157.
პიპამ, თავიდანვე საკმაოდ თბილად მიიღო, რასაც ფიფო ნამდვილად არ ელოდა. ეგონა საშინელი თვალებით შეხედავდა. ცივი, ეგოისტური, დამცინავი. მის გამოხედვაში მთელ სიბოროტესა და ღვარძლს ამოიკითხავდა. დარწმუნებული იყო ცინიკური ღიმილითაც დაჯილდოვდებოდა და ფიფოც უფრო შემართებით შეუტევდა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა, რადგან მის მაგივრად, საკმაოდ რბილი, დარბაისელი, დამთმობი და სულ სხვა ადამიანი შერჩა ხელში.
იონა მართალი
აღმოჩნდა.
კაბინეტი
ფიფოსაც
დაცარიელებული
მოეჩვენა.
საწერ
მაგიდაზე
მხოლოდ
ერთადერთი
ლეპტოპი
იდო,
რაზედაც
სტუმარს
მზერაც
გაეყინა. მასპინძელი
უხმოდ
მიუხვდა.
ჩაურთო
და
წინ
დაუდგა.
ფიფომ ზერელედ გადაავლო
თვალი.
იქაც
იგივე
მასალები.
უამრავი,
ფორმულები,
ალგორითმები,
სამეცნიერო
სტატიები
და
სხვა
არაფერი
მისთვის
საინტერესო
და
განსაკუთრებულად გამორჩეული.
„ისე, თუ მიმიზეა მართლაც შეყვარებული, ნუთუ ერთი ფოტო მაინც არ უნდა ჰქონოდა მისი?
ჰმ,
დაუჯერებელია! ან იქნებ, ამისთვისაც მზად იყო ბატონი პროფესორი
და ყველაფერი მოსპო და წაშალა?
ან იქნებ, სულაც მიმის ფოტოები არც ჰქონია.
ეჰ, რას გავიგებ, აბა მე ამას, თუ თვითონ არ მითხრა.
ჰაჰ! რატომღაც, რომ მართლაც მითხრას!“
ფიქრობდა ფიფო, თუმცა
ხმამაღლა
სულ
სხვა
რამ
თქვა:
- იქნებ, სულაც ამ ფორმულებშია დაშიფრული?
და მაშინვე მიხვდა, რომ სისულელე ჩაიდინა. ასე არ
უნდა ეთქვა, მაგრამ მისდა გასაოცრად, აქამდე დინჯი და უდარდელი სახით მომღიმარი პროფესორი, ახლა სერიოზულად ჩაფიქრდა.
- კი, მაგრამ რას ეძებთ? - დაბალი
ხმით უთხრა, უკვე მართლაც გაკვირვებულმა პიპამ.
გაოცებისგან, სავარძლის სახელურზე
ჩამოჯდა და თან თვალს არ აშორებდა სტუმარს. ცდილობდა მის თვალებში ამოიკითხა, რა ჰქონდა
ჩაფიქრებული ამ დეტექტივს და კონკრეტულად რას იძიებდა?
- რა ვიცი? - დაბნეულად აიჩეჩა მხრები
ფიფომ. - იქნებ, რამე ისეთი წერია, რომ...
- მაინც?
ფიფომ ვერაფერი უპასუხა. მიხვდა,
უტვინოდ მოუვიდა. პიპას ჩაშტერებული თვალები და გამჭოლი მზერა კი, ისე აბნევდა, რომ ვერაფერი მოიფიქრა, როცა
სხვა დროს, ყოველთვის ამაყობდა თავისი გამჭრიახობითა და სწრაფი აზროვნებით. ახლა კი
დაიბნა, სერიოზულად დაიბნა და თავის გასამართლებლად, ერთი სიტყვაც კი არ მოუვიდა აზრად.
