13.
- სხვა დროს შეეცადე,
რომ ნაკლებად გამოიჩინო თავი. - მაკამ ჭიქა მიუჭახუნა.
დინა დაიბნა. დარწმუნებული იყო, მაკა ექიმი შეაქებდა, ხოტბას შეასხამდა, ასე სწრაფად და ოსტატურად როგორ იმოქმედეო, მაგრამ შეცდა. მაკა თითქოს, საყვედურობდა კიდევაც, ასეთი ინიციატივის გამოჩენის გამო.
- რა ყურები ჩამოყარე? - გაეღიმა მაკას. - ეს ძალიან კარგია, რომ არ დაიბენი და ყველაფერი კარგად დამთავრდა და სხვათა შორის, ამაში შენი დიდი წვლილია, მაგრამ სხვა დროს, მოერიდე ხოლმე, ასეთი ინიციატივის გამოჩენას, რადგან არ მინდა ჩანდე, ასეთ საქმეებში, გესმის რა ვიგულისხმე?
- ჰოო. ახლა მივხვდი. - დინას ცოტა გულზე მოეშვა.
- თუმცა თავიდან აშკარად გეწყინა, მაგრამ მართლა არ მინდა ასეთ საქმეებში კარგად ჩანდე. - მაკამ ახლა ხმას დაუწია. - ყველაფერს ყურები აქვს, კედლებსაც, ფანჯრებსაც და ხალხი კი ორპირია. თავის წილსაც აიღებს და თითით სხვაზეც მიანიშნებს, ამიტომაც მინდა გაერიდო და მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთო, როცა ჩემთან იქნები შეთანხმებული.
- კარგი. ამის მერე გავითვალისწინებ. - ახლა უფრო მეტად მოეშვა გულზე დინას.
- იცი, მე მაინც ვშიშობ და ვფრთხილობ. - ჩაფიქრებული ხმით დაიწყო მაკამ. - როდესაც ბავშვი გაიყვანე, ვინმემ ხომ არ შეგამჩნია?
- არა. - თავი გააქნია დინამ.
- დარწმუნებული ხარ? - ჩაეკითხა მაკა. - იქნებ, შენ ვერ შეამჩნიე და მაინც ვინმემ დაგინახა?
- აარაა... არა მგონია... - დინა ჩაფიქრდა.
- არ გგონია, თუ დარწმუნებული ხარ? - კვლავ ჩაეკითხა მაკა.
- ბავშვი ხელში სულაც არ მეჭირა! სვიტერში ჩავისვი, თან ზემოდან პალტოც მეცვა. - დინა წამით შეყოვნდა. - ბავშვიანს არა, მაგრამ ორსულს უფრო ვგავდი.
- ჰაჰ! - კიდევ კარგი ჩვილი არ მოგუდე!
- ისე ჩავისვი, რომ არ გამოჩენილიყო, თან საჰაეროც რომ ჰქონოდა.
- ჰა! ჰა! ჰა! - მაკას გულიანად გაეცინა. - რა, ოპერატიულად გიმუშავია?! აი, ყოჩაღ! მაგრამ მაინც ძალიან, ძალიან ფრთხილად! - მაკამ თითი დაუქნია.
დინას ცალყბად გაეღიმა. აშკარა იყო, შექება ესიამოვნა.
- ვცდილობდი ისე გავსულიყავი, რომ ყველას მოვრიდებოდი.
- ეგ სიფრთხილე ძალიან კარგია, მაგრამ ნურც ზედმეტად აარიდებ თვალს, რადგან მერე უფრო საეჭვოდ არ გამოჩნდე. - მაკა გაჩუმდა და შეეცადა, უფრო დაწვრილებით აეხსნა. - ზოგჯერ კი არც უნდა მოერიდო და განსაკუთრებით მაშინ, როცა იმ მომენტში, სხვა გზა არ გაქვს! პირიქით, მშვიდად და ამაყად უნდა ჩაუარო და ამასთანავე, არც გამარჯობის თქმა უნდა დაგავიწყდეს.
დინამ უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- აბა ერთი, წარმოიდგინე! - განაგრძო მაკამ. - რომელიმე შენი, თუნდაც შორეული ნაცნობი, მოდის შენს გზაზე და უცებ დაგინახა თუ არა, სადღაც შეუხვია! ან გამარჯობა უთხარი და თვალი აგარიდა, ვითომ ვერ დაგინახა! ან კი, ძლივს გიპასუხა და მაშინვე სახეც აგარიდა! ან თუნდაც, შენს დანახვაზე, ფეხს აუჩქარა და ცდილობდა, დროულად გაგცლოდა. - მაკას ჩაეღიმა. - დარწმუნებული ვარ, ისე დაგაეჭვებს მისი ქცევა, რომ ლამის კვალშიც შეიძლება მიჰყვე!

