56.
LEX. 2017 წლის 5 იანვარი, ხუთშაბათი
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1847569812151974
გოგონა ორიოდე წლის თუ იქნებოდა. პერანგისა ამარა, გაპუწული
თმებით, ხელში გაქუცული პლუშის დათუნია ჰქონდა ჩაბღუჯული.
„ნუთუ, ყველაფერს უყურა?
ან მე,როგორ ვერ შევამჩნიე?
არადა, ვიცოდი, რომ ამ კვირაში, მარტო უნდა ყოფილიყო, თანაც უქმეებზე არავინ სტუმრობს.“
დროის დაკარგვა არ ღირდა, სახლი კარგად უნდა დაეთვალიერებინა.
დროის დაკარგვა არ ღირდა, სახლი კარგად უნდა დაეთვალიერებინა.
პიპამ ბავშვი ხელში აიყვანა. ფრთხილად, ფეხაკრეფით
მოატარა ოთახები. სხვაგან არსად არავინ იყო, მხოლოდ ერთგან, არყისა და თამბაქოს სუნით
გაჟღენთილ ოთახში, უდარდელად ეძინა ქალს. ასაკით, ბებიას უფრო შეეფერებოდა, ვიდრე ბავშვის დედას,
თუმცა ვინ იცის?
მეორე საწოლიც იქვე იდგა. სავარაუდოდ, ბავშვისთვის
იქნებოდა განკუთვნილი.
პიპამ ბავშვი საწოლში ფრთხილად ჩააწვინა და
მიუალერსა. საბანი დააფარა, კიდეები ამოუკეცა. ბავშვმა თბილად გაუღიმა უცნობს და დასაძინებლად
იცვალა გვერდი.
„საწყალი პატარა.
„საწყალი პატარა.
ალბათ, ესეც გასაყიდად ჰყავდა გამზადებული.“
მერე მძინარე ქალს გახედა. არყისგან გათხლეშილი
ღორივით ეგდო, ისე ღრმად ეძინა, დილამდეც ვერც მოვიდოდა გონს.
„ეს
მეორე საქონელი კიდევ აქ გდია!
სიამოვნებით
მივაყოლებდი ამასაც!
საცოდავი
ბავშვი.“
პიპა ფეხაკრეფით გამოვიდა ოთახიდან. სამზარეულოს
თვალი მოავლო. მერე მაცივრიდან, გრძელ ნაჭრებად დაჭრილი ძეხვეული აიღო და გარეთ გამოვიდა.
გზაში, ძეხვის ნაჭრების ერთი ნაწილი ქუდში
გაახვია, მეორე კი, ხელთათმანებში და შორიახლო ნაგვის ბუნკერთან მოწანწალე ძაღლების
ხროვისკენ მოისროლა.
ყველა სამხილი განადგურებული იყო. ახლა საჭირო
იყო, მიმისთან დროულად დაბრუნება, რომ არაფერი ეეჭვა. თუ ვინიცობაა, მიმი გაღვიძებული დახვდებოდა, მანქანიდან გადასვლის მიზეზიც უკვე წინასწარ კარგად ჰქონდა მოფიქრებული.
უკან სხვა გზით დაბრუნდა და იმ ღამის მარკეტს მიადგა, რომელზეც მანამდე ჰქონდა უკვე თვალი დადგმული.
მიმის ისე მშვიდად ეძინა, რომ არაფერი გაუგია.
პიპა ფრთხილად მიუჯდა საჭეს და მიმის გაღვიძების მოლოდინში გაიტრუნა.
თავიდან, მიმისგან შუაღამით შემოსულმა ზარმა, პიპა საშინლად გააღიზიანა, მერე კი უცებვე გადაწყვიტა შეხვედროდა. თავს მიაცილებინებდა,
იმ რომელიმე ქუჩაზე, საიდანაც მერე თავად სხვაგან გაძვრებოდა და ჩაიდენდა, იმას რაც
უკვე ჰქონდა ჩაფიქრებული. ასეა თუ ისეა, რაღაც ალიბის მსგავსი მაინც გამოვიდოდა. უკვე
დრო იყო, მაგაზეც ეზრუნა. იმაზე ბევრად ადრე, რომ დაეჭირათ, ვიდრე ბოლომდე მიიყვანდა
საქმეს, მაშინ ხომ ყველაფერი წყალში ჩაეყრებოდა.
თვე ილეოდა. მკვლელობა თავიდან ამავე თვის
ბოლოს დაგეგმა, მერე კი შემდეგ თვეში გადაიტანა, მაგრამ უცებ მიმის ზარიც და ხელსაყრელი
მომენტიც და მისდა ბედად, იმაზე მეტად გაუმართლა, ვიდრე საერთოდ წარმოიდგენდა.
მიმი კი რას იფიქრებდა, ასე კარგად თუ შეუწყობდა
ხელს დანაშაულის ჩამდენს და ნებით თუ უნებლიეთ, მკვლელობის თანამონაწილეც გახდებოდა.
ისე გაახარა პიპას გამოჩენამ, რომ დანახვისთანავე
სირბილით მიეჭრა და სანამ რამის თქმას მოახერხებდა, ტირილიც კი აუვარდა.
პიპას არაფერი უკითხავს. ოდნავ, რაღაც თითქოს
ცივადაც მოეხვია.
მიმი დარწმუნებული იყო, რომ გამოჩენისთანავე
მაშინვე გულში ჩაიკრავდა. კითხვებს დააყრიდა, დაუყვავებდა, მაგრამ არაფერი მსგავსი.