პიპა თვალს არ აშორებდა. ფიფოს ცივმა
ოფლმა დაასხა. ცალკე დაბნეულობისგან და ცალკე ბოღმისგან. ეს რამდენიმე წამიც კი, საუკუნოდ
მოეჩვენა და ბოლოს, ვეღარ გაუძლო პროფესორის მომნუსხველ მზერას და თავად აარიდა თვალი.
მასპინძელი კი კვლავ თვალს არ აშორებდა
და მერე ჩუმი ხმით მიმართა:
- და ფიქრობ, რომ ამ ფაილებში ისეთი
რამ წერია, რაც? - პიპა გაჩუმდა.
- რაც? - ჩაეკითხა ფიფო, რადგან მეტი
ვერაფერი მოიფიქრა.
- კეთილი.
პიპა ფიფოსკენ დაიძრა და ახლა იმ
სავარძლის სახელურზე ჩამოუჯდა, სადაც სტუმარი
იჯდა. ფიფო უხერხულად შეიშმუშნა.
- აირჩიე ნებისმიერი ფაილი. - შესთავაზა
პიპამ.
ფიფო უხასიათოდ აიწურა.
- რომელსაც თითს დაადებ, იმას გაგიხსნი.
- უკან არ იხევდა პიპა. - თუმცა, აქ იმდენი
მასალაა, ერთი საღამო არც გვეყოფა. მიდი, ნუ
გერიდება, დაადე თითი, რომელი გინდა?
- სულ ერთია. რა ვიცი. - დაბნეულად
წაიბურტყუნა ფიფომ.
- თუნდაც პირველი, მეორე, მესამე, მეხუთე, მერვე ან მეცამეტე... -
მასპინძელი თითქოს შეტევაზეც გადავიდა.
„პირველი, მეორე, მესამე, მეხუთე, მერვე, მეცამეტე...“
გაიფიქრა ფიფომ.
„ცამეტი და რვა რამდენია? ოცდათერთმეტი. არა! ოცდაერთი! ვაიმე, რა მჭირს? სულ ამ ბონაციოსის
ბრალია, თუ რაც ჰქვია... ფიბონაჩი!“
ფიფო
სულ აირია.
- აი, ეს კონტეინერი მონიშნე და დაიმახსოვრე.
- პიპა ფიფოს გასანათლებლად, აზარტში იყო შესული. - ახლა გახსენი ახალი ბრაუზერი და
იქ ჩააგდე! არა, არა! იმ ღილაკს ხელი აუშვი. აი, ასე ყოჩაღ! მშვენივრად გამოვიდა.
ეს თავი იყო, ამას ტანი უნდა მივაბათ და გამოვა ჩონჩხის სქემა. დაახლოებით ადამიანის სხეულის ვარიანტით შენდება ეს სტრუქტურა. თავი, ტანი, კიდურები და იქმნება
ახალი ვებგვერდის მთავარი სახე!
ფიფო ბევრს ვერაფერს ხვდებოდა, პიპა
რასაც აკეთებინებდა, მაგრამ უხმოდ ასრულებდა, შედეგი კი ნათლად ჩანდა, მაგრამ დამოუკიდებლად
მაინც ვერაფერს გაიმეორებდა.
- აი, ამ პროპორციის პირობებში, სისტემის
ელემენტები, ყველაზე უფრო სრულყოფილ ფორმებს ქმნიან და უმაღლეს ჰარმონიას აღწევენ და ბუნების
ყველაზე დიდი ქმნილება, ყველაზე დიდი ჰარმონია, თვით ადამიანია! ბუნება კი, შემოქმედია
და შემოქმედი კი, ღმერთია. აი, ახლა კი, დააჭირე ამ ღილაკს და დაიმახსოვრებს.
ფიფომ უხმოდ შეასრულა „ბრძანება“.
- მშვენიერია! - შეუქო პიპამ. - ახლა
მოდი, ეს ფაილიც გავხსნათ, თუ გინდა.
