4.
დადას უკვე ჩვევადაც ექცა, ყოველ დილით ბაღის ჩამოვლა. ყვავილთა სურნელით დამტკბარი სათითაოდ ეალერსებოდა მათ. მერე ერთს შეარჩევდა და იქვე მდგარ მსახურის პატარა ბიჭს გახედავდა. ბიჭიც მყისვე გამოიქცეოდა. პატარა გასაშლელ ჯიბის დანას უკვე გზაშივე ხსნიდა და ნაზად ისე რომ სხვა ყვავილები არ დაეზიანებინა მოუჭრიდა სასურველ ყვავილს. დადა ღრმად ჩაისუნთქავდა ყვავილის სურნელს და ბედნიერი სახით ბიჭს ტკბილეულს ჩაუყრიდა ხელში.
იმ დილითაც დადამ ბევრჯერ აუარ-ჩაუარა ვარდების მწკრივს. შესაფერის ყვავილს ეძებდა, ბიჭიც შორიახლო დაჰყვებოდა, გაწეული შრომისთვის სასუსნავის მოლოდინში. სასურველი ყვავილის შერჩევას ამჯერად დადამ ბევრად დიდი დრო მოანდომა. ბიჭსაც უკვე ევსებოდა მოთმინების ფიალა, მალე ალბათ უკვე, ტკბილეულის მიღების იმედიც გადაეწურებოდა.
ბოლოს როგორც იქნა, დადამ ერთ დიდ ლამაზად გაშლილ ვარდს დაადგა თვალი და ისე მოეწონა, რომ ბიჭისთვის დაძახება აღარც გახსნებია. დაუფიქრებლად წაატანა ხელი სქელ, ეკლიან ტოტს და განწირული ხმით შეჰკივლა. ვარდის დიდმა ეკალმა თითები დაუსერა. წამსვე, თქრიალით წამოსულმა სისხლმა ხელის გული აუვსო. იქვე შორიახლოს ყველასთვის შეუმჩნევლად ჩამუხლული მებაღე მყისვე წამოხტა დადას ხელი სტაცა, მტკივანი თითი პირში იტაკა სისხლი მოუწოვა, მხოლოდ იმისთვის რომ შეეჩერებინა. სამწუხაროდ დადა ვერც კი მიუხვდა რა უნდოდა ამ გაბურძგნულ მოულოდნელად თითქოს მიწიდან ამომძვრალ კაცს.
მებაღის საქციელით შეშინებულმა ახლა უფრო ძლიერად შეჰკივლა, ხელი გამოგლიჯა და სახეში სილა გააწნა.
ზეკმა ყველაფერს შორიდან მოჰკრა თვალი, თუმცა არც კი იცოდა რატომ შეჰკივლა დადამ ან ერთხელ ან მეორეჯერ. გიჟივით გამოქანდა მის დასახმარებლად, სახრეს წამოავლო ხელი და პირდაპირ მებაღეს სახეზე ისე ძლიერად დააწნა, რომ გახეთქილი სახიდან სისხლი თქრიალით გადმოსკდა. მებაღე ძირს დავარდა, ზეკი ზევიდან შედგა, კიდევ ორჯერ ძლიერად ჩასცხო, მაგრამ ხელის მესამე მოქნევაზე დადა საშინელი კივილით წინ გადაეფარა. ზეკს ხელი ჰაერში გაუშეშდა. დადა მებაღეს ზედ დაემხო გულისწამღებად ღნაოდა და ტიროდა, მებაღის სისხლიან სახეზე თავის ცხვირსახოცს აფენდა და საშინელი ღმუილით შველას ითხოვდა.
ზეკი გაოგნებული დარჩა. წუთის წინ მებაღეზე განაწყენებული გოგო ახლა, პირიქით მას იცავდა და საშინლად ჩხაოდა.
დადას დეკორატიული ბაღის პროექტმა გაამართლა. ძალიან ლამაზი და ორიგინალური გამოვიდა.
მებაღე მუყაითად შრომობდა, თითქმის ვერვინ ამჩნევდა, წესიერად ვერც კი ხედავდნენ. თავჩახრილი თავისთვის ფუსფუსებდა და გულმოდგინედ უვლიდა ბაღს. სამაგიეროდ საკვები და ღამის გასათევის საზრუნავი უკვე აღარ ჰქონდა და ისიც სიკეთეს სიკეთითვე პასუხობდა. ნაადრევად მობერებული კაცი სულ წელში მოხრილი, დაჩოქილი უვლიდა და ეალერსებოდა ნარგავებს. არც არავის აწუხებდა და არც არავის ერჩოდა, რასაც მიაწვდიდნენ ყველაფრის მადლიერი იყო.
დადა ლამაზი ყვავილებით ხარობდა და პატრონიც შვილობილის სიხარულით ბედნიერი იყო. მებაღე მუყაითად შრომობდა, თითქმის ვერვინ ამჩნევდა, წესიერად ვერც კი ხედავდნენ. თავჩახრილი თავისთვის ფუსფუსებდა და გულმოდგინედ უვლიდა ბაღს. სამაგიეროდ საკვები და ღამის გასათევის საზრუნავი უკვე აღარ ჰქონდა და ისიც სიკეთეს სიკეთითვე პასუხობდა. ნაადრევად მობერებული კაცი სულ წელში მოხრილი, დაჩოქილი უვლიდა და ეალერსებოდა ნარგავებს. არც არავის აწუხებდა და არც არავის ერჩოდა, რასაც მიაწვდიდნენ ყველაფრის მადლიერი იყო.
