8.
დადა იქაურობას უჩუმრად გაშორდა. იმ დღეს სახლიდან აღარც გამოსულა. ისედაც უამრავი ჩანახატი ჰქონდა დაგროვებული. თავისებური ღიღინით ათვალიერებდა ნამუშევრებს და კმაყოფილი სახით ალაგებდა ძირს. დადა ბედნიერი იყო, იატაკზე მოფენილ ნახატებს ჩაჰკირკიტებდა და ათასნაირად უცვლიდა ადგილს.
იმ დღიდან მოყოლებული ჩანჩქერთან ასვლას ვეღარ ბედავდა და თითქოს უკვე აღარც აინტერესებდა მობანავე მებაღის ჩუმად თვალთვალი, თუმცა მალე ამინდებიც შეიცვლა და უკვე აღარც საბანაო სეზონი იყო. საკმაოდ ციოდა დადა ბაღშიც იშვიათად ჩადიოდა და ეზოშიც კი აღარსად ჩნდებოდა.
ერთ დღესაც კი, როგორც იქნა სძლია სიმორცხვეს და ეზოში გამოვიდა, მებაღეს უკვე თამამად დაუწყო დევნა. სადაც კი თვალს მოჰკრავდა ჩამუხლულსა თუ მუშაობაში ჩაფლულს იქვე ალბომში ჩახატავდა. მებაღე კი თითქოს ჯიბრზე ქუდს უფრო მეტად ჩამოწევდა ცხვირზე და წესიერად არც სახე უჩანდა და არც თვალები. ტანზე კი ისეთი ჩაცმული იყო, რომ ვერ გაიგებდი, ტანსაცმელი იყო თუ ცარიელი ტომრებისგან შეკოწიწებული, რაღაც უფორმო სამოსი.
ცოტა უცნაურიც იყო, რატომღაც მამულში ყველა მსახურს მებაღეზე ბევრად უფრო კოხტად და მოხდენილად ეცვა. თავად მებაღეს კი ზომაზე მეტად განიერი და ფართო შარვალი კოჭებამდეც ვერც სწვდებოდა. შარვალზე ქამრის მაგივრად თოკი ჰქონდა შემოკრული, ტანზე კი ისევე განიერი, მაგრამ მოკლე ზომის პიჯაკი ეცვა და ასეთი სამოსის მიღმა სულ უფრო მეტად იმალებოდა მისი ათლეტური სხეული.
მოულოდნელმა და ძლიერმა ხმამ დადა შეაკრთო და უფრო მეტად ჩაიმალა ბორცვში. დაბნეული და მომღიმარი სახით მოუსვენრად აცეცებდა თვალებს. დაიბნა, აღარ იცოდა გამოჩენილიყო თუ ისევ უჩუმრად გაპარულიყო.
მებაღეს ხმამაღლა გაეცინა, კვლავ გადაეშვა წყალში და მეტი აღარ უცდია დამფრთხალ გოგოს გამოლაპარაკებოდა.დადა იქაურობას უჩუმრად გაშორდა. იმ დღეს სახლიდან აღარც გამოსულა. ისედაც უამრავი ჩანახატი ჰქონდა დაგროვებული. თავისებური ღიღინით ათვალიერებდა ნამუშევრებს და კმაყოფილი სახით ალაგებდა ძირს. დადა ბედნიერი იყო, იატაკზე მოფენილ ნახატებს ჩაჰკირკიტებდა და ათასნაირად უცვლიდა ადგილს.
იმ დღიდან მოყოლებული ჩანჩქერთან ასვლას ვეღარ ბედავდა და თითქოს უკვე აღარც აინტერესებდა მობანავე მებაღის ჩუმად თვალთვალი, თუმცა მალე ამინდებიც შეიცვლა და უკვე აღარც საბანაო სეზონი იყო. საკმაოდ ციოდა დადა ბაღშიც იშვიათად ჩადიოდა და ეზოშიც კი აღარსად ჩნდებოდა.
ერთ დღესაც კი, როგორც იქნა სძლია სიმორცხვეს და ეზოში გამოვიდა, მებაღეს უკვე თამამად დაუწყო დევნა. სადაც კი თვალს მოჰკრავდა ჩამუხლულსა თუ მუშაობაში ჩაფლულს იქვე ალბომში ჩახატავდა. მებაღე კი თითქოს ჯიბრზე ქუდს უფრო მეტად ჩამოწევდა ცხვირზე და წესიერად არც სახე უჩანდა და არც თვალები. ტანზე კი ისეთი ჩაცმული იყო, რომ ვერ გაიგებდი, ტანსაცმელი იყო თუ ცარიელი ტომრებისგან შეკოწიწებული, რაღაც უფორმო სამოსი.
ცოტა უცნაურიც იყო, რატომღაც მამულში ყველა მსახურს მებაღეზე ბევრად უფრო კოხტად და მოხდენილად ეცვა. თავად მებაღეს კი ზომაზე მეტად განიერი და ფართო შარვალი კოჭებამდეც ვერც სწვდებოდა. შარვალზე ქამრის მაგივრად თოკი ჰქონდა შემოკრული, ტანზე კი ისევე განიერი, მაგრამ მოკლე ზომის პიჯაკი ეცვა და ასეთი სამოსის მიღმა სულ უფრო მეტად იმალებოდა მისი ათლეტური სხეული.
