გარდაცვლილი ჩვილი რომ დამარხეს, არც მაშინ შეჰპარვია ეჭვი ლარას, მაგრამ ხანდახან გონებაში წამოუტივტივდებოდა
ხოლმე ის აზრი, რომ იქნებ სულაც, სხვისი შვილი იწვა იმ საავადმყოფოში და იქნებ სულაც,
ის ვიღაც საწყალი, სხვისი შვილი ებრძოდა სიკვდილს?
და რატომღაც ერთ-ერთი ექიმის სიტყვები კი, სულ უფრო და უფრო ხშირად ახსენდებოდა, თუმცა მხოლოდ მარტო ერთხელ უთხრა:
- თუ შენც პირველი ჯგუფის სისხლი გაქვს და შენს მეუღლესაც, მაშინ ბავშვს რანაირად აქვს მეორე ჯგუფის სისხლი?..
ალბათ, ჩემმა ქმარმა არასწორად იცისო, ლარამ ესეც კი გაიფიქრა მაშინ.
„მე კი ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ პირველი ჯგუფის სისხლი მაქვს. კონსულტაციაშიც არაერთხელ ვიყავი და ამდენჯერ ხომ არ შეეშლებოდათ? თანაც, სულ ერთი და იმავე პასუხს ხომ არ მეტყოდნენ?“
იმ დროს გაკვირვებითაც კი აიჩეჩა მხრები და მერე თავადაც დავიწყებასაც მისცა ეს ამბავი.
წლების შემდეგ კი სრულიად შემთხვევით ჩაფიქრდა.
- სავარაუდოდ, ბავშვებს მაშინ შეცვლიდნენ, ჯერ კიდევ სამშობიაროშივე. - ლარას მონაყოლიდან, დასკვნების გამოტანას შეეცადა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ლარამ დახმარებისთვის მიმართა.
- და მე იმ კლინიკაში... გამოდის, რომ სხვის ჩვილთან ერთად გადამიყვანეს? - ლარას გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა.
- ალბათ ასეც იყო. - თავი დაუქნია კაცმა. - და იქ მიყვანისთანავე, ჩემი ვარაუდით, აუცილებელი იქნებოდა, რომ თავიდან, განმეორებით აეღოთ ანალიზები, ეს წესით მათ კომპეტენციაში შედიოდა და უკვე ხელმეორედ აღებული ანალიზები უჩვენებდა სწორედ იმას, რომ ბავშვს, სულ სხვა ჯგუფის სისხლი აღმოაჩნდა.
- ჰო, ალბათ... - წაილუღლუღა ლარამ.
- თავიდან ექიმი, აუცილებლად გაკვირვებული დარჩებოდა და ამიტომაც გამცნოთ ეს ამბავი, შემდეგ კი, როგორც თავად მიამბეთ, ყველა გაჩუმდაო და აქამომდე, აღარც თქვენ გაგხსენებიათ.
- დიახ, მასე იყო! - დაუდასტურა ლარამ.
- და სავარაუდოდ, იმიტომ გაჩუმდა, რომ სხვებმა გააჩუმეს. - ახალგაზრდა კაცი შეყოვნდა. - შესაძლებელია ისიც კი უთხრეს, რომ სხვისგან ჰყავს ბავშვი და უმალავს ოჯახის წევრებსო და ამაში, არაფერი იქნებოდა დაუჯერებელი.
- ჰმ. - ლარა ოდნავ წამოწითლდა კიდეც.
„ჭირიანთან და ავადმყოფთან ერთად, ალბათ მოღალატეობაც კი დამწამეს“.
გული შეეკუმშა ლარას.
- არადა როგორ ძალიან ჰგავდა ჩემს მეუღლეს ის ბიჭი. - ლარამ ისე ამოიხვნეშა, რომ ლამის გულიც თან ამოაყოლა. - მე ხომ მხოლოდ მკვდარი ჩვილი ვნახე და რატომღაც, მაშინვე მივამსგავსე ჩემს ქმარს.
- შეიძლება, მართლაც იყო მსგავსება. - მიუგო მის წინ მჯდომმა მოსაუბრემ.
- და როგორ? რანაირად?
