47.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1806315849610704
მხატვარი ოთახში ბოლთას სცემდა. მერე საფერფლეში ნერვიულად
ჩასრისა სიგარეტი და თავის ადგილს დაუბრუნდა.
დიდი ხნის დაკარგული და მონატრებული მიმის სტუმრობამ, ის დრო
გაახსენა, როცა სახელოსნოში საბოლოოდ გადმობარგდა და ნივთების დალაგებისას წიგნიდან
გადმოვარდნილი, მისი ძველი ბავშვობის ნახატი იცნო.
მაშინაც ასე ანერვიულდა, იმ ძველი ამბების გახსენებას ცდილობდა. თუმცა, თითქმის აღარაფერი ახსოვდა.
ყველაზე ცუდი პერიოდი მის ცხოვრებაში მაშინ
იყო, როცა პატარა ბიჭი, საკუთარი სახლიდან გამოაძევეს და მოგონებებში, ისე მიკარგა და
მიივიწყა ის დრო, რომ წლების მანძილზე, არც აღარასდროს გაახსენდებოდა, რომ...
ერთ მშვენიერ დღესაც, ვიღაც ლოთი, გაუბედურებული,
დაჩაჩანაკებული კაცი, იმ საგამოფენო დარბაზის კართან ატუზულიყო, სადაც ახალგაზრდა, ნიჭიერი მხატვრის, პირველი პერსონალური გამოფენის გახსნა იყო
გამართული.
მხატვარს, მაშინ არც არაფერი გაუგია და არც
არაფერი შეუმჩნევია, პირველი გამოფენით ისე იყო აჟიტირებული.
მოხუცს დიდ ხანს მოუწია ლოდინი, აბა ასეთ
კაცს, შარდისა და არყით აყროლებულ ძონძებში შემოსილს, იქ ვინ შეუშვებდა?
მერე გვიან ღამით, ხვეწნითა და მუდარით დარაჯმა
როგორც იქნა, ჩუმად შეუშვა.
კაცი, ყოველ ნახატთან დიდ ხანს ჩერდებოდა და
დიდ ხანს, ცრემლმორეული უმზერდა. მერე მოგვიანებით, შთაბეჭდილების წიგნში რაღაც ჩადო
და უხმოდ დატოვა იქაურობა.
უჩუმრად გაეცალა.
რამდენიმე წლის შემდეგ, სახელოსნოში ბარგის
გადმოტანისას, შემთხვევით წიგნიდან გადმოვარდნილმა, გაყვითლებულმა ფურცელმა, მხატვარს
ბავშვობის, ის ძველი დრო გაახსენა.
პატარაობაში დახატული სურათი იცნო.
„ნიღბების
თეატრი“
„ყოველი თვის ბოლო შაბათს!
გვეწვიეთ!
დასწრება უფასოა!“
დასწრება უფასოა!“
მაშინაც, რაღაც ჩასწყდა სხეულში. გულის სიღრმეში
მიმალულმა მოგონებებმა, ჯერ ბუნდოვნად იჩინა თავი, შემდეგ კი მოზღვავებული ტალღასავით
მოაწვა ყელში და სადღაც მკერდის ქვეშ, ყრუ ტკივილიც იგრძნო.
გაახსენდა თავისი უფროსი მეგობარი, „მუზიკანტი“
ბიჭი, მოხუცი ბაბუ ეძახდა ასე, იმიტომ რომ ის ბიჭი, გამუდმებით თითებს ათამაშებდა და თან, სულ რაღაც მელოდიას ღიღინებდა. ყველანაირ ხმას, მუსიკად აღიქვამდა. ეზოს ჭიშკრის
ჭრიალსაც კი, მელოდიად აღვიძებდა, ღიღინს ააყოლებდა და მერე ცდილობდა რამე მუსიკა აეწყო.
და მერე, როგორ ივსებოდა მოხუცი სიამაყით, ეს რა ბიჭები
მყოლიაო, მხატვარი და მუსიკოსიო...
„არა, „მუზიკანტი!“ - ბაბუ ასე ეძახდა“.
„არა, „მუზიკანტი!“ - ბაბუ ასე ეძახდა“.
მხატვარს, სევდიანი ღიმილით ერეოდა.
„ბაბუ,
ბაბუ! ჩვენი მოსიყვარულე და თბილი ბაბუ. ალბათ ახლა მისი ძვლებიც აღარ იქნება. ეჰ,
რამდენი წელია გასული.“
მხატვარი დარწმუნებული იყო, მათგან არასდროს წავიდოდა,
არასდროს მიატოვებდა, მაგრამ მონატრებული დედის დანახვამ, სულ დაავიწყა თავისი დაპირება.
სიხარულით ალაგებდა ნივთებს და თან უკვირდა, რატომ ჰქონდა ასეთი სევდიანი თვალები, მის
უფროს მეგობარ ბიჭს. ნუთუ არ უხარია, დედა რომ ჩამომივიდაო?
მოხუცმა ბაბუმ გულში ისე მაგრად ჩაიკრა, თითქოს
გაშვებასაც არ აპირებდა. უფროსი ბიჭი კი, მდუმარედ იდგა. პატარა მხატვარი მასაც ჩაეხუტა,
ბიჭმა რაღაც თითქოს ცივად მოიშორა, კუშტად მომზირალი თვალები კი, წყლით ჰქონდა სავსე.
