მიმიმ ფიფოს ოთახის მიახლოებისთანავე მოჰკრა ყური საუბარს,
რომ შესაძლოა, ფიფოს რაღაც კომპრომატები ჰქონოდა გადანახული და სავარაუდოდ, სწორედ
ამას ეძებენო. ამიტომაც, შევიდა თუ არა, ცოტა არ იყოს, საყვედურის ტონით დაუსვა კითხვა:
- რა კომპრომატებსა და საბუთებს ეძებენ?
დეტექტივმა პიპასკენ გააპარა მზერა, თითქოს მას უნდა გაეცა სწორი პასუხი. პიპა კი მიმის გამჭოლი მზერით მისჩერებოდა სახეში. მიმიმ თვალი აარიდა და წამსვე მზერა, ფიფოს გულზე მძინარე ჩვილზე გადაიტანა.
- თვითონ გამომეპარა ხომ, მამიკო მინდაო? - სიცილით აღნიშნა მიმიმ. - ყოველდღე ასე დაარბენინებს ამ ბავშვს. - ახლა გალეოს მიუბრუნდა მიმი.
- ჰო, მართლა ასე გვითხრა, ახლა მამიკოსთან მინდაო. - ძალდატანებით ეცინებოდა გალეოს და დროდადრო კვლავ პიპასკენ აპარებდა მზერას.
თავისთავად, პიპასაც ეღიმებოდა, მხოლოდ გაყინული თვალებით, ზოგჯერ მზერა სადღაც ფანჯრის იქეთ, სივრცის მიღმა რჩებოდა და სწორედ ეს შენიშნა დეტექტივმა. ჩანდა, რომ პიპამ რაღაცას მიაგნო, ან სულაც რაღაც ისეთი გაახსენდა, რომელიც თავის დროზე, ალბათ უმნიშვნელოდაც კი ჩათვალა.
დეტექტივი არც შემცდარა, პიპა მართლაც, რომ სერიოზულად ჩააფიქრა მიმის გამომეტყველებამ, როცა საბუთები ახსენეს.
„მიმიმ რაღაც იცის... მიმიმ რაღაც იცის...“
მაშინვე გაუელვა პიპას და თან ცდილობდა, მომღიმარი სახით მაინც არ ჩამორჩენოდა მოსაუბრეებს. წამით დეტექტივის მწველ მზერასაც გადააწყდა და მათ შორის ისარივით გასროლილმა სხივმა, თითქოს ორივე შეაკრთო.
ფიფოს გულზე მძინარე ჩვილი ოდნავ შეინძრა თუ არა, მიმიმ მაშინვე დასტაცა ხელი და თავის ოთახისკენ გასწია. არც ეს გამორჩენია პიპას. მიმი აშკარად მათ საუბარს უფრო გაურბოდა, ვიდრე ჩვილის კრუსუნმა შეაწუხა, მით უმეტეს, თუ ბავშვს არც კი გაღვიძებია და ძილშიაც არ ამოუღია ხმა.
წამით გალეოს გაუხარდა კიდეც მიმის გასვლა, რადგან მანამდე, ერთი სული ჰქონდა, პიპა ისევ ისე დაემარტოხელებინა და ახლა უკვე თუ რას ნიშნავდა ეს მისი რეაქცია, ზუსტად გამოექექა, მაგრამ რატომღაც მიმის გასვლის შედეგ მაინც თავი შეიკავა და სულ სხვა კითხვა დაუსვა.

- რატომ არ უთხარი მიმის, ფიფოს ახალ შედეგებზე? - გალეოს ხმაში საყვედური იგრძნობოდა.
- ვერ მოვასწარი. - დინჯად მიუგო პიპამ.
- ისე, ჰო. - კვერი დაუკრა გალეომ. - რაღაც უცებ გავარდა აქედან, თითქოს...
- თითქოს? - არც აცალა სიტყვის დამთავრება პიპამ.
დეტექტივმა უხმოდ აიჩეჩა მხრები. არც კი იცოდა, თუ რა უნდა ეთქვა.
- მომეჩვენა, რომ მიმიმ რაღაც იცის!
პიპას სიტყვებზე გალეო შეცბა, თუმცა კვლავ არაფერი თქვა.
- ან იქნებ, რაღაც გაახსენდა და ჰგონია, რომ შესაძლოა მნიშვნელოვანიც იყოს. - განაგრძო პიპამ.
