156.
იმის მერე რაც მიმიმ შეიტყო, თუ სადაც უპირებდა პიპა მათ გადასახლებას, მოსვენება დაკარგა და ლამის ღამეებს ათევდა. გონებაში თუ კომპიუტერში ათასგვარ პროექტს ხაზავდა. სახლში მოიწვია საუკეთესო თანამშრომლები, ჯერ ცალკეულად განიხილავდა არქიტექტორებისა თუ დიზაინერების იდეებს. მერე პატარა კონკურსიც კი მოუწყო და საუკეთესოებიც პრემიით დააჯილდოვა. ამასობაში, ჩუკიმ და გალეომ, როგორც ადვოკატმა და მისმა სამართალმცოდნე დამხმარე დეტექტივმა, ვეტერინარი ბაბუს ეზოს მომიჯნავე ეკალბარდებით სავსე და ფაქტიურად სრულიად უსარგებლო და გამოუყენებელი ადგილის შესყიდვაც, სულ ადვილად მოახერხეს. გაუვალი ჯაგნარიც მალე გასუფთავდა და საუცხოო ეზოდ იქცა.
ფაქტიურად დაცლილ განაპირა სოფელში, ვეტერინარი ბაბუ, ბოლო მოსახლე იყო და აქა-იქ შემორჩენილი მეზობლები კი სულ შორიშორ და საკმაოდ გაფანტულად სახლობდნენ. ასე რომ, ის დაუმუშავებელი და გამოუყენებელი მიწის ნაკვეთი არც არავის სჭირდებოდა და არც მომჩივანი არავინ ჰყავდა.
ძველ სახლს, უკანა მხრიდან მშვენივრად მიემატა ლამაზი, ორ სართულიანი კოხტა კოტეჯი, მანსარდით. გარედან მართლაც უბრალოდ კოტეჯს კი ჰგავდა, მაგრამ შიდა ფასადი საკმაოდ კარგად და კომფორტულად იყო მოწყობილი. მიმის ძალიან მოსწონდა. ისე იყო აჟიტირებული, რომ ადრე თუ გული სწყდებოდა თავისივე გემოვნებით მოწყობილ და აშენებულ ბინის დატოვებაზე, ახლა სულაც აღარ ადარდებდა. ახალი სახლი, ბევრად უფრო დახვეწილი გემოვნებით იყო გამართული. ფიფოსთვის ოთახი ქვედა სართულზე მოაწყობინა. თავადაც თავისი საძინებელიც მის გვერდით ოთახში დაიკავა. ერთი ოთახი კაბინეტის დაუთმო და ფიფოს როგორც ქალაქში ჰქონდა ისე მოუწყო, რომელსაც ჯერ-ჯერობით პიპა იკავებდა. ფიფოს კაბინეტის ერთი კედელი, წიგნების კარადით შეფარული კარით, პატარა მომცრო ოთახში გადიოდა, სადაც მხოლოდ დივანი იდგა და პიპას გარდა, მარტო მიმიმ იცოდა ამ ფარული მოსასვენებლისა თუ შიდა ოთახის არსებობა. პიპასთვის ცალკე, კიდევ იყო ერთი ოთახი ქვედა სართულზე, მაგრამ უფრო ალბათ სხვების თვალის ასახვევად, რადგან არასდროს იძინებდა იქ, ან კი ეძინა როდესმე? ხშირად ფიქრობდა მიმი და ვერაფრით ვერ ხვდებოდა, თუ როდის ასწრებდა ეს კაცი ან დასვენებას და ან უბრალოდ გამოძინებას. დიმეომ და მხატვარმა დასაძინებლად ზედა სართული აირჩიეს. მხატვარს მანსარდა უფრო მოეწონა, მაგრამ რადგან ზამთარი ახლოვდებოდა და მანსარდის დიდი მინებიანი კარი, ღია აივანზე გადიოდა, ამიტომ გაზაფხულამდე დიმეოს გვერდით ოთახში მოთავსდა და ცალკე კიდევ უფრო დიდ ოთახში, ზამთრის სახელოსნოც მოაწყო.
-
მიდი ახლა და რამდენიც გინდა, იმდენი ხატე! - კისკისით ეუბნებოდა მიმი, აღფრთოვანებულ
მხატვარს.
