155.
- ახლა არ მითხრა კოვზიც იქ დამხვდაო? - გაკვირვებული ხმით იკითხა ჩუკიმ.
- არა, რა კოვზი. - თავი გააქნია გალეომ. - პირველივე უჯრაში, კოხტად, ოთხად დაკეცილი იდო ჩემი დაკარგული ცხვირსახოცი.
- და რატომ მაინცდამაინც პირველში? - ირონიულად ჩაეკითხა ჩუკი. - მიდი აბა, გამოიცანი!
- თუნდაც იმიტომ, რომ ზედა უჯრებს უფრო ხშირად აღებ, რადგან ქვედა უჯრებში უმეტესად გადაინახავ ხოლმე რამეს, რაც ყოველ წუთს არ გჭირდება, მაგრამ მაინც ხელთ გინდა რომ გქონდეს.
- ლოგიკურია, ჭაბუკო! - ღიმილით დაეთანხმა ჩუკი. - რაც შეიძლება სწრაფად უნდოდა რომ გეპოვნა.
- დიახ, დიახ! - ცალყბად ჩაეცინა გალეოს
- აი, სხვას დროს, რომ გენახა. - განაგრძო ჩუკიმ. - თუნდაც, საკმაო დრო გასულიყო, მაშინ ასე ადვილად ვერც იფიქრებდი იმას, რომ ასე კოხტად გაგიჩალიჩეს.
- ჰო, კოხტად დაკეცა ოთხად. - წაიბურტყუნა გალეომ. - და სხვა დროს რომ მეპოვნა, რა? ვერ მივხვდებოდი რომ ჩემია, ან მე რომ იქ არ შემინახავს?
- მაინც შეძლებოდა გეფიქრა, რომ თავად შენვე შეინახე ადრე და მერე უბრალოდ, გადაგავიწყდა, მაგრამ არა, ყმაწვილო! - გაიკრიჭა ჩუკი. - შენივე ტყავზე უნდა გეწვნია ის დამარცხება. აი, ამაში ჩაიდო მთელი ის ფილოსოფია!
- შეიძლება, ყველაფერი შეიძლება, მაგრამ მერე ამით რა?! - გაბრაზებულმა მიახალა ჩუკის. - თვითონ რა მოიგო ამით?!
- ჰაჰ! ნუთუ ვერ ხვდები?
- და რა იყო აქ ასეთი მისახვედრი? - წყენით მიუგო გალეომ. - ბრიყვი ხარო, პირდაპირ შუბლში მტკიცა!
- სულაც არა! - თავი გააქნია ჩუკიმ. - ბრიყვად ნამდვილად არ გთვლის!
- მართლა? - ირონიით ჩაეკითხა გალეო.
- მეგობარო! ბრიყვად რომ გთვლიდეს, მაშინ არც გაგრევდა ასეთ ამბებში.
- აბა, რა? - კვლავ ვერ ფარავდა წყენას გალეო.
- ასეთი საქციელით, თავისი ძალა გიჩვენა. - მშვიდი ხმით მიუგო ჩუკიმ.
გალეომ უხმოდ დაუქნია თავი.
- თანაც ჭადრაკის თამაშიც გცოდნიაო. - ღიმილით დაურთო ჩუკიმ.
- ჰო. - გაეცინა დეტექტივს. - ერთ ადგილს ნუ ათამაშებ, საქმეს მიხედეო, რაა.
- მოკლედ, უკან დახევის არც დრო გვაქვს და აღარც სიტუაცია. - ჩუკი წამით ჩაფიქრდა. - ნეტა მე რას დამავალებს?
- ჰმ. ეგეც საინტერესოა. - ასევე ჩაფიქრებული ხმით მიუგო გალეომ.
- და ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ჩვენს გარდა იქ ვინც ვიჯექით ყველას კარგად იცნობდა.
- ყველას? - ჩაეკითხა გალეო. - დარწმუნებული ხარ?
- ნუუ, ასე მომეჩვენა. - მხრები აიჩეჩა ჩუკიმ. - არათუ მიმის და დიმეოს, არამედ მხატვარსაც და ქირურგსაც მშვენივრად იცნობს.
- და რა შეატყვე? როგორ? - აწრიალდა გალეო. - რა მომენტში?
- აი, შენ რომ ეჭვი გეპარებოდა და კითხვები რომ დასვი, რამდენად გამოვა ეს საქმეო, აი სწორედ მაგ მომენტში მხატვარს ღიმილიც კი აუთამაშდა სახეზე.
