108.
- რა ხდება ჩვენს თავს? - შეშფოთებული ხმით იკითხა გალეომ, როცა ჩუკიმ ფიფოს ავტოფარეხში, სისხლის გუბე აჩვენა. - ფიფოსთან დაკავშირებას, უკვე რა ხანია ვცდილობდი და...
ჩუკიმ უხმოდ გაუწოდა ფიფოს დამტვრეული მობილური.
- არც იმდენად ცოტა სისხლია დაღვრილი, თან უკვე, შედედებას იწყებს. - ენის ბორძიკით დაიწყო გალეომ. - არ მინდა ვიფიქრო, რომ ფიფო...
- არაფერი ვიცი. - უპასუხა ჩუკიმ. - მიმის დედას ინფარქტი აქვს. რამდენიმე საათი ფიფოს ურეკა და მერე მე გამომგზავნა. აქ კი, ეს ამბავი დამხვდა. სახლშიც ლამის, კარი ჩამოვიღე, არავინ აღებს.
- ტელეფონიც ჭკვიანურად, ცხვირსახოცში შეგიფუთავს. - გალეომ მობილურს ცხვირსახოცი მოხსნა, რომელსაც სისხლის ლაქები, მძაფრად ეტყობოდა.
- პირველი შენ დაგირეკე. მიმისთვის არაფერი მითქვამს ჯერ.
- არც არის საჭირო. - უპასუხა გალეომ. - იქნებ, სულ სხვა ამბავია და ტყუილად ის გოგო, რაღაზე დავაფეთოთ? ისედაც, რა დღეში ყოფილა.
- და ახლა, რა უნდა ვქნათ? - იკითხა ჩუკიმ.
გალეომ ხელით ანიშნა, მაცადეო. მობილური მოიმარჯვა და კრიმინალისტებს უხმო. მერე იქაურობის, დაწვრილებით შესწავლას შეუდგა.
- აქ, რაღაც ზოლებია. - აღნიშნა ჩუკიმ. - მანქანაზე, უფრო თხელი საბურავები უნდა იყოს და არც ველოსიპედის კვალს ჰგავს.
- ანუ?
- იქნებ... ნუუ, სავარაუდოდ ჩანს, რომ თავდასხმა იყო და იქნებ, უკვე წაიყვანა სასწრაფომ?
- და ესე იგი, ეს ზოლები, საკაცის გორგოლაჭებია, ვითომ? - გალეო ყურადღებით ჩააკვირდა, ჩუკის მინიშნებულ ადგილს. - ყველა საავადმყოფო უნდა გადავქექო და... - აქ გალეო გაჩუმდა, ისედაც ცხადი, თუ რაც იგულისხმა.
ჩუკის არაფერი უთქვამს. ნირწამხდარი შეჰყურებდა დეტექტივს, რომელიც მობილურით ხელში ერთ ადგილას წრიალებდა და უამრავ ზარს უშვებდა და უამრავ ზარსაც პასუხობდა კიდევაც, მაგრამ ფიფოს კვალს, მაინც ვერსად აგნებდა. მისი სახელით, არც ერთ საავადმყოფოში, მორგშიც კი არავინ იყო.
კრიმინალისტთა ჯგუფიც მალევე მოვიდა. იქაურობას გულდასმით სწავლობდა, ყოველ კუთხე-კუნჭულს ამოწმებდა.
- უმჯობესია გავიგოთ, ამ მისამართზე მოსულმა სასწრაფომ, სად წაიყვანა? ან საერთოდ, ვინ წაიყვანა? ვინ გამოიძახა? - ზედიზედ მიაყარა ჩუკიმ.
- ჭკვიანი ბიჭი ხარ შენ! - შეაქო გალეომ. - ასეთი შემთხვევა, პოლიციაშიც ყველა ვარიანტში იქნებოდა დაფიქსირებული, მაგრამ ჩემამდე, რატომ არ მოვიდა ხმა?
მოულოდნელად ჩუკისთან, მიმის ზარი შემოვიდა. გალეომ ანიშნა, ჯერ არაფერი უთხრაო. ჩუკიმ მშვიდი ხმით პასუხა, ფიფო თათბირზეა და ჯერ ვერაფრით ვერ გამოვაო.