- იქნებ, არც არაფერია ისეთი? - დაეჭვებით იკითხა გალეომ.
- არც ეგ არის გამორიცხული, მაგრამ ახლა მიმის როგორმე უნდა ვათქმევინო ის, რაც ოთახში შემოსვლისას გაახსენდა, ან გაიფიქრა.
- და რომ არ გვითხრას?
- ორივეს ერთად, ნამდვილად არ გვეტყვის. - პიპა გაჩუმდა. - უმჯობესია, რომ ისევ მე ვცადო...
- და იქნებ, მე უფრო გამენდოს? - გალეოს ხმაში წყენა იგრძნობოდა.
- შეიძლება. - თავი დაუკრა პიპამ. - მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ მართლა ამ ამბის ირგვლივ რაღაც გაახსენდა, ახლა მაინც არაფერს იტყვის.
- აბა, როდის? - დაეჭვებით ჩაეკითხა გალეო.
- კითხვა სწორედ მაშინ უნდა დაუსვა, როცა სულ სხვა თემაზე იქნება საუბარი და საერთოდაც არ ელოდება მსგავს შეკითხვას.
„ჰმ, რა გაქექილია... ღმერთო ჩემო! ეს კაცი, რა გაქექილია. სად ისწავლა ასე და ამდენი, ნეტა?“
გაუელვა გალეოს და ვერც ვეღარაფერი თქვა. შეწინააღმდეგებას აშკარად აზრი არ ჰქონდა, რადგან პიპა მართალი იყო.
- და რომ თქვას, არ მახსოვსო? - არ ცხრებოდა დეტექტივი.
- რა, რომ არ მახსოვსო? - გაკვირვებით ჰკითხა პიპამ.
- აი, მაშინ რაც გავიფიქრე, ის არც კი მახსოვსო, ასე რომ გვიპასუხოს, მერე?
- ჰა! ჰა! - პიპას გულიანად გაეცინა.
გალეო უსიამოვნოდ მოიბუზა.
- ის კი არ უნდა ჰკითხო, მაშინ რა გაგახსენდაო. - პიპა ახსნას შეეცადა. - არამედ ზუსტად ის უნდა უთხრა და უხსენო, რაც შენ გაინტერესებს, რომ გაიგო. თორემ, მერე მართლა შეიძლება მოიმიზეზოს, რომ ან არ ახსოვს, ან არც არაფერია უფიქრია იმ წუთას.
- ჰმ. - გალეოს ჩაეცინა. - ესე იგი, სწორედ ის შეკითხვა უნდა დავუსვა, რაზეც ზუსტი პასუხი მინდა, არა?
პიპამ უხმოდ დაუქნია თავი.
- მაგის მეტი რა მიკეთებია დაკითხვებზე?! - ირონიულად აღნიშნა გალეომ. - აბა სხვას რას ვაკეთებ სამსახურში?! ეე ეჰ, ეგეთები არ მეშლება.
- ერთ პატარა ნიუანსს შევასწორებდი. - დინჯად ჩაურთო პიპამ.
გალეო უსიამოვნო სახით მიაჩერდა. ნეტავ კიდევ რის შესწორება ან რჩევა უნდოდა, ისედაც ყველას მის ჭკუაზე ატარებდა.
- სამსახურში დაკითხვებს აწარმოებ და ბუნებრივია, უამრავ კითხვასაც უსვამ, მაგრამ ამ შემთხვევაში, სწორედ რაც გაინტერესებს, კი არ უნდა ჰკითხო, არამედ უნდა უთხრა! პირდაპირ უნდა უხსენო! წეღანაც სწორედ ეგ გითხარი.
- და მე ვერ მიგიხვდი, არა? ჰმ. - დეტექტივი უხერხულად შეიშმუშნა. ამჯერადაც მართალი იყო ეს კაცი.
სტუმრებმა კიდევ ერთი დღე გაატარეს მიმისთან და გვიან ღამით დატოვებს იქაურობა. მათი გაცილებისთანავე პიპამ მაშინვე მიმის მიუბრუნდა:
- ჰმ, რა საინტერესოა, ფიფომ მაინც როგორ მოახერხა რაღაც-რაღაცეები ისე შეენახა და გადაემალა, რომ დღემდე ვერავინ მიაგნო.
- რა რაღაც-რაღაცეები? - მხრები აიჩეჩა მიმიმ და მზერაც აარიდა.