მხატვარი, მართლაც გახარებული იყო, რადგან ქალაქის სახლში უფრო შეზღუდულად გრძნობდა თავს. ფიფოს საძინებელში ეძინა და იმ ოთახს სახელოსნოდ ნადვილად ვერ გადააქცევდა, ამიტომ ხშირად უწევდა დიმეოს სამეცადინო ოთახში მუშაობა. ბავშვიც ეცოდებოდა საღებავების სუნში და ზამთარშიც გამუდმებით ფანჯრებს ღიად ტოვებდა. ახლა კი თავისუფლად შეეძლო ემუშავა და ჩაძირულიყო თავის შემოქმედებაში, რადგან დიმეოს სამეცადინოდ ცალკე ოთახი, ქვედა სართულზეც ჰქონდა. მიმიმ თავისთვის და ფიფოსთვის, ზედა სართულზეც მოაწყობინა საძინებელი, მხოლოდ გამოკეტა და სანამ ფიფო არ გამოჯანმრთელდებოდა, მანამდე არც აპირებდა იქ ღამის გათევას.
ამასობაში, ჩუკის ოპერაციის დრო ახლოვდებოდა. ამდენი გადადებაც, უკვე აღარ შეიძლებოდა. მთავარი მიზეზად კი ფიფოს ოჯახის გადაბარგება დაბინავება ჰქონდა და სანამ ეს ყველაფერი ბოლომდე მოგვარდებოდა, მანამდე არც აპირებდა ოპერაციის დაგეგმვას. ახალ სახლში გადასასვლელად უკვე ყველაფერი მზად იყო, მაგრამ ჯერ სანამ გადავიდოდნენ, მანამდე მიმი აუცილებლად უნდა შესულიყო პრემიერთან და თუ რას ეტყოდა, ამაზე პიპა უკვე დღეში რამდენიმე საათი, აგენტად გასაგზავნი ჯარისკაცივით წვრთნიდა.
ყველაფერი
პიპას დასახული გეგმით მიდიოდა. ზუსტად ისე, როგორც ფიფოს ოჯახში პირველივე ფეხის შემოდგმიდან
გამოუცხადა მიმის.
თავიდან მიმი კატეგორიულ უარზე იდგა, მაგრამ რაც დრო გადიოდა, მით უფრო რწმუნდებოდა პიპას სიმართლეში და უფრო მეტად ეთანხმებოდა.
- შენ თვითონ თუ არ დაიჯერე, რომ ეს ასეა, აბა სხვას როგორ დაარწმუნებ? - პიპა კვლავ ახსნას ცდილობდა.
- ესე იგი, ნიანგის ცრემლები უნდა ვღვარო და მთელი გულით ვარწმუნო პრემიერი, ჩემს სიმართლეში, არა? - მიმის ცინიკურად ეცინებოდა.
- მიმი. - ცალყბად ჩაეღიმა პიპას. - ნაწილობრივ და ნაწილობრივზე კიდევ უფრო მეტად, შენ სრულ სიმართლეს ეტყვი! და ისე მიაწვდი ამ შენს, სულ ოდნავ გადასხვაფერებულ სიმართლეს, როგორც მას უნდა, რომ მოისმინოს და პირადად შენგან გაიგოს!
- ჰმ! - შუბლი შეკრა მიმიმ. - შევდივარ პრემიერთან და ვუცხადებ, რომ მეტის ლოდინი აღარ შემიძლია, ძალიან დავიღალე და ფიფო, აპარატიდან უნდა გამოვრთო! შესანიშნავი განაცხადია!
- თუ შენი ოჯახის კეთილდღეობა გინდა, სწორედაც რომ მასე ეტყვი.
- ჰაჰ! გულში შენც ეგ გაწყობს ალბათ და ხმამაღლა არც აღიარებ! - გესლიანად მიახალა მიმიმ.
- მიმი. - დინჯად მიუგო პიპამ. - მე გიხსნი, რომ შენ სწორედ ასე ეტყვი და არ გეუბნები და არც გიბიძგებ, რომ ასე მოიქცე. შენ მხოლოდ იმას ეტყვი, ვისაც ამის მოსმენა დიდი ხანია სურს და ამ შენი სიტყვებით, გულის წადილს აუსრულებ მას. დანარჩენი კი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ფიფო, დაუბრუნდეს თავის ოჯახს, სწორედ ისეთი, როგორიც ადრე იყო!
პიპას ხმა ბრძანებასავით გაისმა და ამ სასტიკმა და სადღაც საშინელმა ტონმაც კი მიმის ტანში ისე ცივად გასცრა, რომ ხმა ვეღარ ამოიღო.
- და არც ვაპირებ იმაზე მეტის ახსნას, რაც აქამდე გითხარი. - ისევ ცივი, გაყინული ხმით განაგრძო პიპამ. - და არც ის არის შენი საქმე, თუ მე გულში რას ვფიქრობ, მაგრამ... - პიპა შეყოვნდა.
- მაგრამ?.. - წაიკრუსუნა მიმიმ.