- ესე იგი, უჩვეულოდ არ უნდა მოვიქცე. - მიუგო დინამ.
- დიახ! მოიქეცი ისე, როგორც სხვა დროს, ჩვეულებრივ იქცევი ხოლმე! - კვერი დაუკრა მაკამ. - შენი სახის გამომეტყველება, მთელი შენი სხეული უნდა ასხივებდეს იმას, რომ დასამალი, არაფერი გაქვს! და არც ვინმეს დანახვაზე გერევა გული, ან ნერვები გეშლება!
- ჰმ. გასაგებია. - ჩაეღიმა დინას.
- ახლა ისე, ძაან კისერზეც ნუ ჩამოეკიდები. - სიცილით დაასრულა მაკამ დინას დამოძღვრა.
დინასაც გულიანად გაეცინა.
- და ელზას გარდა, იმ პალატაში, ვინმე თუ იყო კიდევ? - კვლავ ჩაფიქრებული ხმით ჰკითხა მაკამ.
- ელზა იდგა მარტო! ისეთი დაბნეული, შეშინებული და მეტი, არავინ იყო! ბავშვი კი, ისე გავიყვანე და უკანა გასასვლელიდან, კიბეები ისე ჩავიარე, რომ არავის დავუნახივარ. პალტოში ჩავმალე, არც ჩანდა.
- ჰო, ეგ უკვე მითხარი და მერე? იქამდე, როგორ მიიყვანე?
- პარალელურ ქუჩაზე გავედი და მხოლოდ იქ გავაჩერე ტაქსი. ამ დროს, ბავშვი უკვე ხელში მეჭირა. მერე, სულ სხვა მხარეს ჩამოვედი და იქიდან კიდევ ორი ტაქსი გამოვიცვალე. კიდევ კარგი, ბოთლით საჭმელიც მქონდა წამოღებული.
- ჰმ, ყოჩაღ შენ! - გულიანად შეაქო მაკამ.
- გზაში ორჯერ ვაჭამე, რომ არ ეჩხავლა. აგარაკთან, არც იმდენად ახლოს ჩამოვედი. ერთ სახლთან შევუხვიე, სანამ ტაქსი არ წავიდა, არც გამოვჩნდი. მერე ცოტა ფეხით მომიწია გავლა. არავის დავუნახივარ.
- მოკლედ, მართლა ყოჩაღ, შენ, რა! ყოჩაღ შენ! - მაკამ აღფრთოვანება ვერ დაფარა. - მაგრამ იცოდე, რომ საკმაოდ დიდ რისკზე მიდიოდი, ვინმეს რომ დაენახე? ან იქნებ, დაგინახა კიდევაც?
- იმ აგარაკზე, ყოველთვის სხვადასხვა პარიკებით ავდივარ და თან სხვა დროს, ტაქსიდან არც ჩამოვსულვარ.
- ჰმ, და საინტერესოა, კარი როგორ გაგიღეს? როგორ გენდეს?
- მაკა ექიმმა გამომგზავნა-მეთქი, თან ჩვილიც ხელში მეჭირა. ისე, ცოტა კი გაუკვირდათ.
- ჰაჰ! გაუკვირდებოდათ აბა, რაა. - ჩაეღიმა მაკას. - დღეისთვის არც ვიყავით შეთანხმებული.
- ავუხსენი სიტუაცია და...
- და გაოგნებული გიყურებდნენ არა? ჰა! ჰა!
დინასაც გაეცინა.
- და იქიდან, როგორ წამოხვედი? იქნებ მაშინ შეგამჩნია ვინმემ? - კვლავ ჩაეკითხა მაკა.
- გოგოებმა, ჩვენი ტაქსი გამომიძახეს, მხოლოდ უფრო ქვემოთ, სოფლისკენ დაიბარეს და იქამდე, ფეხით ჩავედი.
- მოკლედ, კიდევ ყოჩაღ შენ! - კვლავ კიდევ ერთხელ შეაქო მაკამ. - შენ პრემია გეკუთვნის, მხოლოდ უფრო მსუყე და ამჯერად უკვე, ბევრად სერიოზული.