- შენ ჩემზე კარგად იცი.
- და რით ვეღარ დამთავრდა შენი დაკითხვები და გამოკითხვები?! - უკმაყოფილოდ შეაქცია მიმიმ ზურგი და თავის დასაძვრენად ოთახისკენ გასწია.
პიპაც უკან მიჰყვა.
- ახლა საკუთარ საძნებელშიც მივარდები? - ცინიკურად აღნიშნა მიმიმ. - იქნებ, დასვენება მინდა და იქნებ სულაც, აბაზანის მიღება?!
- ჰო, მიმი! ერთი სული მაქვს, როდის შემოგიხედავ საშხაპეში! - ასევე ცინიკურად მიუგო პიპამ.
- გეყოფა, რაა... - მიმის უკვე ნერვები ეშლებოდა.
- ეს შენ გეყოფა, მიმი! - დინჯად მიუგო პიპამ. - გეყოფა თვალის არიდება და თემის შეცვლა! უკვე დროა, ყველაფერი მითხრა!
- და რა უნდა გითხრა? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - ნეტა დარჩა რამე ისეთი, რაც შენ არ იცი ჩემზე და ჩემს ოჯახზე?
პიპამ არაფერი უპასუხა. არც ოთახიდან გავიდა. იქვე ჩამოჯდა და მიმის გამჭოლი მზერით ჩააკვირდა. მიმიმ თვალი აარიდა. მერე მძინარე ჩვილს გადასწვდა. თითქოს, მის ჯიბრზე ბავშვს ღრმად ეძინა და გაღვიძებას არ აპირებდა, რომ მიმის რაღაც მიზეზით მაინც გაებრძანებინა ეს აბეზარი კაცი ოთახიდან. პიპა კი კვლავ თვალს არ აცილებდა.

მიმი საწოლზე უკვე ყურებჩამოყრილი დაეშვა და დაბალ ხმაზე წაილუღლუღა:
- იმისთვის არ გადმოვიხვეწე აქ, რომ თავი ისევ საფრთხეში ჩავიგდო.
- ჰოდა, არ გინდა, რომ ბოლოს და ბოლოს მორჩეს ეს ყველაფერი?! დამთავრდეს და ისევ ისე, ბედნიერად განაგრძო ცხოვრება შენს სახლში?!
- როგორ არ მინდა! - სასოწარკვეთილი ხმით წამოიძახა მიმიმ.
- და მერე?! ამისთვის რამეს აკეთებ? სწორედაც, რომ ამ სიმშვიდისთვის უნდა იმოქმედო!
მიმიმ ამოიხვნეშა. წამოდგა, პიპას ზურგი აქცია და ფანჯარაში დაიწყო მზერა. პიპა საკმაოდ მშვიდად ელოდა, თუ როდისღა გადაწყვეტდა მიმი, სიმართლე ეთქვა, ან რას მალავდა ასეთს? ან რა იცოდა?
- მთელი ცხოვრება ფიფომ სამსახურის საქმეებს შეალია. - ცრემლნარევი ხმით დაიწყო მიმიმ. - და როცა ადგება... - მიმის ტირილი აუვარდა.
პიპა მყისვე წამოდგა და მიმი პატარა ბავშვივით გულში ჩაიკრა. მიმი ლამის ბოლო ხმაზე ბღაოდა, პიპა კი მის დამშვიდებას ცდილობდა. ამ ტირილ მოთქმაში მიმიმ ისიც კი აღნიშნა, რომ ზოგჯერ მგონია ფიფოს მაგივრობას ცდილობო, ამაზე პიპას გულიანად გაეცინა.
- მაშინ ამდენ ხანს რას ველი? - სიცილით ამბობდა პიპა. - ერთხელ მაინც ხომ შევეცდებოდი შენი გულის თავიდან მონადირებას, მაგრამ როცა ვხედავ, რომ დიმეო, როგორი სითბოთი და სიყვარულით ეფერება ფიფოს, გული მეკუმშება. განა, შეიძლება ამ ბავშვის გაწბილება? ამიტომაც ფიფო ვალდებულია, რომ თვალი მაინც გაახილოს და მიხედოს თავის ოჯახს!
- ჰო... ჰო... - სლუკუნით უქნევდა თავს მიმი.