- ნამდვილად? - ჩაეკითხა გალეო.
- თუ არ მომეჩვენა, თითქოს ასე იყო და მაშინვე ინსტიქტურად ქირურგსაც გავხედე და მასაც ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, რომ...
- როგორი?! - ვეღარ ითმენდა გალეო. - როგორი გამომეტყველება ჰქონდა ქირურგს?
- რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა ჩუკიმ. - მხატვარზეც და ქირურგზეც ასე ერთდროულად როგორ მომეჩვენა.
- და მაინც, რა? - არ მოეშვა გალეო. - აღარ მეტყვი?!
- ჩემი ვიწრო ჭკუითა და მოკლე გაგებით. - ირონიით დაიწყო ჩუკიმ. - ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ მიუშვით ეს კაცი ღუმელთან და ის გამოაცხობს პურსო!
- პურს?! - გალეო მოიქუფრა. მშვენივრადაც მიხვდა, ჩუკი რასაც გულისხმობდა, მაგრამ...
„ნუთუ მართლა, ყველანი ასე კარგად იცნობს იმ ტიპს და ფიფოს კი ამდენი წლის მეგობრობის მანძილზე, ერთხელაც კი არ დასცდენია სიტყვა, თუ ასეთი სანდო და ყველაფერში ჩახედული კაცი ჰყავდა.“
გულის სიღრმეში მაინც სწყინდა დეტექტივს, თუმცა ისიც გაიფიქრა, რომ ალბათ არც დასჭირვებია მისი ხსენებაო.
„აბა, რაღა აგენტი გამოვა, თუ ქვეყანამ იცის მის შესახებ და მაინც, მე ხომ ყველა არ ვარ? მე ხომ რაღაცას მაინც წარმოვადგენდი ფიფოსთვის.
ალბათ, არც იმდენად ახლობელი ვარ როგორც მხატვარი და ქირურგი.“
- რამ ჩაგაფიქრათ, ბატონო დეტექტივო?
ჩუკის სიტყვებზე გალეო შეკრთა.
- ჰო! რა იყო? - კვლავ ჰკითხა ჩუკიმ.
გალეომ ამოიხვნეშა. არაფერი უპასუხა.
- ხომ არ აჯობებდა, რომ პირდაპირ გვეკითხა.
- რა? - თითქოს ახლა გამოერკვა გალეო.
- რა და. - განაგრძო ჩუკიმ. - პირდაპირ გვეკითხა იმ კაცისთვის.
- და რა უნდა ვკითხოთ? ან როგორ? ან კი გვიპასუხებს სიმართლეს? - ცინიკურად გააქნია თავი გალეომ.
- არც მგონია რომ სიმართლე გვითხრას. - მიუგო ჩუკიმ. - მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მშვენივრად ხვდება, ეს კითხვები რომ გვაწუხებს და ალბათ გულშიც კი ეცინება ხმასაც რომ არ ვიღებთ.
- მართლა, ასე ფიქრობ?
- რა ვიცი, აბა. - მხრები აიჩეჩა ჩუკიმ. - მე მის ადგილას, ასე ვიფიქრებდი.
- მიმის კი შევაპარე კითხვა. - დაიწყო გალეომ. - მაგრამ წესიერად თქმაც ვერ მოვასწარი, რომ მაშინვე მომახალა. - თუ ფიფოს პატივს სცემ და მისი ოჯახის ერთგული ხარ, მაშინ გთხოვ, რომ არაფერი მკითხოო.
- მდაა...
- მხატვრისთვის და ქირურგისთვისაც მინდოდა მეკითხა.
- იმედია, მართლა არ გიკითხავს ჯერ. - ჩუკიმ უცნაურად გადმოხედა.
- არა, მაგრამ რომ მეკითხა მერე, რა?
- მერე ის, რომ ამ ჩვენს ვიწრო წრეში. - ჩუკი ახსნას შეეცადა. - ჩანს, რომ მხოლოდ ჩვენ ორს არ გვიცნობს. ამიტომ, დარწმუნებული ვარ იმასაც იფიქრებდა, რომ ან მხატვრის გამოკითხვას დავიწყებით და ან ქირურგის.
- და ეს მერე ბუნებრივი არ არის? - მხრები აიჩეჩა გალეომ.
- ბუნებრივია! - დაეთანხმა ჩუკი. - მაგრამ ჩვენ არც ერთს არ ვეკითხებით და ამით...