დინას სიხარულისგან, ლამის გული ამოუვარდა. ნეტა რა უნდა ყოფილიყო, ეს მსუყე პრემია, ან რამდენი? ანდა, რა მნიშვნელობა ჰქონდა? პრემია, ისედაც კარგი იყო და თანაც, ჩვეულზე მეტად მსუყე! მშვენიერი იყო!
- იცი, რა ვიფიქრე. - დაიწყო მაკამ.
დინა სმენად იქცა.
- აი, ჩემს პირდაპირ, ორ ოთახიანი ბინა გირავდება. ქირის გადახდას, მგონი ნაგირავები ბინა არ სჯობს? თანაც, იმ გირაოში გადახდილ თანხას, მოგვიანებით ისევ უკან იბრუნებ. ქირა კი, მაინც გადაყრილი ფული გამოდის.
- ვაიმე, რა მაგარია! - აღფრთოვანება ვერ დაფარა დინამ, თუმცა მაშინვე ჩამოყარა ყურები. - მერე გააჩნია, რამდენად აგირავებს? - დინამ ამოიხვნეშა. - ასეთ უბანში და ასეთ კარგ კორპუსში...
- ეგ არ არის პრობლემა! - მხიარულად მიუგო მაკამ. - მე დაგეხმარები, შეგიძლია ხვალვე აიბარგო და გადმოხვიდე!
- ხომ მაგრამ, ეგ იმხელა თანხა იქნება. - დინას მაკას შეთავაზება, თან ძალიან უხაროდა და თანაც, გული უსკდებოდა. მართლაც, საიდან უნდა მოეტანა ასეთ პრესტიჟულ უბანში, ასეთი კარგი ბინის ფული?
- ხომ გითხარი წეღან, მსუყედ უნდა დაგასაჩუქროო? - კვლავ მხიარული ტონით მიუგო მაკამ. - ჰოდა, მე ვიგირავებ მაგ ბინას! კონტრაქტსაც, მე გავუფორმებ! შენ კი, ყოველ თვეში ჩამირიცხავ სწორედ იმდენ ქირას, რამდენსაც ისედაც იხდი იმ პაწაწუნა უკომფორტო ბინაში და თანაც, ეს ფული, ხომ უკანვე დაგიბრუნდება? ჰა? რას ფიქრობ?
- არც კი ვიცი, რა გითხრათ... - დინას თვალები აევსო.
- და, რა გინდა, რომ მითხრა? - ღიმილით მიუგო მაკამ.

დინა ხმას ვეღარ იღებდა.
- ისე, თუ არ გინდა, ნამდვილად ვერ დაგაძალებ! - მხრები აიჩეჩა მაკამ. -
აბა, რა გინდა? გინდა, რომ ისევ იმ სოროში გააგრძელო ცხოვრება? მერე რა რომ ცალკე ხარ და ოთახში მარტო ცხოვრობ.
- ბედს, მაინც არ
ვემდური. - დინამ ნაღვლიანად ჩაიღიმა.
- ბედს რომ არ ემდური, ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ წინ აღარ უნდა წახვიდე?!
- მშობლიურ სახლში, ოთახი კი არა, ჩემი კუთხეც კი არ მქონდა. - თავი გააქნია დინამ.
- ბედს რომ არ ემდური, ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ წინ აღარ უნდა წახვიდე?!
- მშობლიურ სახლში, ოთახი კი არა, ჩემი კუთხეც კი არ მქონდა. - თავი გააქნია დინამ.
- ჰმ, მერე? - ცალყბად ჩაეცინა მაკას.
- ნუუ, აქ
კი ცალკე ვარ, ჩემთვის! - განაგრძო დინამ. - სამზარეულო კი საერთოა, რადგან სხვა მდგმურებიც სარგებლობენ.
- მაინც, ძალიან რთულია. - ნაღვლიანად ჩაურთო მაკამ. - თუმცა, ძველ ყოფასთან შედარებით...
- ტუალეტიც საერთოა
და ეზოშია, მაგრამ არც ზამთარში გამჭირვებია, რადგან ისე გავიზარდე, ნორმალური საპირფარეშო
არც მქონდა ნანახი. - დინამ უსიამოვნოდ აიჩეჩა მხრები.
მაკა თვალს არ აცილებდა და გულში უკვე, დინას საბოლოოდ თავის კლანჭებში მოქცევას ზეიმობდა.