- იქნებ, სახლშია? დაჭრილია და უგონოდ... - დაიწყო ჩუკიმ.
- წავედით! - უთხრა გალეომ ჩუკის და მობილური ჯიბეში ჩაიჩურთა. - გავარკვიე სადაც არის! - გალეო შეყოვნდა. - ცოცხალია, მაგრამ მძიმედ არის. ძალიან მძიმედ.
ჩუკი უხმოდ ჩაჯდა მანქანაში.
- ისე შენ, მართალი ხარ. - გალეომ ჩუკის გადახედა. - სახლშიც უნდა ვეძებოთ სამხილები, მაგრამ როგორ? მიმის, როგორ უნდა ვუთხრათ?
- ახლა მაგის დრო არ არის და ფიფოსაც ექნება სახლის გასაღები. - მიუგო ჩუკიმ.
ძლივს მიაგნეს ფიფოს, ჯერ კიდევ ოპერაციას უკეთებდნენ, სადღაც მივარდნილ საავადმყოფოში, უპატრონოდ მიყვანილი და არც არავინ იცოდა, ვინ იყო. ზარი პოლიციაშიც შემოვიდა, როგორც ვიღაც ქუჩაში დადგებული დაჭრილის და არც ის იყო გარკვეული, თუ ვინ გამოიძახა სასწრაფო.
ბიჭებმა ლამის სირბილით გაიარეს დერეფანი, მაგრამ საოპერაციოს ახლოსაც მანამდე არ გააკარეს, სანამ დეტექტივმა თავისი მოწმობა არ უჩვენა. კართან მხოლოდ ერთი მორიგე პოლიციელი დარაჯობდა. გალეომ გამოკითხვა დაუწყო, თუმცა ამაოდ, მისგან ვერაფერი გაიგო. მერე უფროსთან დალაპარაკება მოითხოვა. ლოდინიც საკმაო ხანს მოუწია. როგორც იქნა, გააგონეს ხმა და აღმოჩნდა, რომ ყველანი, იმდენად „დაკავებულები“ იყვნენ, რომ ჯერ ვერანაირად ვერ „ხერხდებოდა“ დანაშაულის ადგილის მოკვლევა და ამდენი ხანი, ჯერ კიდევ მისი ვინაობის დადგენას ცდილობდნენ.
- საერთოდ თუ იცით, ვინ მოიყვანეთ აქ?! - ბოლო ხმაზე აყვირდა დეტექტივი. - იცით, ვის უკეთდება ამ კარს იქეთ ოპერაცია?!
აღმოჩნდა, რომ ფიფოს, არც არანაირი საბუთი არ ჰქონდა თან და არც სახლის და მანქანის გასაღები აღმოაჩნდა ჯიბეში.
- რა ვქნათ? რაში დაგეხმარო? რა გავაკეთო? - ადგილს ვერ პოულობდა ჩუკი.
- არ ვიცი, ჯერ არ ვიცი. - თავი გააქნია გალეომ. - ნეტა ოპერაციამ, კარგად ჩაიაროს და მერე, მე ვიცი!
- და რა გარანტიაა, რომ აქ კარგად გაუკეთებენ ოპერაციას? - იკითხა ჩუკიმ.
- ასეთ მდგომარეობაში, სხვაგან როგორ გადავიყვანო? ნეტა მართლა, თუ შეიძლება?
ჩუკიმ მობილური მოიმარჯვა.
- სად რეკავ? - შეეკითხა გალეო. - მიმის ჯერ ნურაფერს ეტყვი.
- ქირურგთან ვრეკავ, მოვიდეს აქ. ის უფრო გაერკვევა რა ხდება.
- მერე ის ხომ ახლა, მიმის დედას ადგას თავს?
- ახლა ფიფოს უფრო სჭირდება. - უპასუხა ჩუკიმ და ქირურგს, მისამართი უკარნახა, თან გააფრთხილა, მიმიმ ჯერ არაფერი იცისო.
