172.
- მშვიდობაა? - პიპა მაშინვე შეეგება ავდარსა და ასეთ საშინელ ქარბუქში ჩამოსულ დეტექტივს.

- მე, თქვენთვის უნდა მეკითხა. - გაკვირვებით აიჩეჩა მხრები
გალეომ.
პასუხად პიპამ წარბები აზიდა.
- ასეთ ცუდ ამინდში მიმი რომ აქეთ წამოვიდა და არც მობილურზე მიპასუხა... - გალეო თითქოს თავს იმართლებდა, ამ მოულოდნელი სტუმრობით.
პიპამ ახლა მიმის გახედა გაკვირვებული სახით. მიმიმ მხრები აიჩეჩა.
- ჯერ გამუდმებით დაკავება იყო. - განაგრძობდა გალეო. - მერე კი სულ გათიშა ტელეფონი და უკვე მეც შევშინდი და აი, დაუპატიჟებლად გეწვიეთ. ხომ მიმიღებთ? - გაიკრიჭა გალეო.
- ვაიმე, მობილური დასატენი ყოფილა. - შეწუხდა მიმი. - წეღან კი ველაპარაკე დედას და ალბათ, ამის მერე გაითიშა.
- შენც მოგიწევს ამაღამ აქ დარჩენა. - ჩაეღიმა პიპას.
- ჰოდა, ძალიანაც კარგი! - ჩაურთო ვეტერინარმა ბაბუმ. - ჩვენებურად ჩავუსხდეთ ბუხართან.
გვიან დაიშალნენ. მოხუცი მასპინძელი სახლის თავის ნაწილში წავიდა. მიმიმაც საძინებელს მიაშურა და პიპამაც დრო იხელთა.
- მშვიდობაა? - დაბალი ხმით ჩაეკითხა დეტექტივს.
- ჯერ, კი. - უპასუხა გალეომ.
- ჯერ? - ეჭვიანად ჩაეკითხა პიპა.
- ჩუკი, ვერ არის კარგად. რაც დრო გადის, უფრო და უფრო მძიმდება
პიპამ უხმოდ გააქნია თავი.
- საშველიც არაფერი ჩანს. - გალეომ ამოიხვნეშა.
- იქნებ, არ უნდა გაეკეთებინა ოპერაცია?
პასუხად გალეომ მხრები აიჩეჩა და მძიმედ ამოიხვნეშა.
- თუმცა... - პიპამ წამით იყუჩა. - მაინც ცუდად რომ გამხდარიყო, მერე იმას ვიტყოდით, აი რომ არ გაიკეთა ოპერაციაო.
- ალბათ. - გალეომ კვლავ ამოხვნეშა და მერე პიპას გახედა. - ძანესთან ვიყავი.
- მართლა? - პიპას სუნთქვა შეეკრა.
- მშვენივრად არის. დიმეო არ შორდება სულ ერთად არიან.
- ჩემი ბიჭები... - სევდიანი ღიმილით ჩაილაპარაკა პიპამ.
- და... ძანეს ბებია?..
- ჩემი სიდედრია. - მყისვე მიუხვდა პიპა. თუმცა, სულაც არ აპირებდა იმის თქმას, რომ ძანეს ბაბუა მამამისი იყო.
გალეომაც მაშინვე სიმამრად ჩათვალა და ამით, ეს მისი ინტერესი სრულიად ამოიწურა. თუმცა, ძანეს დედა სად იყო? ეს კითხვაც ხშირად აწუხებდა, მაგრამ ზედმეტი შეკითხვებსაც არიდებდა თავს.
- და რაც შეეხება დედამისად წოდებულ არსებას. - განაგრძო პიპამ, რადგან ამასაც მიუხვდა, რომ დეტექტივს ეს კითხვაც საშინლად აწუხებდა. - კატეგორიულად განაცხადა უარი შვილზე, არც დედის გრაფაში სურდა, რომ ხსენებული ყოფილიყო. თუმცა, ეს გამორიცხული იყო, რადგან არქივშიც და ყველგან, ძანეს დაბადება კანონიერად არის დაფიქსირებული. ამიტომაც, დედობის უფლება ჩამოვართვი, გარკვეული თანხის სანაცვლოდ და საკმაოდ ბედნიერი სახით დატოვა ქვეყანა. ხან ერთს გაეკიდა და ხან მეორეს. ახლა ნამდვილად არ ვიცი, სად და ვისთან იმყოფება, მაგრამ თუ ოდესმე დაბრუნდება, მშობლები კი შემოუშვებენ სახლში და არც მე ვიქნები ამის წინააღმდეგი, რადგან არც კი ვიცი, გამოვჩნდები თუ არა საერთოდ. იყოს ეგდოს და იცხოვრობს თავის მშობლებთან ერთად. ძანე კი არც მაშინ სცნობდა დედად და ახლა მით უმეტეს, არც მიიკარებს.
