54.
LEX. 2016 წლის 13 დეკემბერი, შაბათი
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1839255759650046
მიმის, სახლშიც და სამსახურში ყველაფერი კარგად ჰქონდა, მაგრამ
შინაგანად ძალიან აირია. ცდილობდა, არავის შეემჩნია და კარგადაც მალავდა თავის სულიერ
ბრძოლას, მაგრამ ვის ან რას ებრძოდა, ეს თავადაც არ იცოდა.
მოგვიანებით, შფოთმა და დაძაბულობამ იმდენად შეუტია, ღამით
ძილიც კი დაუფრთხო. ამ უძილობას იმდენად განიცდიდა,
რომ სტრესის მოსახსნელად, ექიმმა დასამშვიდებლად, მსუბუქი ძილის წამალიც კი გამოუწერა.
თავიდან ღრმად და მშვიდად ეძინა,
მაგრამ ერთ ღამესაც, კოშმარულმა სიზმრებმა მოსვენების საშუალება არ მისცა. რამდენჯერმე
გამოეღვიძა და ყოველ ხელახალ ჩაძინებაზე, სულ სხვადასხვა საშინელ სიზმრებს ხედავდა.
ერთ-ერთ სიზმარში, სადღაც სადარბაზოებში დარბოდა
და გასასვლელს ამაოდ ეძებდა, მერე კორპუსებს შორის მოქცეულ დიდ ეზოში დაბნეული დადიოდა,
სადაც მოფენილ გვამებზე გადაფარებულ პოლიეთილენის პარკებს ნიავი ხდიდა, სისხლით მოთხვრილი
იქაურობა საშინელი სანახავი იყო, თან გამუდმებით, თითქოს ვიღაც სულ თან ახლდა, თვითონვე
იცავდა და მისივე ზურგს უკან მალავდა.
მერე თითქოს, ამდენი ტანჯვისგან შეეღვიძა,
გვერდი იცვალა და ახლა სიზმარმა, სადღაც დიდ დარბაზში გადაინაცვლა.
შუა საუკუნეების სტილზე მორთული ოთახი, კედლებზე
ძველებური გობელენები დაშნებითა და ძველი საბრძოლო იარაღებით მოჭედილიყო. ზოგან კი, ამ შუასაუკუნეების სტილს, შედარებით უფრო გვიანდელი ეპოქა ცვლიდა. ბუხარი გიზგიზებდა,
მაგრამ მაინც ძალიან ციოდა, მიმი ოთახის შუაგულში, დიდ ოვალურ მაგიდასთან იჯდა, რომელსაც
მუქ მწვანე ფერებში დაქარგული გრძელი სუფრა, სქელ მოჩუქურთმებულ მაგიდის კოჭებს ძლივს
უფარავდა. რკინის ჯავშნიანი მცველები გაუნძრევლად იდგნენ ოთახის კუთხეებში.
მიმის მოპირდაპირედ, ვიღაც კაცი იჯდა. გრძნეულს
გავდა, თვალები ბოროტად უელავდა. გრძელი, შეჭაღარავებული, შუაზე გადაყოფილი თმები მხრებთან
ბოლოებით ოდნავ აკეცვოდა. ნაყვავილარ სახეზე, თხასავით წაწვეტებულ წვერს, სიგრძეზე
გაბმული წვრილი ჯოხივით ულვაში „ამშვენებდა“.
მისი ტანისამოსიც ისეთივე მისტიკური იყო,
როგორც მთელი ამ უზარმაზარი დარბაზის მორთულობა.
მიმი მობუზული იჯდა, თითქოს არც ეშინოდა,
მაგრამ განძრევასაც ვერ ბედავდა. უცნობმა მისკენ ორი თითით, ასანთის კოლოფი გამოწია.
შეჭამეო, თითქოს უბრძანა. გრძელი ყვითელი წაწვეტებული ფრჩხილები კიდევ უფრო საზარელს
ხდიდა. კოლოფში, სისხლში ამოსვრილი შავი პურის პატარა ნაჭრები ეწყო.
მიმის შეაჟრჟოლა. კაცმა კიდევ უფრო ახლოს
მიუწია, შეჭამეო.
მიმის ლამის გული აერია, გიჟივით წამოხტა.
თავისივე საზარელმა ღმუილა გამოაღვიძა. წამიც და უკვე სააბაზანოში იყო, ძლივს მოიბრუნა
სული გულისრევისგან.
დედა კართან დახვდა. მიმი მოწყვეტით დაეშვა სკამზე, სველი პირსახოცში ჩარგო სახე. მერე როგორც იქნა, ამოისუნთქა. დედა მოთმინებით ელოდა მიმის გამოფხიზლებას, მაგრამ მიმი ჯერ კიდევ გაფითრებული, თვალებგაშტერებული იჯდა.
დედა დაიბნა, აღარ იცოდა რა ექნა ან რა ეკითხა.
დედა კართან დახვდა. მიმი მოწყვეტით დაეშვა სკამზე, სველი პირსახოცში ჩარგო სახე. მერე როგორც იქნა, ამოისუნთქა. დედა მოთმინებით ელოდა მიმის გამოფხიზლებას, მაგრამ მიმი ჯერ კიდევ გაფითრებული, თვალებგაშტერებული იჯდა.
დედა დაიბნა, აღარ იცოდა რა ექნა ან რა ეკითხა.
- ფერი არ გადევს. - ჩუმი ხმით მიმართა.
მიმის თითქოს არაფერი გაუგონიაო, არც განძრეულა.