- მართალი ხარ, ამჯერადაც მართალი ხარ. - თავი დაუქნია დეტექტივმა.
ფიფოს ოპერაციამ, ძალიან დიდ ხანს გასტანა. ოთხი ტყვია ამოუღეს. თუმცა ნატყვიარი, სულ ხუთი ჰქონდა. მეხუთე ტყვიას, ძალიან დიდ ხანს ვერ იღებდნენ, სანამ ქირურგმა, ლამის მთელი სამყაროს პროფესორები არ ჩარია და ქვეყანა ფეხზე არ დააყენა. ფიფოს გადარჩენის საკითხი, ჯერ კიდევ სავალალო იყო.
საათი პირველს გადასცდა. მიმიმ ჯერ კიდევ არაფერი იცოდა, ავადმყოფ დედას თავს დასტრიალებდა, ფიფოს მოსაკითხად სადღა ეცალა. ფიფოს თათბირი, შეიძლება დილამდეც გაწელილიყო და თანაც სიძე, სიდედრს დიდ პატივს სცემდა და ასეთ სიტუაციაში, მიმის არ მიატოვებდა, ამიტომ ამ მხრივ აღარც დარდობდა, რადგან სჯეროდა, ფიფო ნამდვილად დაკავებულიაო და მხოლოდ იმას იმეორებდა, კიდევ კარგი, ბავშვი ფიფომ თავისიანებთან მიიყვანაო და ამით მაინც ვარ ახლა მშვიდადო.
ჩუკის ზარის შემდეგ ქირურგმა, ვიღაც ბავშვის გადასარჩენად, სასწრაფო ოპერაცია მოიმიზეზა და ამით დაეხსნა მიმის. გზაში კი ანდრას დაურეკა, მიმის გვერდში დგომა სთხოვა. თვითონ კი მეგობრის საშველად გავარდა.
- ძალიან მძიმედ არის, ძალიან. - თითქმის ჩურჩულით წარმოსთქვა ქირურგმა, როცა ფიფოს მდგომარეობა, სხვა კოლეგისგან მოისმინა.
- ვერ გადარჩება? - დაბალი ხმით იკითხა ჩუკიმ.
- ჯერ, ვერაფერს ვიტყვი. - მიუგო ქირურგმა. - ჯერ, ეს ღამე უნდა გადაიტანოს და მერე კიდევ, სამი ასეთი.
- მიმის, როდის უნდა ვუთხრათ? - ჩაურთო გალეომ.
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა ქირურგმა. - მეცოდება ის გოგო, რომელ ერთს დაუდგეს გვერდში, მაგრამ ჯერ ისევ რომ დავუმალოთ და მერე მართლაც, რამე მოხდეს?
- გაგიჟდება! - მიუგო ჩუკიმ. - არ გვაპატიებს და მართალიც იქნება!
- ნუ მაშინ, უნდა ვუთხრათ. - გალეომ ამოიხვნეშა. - და მე ვერ ვეტყვი. არ შემიძლია.
- არავის არ შეგვიძლია და არც არავის გვიხარია, მაგრამ მართლა რამე რომ მოუვიდეს ფიფოს... - ქირურგი შეყოვნდა. - მე ვეტყვი, მხოლოდ ტელეფონით არ მინდა. მივალ და ისე ვეტყვი.
- არა, არა! - შეაჩერა ჩუკიმ. - ახლა შენ აქ, ფიფოს უფრო სჭირდები. მე წავალ და შევეცდები ავუხსნა.
- ფიფოს მშობლებსაც უნდა შევატყობინოთ. - გალეომ ამოიხვნეშა. - მაგას მე მივხედავ.
ჩუკის მიმი, საშინელ დღეში დახვდა. ნერვიულობისგან, ადამიანის ფერი აღარ ედო. ცოტა ხნით, მის გვერდით ჩამოჯდა, დროს არჩევდა, როგორ უნდა შეეპარებინა ფიფოს ამბავი და თან, იმასაც განიცდიდა, ვაი თუ ცოცხალსაც ვეღარ მივუსწროთო და თან, ასეთ სიტუაციაში, აბა როგორი სათქმელი იყო?