- ყველა ბავშვი იმსახურებს იმას, რომ სრულფასოვანი ოჯახი ჰქონდეს, რომელიც ზოგისთვის ილუზიაა, ზოგისთვის კი, აუხდენელი ოცნება. ზოგს გაუმართლა, ზოგს არა, ზოგსაც კი მეტნაკლებად. - პიპამ ამოიხვნეშა. - დიმეო ჭკუას კარგავს ფიფოს გულისთვის და მაქსიმალურს გავაკეთებ, იმაზე მეტს გავაკეთებ, ვიდრე შეიძლება, რომ ფიფო დაუბრუნდეს თავის ოჯახს და აი დანარჩენი კი შენ როგორც გინდა, ისე იფიქრე და სულაც არ მაინტერესებს შენი აზრები და ფიქრები. ძალიან კარგად ვიცი, რასაც ვაკეთებ და ისიც მშვენივრად მესმის, თუ ამ ყველაფერს, რატომაც ვაკეთებ.
პიპა კარისკენ გაემართა. მიმი მთელი ამ ხნის განმავლობაში, სულ დაძაბული უსმენდა და ახლა შვებით ამოისუნთქა. თუმცა უკვე კართან მისული პიპა, მოულოდნელად შემობრუნდა და მიმის საკმაოდ მკაცრი მზერით მიმართა:
- ამდენ უაზრო ფიქრებსა და ეჭვებს, გირჩევნია იმაზე იფიქრო, რომ პრემიერთან გადმოღვრილი ცრემლები ნამდვილი იყოს! - პიპა წამით შეყოვნდა და მერე უფრო რბილი ხმით დასძინა. - ნიანგის, მაგრამ ნამდვილი ნიანგის.
პიპას
ბოლო სიტყვებზე, მიმის გაეცინა და დაძაბულობაც მოეხსნა.
პიპა ყველაფერს მაქსიმალურად აკონტროლებდა. მიმი ზოგჯერ იმასაც კი ფიქრობდა, როცა გვძინავს, ალბათ ჩვენს სუნთქვასაც ითვლისო, რადგან ეს კაცი, ყოველ მეგობარს ახლა უკვე უფრო მეტად და სათითაოდაც უკვირდებოდა. სულ თავიდან დაიწყო, როგორც მხატვრის, ისე ქირურგის ქცევისა თუ ხასიათის შესწავლა, არაფერი უნდოდა, რომ გამორჩენოდა და მით უმეტეს, არც დეტექტივი და ადვოკატი დარჩებოდა უყურადღებოდ, მათ ყველაზე უფრო მეტად ცდიდა და წვრთნიდა.
- გალეო, როგორ დაგიმეგობრდათ?
- ფიფომ თავად შეარჩია. - დაბალი ხმით მიუგო მიმიმ. - ფიფო ისედაც სულ ძიებაში იყო, ჭკვიანი და გამჭრიახი და განსაკუთრებით კი ერთგული ხალხი შემოეკრიბა ირგვლივ და ასეც იყო.
- მაგრამ გალეოსთან, რამდენადაც ახლო მეგობრობა ჰქონდა, იმდენად ხალხში, ორივე ფარავდა ამას. - ასევე დაბალი ხმით უთხრა პიპამ.
- ჰმ, ეგეც იცი?..
პიპამ უხმოდ აიჩეჩა მხრები. რა თქმა უნდა ბევრად მეტი იცოდა, ვიდრე მიმი საერთოდ წარმოიდგენდა.
- ფიფო ასე თვლიდა საჭიროდ. - განაგრძო მიმიმ. - კარგი ბიჭია, ჭკვიანი, საზრიანი და ერთგულიო და არ მინდა ჩემს გამო, რამე შარში გახვიონ, ან ტვინი და გული მოუწამლონო, ამიტომაც გალეოს, როგორც კარგ თანამშრომელს და არა როგორც ფიფოს უახლოეს მეგობარს, ისე იცნობს დღემდე ყველა.
- ეგ, კარგია.
- ყველასათვის ცნობილია, რომ ფიფო ძალიან აფასებს ნიჭიერ და დაუზარელ ხალხს, არა ერთს და ორს დახმარებია რეკომენდაციის გაწევასა თუ გამოძიების წარმოებაში, ამიტომაც სულაც არ იყო თვალში საცემი გალეოსთვის გზა გაეკაფა, თუმცა მართლაც იმსახურებს ეს ბიჭი, მაგრამ როცა პატრონი არ გყავს, ეს ყოველთვის რთულია. თანაც ისეთ ინსტანციებში, სადაც მარტო შენი ნიჭი არ წყვეტს შენს დაწინაურებას.
- ეჰ, ეგ არასდროს შეიცვლება. - პიპამ ამოიხვნეშა.
