომ მაგრამ სახლში როცა რეკავს და ამ ინფორმაციებს რომ გადასცემს, ნუთუ ვერავინ ხვდება? რა სისულელეა? თუ მე მაბოლებ, ახლა? - კვლავ იწყინა მიმიმ.
- არ მაცდი, რომ წესიერად აგიხსნა. - გაეცინა პიპას. - მოკლედ რეკავს სახლში, მოიკითხავს მოხუცებულ წნევიან ბებიას, ან ანდრას გაესაუბრება და ნებისმიერ რამეს, რასაც ქირურგი ეტყვის, ის უკვე ინფორმაციის გადაცემაა.
- კი მაგრამ, რანაირად? - მხრები აიჩეჩა მიმიმ.
- აი დავუშვათ. - პიპა ახლა უფრო დაწვრილებით ახსნას შეეცადა. - ბებო, შენ ისევ იმდენი წნევა გაქვს, როგორც გუშინ გქონდა? ორჯერ ხომ გაიზომე? ესე იგი, დღესაც ორი ბავშვი გახდა ტრეფიკინგის მსხვერპლი, ისევე როგორც, გუშინ.
- ღმერთო ჩემო!
- და ეს ყოველი ბებოს მოკითხვა, ავტომატურად იწერება ტელეფონზე, მერე როცა ქირურგი სახლში მიდის, ამ ყველა ჩანაწერს საკმაოდ სასარგებლო ინფორმაციად აქცევს.
- და ინფორმაციების ასეთი სტილით გადაცემა ვინღა მოიგონა? - უკვირდა მიმის და დარწმუნებული იყო, რომ პასუხი აუცილებლად ფიფო იქნებოდა, მაგრამ შეცდა.
- მე! - პიპამ ღრმად ამოიხვნეშა. - მხოლოდ თავის დროზე. ქირურგმა იცოდა და როცა დასჭირდა გამოიყენა და გამოადგა კიდევაც.
- ჰმ. - თავი გააქნია მიმიმ. - როცა მგონია, რომ უკვე შენზე აღარაფერი გამაკვირვებს, თურმე ისევ და ისევ ვცდები.
პიპას მოწყენილი სახით ცალყბად გაეღიმა.
- რა თქმა უნდა. - ირონიით აღნიშნა მიმიმ. - უნდა შეიფერო, თუკი შესაფერებელია.
- არაფერი მინდა! - თავი გააქნია პიპამ. - ყველაფერს დავთმობდი, რაც კი რამ შემიძლია და ადრეც მეხერხებოდა, ოღონდ ჩვეულებრივი ბიჭი ვყოფილიყავი, მშობლის სიყვარულში, ოჯახში მეცხოვრა.
მიმის გული შეეკუმშა. ვერაფერი უთხრა, ან რით უნდა ენუგეშებინა.
- ესე იგი, თუ წნევა არ მაქვსო, ბებომ რომ უპასუხოს? მაშინ? - მიმი შეეცადა ისევ ძველ თემას დაბრუნებოდა.
- აუცილებელი არც წნევის ხსენებაა და არც იმას აქვს მნიშვნელობა, თუ ბებო რას უპასუხებს. - მიუგო პიპამ. - აქ მთავარი თვითონ ქირურგი რა ინფორმაციას აწვდის, თორემ ბებოს შეუძლია ნებისმიერი რამ ჰკითხოს, ან უპასუხოს.
- ჰმ, გასაგებია. - ჩაეღიმა მიმის. - და იცი, რა მაინტერესებს?
- აბა?
- ხალხი ჭურში აღარ ზისო და ამ ახალშობილებს, რომ ისევ ისე აცლიან დედებს, ის ხალხი ხმას არ იღებს ნეტა? რაღაც არაფერი მსმენია ასეთ ახალ ამბებზე. თუკი, რაც რამ გავიგე, ყველა ძველი დროინდელი ამბავია. - მიმიმ სევდიანად ამოიკვნესა. - ან იქნებ, მე ვერ ვიგებ... ჩემამდე არ მოდის...
