29.
- არა, ჩემო კარგო, არა. - ამოიხვნეშა მაკამ და ლამარას შეკითხვას, ცუდად ხომ არ ხართო, სევდიანი სახით უპასუხა. - საშინელი დღე მქონდა, ძალიან დავიღალე.

„ჰო, წამის წინ გემრიელად იღიმოდი და ახლა
კი დარდისგან აღარ ხარ.“
გაიფიქრა ლამარამ და მაკას ყავა შესთავაზა. მაკა ჯერ უარზე დადგა, დღეს იმდენი ყავა დავლიეო, მაგრამ მეორე წუთს კი თავად შეუთანხმდა ჩაიზე. ისიც კი გაიფიქრა, ეს გოგო ტყუილად არ მოვიდოდა ჩემთანო და ამიტომ მართლაც ამდენი ყავის სმას, ისევ ჩაის დალევა არჩია.
- ისეთი გემრიელი ხილის ჩაი მაქვს. - მაკა კაბინეტში შეუძღვა.
- იყოს, ჩაი! - გაიბადრა ლამარა.
- ძალიან კარგი. - ღიმილით უპასუხა მაკამ და სავარძელზე მიუთითა.
- ახლავე მოვალ! - ლამარა ჩაჯდა თუ არა სავარძელში, მაშინვე წამოფრინდა და ლამის სირბილით გაიქცა.
მაკამ უკმაყოფილოდ აიჩეჩა მხრები. თუმცა ორ წუთიც კი არ იყო გასული, რომ ლამარა მაკას კაბინეტში შოკოლადის ფილით ხელში გაჩნდა.
მაკას ჩაეღიმა. მშვენივრად მიუხვდა, ლამარა მათ გუნდში შემოძრომას ცდილობდა, მაგრამ რატომ? რა მიზანი ჰქონდა?
„ნუთუ ამასაც ფულის გაკეთება მოუნდა?“
გაიფიქრა მაკამ.
„მერე რა რომ მდიდარი მშობლები ჰყავს, საკუთარი ფული, მაინც სულ სხვაა, მაგრამ მაინც არ მომწონს ეს გოგო. ვერ ვენდობი.
ჰმ, თუმცა ბოლომდე, რომელ ერთს ვენდობი? ჰაჰ! არც არავის! ნუ მეტნაკლებად, მხოლოდ რამდენიმეს გამოვარჩევდი, დანარჩენები კი უჰ! კარებამდეც ძლივს არიან სანდო.“
- ახლობლებმა მომართვეს...
თითქოს უხერხულად დაიწყო ახსნა ლამარამ, რადგან მაკას, წამით მზერა ლამარას ხელში ჩაბღუჯულ შოკოლადის ფილაზე გაუშეშდა, თუმცა ამ დროს სულ სხვა ფიქრით იყო მისი გონება დაკავებული.
- არ მინდოდა გამორთმევა, მაგრამ არ მომეშვა. - განაგრძო პედიატრმა და ამით მიანიშნა, რომ მასაც ხანდახან უწევდა მცირედი ქრთამის აღება.
- და მერე, რა მოხდა? - გაუღიმა მაკამ. - მხოლოდ და მხოლოდ, ტკბილეულია, ბრილიანტის სამეული ხომ არა?
- ჰო, რა ვიცი?.. - მხრები აიწურა ლამარამ. - ზოგს ისეთი ენა აქვს, რომ ერთ შოკოლადის ფილასაც კი გადაგაყოლებს.
- ეგ ყველა სამსახურშია, ჩემო კარგო. - თბილად მიმართა მაკამ. - შურიან და ბოროტ ხალხს რა გამოლევს? ამიტომ ყველამ თავის საქმეს მიხედოს და ნუ მიაქცევს სხვის მოტანილ ენებს ყურადღებას.
- დიახ, სრულიად გეთანხმებით! - კვერი დაუკრა ლამარამ. - მაგრამ ზოგჯერ ისეთ ამბებს მოგიტანენ და თან, არაერთხელ რომ შენც ჩაფიქრდები და მერე ლამის მართლა დაიჯერო.
- ჰო, ისე გააჩნია ჭორებსაც. - გაეცინა მაკას და მშვენივრად ხვდებოდა, თუ საითაც უმიზნებდა ეს გოგო საუბარს. - და მაინც, ჭორი - ჭორია და სანამ თავად არ გადაამოწმებ, სანამ შენივე თვალით არ დაინახავ და საკუთარი ყურით არ მოისმენ, მაინც არ გირჩევ გულთან მიტანას.