- ჰო, მაგრამ ის მშობლები მოხუცები არიან და შემდგომ მაინც მოუწევს შვილთან ურთიერთობა, მით უმეტეს, შენ თუ არც აპირებ გამოჩენას, ავტომატურად ძანეს მეურვე გამოდის.
- ძანეს არანაირი ქონება არ გააჩნია, ისევე როგორც მის წინაპრებს და დედას, მით უმეტეს. მხოლოდ იმ სახლში მუდმივი ცხოვრების უფლება აქვთ და მეტი არაფერი. ხოლო, რაც შეეხება მეურვეობას. - პიპას ღიმილი აუთამაშდა. - ოფიციალური მეურვე მიმია!
- მართლა? - გალეომ გაკვირვებით აზიდა წარბები.
- უფრო სწორად, დიმეოა პირდაპირი და ერთპიროვნული მემკვიდრე, მხოლოდ მიმის მეურვეობით. ასე რომ, დიმეოს წყალობით, ძანე არასდროს დარჩება არც ქუჩაში და არც მზრუნველობის გარეშე იცხოვრებს.
- ჰმ, ეგეც კარგად გაგითვლია. - ღიმილით გააქნია თავი გალეომ.
- აბა თავი იმისთვის კი არ აბია ადამიანს, რომ წვიმის დროს კისერში წყალი არ ჩაუვიდეს. - ღიმილითვე მიუგო პიპამ. რასაც დეტექტივის გულიანი სიცილი მოჰყვა.
- ნუ კარგი. - ძლივს იჯერა გული სიცილით გალეომ. - რადგან ამაღამ აქ დავრჩი და მეილზე გამოგზავნაც სახიფათო ხდება, დამელია სული და ერთი ცალი თვალი მაინც გადამავლებინე იმ დოკუმენტებს. - ირონიით აღნიშნა გალეომ.
- შეგიძლია ორივე თვალი შეავლო. - ღიმილით მიუგო პიპამ და ლეპტოპი ჩაურთო.
დეტექტივი დარწმუნებული იყო, რომ საკმაოდ სერიოზულ კომპრომატებს წააწყდებოდა, მაგრამ მის თვალწინ, რაღაც უაზროდ დაწერილი სიტყვები და გაურკვეველი ციფრები გაიხსნა.
- ეს რა არის? - შუბლი შეკრა გალეომ.
პასუხად პიპას ცალყბად ჩაეღიმა.
- გინდა მითხრა, რომ ფიფოს გადანახულ დოკუმენტებში ეს სისულელეები წერია? ან საერთოდ, რა არის?
- ეს ერთგვარი, ფიფოს მიერ შემუშავებული, საკმაოდ პრიმიტიული და ამავე დროს, საკმაოდ გონივრულად მოფიქრებული შიფრია.
- და რა გავიგო ახლა მე, ფიფოს რა მოუარა თავში იმ დროს და რა ტიპის შრიფტით ისურვა ასე საბუთების შენახვა. - საშინლად გული მოუვიდა გალეოს.
- ძალიან უბრალოდ შეიძლება, ამის გაშიფვრა.
- ვისთვის ადვილია და ვისთვის... - გალეომ უკმაყოფილოდ შეავლო თვალი მოსაუბრეს.
- კარგად დააკვირდი. თუნდაც ამ ერთ აბზაცს.
- და რა, მერე? - უკმაყოფილოდ აიჩეჩა მხრები გალეომ. – „ცარიელი ანდამატი სიცარიელე აკაცია ზუთხი არაფერი ალუბალი ეჲფორია თაგვი...“ და რა უაზრობაა ეს?! - აშკარად ბრაზობდა გალეო.
პიპამ არაფერი უპასუხა. თუმცა, მშვენივრად ჩანდა, რომ ღიმილს
ძლივს იკავებდა და ამის შემხედვარე დეტექტივს, უფრო და უფრო მოსდიოდა გული.
- რაღაც ლოგიკა ხომ მაინც უნდა იყოს, არა?! - კვლავ ბუზღუნებდა გალეო. - აი თუნდაც, სად აკაცია და სად ზუთხი? თუ ზუთხი ალუბალში? შეიძლება იყოს ასეთი რეცეპტიც, თუმცა მე პირადად არც გამიგია! ანდა, ეიფორია და თაგვი? ეს როგორ გავიგო? გაბრაზებული ვირთხა, თუ აჟიტირებული წრუწუნა?!
