55.
LEX. 2016 წლის 31 დეკემბერი, შაბათი
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1844837459091876
მიმიმ, დედის საწოლ ოთახს ფეხაკრეფით ჩაუარა და როცა კარგად დარწმუნდა,
რომ უკვე ღრმად ეძინა, მერე თავისი ოთახის კარიც ჩუმად გამოხურა, მანაქანის გასაღებს
სტაცა ხელი და გარეთ გამოვარდა.
საჭეს ამჯერად, მისი მეგობარი მართავდა. თავად კი, გვერდით სავარძელზე
მოეწყო და თვალები მილულა.
მანქანა ერთ, ნახევრად ჩაბნელებულ ქუჩაზე შეჩერდა. პიპამ
მანქანის კარი ფრთხილად მიხურა, არ უნდოდა მიმის გაღვიძებოდა.
ქუჩას ფრთხილად გაუყვა, მერე ერთ სადარბაზოში
შევიდა. კორპუსებს შორის მოქცეული დიდი ეზოც გადაჭრა და იქიდან სხვა ქუჩაზე გავიდა.
ყველაფერი დიდი ხნის მომზადებული და წინასწარ
გათვლილი ჰქონდა. მხოლოდ ხელსაყრელი დროის შერჩევა იყო საჭირო. აი ბედად, მიმიც გამოჩნდა
და...
სულაც არ ჰქონდა გეგმაში, რომ ამაღამვე თავს დასხმოდა, უკვე წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს. ამ მკვლელობის ჩადენას, დაახლოებით სამი ან ოთხი კვირის მერე ვარაუდობდა, მაგრამ ახლა ამაზე
კარგ სიტუაციას, სხვა დროს აბა, როდისღა ნახავდა?
მსხვერპლი, მდიდარი და შეძლებული, შუახნეს გადაცილებული
კაცი, მართალია მარტო ცხოვრობდა, მაგრამ მასთან ხშირად ჩამოდიოდნენ, რატომღაც სულ ახალ-ახალი
„ნათესავები და ოჯახის ახლობლები.“ ასე ნათესავებად და ახლობლებად ასაღებდა მეზობლებში,
თორემ არაფერი ჰქონდა მათთან საერთო, გარდა საქმიანი გარიგებისა და ფულადი ანგარიშისა.
იმ ღამითაც დარწმუნებული იყო, რომ სახლში
მარტო იქნებოდა. „ნათესავების“ სტუმრობა შემდეგი კვირისთვის იყო დაგეგმილი. ხშირად კი, მათი ვიზიტები, ყოველთვის შუა კვირაში ხდებოდა და არა კვირის ბოლოს, უქმეებზე. ამიტომაც
იყო, რომ ასე თამამად შეაბიჯა საწოლ ოთახში და მის მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში
მოსაყვანად, იქაურობის მოწყობას შეუდგა.
მსხვერპლს არაფერი შეუტყვია, ისე არხეინად
ხვრინავდა, რომ უზარმაზარი და გაბერილი ღიპი, გასკდომას ლამობდა.
მის ძირითად საქმიანობას, უპოვარი ბავშვებით
ვაჭრობა წარმოადგენდა. ზოგი ობოლი იყო, ზოგიც მიტოვებული, ზოგს საბრალოს კი, თავად ოჯახი ცვლიდა
ფულზე.
კვალის ასარევად, ამ კაცთან ჩამოჰყავდათ სხვადასხვა კუთხიდან ზოგჯერ ჩვილები,
ზოგჯერ ცოტათი უფრო წამოზრდილები და მდიდარ უშვილო ოჯახებზე ჰყიდდნენ. ხოლო ქალაქში დაბადებულ ბავშვებს კი პირიქით, ჯერ სხვა რეგიონში, ამ გაქსუებული კაცის თანამზარხველი დააბინავებდა, რომ მერე გასაყიდად გაემწესებინა.
შვილს დანატრებული ხალხი კი საკმაოდ დიდძალ
ფულსაც იხდიდნენ ამ საქმეში და წესიერად არც კი უწყოდნენ, რომ მოპარული ბავშვი მიჰყავდათ შინ.