- ჰმ. საკმაოდ გამჭრიახი ბრძანდებით, ქალბატონო მიმი.
- გმადლობთ, ბატონო პროფესორო. - ირონიით მიუგო მიმიმ. - იქნებ, ამ ამბავშიც გამარკვიოთ ბარემ და კიდევ უფრო დიდად მადლობელი დაგრჩებით.
პიპას გულიანად გაეცინა.
- ესე იგი, ქალბატონ მიმის აინტერესებს, რომ უკვე ოცდამეერთე საუკუნეში ახალშობილებს, ისე როგორ აცლიან მშობლებს, რომ ჩუმად არიან და ამაზე ნუთუ, არავინ იღებს ხმას და არ ხავის?
- ჰოდა, გისმენ!
- სწორედ იმიტომაც არავინ იღებს ხმას, რომ ჩვილებს აცლიან მხოლოდ პატარა ცხვირმოუხოცავ მარტოხელა დედიკოებს, რომლის უკანაც არავინ დგას, რომ მისი ნაადრევი დედობა დაიცვას და შვილი არ წაართვან.
- ღმერთო ჩემო!
- სამწუხაროდ ასეა. თუმცა, პატრონი რომ ჰყოლოდათ, არც მაქამდე მივიდოდა საქმე.
- მასეც ნუ იტყვი! - შეეპასუხა მიმი. - შეიძლება არასრუწლოვანიც იყო და შვილიც გაგიჩნდეს, მაგრამ არავინ გაგიბედოს მისი წართმევა!
- აი, სწორედაც რომ ეგ ვთქვი. - ცალყბად ჩაეღიმა პიპას. - პატრონი, მანუგეშებელი ვინმე რომ გვერდს უმაგრებდეს, ასეთ დღეში არც ჩავარდებოდნენ და არც ბავშვს გააჩენდნენ ეს თვითონ ბავშვები.
- ჰო, მაგრამ იმ აღმზრდელი მშობლების მიკვირს, შვილად რომ აგყავს ბავშვი, არ უნდა იკითხო... ჩემების არ იყოს...
- მიმი, შენებსაც ხომ ვიღაც გოგო დაანახეს შორიდან და ისიც აუხსნეს, რომ ამ გოგოს არ სურს იცოდეს, თუ ვინ აიყვანა მისგან გაჩენილი არასასურველი ბავშვი. აქაც იგივე ვარიანტია, შეიძლება სულაც შენი ფოტო აჩვენონ და იგივე სცენარით წარიმართოს.
- ჩემი ფოტო?! - მიმიმ შუბლი შეკრა.
- ნუ, პირობითად. - გაეცინა პიპას.
- კი, მივხვდი, მაგრამ მაინც ცივად გამცრა... - უსიამოვნოდ შეიშმუშნა მიმი. - და ბიოლოგიური დედის პირადად გაცნობა თუ მოისურვეს ამყვანმა მშობლებმა, მაშინ ალბათ ვინმე თანამშრომელს ჩააცმევენ ფუმფულა ხალათს ახალნამშობიარევი ქალივით და ისიც წაკვნესებული სახით გადაულოცავს „საკუთარ“ ჩვილს ახალ მშობლებს.
- ჰმ. მშვენივრად აღწერე. - თავი გააქნია პიპამ. - ალბათ, ასეც არაერთხელ მოქცეულან. გინდაც ძველ დროს და იქნებ, ახლაც.
- ეჰ... - მიმიმ ისე ღრმად ამოიკვნესა, ლამის გულიც ამოაყოლა.
- რა იყო?
- არა... არაფერი... - მოწყენილად გააქნია თავი მიმიმ.
- როგორ თუ არაფერი? - არ მოეშვა პიპა. - ვიცი, ახლა ყველაზე მეტად რაც გაღელვებს და ეგ საკითხიც მოვაგვარე უკვე.
- ან რა მოაგვარე, ან რა იცი, ზუსტად ახლა მე რა მაღელვებს? - ირონიულად აღნიშნა მიმიმ.
- ვიცი, რომ შენები ძალიან გენატრება.
