- და იქნებ, მართლაც არ არის ის ქალი, ორსულად? - გაკვირვებას ვერ ფარავდა მიმი.
- იქნებ, არის კიდევაც და არა იმ ღამით. - მიუგო ქირურგმა. - თუმცა, თუ საკმარისი სამედიცინო განათლება აქვს, შეეძლო თვით დაორსულებაც მოეხერხებინა.
- მართლა?
- სავარაუდოდ კი, თუმცა? - ქირურგს გაეღიმა. - არც მასეა საქმე. როგორმე აქ თუ მოვიყვანთ, ყველაფერს დეტალებში, ისე გავარკვევ, რომ ის ქალი, აზრზეც ვერ მოვა.
- და ფიფო, რას ამბობს?
- ფიფოსთვის ჩემი ეჭვები, ჯერ არ გამიმხელია. თუმცა იცის, რომ რაღაც ჩაუყარეს.
- მაშინ, ჯერ ჩვენ რომ გავარკვიოთ?
- ჯერ, აქ უნდა მოვიყვანოთ! როგორმე, შეძლებ? - ჩაეკითხა ქირურგი.
- შევძლებ! - მტკიცედ უპასუხა მიმიმ.
ქირურგის კლინიკიდან გამოსულმა, ერთხანს ქუჩებში ისეირნა. მშვენიერი თბილი საღამო იდგა. მანქანა სკვერთან გააჩერა, გაზაფხულის სასიამოვნო სურნელით დატკბა და სახლშიც გვიან დაბრუნდა. ძლივს შეასწრო კომენდანტის საათს, თუმცა ჯარიმის გადახდა, სულაც არ ადარდებდა.
- ბავშვი, სად არის? - სახლში შესვლისთანავე იკითხა მიმიმ.
- სძინავს უკვე. - მიუგო ფიფომ. - ვაბანავე და მალევე დაეძინა.
- შენ აბანავე? - გაიკვირვა მიმიმ. - მეგონა, დიდი ხანია უკვე, თვითონ ბანაობს, ახლოსაც არ მიკარებს.
- შენ გოგო ხარ და ის უკვე, დიდ ბიჭობს.
- აჰა. - მიმიმ ღიმილით გააქნია თავი.
- არ გშია? გინდა, მე გავამზადებ. - შესთავაზა ფიფომ.
- მომისმინე ფიფო. - სერიოზული ხმით დაიწყო მიმიმ. - რადგან დამნაშავე ხარ, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ლაქიად იქცე, ან ჩემი გასაკეთებელი, შენ უნდა აკეთო.
- ვახშმის მომზადება, ლაქიაობაა? მამაჩემი და დედაჩემი, ერთმანეთს არ აცლიან სამზარეულოში ტრიალს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ...
- არა ეგ არ ნიშნავს, მაგრამ ამ სახლის სამზარეულოში, მე ვარ ერთადერთი შეფი და ყავის მოდუღების იქეთ, ვერ ავიტან სხვა შეფს! - მტკიცედ მიუგო მიმიმ.
ფიფოს გაეღიმა.
- ბავშვმა, რა ჭამა? იმედია, მშიერი არ დაიძინა.
- ჩემებთან ვიყავით მთელი საღამო. - უპასუხა ფიფომ.
- ძალიან კარგი. - გაეღიმა მიმის. - ესე იგი, ოჯახურ გემრიელობებს მიირთმევდა და არა, ქუჩის ნაგავს. - მიმი შეყოვნდა და მალევე განაგრძო - ეს რა იყო, მაინც? კინაღამ, მართლა შევეწირე, იმ ხინკალს, თუ ხაჭაპურს.
- ახლა აშკარად, უკეთ ხარ.
- და სასტიკად მშია. - მიმიმ მაცივარი გამოაღო. - ეს რა არის?
- გასინჯე აბა. - გაუღიმა ფიფომ. - დედამთილმა გამოგიგზავნა.
- აბა, ვანახოთ. - მიმიმ ქვაბს თავი მოხადა და საშინლად დაიჯღანა.
- რა იყო? - გაიკვირვა ფიფომ.
- ამ სუნზე უცებ, ისეთი საზიზღარი მუცლის გვრემა ვიგრძენი.