გალეოს სიტყვებზე პიპას გულიანად გაეცინა, მაგრამ კვლავაც არაფერი უპასუხა.
- ან ეს რანაირი ასოა, „ჲ“- რაღაც ძველებური, არა?
- ნუსხური. - მშვიდად მიუგო პიპამ. - ამ შემთხვევაში ფიფომ
ხუცურ-ნუსხური ანბანის თვითონ ასოს დასახელება გამოიყენა, რადგან ეს ასო, მისი ერთგვარი
სახელწოდებიდან - „ეჲ“ - ძველი ქართული
ანბანის მერვე ნომრად სახელდება.
- და მერე? - უკმაყოფილოდ გამოხედა გალეომ.
- მერე ის, რომ ფიფოს სწორედაც რომ ეს მერვე ნომერი სჭირდებოდა, უფრო სწორად ციფრი - რვა.
- და მაინც, მერე? - ახლა უფრო მეტად მოუვიდა გული დეტექტივს.
- მერე აი შენ პასტა და ფურცელი და სწორედ ეგ აბზაცი, რაზეც ასე ძლიერ მოგდის გული, სიგრძეზე ჩამოწერე.
გალეომ უკმაყოფილო სახით ჩამოართვა ფურცელი და სწორედ ისე ჩამოწერა, როგორც პიპამ ურჩია. მერე რამდენჯერმე გადაავლო თვალი, თუმცა მაინც ვერაფერს მიხვდა.
- და ახლა რა ვქნა? - უკვე სერიოზულად ბრაზობდა გალეო. - სიგრძითაც ჩამოვწერე და არაფერი შეცვლილა, აზრი მაინც ვერ გამომაქვს და შენ და ფიფომ რაღაც შრიფტი ჩაიფიქრეთ და გინდა მე გამოვიცნო? ნათელმხილველი კი არ ვარ!
- არაფრის ზედმეტად გამოცნობა არ არის საჭირო. - მშვიდად მიუგო პიპამ. - ეს ვერტიკალურად ჩამოწერილი სიტყვების მხოლოდ პირველი ასოები გამოყავი.
გალეომ კვლავ შეასრულა პიპას რჩევა და სიგრძით ჩამოწერილი სიტყვების პირველი ასოები ისე შემოხაზა, რომ გრძელ ვიწრო ჩარჩოში მოაქცია, მაგრამ ახლა უფრო რაღაც უაზრო, მრავალ ასოს შემცველი დიდი, გრძელი სიტყვა მიიღო და ისე სახით გამოხედა მოსაუბრეს, რომ ცოტაც და თავს წააცლიდა.
- ახლა ეს შენივე ხელით ჩარჩოში მოქცეული ყოველი ასო, თანმიმდევრობით ციფრებად აქციე. - მშვიდად მიუგო პიპამ. - ანბანის შესატყვისი ნუმერაციით.
გალეომ ახლა ციფრებით ჩამოწერა დაიწყო და სახეზეც შეეტყო, რომ აშკარად რაღაც ეცნო და პიპას უკვე რაღაცნაირი მზერა შეავლო.
- სწორედაც მიხვდი. - თავი დაუქნია პიპამ. - ზუსტად ის არის, რაც ახლა შენ გაიფიქრე.
- ესე იგი, ფიფომ ამ სახით პირადობის ნომერი ჩაწერა, არა? - იკითხა გალეომ, თუმცა უკვე ისედაც დარწმუნებული იყო, რომ ასე იყო.
- დიახ! - კვერი დაუკრა პიპამ.
- ამის გადამოწმება ნამდვილად არ გამიჭირდება. - ჩაიბურტყუნა გალეომ. - ახლა გვიანია და ხვალ დილიდანვე დავრეკავ და ეგრევე გავარკვევ.
- არც გაბედო! - მკაცრად მიმართა პიპამ. - ფიფომ ასეთი შენიღბული ფორმით ტყუილად კი არ ჩაწერა, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის მისაწვდომი გამხდარიყო.
პასუხად, გალეომ ამოიხვნეშა.
- არანაირი ტელეფონის ზარი და კიდევ ვინმეს ჩარევა. - განაგრძო პიპამ. - მიხვალ სამსახურში და სხვისი კაბინეტიდან. სხვისი და არა შენი! - პიპას ხმა უფრო გაუმკაცრდა. - კომპიუტერიდან გადაამოწმებ!