- ეგ ბუნებრივია და არც თუ ისე რთული გამოსაცნობი.
- როცა დაგინახე როგორ სათუთად ეფერე დედიკოს გამოგზავნილ არამარტო ძღვენს, არამედ მის შესაფუთ ტილოებსაც ლამის კოცნიდი, მაშინვე შევეხმიანე გალეოს და ამ კვირის ბოლოს გაემზადე, ქალაქში მიდიხარ! მიზეზი, ბავშვის საბუთების მოწესრიგებაა. ღამეს შენებთან გაათევ, რადგან ის სახლი ხომ გაქირავებულია და...
მიმის თავიდან პროტესტის გამოხატვა უნდოდა, რადგან პიპა ყველაფერს თავის ჭკუაზე და ფაქტიურად მიმის ზურგს უკან წყვეტდა, მაგრამ ამ ახალმა ამბავმა ისე გააბრწყინა, რომ სიხარულისგან ვეღარც შეეწინააღმდეგა.
- და ერთ კვირაში უკვე ხომ ახალი წელია...
- მერე რა? - მხრები აიჩეჩა პიპამ. - თან შენებთან გაატარებ, ნუთუ ამდენად არ გიხარია?
- როგორ არ მიხარია, მაგრამ ფიფო?.. - მიმის თვალები აევსო და ფიფოს სევდიანად გადახედა.
- ფიფოსთვის ამდენი მგზავრობაც სახიფათოა, ერთი კვირის გულისთვის წადი-წამოდი და რას მახსნევინებ მიმი იმას, რაც ისედაც იცი? - გაეცინა პიპას. - ჩვენ აქ დავრჩებით, ჩვენს ვეტერინარ ბაბუსაც გაუხარდება მარტო რომ არ მოუწევს ახალ წლის გატარება. თანაც, ყველანი რომ ავიბარგოთ და წამოვიდეთ ამდენ ცუგებს და საქონელს მშიერს ხომ არ ვამყოფებთ? ასე რომ შენ და ბავშვები მოიწყობთ საშობაო არდადეგებს, გინდა ერთი კვირით გინდა ათი დღით და თუ გინდა, ორი კვირაც დარჩით! დამიჯერე მიმი, ასე სჯობს! შენებსაც გაახარებ და შენც ცოტა გულს გადააყოლებ, სტრესი მოგეხსნება.
- ჰმ, სტრესი... - ირონიით აღნიშნა მიმიმ.
- ჰო, მიმი! ჰო! - ხმას აუწია პიპამ. - დაძაბული გადიხარ და გამოდიხარ ოთახებში, ყველაფერზე თრთი, ცდილობ ჩემზე მეტად იყო ფხიზლად და ნაკლები იძინო. ვიცი და მესმის, რომ გეშინია! დარდობ! ყველაფერს ერთად განიცდი! ნერვიულობ, მაგრამ დასვენებაც ხომ გჭირდება, არა? თუნდაც, რამდენიმე დღით!
მიმიმ უარი ვეღარ უთხრა. პიპა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მართალი იყო.
- ჩემებს შევატყობინო, რომ ჩავდივარ?
- ახლა არა, მაგრამ ხვალ უთხარი, რომ ზეგისთვის გელოდონ უკვე.
- ზეგისთვის? - ჩაფიქრდა მიმი.
- ჰო, მაზეგ უკვე კვირის ბოლოა და იქეთა კვირა ახალი წლის სამზადისს დაეთმობა.
მიმი აჟიტირებული ფრიალებდა ოთახში აღარ იცოდა რა წაეღო და რა დაეტოვებინა.
- როგორ მინდა, დედას აქედან რაღაც წავუღო, მაგრამ აბა როგორ? - წუხდა მიმი. - სოფლის ნობათით ხომ არ ჩავალ „უცხოეთის კლინიკიდან“.
- გალეოს გამოვატან, ვითომ იმ სოფლიდან, შენ ზოგი წინასწარ გაამზადე, ზოგიც დამიბარე რაც გინდა.