- არ მინდა! - ლამის ხმამაღლა შეჰყვირა
ფიფომ, წამსვე გამოერკვა და უფრო დაბალი ხმით დაუმატა. - აღარ მინდა კომპიუტერის დანახვა.
ამდენი ფორმულებისგან, თვალები ამიჭრელდა.
- კეთილი. - მშვიდი ხმით მიუგო პიპამ.
ლეპტოპი დახურა და ადგილზე დააბრუნა. მერე ტორშერთან მივიდა,
ბარი
გახსნა და სტუმარს მიუბრუნდა:
- რომელს
ინებებ?
- რა
ვიცი? ყველა
კარგი
ჩანს.
- საკმაოდ ძვირად ღირებული
კოლექციის
დანახვაზე,
თვალები
აუკიაფდა
ფიფოს.
- მე
არ
ვსვამ,
შენ
უფრო
იცი
ამის ფასი.
- ნებისმიერი
იყოს!
- მაშინ,
აი
ეს!
ყველაზე
ძვირიანია
და
ალბათ,
საუკეთესოც
იქნება.
- პიპამ ერთი შეარჩია
და
მაგიდაზე
დადგა.
ფიფომ თვალები დაჭყიტა.
„ეს ბოთლი მგონი, ჩემს მანქანაზე ძვირი ღირს.
საიდან ბატონ პროფესორს ამდენი შემოსავალი?
ნუთუ, მართლა ასეთი დონის მეცნიერ-ფილოსოფოსია, რომ მისი ნაშრომები ასე ძვირად ფასობს?
ჰმ, აბა ამას მე რას გავუმკლავდებოდი? უკვე აღარც მიკვირს, რომ ვერც სამხილს ვეღარ ვნახავ და ვერც ვერანაირ შარს ვერ მოვდებ.“
პიპამ კონიაკი ჩამოასხა
და
ბოთლი
ფიფოსკენ
მისწია:
- მე
ამ
ერთი
ჭიქით
წამოგყვები,
შენ
კი
რამდენიც
გენებოს,
თვითონ
დაისხი.
ფიფომ ოდნავ მოსვა.
ესიამოვნა,
მაგრამ
შიმშილისგან
კუჭი
უყურყუტებდა.
შემოსვლისას,
თითქოს
გემრიელი
სუნიც
ეცა.
ვითომ,
ვახშამზე
დაპატიჟეს
და
მხოლოდ
კონიაკი
დაუდგეს.
მშიერ
კუჭზე
კი,
ასეთი
ძლიერი
სასმელი
იცოდა,
კარგს
არაფერს
მოუტანდა
და
სანამ
კიდევ
რამეს
გაიფიქრებდა
პიპამ
დაასწრო:
- ვახშამიც
ახლავე
იქნება.
ლექციის
დროს
მოვასწარი
უკვე
შეკვეთა.
ფიფოს გაეღიმა.
„მართლაც როგორი წინდახედულია. სულ უმცირეს დეტალებშია აქვს ყველაფერი გათვლილი. ეჰ, აბა ამას მართლაც ასე ადვილად, არაფერი შეეშლება და ალბათ, არც ადრე შეშლია. თუმცა, ვინ იცის?
იქნებ, მართლაც მე ვარ ბრმა და მე ვერ ვხედავ მის შეცდომებს.“
ფიფომ ისევ მოავლო
კაბინეტს
თვალი
და
მერე
პიპას
მზერა
დაიჭირა.
მასპინძელი
წამსვე
მიუხვდა
და
მისი
ცნობისმოყვარეობაც, უმალ დაუკმაყოფილა.
- ჩემი
ბიჭის
სახელზე,
პანსიონატი
გავხსენი.
ბევრი
რამ იქ
გადავიტანე.
ჯერ
კიდევ
მოწყობის
პროცესშია,
მაგრამ
უკვე
ფუნქციონირებს.
ჩემი
კაბინეტიც
ამიტომ
ჩანს
ასე
დაცარიელებული.