- კარგი, გასაგებია. - თავი დაუქნია გალეომ და როგორც ყოველთვის, ახლაც მართალი იყო ეს კაცი.
- თან სასურველია. - დაურთო პიპამ. - კიდევ რამდენიმე პირადობის ნომრებიც შეამოწმო, რომ კონკრეტულად ეს ჩვენთვის საინტერესო პირადობა, არ გამოირჩეს და შეერიოს სხვებში.
- ჩემსასაც ჩავწერ! ჩემი მშობლებისაც და...
- არავითარ შემთხვევაში! - კვლავ მკაცრად მიუგო პიპამ. - ეგ უფრო მეტად თვალში საცემი იქნება.
- და აბა, მაშინ ბარემ ბოლომდე მირჩიე რა ვქნა და ეგ არის! - წყენით მიუგო გალეომ.
- შენ თვითონ მოიფიქრე, მიამსგავსე ნებისმიერს, ან თუნდაც იმას, რომელიც გაინტერესებს და რომელიმე სხვაზე, სულ ცოტათი დიდ ხანს შეაჩერე ყურადღება, რადგან შესაძლებელია, მაინც გაჟონოს ამ ინფორმაციამ...
- და რამ უნდა გაჟონოს?! - კვლავ იწყინა გალეომ. - განა ვინმეს თანდასწრებით, ან განა ვინმეს დავანახებ, თუ რას ვაკეთებ? არც ამდენად დებილი ვარ!
- დარწმუნებული ვარ, რომ განსაკუთრებით თქვენთან, ყოველი კომპიუტერი იშიფრება. - მშვიდად მიუგო პიპამ. - თუმცა, არც სახლის კომპიუტერიდან შეიძლება იმ ბაზაში შესვლა, რომელიც შენ გჭირდება, ხოლო რაც შეეხება, იმას რაც წეღან გითხარი, რომ რომელიმე სხვა, ნებისმიერ პიროვნებაზე უფრო დიდ ხანს გააჩერე ყურადღებაო, მაგასაც თავისებური ახსნა აქვს.
- ჰოო? - ცოტა არ იყოს ცინიკურად იკითხა გალეომ.
- თუ ვინიცობაა გაირკვა, რომ შენ რაღაცას ქექავდი და თანაც, სხვის კაბინეტში სხვისი კომპიუტერიდან, მაშინ თვითონ კომპიუტერში, ისიც ავტომატურად ფიქსირდება, თუ რომელ ფაილში, თუ ბაზაში და კონკრეტულად რომელ გვერდს და რამდენი ხანი იყავი ჩაშტერებული, მიმიხვდი ხომ?
- ჰმ, გასაგებია. - როგორც იქნა, მიხვდა გალეო.
- ასე, რომ ზედმეტი ყურადღება, სხვების თვალის ასახვევად, ისევ სხვაზე გადაიტანე, თუმცა ძალიანაც ნუ გადაამეტებ.
- ჰო, კარგი. კარგი.
- და რატომღაც ხშირად მეჩვენება, რომ რაღაცნაირად ბრაზობ ხოლმე ჩემზე. - ღიმილით აღნიშნა პიპამ.
- ააა, არა... არა... - დაბნეულად მიმართა გალეომ. აშკარად არ ესიამოვნა, რომ გამოიჭირეს.
- ჰოდა, ნუ გწყინს! და ნუ ბრაზდები იმაზე, რომ სხვამ შენზე მეტი იცის! - კვლავ ეღიმებოდა პიპას. - მხოლოდ იმაზე იფიქრე, რომ შენც იცოდე, შენც გაიგო და შენც გაერკვე და არც კი შეეჯიბრო ცოდნაში! პირიქით, მიიღე მისგან სწავლება!
- გასაგებია, უფროსო! - სიცილით მიუგო გალეომ და ახლა ნამდვილად მოეშვა გულზე.
- ძალიან კარგი! - ყურებამდე გაუღიმა პიპამ. - მიხარია, რომ ზუსტად გვესმის ერთმანეთის.
- და სულ ასე წერია, ეს ამდენი პირადობის ციფრებია? - იკითხა გალეომ. - რადგან მარტო პირადობის მოწმობის გაგება არაფერში გამოდგება, თუ კონკრეტულად რაღაც სხვა ხელმოსაჭიდი არ გვექნება.
- მაქამდეც მივალთ. - თავი დაუკრა პიპამ. - ჯერ მოდი ეგ გაარკვიე ვინ არის და მერე მივყვეთ დანარჩენს.