- ამით, მერე რა? - ჩაეკითხა გალეო. - თუ არ ვკითხეთ, ესე იგი, ვერ მივხდით, რომ ადრე იცნობდნენ და გამოდის რომ დებილები ვართ და თუ ვკითხეთ მაშინ ჭკვიანები? ჰაჰ!
- ჭკვიანები კი არა ბრიყვები!
- ჰმ, ესე იგი, ორივე შემთხვევაში მაინც იდიოტები გამოვდივართ!
- სულაც არა! - მიუგო ჩუკიმ. - მასე რომ ფიქრობდეს, მაშინ ამხელა საქმეს არც დაგავალებდა და თანაც ყველანაირი, ზედმეტი ახსნისა და განმარტებების გარეშე, ამ ყველაფრის საიდუმლოდ შენახვასაც არ გთხოვდა.
- და შენ რატომ არაფერს გავალებს?
- ალბათ, ჯერ არ ვჭირდები, მაგრამ ახლა თემას ნუ გადავუხვევთ და იმაზე ვიფიქროთ, თუ ვის ან როგორ ვკითხოთ იმ კაცზე.
- და რომელ ერთს ვკითხოთ? რა გავაკეთოთ? - მიუგო გალეომ. - მხატვარს და ქირურგს თუ რამე ვკითხეთ, ან საერთოდ არაფერი ვკითხეთ, ორივე შემთხვევაში კრეტინები გამოვდივართ და აბა, შენ რას მთავაზობ, ერთი?
- პირადად მას უნდა ვკითხოთ და თანაც, ყველა სხვა მოწმის გარეშე.
- ოჰ! - გაეცინა გალეოს. - ისეთ რამეს მოგიჩმახავს, რომ თავადაც დაიჯერებს.
ჩუკიმ არაფერი უპასუხა. გალეომ კი განაგრძო.
- დავიბადე სადღაც მაღალ მთიან, მიყრუებულ სოფელშიო! ასე დაიწყებს მოყოლას, ან სულაც პროფესორების ოჯახშიო! - გალეო წამით შეყოვნდა. - არა, ოჯახზე არაფერს იტყვის, უფრო სადღაც მიუვალ და დაცლილ სოფელს დაასახელებს, რომ მისი იდენტიფიცირება, შეუძლებელი გახდეს.
- ან სულაც ლტოვილად გაასაღებს თავს. - ჩაურთო ჩუკიმ.
- ჰო, ან ლტოლვილი ვარო დაიწყებს მტკიცებას და მიდი და ეძებე მერე!
- სულაც არ მაინტერესებს, თუ რომელმა ბებიაქალმა გამოწელა!
ისე მიახალა ჩუკიმ, რომ გალეომ კინაღამ სიცილისგან გაიგუდა.
- შენ იცინე და მე მივალ და პირდაპირ ვკითხავ! - გაცხარდა ჩუკი.
- შენი იმედი მაქვს! - ირონიით გადმოხედა გალეომ.
- სხვათა შორის. - განაგრძო ჩუკიმ. - ფიფოს ოჯახს და დანარჩენ მათ ახლობლებს, შენს მერე, მეც არანაკლებად დავუმეგობრდი!
- იმიტომ რომ შენ, ჩემს მერე დაიბადე. - სიცილით მიუგო გალეომ.
- ჰმ, და ისე. - ჩაფიქრებული ხმით დაიწყო ჩუკიმ. - უკვე ამდენი ხანია ვმეგობრობთ და გვგონია, რომ ერთმანეთის შესახებ ბევრი რამ ვიცით, მერე გადის დრო და უცებ, გვეცხადება ვიღაც კაცი, რომელიც ყველას კარგად იცნობს და თანაც, არც კი უნდა ვიკითხოთ, თუ ვინ არის და საიდან მოდის და მაინც, ასე ბრმად უნდა ვენდოთ?!
- მართალი ხარ. - თავი დაუქნია გალეომ.
- სრულიად ბუნებრივია, რომ ეს კითხვა გვაწუხებდეს. - განაგრძო ჩუკიმ. - და აუცილებლად უნდა დავუსვათ სწორედაც რომ ეს კითხვა, სწორედაც რომ იმ კაცს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გვეტყვის სიმართლეს! აი, ამაშია საქმე!
- ჰოდა, ჰკითხე, მერე! - მხრები აიჩეჩა გალეომ. - ჩემგან ნებართვის აღება გინდა თუ რა? ჰაჰ!