- მართალი ხართ მაკა ექიმო. - კვერი დაუკრა ლამარამ.
- ეს წლების გამოცდილებაა, ჩემო კარგო. - მაკამ თბილად გაუღიმა.
- რა თქმა უნდა. - კვლავ დაეთანხმა პედიატრი და კიდევ რაღაცის თქმასაც აპირებდა, მაგრამ მოულოდნელად მაკას ჩანთაში მობილურმა გაიწკრიალა.
- ჩემი ბიჭი მირეკავს. - მაკამ სიყვარულით აღსავსე სახით უპასუხა ზარს.
„ეჰ, მეც მყავდა ჩემი ბიჭი...“
გაუელვა ლარას და როგორც კი მაკა საუბარს მორჩა, მაშინვე ჰკითხა:
- რამხელაა?
- წელს ამთავრებს სკოლას. - ღიმილით მიუგო მაკამ.
„ჩემი ბიჭი შეიძლება უკვე სტუდენტიც ყოფილიყო...“
გაიფიქრა ლარამ.
- თვრამეტი წლის ხდება. - განაგრძო მაკამ.
„ჩემი ბიჭი უკვე ცხრამეტის იქნებოდა.“
კვლავ გაუელვა ლარას.
- მალე მისი დაბადების დღე მოდის და უკვე მამზადებს წინასწარ. - განაგრძო მაკამ.
- როდის? - კვლავ იკითხა ლარამ.
- ერთ კვირაში. - მიუგო მაკამ. - ხუთ აპრილს აქვს დაბადების დღე!
„ჩემი ბიჭი კი ცხრა ნოემბერს დაიბადა...“
ისევ გაიფიქრა ლარამ და მორგებული ღიმილით, წინასწარ მიულოცა მაკას, შვილის დაბადების დღე.
- მაკა ექიმო! - კაბინეტში მაკას ერთგული ექთანი შემოიჭრა და ლარას დანახვაზე დაიბნა, სიტყვაც პირზე გაუჩერდა და უკანაც დაიხია.
- რა იყო? მოგდევს ვინმე? - მაშინვე სიცილით მიახალა მაკამ, რომ გაკვირვებული ექთნის უხერხულობა დაეფარა.
- ალეკო ექიმი... - ექთანმა კვლავ ლარას გახედა.
- ჰო, თქვი ახლა! - შეეშველა მაკა. - ხომ კარგად არის?
- ცუდად გახდა და... - ექთანი კვლავ გაჩუმდა.
- წავიდეს მერე სახლში, თუ ასე ცუდად გრძნობს თავს! მე რას მეკითხებით? კლასის დამრიგებელი კი არ ვარ. - ირონიით მიმართა მაკამ. - მხოლოდ ვინმე შემცველი ნახეთ და მორიგეობა მაინც გადააბაროს.
- სახლში წასვლა არ უნდა და... - ექთანმა კვლავ ლარას შეავლო თვალი. აღარ იცოდა გაეგრძელებინა თუ არა საუბარი.
- მაშინ წამოწვეს თავის კაბინეტში და დაისვენოს! - წყენით მიმართა მაკამ.
- კარგი, მაკა ექიმო. - თავი დაუქნია ექთანმა.
- წნევა გაუზომეთ! პულსი დაუთვალეთ და დაალევინეთ რამე! ამაზეც ჩემი დასტური გჭირდებათ?! - კვლავ მბრძანებლური ტონი ჰქონდა მაკას.
- კარგი, მაკა ექიმო.
- მე მალე გავდივარ. - უკმაყოფილი ტონით განაგრძო მაკამ. - წასვლისას შევუხედავ და ვნახავ ერთი რა ეტაკა.
ექთანი გავიდა და მაკაც მყისვე მიუბრუნდა ლარას:
- ვფიქრობ, შენ მშვენივრად ხვდები, თუ რაშიც არის საქმე?
ლარამ უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- პირველად არ ხდება ეს ბიჭი ცუდად და თან სახლშიც, რომ ვერ მიდის. - განაგრძო მაკამ. - არა იმიტომ, რომ სიარული არ შეუძლია, არამედ მშობლებს არ უნდა რომ ასეთ მდგომარეობაში დაენახოს და აბა, ჩვენ გვინდა? რომელ პაციენტს მოეწონება ეს? და შენც მშვენივრად იცი, თუ რაზეც ვლაპარაკობ.