ჩუკიმ საათს დახედა. სამი დაიწყო, უკვე ოცი წუთზე მეტია, რაც ცდილობს, მიმის რაღაც მაინც უთხრას, მაგრამ ვერ მოაბა თავი.
- უნდა შევიდე! - მიმი სკამიდან წამოდგა. - გული რაღაც, ცუდს მიგრძნობს.
- მიმი, რეანიმაციაშია, როგორ შეიძლება? - დაუშალა მამიდამ.
ჩუკიმ დერეფანს თვალი მოავლო. არავინ ჩანდა. მერე რეანიმაციის წინა ოთახში, ისე შეჰყო თავი, ვითომ არც კი იცოდა, თუ სად მიდიოდა. მორიგე ექთანი უცხოს დანახვაზე, მაშინვე ფეხზე წამოიჭრა.
- სად მოდიხართ?! არ შეიძლება შემოსვლა!
ჩუკიმ ძალიან დაბალ ხმაზე, თითქმის ჩურჩულით რაღაც უთხრა, რის შედეგადაც მიმის ნება დართეს, ხუთი წუთით მაინც შესულიყო დედასთან. აქ კი ჩუკიმ დრო იხელთა და მამიდას გამოელაპარაკა.
- სასწრაფოდ, მიმი უნდა წავიყვანო აქედან.
- კი მაგრამ, რა ხდება? - შუბლი შეკრა მამიდამ.
- ფიფო... ფიფო ავარიაში მოჰყვა, მიმის უხმობს, ისე არ იკეთებს ოპერაციას და...
- ვაიმე!
- მიმის როგორ ვუთხრა, არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა ჩუკიმ. - ან რომ ვერ წამომყვეს?
- მე ვეტყვი! - მამიდა წამოდგა და პალატიდან გამოსულ მიმის შეეგება.
- რა უნდა მითხრა? - გაიკვირვა მიმიმ.
- ნახე? უკეთ არის? - ჰკითხა მამიდამ.
- ჰო, მადლობა ღმერთს. - ამოისუნთქა მიმიმ. - თვალები გაახილა და მიცნო, მაგრამ ჯერ ლაპარაკი, არ შეუძლია.
- უი, რა კარგია! ესე იგი, მთავარმა კრიზისმა, ჩაიარა! - ხალისიანად მიუგო მამიდამ.
- კი მაგრამ, რატომ ვერ ლაპარაკობს? - ნაღვლიანი ხმით იკითხა მიმიმ.
- მაგას რა უჭირს, ეგ დროებითია. - ისევ მხნედ მიუგო მამიდამ.
მიმის მდარედ გაეღიმა.
- ჰოდა, ახლა წადი და შენს ქმარს, მიხედე! აქ მე დავრჩები!
- რას ამბობ, მამიდ? - გაიკვირვა მიმიმ. - აბა, სად უნდა წავიდე? ან ფიფოს, რა მიხედვა უნდა?
- მიმი, იცი... - დაიწყო ჩუკიმ და მიმის თვალი ვეღარ გაუსწორა.
- რა? რა ხდება? - მიმის აშკარად, ნირი წაუხდა. - კიდევ რამე ხდება, ჩემს თავს? დიმეო, სად არის?! - ხმა გაებზარა მიმის.
- ანდრამ წაიყვანა ძანესთან. - უპასუხა ჩუკიმ. - იქ უფრო ერთობა.
- და ფიფო? ფიფო, სად არის?! ასეთი, რა თათბირია?! თუ კიდევ იმ ხათაბალაში გაეხვა, აღარ ახსენოს ჩემი სახელი! - ბოლო ხმაზე აყვირდა მიმი.
- რა გაყვირებს? - შეუფუცხუნა მამიდამ. - ახლა წაყევი ჩუკის, ფიფო ავარიაში მოყოლილა და უშენოდ, არ იკეთებს ოპერაციას! - ზედიზედ მიახალა მამიდამ.