- ეს ჩვეულებრივი ამბავია. - მხრები აიჩეჩა კაცმა. - თეთრები, შავები, ქერები, წითურები და თუ კი რაღაც ოდნავ მაინც ჰქონდათ საერთო, ბუნებრივია მიამსგავსებდი და თანაც, მაშინ უფრო მეტად, როცა ეჭვი ნამდვილად არ გეპარება, უბრალო საბაბიც კი არ გაქვს!
- დარწმუნებული ვიყავი, რომ ნამდვილად ჩემი შვილი იყო, თუმცა...
- რა თუმცა? - ჩაეკითხა ახალგაზრდა კაცი.
- არ ვიცი, ახლა ეს შეიძლება აბსურდადაც კი მოგეჩვენოთ.
- და მაინც?
- დარწმუნებული კი ვიყავი, რომ ნამდვილად ჩემი შვილი იყო, მაგრამ ვერ აღვიქვამდი, როგორც... - ლარა წამით შეყოვნდა. - მეგონა, რომ ცოცხალი იყო და მხოლოდ ეძინა, თითქოს უკვე უნდა გაღვიძებოდა და ახლა ან იტირებს, ან შეიშმუშნება და...
- მესმის თქვენი. - მიუგო ახალგაზრდამ. - ხშირად არ გვინდა დავიჯეროთ, რომ ის უკვე აღარ არის და მაინც ელოდები, ან ახლა დაგირეკავს და აი სულ მალე შემოაღებს კარს ან უბრალოდ სძინავს ჯერ კიდევ და სულ მალე გაიღვიძებს.
- ჰო, ალბათ.... სავარაუდოდ კი... ეჰ...
ერთხანს დუმილი ჩამოვარდა. უამრავი რამ იყო სათქმელი და ბევრი კითხვაც რჩებოდა უპასუხოდ, მაგრამ საიდან უნდა დაეწყო?
შავებში ჩაცმულ ახალგაზრდა ქალს, იმდენად ძლიერად დატყობოდა სევდა, რომ მისი შეშუპებული უპეები უფრო მეტად მატებდა ასაკს, არადა ჯერ სულ ოცდათხუთმეტ წლის იყო და უკვე ასე გამოიყურებოდა და ამასთანავე, ხშირად ატარებდა შავი ფერის სამოსს. თითქოს, ღია ფერებსაც უფრთხოდა.
ლარას თავიდანვე არ უმართლებდა და თავადაც თავის ცხოვრებას, ბავშვობიდან სულ დათარსულად თვლიდა. ამის მთავარი მიზეზი იყო, გაუთავებელი და ზოგჯერ უსაფუძვლო პრობლემები ოჯახში. ხშირი კონფლიქტები და-ძმასთან, მშობლებთან თუ მეუღლესთან, სულ უფრო და უფრო თრგუნავდა ახალგაზრდა გოგოს, როგორც ფიზიკურად ასევე სულიერადაც ურყევდა და უნგრევდა ფსიქიკას.
ოჯახის ძალდატანებითა და ფაქტიურად იძულებით ჩააბარა სამედიცინოზე. პედიატრიულზე სწავლობდა და საკმაოდ წარმატებული სტუდენტი იყო, მაგრამ მერე რატომღაც სულ სხვა სფერო აირჩია და სულ სხვა განხრით დაიწყო მუშაობა. თუმცა, მაინც არც სამსახურში უმართლებდა ლარას. ლამის უკვე წარმატება მიღწეული ხან ის ოფისი იხურებოდა, ხან ის კომპანია კოტრდებოდა და ეს დაუსრულებელი უიღბლობა, ყველგან და ყველაფერში თან დასდევდა. სახლში კი სულ იმას უჩიჩინებდნენ შენი ნამდვილი პროფესია რომ მიატოვე, აი სწორედაც რომ მაგის გამო არ გიმართლებს სამსახურშიო.
ლარას მშობლებს ერთმანეთის არასდროს ესმოდათ. მხოლოდ ერთ ჭერქვეშ, მაგრამ სულ სხვადასხვა ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ხან ხშირად იყო მათ შორის შეუთანხმებლობა, თუმცა დიდი ჩხუბი და კონფლიქტი მაინც არასდროს ყოფილა. ხანაც კი, საერთოდაც არ ინტერესდებოდნენ ოჯახით. ზოგჯერ იმდენად ცივი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ, რომ ლარა ხშირად ფიქრობდა, თუ მათ შორის სითბო და სიყვარული არ იყო, მაშინ საერთოდ რატომღა შეუღლდნენო.
