62.
LEX. 2017 წლის 2 აპრილი, კვირა.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1887838321458456
ფიფო თავზარდაცემული იდგა. ფურცლიანი ხელი უკანკალებდა, თუმცა
არავის შეუმჩნევია. ყველა თავისთვის ფუსფუსებდა და კაბინეტიდან კაბინეტში, დაუსრულებლად
გადი-გამოდიოდნენ. მხოლოდ მაშინღა გამოერკვა, როცა შემთხვევით მხარი გაჰკრეს და ფურცელი ისე
ძლიერად ჩაბღუჯა, რომ ხელზე დაბერილი ძარღვები, ლამის ზედ შემოასკდა და არც ეს შეუმჩნევია
ვინმეს.
არადა, თავად ჩააწვეთა კოლეგებს, მთელი იმ კვარტლის შემოგარენში
ქუჩის კამერების გადათვალიერება. აბა რას წარმოიდგენდა,
თუ ყველაზე საეჭვოდ მოძრავი, მიმის მანქანა ამოტივტივდებოდა.
იმ ღამით, ერთი და იგივე მანქანა, რამდენჯერმე
დაფიქსირდა. სამჯერ ჩაიარა კორპუსების წინ, სამივეჯერ ერთი და იმავე მიმართულებით.
ცხადი იყო, წრეზე დადიოდა. მერე სადღაც, ერთ-ერთ ქუჩასთან შეუხვია და დიდ ხანს აღარც
გამოჩენილა. ქუჩა ვიწრო იყო, პატარა, ნახევრად ჩაბნელებული და კამერების გარეშე. გამთენიისას
კი, იმავე მანქანამ, კიდევ ერთხელ ჩაუარა კორპუსებს.
მანქანის გაუჩინარების ინტერვალი, სწორედ მკვლელობის დროს ემთხვეოდა.
ფიფომ სასწრაფოდ მოითხოვა, ამ საეჭვო მანქანის
პატრონის ვინაობის დადგენა.
მიმის უკვე დიდი ხანია ტელეფონის ნომერიც
და მანქანაც გამოცვლილი ჰქონდა. ამიტომაც იყო, რომ თავიდან, ფიფოს არც ტელეფონი და არც
მანქანა არ ეცნო, ხოლო სახელისა და გვარის ამოკითხვისას, კინაღამ ინფარქტმა დაარტყა.
ბინის მისამართიც ემთხვეოდა
ნამდვილად, ის იყო! მიმი!
წამსვე, ყველაფერმა თვალწინ გაუელვა.
გაახსენდა მათი პირველი შეხვედრა.
მაშინაც ხომ იმავე მკვლელს უდგა კვალში და
მოულოდნელობისგან, შიშით კედელზე აკრულ უსუსურ გოგოს, რომ გადააწყდა.
„ნუთუ
მიმი?
არა!
არა! დაუჯერებელია!
შეუძლებელია!
მაგრამ ამ ფაქტებს, სად გავექცე? სად?
მაგრამ ამ ფაქტებს, სად გავექცე? სად?
იქნებ, მანქანაც და ტელეფონიც, კვალის ასარევად გამოცვალა?
განგებ
დამიმეგობრდა, რომ უფრო მეტი რამ გაეგო ჩემგან?
მე,
იდიოტმა კი, ჩემს ფაილებში ჩავახედე.
ჰმ,
ახია ჩემზე. რა ბრიყვი ვყოფილვარ.
განა
მისი იდეა არ იყო, თვის ბოლო შაბათიც და ნიღბიანი მსხვერპლიც?
ნუთუ, ესეც
სპეციალურად ჩამაწვეთა?
არა!
არა! შეუძლებელია!
თუმცა...
ალბათ, მაგიტომაც იყო რომ ხშირად, ღამ-ღამობით სახლში არ იყო, ან გამთენიისას ბრუნდებოდა.
მე, კი ვეჭვიანობდი და თურმე, რაში ყოფილა საქმე.
მე, კი ვეჭვიანობდი და თურმე, რაში ყოფილა საქმე.
მიამიტი
სახით დაძვრებოდა სადარბაზოებში და...
მაგას
არ სჯობდა, მართლაც ვინმე სხვა შეყვარებული ჰყოლოდა? ამას უფრო ავიტანდი! მეცოდინებოდა,
რომ სხვა უყვარდა და მორჩა! თავიდანვე გავწყვეტდი კავშირს და დამთავრდებოდა ამით ყველაფერი!
ახლა
კი, იდიოტის როლში აღმოვჩნდი.