- ბებერი მძორი! - ზიზღით ჩაილაპარაკა დაუპატიჟებელმა
სტუმარმა.
მერე ორივე ხელით, ზეწარს ჩაეჭიდა და რაც ძალი
და ღონე ჰქონდა გამოსწია და ქვეშიდან გამოგლიჯა მძინარეს. კაცმა ძირს ზღართანი მოადინა და სანამ
გონზე მოვიდოდა, თოკივით დაგრეხილი ზეწარი უკვე ყელზე უჭერდა. შიშისგან ხმაც ვერ ამოიღო.
კარგადაც მიხვდა რა დღეშიც იყო, ამიტომ ჯერ უხმოდ
დაემორჩილება ამჯობინა.
მკვლელმა, მსხვერპლი სკამზე დასვა და იმავე
ზეწრით მიაბა, რითაც ყელში უჭერდა და ამით განძრევის საშუალება არ მისცა.
ყველაფერი კარგად წავიდა, მასპინძელი საიმედოდ
იყო გათოკილი. პიპას ჩაეღიმა. სასტუმრო ოთახიდან დიდი ოვალური, ლამაზად მოვარაყებული
ფაიფურის ლარნაკი გამოიტანა და იქვე საწოლთან, კომოდზე დადგა. თვითონ კი, მსხვერპლის პირისპირ,
წინასწარ მომზადებულ სკამზე მოეწყო.
ლარნაკის დანახვაზე, მასპინძელმა თვალები გადმოკარკლა.
სტუმარი მიუხვდა,
ლარნაკი საკმაოდ ძვირადღირებული უნდა ყოფილიყო, ისევე როგორც, ყველა სხვა დანარჩენი ნივთი, ამ სახლში.
ლარნაკი საკმაოდ ძვირადღირებული უნდა ყოფილიყო, ისევე როგორც, ყველა სხვა დანარჩენი ნივთი, ამ სახლში.
- რა იყო? გენანება? ჰაჰ! შე საწყალო, ეს
რომ გატყდეს რა გეშველება ჰაა?
მკვლელი, განაჩენის გამოტანას არც ჩქარობდა.
დინჯად მოუკიდა სიგარეტს და მსხვერპლის წინ ჩამომჯდარი, ბედნიერი ღიმილით აკვირდებოდა გულგახეთქილ კაცს.
მასპინძელს, სიმწრის ოფლი ასხამდა. მისი სტუმარი
კი, საკმაოდ მშვიდად იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. მერე რამდენიმე ღრმა ნაფაზი დაარტყა და სწორედ
იმ ლარნაკში კარგად ჩასრისა და ახალს მოუკიდა.
მსხვერპლი სიბრაზისგან, უფრო მეტად წამოჭარხლდა.
გაიბრძოლა, მაგრამ ისე იყო შებოჭილი, აბა რას გახდებოდა.
ბოლოს ამოიღმუვლა:
- რა გინდა ჩემგან?! ვინა ხარ? რა გინდა?!
ფული გინდა?
მკვლელმა არაფერი უპასუხა. ცინიკური სახით
უმზერდა და მშვიდად უშვებდა ბოლს. სიგარეტის ყოველ ჩაფერფლებაზე, მსხვერპლი სიბრაზისაგან
უფრო და უფრო მძიმედ ქშინავდა.
- რა გული გიფრიალებს?!
მკვლელის დამცინავი, ცივი ხმა, უფრო მეტად სიმწრის
ოფლს ასხამდა, სკამზე მიჯაჭვულ მსხვერპლს.
- ხვდები ხომ? ეს ლარნაკი, ბევრად უფრო ძვირია,
ვიდრე შენი ამძორებული სული!
მკვლელმა სიგარეტის მომდევნო ნამწვავიც, ისე
ძლიერად ჩასრისა, რომ ლარნაკს ლამის ძირი გაუხვრიტა.