- რაა? ხომ არ ამჟავდა? - ფიფომ კერძი დაყნოსა. - მშვენიერი სურნელი აქვს, სოკოს ჩაშუშულია. გინდა, გავაცხელო?
- არა. არ მინდა. - კვლავ დაიჯღანა მიმი. - ალბათ, ჯერ კიდევ, გაღიზიანებული მაქვს კუჭი. ჩაის დავლევ.
- გინდა გვირილის? ან პიტნის?
- პიტნის მინდა. - გაუღიმა მიმიმ. - მოამზადებ?
- სიამოვნებით. - გაუხარდა ფიფოს. - და ისე, მისულიყავი ქირურგთან და გაგერკვია რა გაწუხებს. იქნებ, სამკურნალოა და ბარემ, დროულად მივხედოთ.
- ჰო აი, ზუსტად ქირურგზე გამახსენდა. - მიუგო მიმიმ. - მოკლედ, ან ისე იქნება, როგორც მე მინდა და ვფიქრობ, რომ სწორად ვიქცევი, ან არადა, იცი სადაც არის, გასასვლელი კარი!
- არსად წასვლას, არ ვაპირებ! თანახმა ვარ, ნებისმიერ პირობაზე! - მტკიცედ მიუგო ფიფომ.
- მაშინ, ხვალიდან შენი მიჯნური, ქირურგის კლინიკაში გაივლის კონსულტაციას! ყველაფერს, მე თვითონ დავაფინანსებ, მშობიარობასაც და პედიატრთან ვიზიტსაც! არც ბავშვს მოაკლდება საჭმელი, პამპერსი და რაც საჭირო იქნება და არ იქნება, ყველაფერი ექნება, მაგრამ ერთი პირობით.
- თანხმა ვარ, ყველა პირობაზე, ხომ გითხარი უკვე. - უპასუხა ფიფომ.
- შენ, ამ ამბებში, არ ჩაერევი! არც ნახავ იმ ქალს, არც მოინახულებ და თავიდან ბავშვს, მხოლოდ ფოტოებზე ნახავ, ან აქ მოვიყვან ხოლმე, მერე კი, უფრო ხშირად, აქაც დავიტოვებთ. კონსულტაციაშიც და პედიატრთან, მანქანით ივლის, ამას მე მოვაგვარებ.
- კარგი. - დაეთანხმა ფიფო. - იმ ქალის დანახვაც კი აღარ მინდა, მხოლოდ ბავშვზე უარის თქმას, არც ვაპირებდი.
- არც არის საჭირო და რაც შეეხება, ძიძას. - განაგრძო მიმიმ. - მაგას კატეგორიულად, არ დავაფინანსებ და შენც გიკრძალავ! და იცი, რატომ? განა ფული მენანება, მაგრამ ხომ უნდოდა შვილი? ჰოდა, მიხედოს! გაზარდოს თვითონ და იმაზე საზრუნავი მაინც არ ექნება, ბავშვს რა ვაჭამო და რა ჩავაცვაო. უამრავი მარტოხელა დედაა, რომელსაც არავინ, არაფერს არ უფინანსებს! განა ბევრი ქალია, რომელსაც შვილის აწმყოც და მომავალიც, გარანტირებული აქვს?!
- ჰო. - თავი დაუქნია ფიფომ.
- კერძო სკოლაშიც ისწავლის. ინსტიტუტსაც დავაფინანსებ. მერე. ბინასაც ვუყიდი, მანქანასაც და შენი, ერთადერთი პირობაა, რომ იქ, ფეხსაც არ მიადგამ!
- კარგი. - კვლავ დაეთანხმა ფიფო.
- ისე, თითქოს, რაღაცის თქმა გინდა? - მიმი კარგად ჩააკვირდა. - თუ მომეჩვენა და თანაც, არა ერთხელ, ან იქნებ, არ მოგწონს ჩემი პირობა?
- არა, პირობა არაფერ შუაშია. უბრალოდ, ის ბინა. - დაიწყო ფიფომ. - ნუ, სადაც ახლა ცხოვრობს, ჩემი...
- შენი ნაყიდია? ჰმ, მოგისწრია უკვე. - ცალყბად ჩაეღიმა მიმის.
- არ მიყიდია. ვიგირავე. ძალიან ადრე. ჯერ კიდევ, სანამ ჩვენ...