მაშინაც
გულუბრყვილო სახით, დამფრთხალი ჩიტივით, რომ იყო ატუზული სადარბაზოს კედელზე.
ჰმ,
იქნებ ვინმეს მალავდა? რა თქმა უნდა, თავის თანამზრახველს. მე კი მაჭამა! დიდი კოვზით მაჭამა!
როგორი საბრალო სახე ჰქონდა მაშინ, რომ მის შემხედვარეს, მკვლელის ძებნა წესიერად აღარც გაგვიგრძელებია.
როგორი საბრალო სახე ჰქონდა მაშინ, რომ მის შემხედვარეს, მკვლელის ძებნა წესიერად აღარც გაგვიგრძელებია.
მაგრამ
ისიც საკვირველია, როგორ უცებ აღმოჩნდა იქ? ასე მარდად ვერ ირბენდა. იქნებ, შორიახლო მანქანით
მოგვყვებოდა?
არადა, დანახვისთანავე ისე მომეწონა, რომ წამსვე შევისწავლე. ისე კარგად მახსოვს, მისი ფეხსაცმელებიც,
ისიც კი გავიფიქრე, როგორი კაკუნ-კაკუნით ამოკუსკუდებოდა კიბეზე.
არა!
არა!
შეუძლებელია!
ჩვენ რომ მივედით იმ სახლთან, მისი მანქანა იქ უკვე იდგა და ასე შეუმჩნევლად, როგორ მიგვასწრებდა?
არა!
არა!
შეუძლებელია!
ჩვენ რომ მივედით იმ სახლთან, მისი მანქანა იქ უკვე იდგა და ასე შეუმჩნევლად, როგორ მიგვასწრებდა?
ნამდვილად
ისეა, როგორც წეღან ვიფიქრე. შორიახლო გვადევნებდა თვალს და მერე ვითომდა, იქვე დაგხვდა! თავისი, მოჩვენებითი გულუბრყვილო შარმით, ბიჭებს თავგზა აგვიბნია და ამასობაში, მკვლელიც დაგვიძვრა ხელიდან.
ჰმ,
ისეთი თვალები ჰქონდა, რომ ამერია გონება.
ნუთუ, ასე შევცდი?
ასე
როგორ გამაბრიყვა?
ვინ იცის, მერე რამდენჯერ იცინეს ჩემზე მიმიმ და მისმა კურომ.
რას ვიფიქრებდი, თუ ასეთი სათნო სახით ინიღბებოდა?
და ისევ ნიღაბი! ნიღაბი! ეს წყეული ნიღაბი!
ჰმ! მიმი, ძვირფასო! ნეტა, მართლა? როგორია შენი ნამდვილი სახე?!“
ფიფო საშინელ დღეში იყო. მზად იყო მივარდნოდა
სახლშიც, სამსახურშიც აეწიოკებინა. ისეთ დაკითხვას მოუწყობდა, რომ ყველაფერს დააფქვევინებდა.
ისიც კი იფიქრა, რომ მარტო მიმი მკვლელის
დახმარებას ვერ შესძლებდა და მაშინ უკვე ცხადი ხდებოდა, კიდევ სხვა თანამზრახველიც რომ ჰყოლოდათ.
„და ვინ ნეტავ? ვინ, მესამე?
მკვლელი კაცია, ამაში დარწმუნებული ვარ! ვისაც მაშინ მივდევდით, ნამდვილად არ იყო ქალი, მაგრამ მართლა, ის მესამე ვინღაა?
ნუთუ, მხატვარი?
იქნებ, ისიც გარეულია?
თუ
მართლა მასეა, ასე როგორ ამიგდეს მასხრად?!
მეგობრებად
ვთვლიდი, ეჭვიც კი არასდროს შემპარვია, რომ თურმე საკმაოდ გაქნილ, და სასტიკ ბოროტმოქმედებთან
მქონდა საქმე!“
ფიფო საშინელ დღეში იყო. ქუჩის კამერებმა,
მარტო ის ერთი საეჭვო მანქანა დააფიქსირეს და ისიც მიმის აღმოჩნდა. იქვე მახლობლად ფეხით მოსიარულეც კი ვერავინ შენიშნეს. მხოლოდ შედარებით მოგვიანებით, სავარაუდოდ დანაშაულის
ჩადენის შემდეგ, მსხვერპლის საცხოვრებელი კვარტლიდან მოშორებით, ნაგვის ბუნკერთა რიგის
მახლობლად, ქუჩის მაწანწალა ძაღლების ხროვა, რაღაცას გლეჯდა და ესეც, მხოლოდ ფიფომ შენიშნა და მის მეტს, არც არავის მიუქცევია ყურადღება.