საკმაოდ გულგრილი მამა, არასდროს ინტერესდებოდა შვილების ცხოვრებით. სკოლის წარჩინებულად დამთავრებისას გახარებული ლარა, მამას კისერზე ჩამოეკიდა, მამამ კი მდარე ღიმილით უთხრა, - კარგი გოგო ხარო. არც დედას გამოუთქვამს დიდი სიხარული და აღფრთოვანება, მანაც ცალყბად მიულოცა. საბანკეტო კაბის ასარჩევად კი მხოლოდ ფული მისცეს და არც მისი და-ძმა დაინტერესებულა სად იყო ბანკეტი და ან რა და როგორი კაბა უნდა ჩაეცვა. ყველას თავისი ცხოვრება ჰქონდა და ისე გადიოდა წლები, რომ ერთმანეთის შესახებ არც არაფერი იცოდნენ. სადილსაც კი თითოეული ოჯახის წევრი თავისთვის იმზადებდა და არც ენაღვლებოდა, მის გარდა ვინმე სხვას თუ არაფერი შეხვდებოდა. თუმცა, სწორედაც რომ ასეთი გულგრილი ოჯახი, გარედან სულ სხვანაირად ჩანდა. როგორც კი ვინმე ნათესავის ან ახლობლის ქორწილი თუ გასვენება იქნებოდა, მშობლებს მაშინ ახსენდებოდათ შვილები და ყველანი ერთად დამწკრივებულები, ბედნიერ ოჯახს თამაშობდნენ სხვების თვალის დასანახად.
ლარა კი სულ აპროტესტებდა მათ ასეთ საქციელს, სულ კამათობდა და მაგრამ არც არავინ უგდებდა ყურს, მხოლოდ ერთი ორჯერ მწარე სიტყვებით უპასუხებდნენ და სულ ეს იყო.
- რა გაკლია? - წყენით მიმართა დედამ. - გშია თუ გწყურია?
- ხო! ახალ ფეხსაცმელში იმხელა ფული რომ სთხლიშა, იმაზეა გულმოსული! - ცინიკური ხითხითით ჩაურთო მამამ.
- მარტო ჩასაცმელი და ჭამა ხომ არ არის? - ტირილში გადავიდა ლარას ხმა.
- აბა რა გინდა, შვილო, რა?! - გაკვირვებული სახით იკითხა დედამ.
- რით ხარ, უკმაყოფილო, შვილო?! - ახლა არც მამაც ჩამორჩა კითხვაში.
- მე სითბო მჭირდება თქვენგან! სიყვარული მინდა! - ბოლო ხმაზე აწივლდა ლარა და გულიც ამოუჯდა.
დედამ ფრთხილად მოხვია ხელი, გულშიც ჩაიკრა, აკოცა კიდევაც, მაგრამ მაშინვე საათს დახედა და სასწრაფოდ უკან არც მოუხედავს, ისე გავიდა სახლიდან. კვალში მამაც მიჰყვა, თუმცა კართან შეჩერდა ლარას ლოყაზე აკოცა, თავზეც ღიმილით გადაუსვა ხელი.
ცივი კოცნა, მდარე ღიმილი და რა იყო ეს? მოვალეობის მოხდა.
ლარამ ხელი ჩაიქნია და ახლა მთელი სითბო და სიყვარული ახლად შექმნილ ოჯახზე გადაიტანა.
თავიდან ყველაფერი კარგად იყო. მეუღლეც ლარას სიყვარულით პასუხობდა, არც ქმრის მშობლები იყვნენ გულგრილნი, პირიქით, სულ რძლის ქებასა და ფერებაში იყვნენ.
მეუღლის ოჯახში გაუთავებელ სტუმრიანობას, ბოლო არ უჩანდა. ქმრის მშობლებს ეამაყებოდათ, ასეთი გავლენიანი წრის ქალის ოჯახში შემოყვანა და მათი ნათესავებისა თუ მეგობრების გულის გასახეთქად, სულ ახალ-ახალი სუფრები იშლებოდა და ლარაც თავგამოდებით ტრიალებდა მათ წინ.
