ჩვილის „გმირობის“ უცნაურმა ამბავმა, მთელი ქალაქი მოიცვა. ყველგან ამაზე წერდნენ და საუბრობდნენ და ბოლოს, ყველა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ალბათ, ისევ თავდამსხმელებმა თუ შეუსვეს ბავშვი სახლის პატრონსო, რადგან სავარაუდოდ, ოჯახის წევრების დახოცვა კი არა, მხოლოდ მათი დაშინება სურდათო.
ასეთი ქმედება უფრო გაფრთხილებას ჰგავდა, საკმაოდ მკაცრ და სასტიკ გაფრთხილებას. ასეთი იყო საგამომძიებლო ვერსია.
ფიფოს ეს საქმე არ ეხებოდა, მაგრამ მაინც დაინტერესდა.
ნაცნობი ეზო.
სადარბაზო.
სახეზე ღიმილი მოეფინა.
ფიფოს ეს საქმე არ ეხებოდა, მაგრამ მაინც დაინტერესდა.
ნაცნობი ეზო.
სადარბაზო.
სახეზე ღიმილი მოეფინა.
მიმის გაცნობა.
დანახვისთანავე საოცრად მოეწონა. მაშინვე თანამშრომელი სათვალთვალოდ ჩაუსაფრა, რომ შიშისაგან კედელზე აკრულ, დამფრთხალ და დაბნეულ უცნობ ლამაზ გოგოზე, ყველაფერი უმალ გაეგო.
მიმის წარმოდგენაც კი არ ჰქონდა მაშინ, თუ ვინმე ადევნებდა თვალს და სახლამდეც კი მიჰყვა.
მიმის წარმოდგენაც კი არ ჰქონდა მაშინ, თუ ვინმე ადევნებდა თვალს და სახლამდეც კი მიჰყვა.
„ჯიუტი გოგო!
უნდა გადავაჩვიო თავნებობას!
როცა უნდა წავა, როცა უნდა მოვა!
უნდა გადავაჩვიო თავნებობას!
როცა უნდა წავა, როცა უნდა მოვა!
მასე სად არის?!“
ჩვილის უცნაური საქმის ამბავს, ფიფოს თანაკურსელი იძიებდა.
- ერთხელ, მეც ვიყავი მაგ ეზოში, მხოლოდ სულ სხვა საქმეზე. - უყვებოდა ფიფო.
- იქნებ, ერთი და იმავე საქმეა, ჰა?
- არა მგონია. - თავი გააქნია ფიფომ. - კვალმა, სადღაც აქამდე კი გამოგვიყვანა, მაგრამ სულ სხვა ადგილას მივაგენით და რადგან, ყველგან გზები შევკარით, იქეთ ისევ ჩვენვე გამოვდევნეთ. თუმცა, ზუსტად სად და რა ადგილას დაგვისხლტა ხელიდან სამწუხაროდ დღემდე გაურკვეველი დარჩა. უბანი კი ნამდვილად ის იყო, მაგრამ ზუსტად რომელი ქუჩიდან, რომელი სადარბაზოდ აორთქლდა, ეგ ვერ დავადგინეთ.

- ჰოო, მანდ რას გაიგებ! პატარა უბანია და იმდენი ვიწრო ქუჩები და შესახვევებია და თანაც ეს სახლი, ერთი მთლიანი ნაგებობაა, სადაც სამი ზუსტად ერთნაირი უზარმაზარი ეზოა, ლამის ნახევარი ქუჩა უჭირავს. გარე სადარბაზოებიც სამივე ერთნაირია. ადრე თურმე, მარტო ერთ კაცს ეკუთვნოდა ეს ყველაფერი, ახლა კი უამრავი მოსახლეა და ბევრი ხალხი ცხოვრობს.
საქმე თავზესაყრელად იყო. დასაკითხი მეზობლების უზარმაზარი ნაკადი არ წყდებოდა. უმეტესობა ინტერესის გამო იჩენდა ინიციატივას, ზოგმაც თავი აარიდა, მით უმეტეს, თუ მაინც არაფერი იცოდა, ან არც იცნობდა დაზარალებულ ოჯახს.