- ამიტომაც ფიფო, მართლაც ბევრ ახალგაზრდა გამომძიებელს დაეხმარა წინ წაწევაში, მაგრამ გალეოსთან მაინც გამორჩეულად მეგობრობა აქვს. ძალიან ბევრჯერ ჰყავდა გამოცდილი და ერთხელაც ცალკე დაიბარა და აუხსნა, თუ მათი ახლო მეგობრობა, რატომ არ უნდა სცოდნოდა არავის.
- და გალეომაც, რა თქმა უნდა, მაშინვე აუღო ალღო.
- აბა, რა! - კვერი დაუკრა მიმიმ.
- მერე?
- ნუ, ამის მერე. - განაგრძო ისევ მიმიმ. - ერთ მშვენიერ დღესაც, ამ პატარა ახალგამომცხვარ გამომძიებელს, კამათი მოუვიდა, უკვე საკმაოდ კარგად გამოცდილ და დაწინაურებულს და თანამდებობის პირ კოლეგასთან და ეს ამბავიც, მაშინვე ყველასათვის გახდა ცნობილი.
- და რა ამბავი იყო, არ გახსოვს? - ჩაეკითხა პიპა. - თუ არ იცი?
- პრინციპში, კონკრეტულად არც არაფერი იყო ისეთი. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - ფიფო მწარედ ეხუმრა ხალხში, ტანმორჩილ ბიჭს. დეტექტივობა ლილიპუტებმაც მოინდომეს უკვეო, მაღალ კედელს, როგორ შესწვდები, როდესაც დაბალ ღობესაც კი ვერ გადაახტები, სხვა თუ არ დაგეხმარე და ხელში არ აგწიაო, თუ რაღაც ასეთი უკბილო და მწარე ხუმრობები იყო, რომელიც ბუნებრივია, ნებისმიერ ტანდაბალ კაცს ეწყინებოდა.
- ამაზე, რა თქმა უნდა, გალეოც გამწარდებოდა და ისიც მწარედ უპასუხებდა. - ჩაურთო პიპამ.
- დაახლოებით ასე იყო, თუმცა გალეომაც ასევე ხალხში, მაგრამ უკვე ფიფოს ზურგს უკან ხეიბარი უწოდა. ასევე ხაზი გაუსვა, რომ ღობეზე ვერც ფიფო შეძლებდა გადახტომას სხვის დაუხმარებლად და თანაც, საკითხავი ის იყო, რომ ეს ფეხი როდის დაიზიანაო, ნამდვილად სამსახურეობრივი მოვალეობის დროს თუ უბრალოდ, ავარიაში მოჰყვაო. იმ დროს სტიქიაც დაემთხვა და მერე გავლენიანი ნათლიის წყალობით, გმირის წოდება და ახალი სავარძელი უბოძესო და კიდევ ათასი მსგავსი რამ ილაპარაკა და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ფიფოს სულ სიტყვა-სიტყვით მიუცუნცულეს. ამაზე საშინლად განრისხებულმა ფიფომ, ხელი არ მოაწერა გალეოს დეტექტივად დანიშნვაზე და სხვა მასზე უფრო ნაკლები და გამოუცდელი ხალხი წასწია წინ.
- ჰმ.
- გალეო, არ ჩერდებოდა და სულ ფიფოს ლანძღვაში იყო, ფიფოს ბრძანებით კი გალეოს ყველაზე პრიმიტიულ და ზოგჯერ მართლაც უინტერესო, თუ რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - ისეთი საქმეების გამოძიებას ავალებდნენ, რომ მის თანამშრომლებს სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა. ლამის მთელი წელი ასეთი წნეხის ქვეშ იყო ეს ბიჭი და ბოლოს ფიფოს, ისევ უფროსობამ შემოუთვალა, გეყოფა ახლა დაინდე უკვეო. ფიფო კი როცა ხელს აწერდა უკვე გალეოს დეტექტივად დანიშვნის ბრძანებას, მაშინაც კი სხვების თანდასწრებით მწარედ აღნიშნა - სულაც არ მოვაწერდი ხელს, ზემოდან რომ არ დაერეკათო, ნეტა ვინ ჰყავს ასეთი ამ ბიჭს მთავრობაშიო.
- და ამ დროს, ამ ბიჭს ფიფოს მეტი, არც არავინ პატრონი არ ჰყავდა. - კვლავ ჩაურთო პიპამ.
- ჰო, რა თქმა უნდა. - ჩაეღიმა მიმის. - ფიფო კი კვლავაც სისხლს უშრობდა. ხან რაზე იბარებდა სამინისტროში და ხან რაზე. გალეო კი გამწარებული სახით გამოდიოდა მისი კაბინეტიდან და ძალიან დაბალ ხმაზე, მაგრამ მაინც ბევრი ყურის გასაგონად, შეუკურთხებდა ხოლმე ფიფოს. მერე კი ერთად, როცა ჩვენთან ჩავუსხდებოდით ბევრს ვიცინოდით ამაზე. ფიფო ეკითხებოდა, აბა დღეს რომელი მაგინე, კეთილები თუ კარგებიო. და იცი, დღემდე ასე ჰგონიათ ყველას, რომ გალეო, სულაც არ არის ფიფოს ახლო მეგობარი და ასეც უნდა დარჩეს, ფიფოს ასე სურს... სურდა...