- შენ კი მიმი, მაშინ მომყვებოდა ცხრა მთას იქით, წესიერად რომ არ მიცნობდი და ახლა არ მენდობი? - კვლავ ეცინებოდა პიპას. - ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც საჭიროა და სანამ ფიფო ცოცხალია, მისი ყოველი ნივთი, არ უნდა დაიკარგოს და განადგურდეს, მაგრამ თუ რომელიმეს გამოყენება აუცილებელი გახდება, მაშინ საჭიროებისამებრ უნდა გახდეს მისი წვდომა!
- ისე ზუსტად არც კი ვიცი, რამდენად საჭიროა... - წაილუღლუღა მიმიმ.
- ჰოდა, მეც მინდა ვიცოდე, თუნდაც იმდენი, რამდენიც შენ იცი და გარწმუნებ, ფიფოს ამდენ შრომას, წყალში არ ჩავუყრი. - დააიმედა პიპამ.
- არ მინდა ფიფოს გული ვატკინო. - სლუკუნებდა მიმი.
- ისე უნდა გავაკეთოთ, რომ კეისარმა კეისრის მიიღოს და ჩვენ კი ღვთის მადლი არ მოვიკლოთ.
მიმიმ უხმოდ აიჩეჩა მხრები. მშვენივრადაც მიხვდა, პიპამ რაც უთხრა, მაგრამ მაინც ვერ თმობდა იმ საიდუმლოს, ან იქნებ, არც იყო ის საიდუმლო და უბრალოდ, ფიფომ ისე გადაინახა, მაგრამ მაინც რატომ შეინახა მიმის მშობლების სახლში და არა, თუნდაც საკუთარი მშობლების სახლში?
- წესიერად არც კი ვიცი რა არის. - როგორც იქნა ამოღერღა მიმიმ და თითქოს
გულზეც მოეშვა. - ფიფოს მეტი არავინ შეინახავდა.
- და თუ არც კი წაგიკითხავს, მაშინ რა იცი, რომ შესაძლოა ეს სწორედ ის კომპრომატები იყოს? - დაინტერესდა პიპა.
- მაშინ, რაღა ჩემს სახლში გადამალა?
- და სადაც შენ იპოვნე, იქნებ სხვამაც იპოვოს, ან იქნებ უკვე მიაგნო კიდეც?
- ჩემებს აღარც ახსოვდათ და სრულიად შემთხვევით გაიხსენეს, როცა უკვე ფიფო ამ დღეში იყო.
- კი მაგრამ შენებმაც იციან? - გაიკვირვა პიპამ.
- არა, არა! - გაეცინა მიმის. - ფიფომ ყველანი თეატრში დაგვპატიჟა. დიმეოს არ უნდოდა წამოსვლა, მაგრამ ბებოებს უარი ვეღარ უთხრა. ფოიეში შესვლისთანავე, ფიფო სასწრაფოდ გამოიძახეს, თუმცა როგორც კი სპექტაკლი დამთავრდა მაშინვე მოგვაკითხა და სწორედ ამ პერიოდში მოახერხა, როგორც მე ვივარაუდე.
- და შენებმა რაღა იციან?
- ჩემი ოთახის სააბაზანოში, რომელიც მე ცალკე რომ მაქვს, ხომ იცი?
- ჰმ, როგორ არ ვიცი.
- ფიფო როგორი კარგი და ყურადღებიანი სიძეაო, ჩემები ამბობდნენ, როგორ მაშინვე მოიყვანა ხელოსანი და ონკანი შეაკეთებინაო. თანაც, არც ჩვენ შევგვაწუხაო, სპეციალურად თეატრში რომ წაგვიყვანა აი სწორედ მაშინ მოახერხაო.
- ჰაჰ! - გაეცინა პიპას.
- მაშინვე დავინტერესდი, რადგან ყველაფერი წესრიგში იყო. - განაგრძო მიმიმ. - უახლესი მასალით შევაცვლევინე არც თუ ისე დიდი ხნის წინ და უცებ თურმე, ფიფომ აქეთ გამოიდო თავი, მაშინ როცა საერთოდ არც ეხერხება და ვერც ვერასდროს ამჩნევდა ასეთ რამეებს.
- მერე? შენ მაინც როგორ მიაგენი?
- არც კი ვიცი, რატომ დავიწყე რაღაცის ძებნა და ჩაშენებული პირსახოცების კარადის უკან კედელში აღმოვაჩინე მთელი ყუთი რაღაც საბუთები, ზოგიც ძველი და გაყვითლებული. არც კი წამიკითხავს, მაშინვე უკანვე ჩავაბრუნე.