„ალბათ, ეს ის იყო! ქუდში და ხელთათმანებში გახვეული ძეხვის ნაჭრები.“
„ალბათ, ეს ის იყო! ქუდში და ხელთათმანებში გახვეული ძეხვის ნაჭრები.“
თუმცა ხმამაღლა არაფერი უთქვამს.
ფიფო მართალი იყო, მაგრამ საიდან, ან ვინ რა
მიუგდო ძაღლებს, ეს ვერსად შენიშნა. ამას არც ერთი კამერა არ აფიქსირებდა.
ახლა
ოფიციალურ დაკითხვაზე მიმის გამოძახება, სულაც არ აწყობდა, ისევე როგორც მეგობარი მხატვრის. მათი ოფიციალურად დაკითხვის სურვილი ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ ისიც საკითხავი იყო, ფიფოს თუ ექნებოდა საერთოდ დაკითხვაზე დასწრების უფლება, რადგან ჯერ კიდევ, გამოძიებას სულს სხვები აწარმოებდნენ
და ყოველი იმ სერიული მკვლელის მიერ ჩადენილ დანაშაულს, სულ სხვა და სხვა დეტექტივები
იძიებდნენ. მხოლოდ ფიფო არ იხევდა უკან, მხოლოდ მას სწამდა, რომ ამ ყველა, მის მიერვე
მონიშნულ მსხვერპლს, ერთი მკვლელი ჰყავდა. ამის გამო იყო, რომ ყველგან ძვრებოდა, ყველგან ცხვირს
ჰყოფდა, რასაც ხშირად კოლეგების წყენაც კი მოჰყვებოდა ხოლმე. ამიტომაც ახლა, არანაირად არ
აწყობდა, მისი მეგობრების განყოფილებაში დაბარება, მაშინ ხომ გაირკვეოდა, რომ გამოძიების
მასალებში თავად ჩაახედა უცხო პირები და თუ კი ისინი, მართლაც დამნაშავენი აღმოჩნდებოდნენ, ამ ყველაფრის შედეგი, პირველ რიგში, ფიფოს პროფესიონალიზმს შეუყენებდა წყალს და თუნდაც, მარტო ამის გამოც, გამორიცხული არ
იყო, რომ სამუდამოდ დამშვიდობებოდა სამსახურსა თუ კარიერას.
„და თუ ჩემი მეგობრები, დაკითხვაზე დაიბარეს და თუ აღმოჩნდა, რომ მართლაც ისინი არაფერ შუაში არიან, მაშინ ხომ სამუდამოდ დავკარგავ მათ ნდობას და ყოველთვის უნამუსო კაცად ჩამთვლიან, მაგრამ მიმის მანქანა? ხომ ნამდვილად მისია და ესე იგი, მაინც...“
ფიფო გუმანით გრძნობდა, მიმი რაღაც კავშირში უნდა ყოფილიყო,
მაგრამ დამნაშავედ და მკვლელად, ბოლომდე მაინც ვერ აღიქვამდა.
ამ შემთხვევაში, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება
კი მიმისთან გასაუბრება უნდა ყოფილიყო. ისე მეგობრულად გაესაუბრებოდა, ფარულ დაკითხვას
მოუწყობდა, ნელ-ნელა შეაპარებდა კითხვებს.
„იქნებ, მიმიმ თავისდაუნებურად, ისეთი რამ თქვას რომ...
ხომ
შეიძლება, რაღაც ისეთი წამოსცდეს?
ეჰ, როგორ ვერაფერს ვხვდებოდი, ვერც კი ვიფიქრებდი მიმიზე. თუმცა,
რას გაიგებ? დღეს ისეთი ცხოვრებაა, რომ ლამის ყოველ ადამიანს აქვს რაღაც ფსიქოლოგიური პრობლემა,
მაგრამ ხანდახან, ოდნავ მაინც ხომ უნდა გამოევლინა?
თუნდაც, ერთი ორჯერ მაინც ხომ უნდა შემემჩნია, რამე ისეთი...
თუმცაღა, რა?
მაგრამ
როგორც, წესი, თუ ვერაფერს ამჩნევ და ადამიანი სრულიად სტაბილურია, ყოველთვის მშვიდად
და აუღელვებლად გაჩვენებს თავს, ესე იგი, ის მაინც რაღაცას მალავს და არ არის გამორიცხული,
რომ მშვიდი, დინჯი და უპრობლემო ადამიანის ნაცვლად, ჩამოყალიბებული ფსიქოპათი შეგრჩეს
ხელში!