მიმის თვალები აევსო.
- ახლა იმ ახალგაზრდა ადვოკატზეც მომიყევი რამე. - მაშინვე შეეშველა პიპა, რომ მიმის ცრემლები შეეკავებინა და ახლ თემაზე გადასულიყო.
- ჩუკი... - მიმის ნაღვლიანად გაეღიმა. - ძალიან საყვარელი და საოცრად ერთგული ბიჭია.
- კარგია, როცა ირგვლივ არც იმდენად ცოტა ერთგული მეგობარი გყავს და მაინც როგორ გაიცანით? უფრო სწორად, როგორ დამეგობრდით?
- ოო, ეს ისეთი ამბები იყო... - მიმიმ თავი გააქნია.
- სხვა სიტუაციაში გეტყოდი, თუ გინდა ნუ მომიყვებიო, მაგრამ ახლა მართლა მაინტერესებს. - პიპა წამით შეყოვნდა. - და მშვენივრად იცი შენც, ამ ინტერესის მიზანი. არანაირ შემთხვევაში, სულ ერთი წამითაც არ უნდა დავუშვათ და ერთი მილიგრამითაც არ უნდა გამოგვრჩეს, თუ კი სადმე ღალატის სუნს იგრძნობ.
- რას ამბობ? - შეიცხადა მიმიმ. - ჩუკი საოცრად ერთგულია! მართალია, ყველაზე გვიან ის გავიცანით და დავიმეგობრეთ, მაგრამ განა რომელიმეზე ნაკლებად ვენდობი?!
- ჰოდა, მეც გამაცანი იმ დროიდან, როცა შენც გაიცანი. - პიპა წამით შეყოვნდა. - მინდა უფრო მშვიდად ვიყო, როცა იმაზე მეტი მეცოდინება რაც ახლა ვიცი.
- და ასე დეტალებში, რომ გაიგებ ჩუკი როგორ დაგვიმეგობრდა, მაშინ შენ მშვიდად დაიძინებ? - ცინიკურად ჩაეღიმა მიმის.
- საერთოდ, როცა აგენტებს სადმე აგზავნიან, ან თუნდაც ბანდაში, სექტაში უნდა მისი შეგზავნა, ეს ასე უცებ არ ხდება. არც ის არის, რომ მიხვალ და მაშინათვე კარს გაგიღებენ. ამისთვის ზოგჯერ წლობით ამზადებენ, ჯერ სანამ გაუშვებენ და მერე ის თვითონვე არც თუ ისე ცოტა ხანი ცდილობს, რომ იმ მარაქაში გაერიოს, იმათიანი გახდეს, იქაური გახდეს და ნურავინ იტყვის, რომ ადამიანის შესაცნობად წლებია საჭიროო.
- როგორ ნურავინ იტყვის? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - ასე ვიცი და ასეა, რომ მართლა წლები უნდა გავიდეს, გამოიცდება და...
- სულაც არა! - თავი გააქნია პიპამ. - ადამიანის გასაცნობად შეიძლება ერთი საათიც არ დაგჭირდეს და ზოგჯერ კი ეს ერთი საათიც წლებს უდრის, მაგრამ სწორედაც რომ იმ ერთ საათში გაარკვევ, რადგან ადამიანის შესაცნობად წლები კი არა, მხოლოდდამხოლოდ, სიტუაციაა საჭირო.
- ჰმ. - მიმის ცალყბად ჩაეღიმა.
- მომიყევი, აბა გისმენ.
- რა ვიცი, რა მოგიყვე? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - ან საიდან დავიწყო?
- როცა პირველად ჩუკის შეხვდით და როგორ გაიცანით? - არ ეშვებოდა პიპა. - ვიცი, ფიფო იმდენად გამჭრიახი გონების კაცია, რომ ასე უბრალოდ და უმიზეზოდ, სახლის ზღრუბლსაც კი არ გადმოაბიჯებინებდა ვიღაც უცხოს.
- და შენ წარმოიდგინე, სრულიად უცხო იყო, ჩვენს სახლში რომ გვესტუმრა!
- მართლა? - გულით გაიკვირვა პიპამ და მშვენივრად მიხვდა, სწორედაც რომ ახლა იყო მიმის ალაპარაკების დრო, რადგან რამდენჯერაც ჩუკიზე ჩამოუგდო სიტყვა, მიმი ხან ნებით თუ უნებურად, სულ თემას ცვლიდა და თითქოს, საიდუმლოდ ინახავდა მათი გაცნობის ამბავს.