- გასაგებია და მერე?
- მალე გასდის ვადა. ვფიქრობ, გავუგრძელო კიდევ და მერე, აუცილებლად ვუყიდი ბინას. მე თვითონ ვუყიდი, შენ ამაზე, არ შეგაწუხებ.
- მდაა. - ამოიხვნეშა მიმიმ. - რაც შეეხება შეწუხებას, ვალდებულიც ვარ, თავს მოვალედ ვგრძნობ, რადგან შენ დიმეოსთვის, საუკეთესო მამა ხარ და მეც მინდა, რაღაცით თავი გამოვიჩინო. ისე თუ უნდა, ბავშვი მოგვაშვილოს, მაგრამ აქ არ დავინახო მოსული! ამას უკვე, ვეღარ ავიტან! ვიღაც სხვა ქალი, რომ იყოს, ვისაც შენთან, არანაირი კავშირი არ ექნებოდა და უბრალოდ, ბავშვის გაშვილება უნდა, მაშინ არ მექნებოდა ეს პრობლემა, ვიშვილებდი და სულაც არ დავუმალავდი ბიოლოგიურ დედას, მაგრამ ახლა, საშინლად მაღიზიანებს იმ ქალის არსებობაც კი.
- კი. მესმის მიმი.
- ჰოდა, თუ გესმის, ბინასაც მე ვყიდულობ, მხოლოდ ბავშვს, როცა გაიზრდება და რაც შეეხება იმ ბინას, გიკრძალავ გირაოს გაგრძელებას, ან სხვა ბინის ქირაობას.
- აბა, რა ვქნა? - მხრები აიჩეჩა ფიფომ.
- კი, მაგრამ ადრე, სად ცხოვრობდა? თუ ყვავილია? და იმ ბინაში ამოვიდა? სადღაც ხომ ცხოვრობდა უწინ? და იქ დაბრუნდეს! არც იმდენად პატარა გოგონაა, რომ ოჯახში არ შეუშვან ბავშვიანად.
- მშობლების ბინაა. მგონი, დაც იქ ცხოვრობს. არ მახსოვს. - ამოიხვნეშა ფიფომ.
- ძალიანაც კარგი. დაუბრუნდეს მშობლიურ კერას და თუ ამაზე რამე პრეტენზიები ექნება მის ოჯახს, მაგაზეც მე გავცემ პასუხს!
- რას?
- ჰმ. - ჩაეცინა მიმის. - აბა ერთი მითხარი, მთელი ერთი წელი, ასეთი კარგ ბინაში რომ უზრუნველყოფილად ცხოვრობდა, მაშინ რა? რატომ არ ჰქონდათ პრეტენზია? თან დარწმუნებული ვარ, ბინა მართლაც კომფორტული უნდა იყოს და არც თუ ისე, გარეუბანში იქნება.
ფიფომ უხმოდ დაუქნია თავი.
- მაშინ, ხმას არ იღებდნენ მისი ოჯახის წევრები, ცოლიანი საყვარელი რომ ჰყავდა? თუ იმედი ჰქონდა, მინისტრის ცოლობას გამოჰკრავს ხელსო?
- კარგი, რა მიმი, რაა. - შუბლი შეიჭმუხნა ფიფომ. - გაცნობის დღიდანვე მყავდა გაფრთხილებული, რომ ოჯახს, არ დავანგრევდი!
- და ხომ ხედავ, რომ მაინც შეეცადა? - მიმიმ მოიღუშა. - და თანაც, ძალიან ცუდი გზით შეეცადა. ქირურგმა მომიყვა ყველაფერი.
- ჰმ. - თავი გააქნია ფიფომ. - ეჰ, ფიფო, რა დღეში ხარ, ქვეყნის საჭორაო რომ გახდი.
- და მერე, ვისი ბრალია?
- ახია ჩემზე. ახია. - ამოიხვნეშა ფიფომ.
- მოკლედ, გადავწყვიტეთ? - მიმი წამოდგა და საძინებლისკენ გაემართა. - ან ჩემი პირობები, ან სულ კარგად და ბედნიერად ბრძანდებოდეთ, ბატონო ფიფო!