- რაა? რააა? - მიმის მკვდრისფერი დაედო. - ჩუკ. - წაიჩურჩულა მიმიმ. - არ მომატყუო, რაა...
ჩუკიმ ხელი ხელზე მოუჭირა.
- მითხარი, ფიფო ცოცხალია?
- კი, და შენ გელოდება, მაგისთვის მოვედი რომ წაგიყვანო. - მიუგო ჩუკიმ.
- მართლა? - მიმის ცოტა, იმედი მიეცა. - არ მომატყუო.
- ნუ გეშინია, ქირურგიც იქ არის, გალეოც.
- ქირურგიც? აბა ოპერაცია მაქვსო? - მიმი ახლა უფრო შეშფოთდა.
ჩუკიმ თვალი აარიდა.
- ესე იგი, ფიფო უკვე იყო ცუდად? და ამდენი დრო გავიდა? მატყუებ, რაღაცას მატყუებ! - მიმიმ ბღავილი მორთო.
- მიმი, არ გატყუებ! ცოცხალია! ცოცხალი! - ჩუკი ატირებულ მიმის მოეხვია. - მაგრამ ცუდად არის, შენი ნახვა უნდა.
- და რატომ არ მირეკავს? დამელაპარაკოს მაინც, ეგ ხომ შეუძლია? - კვლავ მოთქვამდა მიმი.
- ალბათ ახლა, უკვე ოპერაციაზეც დაითანხმეს, ძლივს და მაგიტომ... - ჩუკი გაჩუმდა. მეტი ვერაფერი მოიფიქრა.
- მაშინ წავიდეთ. - მიმი ფეხზე წამოიჭრა. - ფიფოსაც დავხედავ და მერე აქეთაც წამოვალ დედას მივხედავ.
- დედაშენს, მე მოვუვლი. - უთხრა მამიდამ. - შენ წადი, შენს ქმარს მიხედე.
- ორივეს მივხედავ! - გამოაცხადა მიმიმ. - ნეტა თუ შეიძლება, ფიფოს აქეთ გადმოყვანა? ქირურგს უნდა ვთხოვო. - მიმი ხელჩანთას ეცა და გამალებით დაუწყო ჩხრეკა. - ჩემი მანქანის გასაღები, სადღა წავიდა?
- მიმი, აქ მანქანის გარეშე მოხვედი, დაგავიწყდა? - შენიშნა მამიდამ. - სასწრაფოს გამოყევი და მას მერე, აქ ხარ. არც წასულხარ სახლში.
- ალბათ, დედასთან დავტოვე გასაღებიც. - მიმიმ ამოიხვნეშა. - მათხოვე შენი მანქანა.
- მიმი... - დაიწყო ჩუკიმ, მაგრამ მიმიმ მაშინვე გააწყვეტინა.
- ტაქსი უნდა გამოვიძახო. ნეტა, მალე მოვიდეს.
- მიმი არ გინდა. - კვლავ დაიწყო ჩუკიმ. - მანქანა, ქვემოთ გველოდება.
- მერე ვერ უთხარი, ამდენი ხანი? - საყვედურით მიმართა მამიდამ. - შენ რა მორიდებული ყოფილხარ?!
ჩუკიმ არაფერი უპასუხა.
- კარგი წავედით და დედას შენ გაბარებ! მაშინვე დამირეკე, თუ რამეა. - მიმი მამიდას ჩაეკრო და ჩუკისთან ერთად, იქაურობა დატოვა.
ფიფოსთან მიიჩქაროდა. ახლა მთელი გულისყური, მისკენ უნდა მოემართა, თან დედაზეც უნდა ეფიქრა. კიდევ კარგი, ბავშვი საიმედო ხელში ჰყავდა. თუმცა, ისიც იფიქრა, ფიფოს მშობლებს, ნუთუ არ შეატყობინესო, მაგრამ მერე ცოტათი თავიც დაიმშვიდა. ალბათ ფიფო, ისე მძიმედ არც არისო და მარტო მე მიხმობსო.
აბა მიმი რას წარმოიდგენდა, რომ ფიფოს სიცოცხლე, ახლა ბეწვზე ეკიდა და იქ მისულს, აცრემლებული ფიფოს მშობლები თუ დახვდებოდა.
