63.
LEX. 2017 წლის 6 აპრილი, ხუთშაბათი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1890078937901061
მხატვარი შინ არ დაუხვდა. ფიფომ ისარგებლა მისი არ ყოფნით
და გულდასმით შეუდგა სახელოსნოს დათვალიერებას. თუმცა, ვერაფერი ნახა ისეთი, რაც მის
ინტერესს, ოდნავ მაინც დააკმაყოფილებდა.
მხატვარი კვლავ არსად ჩანდა. ფიფომ მოწყენილობისგან, ახლა
ნახატებს დაუწყო დაკვირვება.
მიმის სურათს თვალი ვეღარ მოსწყვიტა. გული ეჭვითა და ბოღმით ევსებოდა და დიდი სურვილი გაუჩნდა, რომ ნახატი, ნაკუწებად ექცია. მასპინძელი კი, იმ დროს დაადგა თავს, როცა ფიფო, ორივე ხელით ჩააფრინდა ტილოს.
მიმის სურათს თვალი ვეღარ მოსწყვიტა. გული ეჭვითა და ბოღმით ევსებოდა და დიდი სურვილი გაუჩნდა, რომ ნახატი, ნაკუწებად ექცია. მასპინძელი კი, იმ დროს დაადგა თავს, როცა ფიფო, ორივე ხელით ჩააფრინდა ტილოს.
- თუ ნამდვილი არა!!! ნახატით ხომ მაინც იქნები
ჩემი! - ფიფოს ზურგსუკან, პათეტიკურად დასჭექა მხატვარმა და სიცილი აუვარდა.
ფიფო შემცბარი შემობრუნდა. ერთი კი წაილუღლუღა,
გვერდულად ეკიდა და ვასწორებდიო, თუმცა მხატვარს ყურადღებაც არც მიუქცევია, ისე მიეგდო საწოლზე.
- თუ გინდა, გაჩუქებ. - მშვიდი ხმით მიმართა
ფიფოს და სიგარეტის კოლოფს გადასწვდა, კოლოფი ცარიელი აღმოჩნდა და უკმაყოფილოდ იქვე
მიაგდო.
ფიფომ თავისი სიგარეტი შეაგება.
- აუ, ძააან მაგარი დაღლილი ვარ! არაფრის თავი
არ მაქვს! ყავა და რამე-რუმე თუ გინდა, ხომ იცი, სადაც არის?
- არ მინდა ყავა. დღეს საკმარისად დავლიე.
- ცივად მიუგო ფიფომ.
- ჰომ, აი დალევაზე გამახსენდა, აბა მიდი
ის უჯრა გამოაღე.
ფიფომ ერთი კი იფიქრა, უარს ვეტყვიო, მაგრამ
ნასვამი მხატვრის აჭიკჭიკება უფრო თავისუფლად შეიძლებოდა და იქნებ, ბევრი საინტერესო რამეებიც დაეფქვა.
- გენატრება მიმი? - ფრთხილად შეაპარა მხატვარმა და არაყი ჭიქებში ჩამოასხა.
ფიფომ ცალყბად გაიღიმა და შეეცადა მიმის ხსენებაზე, უფრო მეტად მოწყენილი სახე მიეღო.
- დადის აქ ხშირად?
- არა! – მხატვარმა არაყი გადაკრა და დაიჭყანა.
- რაც შენ დაიკარგე, მას მერე, მიმიმაც მიმატოვა. - მხატვარი შეყოვნდა. - მგონი, შეყვარებულია. არ ვიცი ზუსტად.
- მართლა? – ფიფო დაიძაბა.
- ჰო! მგონი. არ ვიცი. ასე მომეჩვენა მაშინ.
- როდის?
- აი მაშინ, გახსოვს ბოლოს, რომ იყავი აქ?
ფიფომ თავი დაუქნია.
- სწორედ იმ დილით იყო ჩემთან მოსული, რაღაც
კითხვებს მისვამდა. ისე სასხვათაშორისოდ, თუმცა თემასაც მალევე ცვლიდა.
- მდააა... ესე იგი, მიმი შეყვარებულიც ყოფილააა...
- ფიფო სავარძელში გადაწვა.
„იქნებ
მხატვარი, სულაც არაფერ შუაშია და ის ვიღაც მიმის შეყვარებულია მისი თანამზრახველი?“
- „ც“
- რას ნიშნავს? - ჩაეკითხა მხატვარი.
- ???? ვერ გავიგე?