- ვიცი, მაგრამ მე რა შემიძლია? - მხრები აიჩეჩა პედიატრმა.
- ასე სიტყვიერად ან დამუქრებით, მართლა არაფერი გამოვა. - მიუგო მაკამ. - რაღაც უნდა მოვიფიქროთ, რადგან კარგი სპეციალისტია და ასე იფუჭებს თავს.
- იქნებ, თქვენ უფრო დაგიჯეროთ?
- რამდენჯერ დავანამუსე, რამდენჯერ დავემუქრე კიდევაც, მაგრამ აი ხედავ მაინც რა დღეში იგდებს თავს.
- მშობლებს კი ვეტყოდი, მაგრამ... - ლარა გაჩუმდა.
- ისევ ჩვენ! - მაკა ლარასკენ გადმოიხარა. - მე და შენ! რაღაც უნდა მოვიფიქროთ, რომ ეს ბიჭი გამოვტაცოთ ხელიდან ამ საშინელებას!
- როგორ მოვიქცე მითხარით და...
- ჯერ არ ვიცი. - მიუგო მაკამ. - მაგრამ ახლა დავიშალოთ, ბავშვი მელოდება უკვე რა ხანია, შენც თუ მორიგე არ ხარ, წადი დაისვენე და იფიქრე, შენ ხომ აქ ყველაზე კარგად იცნობ მას.
- არც იმდენად. - მხრები აიჩეჩა ლარამ. - აქ უფრო თითქოს დავუახლოვდი.
- ჰოო? - გაიკვირვა მაკამ. - მეგონა, რომ ადრეც იცნობდით ერთმანეთს.
ლარამ უხმოდ დაუქნია თავი.
- ჭორებიც კი მომიტანეს. - ირონიით განაგრძო მაკამ. - რომ ალეკომ გაგიწია პროტექცია აქ სამუშაოდ, თუმცა მშვენიერი რეზიუმეც გაქვს და მართლაც გამოცდილი, მცოდნე პედიატრი ხარ.
- გმადლობთ, მაკა ექიმო. - გაეღიმა ლარას.
- არაფრის, ჩემო კარგო. - თბილად გაუღიმა მაკამ. - ტყუილად არც არავის შევაქებ და არც არავის ვაძაგებ.
- სამართლიანობა ყველაზე კარგია. - ლარამ მწველი მზერა მიაპყრო. - და რაც შეეხება ალეკოსთან ჩემს ნაცნობობას, ბევრს ვერაფერს ვიტყვი. ჩვენი ოჯახები კი კარგად არიან ერთმანეთში, მაგრამ ალეკოსთან არასდროს ვმეგობრობდი. უბრალოდ, ნაკლებად გვქონდა ურთიერთობა.
- არა აქვს ამას ახლა მნიშვნელობა. - მიუგო მაკამ. - ცოდოა ახალგაზრდა კაცი ასეთ მორევში გადაეშვას. მაინც, შენი დახმარება იქნება საჭირო, ბევრი საერთო ნაცნობები გეყოლებათ და ძალიან ფრთხილად, ისე რომ ეჭვი არ გამოიწვიო, უნდა გაიკითხო მასზე ყველაფერი. უფრო სწორად ის გვაინტერესებს, თუ როგორ შეიძლება მისი სუსტი წერტილის პოვნა, რომ ამ ჭაობიდან ამოვიყვანოთ სკანდალებისა და ზედმეტი მითქმა-მოთქმის გარეშე.
- რა კარგი ადამიანი ყოფილხართ, მაკა ექიმო. - ღიმილით შეაქო ლარამ.
- რაც ვარ, ეს ვარ. - გაუღიმა მაკამ და წასასვლელად მოემზადა. - შენ იქნებ ძალიან ცუდი გეგონე, მაგრამ ასეთი გული მაქვს, არ შემიძლია უყურადღებოდ ჩავუარო კაცის გაჭირვებას.
- და ცუდი, რატომ მეგონეთ?
- საკუთარ თავზე იმდენი ჭორი მომსვლია და დავიჯერო, შენც არაფერი გითხრეს ჩემზე? - მაკა გამომწვევად ჩააკვირდა.