ფიფომ უხმოდ დაუქნია თავი და აშკარად, გულზე მოეშვა. ასეთი სიტუაციიდან, მაინც შედარებით, იოლად გამოძვრა.
- და რაც შეეხება, ჩვენს პირად ურთიერთობას. - მიმი კიბეზე შეყოვნდა. - შენ, ისევე როგორც ადრე, შენს საძინებელში დაიძინებ, მე კი ჩემთან და არ გაბედო კარის შემოღება!
- ესე იგი, მაინც ბოლომდე ვერ მპატიობ?
- თავისთავად! - ჩაეღიმა მიმის. - ყველა ის პირობა, რაც წამოვაყენე, ამით მხოლოდ, იმ ქალს ვსჯი, იმიტომ რომ სხვისი ქმრის მიტაცება განიზრახა და ხაზსაც ვუსვამ იმას, რომ აქ ბავშვი, არაფერი შუაშია და ყველაფერი საუკეთესო ექნება მას და შენ კი? შენც ხომ უნდა დაისაჯო? ჰოდა, მიიღე ახლა ეს სასჯელი და ვაჟკაცურადაც გადაიტანე!
მთელი კვირა იყო გასული და ფიფომ ვერაფრით მოახერხა, რომ მისი ყოფილი სატრფო, ქირურგის კლინიკაში მიეყვანა კონსულტაციაზე. ხან ის ქალი იყო შეუძლოდ და ვერ მიჰყვებოდა, ხან კი ფიფოსაც არ ეცალა. ბოლოს ისევ, მიმიმ იმარჯვა და ერთ დღესაც, სახლთან დაუდარაჯდა, მანქანაში მოტყუებით ჩაისვა, კარები ჩარაზა და პირდაპირ ქირურგთან გააქანა კლინიკაში.
ქალმა გზაში, საშინელი ისტერიკა მოაწყო, თუმცა მიმი არად აგდებდა მის წივილს და ასე ჟრიამულით შესრიალდა მანქანა კლინიკის ეზოში.
- რა გაწივლებს? ან რა გაგიკვირდა? - მკაცრი ხმით მიმართა მიმიმ. - დიახაც, ვაპატიე ღალატი ჩემს ქმარს და ახლა, ქალაქში საუკეთესო გინეკოლოგთან მიმყავხარ.
- არ გავიკეთებ აბორტს! არც იფიქროთ რომელიმემ!
- არც მიფიქრია. - ცალყბად ჩაეღიმა მიმის. - პირიქით, მინდა რომ ბავშვი, ჯანმრთელი დაიბადოს, ამიტომაც საჭიროა ყველანაირი გამოკვლევა.
- და რა გარანტია მაქვს, რომ არ იტყუები? იქნებ, მოტყუებით გინდა, რომ...
- მოიცა! - შეაჩერა მიმიმ. - ამ შემთხვევაში მატყუარა, ჩვენს შორის მხოლოდ ფიფო გამოდის, მაგრამ რადგანაც გულწრფელად აღიარა ღალატი და ძალიანაც ნანობს...
- ჰმ. ჩემთან ურთიერთობას ნანობს? - ჩაეცინა ქალს. - სიყვარულს რომ მიხსნიდა და ჩემს იქეთ, სხვა ქალი არ აინტერესებდა, დავიჯერო, მაგასაც ნანობს?
მიმიმ ქალის გესლი, არად ჩააგდო და მთელი სიმშვიდით უპასუხა:
- ფიფო, მხოლოდ იმ ღამეს ნანობს, რადგან საერთოდ არაფერი ახსოვს.
- ალბათ, შენთან ასე ცდილობს, თავის გამართლებას. - ცინიკურად ჩაეღიმა ქალს.
- კინაღამ მოკვდა, იმხელა დოზა ჰქონდა მიღებული. - მიმი ქალს, თვალებში ჩააშტერდა.
ქალს მკვდრის ფერი დაედო, ხმა ვეღარ ამოიღო.