- კარგი, აზრია. - მოუწონა მიმიმ. - ეს ბიჭიც, როგორ დავტანჯეთ აქეთ-იქეთ სირბილით. - ახლა გალეო შეიცოდა მიმიმ.
- საკმაოდ კარგი მანქანა ხომ აჩუქე, მერე. - დაურთო პიპამ. - თვითონ მომიყვა, ვერც კი ვიოცნებებდიო და დღემდე ამის მადლიერია.
- მერე იმ ერთ მანქანას ხომ არ გადავაყოლებ, არა? - თავი გააქნია მიმიმ. - მილიონჯერ მოგვემსახურა და ახლაც მინდა რაღაც პატივი ვცე, თან ვიცი უკვე წინასწარ უარზე დადგება და რაღაცნაირად უნდა მოვახერხო.
- რემონტი გაუკეთე.
- რაა? - გაიკვირვა მიმიმ.
- მიდი ერთ დღეს ესტუმრე და შეათვალიერე, თუ კარგი სახლია, იქნებ მაინც რაღაც ხელის შევლებაა საჭირო, სამშენებლო ბიზნესების გამო, მაგის პრობლემა შენ არ გაქვს.
- ისე, ჰოო... საკმაოდ ძველი ბინა აქვს... - ჩაფიქრებული ხმით ჩაილაპარაკა მიმიმ. აშკარა იყო, მოეწონა პიპას აზრი.
პიპამ, ისევე როგორც სხვა დროს, ახლაც ყველაფერი ზუსტად გათვალა და არც შემცდარა. მიმის ის ერთი კვირა ისე გაუტკბა, რომ მეორეც მიაყოლა. აღარც ქალაქის დატოვება უნდოდა და არც სოფელი ეთმობოდა, ამასთანავე დიმეოსაც უნდოდა დარჩენა. ზამთრში სოფელი საკმაოდ მოსაწყენი და უფრო მეტად უღიმღამო ჩანდა, ვიდრე თავის მშობლიურ ქალაქში.
ათი დღეც არ იყო გასული, რომ მიმი ბავშვების გარეშე დაბრუნდა სოფელში. პიპა ისე შეხვდა, ვითომ ვერც მიუხვდა, თუ რატომ იყო მარტო.
- სურსათიც წამოვაყოლე. - ქაქანებდა მიმი. - ვიცი, რომ ჯერ საკმარისი არის, მაგრამ აბა, მაინც და მაინც, ბოლომდე რომ ამოიწურება... ბარემ შევავსოთ მარაგი.
მიმი ოთახიდან ოთახში გადი-გამოდიოდა და ენას არ აჩერებდა.
- მიმი!
პიპას ხმამ მიმის მთელი ეიფორია ჩაუხშო და ერთ ადგილას გაშეშებული, გაქვავებული სახის მიაჩერდა მას.
- დაჯექი, მიმი! - დინჯად უთხრა პიპამ. - დაშოშმინდი და მშვიდად ჩაალაგე შენი ნივთები.
მიმი კვლავ გახევებული იდგა და ბოლოს ძლივს ამოილუღლუღა:
- შენ... შენ იცოდი, რომ... ეს გათვალე, არა?..
- დიახ! - მტკიცე ხმით მიუგო პიპამ. - სწორედაც, რომ ამ ერთ კვირიანი საშობაო არდადეგებით, შენი ქალაქში დაბრუნება გავთვალე და არც შევმცდარვარ!
- კი მაგრამ, მე რამეს ვწყვეტ, საერთოდ?! - საშინლად გაკაპასდა მიმიმ. - სიტყვის უფლება მაქვს ჩემს ოჯახში?!
- ილაპარაკე, რამდენიც გინდა! - ირონიით უპასუხა პიპამ. - არავინ გიშლის, მაგრამ იმ ამბავს, რომელსაც შენი და ბავშვების უსაფრთხოება ჰქვია, გონივრული გადაწყვეტილებით უფრო უნდა მიუდგე, ვიდრე ემოციური.