- რას ნიშნავს ეს „ც“? - მხატვარმა აჩეჩილი თმები უკან გადაიწყო და ფიფოს ჩახედა.
ფიფოს თვალის არიდება არც უცდია და არც არაფერი უთქვამს.
ერთ ხანს, დუმილი ჩამოვარდა. მერე მხატვარი წამოდგა და საწერი მაგიდის უჯრიდან ხელნაკეთ სიგარეტს
დასწვდა, მაგრამ წამით შეყოვნდა და სტუმარს გამჭოლი მზერით გახედა.
ფიფოს გაეღიმა:
- მიდი, მიდი, დაბოლდი, მაგისთვის შენ არც „გაგსროკავ“!
- ნუ, რა ვიცი? ამუნია ხარ მაინც. - ცინიკურად
ჩაიხითხითა მხატვარმა. სავარძელში გადაწვა, სიგარეტი ხარბად მოქაჩა და ფიფოს მიუბრუნდა.
- მაგისთვის არ „გაგსროკავო“, ხომ? და რამე ისეთი, რომ ჩავიდინო? მაშინ ხომ მართლა
დამიჭერ და დამაპატიმრებ! ჰა? – სიცილს ვეღარ იკავებდა მხატვარი.
ფიფოსაც ეღიმებოდა, ვითომ. მხოლოდ თვალები
ავად უელავდა, მაგრამ არაფერს ამბობდა. ელოდა, რომ მხატვარს აუცილებლად წამოსცდებოდა
რაღაც ისეთი, მისთვის ხელჩასაჭიდი და მერე უკვე...
- და მაინც, რას ნიშნავს? შეყვარებული
-„ც“ ჰყოლიაო? - დამარცვლით გამოსცრა მხატვარმა.
- ვურეკავდი და ნომერი გაუქმებული აღმოჩნდა.
- ვურეკავდი და ნომერი გაუქმებული აღმოჩნდა.
- ჰოოო?
- მერე კი, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მისი მანქანა შევნიშნე. გამიხარდა
ძალიან, დავუსიგნალე და არც გამომხედა, მერე გავეკიდე და...
- და რა? - ვეღარ ითმენდა მხატვარი.
- გააჩერა. დარწმუნებული ვიყავი, მიმი გადმოვიდოდა
და სულ სხვა ვიღაც შემრჩა ხელში. - ფიფომ ოსტატურად მოიშველია ტყუილი და კმაყოფილი
სახით ჩააშტერდა მხატვარს.
მხატვარი ისევ სიცილისგან ჩაბჟირდა.
- წარმომიდგენია, რა სახე გექნებოდა, ვიღაც
სხვა რომ გადმოვიდოდა მიმის მანქანიდან.
- აბა... აბა. - ფიფოც შეეცადა აჰყოლოდა სიცილში.
- შენ რომ იცოდე, მობილურის აპარატიც კი შეცვალა.
- ისევ ახითხითდა მხატვარი.
- მართლა? რა ხდება მიმის თავს? რამე სერიოზული
ხომ არ შეემთხვა?
- არა! არა მგონია. - მხრები აიჩეჩა მხატვარმა. - უბრალოდ, მობეზრდა და ახალი
შეიძინა. ალბათ!
- ჰმ, ლოგიკურია.
ფიფო ისევ ჩაფიქრდა, ისევ მიმის და მის უჩინარ
შეყვარებულს გადასწვდა და კიდევ უფრო შორს წავიდოდა, მხატვარს რომ არ გამოეფხიზლებინა.
- ის შენი გამოძიება, როგორ დამთავრდა?
- რომელი ერთი? - ფიფომ თავი მოიკატუნა. მშვენივრად
ხვდებოდა, მხატვარი რომელ გამოძიებაზეც ეკითხებოდა.
- აი ის, ნიღბები რომ გაინტერესებდა, სერიულ
მკვლელებზე!
„ჰმ,
მკვლელებზეო. მრავლობითში ამბობს! ესე იგი, არ ვცდები! დამნაშავეთა ჯგუფთან მაქვს საქმე
და თავის დროზე კი, მე იდიოტმა, ყველა კარტები გადავუშალე ამათ!“
ფიფომ პასუხი დააპირა, მაგრამ მხატვარმა დაასწრო:
- იცი, რა ვიფიქრე?
- რა იფიქრე?
- აი, ერთ დღესაც, აქ რომ მოხვიდე და მე რომ
დაბრედილი დაგხვდე და ყველაზე საინტერესო კი, იცი რა იქნებოდა?
- საინტერესო? რა?