- ჰოდა, ვკითხავ! - ჩუკი მანქანიდან გადავიდა და გეზი მიმის სახლისკენ ისე აიღო, რომ გალეოს აღარც დაელოდა.
მიმი ჩვეულებრივ თბილად შეხვდა სტუმრებს. ფიფოს კაბინეტში დასვა და სანამ ყავას შემოიტანდა. ბიჭებს მარტო მოუწიათ სულ რამდენიმე წუთით იქ ყოფნა.
გალეომ ოთახს ისე მოავლო თვალი, თითქოს პირველად ყოფილიყო იქ. ასე ეგონა ყოველი კედლიდან, თუ კუთხე კუნჭულიდან, ის ვიღაც უცხო კაცი, თვალს ადევნებდა. გალეოს შემხედვარე ჩუკის ეღიმებოდა, თუმცა თავადაც ასე ფიქრობდა. მოულოდნელად გალეო შეკრთა, რადგან ღია კარში ის უცხო კაცი იდგა.
„ნეტა დიდი ხანია თვალს მადევნებს?“
გაუელვა გალეოს.
„კარის გაღების ხმაც არ გამიგია, ასე როგორ გაჩნდა იქ?“
ცალკე ჩუკიც შეფიქრიანდა. მასაც მსგავსი კითხვები გაუჩნდა.
სულზე მიმიმ მოუსწრო და ყავა ჩამოარიგა.
- ახლავე ვახშამიც იქნება.
- არა რა დროს ვახშამია!
ერთ ხმას მიუგეს სტუმრებმა.
- მასე არც ყავის დრო არის მაშინ ახლა. - გაეცინა მიმის.
- ჰოდა, არც სტუმრების მიღების დროა. - აღნიშნა ჩუკიმ. - მაგრამ სულ ცოტა ხნით მოგაწყენთ.
- კარგი რაა. - გაუღიმა მიმიმ. - ჩვენთან სტუმრების მიღების დრო ყოველთვის არის და არ განისაზღვრება, რადგან გააჩნია იმ სტუმრებსაც, ასე რომ, ვახშამი?
- არა, არა! - გალეომ თავი გააქნია. - მართლა ნუ შეწუხდები, ისე შემოგისეირნეთ.
- არც იმდენად ისე. - ჩაურთო ჩუკიმ.
გალეომ ოდნავ დაბნეული მზერით გახედა. ნეტა რის თქმას აპირებსო.
მიმი იქვე ჩამოჯდა და მწირის მსგავსად სმენად იქცა.
რაღაც წამით დუმილიც კი ჩამოვარდა. ყველას მზერა ადვოკატისკენ იყო მიმართული.
- დაახლოებით როდისთვის აპირებთ გადაბარგებას? - როგორც იქნა, ხმა ამოიღო ჩუკიმ.
- ზუსტად არ ვიცი. - ნაღვლიანად მიუგო მიმიმ და მწირს გახედა.
ცხადი იყო, ის წყვეტდა ყველაფერს და სადღაც გულის კუნჭულში, საშინლად არ ესიამოვნა ეს გალეოს. მიმის ეს მზერა ჩუკიმაც შეამჩნია, მაგრამ გალეოსგან განსხვავებით, სულაც არ სწყენია. ასეთი, საკმაოდ სტრატეგიული გეგმა, აბა მარტო მიმის როგორ უნდა გადაეწყვიტა და ამ შემთხვევაში, ამ ვიღაც უცხო კაცის დახმარებაც და მისი ამ საქმეში მეთაურობაც, სრულიად ბუნებრივი იყო.
- და ვიცით, ზუსტად სად მივდივართ? - კვლავ დასვა შეკითხვა ჩუკიმ.
- დიახ, ვიცით! - მტკიცე ხმით მიუგო მწირმა და მიმის გაოცებულ მზერასაც თვალი გაუსწორა.
არც ჩუკის და გალეოს გამოჰპარვია მიმის გაკვირვება.
- ადგილი ვიცით. - განაგრძო მწირმა. - საიდუმლო ნამდვილად არ არის, თუმცა თავიდან მხოლოდ ძალიან ახლობლებს გეცოდინებათ.
ამ ბოლო წინადადებით მწირმა ხაზი გაუსვა იმას, რომ თქვენც იქნებით საქმის კურსშიო, რაც ორივე სტუმარს ესიამოვნა.