- ამით, რის თქმა გინდა? რომ მე, მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ, საკუთარ ემოციებს უფრო ვაყენებ წინ, ვიდრე ჩემი შვილების სიმშვიდე და უსაფრთხოებაა?!
- დაახლოებით, ასე გამოდის. - ჩაეღიმა პიპას.
- რაა?! - გაწიწმატდა მიმი.
- ოღონდაც მე შემეწინააღმდეგო და წესიერად არც კი უფიქრდები, ისე მეჯიუტები და რამე გავაკეთე არასწორად?
მიმიმ ვერაფერი უპასუხა. ნაღვლიანად გააქნია თავი.
- ჰოდა, ჩაალაგე შენი ნივთები. - განაგრძო პიპამ. - მხოლოდ დროებით იყო საჭირო, თქვენი ქალაქიდან გახიზვნა. ახლა კი, ეს დრო, ამოიწურა და ბრუნდები სახლში!
- მაშინ გალეოს უნდა დავურეკო. - ჩაილაპარაკა მიმიმ. - ქირურგიც დაგვჭირდება, რომ ფიფოს ტრანსპორტირებისთვის ვერტმფრენი, ან რეანომობილი მოვამზადოთ.
- მიმი!
მიმი შეკრთა და გაკვირვებით გახედა პიპას. ახლა რაღას ითხოვსო.
- ფიფოს გარეშე. - დინჯად მიუგო პიპამ.
- რაა?! - წამოენთო მიმი.
- ფიფო, აქ რჩება და მორჩა! - პიპას ხმა გაუმკაცრდა, თუმცა მერე შედარებით ტონი შეარბილა. - იმისთვის კი არ გაწვალეთ აქ ამდენი ხანი, რომ ისევ იგივე საფრთხეში აღმოჩნდეთ. დამიჯერე, მიმი. ახლა ცხოვრება ფიფოს გარეშე უნდა განაგრძო. ასეა ახლა საჭირო! ყველამ უნდა გნახოს, რომ მარტო ხარ, შენს გვერდით ფიფო აღარ არის, რომ შეგეშვან საერთოდ და აღარც მოგისმინონ და აღარც გითვალთვალონ. ამის მერე უფრო დარწმუნდებიან, რომ უკვე ფიფო თუ აღარ არის საშიში და მართლა საბოლოოდ ჩამოიშორეს, აბა უმწეო ქალისა და ბავშვებისგან რა საფრთხე უნდა იყოს. ფიფო კი აქ დარჩება მანამდე, სანამ საბოლოოდ სამშვიდობოს არ იქნებით შენ და ბავშვები! გასაგებია, მიმი?!
მიმიმ უხმოდ დაუქნია თავი. ამჯერადაც მართალი იყო ეს კაცი.
- ეს ზამთარი გაატარეთ ქალაქში. - კვლავ განაგრძო პიპამ. - სამსახურშიც გადი, მეგობრები და ახლობლები მოინახულე, რაც შეიძლება მეტმა ხალხმა უნდა გნახოს, ახლა ეს არის მთავარი. ფიფოს ვიდეო ზარით ყოველ საღამოს ნახავ, ესაუბრე რაზეც გინდა, მე ოთახიდან გავალ, ისე როგორც აქ ვიქცეოდი და ნუ შეგეპარება ეჭვი, რომ შენს საუბარს მოვუსმენ.
პასუხად მიმიმ ღრმად ამოიხვნეშა.
- იცი, მიმი. - არ ჩერდებოდა პიპა. - გაზაფხულზე აქაურობა ძალიან ლამაზია. ზაფხული ხომ ზღაპარია. ჰოდა, ჩამოხვალთ როცა გინდა, რამდენი ხანიც გინდათ, მაგრამ ახლა, ქალაქში უნდა გადაბარგდე. ხოლო, რაც შეეხება შეკითხვებს, ფიფოს ჯანმრთელობის შესახებ. იტყვი, რომ სახელმწიფო დაფინანსებით, უცხოეთის კერძო კლინიკაშია და მისი კომიდან გამოსვლა, ფაქტიურად უკვე აბსურდია.