- და დავიჯერო, შენ არ იცი, ვინ უნდა იყოს? - ეჭვიანად გამოხედა დეტექტივმა.
- ნამდვილად არ ვიცი. - გაეცინა პიპას. - და არც ვაპირებ, ბაზაში შესვლა ვცადო.
- მესმის და მაინც ვერ ვითმენ. - ღიმილით აღნიშნა გალეომ. - იქნებ, წააწყდი კიდევ რამე საინტერესოს? ან საერთოდ რა ხდება? რა ინფორმაციების გადანახვა შესძლო ფიფომ და სავარაუდოდ, იქნებ სულაც სწორედაც, რომ მაგის გამო გაიმეტეს ასე სასიკვდილოდ.
- მოკლედ. - დინჯად დაიწყო პიპამ. - სიტუაცია ასეთია, რადგანაც შვილად აყვანის პროცესი და მანამდე კიდევ მთელი ამ პროცესების სამზადისი, საკმაოდ დიდ დროს და ასევე, არც თუ ისე ნაკლებ ფინანსებს მოითხოვს, ისევ ამ ყველაფრის გვერდის ავლით ხდება ეს ამბები.
- გინდა მითხრა, რომ ისევ ატყუებენ დედებს და პარავენ შვილებს? - გაიკვირვა გალეომ.
- ცოტა სხვა ფორმით. - მიუგო პიპამ. - ტყუილით კი ატყუებენ, მხოლოდ სულაც არ პარავენ, ან შედარებით ნაკლებად. ყოველ შემთხვევისთვის, სხვისი მკვდარი ჩვილით ცოცხალს არ ჩაუნაცვლებენ.
- მდაა... და მერე?
- მერე ის, რომ საკმაოდ შეძლებულ, უშვილო ოჯახს სურს, ნებისმიერი თანხის სანაცვლოდ აიყვანოს ბავშვი. აღარ დავიწყებ იმის დაკონკრეტებას, რომ რამდენი წელია დგას ეს ოჯახი ბავშვის აყვანის მოლოდინში და მანამდე, თუ რამდენი ხანი მკურნალობდა ორივე ცოლ-ქმარი, რომ შვილი შესძენოდათ, მაგრამ ამაოდ და გადაწყვიტეს, რომ ეშვილათ. რა თქმა უნდა, თავიდან მიმართავენ ოფიციალურად შესაბამის ინსტანციებს, ამასობაში გადის კიდევ უფრო მეტი დრო, მაგრამ სწორედაც რომ ამ შესაბამის ინსტანციებში ჩასაფრებული ხალხი სთავაზობს, საკმაოდ სწრაფ, მარტივ და ბევრად დაზღვეულ გზას.
- დაზღვეულს? - გაიკვირვა გალეომ.
- დაზღვევა იმაში მდგომარეობს, რომ არსად არც ერთ საბუთსა თუ ქაღალდის ნაგლეჯზე არ იქნება დაფიქსირებული, არც ამ ჩვილის გაშვილება, არც ამყვანი მშობლების ვინაობა, არც მისი ბიოლოგიური მშობლები და არც მისი ზუსტი დაბადების თარიღი. ჩვილი პირდაპირ ფორმდება ამყვანი მშობლების ბიოლოგიურ შვილად, შესაბამისად შერჩეული თარიღით და მორჩა!
- კი მაგრამ, ამას ისედაც აკეთებდნენ ადრე და ერთი პერიოდი აღიძრა კიდევაც ამაზე საქმე, თუმცა საკმაოდ ხანდაზმული დანაშაულის პირობებით, ბევრი საქმე შეწყდა კიდევაც, მაგრამ ახლაც ასე როგორ გრძელდება?
- დღეს ასეთმა ამბებმა, ცოტა გვერდი იცვალა. - დინჯად მიუგო პიპამ. - ახლა თვითონ ამყვანი მშობლები ირჩევენ, ასე ვთქვათ, სუროგატ დედებს. მათი დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ეს არის სუროგაცია და ჩვილი, მათი ბიოლოგიური შვილია. კი, ასეც არის ხოლმე ხშირად და ეს კანონით არც იკრძალება, მაგრამ ფიფოს სულ სხვა ინფორმაციები აქვს გადანახული.
- ესე იგი, როგორც მივხვდი, ვითომ მათი ბიოლოგიური შვილი, სუროგაციით გაჩენილია, მაგრამ სინამდვილეში კი... ისე შეატყუებენ ბავშვს? და რაში სჭირდებათ მერე ეს ამდენი ტყუილი? თუ სუროგაცია უფრო ძვირი ჯდება და პერსონალი ასე უფრო მეტ თანხას იდებს ჯიბეში?