- კარის დარაჯიდან დაწყებული მგონი ყველა ჭორი მოდის ჩემთან, ისე როგორც სხვებთან, მაგრამ იმ სხვებისგან განსხვავებით, ჩემგან არ გადის. - მაკას მწველ მზერას, თვალი გაუსწორა ლარამ.
- ესე იგი, გინდა თქვა, რომ არ გიყვარს ჭორიკანობა? - გაეცინა მაკას.
- არა! - მტკიცედ მიუგო ლარამ. - არა იმიტომ, რომ ძალიან წესიერი და კდემა ქალის როლს ვთამაშობ, არამედ... უკაცრავად და... ძალიან მაგრად მკიდია ეს სხვისი პირადი ცხოვრება!
მაკას გულიანად გაეცინა. შეაქო კიდევაც და სახლში წაყვანაც შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.
- დღეს არ ვარ მორიგე. - მიუგო ლარამ. - მაგრამ დავრჩები და ალეკოს მივხედავ.
- მშვენიერია! - მოუწონა მაკამ.
- თუმცა, რა უნდა ვქნა, არც კი ვიცი. - მხრები აიჩეჩა ლარამ.
- ახლა, ვერც ვერაფერს იზამ. - მიუგო მაკამ. - მთავარია, იმყოფინოს ის დოზა რაც მიიღო და თავის კაბინეტიდან ცხვირი არ გამოჰყოს.
- ვეცდები არ გამოვუშვა გარეთ.
- არ არის საჭირო, ვინმეს ზედმეტად შეეჩხიროს თვალში. - განაგრძო მაკამ. - კარგია, რომ ამაღამ დარჩები და მიხედავ.
- სახლში მაინც არავინ მელოდება.
- მარტო ცხოვრობ? - ისე გაიკვირვა მაკამ, თითქოს არ იცოდა.
- ასე ვარჩიე. - მიუგო ლარამ.
- გათხოვილიც არ ხარ, ხომ? - კვლავ მიამიტი სახით ჩაეკითხა მაკა.
- ვიყავი. - ლარამ ამოიხვნეშა. - წლების წინ.
- შვილიც არ გყავს, ხომ?
ლარა წამით შეყოვნდა, თუმცა მაშინვე უპასუხა, რომ არ მყავსო. უნდოდა ეთქვა, რომ მყავდა შვილიო, მაგრამ რატომღაც თავი შეიკავა.
- ყველაფერი იქნება, ჩემო კარგო. - ანუგეშა მაკამ. - ახალგაზრდა, მშვენიერი ქალი ხარ. წარმატებული პედიატრი, სახლი გაქვს, კარი გაქვს, მაგრამ...
- რა მაგრამ? - არ აცალა სიტყვის დამთავრება ლარამ.
- აი, ნუ გეწყინება და რა არის, ეს რა ბებერივით გაცვია? - მიახალა მაკამ. - ამას არ ვეტყოდი იმას, ვისაც ვიცი რომ არა აქვს საშუალება და შენ? ან ეს თმები მაინც გაიკეთე სალონში. ერთს გადაიტკიცავ, რეზინით ცხენის კუდს გაიკეთებ და მორჩა! ეგ არის შენი ვარცხნილობა!
- ოჯახშიც სულ მაგას რომ მიჩიჩინებდნენ, ამიტომაც გადავედი ცალკე. - ღიმილით მიუგო ლამარამ.
- ჰოდა, ახლა აქ მე შეგიჭამ ტვინს! - ღიმილითვე უთხრა მაკამ. - გაიპრანჭე-გამოიპრანჭე და კარგ ქმარსაც ნახავ და შვილებიც გეყოლება!
- რა ვიცი... - მოწყენილი სახით მიუგო ლარამ.
- აბა, ვინ იცის? - ჩაეცინა მაკას. - ხომ გიყვარს ბავშვები?
- კი, როგორ არა, ვგიჟდები ბავშვებზე. - მოწყენილი სახით მიუგო ლამარამ. - განსაკუთრებით, ჩვილები მიყვარს.
- პედიატრს რომ ბავშვები არ უყვარდეს, ძალიანაც გამიკვირდება და არ გინდა შენი შვილი გყავდეს?
- მაგრამ ყველას, ხომ არ ეყოლება შვილი...