- ჰმ.
- და თუ, მაინც და მაინც, ზედმეტად ჩაგეკითხონ, როგორ და რანაირად მოახერხეო, მაგაზე იტყვი, რომ თვითონ პრემიერმა შეგიწყო ხელი ამ ყველაფერში. ხოლო, რაც შეეხება იმას, რომ მართლაც ეს ყველაფერი, უეჭველი მივა პრემიერის ყურამდე, მას გულში ჩაეცინება და შეაქებს კიდევაც შენს გამჭრიახობას, რადგან „მხოლოდ მან იცის“, რომ სადღაც მიყრუებულ სოფელში გადაიხვეწე და ცივილიზაციას მოწყვეტილი, იქ აგრძელებდი ცხოვრებას, სანამ ბოლოს და ბოლოს არ მოგბეზრდა აქაური, უღიმღამო ერთფეროვნება. ერთ დღესაც სარკეში კარგად დააკვირდი შენს თავს და აღმოაჩინე, რომ მშვენიერი ახალგაზრდა ქალი ხარ, თანაც რა ხანია, დეკრეტული შვებულებაც დაგიმთავრდა და დროა უკვე საკუთარ თავზეც იზრუნო და შვილებიც გამოქვაბულში აღარ ზარდო!
- ეს ყველაფერი კარგია და მშვენივრად დამილაგე, მაგრამ აბა ერთი, მე მკითხე, ფიფო როგორ უნდა მივატოვო? - შეწუხდა მიმი.
- და ვინ თქვა, რომ ფიფო უნდა მიატოვო? - მხრები აიჩეჩა პიპამ. - როცა გინდა ჩამოდი და დარჩი და იცხოვრე, მაგრამ ახლა, ეს ზამთარი, სასურველია აღარ იარო აქეთ-იქეთ. ჩვენ ასე გადავწყვიტეთ.
- გინდა მითხრა, რომ გალეომაც იცის და ქირურგიც უეჭველი საქმის კურსში იქნება.
- რა თქმა უნდა! - კვერი დაუკრა პიპამ. - აბა ჩემი კაპრიზი კი არ არის, ჯერ აგაბარგე მშობლიური ქალაქიდან, მერე ძლივს აქაურობას შეეგუე და ახლა ისევ უკან დაბრუნებას მოვითხოვ.
- დარწმუნებული ვარ, ეს მაინც შენი იდეა იქნებოდა. - ეჭვიანი სახით გამოხედა მიმიმ.
- თავისთავად, მაგრამ მაინც გავანდე მეგობრებს და ერთად გადავწყვიტეთ.
- და ჯერ რომ ჩემთვის გეთქვა, არ შეიძლებოდა? - იწყინა მიმიმ.
- შენი ერთ კვირიანი ანტრაქტი, ექსპერიმენტი იყო, თუ რამდენად მოგეწონებოდა და უკან დაბრუნების სურვილი გაგიჩნდებოდა.
- და ამჯერადაც არ შემცდარხართ, ბატონო პროფესორო!
პიპას გულიანად გაეცინა.
- ცოტა ხნით ფიფოსთან გავჩერდები. - მიმიმ ამოხვნეშა და ფიფოს ოთახისკენ გასწია.
პიპა უკან დაედევნა და ოთახში შესვლისთანავე უთხრა:
- რატომ ცოტა ხნით? უფრო მეტ ხანს გაჩერდი, ამაღამ აქ დარჩი.
- და დილიდანვე ავიბარგო? - ირონიულად აღნიშნა მიმიმ.
- მალე ექვსი საათი დაიწყება, მოსაღამოვდა და უკვე როგორი ბურუსი წამოვიდა. არ გირჩევ ასეთ ამინდში, ასე გვიან მგზავრობას და დამიჯერე რაა, ნუ მეჯიუტები.
მიმიმ უხმოდ აიჩეჩა მხრები. ამჯერადაც მართალი იყო ეს კაცი.
- შენებს დაურეკე და რამე მოიფიქრე, ისეთი რომ არც გული გაუხეთქო და მართლა დაგიჯერონ. - დაარიგა პიპამ.