მაშინ მხატვარი, სიხარულისგან ისე იყო გაბრუებული,
რომ ვერც ხვდებოდა უფროსი მეგობრის მოწყენის მიზეზს.
სანამ ბიჭები ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ,
დედამ მოხუცს ხელში რაღაც ჩაუდო. მოხუცი უარზე იდგა, დედამ ორივე ხელი მაგრად მოუჭირა
მის ხელს, თან რაღაცას გაცხარებით უმტკიცებდა.
მერე თითქოს, მოხუცის ცრემლიან თვალებსაც მოჰკრა
თვალი.
თუ მოეჩვენა? აღარც ახსოვდა.
ნახატი ჯერ კიდევ ხელში ეჭირა, რომ ერთ კუთხეში, ძალიან მკრთალად მინაწერი შენიშნა:
„მამიკოს ჩემგან“.
„მამიკოს ჩემგან“.
გული შეეკუმშა. ეს ნახატი ხომ მან ერთ დროს, მამას აჩუქა
და როდის იყო ეგ? მაგრამ როგორღა მოხვდა მერე ამ წიგნში?
თავიდან, ნახატის დანახვაზე, მოგონებები ერთმანეთს
ისე აწყდებოდა, რომ დრო და სივრცე, ერთმანეთში ერეოდა. ვერაფრით მოიაზრა, ის ნახატი, საიდან შეიძლებოდა მოხვედრილიყო, მის ახალ ცხოვრებაში.
„მამა...
მამა... ნეტა, ცოცხალია?“
როცა დედამ წაიყვანა, შორს გადახვეწილი, ერთი
პერიოდი ურეკავდა მამას, მერე რატომღაც კავშირი გაწყდა. მიზეზიც ზუსტად არ ახსოვდა
რატომ.
მერე კი მისი არსებობაც სულ მიივიწყა.
მოგვიანებით, დედა ავად გახდა და სამშობლოში
დაბრუნება მოითხოვა. ჩამოსვლის შემდეგ კი, მალევე გარდაიცვალა. რადგან მხატვარს უცხოეთში
ჰქონდა განათლება მიღებული, არც სამსახურის შოვნა გაუჭირდა და არც საზოგადოებაში გამოჩენა,
თუმცა ვერც ერთს დაუდო გული ბოლომდე, ვერც ბევრ ხალხში გრძნობდა თავისუფლად თავს და
ვერც ოჯახს შეეგუა და საბოლოოდ, ცალკე ამჯობინა ცხოვრება.
ძველმა ნახატმა, მამასთან ერთად, სხვა მოგონებებიც გაახსენა და ბავშვობის, იმ რაღაც ნაწილმაც იჩინა თავი. თუმცა ის ყველაფერი, უკვე ბუნდოვნად შერჩენოდა მის მეხსიერებას.
ძველმა ნახატმა, მამასთან ერთად, სხვა მოგონებებიც გაახსენა და ბავშვობის, იმ რაღაც ნაწილმაც იჩინა თავი. თუმცა ის ყველაფერი, უკვე ბუნდოვნად შერჩენოდა მის მეხსიერებას.
მამის ძებნას ძალიან დიდი დრო მოანდომა და
სრულიად შემთხვევით, სწორედ იმ დროს მიაგნო, როცა ლამის უკვე იმედი ჰქონდა გადაწურული.
სადღაც, უპატრონო მოხუცთა თავშესაფარში მიგდებული, დაუძლურებული, წამოდგომაც კი უკვე აღარ შეეძლო.
მეორე ცოლი ისე გარდაცვლილიყო, რომ შვილიც
კი არ დარჩენოდა მისგან. მათი ძველი სახლი, ამ ცოლის ნათესავებს უკანონოდ დაეკავებინათ
და ასე ადვილად, არც აპირებდნენ დათმობას. ჯერ სტუმრის სტატუსით იწყეს გადმობარგება,
მერე კი დედაბუდიანად მუდმივად ჩაუსახლდნენ. ხან საკეტი გამოცვალეს, ვითომ ძველი გაფუჭდაო,
ხან რა მიზეზი აღარ მოიგონეს და იმდენი მოახერხეს, რომ საკუთარი სახლიდან გამოძევებულმა
სახლის პატრონმა, ბოლოს მოხუცთა თავშესაფარში ამოჰყო თავი.
მხატვარმა ესეც მოაგვარა, მართალია ძალიან
დიდი დრო მოანდომა, მაგრამ მაინც მოახერხა.
სახლიც დაიბრუნა და იქვე, იმ სახლშივე, წლების
მანძილზე მამის დანაზოგი თანხით „ნიღბების თეატრი“ გახსნა.
ამ ნიღბების თეატრს უძღვნიდა, მის ბავშვობას,
იმ მძიმე წლებს, იმ უფროს მეგობარ ბიჭს, მოხუც ბაბუს, დედას და მამას.
LEX. 2016 წლის 13 ოქტომბერი, ხუთშაბათი
No comments:
Post a Comment