- ვისაც არ ეყოლა, ადგეს და იშვილოს! - მაკა სახეში ჩააკვირდა ლარას. რას თამაშობდა ეს გოგო, მაინც ვერ გაეგო. - სავსეა თავშესაფრები უპატრონო ბავშვებით. აიყვანოს და გაზარდოს, მადლია!
- ისე, მაგაზე არც მიფიქრია... - დაბნეულად მიუგო ლარამ.
- ეგ ჯერ ადრეა შენთვის. - დაუყვავა მაკამ. - ახალგაზრდა ქალი ხარ და ჯერ გვერდში მდგომი ნახე და მერე იფიქრე შვილზე. იქნებ, შენ თვითონ აჩენ და რაღა სხვისი აიყვანო?
- აბა ვინ დავიყენო გვერდით? - მხრები აიჩეჩა ლარამ. - ჩემი შესაფერი ასაკის კაცები, ან ცოლიანები არიან უკვე, ან მუქთახორები და ან კიდევ აი, ცოცხალი მაგალითი, ალეკო გვყავს აგერ.
- სრულიად გეთანხმები. - თავი დაუკრა მაკამ და ამ დროს ისევ გაიწკრიალა მისმა მობილურმა. - კარგი, წავედი... წავედი და აბა, შენი იმედი მაქვს!
მაკამ ლამარას გადააბარა, ალეკო ექიმის მიხედვა. თანაც აინტერესებდა, როგორ შეძლებდა ლამის გამოუსწორებელი ნარკომანის შველას. ალეკო სულაც არ ადარდებდა, მაგრამ ახლა ამ პედიატრის ზრახვები უფრო დიდ ინტერესს იწვევდა და მასთან შეამხანაგება გადაწყვიტა, თუმცა იმ შავბნელ საქმეებში მაინც არ ჩაახედებდა.
ალეკო ექიმი თავის პირად კაბინეტში წამოწოლილიყო და იქაურობა სიგარეტის კვამლით ჰქონდა გაჭვარტლული.
- ალეკო! რას გავხარ! - მოულოდნელად თავს დააცხრა ლარა.
- ვაა! ლარაჩკაა! - გაიკრიჭა ალეკო.
- ლარაჩკას მოგცემ მე შენ! - შეუტია ლარამ და მერე დაბალ ხმაზე დასძინა. - აქ შეგიძლია ლამარა დამიძახო. ასე აჯობებს.
- რატო ვითომ? - კვლავ გაბადრული სახით ჰკითხა ალეკომ.
- ასე მომწონს! - მიუგო ლარამ მერე ახლოს მივიდა, პირდაპირ სახეში ჩახედა და საკმაოდ მკაცრი ტონით მიმართა. - რამდენიმე ხნით შვებულებას აიღებ და აუცილებლად დაიწყებ მკურნალობას, გასაგებია!
- რა შვებულება? - წამოიწია ალეკო. - ვინ მომცეს ახლა შვებულებას თანაც, ორი თვის წინ ვიყავი.
- მაშინ ბიულეტენზე გადი და თუ მკურნალობას არ დაიწყებ, იცოდე! - მუქარით დაუქნია თითი ლარამ. - შენებს ვეტყვი!
- ოჰ! - ვითომ მართლა შეშინდა ალეკო. - ვაიმე, კუთხეში დამაყენებენ? ყურებს ამიწევენ?
- ნუ მაიმუნობ! - კვლავ შეუტია ლარამ.
- რაც გინდა, ის ქენი! - იქეთ შეუტია ალეკომ. - ფეხებზე მკიდია! გესმის?! ფეხებზე მკიდია!
ლარამ უხმოდ დატოვა იქაურობა. იმ ღამით მაინც არ მოაშორა თვალი და ყოველ ექთანსა თუ სანიტარს სთხოვა, რომ როგორმე ალეკო ექიმი არ მიეშვათ პაციენტებთან.
თავიდან ალეკო, თითქოს მშვიდად იყო, კაბინეტიდან არ გამოდიოდა, შემდეგ კი პალატების შემოვლაც მოინდომა. ძალიან ეწყინა, როცა ამპულების შესანახი სათავსო ოთახი ჩაკეტილი დახვდა. ჯერ მსუბუქად იბუზღუნა, შემდეგ კი ნელ-ნელა ხმას მოუმატა და ბოლოს იმხელა ხმით ღრიალებდა, რომ იქაურობა გააყრუა.