- რა მოვიფიქრო, არც ვიცი...
- უთხარი, რომ ამაღამ იმ სოფელში რჩები, საიდანაც ვითომ მე ჩავედი სტუმრად, დანარჩენი შენ გააფორმე ახლა, ყველაფერი მე როგორ უნდა გასწავლო? - ჩაეცინა პიპას.
- შენს ჭკუაზე გვატარებ ყველას და აბა?..
მიმიმ ტელეფონი მოიმარჯვა და დედას აუწყა, რომ ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გახსნილ უფასო სასადილოში, სურსათის შემოტანისასა ამ ბოლო დროს რაღაც ანგარიშები აირია და იმის გადასამოწმებლად იყო ჩასული სოფელში, მერე გემრიელი შავი ღვინო მიაყოლებინეს ვახშამს და ასეთ მდგომარეობაში საჭესთან აღარ დამსვესო.
- დაისვენე შვილო, დაისვენე, სუფთა ჰაერი მოგიხდება. - მიუგო დედამ. - ამდენი თვე კლინიკაში გამოკეტილი ორსული ქალს, ცოტა მოსვენებაც ესაჭიროება.
- ესეც ასე! - მიმიმ ტელეფონი გათიშა.
- აქაური ნობათიც გაიმზადე. - შესთავაზა პიპამ. - აბა, ხომ უნდა შეგეტყოს სოფელში რომ იყავი.
მიმის გაეღიმა.
- შენთვის ათი თავი ყველი მაქვს უკვე გადანახული. გალეოსთვის მინდოდა გამომეტანებინა, მაგრამ შენ წაიღებ ახლა.
- ათი, რა ამბავია? - შეწუხდა მიმი. - თქვენ აქ მშივრებს ხომ არ დაგტოვებთ. ამდენი არ მინდა.
- ჩვენ ახალს ამოვიყვანთ დილიდანვე, მაგაზე ნუ დარდობ. ისე, დიმეოს ამოვლებული ჩურჩხელებიც წაიღე, ბავშვს გაუხარდება, დილით ჩავიდეთ სათბურში და დაკრიფე, რაც გინდა.
- ბრძანებებს, რომ იძლევი, მიდი და ამოალაგე მანქანიდან რაც ჩამოვიტანე. - ნიშნის მოგებით მიუგო მიმიმ.
პიპა გაკვირვებული დარჩა. მიმის იმდენი რამ ჩამოეტანა, ძაღლების საკვებიდან დაწყებული, ყველანაირი ბურღულეული, ფქვილი შაქარი და ზეთიც არ დავიწყნია.
პიპას ეღიმებოდა. აშკარა იყო, მიმიმ ქალაქში დარჩენის გადაწყვეტილება უკვე მართლა სერიოზულად მიიღო და სწორედაც ეს აწყობდა პიპას. ბავშვების სრული უსაფრთხოებისთვის ასე იყო საჭირო და მორჩა.
ზამთრის სუსხმა დააჭირა. საშინელი ქარბუქი ამოვარდა და იქაურობა ბურუსმა მოიცვა. მოულოდნელად ჭიშკართან მომდგარი მანქანის ფარებმა, ისე გაანათა, რომ უკვე კარგად ჩანდა, თუ როგორ ატრიალებდა ქარი, ნისლში გახვეულ სუსხიან ფიფქებს.
პიპა შედგა. დაიძაბა. ვინ უნდა ყოფილიყო ნეტა, რომ ასე გაუფრთხილებლად ეწვიათ აქ და ასეთ დროს.
- რომელმა ქარმა გადმოგაგდო, გალე!
მოისმა ამ დროს ვეტერინარი ბაბუს ხმა და პიპასაც გულზე მოეშვა. თუმცა, მაინც ჩაფიქრდა, ნეტა რას ნიშნავდა დეტექტივის ასე გაუფრთხილებელი ვიზიტი ამ დროს.

LEX. 2024 წლის 30 ივნისი, კვირა.
No comments:
Post a Comment