საშინელი ზამთარი იდგა. ათასი ეპიდემიებით სავსე. წამდაუწუმ სტუმრების მიმოსვლა, არც ერიდებოდნენ ორსულ ქალს და სწორედ ამას შეეწირა, ჯერ კიდევ დაუბადებელი ჩვილი. პირველმა ორსულობამ, ხუთ თვემდე მიატანა. მეორედ და მესამედ ორ სამ თვემდეც არ გაგრძელებულა და ბოლოს, როგორც იქნა, სამჯერ უიღბლო ორსულობას, მეოთხედ ბიჭის შეძენა მოჰყვა თუმცა, ამის მერე, უფრო მეტად დამძიმდა ლარასი და მისი ყოველი ოჯახის წევრის ურთიერთობა.
ბიჭის დაბადებაც სამშობიაროს ეზოშივე იზეიმეს, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ ბავშვს, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მისი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაყვანა იქნა საჭირო. ამაზე საშინლად მოღუშული დედამთილი ბუზღუნ-ბუზღუნით ცეცხლზე ნავთს უსხამდა, ისედაც განერვიულებულ შვილს. წამდაუწუმ გაიძახოდა, ახალგაზრდა გოგომ, ერთი ჯანმრთელი შვილი, როგორ ვერ უნდა გააჩინოსო და ბოლოს იმდენი ქნა, სანამ ყველა არ დაარწმუნა, რომ ლარას სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და აუცილებლად ამის გამოკვლევაა საჭიროო.
დედამთილი, ცალკე კიდევ იმაზე იყო გულმოსული, რომ ორმოც დღემდე ახალ ნამშობიარევი ქალიშვილი დედასთან უნდა იყოს, ასეა წესიო და თავადაც, ასე სწამდა დარწმუნებულიც იყო რომ მისი, აწ უკვე დაწუნებული რძალი, ამ პერიოდს მაინც გაატარებდა მშობლიურ სახლში, მაგრამ ლარას მშობლები სრულიად საპირისპიროდ მოიქცნენ. ახალშობილს სასწრაფოდ, დაბადებისთანავე ყველაფერი შეუძინეს და მაშინვე ქმრის ოჯახში მიიტანეს. ამით მშვენივრად მიანიშნეს, რომ არც ერთი დღე არ აპირებდნენ ლარას ბავშვიანად სახლში წაყვანას. დედამთილი კი არც დაბნეულა და ჯერ კიდევ, სანამ ლარა სამშობიაროდან გამოეწერებოდა, მაშინვე რემონტი წამოიწყო და რატომღაც ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ოთახიდან დაიწყო შპალერის ჩამოხევა. რადგან სახლში ასეთი სიტუაცია დახვდა, ლარას და მის მეუღლეს, დროებით მაინც მოუხდათ სიდედრთან და სიმამრთან გადასახლება.
ქმრის ოჯახში, რემონტი ისევ ჭიანურდებოდა და რატომღაც სხვა ოთახებისგან განსხვავებით, მაინცდამაინც ახალგაზრდა ცოლ-ქმრის საძინებელს არ დაადგა საშველი, ამიტომაც წყვილს, ხან შემოსასვლელში და ხანაც სამზარეულოში უწევდათ ღამის გათევა. თუმცა, ახალგაზრდა ქალი არც ამას აქცევდა ყურადღებას, რადგან ახლა, ახალი სადარდებელი გაუჩნდა და რაც უფრო დრო გადიოდა, თავადაც უკვე სჯეროდა, რომ მართლაც რაღაც სჭირდა და გამოსაკვლევი იყო, მაგრამ ჯერ რა დროს ეს იყო. მთავარია, ბავშვი გადარჩენილიყო.