- აუხსნა პიპამ. - მინდოდა,
დროულად
გამეხსნა.
- რამე
დახმარება
თუ
იქნება
საჭირო,
არ
მოგერიდოს.
- ჩააკვეტა სიტყვა ფიფომ.
- რა
ვიცი? ჯერ-ჯერობით
არაფერი.
- ან
იქნებ,
ფართზე
ვინმე
გედავებათ?
ან
რამე
ისეთი,
საჩემო,
რაშიც
შემიძლია
დახმარება,
ნამდვილად
არ
დავიზარებ.
- ფიფომ კონიაკი გადაჰკრა
და
კიდევ
დაისხა.
ახლა ყველაზე მეტად, ის
აინტერსებდა, თუ სად
მდებარეობდა,
ან
რა
პანსიონატზე
საუბრობდა
პიპა. იქნებ,
სულაც
იქ
აღმოეჩინა
რამე
ისეთი, გამოსადეგარი სამხილი. თუმცა, უკვე
იმედიც
აღარ
ჰქონდა.
- ფართზე?
- ჩაეკითხა პიპა. - არა.
ფართზე
არანაირი.
იურიდიული
მხარეც
ყველაფერი
წესრიგშია.
თუ
მომავალში
დამჭირდება,
მხედველობაში
ვიქონიებ.
- აუცილებლად.
- თავი დაუკრა ფიფომ.
- და რა ტიპის
პანსიონატია?
- სპეციალური
სკოლა-პანსიონატი.
უნარშეზღუდული
ბავშვებისთვის.
- ინტერნატი?
- არა! პანსიონატი! - ცოტა არ იყოს, უკმაყოფილოდ მიუგო პიპამ.
ინტერნატის ხსენება, პიპას აშკარად არ ესიამოვნა. თუმცა, ამ ეტაპზე, ფიფოსთვის სულ ერთი იყო, მისი სახელწოდება. მისთვის მთავარი იყო, რა ხდებოდა იქ, რა ტიპის დაწესებულება იყო და რას წარმოადგენდა.
- ღამით იქ არ რჩებიან. - განაგრძო პიპამ. - მხოლოდ, დილიდან
საღამომდე,
ტრანსპორტის
მომსახურებით,
სპეციალური
სასწავლო
პროგრამით,
ორჯერადი
კვებით,
და
ასე
შემდეგ.
- გულმოდგინედ უხსნიდა პიპა. თუმცა, ის
გამოტოვა,
რომ
მალე
საცხოვრებლად,
მთლიანი
ოჯახი,
იქ
გადაბარგდებოდა. პიპას ისიც კი არ უხსენებია, რომ ის ბინაც, სადაც ახლა ფიფოს სტუმრობდა, უკვე გაყიდული ჰქონდა.
- ალბათ,
გამოცდილი
პედაგოგებიც,
შერჩევით
იქნება?
- თავისთავად!
თუმცა,
შეიძლება
გამოუცდელიც
იყოს,
მაგრამ
პირველ
რიგში,
ბავშვთან
მუშაობა
უნდა
შესძლოს.
ბავშვები
უნდა
უყვარდეს
და
მით
უმეტეს,
ასეთი
ბავშვები.
- ბავშვი,
მაინც
ბავშვია
და
როგორიც
არ
უნდა
იყოს,
მაინც
საყვარელია.
- დაუმატა ფიფომ.
- არც
მასეა
საქმე!
ზოგი,
ისეთი
ზიზღით
უყურებს,
რომ...
- თავი გააქნია პიპამ.
- ჰმ, როგორ შეიძლება, ბავშვს ზიზღით შეხედო? - გაიკვირვა ფიფომ.
- თურმე, შესაძლებელია, სამწუხაროდ.
- მართლაც, სამწუხარო ფაქტია. - კვერი დაუკრა ფიფომ.