ფიფოს თავისი საქმეები კისერზე აწვა, მაგრამ გადაწყვიტა მონაწილეობა მაინც მიეღო. თან უკვე ისევ და ისევ, გაბუტული მიმის შემორიგების დრო იყო. მთელი კვირაა არ დაურეკავს და თავისთავად, არც მიმი იკლავდა თავს ზარებით.
გაუბრაზდა - რას დამსდევო, თუ ჩემში ეჭვი გეპარება, მაშინ კარგად იყავიო.
ფიფო ახსნას ცდილობდა, მაგრამ მიმიმ წესიერად არც მოუსმინა, ისე გაებუტა.
მიმი ტელეფონს ისევ არ პასუხობდა. ფიფომ ძლივს მოთოკა ნერვები და კინაღამ მობილოური კედელს მიანარცხა.
„დამაცადოს!
მოვარჯულებ მე მაგას!“
***
აბაზანიდან გამოსულ მიმის, მობილური ზარებითა და მესიჯებით ავსებული დახვდა.
„უჰ, როგორ მეზიზღება უკვე ეს ტელეფონი!“
უდიერად მიაგდო მაგიდაზე.
არც კი უნახავს ვინ ეხმიანებოდა, არავის გაგონება არ სურდა.
თითქოს, ძველი მეგობრებიც მობეზრდა.
არა კი არ მობეზრდა, უბრალოდ თვითონ შეიცვალა.
მათი ინტერესები, მისას აღარ ემთხვეოდა.
მათთან უკვე ხშირად იწყენდა.
ცალკე ფიფოს ფხუკიანობაც უშლიდა ნერვებს და რაც უფრო მეტად უნდოდა ამ ბიჭთან დაახლოვება, მით უფრო მეტად შორდებოდა მას.
„რა ადვილად იმსხვრევა ოცნებები და ურთიერთობები, დამსხვრევას კი რა უნდა?
წამში ხდება.“
ფიქრი დედამ შეაწყვეტინა:
- ფიფო გირეკავდა ქალაქის ტელეფონზე, იმ ჩვილი ბავშვის ამბავი, ჩვენს ნაცნობ სახლში მოხდაო და თუ აინტერესებს, საღამოს შემოვირბენ და წავიყვანო.
- რა ვიცი დეე, რა ვიცი. დავურეკავ მე თვითონ.
- გირეკავდა თურმე და არ იღებდი.
- აბაზანაში ვიყავი! როგორ გავიგებდი! - გულმოსულმა მიახალა დედას.
დედამ ხელები უკმაყოფილოდ გაშალა და ოთახიდან გაეცალა.
მიმის გული შეეკუმშა, დედა რა შუაში იყო? სულ ტყუილად შეუღრინა.
- დეე, გინდა ხვალ მამას საფლავზე ავიდეთ? რა ხანია არ ვყოფილვარ! შენ კი, ჩემი მოუცლელობის გამო, სულ ავტობუსით გარბენინებ.
- სასაფლაოზე ასასვლელი ავტობუსი, შაბათობით უფასოა.
- ფასი რა შუაში? განა მე ფულს გახდევინებ? ტაქსის ფულს, როცა გიტოვებ, მაინც ავტობუსით დადიხარ. ამდენად კი არ გვიჭირს, რომ ასე იწვალო, მაგრამ შენი ამბავი, რომ ვიცი, იმ ტაქსის ფულს მერე, სხვებს ჩუქნი. ჩემი კეთილი დედიკო. – ღიმილით ჩაეხუტა დედას.

- წავიდეთ. - გაუღიმა დედამ. - როცა შენ მოიცლი, მაშინ წავიდეთ.
- რა ვქნა დეე, სულ გადარბენაზე ვარ და აბა დაღამებულზე ხომ არ ავალთ?
- ამდენი მუშაობაც, არ ვარგა. - მიეალერსა დედა. - ცოტა პირად ცხოვრებასაც უნდა მიხედო.
მიმიმ ყავა ერთი ყლუპით მოსვა:
- შენზე გემრიელ ყავას არავინ ამზადებს, რომ იცოდე!