ამის გამო, ლამარა იძულებულიც კი გახდა, რომ დამამაშვიდებელი გაეკეთებინათ მისთვის და ასე, დილამდე მაინც დაეშოშმინებინათ.
ღამის მორიგეობა დღისით მომუშავე ხალხს გადააბარეს და თავის კაბინეტში გამოკეტილ ალეკო ექიმს ლამის შუადღემდე ეძინა და უკვე კარგად დასვენებული ბედნიერი სახით გაეშურა სახლში. თუმცა, ბედნიერებამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლდა, როცა შინ მისულს, ლარა და ვიღაც უცხო კაცი დახვდა სტუმრად.
- ვაახ! - გაიკრიჭა ალეკო. - დილიდანვე ვქეიფობთ?!
ალეკოს ასეთი საქციელით გაოგნებულმა ლარამ მეტი ვერაფერი მოიფიქრა და პირდაპირ ალეკოს მშობლებს მიადგა და თან, მისი უკვე კარგად ნაცნობი და უკვე დამეგობრებული დეტექტივიც წაიყოლია.
ალეკოზე ადრეც არაერთხელ ჰქონდა ყურმოკრული, რომ იჩხირავსო, თუმცა ლარას არასდროს უნახავს ასე, ან უბრალოდ, ვერც შეამჩნია. საკმარისი დოზა რომ ვერ მიიღო, ალეკომ საშინელი აურზაური ატეხა და ეს უკვე მეტისმეტი იყო. ლარას სხვა გზა აღარ ჰქონდა დარჩენილი, როგორმე უნდა ამოეყვანა ეს ბიჭი იმ ჭაობიდან. ისედაც, მართლა ებრალებოდა. არ იყო ცუდი ადამიანი, თანაც საახლობლო წრეც კარგად შეაქებდა ლარას, თუმცა ეს სულაც არ ანაღვლებდა, რადგან ლამარას, მარტო მაკას შექება და ნდობა სჭირდებოდა ახლა.
მაკას კი ამ დროს, სულაც არ ანაღვლებდა ალეკოს ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობა. მისთვის ახლა ლარას ნდობის მოპოვება იყო საჭირო და ალეკოს მდგომარეობაც მშვენიერი გამოსაყენებელი იყო. თუმცა, თავიდან მაკას ალეკოს მიმართ სულ სხვა ზრახვები ჰქონდა და პირიქით, მისი ასე წამალზე დამოკიდებულება უფრო აწყობდა, მაგრამ ახლა სიტუაცია სულ სხვანაირად შემობრუნდა. სჯობდა, მონაწილეობა მიეღო ალეკოს გამოსწორებაში, რადგან თუ საჭირო გახდებოდა, ყოფილ ნარკომანს სულ ადვილად ისევ შესვამდა წამალზე. ორივე ვარიანტი აწყობდა ახლა მაკას. რადგან ალეკოს ისეთი საახლობლო წრე ჰყავდა, რაც არ უნდა მომხდარიყო, მაინც ქვეყანა ჩაერეოდა და სამსახურსაც სულ ადვილად შეინარჩუნებდა. თუ წამალს მართლა მოეშვებოდა, გამოსწორებული ალეკოც მის წინაშე ვალში იქნებოდა და თუ არ გამოსწორდებოდა, ხელიდან წასულ ნარკომანსაც ერთი დოზის გულისთვისაც მშვენივრად გამოიყენებდა.
სახლში მისულ ალეკოს, სერიოზულად დაემუქრნენ. თუ არ გამოსწორდებოდა, სამსახურსაც დაკარგავდა, ოჯახსაც და ბოლოს ქუჩაში დაასრულებდა სიცოცხლეს. ალეკო იხტიბარს არ იტეხდა და ჯიუტად იმეორებდა, რომ ყველაფერი მოუგონეს და რაღაცეებს აბრალებდნენ. მერე ლარას სულ ჩამშვები და ინფორმატორი ეძახა და ბოლოს მშობლებიც არ დაინდო:
- რას მამადლით თქვენს ქონებას! - ლარას გამოლანძღვის მერე, ალეკო მშობლებსაც გადასწვდა. - საერთოდ აღარ გავჩერდები აქ!