- მდაა...
- იქნებ, ეგ სულაც არ არის ის?..
- ვერაფერს გეტყვი. - მხრები აიჩეჩა პიპამ. - მაგრამ აუცილებლად უნდა ვნახო.
- დავუშვათ ნახე და ზუსტად ის აღმოჩნდა, მერე რას აპირებ? - კოპები შეკრა მიმიმ.
- და როგორ ფიქრობ?
- წეღან არ თქვი კეისარს კეისრის უნდა მივცეთო და რა გამოდის? - წყენით ჩაეკითხა მიმი. - ის, რაც ფიფომ ამდენი წელი იწვალა, ისევ მათ ჩავუგდოთ ხელში?
- არავითარ შემთხვევაში! - თავი გააქნია პიპამ. - ფიფოს შრომას არ დავუკარგავ, მაგრამ ის მაინც უნდა ვიცოდე, თუ რომელი მხრიდან უნდა დავარტყა მტერს.
- რაა?! - შეიცხადა მიმიმ. - შენ ბრძოლას აპირებ? აღარ დაიღალე? თუ გინდა, რომ შენც ფიფოსავით არ დაგინდონ და მერე...
- და მერე, შენ რა გეშველება, არა? - ჩაეცინა პიპას.
- ნუ ეგ მასე არ მიფიქრია, მაგრამ მართლა, რომ კიდევ რამე მოხდეს...
- მიმი! ეს ჩვენი კოზირია! - მკაცრი ტონით მიუგო პიპამ. - და როცა ვნახავ ზუსტად რა არის, მაშინ უფრო სწორად ვიმოქმედებთ!
- და იქნებ, სულაც არ არის ეს ბრძოლა საჭირო? - წუხდა მიმი.
- ჯერ იმას ვფიქრობ, თუ როგორ ვნახო? რა მიზეზით უნდა მივიდე შენებთან და მარტო დანახვაც ხომ არ არის, არა? არც უბრალო თვალის გადავლებაც ივარგებს, სანამ წესიერად არ შეისწავლი, მანამდე ნებისმიერ წინააღმდეგობის გაწევაზეც კი ფიქრიც ზედმეტია.
მიმიმ ამოიხვნეშა, თვალები მოიფშვნიტა.
- დავიძინოთ უკვე, გვიანია. - პიპა გასასვლელისკენ გაემართა, მაგრამ გაიხურა თუ არა კარი, მაშინვე უკანვე შემოაღო.
- ახლა რაღა ხდება? - გაკვირვებული ხმით იკითხა მიმიმ.
- წამოდი, აბა! – პიპამ შემოსვლისთანავე ჩვილი საწოლიდან ამოიყვანა. - შენ მაინც ახლა ვერ დაიძინებ!
მიმიმ ამოიხვნეშა და პიპას უკან მიჰყვა. რამდენიმე წუთში კი ისიც, როგორც გალეო, ასევე გაოგნებული მისჩერებოდა მონიტორს, ცრემლებს ვერ იკავებდა და თან უამრავ შეკითხვას აყრიდა პიპას.
- ჰოდა, ახლა უცებ რომ წამოდგეს, არამგონია გაუხარდეს მისი სამალავი თუ გადავქექეთ. - ახლა ამას წუხდა მიმი.
- ჯერ ხომ უნდა გავარკვიოთ, თუ რა არის იქ? - პიპა ახსნას ცდილობდა. - და მაინც ისე გავაკეთებ, რომ ორიგინალი ხელუხლებელი დარჩეს.
- ჩავიდეთ ქალაქში?
- აბა ისე, როგორ ვნახავთ? - მხრები აიჩეჩა პიპამ. - თუმცა, ყველანი ერთად არც უნდა გამოვჩნდეთ.
- მე რომ ჩავიდე? თან ბავშვსაც გავაცნობდი, აბა სულ მონიტორიდან ხედავენ. მე ხომ „უცხოეთში მყავს ფიფო წაყვანილი სამკურნალოდ“. - საყვედურის ტონით დასძინა მიმიმ.
- სწორედაც, რომ ახლა შენი გამოჩენა სულაც არ ივარგებს.
- ვაიმე, აბა რა ვქნათ?! - მიმის უკვე სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა.
- დამაცადე, ვფიქრობ.