- რა ხდება?.. - წაილუღლუღა მიმიმ და მუხლები მოეკვეთა, თუმცა გონება არ დაუკარგავს. მკვდრის ფერი ედო და გაშტერებული თვალებით მიაჩერდა პალატის კართან მდგარ ქირურგს. დარწმუნებული იყო, მხოლოდ ის ეტყოდა ახლა სიმართლეს.
- ოპერაციამ უკვე ჩაიარა. - დაბალი ხმით დაიწყო ქირურგმა. - მალე ამ ღამესაც იმედია, მშვიდობიანად გადავაგორებთ და მერე ვნახოთ.
- რა გავაკეთო?.. - დაიჩურჩულა მიმიმ.
- არაფერი, ჩემო კარგო. არაფერი. - ამოიხვნეშა ქირურგმა. - უნდა დაველოდოთ.
- რას? ან ვის? ვის ველოდო, ან რას ველოდო?! - მიმიმ ნაღვლიანი თვალები მიაპყრო და სკამიდან წამოიჭრა. არც ახსოვდა, ვინ და როდის დასვა, ან რამდენი ხანი იჯდა გაუნძრევლად. - უნდა ვნახო!
- მიმი, ჯერ არ შეძლება, მაგრამ შორიდან შეგახედებ. - ქირურგი წამოდგა და მიმის გვერდით ამოუდგა.
ფიფო მართვითი სუნთქვის აპარატზე იყო. მონიტორზე ასახული, მისი გულის ცემის ხმა, მიმის ტვინში ზარივით ესმოდა. მიმის სულ ოდნავ მოეშვა გულზე. მართალია, ფიფო ჯერ ისევ არ იყო გონზე, მაგრამ ცოცხალი იყო და მისი გადარჩენის სულ მცირე იმედი, მაინც გაუჩნდა.
- არ მომწონს აქაურობა! - მიმი ქირურგისაკენ შემობრუნდა. - უნდა გადავიყვანოთ!
- მიმი, ჯერ არ შეიძლება მისი ტრანსპორტირება. - ჩაურთო გალეომ.
- მგონი, ჩვენს საუკუნეში, რეანომობილიც არსებობს, არა? - შეეპასუხა მიმი.
- ეგ როცა, განსაკუთრებული სიტუაციაა და იქიდან, სასწრაფოდ უნდა იქნეს პაციენტი გადაყვანილი. - ქირურგი ახსნას შეეცადა, თუმცა იდეა, მშვენიერი იყო და არც ხარჯების პრობლემა იქნებოდა, მაგრამ მაინც სარისკო ჩანდა.
- და, ეს? - უკან არ იხევდა მიმი. - ეს არ არის განსაკუთრებული შემთხვევა? ნახეთ, რა საშინელი სიტუაციაა აქ?
- თუ კი, სარისკოა ან აქაური მედ.პერსონალი, თუ დაგვრთავს ნებას? - კვლავ ჩაურთო გალეომ, რადგან შეამჩნია, რომ ქირურგი, ორჭოფობდა. - ან იქნებ, არც აქვთ აქ, ის რეანომობილი?
- აქაური, არაფერი მინდა! - მიმის ხმამ მტკიცედ გაიჟღერა. - სადაც გადავიყვან, იქიდან დავიქირავებ! ნუთუ ფულია, პრობლემა? თუ ადამიანის ჯანმრთელობა? ამ ნაგავში, გაურემონტებელ ძველ კედლებში, რა გარანტიაა, რომ ბევრად უფრო კარგად იგრძნობს თავს? ინფექციების ბუდე, პირდაპირ სახეზეა!
- რა ვიცი. - ქირურგმა მხრები აიჩეჩა, თუმცა უკვე მართლაც მოსწონდა მიმის იდეა, მაგრამ რისკზე მაინც წასვლაც, ძალიან რთული იყო. ფიფოს შეიძლება, ვერც გადაეტანა ტრასპორტირება. - იქნებ, დედასაც ვკითხოთ? - ქირურგმა ფიფოს დედას გახედა.