ფიფო ვერ ხვდებოდა, მხატვარს საითკენ მიჰყავდა
საუბარი, თუმცა ყველაზე ადვილი ასაჭიკჭიკებელი, სწორედაც რომ ახლა იყო.
- საინტერესო ის იქნებოდა, რომ აი აქ, ჩემს
კედელზე, ბარემ გამზადებული ნიღბებიდან, ნეტა რომელ ნიღაბს მომარგებდა სახეზე? - მხატვარი
კვლავ სიცილისგან გაიგუდა.
ფიფო, სახეზე ძალად მიხატული ღიმილით, მხატვრის
უაზრო ყბედობას, მოთმინებითა და სიმშვიდით იტანდა.
- შენთან არ მოვა, შეგიძლია მშვიდად იყო.
- რატომ ვითომ? ხომ შეიძლება, რომ მეც...
- უკან არ იხევდა მხატვარი.
- შენ არ ხარ მისი ტიპაჟი და არც მის მოსაწონ
ასაკში ხარ!
- ???
- შედარებით ხნიერ ხალხზე ნადირობდა. - ფიფომ ჭიქა გამოცალა და ისევ დაისხა.
- ვააა, ესე იგი ნადირობდააა.
- ჰო, ნადირობდა.
- მაშინ, მოსალოცად გქონია საქმე!
- ჰმ, რას მილოცავ მერე?
- საქმის გახსნას!
- რააა?! - ფიფო ლამის ტანსაცმლიდან ამოხტა.
მხატვარს ყურადღება არ მიუქცევია.
- რადგან წარსულ დროში ამბობ, ნადირობდაო, ,,ზნაჩიტ“, უკვე დაგიჭერიათ და ეგ არის! ყოჩაღ ყმაწვილო! მე ვამაყობ შენით! - აქირქილდა
მხატვარი.
- მე აღარ ვიძიებ მაგ საქმეს. - მშრალად მიუგო ფიფომ. - რა ხანია, სხვას გადააბარეს
უკვე.
- ვითომ, რატომაო?
- იმიტომაო რომაო, არ ხარ ღირსიოოო. ნუ, რა
ვიცი? მაინც არაფერი გამომივიდა. მაგ საქმეს ვერაფერი გავუგე, ვერც თავი და ვერც ბოლო! საყვედურებითაც კი ამავსეს, ვერ გაართვი თავიო და თანაც ვერ გყოლია კარგი მეგობრებიო,
არ დაგეხმარნენ საქმის გამოძიებაშიო. - ფოფოს ხმაში ფარული ცინიზმი იგრძნობოდა.
- მდააა. - მხატვარი ჭერს მიაჩერდა - არადა, რა მაგარი საქმე იყო. ძაან საინტერესო ამბები ტრიალებდა. ისე, მეც რამდენჯერ ვიმტვრიე თავი.
ფიფო თანდათან რწმუნდებოდა, რომ მხატვარი
არაფერ შუაში იყო, მაგრამ ჯერ კიდევ ბოლომდე მაინც არ სჯეროდა მისი და ვერ ენდობოდა.
„მხატვარი
ჰო, ასეა თუ ისეა გავარკვიე, მაგრამ მიმი?
მიმის
რაღა ვუყო?
საიდან
მივუდგე?
ჰმ,
მიმი, მიმი. ეს რა ხათაბალაში გავიხვიე თავი.“
მხატვარი მხიარულ განწყობაზე იყო, ენას აღარ
აჩერებდა, ხან რას ქაქანებდა და ხან რას, მაგრამ არაფერს საინტერესოს.
ფიფო კი, მონუსხულივით შეჩერებოდა კედელზე
გამოფენილ ძველებური სტილის ვენეციურ ნიღბებს და ცალი ყურით მხატვარსაც უსმენდა.
„ნიღბები...
ნიღბები... ისევ ნიღბები!
თუ
მართლაც მხატვარი არაფერ შუაშია, ალბათ ნიღბების იდეა, მიმიმ მისგან აიღო?
ჰმ,
თავად ნიღბით დადის და საცოდავ, განწირულ მსხვერპლს უფარავს სახეს!
არადა,
როგორ ვენდობოდი, როგორ!
ტიპიური
სოციოპათი ყოფილა, სანამ გაიშიფრებოდა თავიდან ყველა მოხიბლა! სიკეთისა და სათნოების
განსახიერება იყო!
ყველას
ადვილად შეაყვარა თავი და მერე კი...“
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1890078937901061
No comments:
Post a Comment