- დროულად რომ არ მიმესწრო, დღეს შენი შვილი, უმამოდ დაიბადებოდა. - მიმის კვლავ, მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა და ქალს, თვალს არ აცილებდა. - ყველა ის საბუთი მაქვს შენახული. ყველა ანალიზის პასუხები, საავადმყოფოდან რაც წამოვიღე. ფიფო ძლივს გამოვიდა მდგომარეობიდან. ნარკოლოგიურიდანაც კი შეამოწმეს, თუ რამდენად ხშირი მომხმარებელი იყო და ეს დასკვნაც მაქვს, რომ ნამდვილად არ არის ნარკომანი და იმ დღეს, ძალიან დიდი დოზის მოწამვლით მოხდა კლინიკაში. კიდევ კარგი, თავისი სამსახურისა და გავლენის წყალობით საქმე არ აღიძრა. - მიმი მშვენივრად ცრუობდა.
ქალი უხერხულად შეიშმუშნა.
- ესე იგი. - განაგრძო მიმიმ. - კატეგორიულად გაქვს გადაწყვეტილი, რომ გინდა შვილი?
- დიახაც, მინდა!
- მაშინ ისე მოიქცევი, როგორც კარგი და მზურნველი დედა მოიქცევა! საუკეთესო კლინიკაში მოგიყვანე, ყველაფერი კონტროლზე იქნება, არაფერი მოგაკლდება ჯერ როგორც ორსულს და შემდგომ კი ბავშვს, მთელი ცხოვრება ექნება გარანტირებული. ასე რომ, გადმოდი ახლა მანქანიდან და მივიდეთ, ჩაწერილი მყავხარ უკვე!
ქალი ნირწამხდარი სახით გადმოვიდა მანქანიდან. ისე მივიდნენ ექიმის მისაღებში, რომ არც ერთს ხმა არ ამოუღია, ხოლო კაბინეტის კარი როცა გაიღო და ქალმა შესვლა დააპირა, მაშინვე მობრუნდა და მიმის მკვახედ მიახალა.
- მარტო შევალ!
მიმის მდარედ გაეღიმა და უხმოდ ჩამოჯდა მოსაცდელში.
***
- და როგორ მოვიქცე? რას მირჩევ? - ფიფომ სიგარეტს მოუკიდა და შეეცადა კვამლი, რაც შეიძლებოდა მიმისგან შორს გაეშვა.
- მე გირჩიო? - გაეღიმა მიმის.
- აბა? რადგან შენ ითავე ამ საქმის მოგვარება, ბარემ ბოლომდე შენ იყავი ბოსი.
- უღრმესი მადლობა ნდობისთვის. - გაეცინა მიმის.
- ჰოდა აბა, გისმენ. - ფიფო მოსასმენად მოემზადა.
- ვფიქრობ, რომ არაფერი უნდა შეიმჩნიო. - დაიწყო მიმიმ. - ისე, რა საინტერესოა, რამხელა რისკზე წავიდა, შენი გულისთვის.
- ჩემი კი არა, უფრო საკუთარი თავის გულისთვის. - მიუგო ფიფომ. - ეს გარკვეული პრინციპია, თანაც პროტესტი, მუქარა. „რადაც არ უნდა დამიჯდეს, მაინც ჩემსას მივაღწევ!“ - ლოზუნგით.
- ჰმ, მაინც როგორ გარისკა? - თავი გააქნია მიმიმ. - ამიტომაც სპეციალურად მარტო შევიდა ექიმთან და რამხელა თანხა შესთავაზა, გაჩუმებაში. რა იცოდა, მაშინვე თუ გავიგებდი და ახლა შენ, ისე უნდა მოიქცე, ვითომც არც არაფერი იცი და მერე, ვნახოთ.
- კარგი. ისე მოვექცევი, როგორც მართლა ორსულს.
- ჰო. დაურეკე, მოიკითხე, ბავშვის მდგომარეობა ჰკითხე, მხოლოდ ეს ყველაფერი, ზედმეტი მონახულებების გარეშე.
- არის, ბოს! - გაუღიმა ფიფომ. - როგორც, თქვენ მიბრძანებთ!
- სადღაც ექვსი თვე დარჩა მშობიარობამდე, მანამდე კი მუცელი როგორმე უნდა დაეტყოს, თუმცა „მასკიროვკას“ უპრობლემოდ კი შესძლებს, მაგრამ აი ბავშვს კი საიდანღა გამოაჩენს?
- ვინმესგან იყიდის და ჩვენიაო მეტყვის. - გაეცინა ფიფოს. - ნუთუ ამდენად ბრიყვი, ვგონივარ რომ დნმ-ს ანალიზს, არ გადავამოწმებ?