მოგვიანებით, ახალგაზრდა გოგოს, ისიც კი ჩააწვეთეს, რომ ბავშვი თუ გადარჩა, მომავალში აუცილებლად ჯანმრთელობის პრობლემები იქნებაო და სრულიად შესაძლებელია, რომ სამუდამოდ ინვალიდის ეტლსაც კი იყოს მიჯაჭვულიო, ან სულაც გონებრივი სრული ჩამორჩენა ჰქონდესო. მიუხედავად ამისა, ლარა მაინც იმედს არ ჰკარგავდა. სულ იმას ფიქრობდა, მთავარია ჯერ ბავშვი გადარჩეს და მერე ქვეყანას შევძრავ, მკურნალობას არ დავაკლებო და დარწმუნებული იყო, რომ თუ მშობლები, უფროსი და-ძმა და მეუღლე არ უმართლებდა, შვილი მაინც არ მიმტყუნებსო, მაგრამ თითქოს მთელი სამყარო, მის წინააღმდეგ იყო შეკრული. ეს ერთი გოგონა იყო ყველას წინააღმდეგ და მაინც ფარ-ხმალს არ ყრიდა. ამ ყველაფერთან ერთად ბავშვის ნახვის უფლებასაც არ აძლევდნენ. მთავარი მიზეზი კი რეანიმაციაში საკმაოდ მკაცრი წესების დაცვა იყო და მხოლოდ გარკვეულ მედ.პერსონალს შეეძლო იქ შესვლა.
ლარა მაინც შემართებით იყო, დიდი იმედი ჰქონდა, რომ ცხოვრება, ასე ბოლომდე არ გაწირავდა და ყველანაირ მკურნალობას ატარებინებდა ჩვილისთვის. თითქმის, სამი თვე ებრძოდა პაწია სიკვდილს, ამასობაში თუ კი რამ იყო თუ არ იყო საჭირო, ყველა წამლები და უამრავი ექიმები დაახვიეს თავს, მაგრამ მაინც არაფერი ეშველა საცოდავს.
ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, ლარას ოჯახში სიტუაცია უფრო მეტად დაიძაბა. აღარც დედამთილი წყალობდა და მოსიყვარულე მეუღლეც, საკმაოდ ცივ და პირქუშ კაცად იქცა. იქ გაჩერებას, თავის ცივ და უგულო მშობლებთან ერჩივნა, ამრეზით და ზიზღით მაინც არავინ შეხედავდა და არც ავადმყოფს დაუძახებდა ქირქილით.
მშობლიურ სახლში დაბრუნებული გოგო, მეუღლემ მაინც არ მოასვენა. ხშირად გვიან ღამით ნასვამი აკითხავდა. უზომო სითბოსა და სიყვარულს ანთხევდა და მანამდე არ ეშვებოდა, სანამ თავის სახლში არ წაიყვანდა. დილით კი ისევ ისე, ჩვეულებრივ პირქუში და უხეში ხდებოდა. ამას კი დედამთილის მწარე-მწარე შეძახილიც ერთვოდა, როცა საწოლში თავზე დაადგებოდა.
- უი, თქვენ ისევ ერთად ხართ?!
შეიცხადებდა დედამთილი და აშკარად ამჟღავნებდა უკმაყოფილებას. მერე ვითომ ჩუმად, მაგრამ რძლის გასაგონად ჩაილაპარაკებდა:
- მაინც და მაინც, ჩემს შვილს უნდა შეხვედროდა ჭირიანი ცოლი.
ლარამ ჩურჩულით ჰკითხა მეუღლეს:
- წავიდე თუ დავრჩე?
- რა ვი... როგორც გინდა. - გაიზმუვლა ქმარმა.
- შენ თუ გინდა, დავრჩები. - უკვე გაბზარული ხმა ჰქონდა ლარას და მზად იყო, ისიც ეთქვა, რომ ჩვენი სიყვარულის გულისთვის ყველაფერს ავიტანო.
- რაც გინდა ის ქენი. - უხეშად მიუგო ქმარმა და გვერდი იცვალა.
და ასე გრძელდებოდა დაუსრულებლად. პერიოდულად მთვრალ მეუღლეს, ისევ გაახსენდებოდა ცოლი, გიჟივით მიაკითხავდა და მანამდე ეფიცებოდა სიყვარულს სანამ თავის სახლში წაყვანაზე არ დაითანხმებდა. დილით კი იგივე მეორდებოდა. ისევ დედამთილის უკვე, არათუ ზურგსუკან, არამედ პირდაპირ შუბლში მოხლილი მწარე სიტყვები, - ამდენ შენს ტყუილად დევნაში, ჩემი შვილი ჯანმრთელ ცოლს მაინც მოიყვანდა და უკვე რამხელა შვილიც ეყოლებოდაო. ამასთანავე, აღარც იმ წუხანდელი „მოსიყვარულე“ მეუღლისგან რჩებოდა რამე. სითბოსა და სიყვარულის ნაცვლად, სიცივე და უხეშობა ხვდებოდა ლარას, ისედაც უკვე მრავალჯერ გათელილ გულს.