სახლის პატრონი ცდილობდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა,
მეტი დრო მოეგო, დარწმუნებული იყო, რომ ეს, შუაღამის დაუპატიჟებელი სტუმარი, სწორედ მის გასაქურდად
იყო მოსული, ამიტომ სცადა მოესყიდა.
- აი იქ, კედელზე, სურათის უკან ნახე! სულ
შენი იყოს! წაიღე! წაიღე!
სტუმარმა კედელს გახედა:
- ჰოო? მაინც რამდენს მთავაზობ? ჰმ! - პიპამ
მინიშნებული კედლისკენ გაიხედა, სადაც ოქროსფრად მოვარაყებულ ძვირფას ჩარჩოში, ოჯახის
ფოტოსურათი იყო ჩასმული. საინტერესო ფოტო იყო. ძველებურ ყაიდაზე გამოწყობილნი, სამ
მწკრივად იყვნენ დაწყობილნი. ქალები ისხდნენ, მათ უკან ამაყად მომზირალი მამაკაცები
იდგნენ, ქალების წინ კი ადგილი თეთრ ფუშფუშა მაქმანებით მორთულ, მდიდრულად გამოწყობილ,
გრძელ კულულებიან ლამაზი ბავშვებს დაეკავებინათ.
შუაღამის დაუპატიჟებელი სტუმარი, დაკვირვებით
ათვალიერებდა, ძველებურ ფოტოზე გამოსახულ ოჯახს.
- იცი? საერთოდაც არ გავხარ შენს წინაპრებს.
მსხვერპლმა მძიმედ ამოიხვნეშა, არაფერი უპასუხა.
- არა მართლა! ეს ხალხი ლამაზია, ტანადი და
კეთილი თვალებიც აქვთ, შენ კი დაბალი და კასრივით ჩამრგვალებული, თანაც საზიზღარი ბოროტი
თვალებით და რაც უფრო მეტად ვაკვირდები ამ სურათს, მით უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ
შენი ჰაბიტუსი, ამათაგან ბევრად განსხვავდება! და შენი წინაპრების კი არა, სულ სხვა
ოჯახის ფოტოა! სხვისი ფოტო, რა ჯანდაბად გინდა?! ჰა, ჰა!
- ეგ საიდანღა იცი? ვინ გითხრა! ვინ?! – ამოიღმუვლა
მსხვერპლმა.
ახლა უკვე ეჭვი შეეპარა, გრძნობდა, რომ მარტო
მის გასაქურდად არ იყო მოსული და ისე ძლიერ აწრიალდა, ლამის სკამიანად გადაგორდა.
- არც თუ ისე რთული მისახვედრი იყო. შენნაირი
მძორები, ღიპებს რომ გაიქსუებენ, მერე ნაყიდი გვარითა და არარსებული წინაპრებით, წარმოსადეგი
ოჯახის წარმომავლობით იწყებენ გაბღენძვას!
მკვლელმა ახალ სიგარეტს მოუკიდა, ღრმა ნაფაზი
დაარტყა და განაგრძო:
- რა იყო? ასე გრცხვენია შენი გვარის? იცი,
რომ მძორი, მაინც მძორია! და რაც არ უნდა სუნამო აპკურო, თავის სიმყრალეს მაინც ვერ მოიშორებს და პირიქით! სადაც თავის ნეხვიან ფეხს ჩაყოფს, აქეთ აამძორებს კეთილ სურნელებას და ბოლომდე დაალპობს! - მკვლელმა წუთით იყუჩა
და განაგრძო. - ისე, შენ რომელი საუკუნე გგონია? ვის რაში ანაღვლებს ვინ ხარ და საიდან
მოდიხარ? მთავარია კაცი იყო და ასე მაინც რამ შეგაძულა შენი ნამდვილი გვარი, რომ სხვისი იყიდე?!
მსხვერპლი მოუსვენრად ქშინავდა, ზეწარი კი ისე
ძლიერად უჭერდა ყელში, რომ ხმას ძლივს იღებდა:
- რაც სეიფშია სულ შენი იყოს, წაიღე, წაიღე!