- თუ შეიძლება, იქნებ ხმამაღლა მაინც იფიქრო?! - წყენით მიუგო მიმიმ.
- ჩემი ჩასვლა, ახლა ყველაზე მართებული იქნება. - დინჯად დაიწყო პიპამ. - შენს სახლშიც ზედმეტი განგაშის გარეშე, თავისუფლად შევიპარებოდი, მაგრამ გააჩნია რამდენი ინფორმაციაა იქ, ან სულაც რამდენი ფურცელია? რადგან მინდა ჯერ ადგილზე შევისწავლო. იქნებ, სულ სხვა რამაა და ამ ამბებთან არანაირი კავშირი არ აქვს.
- მუყაოს დიდი ყუთია. - წაიკვნესა მიმიმ. - ან იქნებ, არც იყო იმდენად დიდი...
- ნუ რადგან ყუთია, ესე იგი, ორ და სამ ფურცელზე უკვე აღარ არის საუბარი და შესაბამისად, საკმაო დროც დამჭირდება.
- რამე ისეთი, უნდა მოვიფიქროთ, რომ მთელი დღით სახლიდან გავუშვა ჩემები.
- არც ეგ არ გამოვა. - თავი გააქნია პიპამ.
- ვითომ, რატომ? - კვლავ წყენით მიუგო მიმიმ, რადგან მისი იდეა, კვლავაც დაწუნებული იქნა. - შევუძენ აბონემენტს, ან სამედიცინო გამოკვლევების ან თუნდაც, აუზისა და სამკურნალო სალონის, მამიდაჩემს ყოველთვის უყვარდა გამაახალგაზრდავებელი ცურვა და მოვლა.
- მშვენიერი იდეა, მაგრამ ახლა მაინც არ გვაწყობს! - კვლავ ცივად მოუჭრა პიპამ.
- ჰმ!
- დარწმუნებული ვარ, ყველა სახლს დღემდე უთვალთვალებენ. - პიპა ახსნას შეეცადა. - უკვე ძანესაც გადაწვდნენ და იქაც ცდილობენ საუბრის მოსმენას.
- მართლა? - გაკვირვებისგან მიმიმ წარბები აზიდა.
- და ახლა, როცა შენიშნავენ, რომ სახლში არავინაა, მაშინვე
შევლენ და ისე გადაქექავენ ყველაფერს, რომ არც კი შეეტყობა, ამიტომ ამისგან რომ თავი
დავიზღვიოთ, სჯობს იყვნენ სახლში...
- და შენ შეიპარები ღამით და იქნებ, გულიც გაუხეთქო?!
- არა, არა! - თავი გააქნია პიპამ. - ღამით ვინც არ უნდა შევიდეს მაგ მთლიან საცხოვრებელ სახლში, ჩასაფრებული ხალხისთვის მაინც თვალში მოსახვედრია, ისევ ეს დღისით უნდა ვცადო და ახლავე აგიხსნი, თუ როგორ.
- გისმენ. - ამოიხვნეშა მიმიმ.
- მე ვიქნები, ვიღაც ჩამოსული სტუმარი, რომელსაც ერთ ან ორ ღამეს გაათევინებენ, სწორედაც რომ შენს საძინებელში.
- მშვენიერი იდეაა, მაგრამ ერთი ნიუანსი მაინც ვერ გათვალე ბოლომდე. - ცინიკურად აღნიშნა მიმიმ.
- ეს ნიუანსი, შენი დაცარიელებული ბინაა? - ჩაეღიმა პიპას. - რა თქმა უნდა, ნებისმიერი გაიფიქრებს, რომ რაღა აქ შემოგვტენეს ეს უცხო კაცი, როცა აგერ ამხელა სახლი ცარიელია და მარტო ერთი მხატვარი ათევს ღამეს, არა? ჰა, ჰა!
მიმი უსიამოვნოდ აიბუზა, რადგანაც სწორედ ასე, გაიფიქრა, რომ პიპამ ეგ ვერ გათვალაო, მაგრამ ამჯერადაც შეცდა. პიპას ფაქტიურად არასდროს ეშლებოდა და ვერც ვერაფერში ედავებოდა.
- მაშინ შენ მოიფიქრე! - მკვახედ მიახალა მიმიმ.
- მოფიქრებული მაქვს უკვე!
მიმიმ პასუხად წარბები აზიდა.