დადა მებაღეს მოსვენებას არ აძლევდა და ყოველმხრივ უტრიალებდა. მერე ხის მაღალზე ჯირკზე შედგა, კისერი წაიგრძელა და იქიდან უნდოდა ბაღში მოფუსფუსე მებაღე ჩაეხატა, მაგრამ უცებ შორიდან მათი სახლის გზაზე მომავალი ნაცნობი მანქანა შენიშნა. დადას არ ესიამოვნა, თითი გზისკენ გაიშვირა და რამდენიმეჯერ აღმოხდა:
- გო!.. გო!..
ამ დროს ზურგიდან მოისმა:
- ბატონო, გისმენთ!
მაგრამ დადას ყურადღებაც კი არ მიუქცევია. კვლავ თითს იშვერდა და ერთი და იმავეს გაიძახოდა.
პატრონი დადასკენ გამოეშურა. ვერ მიმხვდარიყო გოგონა ასე რამ ააღელვა. მებაღემ კი გოგონასკენ მისასვლელი გზა გადაუღობა, პატრონს წინ გამოეჭიმა და მისალმების ნიშნად თავი დაუკრა:
- გისმენთ, ბატონო!
ალბათ იფიქრა, რასაც დადა ვერ მაგებინებს, პატრონი მიუხვდება და ის მეტყვისო.
- რა გქვია? - ჰკითხა პატრონმა.
- უგო მქვია, ბატონო. - მებაღემ კიდევ უფრო მდაბლად დაუკრა თავი და არც აუწევია ისე ელოდა მომდევნო შეკითხვას.
- გასაგებიააა... - ჩაილაპარაკა პატრონმა. თან გაიფიქრა, ალბათ დადა მებაღე უგოს თუ ეძახდაო.
დადა კი მათ ყურადღებას არ აქცევდა. კუშტად, წარბშეკრული უყურებდა უკვე ეზოსთან მომდგარ მანქანას და არც კი იცოდა, რომ ამ თავისი განსაკუთრებული რეაქციით შემთხვევით მებაღეს სახელით თუ უხმობდა.
ეზოში შემოგრიალებულ მანქანას მსახურებმა კარი გაუღეს, მანქანიდან პატრონის, დიდი ხნის ნაცნობი კაცი გადმოვიდა. მასპინძელი უკვე მისკენ მიიჩქაროდა და დადას რეაქციაც კი არ შეუმჩნევია.
დადა ბავშვობიდან ვერ იტანდა ამ კაცს, მისი თვალები ხშირად ისე ჯიუტად ჩააშტერდებოდნენ, რომ გოგონა თვალს შიშით ვეღარ უსწორებდა, თითქოს ამ კაცს რაღაცის ამოკითხვა უნდოდა დამფრთხალი ბავშვის თვალებში. იყო ამ კაცის მიღმა, რაღაც ისეთი, რაღაც საშინელი, რომელსაც საშიში ერქვა, მაგრამ რა იყო ეს შიში? დადა მხოლოდ ამ შიშს გრძნობდა და საშინლად არ სიამოვნებდა მისი სტუმრობა. ამ კაცის გამოჩენისთანავე შეიკეტებოდნენ ხოლმე პატრონის კაბინეტში და საათობით მხოლოდ ნახევარ ბოთლ კონიაკს წრუპავდნენ. რა ხდებოდა ან რაზე საუბრობდნენ არავინ იცოდა, თვით ზეკსაც კი აკრძალული ჰქონდა იმ დროს პატრონის კაბინეტში შესვლა.
სტუმარი კაცი დადას ყოველთვის თბილად მოიკითხავდა, მისთვის ტკბილეულიც კი მოჰქონდა, მაგრამ დადას მაინც მისი გამოჩენა შიშის ზარს სცემდა.
როგორც კი მანქანიდან გადმოსული დაინახა სასწრაფოდ ჩამოხტა ჯირკიდან, მებაღის ზურგს ამოეფარა და იქიდან დაუწყო თვალთვალი.
სტუმარი და პატრონი ერთმანეთს მიესალმნენ, კაცმა დადასკენ გამოიხედა. დადამ გაიბღუზა, იფიქრა, შემამჩნია, კარგად ვერ დავიმალეო, მაგრამ მაინც ოდნავ გამოჰყო თავი მებაღის ზურგიდან. მისალმებას არც აპირებდა, მხოლოდ ელოდა, როდის შევიდოდა სტუმარი სახლში. უეცრად, მის და გასაკვირად და პატრონის შეუმჩნევლად დადას მოეჩვენა, რომ თითქოს სტუმარმა და მებაღემ ერთმანეთს რაღაც უჩუმრად ანიშნეს...
ან სულაც იქნებ...
იქნებ მართლაც მოეჩვენა...
LEX.2016 წლის 3 თებერვალი, ოთხშაბათი
No comments:
Post a Comment