ეს ახლაგაზრდა ადვოკატი კი პიპას ყოველთვის რაღაც უცნაურად უმზერდა, თითქოს სადღაც მინახიხარ, ან გიცანიო, სწორედ ასეთი გამომეტყველება ჰქონდა ჩუკის. პიპა კი ბევრს ფიქრობდა ამაზე, თავადაც კარგად აკვირდებოდა, მაგრამ არანაირად არ ეცნობოდა ეს ბიჭი. მთელი მისი სანათესაო თუ საახლობლო გადაქექა, მაგრამ ფიფოს ოჯახის გარდა, არსად არ იკვეთებოდა მათი ნაცნობობა.
- იცი. - ამოხვნეშა მიმიმ. - საშინლად არ მიყვარს ამის გახსენება.
- მართლა საშინლად რომ არ მაინტერესებდეს. - მიუგო პიპამ. - არც გკითხავდი და არც გაგაწვალებდი მოყოლითა თუ გახსენებებით.
- მოგიყვები და დასამალიც განა რამეა, მხოლოდ ერთი პირობით.
- გააჩნია პირობასაც.
- აი, ხედავ? როგორი კაცი ხარ! - იწყინა მიმიმ. - ყველაფერი გინდა იცოდე და შენ თვითონ დღემდე წესიერად არც მოგიყოლია, როგორ და რანაირად იპოვნე დიმეო!
- რამდენჯერმე შევეცადე ახსნას, მაგრამ შენ არც მისმენ და არც გჯერა და უკვე აღარც ვაპირებ რამის თქმას.
- მოგიწევს! - მიმიმ მზერა გაუსწორა. - რადგან მე თუ მოგიყვები, როგორ გავიცანით ჩუკი, შენც დეტალებში, უნდა მომიყვე, თუ როგორ იპოვნე ბავშვი!
- ნუ, რადგან ასეა, ჯერ შენ დაიწყე. - ჩაეღიმა პიპას.
- იცოდე! - თითი დაუქნია მიმიმ. - ტყუილს ვეღარ ავიტან!
- გპირდები! სიტყვას გაძლევ, მხოლოდ ნურავის დამაფიცებ!
„თორემ რომ დაიფიცო, მაშინაც კი შეეცდები ალბათ ჩემს მოტყუებას. მაინტერესებს, ნეტა ერთი, როგორ მომიყვები. სულ თვალებში უნდა გიყურო, მართლა არაფერი გამომეპაროს და მართლა არაფერი მომატყუო.“
ფიქრობდა მიმი და ახლა მთელი შემართებით დაიწყო იმის მოყოლა, თუ როგორ გაიცნო ჩუკი.
- ახალი წლის ღამე იყო. - დაიწყო მიმიმ. - ან ერთი დღით ადრე, უკვე ვეღარც ვიხსენებ ზუსტად, რადგან სულ ვცდილობ, რომ ის დრო, დავივიწყო.
- ახლა შეეცადე, რომ კარგად გაიხსენო.
- საღამო ხანი იდგა. ჩვენ დაბალი შუქი გვენთო, თუ ეგეც არ გვენთო. მგონი ქუჩის ლამპიონების სინათლე შემოდიოდა. გარეთ ბათქა-ბუთქი და ყიჟინი იყო. უკვე არავის ველოდით მე და ფიფო, ლამის უკვე ჩამქრალ ბუხართან, თითქმის უსიცოცხლოდ ვიჯექით. დიმეო მგონი უკვე ორი კვირის დაკარგული იყო, ან ერთი... ვაიმე, აღარ მახსოვს... - მიმის სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა. - ასე მართლა როგორ ამერია და დამავიწყდა...
- მერე? - შეეშველა პიპა. - არავის ველოდითო და ალბათ ზარიც გაისმა, ჰო? ვიღაც მოვიდა?
- ვიღაც ახალგაზრდა, სიმპათიური ბიჭი, ტკბილეულის კალათით ხელში კარს მოგვადგა. - განაგრძო მიმიმ. - თანაც, საკმაოდ ელეგანტურად გამოყურებოდა, რომ მეფიქრა ალილოზე მოვიდა, თუ მოწყალების სათხოვნელად. ფიფო თითქოს ჯერ არც უშვებდა სახლში. მაშინვე ვიგრძენი, რომ საშინლად არ ესიამოვნა ამ ბიჭის დანახვა, თუმცა მაინც შემოიპატიჟა, ან თავად შემოვიდა. დივანზე მიწოლილი ვიყავი და იქიდან ვხედავდი სამზარეულოში როცა დასხდნენ და ფიფომაც იქ შუქიც აანთო. ასე დაწვრილებით იმიტომ ვყვები, რომ მე თითქმის არც კი ვჩანდი და მათ კი კარგად ვხედავდი.