პიპა, ისევე, როგორც სხვა დროს, ყოველგვარი ემოციის გარეშე შეხვდა და არც არაფერი უკითხავს
და არც არაფრით ანუგეშა. ჩვეულებისამებრ, დუმდა.
„რა
უცნაური ვინმეა.
იქნებ, რა მიჭირს? რა შემემთხვა?“
თავიდან მიმის, საშინლად ეწყინა ასეთ გულცივობა.
გულგრილობაში შეფარული სიმკაცრე. წამიერად, სურვილიც კი გაუჩნდა, ზურგი ექცია ამ გაყინულ თვალება, უემოციო კაცისთვის და უკანვე
აბრუნებულიყო სახლში, მაგრამ უცებ, ისეთმა ქარმა დაუბერა, რომ ლამის მთელი ქვეყნის სუსხი
სახეზე შეალეწა.
შეაჟრჟოლა, გამოერკვა. საკუთარი თავის შერცხვა.
მიხვდა, როგორ უსინდისოდ ბრაზობდა და ლანძღავდა მეგობარს და თავადვე დაუწყო გამართლება.
„შუაღამისას,
ასეთ ყინვაში და ქარბუქში, ადამიანი შენი გულისთვის, რომ საწოლიდან ადგება და გარეთ
გამოვა, თან არც მანქანა ჰყავს.
იქნებ, ბოლო პურის ფულიც კი გზაში, ჩემთან მოსვლაში დახარჯა?
ეს
უფრო მეტს არ ნიშნავს, ვიდრე თბილ-თბილი სიტყვებით გამოგიჭედოს ყური და ქმედებით კი, არაფერი გააკეთოს.
მე
კი, როგორ უნამუსოდ გამოვლანძღე გულში.“
ამით დაიმშვიდა თავი და კმაყოფილი სახით მანქანაში
ჩაჯდა.
ცოტა ხანს, ღამის ქალაქში ისეირნეს, მიმი გატრუნული
იჯდა, არც მისი მეგზური იღებდა ხმას. არც მუსიკის ჩართვა უცდია, მიმის ესეც, ცოტა არ
იყოს, უჩვეულოდ მოეჩვენა.
„ფიფო, რომ ყოფილიყო აუცილებლად ჩართავდა რამე მელოდიურს, თუმცა ჩემგან განსხვავებით, დიდად ვერ ერკვეოდა, მაგრამ არც თუ ისე ცუდი გემოვნება ჰქონდა.
ჰქონდა კი არა, აქვს! ჰმ, და რა დროს ფიფოა?!
„ფიფო, რომ ყოფილიყო აუცილებლად ჩართავდა რამე მელოდიურს, თუმცა ჩემგან განსხვავებით, დიდად ვერ ერკვეოდა, მაგრამ არც თუ ისე ცუდი გემოვნება ჰქონდა.
ჰქონდა კი არა, აქვს! ჰმ, და რა დროს ფიფოა?!
ალბათ, ეს ვერ იტანს მუსიკას მანქანაში,
ან
იქნებ, დიდად არც სიამოვნებს?
იქნებ, სულაც სმენა არა აქვს?
ჰმ,
სამაგიეროდ მე მიტანს!
როგორ
უხმოდ ართმევს თავს ჩემს ხუშტურებს.“
მიმის სიამოვნებისგან ეღიმებოდა. საოცარი
სიმშვიდე იგრძნო. მისი სხეული ისე მოეშვა, თითქოს ღრუბელივით მიირწეოდა წინ და მალევე
ჩაეძინა კიდეც.
თენდებოდა, როცა მიმის შეეღვიძა. მის გვერდით,
საჭესთან კი, მისი მეგობარი თვლემდა, თუმცა არ ეძინა.
- რა გემრიელად მეძინა იცი?
- არა, არ ვიცი! აბა საიდან უნდა მცოდნოდა,
როცა მე თვითონ მეძინა.
მეგობრის თბილ ხმაზე მიმის გაეღიმა, არც
იმდენად ცივი ყოფილაო, გაიფიქრა.
მერე ქუჩებს გახედა, რაღაც არ ეცნო.
პირველი თოვლიც მოსულიყო. იქნებ, თოვლის თხელი
ფენით დაფარული ქუჩა ვერ შეიცნო და...
- სად ვართ?
- წარმოდგენაც კი არ მაქვს! - პიპამ მხრები აიჩეჩა. - სადაც ძილი საშინლად მომერია, იქვე გავჩერდი. კიდევ კარგი, დროულად მოვასწარი და ავარია არ მოვახდინე. მხოლოდ იმას ვცდილობდი, რომ შუა ტრასიდან გადამეხვია. - პიპამ ვითომდა გაკვირვებული
სახით, ქუჩას თვალი მოავლო. - სადღაც კი შემოვუხვიე, ნელ-ნელა ვამუხრუჭებდი, მერე კი, აღარაფერი მახსოვს!
ორივეს სიცილი აუვარდა.
- სამსახურისთვის ჯერ ძალიან ადრეა. - მიმიმ
საათს დახედა. - მოდი სადმე ყავა ვნახოთ და მანქანაშივე დავლიოთ, მერე სახლში შევირბენ,
მოვწესრიგდები.
- კარგი, დავლიოთ ყავა.
ის იყო, მანქანა უნდა დაეძრა, რომ მიმიმ უცებ
მიახალა:
- იცი, მესიზმრა, თითქოს მანქანაში მარტო
ვიყავი...
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1847569812151974
No comments:
Post a Comment