ბოლოს და ბოლოს, ესეც ამოუვიდა ყელში. არსად არასდროს, არც ქალად და არც ადამიანად არავინ სთვლიდა. წასასვლელიც სხვაგან არსად ჰქონდა, ისევ მშობლიურ კერას დაბრუნებული, შეიკეტა თავის ოთახში და აღარც გამოდიოდა. არც არავინ კითხულობდა.
გადიოდა დრო და ლარას უკვე სიცოცხლეც აღარ უნდოდა. საწოლიდანაც ძლივს დგებოდა. ოჯახის წევრები კი ისე მოდი-მოდიოდნენ სახლში, რომ არც და ვერც ამჩნევდნენ ერთმანეთს და მშობლებმა მხოლოდ მაშინ მოიკითხეს თავისი უმცროსი შვილი, როდესაც უახლოესი ნათესავის ქორწილში იყვნენ დაპატიჟებულნი და „წესის მიხედვით“ ქალაქში საკმაოდ გავლენიანი ოჯახი, უკლებლივ უნდა დასწრებოდა ჯვრის წერისა თუ ხელის მოწერის ცერემონიალს.
ლამის საწოლად ჩავარდნილი გოგოს დანახვაზე, ერთიანად მოეგნენ გონს და ყველა ერთდროულად შეუდგა, მის მოსულიერებას. საკმაო ძალისხმევა დასჭირდა ოჯახს, რომ ლარასთვის სიცოცხლის უნარი დაებრუნებინა, თუმცა რომელი სიცოცხლის? მექანიკურად ასრულებდა თავის ადამიანურ, თუ სამსახურეობრივ მოვალეობას. უღიმღამო, ნაცრისფერი დღეები კი ერთმანეთს მისდევდა და წლებიც ასე გადიოდა.
არაფერზე ჰქონდა განსაკუთრებული რეაქცია. ყოველდღიური რუტინა, სახლი - სამსახური და თუ ცოტაოდენი დრო დარჩებოდა, მისი ერთადერთი გასართობი, ერთ პატარა სკვერში ამოჩემებული, ყოველთვის ნაგვით სასვე ურნასთან მდგარი, ნახევრად ჩამტვრეული მერხი იყო.
სკვერში ხშირად, ერთი და იგივე ხალხი ირეოდა. ლარა უკვე ნაცნობ სახეებსაც არჩევდა, თუმცა მაინც დიდ ყურადღებას არავის აქცევდა. ხან ახალგაზრდები მიდი-მოდიოდნენ, ხანაც პატარა ბავშვებს ასეირნებდნენ ეტლით, მაგრამ არავინ ჯდებოდა, ნაგვით სავსე ურნასთან მდგარ, იმ დამტვრეულ მერხზე და ლარასაც ყოველ მისვლაზე, სულ თავისუფალი ხვდებოდა.
სკვერი საკმაოდ მყუდრო იყო, რაღაც თითქოს საცხოვრებელ კორპუსებთან მდებარე შიდა ეზოს უფრო ჰგავდა. მართალია, ნაკლებად მოვლილი იყო, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობდა მოუჭრელი და გადაუჩეხავი ხეები. ფიჭვნარის ოდნავ მათრობელა სურნელიც იქაურობას სასიამოვნოდ ეფინებოდა, თუმცა ნაგვის, სუნს ბოლომდე მაინც ვერ ფარავდა და ლარას გარდა, ყველა ამჩნევდა ამას.
ეს იყო მისი ცხოვრება და ასე გრძელდებოდა დიდხანს, სანამ ერთხელაც, სრულიად შემთხვევით არ მოჰკრა ყური, თუ როგორ ლამის ზედიზედ და ფაქტიურად ერთი და იგივე დიაგნოზითა და თანაც უფრო ხშირად, ერთი და იმავე სამშობიაროშივე იღუპებოდნენ ახალშობილები.
თავიდან,
არც იმდენად დაინტერესდა, რადგან ლარას ბიჭი კლინიკაში გადაყვანიდან მესამე თვეს იყო
გარდაცვლილი. უბრალოდ, უნებურად უსმენდა ქალების საუბარს. არც ერეოდა, მაგრამ გულში უთანაგრძნობდა.