- როგორც მიმი იტყვის და როგორც უფრო... - დედამთილი მაშინვე რძალს ამოუდგა გვერდით.
- კარგი. - თავი დაუქნია ქირურგმა. - გავარკვევ ყველაფერს და თუ შესაძლებელია, გადავიყვანოთ! სავარაუდოდ, მთელი პასუხისმგებლობა, ჩვენს თავზე უნდა ავიღოთ, რომ...
- აბა აქ, რა გვინდა? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - ოპერაციაც კიდევ საკითხავია, თუ ჩატარდა ნორმალურად.
- ეგ კი, მიმი. - თავი დაუქნია ქირურგმა. - ლამის თავზე ვადექი და სხვა ძლიერი კლინიკიდანაც მყავდა მოწვეული პროფესორები.
- მაინც მინდა გადავიყვანო! - მტკიცე ხმით მიუგო მიმიმ. - აუცილებელი არ არის დედაჩემის გვერდით, მაგიტომ კი არ ვამბობ, მაგრამ ამ საღორეში, რა უნდა? - მიმის ცრემლით აევსო თვალები.
- კი, შვილო, კი. - მიეხვია მიმის დედამთილი. - როგორც უფრო აჯობებს, შენ უფრო იცი, ყველა პასუხისმგებლობას, მე ავიღებ ჩემს თავზე. ყველა საბუთზე, მე მოგიწერ ხელს.
- გაარკვევს ახლა ქირურგი და ვნახოთ. - ამოიხვნეშა მიმიმ. - როგორც უფრო აჯობებს, ისე მოვიქცეთ. არ მინდა ჩემი კაპრიზის გამო, ფიფოს რამე დაუშავდეს. - მიმიმ სიტყვის დასრულება ძლივს მოასწრო, რომ თვალთ დაუბნელდა, სისუსტე იგრძნო და დედამთილს რომ არ შეეშველებინა ხელი, ალბათ ძირსაც გაიშხლართებოდა. რაღაც წამიერი გულის წასვლა იყო, თუმცა გონება, არ დაუკარგავს ისე ჩამოჯდა სკამზე.
- რა ფერი გაქვს, მიმი. - ჩუკიმ წყალი მიაწოდა.
მიმიმ ოდნავ მოსვა და ჭიქა უკან გაუწოდა.
- ბოლომდე დალიე. - უთხრა ჩუკიმ. - ცოტას გამოგაფხიზლებს.
- არ მინდა. - წაიჩურჩულა მიმიმ.
- მიმი, ახლა მინდა-არმინდას დრო, არ არის! - ჩაერია გალეო. - დარწმუნებული ვარ, გუშინს მერე, ლუკმაც არ ჩაგიდია პირში.
- არაფერი მინდა. - თავი გააქნია მიმიმ.
მთავარი ექიმის კაბინეტიდან გამოსულ ქირურგს, მაშინვე თვალში მოხვდა მიმის იერი.
- რა მოხდა? - ქირურგმა პულსის გასინჯვა დაუწყო. - მიმი, ახლა შენი წაქცევის, არც დრო არის და არც არავის აქვს ახლა მაგის ნერვი! რომელ ერთს მოგხედოთ? აიყვანე თავი ხელში!
- აი, ყავა მაინც დაილიე! - ჩუკიმ მიმის ახლა, ყავა გაუწოდა.
- ფუ, არ მინდა! - მიმი დაიჯღანა. - რაღაც საშინელი სუნი დაჰკრავს, გემოც საზიზღარი ექნება.
- ჰო! - კვერი დაუკრა ქირურგმა. - და ყველაზე საზიზღრობა კი ის არის, რომ ჯერ კიდევ აქ ვართ, ამ შენობაში და ცალკე შენზე ვინერვიულო, თუ ფიფო როგორ გადაიტანს ტრანსპორტირებას?
- შოკოლადიც მაქვს! - ჩუკიმ ჯიბიდან შოკოლადის ფილა ამოაძვრინა და მიმის გაუწოდა. - მაგაზეც ვიფიქრე.