- იცი, ზოგი, ზომაზე
მეტი
სიბრალულით აკვირდება. ვითომ, მართლაც ძაან გული შესტკივა და თან,
ხმამაღლა
გაიძახის,
- „უი, საწყალი! საცოდავი!“ და შუბლზე
აწერია,
კიდევ
კარგი,
ჩემი
შვილი
ამათ არ ჰგავსო,
სიამაყით
გადახედავს თავის უბადრუკ პირმშოს. ჰო! უბადრუკს,
რადგან ასეთი მშობლის ხელში, ვინ იცის? რა გაიზრდება?!
- ყოველთვის
მარტო ოჯახის აღზრდაზე არ არის დამოკიდებული. - ფიფომ კონიაკი მოსვა და სავარძელში გადაწვა. - ზოგჯერ, კეთილი და პატიოსანი ოჯახის შვილები, ბოროტმოქმედებადაც გვევლინება. - ჩააწვეთა ფიფომ.
- სწორედაც,
რომ ეგ ვთქვი! - პიპამ, ფიფოს მინიშნება ისე გაატარა, თითქოს ვერც მიხვდაო.
ფიფოს გულში ეღიმებოდა.
პიპა კი განაგრძობდა:
- აღზრდა! ზუსტად იმ სწორი აღზრდის მარცვალი, სადღაც გაებნათ, როგორც თავად
აღნიშნე, კეთილ და პატიოსან ოჯახს და სიამაყით აღზრდილი შვილი, ნაძირალად იქცა!
- თუმცა, არავის უნდა შვილი ბოროტმოქმედი და მკვლელი გაიზარდოს.
- რა
თქმა უნდა!
- და
არც ყოველთვის აღზრდაზე არის დამოკიდებული, მკვლელი გამოხვალ, თუ არა. - შეაპარა ფიფომ
ისე, რომ თვალი არ მოუცილებია.
- რა
თქმა უნდა! - ისევ დაეთანხმა პიპა და წარბიც არ შეურხევია, ისე გაუსწორა თვალი სტუმარს.
ფიფომ
ისევ დაისხა, სავარძელში გადაწვა და პიპას ჩაფიქრებული მზერა მიაპყრო.
„იქნებ, იმ პანსიონატში აქვს რამე ჩანაწერი?
ან სამალავი? იქნებ, თავისი ჩადენილი მკვლელობების ტროფეებს ინახავს იქ? როგორ გავიგო?“
- ისე შეგიძლია, პანსიონატშიც გვეწვიო. - თითქოს, მის გულში იჯდა პიპა. - თუ სურვილიც გექნება, შეგიძლია გაკვეთილზეც დაესწრო
და ნახო, როგორ საინტერესოდ ასწავლიან ბავშვებს.
- რატომაც,
არა! - გაუხარდა ფიფოს.
- ისე,
ზოგი იმასაც
ამბობს, მასეთმა
ბავშვებმა, აბა
რა
უნდა
ისწავლონო.
სულ ტყუილად
ცდები და საზოგადოებისთვის ზედმეტი ტვირთიაო.
ამიტომ
სახელმწიფო
ხარჯზე
დაფინანსებას,
არც
ვეყრდნობი
და
არც
იმედი
მაქვს!
ისე
კი
მაინც
მოვითხოვე,
უბრალოდ,
პრინციპის
საკითხია.
- გაეღიმა პიპას. - მაგრამ
ჯერ
პასუხიც
კი
არ
გვაღირსეს.
მაინც
ველი
და
თან
მაინტერესებს,
ერთი
რამდენს
გაიმეტებენ?
- პიპას ჩაეცინა. - ან
თუ
გაიმეტებენ
საერთოდ.
- აი,
მაგას
უკვე
პროფესიონალი
უნდა!
- გამოცოცხლდა ფიფო. - ყველგან,
რომ
მიესვლებოდეს
და
შესასვლელი
კარიც,
რომ
ზუსტად
იცოდეს!