- წესით, ოთხი შვილი უნდა მყავდეს, მაგრამ ერთი მაკლია. - უხსნიდა ერთი ქალი მეორეს.
- და მაინც, ეს მესამე გამოდის, არა? - ღიმილით მოეფერა ეტლში მჯდარ პატარას
მეორე ქალი.
- ჰო, ასე გამოდის. - მიუგო პირველმა ქალმა და იქვე მორბენალ სამიოდე წლის ბავშვზე მიანიშნა. - შენ ეს ერთი გყავს?
- არა, უფროსი სკოლაშია. თოთხმეტი წლის არის. - მეორე ქალი გაჩუმდა და რაღაცნაირი ნაღვლიანი ხმით დასძინა. - პირველი შვილის მერე, ტყუპები მეყოლა, მაგრამ მალევე დაიღუპნენ, ამიტომაც არის ამხელა შუალედი შვილებს შორის.
- ძალიან სამწუხაროა. - დანაღვლიანდა მოსაუბრე. - ჩემი ბიჭი დაბადებისთანავე, სამშობიაროშივე დაიღუპა.
- ჩემებიც. - ამოიხვნეშა მეორემ.
- ცალი ფილტვი არ გაეხსნაო...
- ჩემებსაც...
„ნუთუ შეიძლება ასე ყველაფერი ემთხვეოდეს?..“
მაშინვე გაიფიქრა ლარამ და ძველმა ტკივილმაც თავი იჩინა, თუმცა ამ ორ ქალთან შედარებით, მისი ჩვილი სულ სხვაგან და სულ სხვა დიაგნოზით იყო გარდაცვლილი.
მოგვიანებითაც იგივე განმეორდა. ამჯერად, უფრო მეტი ინფორმაცია მოხვდა მის ყურს, რადგან ამ ორი ქალის ამბავს, ახლა სხვა, ასევე ბავშვით მოსეირნე ძიძა დაემატა. თუმცა მისი შვილები უკვე დიდები იყვნენ, მაგრამ მის ახლობელსაც სწორედაც, რომ იგივე ამბავი შეემთხვა, ბევრად ადრე, მაგრამ მაინც რაღაცით წააგავდა, იმ ორი ქალის ნაამბობს. ამ ყველაფერს კი ჩვილებით ვაჭრობის ამბებიც დაემატა, როცა მათ საუბარში კიდევ ერთი, შვილიშვილთან ერთად მოსეირნე ქალიც ჩაერთო.
ახლა უკვე თითქოსდა თავისთვის მარტო მჯდარი ახალგაზრდა ქალი, არავის აქცევდა ყურადღებას, სინამდვილეში კი სმენა დაძაბული ისმენდა ათასგვარ ამბებს. ბოლოს ისიც კი გაარკვია, რომ ყველაზე ხშირი შემთხვევა, სწორედაც რომ იმ სამშობიაროში იყო, სადაც თავად ლარამ იმშობიარა და მერე ასე უშედეგოდა დასრულდა.
რაღაც არ ასვენებდა, რაღაც შეუჩნდა, წამდაუწუმ ათასი საწინააღმდეგო აზრები უტრიალებდა თავში და ბოლოს იმით მშვიდდებოდა, რომ მე ხომ ნამდვილად, ჩემი ხელით დავკრძალე ჩემი შვილიო, როცა ამ დროს ზოგი ამბობდა, საფლავი გავხსენით და ცარიელი იყოო და ან არც გამომატანეს ჩვილიო.
„ზოგს, არც მკვდარი ბავშვი აჩვენეს თურმე.“
ფიქრობდა შინ მიმავალი გოგო.
„მე კი მხოლოდ სიკვდილის მერე ვნახე...
ცოცხალი არც მაჩვენეს და არც კი ვიცი სიცოცხლეში, როგორ გამოიყურებოდა.“
იმ ღამით, უჩვეულო სიზმარი ნახა. სიზმარი კი არა, თითქოს ხილვა იყო. ვიღაცამ ისე ცხადად ჩახედა თვალებში, ლამის სულში ჩაუძვრა. არც სახე უჩანდა და ვერც ის გაარჩია, ქალი იყო თუ კაცი. მხოლოდ თვალები იყო რაღაცნაირი, თითქოს ლამაზიც, ცოტა უძირო ზღვისფერი, ცოტაც მუქი სიმწვანეც დაჰკრავდა. მერე რატომღაც ეს ლამაზი ფერები ერთმანეთში აიმღვრა ჭაობის ფერი გახდა და რაც უფრო მეტად უახლოვდებოდა, მით უფრო მეტად დიდდებოდა თვალის გუგები და უფრო მეტად უძვრებოდა სულში, ბოლოს გაუსაძლისი გახდა ეს სიდიდე და ლარას გამოეღვიძა.