მიმი უაზროდ ცუცქნიდა შოკოლადის ფილის ნატეხს, სადღაც გაშტერებოდა მზერა და მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როცა ქირურგმა, ფიფოს გადასაყვანად ყველაფერი მზად არისო, მოახსენა.
მიმი ძლივს წამოდგა სკამიდან. კვლავ თვალები უბნელდებოდა, თუმცა თავს იკავებდა.
მიმის ახირებითა, თუ სწორი გადაწყვეტილებით და ქირურგის თაოსნობით, იმდენი შესძლეს, რომ ფიფოც, სიდედრის გვერდით მოათავსეს და ახლა მიმის, ორი უსაყვარლესი ადამიანი ჰყავდა ერთდროულად მისახედი.
- როგორ არის საქმე? - რეანიმაციის განყოფილებიდან გამოსულ ქირურგს, მიმი მაშინვე შეეგება.
- ნუუ... - ქირურგი შეყოვნდა. - სტაბილურად მძიმედ.
- ეს, როგორ? - იკითხა ფიფოს დედამ. - თუ მძიმედ არის, მაშინ მისი სტაბილურობა, რაღაში მდგომარეობს?
- ამ შემთხვევაში, სტაბილურად იმას ნიშნავს, რომ უარესობისკენ არ მიდის და ერთ ადგილას არის გაჩერებული.
- და შეიძლება, გაუარესდეს? - ჩაურთო ფიფოს მამამ, რომელიც ამ ხნის მანძილზე, უხმოდ იტანდა დარდს.
- მოდით, რა ნუ ვიფიქრებთ ცუდზე. - ქირურგმა დამშვიდება სცადა. - დამიჯერეთ, ახლა ვერავინ იტყვის, რა შეიძლება მოხდეს, თუნდაც ერთ საათში, მაგრამ ცოტა მაინც, იოტისოდენა იმედი ის არის, რომ ერთ ადგილას ვართ გაჩერებული.
მიმის აშკარად სუნთქვა გაუჭირდა, სახით კედელს მიეკრო, კვლავ საშინელი ფერი ედო. ქირურგი მიუახლოვდა.
- მიმი. ძალიან გთხოვ, თავი ხელში აიყვანე.
- რომელ ერთზე ვიდარდო? - შესჩივლა მიმიმ. - დედა ვითომ უკეთაა, უარესობისკენ არ მიდის, გონებას ხშირად კარგავს, ვერც ლაპარაკობს, მაგრამ ფიფო? ფიფო საერთოდ გონზე არ არის და რა მეშველება? რაა? - მიმიმ ტირილი მორთო.
- დამშვიდდი, შვილო. - დედამთილი ატირებულ რძალს მოეხვია და სკამზე ძალით დასვა. - მე ვარ დედა, მე უნდა ვინერვიულო გიჟივით, შენ კი გვერდში უნდა დაგვიდგე ყველას! მეც, ფიფოსაც, შენს დედიკოსაც და ყველას! ახლა შენ უნდა იაზროვნო საღად და შენი იმედი გვაქვს ყველას.
- ჰოდა, მიმი. - ჩაურთო ქირურგმა. - რაღაც შეჭამე, რომ სულ არ წაგვექცე, თორემ ვიღას აქვს ახლა, შენი მოვლის თავი? დიმეოს? არ გეცოდება, შენი შვილი? ის მაინც დაინდე!
მიმიმ თანხმობის ნიშნად, თავი დაუქნია. რამეს შევჭამო შეჰპირდა. მერე დერეფნის ბოლოს, გალეო შენიშნა, თითქოს ქირურგს, რაღაცას ანიშნებდა. ან მიმის მოეჩვენა ასე, თუმცა ისე იყო გადაღლილი და ყველაფრისგან დაცლილი, რომ წესიერად უკვე, ვეღარაფერს არჩევდა. ერთი თვალის შევლება კი მოასწრო დეტექტივზე და სკამიდან უგონოდ ჩამოცურდა.
LEX. 2021 წლის 27 მაისი, ხუთშაბათი.
No comments:
Post a Comment