- სრულ ჭეშმარიტებას ღაღადებთ, ბატონო დეტექტივო. - გაუღიმა პიპამ. - ვიცი, რომ შენ და ფიფომ ბორდელების ქსელი დახურეთ, სადაც სულ ახალგაზრდა გოგონები იყვნენ.
- კი, კი. - ამოიხვნეშა გალეომ.
- ეგ ერთი ქსელი იყო, ან მხოლოდ ქსელის ერთი ნაწილი და მსგავსი კიდევ რამდენია ვინ იცის და იმის თქმა მინდა, რომ გოგონებს ხშირად სპეციალურად ბავშვის გასაჩენად არჩევდნენ. დაახლოებით მაინც სუროგაციაა, თუმცა მხოლოდ ბავშვის მამა იქნება ბიოლოგიური მშობელი. მიხვდი ხომ?
- კი მაგრამ იმ კაცის ცოლი, ბავშვს რომ სახლში მიიყვანს, ნუთუ პრეტენზია მაინც არ ექნება, რომ რატომ თვითონ არ არის ბიოლოგიური დედა? და რა არის ეს არასრულფასოვანი, ნახევრად სუროგაცია?
- შეიძლება კიდეც, პრეტენზიებიც გამოთქვას, თუმცა მისი მკურნალი ექიმი-გინეკოლოგი, თუ დაუმტკიცებს, რომ მას არასდროს ეყოლება შვილი, ჯერ ერთი, რომ ვერც გააჩენს, რადგან არც ხელოვნურ განაყოფიერებას და ვერც სუროგაციას ეთანხმება ამ ქალის ბიოლოგიური მონაცემები. რადგან, სხვა გზა აღარ რჩება, ამის მერე იგი თანახმაა, რომ მისი ქმრისგან გაჩენილი ბავშვი იშვილოს.
- და რა არის მერე ამაში, ასეთი უკანონო, რომ ფიფოს ასე დამართეს და სასიკვდილოდ გაიმეტეს?!
- ჰო, ასე ერთი შეხედვით, ამაში უჩვეულო არაფერია. - მხრები აიჩეჩა პიპამ. - ბიოლოგიური დედა, გარკვეული თანხის სანაცვლოდ სუროგაციაზე თანხმდება. თუმცა, ის გარკვეული თანხა, სულ სხვების ჯიბეში მიდის. ამ დროს კი, ეს ეგრეთ წოდებული „დედა“, სწორედაც რომ იმ მსგავსი ბორდელიდან არის შერჩეული და თანაც, სრულიად შესაძლებელია, რომ უკვე არის კიდეც ორსულად.
- აუჰ!
- და თუ არ უფიქსირდება ორსულობა, მაშინ ბიოლოგიური მამა, გარკვეული თანხის გაღებით, იღებს მონაწილეობას, სრულიად ბიოლოგიური ხერხით...
- ესე იგი...
- დიახ! - თავი დაუქნია პიპამ. - ბორდელი მაინც განაგრძობს თავის არსებობას და ამავე დროს ჩვილებითაც აჯილდოვებს!
- ღმერთო ჩემო!
- ახლა რაც შეეხება იმ უმწეო გოგონებს. - განაგრძო პიპამ. - დარწმუნებული ვარ ისეთ ცოცხალ ტყუილებს გამოუცხობენ, რომ ეჭვიც კი არ შეეპარებათ, სადღაც მათ მიერ გაჩენილი შვილი იზრდება.
- ეტყვიან რომ გარდაიცვალა და მორჩა!
- და დარდის გასაქარვებლად, რაღაცით დაასაჩუქრებენ კიდევაც, ალბათ. - პიპა გაჩუმდა. - ახალი მობილურით... პლანშეტით...
- ჰმ! და კიდევ? - ეჭვიანად გამოხედა გალეომ.
- მეტი რაღა გინდა? - მხრები აიჩეჩა პიპამ. - შენც ხომ მშვენივრად ხვდები, თუ რა თანხები ტრიალებს ასეთ ბიზნესში და რა ხალხია გარეული?
გალეომ უხმოდ დაუქნია თავი.
- და იმასაც ხომ ხვდები, რომ ამ ეტაპზე ჩვენი ბრძოლა, საკმაოდ უპერსპექტივოა.