რა იყო ეს?..
ნუთუ ვინმეს თვალებს აგონებდა, მაგრამ ვის?..
ლარა ჩაფიქრებული იჯდა სამზარეულოს მაგიდასთან და უკვე ლამის გაყინულ ყავის ფინჯანს ორივე ხელით ისე ჩაფრენოდა, თითქოს ვინმე უპირებდა წართმევას.
- გაიყინა შენი ყავა. - შეახსენა იქვე მოფუსფუსე დედამ, რომელიც სამსახურში წასასვლელად მხოლოდ თავისთვის იმზადებდა საუზმეს და სულ არ ადარდებდა სხვა ოჯახის წევრები.
- შენ სამსახურში არ გაგვიანდება? - ახლა მამა შემოვიდა და მანაც მხოლოდ საკუთარი თავისთვის დაიწყო სენდვიჩის მზადება.
- არა! აღარ მივდივარ! - ზარივით გაისმა ლარას ხმა. - და არც ხვალ წავალ!
- მოხდა რამე? - ისე სასხვათაშორისოდ იკითხა მამამ.
- აღარ მინდა იქ მუშაობა! - მტკიცედ მიუგო ლარამ.
- აბა, რა უნდა გააკეთო? - კვლავ ჩაეკითხა მამა.
- ჩვენს კმაყოფაზე აპირებ ცხოვრებას? - დაურთო დედამ.
- ასეთი გაჭირვებული მშობლები მყავს, რომ სამსახურს მაიძულებენ? - გესლიანი ხმით აღნიშნა ლარამ.
- და ყოველთვის, ჩვენ რომ არ გეყოლებით, ესეც ხომ უნდა გაითვალისწინო. - მიუგო მამამ.
- ან როდემდე გეყოფა, დარჩენილი ქონებისა და ბინის გაყიდვა? შენი ფულიც ხომ უნდა გქონდეს. - მხარი აუბა დედამ.
- და არც ერთ შემთხვევაში, არ გირჩევ უსაქმოდ ყოფნას. - დაიწყო მამამ. - ხომ გახსოვს რა გირჩიეს? შენი ფსიქიკისთვის ასე არაფრის კეთება, ნამდვილად დამღუპველი იქნება.
- ისედაც ძლივს გამოგახედეთ თვალებში. - დაურთო დედამ.
- საიდან მოიტანეთ, რომ უსაქმურად ვაპირებ ცხოვრებას?! - გაცხარდა ლარა. - უბრალოდ, სხვა სამსახური მინდა.
- ეგ უკვე კარგია! - მოუწონა მამამ და დედამაც თავი დაუკრა.
- ისევ ჩემი პროფესიით მინდა გამოვცადო და გავაგრძელებ ჯერ სწავლას. ახალი სერთიფიკატიც დამჭირდება, პრაქტიკაც ხომ უნდა გავიარო?
- მშვენიერია! - ერთხმად მოუწონეს მშობლებმა.
ლარამ დასახული გეგმა სისრულეში მოიყვანა. ღამეებს ათევდა მეცადინეობაში. თავიდან სანიტრადაც მუშაობდა, სხვადასხვა სამშობიაროებში, მერე ექთანადაც იმუშავა და როცა ყველაფერი წარმატებით ჩააბარა უკვე პედიატრის ადგილიც მოიპოვა. მართალია, ეს სამსახური მშობლებისა და საკმაოდ გავლენიანი ახლობლების პროტექციით მიიღო, მაგრამ არც იმდენად დაუმსახურებლად ერგო.
ეს ის ლარა იყო, ვისაც პასპორტში ლამარა ეწერა და პროფესიით კი ნამდვილად პედიატრი იყო.

LEX. 2023წლის 10 ნოემბერი, კვირა.
No comments:
Post a Comment