და ისევ ტელეფონის ზარი. ამჯერად, უკვე უპასუხა მიმიმ, ბოღმისაგან გამწარებულ ფიფოს და საღამოს, დარეკვასაც შეჰპირდა.
სამსახურს რომ ჩაუარა, არ გააჩერა. გზას ისე მიჰყვა, არც კი იცოდა, თუ სად მიდიოდა.
შუქნიშანზეც ზომაზე მეტ ხანს იდგა, სანამ უკანა მხრიდან, მანქანის გაბმულმა სიგნალმა არ გამოაფხიზლა. შეყოყმანდა. მარჯვნივ აღმართი, იმ ძველი უბნისკენ მიემართებოდა.
დაიბნა, აღარ იცოდა წინ წასულიყო, თუ გზიდან გადაეხვია. თუმცა, ფიქრი ვინ აცალა. მის გამო შეჩერებული მანქანათა რიგი, ყურისწამღებად ასიგნალებდა.

მიმის უკან მომდგარი მანქანიდან გადმოსული მძღოლი გინებით მივარდა და კარი ლამის გამოუგლიჯა. ისედაც ფერმკრთალ მიმის, ახლა სულ დაკარგვოდა ელფერი.
მიმის გაფითრებული სახის დანახვაზე, კაცი ცოტათი შეცბა. უკან დაიხია. თითქოს, ეწყინა კიდეც, რომ ქალი შერჩა ხელში. მისთვის უმჯობესი იქნებოდა, ვინმე კაცისთვის მაგრად დაემტვრია ცხვირ-პირი.
მიმის გაფითრებული სახის დანახვაზე, კაცი ცოტათი შეცბა. უკან დაიხია. თითქოს, ეწყინა კიდეც, რომ ქალი შერჩა ხელში. მისთვის უმჯობესი იქნებოდა, ვინმე კაცისთვის მაგრად დაემტვრია ცხვირ-პირი.
კაცმა თავის მანქანაში მსხდომთ, ხელით რაღაც ანიშნა, მერე მიმის შეუღრინა, მძღოლის გვერდით ადგილზე გადასულიყო, თვითონ კი, მისი ადგილი დაიკავა:
- საით მიდიხარ? მიგიყვან! შენი გულისთვის, ახლა უნდა დავაგვიანო, მაგრამ ისეთი სახე გაქვს, ვინმეს მოკლავ, ან თავადაც შეაკვდები!
მიმიმ აღმართისკენ ხელი გაიშვირა და წაილუღლუღა.
კაცმა ცოტა გაკვირვებით უთხრა, მეც იქეთ მოვდივარო.
ნაცნობ სადარბაზოს რომ ჩაუარეს, კაცმა მანქანა შეანელა და თვალიერება დაუწყო სახლს. მიმის რაღაც უსიამოვნოდ გაჟრჟოლა.
- ეს ქუჩა, ჩიხით მთავრდება, შენ საით?

- ქუჩის ბოლოში, თუ შეიძლება. - როგორც იქნა, მიმის ხმაც დაუბრუნდა და ცოტა ფერიც მიეცა.
კაცი ისე ჩამოვიდა მანქანიდან და კარიც ისე მიაჯახუნა, უკან არც მოუხედავს. მიმი მხატვრის სახლისკენ წავიდა.
სახელოსნოში შესასვლელი პატარა, მომცრო შუშაბანდით იწყებოდა, რომელიც ერთ მხარეს სამზარეულოს მაგივრობასაც სწევდა, მეორე მხარეს კი აბაზანა და საპირფარეშო იყო მოთავსებული. შუაში კი მთავარ ოთახში შესასვლელი კარი იღებოდა. მიმი ფრთხილად შევიდა. იცოდა, ასე ადრიანად, მხატვარს უეჭველი ეძინებოდა და სანამ გაიღვიძებდა, ყავაც მზად დახვდებოდა.
მხატვარს ღრმად ეძინა. ნახევრად გადამძვრალი საბნიდან შიშველი ტანი მოუჩანდა.
მის გვერდით კი, ნამძინარევმა ქალმა წამოჰყო თავი.
LEX. 2016 წლის 13 მაისი, პარასკევი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/2284010858507865
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/2284010858507865
No comments:
Post a Comment