დადას უკვე ჩვევადაც ექცა, ყოველ დილით ბაღის ჩამოვლა. ყვავილთა სურნელით დამტკბარი სათითაოდ ეალერსებოდა მათ. მერე ერთს შეარჩევდა და იქვე მდგარ მსახურის პატარა ბიჭს გახედავდა. ბიჭიც მყისვე გამოიქცეოდა. პატარა გასაშლელ ჯიბის დანას უკვე გზაშივე ხსნიდა და ნაზად ისე რომ სხვა ყვავილები არ დაეზიანებინა მოუჭრიდა სასურველ ყვავილს. დადა ღრმად ჩაისუნთქავდა ყვავილის სურნელს და ბედნიერი სახით ბიჭს ტკბილეულს ჩაუყრიდა ხელში.
იმ დილითაც დადამ ბევრჯერ აუარ-ჩაუარა ვარდების მწკრივს. შესაფერის ყვავილს ეძებდა, ბიჭიც შორიახლო დაჰყვებოდა, გაწეული შრომისთვის სასუსნავის მოლოდინში. სასურველი ყვავილის შერჩევას ამჯერად დადამ ბევრად დიდი დრო მოანდომა. ბიჭსაც უკვე ევსებოდა მოთმინების ფიალა, მალე ალბათ უკვე, ტკბილეულის მიღების იმედიც გადაეწურებოდა.
ბოლოს როგორც იქნა, დადამ ერთ დიდ ლამაზად გაშლილ ვარდს დაადგა თვალი და ისე მოეწონა, რომ ბიჭისთვის დაძახება აღარც გახსნებია. დაუფიქრებლად წაატანა ხელი სქელ, ეკლიან ტოტს და განწირული ხმით შეჰკივლა. ვარდის დიდმა ეკალმა თითები დაუსერა. წამსვე, თქრიალით წამოსულმა სისხლმა ხელის გული აუვსო. იქვე შორიახლოს ყველასთვის შეუმჩნევლად ჩამუხლული მებაღე მყისვე წამოხტა დადას ხელი სტაცა, მტკივანი თითი პირში იტაკა სისხლი მოუწოვა, მხოლოდ იმისთვის რომ შეეჩერებინა. სამწუხაროდ დადა ვერც კი მიუხვდა რა უნდოდა ამ გაბურძგნულ მოულოდნელად თითქოს მიწიდან ამომძვრალ კაცს.
მებაღის საქციელით შეშინებულმა ახლა უფრო ძლიერად შეჰკივლა, ხელი გამოგლიჯა და სახეში სილა გააწნა.
ზეკმა ყველაფერს შორიდან მოჰკრა თვალი, თუმცა არც კი იცოდა რატომ შეჰკივლა დადამ ან ერთხელ ან მეორეჯერ. გიჟივით გამოქანდა მის დასახმარებლად, სახრეს წამოავლო ხელი და პირდაპირ მებაღეს სახეზე ისე ძლიერად დააწნა, რომ გახეთქილი სახიდან სისხლი თქრიალით გადმოსკდა. მებაღე ძირს დავარდა, ზეკი ზევიდან შედგა, კიდევ ორჯერ ძლიერად ჩასცხო, მაგრამ ხელის მესამე მოქნევაზე დადა საშინელი კივილით წინ გადაეფარა. ზეკს ხელი ჰაერში გაუშეშდა. დადა მებაღეს ზედ დაემხო გულისწამღებად ღნაოდა და ტიროდა, მებაღის სისხლიან სახეზე თავის ცხვირსახოცს აფენდა და საშინელი ღმუილით შველას ითხოვდა.
ზეკი გაოგნებული დარჩა. წუთის წინ მებაღეზე განაწყენებული გოგო ახლა, პირიქით მას იცავდა და საშინლად ჩხაოდა.
ასეთი დადა არავის უნახავს, ყველა შეშფოთდა, ვერაფრით აწყნარებდნენ. ძლივს მოსწყვიტეს მებაღის სხეულს. მერე უცბად გაჩუმდა, ხმას აღარ იღებდა, აღარ ღნაოდა, მაგრამ საშინლად კანკალებდა, სანამ ისევ დამამშვიდებელი ნემსი არ გაუკეთეს. მოგვიანებით, იმოქმედა წამალმა და როგორც იქნა დამშვიდდა.
პატრონმა მებაღესაც მოუყვანა ექიმი. ჭრილობა დაუმუშავეს სახეზე ნაკერები დაადეს და სანამ კარგად არ მოუშუშდებოდა, მანამდე მუშაობა კატეგორიულად აეკრძალა. მებაღეს გაეღიმა. არაუშავს მაინც შევძლებო, ხელები ხომ არ მტკივაო, მაგრამ პატრონმა სასტიკად გააფრთხილა, ეგღა მაკლია ვინმე ვალაპარაკო ავადმყოფ კაცს მუშაობას აიძულებსო. მებაღესაც სხვა რა გზა ჰქონდა უნდა დამორჩილებოდა თავის პატრონს.
დადა კი კვლავ რამდენიმე დღით გადაერთო თავის სამყაროში, არც არაფერი ახარებდა, ვერც ვერავის ამჩნევდა და არც არაფერი უნდოდა. საწოლზეც კი არ წვებოდა წესიერად, ნახევრად მჯდომარე ბალიშებზე მისვენებული თითქმის უსიცოცხლოდ, მკლავზე მიერთებული წვეთოვნის სისტემით უაზროდ შეჰყურებდა ერთ წერტილს.
LEX·2016 წლის 30 იანვარი, შაბათი
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1706954046213552/1707934519448838/?type=3&theater

No comments:
Post a Comment