48.
LEX. 2016 წლის 17 ოქტომბერი, ორშაბათი
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1808289679413321/?type=3&theater
მხატვარი, ისე იყო მოგონებებში გადავარდნილი, რომ საერთოდ
არაფერი ესმოდა, რასაც მიმი ეჭიკჭიკებოდა.
საშინლად არეულ და დაბინძურებულ სახელოსნოში, მიმიმ შემოსვლისთანავე
დასუფთავება შესთავაზა. მართალია, მხატვარს საშინლად ეზარებოდა, მაგრამ აბა ვინ მოასვენა?
დიდი ხნის დაკარგული და მონატრებული მეგობარი, როგორც იქნა
ეწვია და უარი ვეღარ უთხრა. თან მართლაც საშინელი ქაოსი ტრიალებდა სახლში.
- მიდი, მიდი, ნუ გეზარება! - დასჭყიოდა ზემოდან
გოგო და თაროდან ჩამოღებულ მტვრიან წიგნებს აწვდიდა.
ისევ ის დიდი წიგნი...
მისი ძველისძველი ნახატიც აქ იყო შენახული
და ისევ ისე, ძველებურად იჩინა მოგონებებმა თავი.
- ნიღბების თეატრი! - ხმამაღლა ამოიკითხა
მიმიმ. - ეს შენმა გოგომ დაგიხატა ხომ? ძველი ნახატია, ალბათ პატარაობაში დახატა მამიკოსთვის.
რა საყვარელია!
არც ელოდებოდა მხატვრის პასუხს, ისე განაგრძობდა
საუბარს და არც კი შეუმჩნევია, ფურცელი ბევრად უფრო ძველი და გაყვითლებული, რომ იყო. ალბათ, ამასაც ახსნას მოუძებნიდა, უდიერად შეგინახავსო.
მიმი არ ცხრებოდა და თან აგულიანებდა, აი
ცოტაც და დავლაგდებითო. წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ის პატარა, იმავე უბანში არსებული თეატრი, მხატვრის მიერ იყო დაარსებული
და არც ის იცოდა, რომ ადგილი, სადაც სპექტაკლები იმართებოდა, მისივე ბინა იყო. არც თუ
ისე პატარა სახლი, თეატრისთვის შედარებით მომცრო ჩანდა. არც დასი იყო დიდი და არც ბევრი
მაყურებელი ეტეოდა. სამაგიეროდ რაღაც განსხვავებული და ბევრად მყუდრო.
მხატვარი კი აღარც უსმენდა. გონებით ისევ
ბავშვობის წლებში იყო ჩაფლული და ცდილობდა, მეხსიერების ზედაპირზე მეტი მოგონება ამოექაჩა.
- მომაწოდე ეგ ალბომიც და მოვრჩეთ დღეს!
- მიმის შეძახილმა, მხატვარი რეალობაში დააბრუნა.
გულში ჩაკრული ალბომი, ძლივს „გაიმეტა“ თაროზე
შემოსადებად, თითქოს მთელი მისი ცხოვრება იმ ალბომში, იმ ერთ ფურცელში იყო ჩადებული.
სანამ მხატვარი, მოგონებებიდან ბოლომდე გამოერკვეოდა
და რეალობაში დაბრუნდებოდა მიმის უკვე ყავაც მოემზადებინა და სავარძელში ნეტარი სახით
იჯდა.
„ნეტა, თუ იცის, ფიფოს ამბავი?“
„ნეტა, თუ იცის, ფიფოს ამბავი?“
გაიფიქრა მხატვარმა.
„ალბათ, არაფერი იცის. მთელი ზაფხული არ გამოჩენილა.“
- აბა, მომიყევი, როგორ გაატარე ზაფხული?
- მხატვარმა სიგარეტს მოუკიდა და სავარძელში გადაწვა.
- უჰ! რა ვიცი, დავიღალე. საშინლად დავიღალე,
მაგრამ კარგი იყო, ძალიან კარგი! მშვენივრად დავისვენე! ისე კარგად, რომ ამ დასვენებამ, ცოტა გადამღალა კიდეც! უკვე ერთი სული მქონდა, როდის დავბრუნდებოდი სახლში! - მიმი გაჩუმდა.
მხატვარს მოეჩვენა, მიმის თითქოს, კიდევ რაღაც
უნდოდა ეთქვა.
„იქნებ, ფიფოზე აინტერესებს და ვერ მეუბნება?“
- იცი. - დაიწყო მხატვარმა და ფინჯანი გვერდით
გადადო. - ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს, რაღაც გინდა მკითხო და...
მიმიმ მოწყენილად დახარა თვალები, სახეზე
ღიმილიც გაუქრა.
- არა, არაფერი. - ლამის ჩურჩულით უპასუხა.