- მეზობლებს, მეც სოფლიდან ჩამოსული ვგონივარ. - ცინიკურად აღნიშნა დინამ. - აბა მართლა, იმას ხომ არ ვიტყოდი, რომ დედაქალაქში კი გავიზარდე, მაგრამ... - დინამ ხელი ჩაიქნია. - ნებისმიერი სოფლის ქოხი თუ არ სჯობდეს, ჩემს მშობლიურ ნესტიან სარდაფს.
- აი, ეს ძალიან კარგია, რომ
არ ივიწყებ, ვინ ხარ და საიდან მოხვედი. - აღნიშნა მაკამ.
დინამ ცალყბად გაიღიმა. თითქოს,
არც ესიამოვნა მაკას მინიშნება.
- არა, ჩემო კარგო, არა. -
დაუყვავა მაკამ. - ამას იმიტომ კი არ გეუბნები, რომ შენ გული გატკინო, არამედ როცა
გახსოვს, ადრე როგორი ცხოვრება გქონდა და ახლა როგორი, უფრო დააფასებ, უფრო შეირგებ
და უფრო არ უღალატებ...
- რა ამბობთ, მაკა ექიმო!
- შეიცხადა დინამ. - თქვენ თუ გიღალატოთ, იქვე გამისკდეს მიწა!
- კარგი, ნუ იწყევლები. - გაეცინა
მაკას. - მოკლედ გადმოდიხარ, ჩემს მეზობლად, ახალ ბინაში!
- რა ვიცი, მაკა ექიმო...
- დინამ დაბნეულად აიჩეჩა მხრები.
- რატომ იხევ უკან? - გაიკვირვა
მაკამ. - რადგან შემოგთავაზე, ესე იგი, მაქვს ამის სურვილიც და საშუალებაც! შენ ხომ
არ გითხოვნია? მე თვითონ გთავაზობ, ჩემივე სურვილითა და ნებით!
დინა უხერხულად აიწურა. როგორ
არ უნდოდა? საშინლად უნდოდა, მაგრამ მაინც რამდენი იქნებოდა ეს ქირა, რომ ამხელა ბინა
ექირავა.
- მომისმინე, გოგონი. - განაგრძო
მაკამ. - არც იმდენად ქველმოქმედი ვარ და მშვენივრად ვიცი, ვის როგორი და რამდენი პატივი
უნდა ვცე და რატომ.
- თქვენ ყველაზე კეთილი ადამიანი
ხართ, ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია. - დინამ ამოიხვნეშა და მადლიერი თვალები მიანათა.
- დიახ! - კვერი დაუკრა მაკამ.
- კეთილი ვარ და არ მეშლება სიკეთე და აშკარად ვხედავ რომ უკან იხევ და რატომ?
დინამ თავი ჩაღუნა, კვლავ ვერ
ბედავდა გადაწყვეტილების მიღებას.
- ალბათ ფიქრობ, რომ ყველას
ასე ხელგაშლილი ვიღებ და ყველას ასე გულში ვიკრავ? - მაკა თვალებში ჩააშტერდა. - შენ
ხომ არ გგონია, რომ მთელი სამშობიარო მე დავასახლე და მე ავაშენე? სულაც არა, მაგრამ
შენ პირველივე დღიდანვე, რაღაც სულ სხვანაირად დაგადგი თვალი! ისეთი რამ ჩაატარე, რომ
მივხვდი, შენში დიდი პოტენციალი იქნებოდა და ბევრსაც მიაღწევდი, თუ სწორ გზას აირჩევდი
და აი, ხომ ხედავ? არც შევმცდარვარ.
- ძალიან მრცხვენია იმ დღის.
- წამოწითლდა დინა. - რამდენი გამახსენდება, იმდენი ისევ ისე სირცხვილის გრძნობა მიჩნდება.
- ჰოდა დაივიწყე ახლა ის სირცხვილი!
- შემართებით დაიწყო მაკამ. - ჩატოვე წარსულში! გაავლე პარალელი წარსულსა და აწმყოს
შორის და შეადარე, რომელი გირჩევნია?
- აღარასდროს დავბრუნდები იქეთ!
- მტკიცედ ხმით მიუგო დინამ. - ახლა ძალიან ბედნიერი ვარ!
- რა თქმა უნდა! - კვერი დაუკრა
მაკამ. - საკმაოდ დაფასებული ექთანი ხარ, ყველა გაქებს, ხელფასიც გაქვს იმდენი, რომ
ბინასაც თავად ქირაობ და აბა გაიხსენე ვინ იყავი? და ამას იცი, რატომაც გახსენებ.