- ანუ
დაახლოებით,
იურიდიული
უფლებებით,
ან
თუნდაც,
ცოდნით
აღჭურვილი?
- მიუხვდა პიპა.
- რა
თქმა
უნდა!
- ფიფომ კონიაკის დიდი
ყლუპი
მოსვა.
- ძალიან დაკავებული კი
ვარ,
მაგრამ
თუ
დაგჭირდეთ,
შეძლებისდაგვარად
მოვიცლი,
ან
ვინმე
სანდო, დაუზარელ
თანამშრომელს...
- არა,
არა!
ნუ
შეწუხდები.
შენ
ისედაც
უამრავი
საქმეები
გექნება.
მირჩევნია
ვინმე
ისეთი,
შეიძლება
პენსიაზე
გასული
იურისტიც
იყოს.
გამოცდილი.
- პიპა მშვენივრად მიუხვდა,
ფიფოს
რაც
სურდა
და
მხარი
აუბა.
- თან დასაქმდება, ხელფასიც
ექნება,
ჩვენი
ტრანსპორტით
და
სასადილოთიც
ისარგებლებს.
- მყავს
ასეთი,სანდო
და
საკმაოდ
გამოცდილი
კადრი.
ორგანოებში
აღარ
მუშაობს,
ახლა
სკოლაში
ბავშვებს
უკითხავს
სამართალს.
- ფიფომ მამამისი იგულისხმა,
თუმცა,
ჯერ
არაფერი
უთხრა.
- მშვენიერია,
მაგრამ
მთავარია,
ბავშვები
უყვარდეს,
სწორედ
ეს
ბავშვები,
სხვანაირად
გულთან
ვერ
მიიტანს
მათ
სატკივარს
და
ვერც
დაეხმარება.
- სამწუხაროდ,
საზოგადოება
ჯერ
კიდევ
არ
არის
მზად,
რომ
მიგიღოს
ისეთი,
როგორიც
ხარ!
- საზოგადოება?
ჰაჰ! - ჩაეცინა პიპას. - და
მერე, ვინ
არიან
ისინი?
ვის
ვუწოდებთ
საზოგადოებას?
იმ
ხალხის
ბრბოს,
ვისაც
თავისი
ჭარტალა
ენით
სურს,
სხვისი
ბედი
გადაწყვიტოს?
ისინი
არასდროს
იქნებიან
მზად!
- ჰმ.
მართალი
ხარ.
- და პირველად შენიშნა
ფიფომ,
რომ
პიპას,
თვალებში
რაღაცამ
ავად
იელვა.
ფიფო დაიძაბა. სრულიად
შესაძლებელი
იყო,
რომ
საუბარი
იქითკენ
წაეყვანა,
საითაც
მას
აწყობდა.
რისი
იმედიც
თავიდან
არ
ჰქონდა,
ახლა
უკვე
ჩანდა,
რომ
ამის
საშუალება,
თანდათან
ეძლეოდა.
ძალა
მიეცა,
უფრო
მეტად
მოკრიბა
გონება,
კიდევ
რაღაც
ისეთი,
მისთვის
სასარგებლო
კითხვის
დასმა
უნდოდა,
მაგრამ
ამ
დროს
შეამჩნია, რომ პიპას, რაღაცაზე
მზერა
ჰქონდა
გაშეშებული,
სახეზე
ღიმილიც
აუთამაშდა,
თვალებში
სითბო
და
სიყვარული
ჩაუდგა.
ფიფომ მზერას თვალი
გააყოლა.
კარი
ოდნავ
იყო
შეღებული
და
იქიდან
ვიღაც
აშკარად
თვალს
ადევნებდათ და ჩანდა, რომ მასპინძელმაც მშვენივრადაც იცოდა, კარს უკან ვინც იდგა.
LEX. 2018 წლის 30 აპრილი, ორშაბათი.
No comments:
Post a Comment