- ან მართლა ბრიყვი გონიხარ, ან კი?..
- რა, კი? - ჩაეკითხა ფიფო.
- როგორმე ისევ უნდა მიგიტყუოს, რომ რაღაც კიდევ მოხდეს და ამჯერად მართლა, რადგან იმხელა დოზის შემდეგ, რაც მაშინ ჩაგიყარა...
- ჰო, კარგი გასაგებია, ვიცი რაც იგულისხმე. - თავი დაუქნია ფიფომ. - არ მივალ და არ ვნახავ. იმ სახლში არც მივალ, ისედაც უკვე, სამ დღეში აიბარგება და გადავა. ველაპარაკე უკვე ამაზე და ისეთი ამბავი ატეხა, მაგრამ მე კატეგორიული ვიყავი, არაფერი გამოუვიდა.
მიმის ცალყბად ჩაეღიმა.
- ნეტა რა ქნა, ჩვენმა ქირურგმა? - ჩაფიქრებული ხმით დაიწყო მიმიმ. - როგორ შეეგუა ახალ სამსახურს? მაინც საფრთხილო არ იყო? რა გარანტიაა, რომ არ იციან ჩვენთან რომ მეგობრობს?
- მერე რა? - თავი გააქნია ფიფომ. - გვიცნობს, ვმეგობრობთ, მაგრამ არც იმდენად გადაბმული ძმაკაცები ვართ, აი, ამას უნდა გაუსვას ხაზი. ტელეფონით შევწყვიტეთ კონტაქტი, თუ რამეა რეკავს ძანეს ბაბუსთან.
- მეც ჩავერთვები და იცი, რა? - მიმიმ თვალები მოწკურა. - ვინმე თანამშრომელს ვთხოვ, ახალი ნომრის შეძენას.
- არ გინდა რა მიმი. შენგან საფრთხილოა მაინც. და არის უკვე მასეთი რამდენიმე ნომერი.
- როდისღა შეიძინეთ? - გაეცინა მიმის.
ფიფომ კვლავ სიგარეტს მოუკიდა, რასაც მიმის სასტიკი პროტესტი მოჰყვა. ფიფო დაემორჩილა და ახალ მოკიდებული სიგარეტი მაშინვე ჩააქრო.
- და შენ, რატომ არ მიდიხარ ექიმთან?
- რატომ უნდა წავიდე? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - გამიარა უკვე რა ხანია, თუმცა იმდენად გამიღიზიანდა მაშინ ყველა ორგანო, რომ სიგარეტის და გარკვეული რაღაც სპეციფიკურ სუნზე, დღემდე გულის რევის შეგრძნება, მაინც დამრჩა და ასე მითხრეს, ესეც გაგივლისო.
- კარგი, კარგი. - ამოისუნთქა ფიფომ. - მიხედე თავს. გავედი მე, ჯერ სამსახურში, მერე დიმეო უნდა მივიყვანო ჩემებთან, რაღაც სიურპრიზს ახვედრებენ.
- ჰოო? - გაუღიმა მიმიმ. - მეც მოვიდე?
- რა ვიცი, თუ გინდა. - მიუგო ფიფომ. - ბავშვს დავუტოვებ. საქმე მაქვს, გალეო უნდა ვნახო და მერე, გვიან მივაკითხავ.
- სამსახურიდან, მერე მეც გამოვალ შენებთან.
***
- მამიდაჩემი, სად არის? - იკითხა მიმიმ, როცა სახლში, მარტო დედა დახვდა.
- ჩვენი შორეული ნათესავის ქმარი გარდაიცვალა და იქ წავიდა.
- თუ ნათესავია, შენ რატომ არ წაყევი?
- შენ გელოდებოდი და აბა, როგორ? - მხრები აიჩეჩა ქალმა.
- მერე გეთქვა და არ მოვიდოდი, ან მეც წამოვიდოდი, თუმცა არაა. - მიმიმ თავი გააქნია. - პანაშვიდების ხასიათზე ახლა, არ ვარ.
- პანაშვიდებს, რაღა ხასიათი უნდა. - გაეცინა დედას და სამზარეულოში შებრუნდა.