დინამ უხმოდ დაუქნია თავი.
- წინათ, მხოლოდ იმას ნატრობდი,
რომ მშიერს არ დაგეძინა, ლამაზ ტანსაცმელზე არც კი ოცნებობდი. - მაკა წამით შეყოვნდა.
- არც კი არა, ვერც ოცნებობდი და დაიმახსოვრე, ამას მხოლოდ შენთვის ვამბობ და მარტო
შენთან, ყოველთვის გაავლე პარალელი ვინ იყავი და ვინ ხარ ახლა!
- არასდროს დამავიწყდება!
- ისე უპასუხა დინამ, თითქოს ფიცი დადოო.
- და ამ ყველაფერს შენ თვითონ
მიაღწიე! შენივე შრომით!
- თქვენ რომ არ დამხმარებოდით,
მაკა ექიმო...
- მე მხოლოდ და მხოლოდ გზა
გიჩვენე! - მიუგო მაკამ. - დანარჩენი კი, შენი
დამსახურებაა, შენი არჩევანი იყო.
- გზა კი არა, იმდენი საჩუქრები
მაქვს თქვენგან მიღებული, რომ ვერასოდეს ამოვალ თქვენი ვალიდან. - დინამ მადლიერი თვალი
შეავლო.
- ვალი, არაა! - გაეცინა მაკას.
- აბა რის ვალი? იმ ჭინჭებს სთვლი ვალად, რომლის ჩაცმაც ან აღარ მინდა, მომბეზრდა ან
ვეღარ ვეტევი? ჰმ. დიდი ამბავი თუ ჩემი გამონაცვალი გიბოძე.
- რას ამბობთ, მაკა ექიმო.
- შეიცხადა დინა. - რა ეტყობა გამონაცვალის და თან ყველაფერი, ისეთი ხარისხიანია, რომ
გოგოები შურით მიყურებენ.
- დიახაც, სხვები უნდა გასკდნენ
გულზე! - გაეცინა მაკას. - ვისაც ჩვენი სიკეთე და კეთილდღეობა არ უხარია.
- უაღრესად კეთილი ხართ, მაკა
ექიმო. - თვალები აევსო დინას. - ბევრსაც აქვს ასე თავზე საყრელად, მაგრამ ცალი წინდაც
კი არ ემეტება.
- ნუ რას ვიზამთ?! - ჩაეცინა
მაკას. - არ ემეტება და ოხრადაც დარჩენია!
პასუხად დინასაც გაეცინა.
- მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ.
- განაგრძო ისევ მაკამ. - მე ვიგირავებ ბინას, სამ წლიან კონტრაქტს გავაფორმებინებ
ჯერ და მერე ვნახოთ. შენ კი, ყოველ თვე იმ გირავნობის თანხას შემივსებ!
- და რამდენი იქნება, თვეში?
- სასოწარკვეთილი ხმით იკითხა დინამ.
- ზუსტად იმდენი, რამდენსაც
ახლა იხდი, იმ საერთო საცხოვრებელში! - მტკიცედ მიუგო მაკამ.
- მაკა ექიმო... - დინას გული
აუჩუყდა.
- უბრალოდ, არ მინდა, რომ ზედმეტად
დაზარალდე. - განაგრძო მაკამ. - თანაც, მეც გენდობი. განა მართლა ყველას ასე შევთავაზებ,
მაგრამ ჩემგან დაიმსახურე!
- ვაიმე, სიტყვები არ მყოფნის.
- ცრემლი მოადგა დინას.- რაც შეეხება კომუნალურ გადასახადს.
- განაგრძო მაკამ. - შენ თვითონვე გადაიხდი იმას, რასაც დახარჯავ. ისევე, როგორც ახლა
იმ ნაქირავებ ბინაში იხდი.
- იქ ცოტა სხვანაირად არის.
- დინა წამით შეყოვნდა. - ერთი მრიცხველია ყველასთვის და თანაბრად ვიყოფთ დანახარჯს.
- რა საშინელებაა?! - აღმოხდა
მაკას. - იქნებ, შენ დღეს საერთოდ არ გისარგებლია გაზით, ან მორიგე რომ ხარ, მაშინ
ხომ დენიც არ იხარჯება შენი ოთახიდან და საერთო თანხაში რატომ უნდა შედიოდეს?