- აბა! ახლავე მომიყევი, რა ხდება შენს თავს!
- მხატვარი თითქოს, შეტევაზე გადავიდაო და ისეთი მომთხოვნი ტონით უთხრა, რომ მიმიმ, დამნაშავესავით
აიჩეჩა მხრები.
- კი, მაგრამ, რა მოგიყვე? არც კი ვიცი.
- მიმი გაჩუმდა.
მასპინძელი, მდუმარედ შეჰყურებდა დაბნეულ სტუმარს, მას
კი ფანჯრის მიღმა, სადღაც სივრცეში გაშტერებოდა მზერა და ჩანდა, ასე ადვილად ვერ გააგრძელებდა
საუბარს.
- ფიფო არ გინახავს?
ფიფოს ხსენებაზე, მიმი შეკრთა.
„რა
ფიფო? რის ფიფო? ფიფო ვიღას ახსოვს უკვე.“
მიმიმ ნაღვლიანდ ამოიხვნეშა.
ამით მხატვარი, უფრო მეტად დარწმუნდა, რომ საქმე, ნამდვილად ფიფოს ეხებოდა, მაგრამ აბა საიდან უნდა სცოდნოდა,
რომ ძალიან ცდებოდა.
- ჩვენ, ისევ ისეთი მეგობრები ვართ, როგორიც ადრე ვიყავით? - ნაღვლიანი სახით იკითხა მიმიმ.
- ჩვენ, ისევ ისეთი მეგობრები ვართ, როგორიც ადრე ვიყავით? - ნაღვლიანი სახით იკითხა მიმიმ.
- ჩვენ? როგორ არ ვართ?! - წამოიძახა გახარებულმა
მხატვარმა. - აბა რა? არ ვართ?! მაგას კითხვა უნდა?!
გულში კი გაივლო, ძლივს, როგორც იქნა დაიძრა
ყინულიო.
- მართალია, მე მიგატოვეთ ყველა და რაღაც
უცებ გავწყვიტე კავშირი, მაგრამ დასვენება მინდოდა, ან... არც კი ვიცოდი რა მინდოდა.
- დაიწყო მიმიმ და მალევე გაჩუმდა.
- კარგი რაა, მორჩი! რაც იყო - იყო! ან სულაც, რა იყო, როო? - მხრები აიჩეჩა მხატვარმა. - ზოგჯერ, საკუთარი შვილის დანახვაც არ მინდა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ვერ ვიტან და მომბეზრდა?!
- კარგი რაა, მორჩი! რაც იყო - იყო! ან სულაც, რა იყო, როო? - მხრები აიჩეჩა მხატვარმა. - ზოგჯერ, საკუთარი შვილის დანახვაც არ მინდა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ვერ ვიტან და მომბეზრდა?!
მიმის გაეღიმა და მერე თითქოს, ჩურჩულით დაიწყო:
- რაღაც მინდა გითხრა და რა ვიცი... იქნებ, გიჟი
ვარ? იქნებ, სულაც არ ვარ სრულ ჭკუაზე და...
- ჰო! რა იყო? აღარ იტყვი? მოხდა რამე? ვინმე გაიტანე? ბანკი გაძარცვე? - ღიმილით მიაყარა მხატვარმა.
- ჰო! რა იყო? აღარ იტყვი? მოხდა რამე? ვინმე გაიტანე? ბანკი გაძარცვე? - ღიმილით მიაყარა მხატვარმა.
- ოოო! - მიმის სიცილი აუვარდა.
მხატვარიც აჰყვა.
- უჰ, რა ადვილია, რა შენთან ურთიერთობა.
- ამოისუნთქა მიმიმ. - ზედმეტად არასერიოზული კი ხარ, მაგრამ მხიარული, მართლა შემოქმედი
ხარ! არეულ-დარეული, რომელიც ხშირად აქეთ გილაგებს ნერვებს.
- მე ვალაგებ ნერვებს? - მხატვარს გულიანად
გაეცინა. - რა ვიცი, ყველა იმას დამჩხავის ნერვებს გვიშლიო, არ ხარ დალაგებულიო! -
ისევ ეცინებოდა მხატვარს.
სიცილში მიმიც აჰყვა:
სიცილში მიმიც აჰყვა:
- მართლა გადარეული და გიჟი მხატვარი ხარ!
- კი ვიცი მიმი, მხატვარი რომ ვარ და გიჟი
გადარეულიც, მაგრამ შენ რა დღეში ხარ? აი, ეს კი, ნამდვილად არ ვიცი და საერთოდ! გამაგებინეთ, თუ შეიძლება,
რა სჭირს ჩემს მეგობარს?!
- შეიძლება, ისეთი ადამიანი შეგიყვარდეს, რომ...