- ალბათ, ამასაც აქვს მნიშვნელობა, თუ რატომ არ ჩანდი?
- არა, არ ვიმალებოდი. - თავი გააქნია მიმიმ. - უბრალოდ, კარგად ვერ მხედავდა ის ბიჭი. ჰოდა, როცა აღმოჩნდა, რომ ეს ღამის, მოულოდნელი და თანაც, დაუპატიჟებელი სტუმარი, იმ პატიმარი ქალის ადვოკატი იყო, რომელიც ფიფომ დღისით, დაკითხვაზე სცემა.
- რაა? - პიპას გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა. - ჰმ, ფიფომ?..
- ჰო, მეც ძალიან გამიკვირდა და ვიკადრე დივნიდან ძლივს, ძლივობით წამოდგომა და იმ ბიჭმა, როცა შემომხედა სახეზე რა დღეშიც ვიყავი, საშინლად შევეცოდე და მაშინვე, იმ წამსვე გადაწყვიტა ჩემი დაცვა და უნდა გენახა, ფიფოს რა მტრული თვალი შეავლო.
- მოიცა, მოიცა. - შეაჩერა პიპამ. - შენ, სახეზე რა გჭირდა? ახლა არ თქვა, რომ ფიფომ.... ფიფომ... - სუნთქვა შეეკრა პიპას და თვალები რისხვით აენთო.
- არა, არა! ფიფომ არა. - ღიმილით გააქნია თავი მიმიმ და დაწვრილებით მოუყვა, თუ როგორ გამოგლიჯეს ხელიდან დიმეოს გამოსასყიდი თანხა და როგორ იყო დაშავებული.
- მდაა. - გაკვირვებით ამოიხვნეშა პიპამ. - მე როგორც ვიცი, ფიფო ყოველთვის ცნობილი იყო იმით, რომ დაკითხვაზე, არასდროს არც ერთი პატიმრისა, თუ ეჭვმიტანილისთვის დაურტყამს ხელი და ქალზე როგორ გაიწია?
- დიმეოს გატაცება ამ ქალის და მისი ბანდის დაპატიმრებას მოჰყვა და ირიბად, მაინც გარეული იყო ეს ქალიც.
- ჰმ. - თავი ჩაეღიმა პიპას. - აი ახლა უკვე მესმის ფიფოსი და შენ კი, არასდროს გესმოდა ჩემი.
- ნუ ცდილობ, რომ შენი კრიმინალური ცხოვრება, ასე გაამართლო! - გაკაპასდა მიმი.
- არაფერს ვცდილობ! - თავი გააქნია პიპამ. - უბრალოდ, მესმის ფიფოსი. მშვენივრად მესმის, თუ იმ წუთას რასაც გრძნობდა და ბუნებრივია, იმ მომენტში თავის გაკონტროლებაც გაუჭირდა.
- ფიფოსგან განსხვავებით, შენ მშვენივრად აკონტროლებდი თავსაც, სიტუაციასაც და სხვებსაც, როცა დანაშაულს სჩადიოდი! - მკვახედ მიახალა მიმიმ.
- არაფრის ახსნას არ ვაპირებ, მიმი. - მშვიდი ხმით მიუგო პიპამ. - ჩემი მახინჯი წარსულით, არაფრის მტკიცებას არ დაგიწყებ. მშვენივრად მახსოვს, თუ როდის და რა მომენტში ვერ ვაკონტროლებდი თავს და რატომაც გავაგრძელე ამის კეთება და შენ წარმოიდგინე, ისიც კი კარგად მახსოვს, თუ რატომაც შევჩერდი და შევეშვი.
- ჰმ, აბა არც არაფერი მახსოვსო, ჩემი წარსული სულ გადამავიწყდაო. - ცინიკურად აღნიშნა მიმიმ.
- დიმეოსთვის ასეა საჭირო, რომ საერთოდ აღარაფერი მახსოვდეს და იმედია, შენც ამასვე ფიქრობ. - მიუგო პიპამ. - თუმცა, იქ იმ მონასტერში და საერთოდ იმ ტყეში, როგორ და როდის დავიწყე ცხოვრება, ამას მართლა დღემდე ვერ ვიხსენებ. ჩემი ცხოვრების ის ათი წელი, სადღაც ისეა ჩაკარგული, რომ... - პიპა გაჩუმდა. ან რაღა უნდა ეთქვა, რადგან მართლა არაფერი ახსოვდა, თუ როგორ აღმოჩნდა მთის წვერზე სრულიად სამყაროს მოწყვეტილ მონასტერში.