- ნუ, ასე აქვს მოწყობილი დიასახლისს.
- და რა თქმა უნდა, თავად არც
შემოდის იმ გადასახადების წილში და თავის დანახარჯსაც, თავისთავად თქვენ გახდევინებთ!
- რა ვიცი, ალბათ. - მხრები
აიჩეჩა დინამ.
- ალბათ კი არა და, მასეც იქნება!
ჰმ! - ცინიკურად გააქნია თავი მაკამ. - ზოგს, როგორ უყვარს სხვი ხარჯზე ცხოვრება.
პასუხად დინამ ამოიხვნეშა.
- მოკლედ! - განაგრძო მაკამ.
- ჩემს პირდაპირ იცხოვრებ! საჭმელი შემოგაკლდება თუ სასმელი, ჩემი კარი, შენთვის ყოველთვის
ღიაა.
- მადლობაზე მეტი მეთქმის თქვენთვის.
- დინას კვლავ თვალები აევსო.
- თან უკვე, კუსუსთანაც კარგად
მეგობრობ, ხომ ხედავ? არაფერს გიმალავ, მეც ჩემი გათვლები და ანგარიშები მაქვს, რაღა
ვიღაც უცხო შემოვაშვებინო ჩემს მეზობლად? ჩემიანი მირჩევნია, ვისაც თვალდახუჭულიც კი
ვენდობი!
- რა თქმა უნდა. - დინა სიხარულს
ვერ ფარავდა და უამრავი მადლობებით ავსებდა მაკა ექიმს.
- კარგი, ახლა წადი სახლში.
კარგად გამოიძინე, დაისვენე, ჩალაგდი და მოდი უკვე ხვალიდან აქ! აი, აიღე ეს. - მაკამ
დიდი კუპიურა მაგიდაზე დაუდო. - ტაქსით წადი. დღეს ბევრი გივლია. ზედმეტად თავს ნუ
გადაიღლი.
- არა, მაკა ექიმო, ახლა არ
არის საჭირო. - იუხერხულა დინამ. - მივალ ჩემით სახლამდე.
- ეს მხოლოდ გზის ფული იყო,
რაც დღეს იმოგზაურე, ხვალ პრემიაც გექნება და გელოდები უკვე მეზობლად!
- აღარ ვიცი, როგორ დავიმსახურე...
- დინას ენა ებმოდა.
- გაკვირდები უკვე და არც იმდენად
ცოტა დრო გასულა, იმის მერე რაც ჩვენთან აგიყვანე სამუშაოდ და სამი წელი, არც თუ ისე
ცოტა არის, ხომ?
- მეოთხე წელია. - ჩაურთო დინამ.
- მით უმეტეს. - გაუღიმა მაკამ.
- ოთხი წელია გაკვირდები და ჩემი ფრთის ქვეშ გზრდი და მეც მინდა ერთგული კარის მეზობელი,
რატომაც არ უნდა მინდოდეს?
- არასდროს გიღალატებთ, მაკა
ექიმო!
- ხანდახან ბავშვსაც შემოხედავ.
- ყურადღებას არ მოვაკლებ,
როცა სახლში ვიქნები!
- ზედმეტად არც გინდა. - ცალყბად
გაეღიმა მაკას. – პამპერსის გამოცვლა და ფაფის ხარშვა ნამდვილად აღარ სჭირდება, თვითონაც
კარგად უვლის თავს. გემრიელ კერძს კი, ყოველთვის ვახვედრებ. - მაკამ წუთით იყუჩა.
- მაგრამ კუსუ, მოზარდია უკვე, თანაც შეძლებული დედის შვილია. ზოგჯერ მთელი დღით მარტო
უწევდა ბავშვს სახლში ყოფნა და ამიტომაც, ასე რომ არ ყოფილიყო, ლამის ყველა წრეზე დამყავს.
- ეს ძალიან კარგია, რომ ასე
სასარგებლოდ არის დატვირთული ბავშვი. - მხარი აუბა დინამ. - თან, ბიჭია და...
- საქმეც მაგაშია! - კვერი
დაუკრა მაკამ. - არ მინდა, იმით ისარგებლონ, რომ სახლი მთელი დღე მარტოა, კუსუც თავს
დამოუკიდებლად გრძნობს და უკვე ყოყოჩობს, თანაც, ზედ ეტყობა, რომ არაფერი აკლია და
ათასი ჯურის ბოროტი შემოუჩნდეს, დაუმეგობრდეს, ბავშვი გაამორფინისტოს და საბოლოოდ დამიღუპოს!