ცოტა ყოყმანის შემდეგ დედამ ისევ დაარღვია
სიჩუმე:
- ორსულად ხარ?
- ოო, კარგი რა დედა რაა! - მიმი უცებ გამოფხიზლდა,
სკამიდან წამოხტა და მაცივარში რაღაცას დაუწყო ძებნა.
- ცივი წყალი არ გვაქვს?
- რა დროს ცივი წყალია? ყინავს გარეთ! ზაფხულია?
მიმიმ ონკანი მოუშვა, მერე რა რომ ზამთარი
იყო, ცივი წყალი ეგემრიელა, ცოტა გონზეც მოიყვანა.
დედა ისევ გამომცდელი თვალით შეჰყურებდა,
მიმის უნდოდა ეთქვა, რომ რა ორსულობა, რის ორსულობა, სიზმრის მოყოლაც კი დააპირა, მაგრამ
თავი შეიკავა. იცოდა, ახლა დედა შეშფოთდებოდა, ახლა ცალკე ამაზე დაიწყებდა ნერვიულობას
და დაუსრულებლად შეეცდებოდა მამიდამისთან ერთად სიზმრების ახსნას.
„მერე
მაგათ რა გააჩერებს? სანამ რამდენიმე ვერსიას არ დაამტკიცებენ!“
- მგონი მოვიწამლე. - წაილუღლუღა მიმიმ. მართლაც
ამაზე უფრო დამაჯერებელ ტყუილს, ახლა ვერც მოიფიქრებდა და შვებითაც ამოისუნთქა.
დედა შეშფოთდა:
- რა ჭამე ასეთი? აი მაგის ბრალია, სულ ქუჩაში,
რომ გიხდება ჭამა!
- სამსახურში, კრემიან ნამცხვარს, ცოტა თითქოს
მომჟავო გემო დაჰკრავდა...
დედა აქოთქოთდა. ხან სასწრაფოს გამოძახება
შესთავაზა, ხან სიცხის გაზომვა, პატარა ჭიქით არაყსაც აძალებდა, პირველი დახმარებააო.
თუმცა თვალებში მაინც ეტყობოდა, რომ ბოლომდე არ სჯეროდა შვილის და ისევ პირველ ვერსიას
ეჭვობდა.
ბოლოს მიმიმ ვეღარ მოითმინა და დაუყვირა:
- არ ვარ ორსულად! არ ვარ! დარწმუნებული ვარ!
ნამდვილად ვიცი!
დედამ მოწყენილად გააქნია თავი.
მიმი ცოტა მოლბა, აბა დედა რა შუაში იყო?
სულ ტყუილად დაუყვირა.
- კარგი რა დეე... წადი დაიძინე, ნუ გეშინია,
თუ რამეა პირველი შენ გეტყვი, გპირდები შენზე ადრე ვერავინ გაიგებს ჩემს ორსულობას.
- მიმის გაეცინა და დედას მოეხვია.
დედამ აშკარად შვებით ამოისუნთქა.
მიმიმ გაუღიმა:
- კარგი დეე, დამშვიდდი ახლა და დაიძინე,
ხომ ხედავ გადავრჩი. საშიში არაფერია.
- შენ არ წვები?
- გამოვიცვლი, სულ სველი ვარ.
დიდ ხანს იდგა საშხაპეში. იმ საზარელ სიზმრებზე
ფიქრობდა. ორივე ერთმანეთზე საშინელი იყო.
საწოლი ოთახისკენ გახედვაც არ უნდოდა, თითქოს
სიზმარში ნანახი ყველაფერი, ჯერ კიდევ, იმ ოთახში ეგულებოდა.
მერე ტელეფონს დასწვდა. ზარზე არავინ გამოეხმაურა.
„ალბათ
სძინავს. ვინ იცის, იქნებ როგორი დაღლილია.
ნეტა
სულ არ დამერეკა ან მესიჯიც რატომღა მივწერე?
ღამის
სამი საათია...
ოთხი
დაიწყო...
საწყალი,
ალბათ როგორ ტკბილად ეძინა. ტკბილ სიზმრებს ხედავდა. აბა ჩემსავით კოშმარები ხომ არ
დაესიზმრებოდა?
ღმერთო
ჩემო, რა მჭირს? ჰმ, სხვისი სიზმარიც კი შემშურდა.
რა
საშინელი ადამიანი ვარ!“
მართლაც რა სადიზმია, თავად არ ეძინება და
ვერ იძინებს და ამ დროს ვისაც უნდა იმას აღვიძებს, ასე როგორ შეიძლება?
თავის თავზე საშინლად ერეოდა ბრაზი.
აქეთ დედა გააღვიძა, ლამის გული გაუხეთქა
საწყალ ქალს. კიდევ კარგი მერე დამშვიდება მაინც შესძლო. იქეთ კი, ვინ იცის როგორ დაღლილ
მძინარე მეგობრებს გადასწვდა.
არა მეგობრებს კი არა მარტო ერთ მეგობარს.
არა მეგობრებს კი არა მარტო ერთ მეგობარს.
მხოლოდ ერთს...
ერთადერთს...
„ალბათ დასაძინებელმა წამალმა უფრო ცუდად იმოქმედა? წესიერად ვერც გამოვიძინე და კინაღამ...“
„ალბათ დასაძინებელმა წამალმა უფრო ცუდად იმოქმედა? წესიერად ვერც გამოვიძინე და კინაღამ...“
მესიჯის ხმამ მიმი უცებ შეაკრთო.
შეტყობინება მოვიდა:
„ქვემოთ
გელოდები.“
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1839255759650046
No comments:
Post a Comment