- მაგრამ ჯერ იქაურობა მისახედია. - განაგრძო მწირმა. - უნდა მოეწყოს ისე, რომ პირველ რიგში, ფიფოს მდგომარეობას მოერგოს, ამასთანავე მიმიმაც და ბავშვმაც ელემენტალურად კომფორტულად მაინც უნდა იგრძნონ თავი. თანაც, უკვე შემოდგომაა და არც იმდენად ბევრი დრო დარჩა ზამთრის მოახლოვებამდე.
- მეც შემიძლია, რამით დაგეხმაროთ? - იკითხა ჩუკიმ.
- ჯერ არაფრით და მოგვიანებით, აუცილებლად დაგვჭირდებით. - მიუგო მწირმა.
- და რამდენად მოგვიანებით? - ჩაეძია ჩუკი.
- თუ რამე გეგმა გაქვთ ჩაფიქრებული. - მშვიდი ხმით მიუგო მწირმა. - სრულიად თავისუფლად შეგიძლიათ განახორციელოთ და როცა თქვენი დახმარება იქნება აუცილებლად საჭირო, დროში ნამდვილად არ იქნებით შეზღუდული.
- კარგი. - თავი დაუქნია ჩუკიმ. - ეს მეც მაწყობს.
- იმედია, პასუხი ამომწურავი იყო. - თვალი გაუსწორა მწირმა დეტექტივს, თუმცა შეკითხვები მხოლოდ ადვოკატისგან მოდიოდა.
- დიახ. - დაბალი ხმით მიუგო გალეომ.
- ვგონებ, რომ საკმაოდ სერიოზული იყო თქვენი შეკითხვა. - მიმართა მწირმა რატომღაც ისევ გალეოს და არა ჩუკის.
დეტექტივმა ოდნავ აიჩეჩა მხრები. არაფერი უპასუხა. არც ჩუკიმ ამოიღო ხმა და მზერა სადღაც, სხვაგან გადაიტანა.
- ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ ახლა თქვენ უფრო უნდა გჭირდებოდეთ დახმარება? - მწირი ახლა ჩუკის ჩააშტერდა გამჭოლი მზერით
- არა, არა! - თავი გააქნია ჩუკიმ. - ისედაც საკმარისზე მეტი დახმარება მივიღე მეგობრებისგან, ახლობლებისგან და განსაკუთრებით კი ამ ოჯახისგან.
- ჩუკ! - მაშინვე მიუხვდა მიმი, თუ რაც აწუხებდა ბიჭს და წყლიანი თვალები შეანათა. - ოპერაციას როდის იკეთებ?
- მალე ვაპირებ და სწორედ მაგიტომაც ვიკითხე. - მიუგო ჩუკიმ. - მინდა გვერდით დაგიდგეთ და თანაც, რომ შემეძლოს ისე.
- არ არის პრობლემა! - ჩაერთო მწირი. - მიხედეთ თქვენს ჯანმრთელობას და როგორც კი საჭირო გახდებით, არც მაშინ იქნება თქვენი დახმარება პრობლემა, რადგან ფიზიკური დატვირთვა ნამდვილად არ გექნებათ. მხოლოდ იურიდიული საკითხები, როგორც უკვე ოფიციალურად ოჯახის პირად ადვოკატს!
- მშვენიერია! - როგორც იქნა, ჩააკვეტა სიტყვა დეტექტივმა და მოსაუბრეებს შორის, თითქოს რაღაც ფარული დაძაბულობაც მოიხსნა.
ჩუკიმ უხმოდ დაუქნია თავი.
- თუ სადმე სარბენი და ბევრი სასიარულო იქნება. - გალეომ ჩუკის გადახედა. - მაგაში მე დაგეხმარები. ასე რომ ჩუკ! შენ მაგაზე არ იდარდო, მართლაც მიხედე შენს ჯანმრთელობას.
- აუცილებლად! - კვერი დაუკრა მიმიმ. - აუცილებლად უნდა მიხედო.
- გპირდებით ყველას! - დემონსტრაციულად განაცხადა ჩუკიმ. - რომ ყოველ მიზეზ გარეშე, აუცილებლად უნდა გამოვჯანმრთელდე!