- სამწუხაროდ. - ამოიხვნეშა გალეომ. - მარტო ამ ერთი ყუთი საბუთების შესწავლა ჯერ მაინც არაფერს გვარგებს.
- პირდაპირ შუბლით მიწოლაც სწორედაც რომ ფიფოს მდგომარეობამდე მიგვიყვანს, ესეც ხომ კარგად იცი.
- მაშინ იქნებ, ამჯერადაც გვირჩიო, თუ რა ვქნათ! - ცოტა არ იყოს, ირონიით მიმართა გალეომ. - დავარბიოთ ის კლინიკა, სადაც ქირურგი მუშაობს, დავეცეთ და ჯერ საშემოსავლო-საგადასახადო რევიზია მოვუწყოთ, მერე მივყვეთ და მივყვეთ!
- და შენც მიგაყოლებენ. - სიცილით მიუგო პიპამ.
- რა თქმა უნდა! - მწარედ ჩაეღიმა გალეოს. - თმის ღერსაც არ შემარჩენენ!
- მთავარია, ის შხამიანი ფესვი ამოიძირკვოს, საიდანაც ეს სიბოროტის ყლორტები იზრდება.
- კიდევ კარგი, მითხარი, თორემ... - ირონიულად გააქნია თავი გალეომ.
- ჰოდა, რაღას მეკითხები იმას, რაც ჩემზე უკეთ იცი? - ჩაეღიმა პიპას.
გალეომ უხმოდ აიჩეჩა მხრები. ერთ ხანს, დუმილიც კი ჩამოვარდა. თითქოს, სათქმელიც არაფერი ჰქონდა. ლამის სადაცაა გათენდებოდა და ძილი არც ერთს არ ეკარებოდა.
- და მაინც, როგორ გაიცანი ფიფო. - გალეოს ხმამ, ნახევრად ჩათვლემილი პიპა გამოაფხიზლა. - უფრო სწორად, როგორ დაუახლოვდით ერთმანეთს, რომ მართლა ასეთი სანდო ხარ მისთვის.
- ფიფო, ერთ საქმეს იძიებდა. - დინჯად დაიწყო პიპამ. - რომელმაც საკმაოდ, ძველ ფესვებთან მიიყვანა და აღმოჩნდა, რომ ეს ერთი საქმე კი არა, არამედ ბევრი საქმე იყო.
- და შენ?
- მეც, სწორედ ამ ფესვებს ვქექავდი.
- ჰმ. - გალეო თითქოს მიუხვდა კიდეც, მაგრამ მისი ინტერესი მაინც ვერ იყო ბოლომდე ამოწურული. - და ქირურგი?
- ქირურგი, მაშინ გავიცანი... - პიპა წამით შეყოვნდა. - როცა სიცხიანი ჩვილით ხელში, ამაოდ ვეძებდი გამოსავალს. სწორედ იმ პერიოდში, სასიკვდილო სარეცელზე მიჯაჭვული ჩემი ძმა, დღეებს ითვლიდა. ძანეს დაბადება კი დედამისმა, იმით აღნიშნა, რომ უარი თქვა შვილზე, იქვე დატოვა და უკანმოუხედავად გაიქცა. ძმის დასაფლავების მერე ძლივს მივაგენი ბავშვს. სიცხიანი, გაუბედურებული, მოუვლელი. ბინძურ და გახუნებულ პლედში გახვეული და მეც საშინლად გაბურძგნული, ტალახიანი ფეხსაცმლით, დაღლილობისგან ძირს ვიჯექი ჩვილით ხელში და არც არავინ გვაქცევდა ყურადღებას. ალბათ, გულიც კი ერეოდათ ჩვენზე... - პიპას ბურთი ყელში მოებჯინა. თუმცა, მალევე აიყვანა თავი ხელში და ისე განაგრძო. - მერე უფრო და უფრო დავმეგობრდით. საოცარი ადამიანია. საკუთარი შვილის დასაფლავებიდან გამოიქცა, რომ სხვისი შვილი გადაერჩინა.
- მართლა? - გაოცებას ვერ ფარავდა გალეო.
- სწორედ იმ დღეს გავიცანი და მეც ასე შენნაირად გაოგნებული დავრჩი, ამ კაცის გულისხმიერებით.
- და მის შვილს რა მოუვიდა? რამდენი წლის იყო?
- მხოლოდ თხუთმეტიოდე წლის მოზარდი, მანქანამ გაიტანა და წლების მერე სწორედაც, რომ ფიფომ აღმოაჩინა, ეს არ ყოფილა უბედური შემთხვევა. ეს პირდაპირ გამიზნული დანაშაული იყო, სწორედაც, რომ იმ ბიჭის მიმართ.