- მიმი შეყოვნდა.
მხატვარიც გაიტრუნა.
მიმიმ ცოტა ხნით იყუჩა, თითქოს თვალს ვერ
უსწორებდა მეგობარს. მერე ძალიან დაბალი ხმით დაიწყო:
- ვაიმე, არ ვიცი! რაღაც მიზიდავს, რაღაც
მაშინებს და როცა უფრო მეტად დაახლოვებას ვცდილობ, მაშინ ძალიან შორს გამირბის და არც ის ვიცი, ზუსტად რას ვგრძნობ მის მიმართ! თითქოს, არაფერი მინდა მისგან და... - მიმი წამით შეყოვნდა. - ნუ, რა ვიცი. არა, არა! მის გვერდით ცხოვრებაზე, სულაც არ ვოცნებობ და არც ის მინდა, გამუდმებით აქეთ მდიოს კუდში, მაგრამ იმასაც ვფიქრობ, თუ ჩემი
ატანა არა აქვს, მაშინ საერთოდ, ხომ გაწყვეტდა ჩემთან კავშირს? ხომ მომიშორებდა თავიდან? შენც ხომ მიცნობ კარგად, არა? უკან არც გამოვეკიდებოდი და აღარც ზედმეტად შევაწუხებდი! ზედმეტად კი არა, საერთოდაც არ შევაწუხებდი, მაგრამ ეს... ეს არც ახლოს მიკარებს
და არც მტოვებს... და არ ვიცი...
მიმის სიტყვები ყელში ეჩხირებოდა, წესიერად
თავს ვერ აბამდა სათქმელს, თუმცა უკვე ბევრი რამ გასაგებიც გახდა.
მხატვარი გაოგნებული შეჰყურებდა, რატომღაც
ეგონა, რომ ფიფოს ამბების გამო იყო მიმი ასეთი არეული და თითქოს ცოტაც დათრგუნული, ახლა
კი თურმე...
- გქონია ისეთი შემთხვევა, რომ სულ დაბნეულხარ და არც კი იცი, ზუსტად რა გინდა, თუმცა მაინც... - მიმიმ ამოიოხრა.
- თუმცა, მაინც იცი, გულის სიღრმეში ის, რაც მართლა გინდა და მერე რა, რომ ზედაპირზე არ გინდა ამოატივტივო. - სიტყვა შეაშველა მხატვარმა. - იმიტომ,
რომ არის რაღაც მასში იდუმალი, დაფარული საიდუმლოს ამოხეთქვა კი, ძალიან რთულია.
მიმის სიწითლემ წამოურა.
„თურმე,
როგორ მჭირდებოდა აქ მოსვლა. ამდენი ხანი, რატომ დავიკარგე? რატომ გადავიხვეწე?“
- უნდა მომიყვე! - მკაცრი ხმით მიმართა მხატვარმა. - ყველაფერი უნდა მომიყვე! ეს უკვე, თხოვნა აღარ არის. კატეგორიულად მოვითხოვ! ჩემს მეგობარს, რაღაც სჭირს და მინდა გავიგო, ხომ უნდა ვიცოდე, რა ხდება? ხომ მაქვს ამის უფლება?
- უნდა მომიყვე! - მკაცრი ხმით მიმართა მხატვარმა. - ყველაფერი უნდა მომიყვე! ეს უკვე, თხოვნა აღარ არის. კატეგორიულად მოვითხოვ! ჩემს მეგობარს, რაღაც სჭირს და მინდა გავიგო, ხომ უნდა ვიცოდე, რა ხდება? ხომ მაქვს ამის უფლება?
მიმიმ თანხმობის ნიშნად, თავი დაუქნია.
- არ ვიცი, საიდან დავიწყო...
- სულ თავიდან!
- იმ დღეს, როცა შენ პირველად გნახე...
- მეე? - მხატვარმა გაკვირვებული შეხედა.
- აჰა, ესე იგი, მეც ვარ სადღაც მანდ, შენს იდუმალ დარდებში გარეული. დავიწყოთ, აბა
დავიწყოთ!
- დავიწყოთ. - ძლივს ამოილუღლუღა მიმიმ.
- ხომ სანამ დაიწყებ, არ დამავიწყდეს, დღეს
სპექტაკლია, დაპატიჟებული ხარ, სეზონის გახსნაა, შემოდგომის პირველი სპექტაკლი!
პასუხად მიმის გაეღიმა.
- კარგი აბა დავიწყოთ, გისმენ! - მხატვარი
თავის ძველ გაქუცულ სავარძელში მოკალათდა და მიმის ამბების მოსმენის მოლოდინში გაიტრუნა.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1808289679413321/?type=3&theater
No comments:
Post a Comment