აი
თუნდაც ისეთი, როგორიც მხატვარია. მშვიდი, უპრობლემო.
ნუთუ, მიმი და მხატვარი? და სხვა, არავითარი მესამე?
მხატვარიც
კი ჰგავს ისე, რაღაც ასპექტში ფსიქოპათს, მაგრამ მიმი?!“
ფიფო თავისივე ფიქრებს ეწინააღმდეგებოდა,
ხან სჯეროდა, ხანაც კი, ვერ წარმოედგინა.
ისიც იფიქრა, რომ კარგი იქნებოდა მიმისთვის მეთვალყურეები მიეჩინა, მაგრამ ეს ისე უნდა მოეხერხებინა, რომ სამსახურში არ გახმაურებულიყო. ჯერ თავად უნდოდა დარწმუნებულიყო, იყო თუ არა მიმი, ამ საქმეში გარეული, ან რა როლს თამაშობდა.
ისიც იფიქრა, რომ კარგი იქნებოდა მიმისთვის მეთვალყურეები მიეჩინა, მაგრამ ეს ისე უნდა მოეხერხებინა, რომ სამსახურში არ გახმაურებულიყო. ჯერ თავად უნდოდა დარწმუნებულიყო, იყო თუ არა მიმი, ამ საქმეში გარეული, ან რა როლს თამაშობდა.
„იქნებ, სულაც არაფერ შუაშია და სულ ტყუილად?..“
სულ მიმის სახე ედგა თვალწინ და გული ეწურებოდა. პირველ რიგში, საკუთარ თავზე ბრაზობდა.
„ნუთუ, ასეთი ბრმა, როგორ ვიყავი?
„ნუთუ, ასეთი ბრმა, როგორ ვიყავი?
ოდნავ
მაინც, როგორ ვერაფერი შევამჩნიე?“
მერე ფიქრები ისევ აერეოდა, ხან ამართლებდა,
ხან ამტყუნებდა, და ყველა შემთხვევაში, მაინც საკუთარ თავს ტუქსავდა.
„იქნებ, სულაც მართლაც არაფერ შუაშია და მართლაც იქნებ, თვითონ არც კი იცის, ისე იყენებენ?“
ბევრი ფიქრისა და ათასი ვარიანტების შერჩევის
შემდეგ გადაწყვიტა, რომ ჯერ თავად უნდა გასაუბრებოდა და ისე გაერკვია, მაგრამ მაშინვე გადაიფიქრა.
- თუ მართლა გარეულია ამ საქმეში, მაშინ უფრო
დაფრთხება! თანამზრახველებს გააფრთხილებს. ისინი კი, შეიძლება ისე ჩაიმალონ სოროში, რომ დიდ ხანს,
ძალიან დიდ ხანს აღარ გამოჩნდნენ! - ფიფოს ფიქრი ხმამაღლა გამოუვიდა და საკუთარმა ხმამაც
შეაკრთო.
მერე მძიმედ ამოიხვნეშა და კვლავ ფიქრებს მიეცა.
მერე მძიმედ ამოიხვნეშა და კვლავ ფიქრებს მიეცა.
„ნეტა მართლა, რამდენი არიან? ან იქნებ, იმაზე მეტნი ვიდრე მგონია.
მხატვარიც
თუ მართლა ამ საქმეშია გარეული და...
ეჰ!
არავის ნდობა არ შეიძლება!
არავის!“
ფიფო სიგარეტს, სიგარეტზე ეწეოდა. მერე ხან გიჟივით წამოვარდებოდა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვებოდა. ფიქრისგან ლამის თავი უსკდებოდა. ცდილობდა აეხსნა, მიმის დანაშაულებრივი ქმედებანი, მაგრამ გამართლებას ბოლომდე მაინც ვერ უძებნიდა.
ფიფო სიგარეტს, სიგარეტზე ეწეოდა. მერე ხან გიჟივით წამოვარდებოდა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვებოდა. ფიქრისგან ლამის თავი უსკდებოდა. ცდილობდა აეხსნა, მიმის დანაშაულებრივი ქმედებანი, მაგრამ გამართლებას ბოლომდე მაინც ვერ უძებნიდა.
„ნუთუ, ასეთი რა შეემთხვა იმ გოგოს? ასეთი რა გადაიტანა, რომ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა დასჭირდა?
რაც
არ უნდა იყოს, ნებისმიერ ასპექტში, მკვლელობა მაინც მკვლელობაა და არც ერთ შემთხვევაში
არა აქვს გამართლება მას!“
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1887838321458456
No comments:
Post a Comment