- ჰო, მაგრამ როცა დიმეოს შეხვდი, მაშინ მგონი მშვენივრადაც აზროვნებდი და არც არაფერი გეშლებოდა. - ეჭვიანი სახით ჩააშტერდა მიმი.
- ეგ მართლაც საოცარი გამოღვიძება იყო. - პიპას თვალებში სითბო ჩაუდგა და ის ცივი გაყინული მზერაც სადღაც გაქრა.
- მერე? - ახლა მიმი შეეშველა. - გისმენ, ახლა შენი ჯერია, ყველაფერი დაწვრილებით უნდა მომიყვე.
- აუცილებლად მოგიყვები, მხოლოდ ამ საღამოს. - მიუგო პიპამ.
- რა ამ საღამოს?! - შეიცხადა მიმიმ. - ლამის თავზე დაგვათენდა!
- ჰოდა, ამ საღამოს-მეთქი. - კვლავ მშვიდი ხმით მიუგო პიპამ. - ახლა კი კვლავ ის გავიმეოროთ, თუ პრემიერთან როცა შეხვალ, განსაკუთრებით ხაზი რას უნდა გაუსვა და როგორც შევთანხმდით, არანაირი გაზეპირებული სიტყვები. ერთი და იგივე შინაარსის რამ, სწორედაც რომ სულ სხვადასხვა სიტყვებით უნდა მოყვე.
მიმი წამოდგა, სარკეს თვალი შეავლო და მოიღუშა.
- ასეთი დასიებული და ღამე ნათევი თვალებით, გარეთ საერთოდ როგორ უნდა გავიდე?
- ღამე სპეციალურად გაგათევინე, რადგან სწორედაც რომ ასეთი გამომეტყველება უნდა ჰქონდეს ქალს, რომელიც იძულებულია, ხაზს ვუსმევ, იძულებულია, რომ უსაყვარლესი მეუღლე აპარატიდან უნდა გამორთოს. - მიუგო პიპამ. - ძალიან რთულია უკვე, დეკრეტში გასული, მარტოხელა ქალის ეს გადაწყვეტილება, ფაქტიურად შვილებს მამას ართმევს, თუმცა დღეს როგორი რთულია, ასეთი მძიმე ავადმყოფის მოვლა და მისი მკურნალობა. მიმი, ეს ყველაფერი ჩვენ უკვე იმდენჯერ გავიარეთ და განა რამეა ამაში ტყუილი, რომ გაგიჭირდეს ამის ახსნა?
- ჰო.. რა ვიცი... - ამოიხვნეშა მიმიმ. - და რა ჩავიცვა? როგორ ჩავიცვა?
- ჯერ ის რაც გეტევა და მერე სადად და ელეგანტურად, არც ზედმეტად გადაპრანჭულად, თუმცა ამას რატომ მახსნევინებ? - ცალყბად ჩაეღიმა პიპას. - შენ ხომ ყოველთვის სადა და ამასთანავე ელეგანტური იყავი. ჰოდა, ჩვეულებრივად ჩაიცვი, შენებურად და არაფერი განსაკუთრებული.
მიმიმ უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- და რაც შეეხება მაკიაჟს... - განაგრძო პიპამ.
- ვაიმე, როდის ვითხიპნებოდი ზედმეტად? - კოპები შეკრა მიმიმ.
- არც ახლაა საჭირო, თუმცა პომადა სჯობს, რომ ბრმად შეარჩიო. - კვლავ განაგრძო მიმის დამოძღვრა პიპამ. - ნებისმიერი აიღე, რომელიც ხელში მოგხვდება ის წაისვი და არა აქვს მნიშვნელობა, შენს ჩაცმულობას მოუხდება თუ არა და მუქი სათვალეც მოიხდინე.
- ჯერ კარგია, თვალები დასიებული რომ დაგეტყობაო და ახლა მუქი სათვალე გაიკეთე, მოგიხდებაო. - წყენას ვერ ფარავდა მიმი.
- მუქი სათვალით შეხვალ და მერე ისე, სასხვათაშორისოდ, მოიხსნი კიდევაც, რადგან თვალს მომდგარ ცრემლს, სათვალის ქვეშიდან ხომ ვერ მოიწმენდ?
- კარგი, ჰო. - უკმაყოფილოდ დაეთანხმა მიმი. - სასტიკად მშია, თუ უზმოზე უნდა შევიდე პრემიერთან? - დაასრულა სიცილით.
- სანამ შენ მოიკაზმები და ქვემოთ ჩამოხვალ, საუზმეც მზად დაგხვდება. - მიუგო პიპამ და კარი გაიხურა.
LEX. 2023 წლის 29 დეკემბერი, პარასკევი.

No comments:
Post a Comment