- ღმერთო, ჩემო! - შეიცხადა
დინამ. - რა საშინელებაა, ასეთი ხალხი რომ გადაგეკიდება!
- დიახ! - თავი დაუქნია მაკამ.
- სწორედაც რომ ფულიან ხალხზე ნადირობენ. ფული რომ შემოელევათ, წამლის გულისთვის, ჯერ
საკუთარ სახლს გააძარცვინებენ და მერე კი უკვე სხივისას! - მაკამ ამოიხვნეშა. - კუსუს
კი, ჩემს მეტი პატრონი ვინ ჰყავს, აბა?
- მივხედავ! ყურადღებას არ
მოვაკლებ! კუსუ ძალიან შემეჩვია, მეც უმცროსი ძმასავით მიყვარს. - შემართებით მიუგო
დინამ.
- ჰოდა, ძალიან კარგი! ახლა
წადი და ხვალიდან უკვე გელოდები, მეზობელო!
დინას ყურებამდე გაეღიმა. სიხარულისგან
ფეხზე ძლივს იდგა.
- უჰ! კინაღამ დამავიწყდა!
- შეაჩერა მაკამ. - სამსახურში მაინც ნუ იტყვი, რომ ჩემს მეზობლად გადმოდიხარ.
- კარგი.
- ნუ ჯერ მაინც ნუ იტყვი.
- განაგრძო მაკამ ჭკუის დარიგება. - მერე თუ საჭირო გახდება, არ მოიტყუო, უთხარი სიმართლე.
თუმცა, რომ იგირავე მაგას მაინც ნუ გაამხელ ჯერ.
- კარგი.
- რადგან, მერე ჩაგეძიებიან,
საიდან ამდენი ფულიო. ამიტომ იტყვი იმ სიმართლეს, რაც ისედაც მასეა, გესმის?
დინამ აშკარად დაბნეული სახით
დაუქნია თავი.
- უბრალოდ, ყოველ თვეში იხდი
ქირას და ცოტა მეტ თანხასაც თუ დაუსახელებ, ასე უფრო დაემსგავსება სიმართლეს, თუმცა
ისედაც მასეა! ქირის გადახდა მაინც მოგიწევს, მეზობელო!
- რა თქმა უნდა! - გაკრიჭა
დინა. - იმასაც ვიტყვი რომ, მაკა ექიმის ხათრით, ცოტა ქირასაც დააკლო პატრონმაო. აბა
მართლა ასეთ ბინას, როგორ გავწვდებოდი?
- ჰა! ჰა! მშვენიერია! - გულიანად
გაეცინა მაკას. - ჯერ არც კი გინახავს ბინა, მაგრამ უკვე მშვენივრად ხვდები, რა კარგ
ადგილას მოგიწევს ცხოვრება.
- ამ სახლში, არამგონია, იმდენად
ცუდი ბინა იყოს, რომ... - ჩაეღიმა დინას.
- სრული ჭეშმარიტებაა! - გაეცინა
მაკას. - აბა, შენ იცი! ხვალამადე!
დინა ფრთებშესხმული მოფრინავდა
მაკასგან. იმავე ღამესვე ჩაალაგა ბარგი და მაშინვე დიასახლისსაც გამოუცხადა, ხვალიდან
გადავდივარო.
სახლის პატრონი დაიჯღანა, სად
ვიპოვო ახლა, ასე ხელად ახალი მდგმურიო. მე ჩემი გათვლები მაქვსო და თანაც ორი თვის
წინასწარ გაქვს გადახდილი და ახლა ეს დარჩენილი ფული, ასე უცებ საიდან მოგიტანოო.
- შეგიძლიათ გამოართვათ სხვა
დანარჩენ მდგმურებს! - სხარტად მიუგო დინამ. - იმათ წინასწარ გადახდილი გამოუვათ და
მე კი გასტუმრებული გეყოლებით! რა პრობლემაა?!
დიასახლისმა მხრები აიჩეჩა,
აშკარად არ ესიამოვნა.
- თქვენ თუ ვერ ეუბნებით და
თქმა გერიდებათ. - განაგრძო დინამ. - მაგაზე, არ ინერვიულოთ, დილით შევალ სამზარეულოში
და მე თვითონ გამოვუცხადებ ყველას, ჩემს წილს ავაგროვებ და დაგემშვიდობებით კეთილი
სურვილებით!