ჩუკის სახეზე ღიმილი აღბეჭდვოდა, მაგრამ თვალები საშინლად სევდიანი ჰქონდა. მერე დინჯად წამოდგა და გალეოს გახედა. ამით ანიშნა, ჩვენი წასვლის დრო არისო. გალეო ფეხს ითრევდა. იმისთვის მოვიდნენ, რომ ამ უცხო კაცისთვის კარგად გამოეკითხათ, თუ ვინ იყო სინამდვილეში და მართლაც, რას წარმოადგენდა. თუმცა ორივემ კარგად იცოდა, რომ ეს საუბარი თუ გამოკითხვა, აუცილებლად მიმის გარეშე უნდა შემდგარიყო, მაგრამ ჩანდა, მიმი ამ კაცის სტუმრებთან მარტო დატოვებას არც აპირებდა. ამიტომ გალეომაც იკადრა წამოდგომა.
- იჯექი შენ, მე გავაცილებ. - მიმართა მწირმა მიმის, როცა სტუმრების გასაცილებლად წამოიწია.
- ჰო, ისედაც ძლივს დავგორავ, არა? - სევდიანად ჩაეღიმა მიმის.
- მშვენიერ ფორმაში ხარ მიმი! - ყურებამდე გაუღიმა ჩუკიმ.
- ეჰ, კიდევ კარგად ვარ. - ამოიხვნეშა მიმიმ.
- წუწუნის გარეშე! - კვლავ ღიმილით მიმართა ჩუკიმ მიმის. - ჩვენ ორივემ ხომ დავდეთ სიტყვა, რომ არ უნდა ვიწუწუნოთ, გახსოვს?
პასუხად მიმის ნაღვლიანად გაეღიმა.
მწირმა სტუმრები კარამდე მიაცილა. პირველი დეტექტივს ერგო კარში გასვლა, თუმცა თვალები უკან რჩებოდა.
- მგონი, კიდევ რაღაც გაინტერესებდათ? - გალეოს გასაგონად მიმართა მწირმა ჩუკის და თან თვალი თვალში გაუყარა.
დეტექტივი ღია კარში გაჩერდა და სმენად იქცა.
- არაფერი ისეთი. - მხრები აიჩეჩა ჩუკიმ.
- და მაინც? - ჩაეკითხა მწირი. - ვიცი, რომ უფრო მეტი კითხვა გაწუხებთ.
- კითხვების მეტი რა არის. - ცალყბად გაეღიმა ჩუკის.
- და მაინც? - არ მოეშვა მწირი. - რას ფიქრობთ ჩემზე?
ჩუკიც და გალეოც ორივე შეცბა. ამ კითხვას ნამდვილად არ ელოდნენ მისგან, თუმცა თავადაც სწორედ აწუხებდათ ეს და ამ კითხვის დასასმელადაც მოვიდნენ აქ, მაგრამ მიმის თანდასწრებით, ვერანაირად ვერ მოახერხეს.
- უცებ საიდანღაც ციდან ჩამოფრინდა, თუ მიწიდან ამოძვრა და თავის წესებს აწესებს აქ, სხვის ოჯახში! - განაგრძო მწირმა. - თანაც ფაქტიურად, ყველაფერს აკონტროლებს და ამასთანავე, თქვენ ორს გარდა, ყველა უახლოეს მეგობარს კარგად იცნობს და ის ყველა მეგობარიც, ასევე მშვენივრად იცნობს მას და ამ ყველაფერთან ერთად, ბოლომდე ენდობა!
-
სრულიად გეთანხმებით! - გაეღიმა ჩუკის. - თქვენი გამოჩენა, ნამდვილად იწვევს დიდ ინტერესს.
- გეკითხათ მერე. - ღიმილი აუთამაშდა სახეზე მწირს.
- ჰოდა, გისმენთ! - ყურებამდე გაიკრიჭა ჩუკი.
ღია კარში მდგარმა გალეომ კი სმენა დაძაბა და ისე გაიტრუნა, რომ ლამის სუნთქვაც კი შეწყვიტა.
- როდესაც მიმი გავიცანი. - დაიწყო მწირმა. - მაშინ ფიფოს და მიმის სიყვარული, ახალ ფეხადგმული იყო. ფიფოს კი ბევრად ადრე ვიცნობდი. თუმცა, ასევე ბევრად მოგვიანებით უფრო დავმეგობრდით. ფაქტიურად მიმისთან ერთდროულად. რაც შეეხება ქირურგს, მას ფიფოზე ბევრად ადრე ვიცნობდი და როგორც ჩემი დიდი ხნის მეგობარს, ისე მივმართე დასახმარებლად, როცა მიმის დასჭირდა და დიმეოც მის ხელში დაიბადა და ამის მერე, ფიფოც ქირურგთან დამეგობრდა. ახლა რაც შეეხება მხატვართან მეგობრობას, ეს უკვე ღრმა ბავშვობიდან მოდის, მერე როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ზრდასრულ ასაკში, გზებიც იყრება. მოგვიანებით კი მიმის და ფიფოს მიპატიჟება მივიღე და იქ გამაცნეს მხატვარი. თუმცა, თავიდან ვერც ვიცანით ერთმანეთი.