- იტყვი, რომ სახლი ავეჯითა და მთელი მისი მოწყობილობებით გაქირავებულია. ხანდახან კი მხატვარი მიდის ხოლმე, რაღაც ნივთების წამოსაღებად. თან, სახლსაც დახედავს, არაფერი გააფუჭონ.
- კარგი. - მოწყენილად აიჩეჩა მხრები მიმიმ.
- თანაც, პირველ რიგში, ფინანსურადაც გჭირდებოდა ასე მოქცევა.
- ჰო, ჰო. საეჭვოდ მართლაც არ გამოჩნდება.
- ჰოდა, ახლა შენ მოიფიქრე, ვის რომელ და საიდან ვეკუთვნი ნათესავად თუ ახლობლად, რომ შენებთან ჩავიდე სტუმრად. - სიცილით უთხრა პიპამ.
- და რაღა მაინც და მაინც ჩამოსული სტუმრის იდეაა კარგი? - კოპები შეკრა მიმიმ. - იქნებ, ისევ სულაც რემონტის ვარიანტი სჯობდეს?
- სწორედაც რომ რემონტი საერთოდაც არ ივარგებს, რადგან მსგავსი რამ, არაერთხელ იქნა გამოყენებული, სხვა დროსაც, სხვა ვარიანტშიც და სულაც სხვის ამბებში, ამიტომაც რემონტის თუნდაც, ხსენებაზე უფრო დაცქვეტენ ყურებს, სწორედ ისინი, ვინც ასე საგულდაგულოდ გვისმენენ. რემონტის ხსენებას კიდევ შენების უამრავი თავდამსხმელი შეკითხვები მოჰყვება და მართლა ხომ არ დავიწყებ მილების გამოცვლას და შპალერის აკვრას? - სიცილით დაასრულა პიპამ.
- ჰო, კარგი, კარგი. - უკმაყოფილოდ გააქნია თავი მიმიმ. - როგორც თქვენ ბრძანებთ, ბატონო პროფესორო!
- სოფლის ნობათსაც ჩავუტან, მეტი დამაჯერებლობისათვის. - ღიმილით აღნიშნა პიპამ.
- ეგ მართლა გაუხარდება დედას, რადგან ვერ იტანს ამ ახლებურ მარკეტებს, აღარც ბაზარში სირბილი და არჩევა შეუძლია. - სევდიანი ღიმილით დაურთო მიმიმ. - ამას წინათ, ისიც კი მითხრა, საჭმელს გემოს ვეღარ ვატან, ასე უსუნო და უგემური ბოსტნეული როგორ გამოჰყავთო.
- ჰოდა, გავახაროთ ჩვენი მოსავლით და ეგ უკვე შენ გევალება! თავად შეარჩიე და ახლა რაც შეეხება ნათესაურ კავშირს, ეგ გვაქვს მოსაფიქრებელი.
- იმ სოფლიდან იქნები, სადაც ერთ დროს... - მიმი გაჩუმდა.
ყველაფერი გასაგები იყო, თუ რას გულისხმობდა მიმი. პიპამ უხმოდ დაუქნია თავი, მშვენიერი იდეა იყო.
- თან ჩემებიც არიან ნამყოფი იქ, არაერთხელ. - განაგრძო მიმიმ.
- ჰოდა, ძალიან კარგი! - მოუწონა პიპამ. - ახლა თუ არ შეწუხდებით, დაგვტოვეთ ქალბატონებმა.
მიმიმ ღიმილით გააქნია თავი, ბავშვი ფრთხილად აიყვანა და
ოთახიდან გავიდა.
პიპა დილამდე ფიქრობდა, ათას გეგმებს აწყობდა. გათენებას ელოდა, რომ დეტექტივისთვის ტკბილი ძილი არ დაეფრთხო და დილით შეხმიანებოდა. როგორც იქნა, დასრულდა ფიქრისგან გათელილი ღამე და გალეომაც არ დააყოვნა პასუხი.
- არც ახლა მინდა ზედმეტი შეკითხვა დაგისვა. - მიუგო გალეომ,თუმცა ინტერესით კვდებოდა.
- ახლა მთავარია, ზუსტად ისე შეასრულო, როგორც გთხოვე და დანარჩენი მერე, როცა ბუხართან მწვადებს ავაშიშხინებთ.
- მაშინ, ღვინო ჩემზეა!