- ჰო, კარგი. - უკმაყოფილოდ
მიუგო დიასახლისმა. სხვა გზა მეტი არც ჰქონდა.
დინა ბედნიერი იყო. მთელი ღამე
თეთრად გაათენა ისეთ ეიფორიაში იყო.
არც მაკა იყო, ნაკლებად ბედნიერი.
მშვენივრად გათვალა ყველაფერი. დინა ბოლომდე ყურებით ჰყავდა დაჭერილი და თან, გვერდშიც
ეყოლებოდა. ზოგჯერ, ჩვილსაც აქვე, დინას ნაგირავებ ბინაშიც კი გადამალავდა და ამდენი
მოგზაურობა და ამდენი ხარჯი, შედარებით შემცირდებოდა. ახლა უფრო ნაკლებ ხალხს ჩარევდა,
მაგრამ წილის ოდენობა, მაინც იგივე დარჩებოდა სხვებს და მაკას კი, თავისთავად, ბევრად
მეტიც შეხვდებოდა. არა, იმ აგარაკის რეისებს, ნამდვილად არც გააუქმებდა, რადგან იქ
ჩვილებს, ზოგჯერ თვეზე მეტსაც აჩერებდნენ, განსაკუთრებით, კი დღენაკლულებს, რომ მერე
ახალშობილებად და დროულად დაბადებულად გაესაღებინათ და თავისთავად, ბავშვს დაბადების
თარიღიც, სრულიად უპრობლემოდ გამოეცვლებოდა. ასე რომ, სააგარაკო რეისს, მაკა კვლავაც
ტოვებდა, რომ ეჭვი არავის აეღო. თანაც, წილის გარეშე დარჩენილი ხალხი, საკმაოდ საშიშნი
გახდებოდნენ. ამიტომ შეძლებისდაგვარად, დინასაც ცალკე გამოიყენებდა და აგარაკის რეისიც
თავისით გააგრძელებდა მუშაობას.
რაც შეეხებოდა, დინასთვის ნაგირავებ
ბინას, სულაც არ იყო მასე. თავის დროზე, მაკამ სესხიც კი აიღო და ყოველი ღონე იხმარა,
რომ იმ მეზობლის ბინა, როგორმე ხელში ჩაეგდო და ეს იმ დროს მოახერხა, როცა ის მეზობელი
საერთოდაც არ აპირებდა ბინის შეცვლას. ახლა ის ბინა მაკასი იყო და დინას, სამადლოდ
მიაქირავა. დინას გადახდილი ქირა, კი ბანკის სესხზე შეეხიდებოდა. ყველაფერი, ყოველი
დეტალიც კი ბოლომდე ჰქონდა მაკას გათვლილი და ახლა ბედნიერებისგან გაბადრულს, დინასაგან
განსხვავებით, მშვიდად ეძინა.
დინა მეორე დღესვე გადმობარგდა
და მაკამაც ახალი ცხოვრების დაწყების ნიშნად, თეთრი ვარდების თაიგული დაახვედრა ახალ
ბინაში.
ნათელი, სუფთა რემონტით, სადად
გაწყობილი ბინა, თანამედროვე სამზარეულო, ჯაკუზი, საშხაპე კაბინა. ყველანაირი კომფორტით
იყო მოწყობილი.
თავის დროზე, მაკამ ეს ბინა
როცა დაითრია, რემონტიც მაშინვე გააკეთა. მერე ავეჯიც შეიტანა და თავისი გემოვნებით
მშვენივრად მოაწყო. თუმცა, იმ პერიოდში, არც არაფერში სჭირდებოდა ზედმეტი ბინა, მაგრამ
მაკამ ძალიან კარგად იცოდა, რომ კაპიტალ დაბანდება და განსაკუთრებით კი, კარგი ბინა,
არასდროს არ იყო ზედმეტი და აი, როცა დინას გამჭრიახობა უკვე ეჭვს აღარ იწვევდა, გამოადგა
კიდეც.
მაკამ ისიც გათვალა, რომ დინა,
უფასოდ რომ შეეშვა ბინაში, უფრო ნაკლებად დაფასდებოდა მისი სიკეთე, ახლა გირავნობის
ფული „დაუფარა“ და კიდევ უფრო მადლიერი და
ამავე დროს, მასზე დამოკიდებული გახადა მისი პროტეჟე.
LEX. 2021 წლის 5 სექტემბერი, კვირა.
No comments:
Post a Comment