მწირმა დაასრულა ახსნა და განმარტებანი და ყურებამდე გაუღიმა მსმენელებს.
სტუმრებმა უხმოდ დაუქნიეს თავები, გასაგებიაო. მართლაც არაფერი ჩანდა საკვირველი ამ ისტორიაში.
- და ისე. - კვლავ შეაჩერა წამსვლელები მწირმა. - ამდენ ფიქრსა და ვარიანტების ბჭობას, პირდაპირ გეკითხათ. თუნდაც, მიმისთვის.
ყველას გაეცინა. გალეოს აშკარად გულზე მოეშვა. ნამდვილად არ ყოფილა ეს კაცი ამ ოჯახისთვის უცხოო, თუმცა მაინც ეჭვი ეპარებოდა. ხომ შეიძლებოდა, სულაც ეს ყველაფერი შეთხზულ მოგონილი ყოფილიყო.
- სხვათა შორის. - კვლავ შეაჩერა წამსვლელი სტუმრები მწირმა. - ჭადრაკსაც მშვენივრად ვთამაშობ.
ჩუკის ახლა უკვე მართლაც გულიანად გაეცინა. მწირმა ამით დეტექტივიც და ადვოკატიც მიახვედრა, რომ მშვენივრად ხვდებოდა, ეს ორი ადამიანი, ერთმანეთში აუცილებლად გაარჩევდა საქმეს და როგორც იმ ცხვირსახოცის დაკარგვის ამბავს, ასევე სხვა დანარჩენ წვრილმან დეტალებსაც კი მოუყვებოდნენ ერთმანეთს.
კაი გაიძვერა კი ჩანსო, ფიქრობდა გალეო, მაგრამ მთავარია არაფერი დაუშავოს ფიფოს ოჯახსო.
- და სად გვიპირებ გადახიზვნას? - მაშინვე მიახალ მიმიმ, როგორც კი მწირმა სტუმრები გააცილა და კარი ჩაკეტა.
- ხომ გითხარი? - ცალყბად გაეღიმა მწირს. - თუ არ მითქვამს?
- არაფერი მახსოვს! - მხრები აიჩეჩა მიმიმ.
- იმ ვეტერინარ ბაბუსთან.
- სად? - მიმის გაკვირვებით ასწია წარბი. - და იქ?.. იქ, როგორ?.. იმ პირობებში ფიფო, როგორ?..
- სულ ცოტა ხნის წინ, შენს მეგობრებსაც ხომ ავუხსენი, რომ ჯერ იქაურობა უნდა მოეწყოს და რაც შეიძლება მალე.
- მერე მოვაწყოთ! - გამოცოცხლდა მიმი. - ჯერ კიდევ მაქვს მაგის საშუალება რომ ჩემს ოჯახს არაფერი გავუჭირვო.
- ძალიან კარგი.
- და რამდენია საჭირო?
- ასე ნამდვილად არ დამითვლია. - მიუგო მწირმა. - მაგრამ დაპროექტება და მისი სისრულეში მოყვანა ეს უკვე შენ გევალება.
- ესე იგი, ჯერ ის სახლი უნდა დავანგრიოთ და დროებით ჩვენთან გადმოვიყვანოთ ბაბუ, მაგრამ იქ იმ შინაურ ცხოველებს რა ვუყოთ? - ჩაფიქრებული ხმით იკითხა მიმიმ.
- არა, არა! - თავი გააქნია მწირმა. - არაფრის დანგრევა არ არის საჭირო. უკან ეზოში მოხდება იმ სახლზე მიშენება და წინა მხრიდან, შემოსასვლელი ჭიშკრიდან, ფასადი როგორიც არის ისეთივე დარჩება და იმ ბაბუს სახლსაც არც ერთი მხარე არ მოენგრევა. პირიქით, უფრო გაგრძელდება შიდა ეზოში და თუ გინდათ ზემოდანაც დააშენეთ სართულიც და მანსარდაცო, ასე შემოგითვალა.
- მართლა? - მიმის თვალები გაუბრწყინდა.