- არ ცხრებოდა მასპინძელი. - წაიღე! სულ წაიღე! ოღონდ...
- ოღონდაც რა?!
ლარნაკში აბრიალებულ ცეცხლში სათითაოდ იფერფლებოდა
„სიმწრით“ ნაშოვნი „ნაოფლარი“ ფულის დასტები. გაცოფებული მსხვერპლი საშინლად ღმუოდა,
თითქოს მშველელს უხმობდა, მაგრამ მისი არავის ესმოდა. სტუმარი ყურადღებას არ აქცევდა
მასპინძლის ყმუილს, იცოდა სახლში არავინ იყო და ვერვინ მიეშველებოდა. ფულთან ერთად
თავისი სიგარეტის ნამწვავებსაც კარგად წვავდა, როცა სხვა დროს ნამწვავები თან მიჰქონდა
და კვალის ასარევად სადღაც სულ სხვა ქუჩაზე ნაგავში ყრიდა, მაგრამ ახლა უკეთესი საშუალება
მიეცა რომ ადგილზევე გაენადგურებინა. მთავარია ბოლომდე, კარგად დამწვარიყო, იმდენად
კარგად, რომ მისგან არაფერი დარჩენოდა.
მსხვერპლი ვერაფერს მიმხვდარიყო, რისთვის
მოვიდა ეს კაცი და მართლა რა უნდოდა? ფულის გულისთვის მოსული წაიღებდა და ასე არ ნამწვავებად
არ აქცევდა.
„რა დავუშავე? რა უნდა? ცოდვა არაფერი ჩამიდენია, კაცი არ მომიკლავს არ მიქურდია, იმ საცოდავ მიგდებულ ბავშვებს თუ მდიდარ ოჯახებში ვასახლებდი და ესაა სულ ჩემი ცოდვა? ამისთვის უნდა, რომ მომკლას? ან თუ კი გვარი გამოვიცვალე, მართლაც ვისი რა საქმეა? ამით ვის რა უშავდება?“
„რა დავუშავე? რა უნდა? ცოდვა არაფერი ჩამიდენია, კაცი არ მომიკლავს არ მიქურდია, იმ საცოდავ მიგდებულ ბავშვებს თუ მდიდარ ოჯახებში ვასახლებდი და ესაა სულ ჩემი ცოდვა? ამისთვის უნდა, რომ მომკლას? ან თუ კი გვარი გამოვიცვალე, მართლაც ვისი რა საქმეა? ამით ვის რა უშავდება?“
აგიზგიზებული ცეცხლი ნელ-ნელა ქრებოდა, კვამლით
გაჟღენთილ ოთახში დამწვრის მწარე სუნი იდგა და ისედაც გაკოჭილ მასპინძელს უფრო მეტად
უხშობდა სუნთქვის საშუალებას. მსხვერპლმა ხველას უმატა, ძლივსღა ქშინავდა, ამას ისიც
ემატებოდა, რომ სტუმარი ყელზე მოხვეულ ზეწარს თანდათან უფრო ძლიერად უჭერდა. ხან ოდნავ
მოუშვებდა, თითქოს მეტი ამოსუნთქვის საშუალებას აძლევა, მერე კი ისევ ძლიერად უჭერდა
და ცოტას უშვებდა ისევ. ბოლოს ერთი მაგრად მოზიდა და მსხვერპლმაც მორგვივით თავი კისერზე
ჩამოკიდა.
„ესეც
ასე! კიდევ ერთი საშინელი, ბინძური დამნაშავე მოაკლდა ქალაქს!
საცოდავი
ბავშვებით მოვაჭრე!“
სტუმარმა კმაყოფილებისგან ამოისუნთქა. ახლა უკვე ნიღბის მორგების დროც დადგა და ის, ფერფლით სავსე ლარნაკი, სახეზე მიეყარა მსხვერპლისთვის, მაგრამ
მობრუნდა თუ არა, კარში პატარა გოგონა შენიშნა.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1844837459091876
No comments:
Post a Comment