- ღმერთო ჩემო! - შეიცხადა გალეომ. - ასეთი რა უნდა დაეშავებინა იმ ბავშვს, რომ ასე სასიკვდილოდ გაიმეტეს?!
- საკუთარი მკვლელი ამხილა პედოფილიაში.
- და... და მერე... - გაოგნებისგან ენა დაება გალეოს. - და მერე ფიფომ დაიჭირა ის...
- ფიფომ მისი არსებობა მხოლოდ მაშინ გაიგო, როდესაც იმ ნაბიჭვარმა, თვითმკვლელობა ჩაიდინა და ფიფოს, ამ საქმის გამოძიება დაევალა.
- არა, მასეც არ იყო. - მოულოდნელად თავს წაადგა მიმი. - ლამის გათენდა უკვე და თქვენ არც კი გეძინათ?
- ძილს ყოველთვის მოვასწრებთ, მიმი. - ღიმილით მიუგო გალეომ. - და მაინც, როგორ იყო ის საქმე? შენც იცი, ხომ?
- ფიფო, იმ კაცს იცნობდა. რამდენიმე ხნით ადრე დაკითხვაზეც კი ჰყავდა. - მიუგო მიმიმ.
- ესე იგი, ფიფო უკვე არკვევდა, არა მასეთ ამბებს? - იკითხა გალეომ.
- იმ დროს, სულ სხვა მკვლელობას იძიებდა, სადაც ფიგურანტად ეს კაციც გადიოდა. - მიმი წამით შეყოვნდა. - ასე დეტალებიც არ ვიცი, მერე ამ მოწმემ, თუ კიდევ რაღაც ბრალი მასაც ედებოდა, თავი მოიკლა. - მიმიმ ახლა პიპას გახედა. - და ეს იყო, სწორედ იმ ბიჭის მკვლელი? ქირურგის შვილის?
- დიახ. - კვერი დაუკრა პიპამ. - მხოლოდ ეგ წლების წინ ჩაიდინა, მანამდე და მერეც აგრძელებდა, თავის პედოფილურ მოღვაწეობას. სანამ ერთ დღესაც, ფიფო არ ჩაუდგა კვალში და თანაც, სულ სხვა მხრიდან.
- ღმერთო ჩემო! - თვალები აევსო მიმის. - ქირურგს, არასდროს მოუყოლია ეს ამბები. ვერც ჩვენ ვეკითხებოდით ბოლომდე.
- სხვათა შორის, იმ ექიმის მამაც შვილის მსგავსად, პედიატრი პედოფილი იყო. - პიპამ მძიმედ ამოიხვნეშა. - ვინ იცის, რამდენი ბავშვის ჰყავს გაუბედურებული, რამდენ ადამიანს დაუმახინჯა ცხოვრება.
- თვითონ მახინჯები! არაადამიანები! - მიმის ცრემლები ღაპაღუპით სცვიოდა.
გალეოს კი ბურთი ყელში ისე ჰქონდა მიბჯენილი, რომ ხმის ამოღება უჭირდა, ანდა რა უნდა ეთქვა?
ბრძოლას მაინც არ შეწყვეტდა, რადგან გადაწყვეტილება დიდი ხნის მიღებული ჰქონდა, ჯერ კიდევ იმ დროს, როცა ფიფი ფეხზე იდგა და ლამის ქვეყანას აზანზარებდა. მისი შიშით ბევრს ვერაფერს ბედავდნენ, თუმცა სწორედაც რომ ამ შიშმა, ფაქტიურად სიცოცხლეს გამოასალმა. არც მაშინ უფიქრია დეტექტივს უკან დახევა, თუმცა აღარც კი იცოდა, რა გზით და როგორ უნდა გაენადგურებინა ეს ბოროტების „სავანე“, რომელსაც საკმაოდ ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული. ფიფოს სანაცვლოდ, ბედად ეს კაცი გამოჩნდა და იგივე ბრძოლა, სულ სხვა მხრიდან დაანახა და შემოუბრუნა და უკვე ვეღარც ბრაზობდა ამ კაცზე. ყოველ წუთს, ყოველ წამს ცხადი ხდებოდა, რომ ეს კაცი ყველაფერს, რასაც ამბობდა, თუ შეაგონებდა, ყველაფერში მართალი იყო.
LEX. 2024 წლის 15 ივლისი, სამშაბათი.პასუხად პიპამ წარბები აზიდა.

No comments:
Post a Comment