- ჰო, მართლა აბა, მისი ნებართვის გარეშე მართლა ხომ არ მივუშენებთ ოთახებს.
- და იქ უკან სათბურს ხომ აკეთებდა? ასე მახსოვს.
- ნებისმიერი რამ, რაც კი ხელს შეუშლის სახლის მშენებლობას, ან საერთოდ მოვჭრით, ან გვერდით გადავა. - მიუგო მწირმა. - ესეც იმ ბაბუს წინადადებაა. ეზოც საკმარისია უკან რომ ფაქტიურად ერთი პატარა ლამაზი სახლი ჩაეტიოს, კოტეჯის სტილში.
- და რატომ უნდა ჩავაკვეტოთ, როცა მის ახლო-მახლო არავინ ცხოვრობს. - მხრები აიჩეჩა მიმის. - როგორც მახსოვს, სულ ჯაგნარია და ხომ შეიძლება გაიკაფოს გასუფთავდეს და მაშინ ეზოც იქნება.
- მაშინ უნდა შეიძინო ან მოიპოვო უფლება, მერე რა რომ არავის არ სჭირდება იქაურობა. მაინც, სახელმწიფო საკუთრებაა.
- ჰოდა, მაგას ჩუკი მიხედავს! - მიმი წამით გაჩუმდა. - ან გალეო.
- და მართლა ასე რთულად არის ჩუკის ჯანმრთელობა?
მიმიმ უხმოდ დაუქნია თავი.
- იქნებ, არც არის ეს ოპერაციები საჭირო? - მწირი გაჩუმდა. - ან იქნებ, არც იმდენად საჩქაროა?
- და რატომ უნდა გადადოს?
- თუ საჩქარო არ იქნება, ხომ შეიძლება გამოჩნდეს მკურნალობის სხვა, თუნდაც ახალი ალტერნატიული მეთოდიც?
- რა ვიცი. - მიმიმ ამოიხვნეშა. - ასე უთხრეს, თუ დროულად არ გაიკეთე, ოთხი წელიც ვერ გაძლებო.
- ვაი, მართლა? - მწირი საშინლად შეწუხდა.
- ჰო, მხოლოდ თვითონ არ იცის, რომ ჩვენც გავიგეთ ეს.
- არადა, რა კარგი ბიჭია. როგორი გულისხმიერი. - დანანებით გააქნია თავი მწირმა.
- დიმეოს ძალიან უყვარს. - ნაღვლიანად გაეღიმა მიმის. - მუსიკაზე მარტო ჩუკიმ უნდა რომ წაიყვანოს. გალეოს არც მიყვება.
- და მხატვარი, რას მიკეთებს? - ირონიულად გააქნია თავი მწირმა. - ბავშვი მაინც ატაროს ფორტეპიანოზე.
- უჰ! მაგას ხომ დროის შეგრძნება არა აქვს და ხან აგვიანებინებდა და ხან სულაც ავიწყდებოდა.
- მაგისგან არც მიკვირს. - ჩაეცინა მწირს. - საკმაოდ არასტაბილურია, მხოლოდ მეგობრობაშია ერთგული და ხატვის გარდა, ყველაფერი ეზარება.
მიმიმ ლამის ფიქრში გაათენა ღამე. ახალი სახლისთვის ათას გეგმას აწყობდა. არც მწირს ეძინა და ახალგაზრდა ადვოკატზე ფიქრობდა. იქნებ, გამოიძებნოს უკეთესი ვარიანტი, რომ ეს ბიჭი მართლა გადარჩესო.
ჩუკიც ფიქრობდა იმ ღამით და დარწმუნებული იყო, რომ ეს უცხო კაცი, არათუ ფიფოს მეგობარი, არამედ მისი უახლოესი ნათესავი უნდა ყოფილიყო, რადგან საოცრად ჰგავდა იმ ძველ ფოტოზე გამოსახულ ბიჭს, თანაც დიმეოსთან მსგავსებაც საკმაოდ იდენტური იყო და ყველაზე საინტერესო კი დნმ-ს ანალიზის პასუხი, სადაც ის მოხუცი ბებო, მამის მხრიდან ენათესავებოდა დიმეოს. ეს მხოლოდ ჩუკიმ იცოდა და ფიქრობდა, რომ ალბათ, დიმეოს აღარც კი ახსოვდა.

LEX. 2023 წლის 9 ნოემბერი, ხუთშაბათი.
No comments:
Post a Comment