გალეომ მშვენივრად იცოდა, მწვადი და ქეიფი სულ სხვა თემა იყო. აშკარად ჩანდა, რომ ამ კაცმა რაღაცას მიაგნო და ამიტომაც მისი დავალება ზედმიწევნით, სწორად შეასრულა. კომპიუტერული ტექნიკის შერჩევა და ყიდვა ვაჩეს დაევალა. მერე ეს ყველაფერი, დამატებული გაკრკვეულ სურსათთან ერთად, სპეციალურად საპატრულო ეკიპაჟით მიატანინა მიმისთან, სადაც უკვე იცოდნენ, რომ სურსათის გარდა, რაღაც შეფუთული ყუთები, სწორედ იმ სტუმარს ეკუთვნოდა, ვისაც სოფლიდან ღამის გასათევად ელოდნენ.

პიპამაც არ დააყოვნა და დახუნძლული
ეწვია. ეჭვს მართლა ვერავინ შეიტანდა. დედა და მამიდა აღფრთოვანებულნი დარჩნენ სოფლის
ნობათის სურნელით. ვახშმის პარალელურად, მამიდამ დაკითხვა-გამოკითხვაც არ დააკლო, რომ
ნამდვილად დარწმუნებული ყოფილიყო სტუმრის იდენტობაში. პიპას კი თავისთავად არაფერი
შეშლია. მშვენივრად იცნობდა იქაურებსაც და იქაურობასაც. იმაზე მეტიც კი უთხრა. სულ დაწვრილებით მოუყვა, თუ
როგორ აღადგინეს საძირკველამდე დანგრეული და ფაქტიურად მიწაში დაკარგული პატარა საყდარი.
- კი ვიცი, რომელიც არის. - ჩაურთო დედამ. - დიმეო მანდ მოვნათლეთ.
- ჰო, მეც მახსოვს. - კვერი დაუკრა მამიდამ. - და თქვენ სამწუხაროდ არ მახსოვხართ.
- ალბათ ქალაქში ვიქნებოდი, ან სულაც ზემოთ, მთის მონასტერში. - არ დაბნეულა პიპა და მაშინვე დაუბრუნდა თემას. - სრულიად შემთხვევით ვიპოვნეთ, ჯერ კიდევ ბავშვები ვიყავით, ტყეში ხავსით დაფარული ადგილი გავწმინდეთ, თავიდან ვხუმრობდით, რომ რაღაც განძს მივაგენით.
- იქნებ, ვინმემ ოქროები ჩაფლაო, არა? - ეცინებოდა მამიდას.
- სწორედ მაგას ვფიქრობდით. - თავისივე შელამაზებულ ისტორიას უყვებოდა პიპა, თუმცა არც იმდენად ტყუილი იყო. - თურმე განძს კი არა და მართლა საგანძურს მივაგენით და აღვადგინეთ კიდეც.
- მერე ამ ლამაზი ხელებით მუშაობდით? - ღიმილით ჩაეკითხა მამიდა. - საოცარი თითები გაქვთ ყმაწვილო, თქვენ ინსტრუმენტზე დაკვრა უფრო მოგიხდებოდათ, ვიდრე მიწაზე მუშაობა.
- სამწუხაროდ, მუსიკალური სმენა არ მხვდა განგებისგან წილად. - ღიმილითვე მიუგო პიპამ.
- დაუჯერებელია! - კოპები შეკრა მამიდამ.
- რატომ ვითომ? - საყვედურით მიუბრუნდა დედა მამიდას. - ასე სტუმრის შეწუხება გამიგონია? ან რა არის აქ დაუჯერებელი? ზოგს აქვს სმენა და ზოგს საერთოდ არა! განა, დასაძრახია?!
- დასაძრახი რა შუაშია? - კოპები შეკრა მამიდამ. - და იმიტომაც არის დაუჯერებელი, რომ ნებისმიერ ხმაზე, საათის ტიკტიკზე თუ ქუჩიდან შემოსულ ხმაურზეც კი...
- მასე განა ხმები არ ესმის, ყრუ კი არ არის! - სიცილით გააწყვეტინა დედამ.
- ჰოდა, მაგას ვამბომ, რომ მუსიკალური სმენის არ მქომნე, ასე ნებისმიერ ხმაზე თითებს როგორ აყოლებს და ათამაშებს?! - წყენით წამოიძახა მამიდამ. - ჩვენი დიმეოსავით!

LEX. 2024 წლის 21 მაისი, სამშაბათი.
No comments:
Post a Comment