ალეკო გიჟივით გაიჭრა კარისკენ, მაგრამ გასასვლელში, დეტექტივმა გადაუღობა გზა, ძალით შეათრია ოთახში და იძულებით დასვა სკამზე.
- ახლა კარგად მომისმინე! - მკაცრი ტონით მიმართა დეტექტივმა. - თუ არ მოეშვები და სერიოზულ მკურნალობას არ დაიწყებ, აღარც სამსახური შეგრჩება, რომელიც შენს მშობლებს, შენი წონა ფული უზით და აღარც ოჯახისა და მეგობრების პატივისცემა და ამ ყველაფერთან ერთად, თავისუფლებასაც დაკარგავ, რადგან დაგაკავებ და ჯიბეში, ზედმეტ დოზას ჩაგიდებ. იმ ზედმეტს, რომლითაც მერე მოგიწევს ციხის საკნის ხეხვა, გასაგებია ბიჭო! - ხმას აუწია დეტექტივმა.
ალეკო შუბლშეკრული იჯდა და ვერაფერს პასუხობდა.
- ჰოდა, დაწვები კლინიკაში! - განაგრძო დეტექტივმა. - იმკურნალებ და მე პირადად ყოველ დღე გავაკონტროლებ, შენს მდგომარეობას!
- მოგვჭრა თავი... მოგვჭრა... - ქვითინებდა ალეკოს დედა.
არც მამა იყო კარგ დღეში, გაოგნებული შეჰყურებდა მის პირმშოს და ცდილობდა გაერკვია, როგორ და რანაირად, ასე თვალსა და ხელს შუა როგორ გამოეცალათ ეს ბიჭი.
- არა! - ლარამ აცრემლებულ ალეკოს დედას გადახედა. - კლინიკა არ ივარგებს. ამ შემთხვევაში არანაირი სტაციონარი არ გვინდა!
- აბა? - გაიკვირვა დეტექტივმა.
- ეს ყველაფერი სახლის პირობებში უნდა მოვაგვაროთ. - განაგრძო ლარამ.
- ჰო... მაგრამ?.. - ლამის ყველამ ერთხმად გაიკვირვა.
- პირველ რიგში. - ლარა ახსნას შეეცადა. - თავიდან ბოლომდე, აბსოლუტურად მთლიანი სახლი უნდა შემოწმდეს, რომ არსად მილიგრამიც კი სადმე არ იყოს გადანახული. ეგ ერთი ახლა მეორე. ალეკო, იმდენ ხანს დარჩება თავის ოთახში და ცხვირს არ გამოჰყოფს გარეთ, რამდენიც საჭირო იქნება.
- ჰო, მაგრამ... - ჩაერია დეტექტივი. - როცა დოზის მიუღებლობა შეაწუხებს, მაგ შემთხვევაში, აივნიდანაც კი უშიშრად გადაძვრება.
- ამისთვის საჭიროა დავიქირავოთ საკმაოდ სანდო ფერშალი. - კვლავ განაგრძო ლარამ. - სასურველი ფიზიკურად ძლიერი მამაკაცი, რომელიც დღედაღამ თვალს არ მოაშორებს, მკაცრად გააკონტროლებს. აქვს ოჯახს ამის საშუალება!
- როგორ არა! - წამოიძახა დედამ. - ოღონდაც ამას ეშველოს... - ქალი კვლავ ატირდა.
- მაინც როგორ გამოგვეპარა?.. - ადუდღუნდა მამაც. - როგორ?..
- მწვავე კრიზისის შემთხვევაში შეიძლება, ძალიან ცოტა დოზაც კი მიიღოს, ეგ აუცილებელია. - განაგრძობდა ლარა. - უცებ გადაგდებაც არ შეიძლება.
- რა თქმა უნდა. - კვერი დაუკრა დეტექტივმა.
- სამსახურში კი მე მოვაგვარებ. - განაგრძო ლარამ. - სანამ ბოლომდე არ მოიშორებს ამ ჭირს და არ გამოსწორდება, მანამდე ყველანაირად შევეცდები, რომ ადგილი შევუნარჩუნო.
- ეგ არ არის პრობლემა! - ჩაერთო მამა. - უხელფასოდ იყოს, ირიცხებოდეს. ან სულაც ბიულეტენი, მერე უხელფასო მივაბათ და ისე მივლინებაც შეიძლება. უფასო.
- ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად. სწავლის გაგრძელება. - ახლა დედაც იმედიანი სახით ჩაერთო. - ისე რომ, სამუშაო ადგილი არ დაეკარგოს.
- ჰოდა, მაგას ყველაფერს მე მივხედავ. - დააიმედა ლარამ. - მაკა ექიმი არ არის ცუდი ქალი და სხვათა შორის, თავად შემომთავაზა ალეკოს მივხედოთო.
- ეგეც კაი ჩათლახია! - წამოიღმუვლა ალეკომ.
- ხმას ნუ იღებ! - ბოლო ხმაზე დაუღრიალა მამამ და ყველა შეცბა, რადგან მათი ოჯახიდან, არათუ ღრიალი, არამედ ხმამაღალი სიტყვაც არავის გაუგია.
- მოკლედ, როგორც მოვილაპარაკეთ, ისე იქნება. - განაგრძო ლარამ და ყველა დაეთანხმა. მხოლოდ ალეკო იჯდა შუბლშეკრული და არც ჰოს ამბობდა და არც არას. თუმცა, მას უკვე აღარავინ ეკითხებოდა.
ამ ამბიდან ორი კვირის თავზე, მაკამ ლამარა თავის კაბინეტში იხმო. პედიატრმა ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა, თუ როგორ ძალის ძალით დაითანხმა ალეკო მკურნალობის დაწყება, მხოლოდ ის მისი ნაცნობი დეტექტივი არც უხსენებია.
ლარამ მშვენივრად იცოდა, რომ თავიდან, მართლა მოგზავნილი იყო ის ახალგაზრდა კაცი, რომელიც სულ ადვილად გამოიჭირა. დეტექტივი გაოცებული დარჩა ლამარას გამჭრიახობით, როგორ მარტივად გაიშიფრა, რომ უთვალთვალებდა. თავიდან ვიღაც ცანცარა ქარაფშუტა ქალად აღუწერეს, რომელიც სხვის ქმრებზე ნადირობდა, მაგრამ აბსოლუტურად სულ სხვა ქალი შერჩა ხელში. სწორედ ამან ჩააფიქრა დეტექტივი. თანაც, უცებ მოულოდნელად გამოუცხადეს, რომ შეეწყვიტა თვალთვალიც და საერთოდ შეშვებოდა. ამასთანავე, საკმაო მსუყე გასამრჯელოც კი მიიღო ისეთი ექთნისგან, რომელიც სულაც არ ცურავდე იმდენ ფულში, რომ ასე ამდენი გაემეტებინა, ასეთი პრიმიტიული საქმისთვის. შესაძლოა აქ რაღაც სულ სხვა ამბავი იმალებაო, ფიქრობდა დეტექტივი და ამიტომ უფრო მეტად დაუახლოვდა ლარას.
ლარამ კი არაფერი დაუმალა. თავისი ეჭვებიც გაუმხილა. დეტექტივმაც კი აღიარა, თუ რისთვისაც დაიქირავეს, მაგრამ კატეგორიულად არ გაუმხილა თუ ვინ დაიქირავა.
- ალბათ ოდესმე გეტყვი. - უხსნიდა დეტექტივი. - თუ ისევ გავაგრძელებთ მეგობრობას.
- ვნახოთ. - ღიმილით აიჩეჩა მხრები ლარამ.
დეტექტივმა ისიც კი უთხრა, რომ შეცდომაც მოხდაო, თურმე სულ სხვა ქალი აინტერესებდათო.
- და მერე, შენ გჯერა ამის? - ჩაეღიმა ლარას, როცა დეტექტივის მონათხრობი ბოლომდე მოისმინა.
- ნუუ... დაუჯერებელი არც არაფერია, თუმცა...
- თუმცა მაინც ეჭვი გეპარება, არა? - კვლავ გაეცინა ლარას.
ძალიან მშვენიერი სიცილი ჰქონდა ამ გოგოს, ლამაზი და მშვენიერი...
ფიქრობდა დეტექტივი და თვალს ვერ აცილებდა მომღიმარ, ლამაზ, მაგრამ ნაღვლიან თვალებიან ახალგაზრდა პედიატრს, თუმცა თავად ლარაზე რამდენიმე წლით იყო უმცროსი და მერე რა...

LEX. 2024 წლის 27 იანვარი, სამშაბათი.
No comments:
Post a Comment