- რატომაც არ უნდა! - შეეპასუხა მიმი. - ჯერ, ისე ცუდად ვიყავი, რომ ძლივს დავდექი ფეხზე. მერე ფიფოს ახალი გამოძიება, თან მეც ძალიან მინდა ჩავერთო.
- რატომ დამიმალე შვილო, ასე ცუდად თუ იყავი? - დედა კვლავ ოთახს დაუბრუნდა და მიმის საყვედურის თვალი შეავლო. - და იქნებ მართლა ორსულად ხარ? ა?
- კარგი, რაა დეე. - თავი გააქნია მიმიმ. - შენც ჩემი დედამთილივით, ნუ დაიწყე, ხომ ხედავთ, რომ არ ვარ, ის მაშინ, ერთი შემომიტია და გავარკვიე უკვე.
- ისე მაინც, მეორე არ გინდა? - ღიმილით ჩაეკითხა დედა. - გადის უკვე დრო, მერე როდისღა? დიმეოც წამოიზარდა. ჩვენ ყველანი დაგეხმარებით.
- ვნახოთ. - მიმიმ ღიმილით გააქნია თავი.
- ჰო, ნახეთ, ნახეთ. - დედა ისევ სამზარეულოს დაუბრუნდა.
- დეე, კარგი რაა. - შუბლი შეიჭმუხნა მიმიმ. - შენთან მოვედი სტუმრად. მოდი რა დაჯექი, დაისვენე, ვიჭორაოთ. სულ სამზარეულოში, როგორ უნდა ტრიალებდე?
- ახლა ისეთ გემრიელ სალათს ვამზადებ, უშენოდ არ შევჭამ! - გამოსძახა დედამ. - და რაო, ფიფომ? ახალი რა საქმეა ასეთი, რომ შენც გინდა გამოძიებაში ჩაერთო?
- ბავშვების გაყიდვის საქმეა. - უპასუხა მიმიმ.
- ვაიმე, გატაცებული ჰყავთ ბავშვი? - შეშფოთდა დედა.
- არა დეე, უფრო სხვანაირად არის საქმე. - მიუგო მიმიმ. - ჩვილების ტრეფიკინგი. მოპარული ახალშობილის, ყიდვა-გაყიდვა.
- რას ჰქვია, ბავშვების მოპარვა და გაყიდვა? - ახლა უფრო შეშინდა დედა.
- ზოგი ტოვებდა ახალშობილს, ან თვითონ აშვილებდა ან სხვები ეხმარებოდნენ. ზოგს კიდევ, სამშობიაროშივე პარავდნენ და ისე აშვილებდნენ, საწყალ დედებს კი ატყუებდნენ, ბავშვი გარდაიცვალაო და მერე ვინ იცის, რამდენს ჰგონია, აყვანილი შვილი, რომ თვითონ დედამ გააშვილაო, არადა დიდი პროცენტი ჩვილების, სულ თურმე, მოპარული ყოფილა და ახლა, სწორედ ამას იძიებს ფიფო. ლამის, ბოლო ორმოცდაათი წლის იქეთ დაიწყო ძებნა და...
მოულოდნელად მიმის, რაღაც მსხვრევის ხმა შემოესმა. მაშინვე სამზარეულოში შევარდა. ჭურჭლის ნამსხვრევებში ძირს გაშხლართული დედა, უგონოდ დახვდა.
- დედა! რა მოხდა?! დედიკო! - აღრიალდა მიმი, მაგრამ არ დაიბნა და მაშინვე სასწრაფოს გამოუძახა, ქირურგსაც გადაურეკა, ფიფოსაც, მამიდასაც, თავად კი ცივი ტილოთი დაუზილა სახე, ცოტა სული მოათქმევინა. თუმცა ქალმა, როგორც კი მოიხედა, მაშინათვე მიმის ხელი მოუჭირა და თვალები გადაატრიალა.
დედა რეანიმაციაში გადაიყვანეს. არავის უშვებდნენ, ქირურგმა მაინც მოახერხა შეძრომა. მიმი ადგილს ვერ პოულობდა. როგორც იქნა, მამიდაც გამოჩნდა.
- სად იყავი, ამდენ ხანს? - ტირილით უსაყვედურა მიმიმ.
- მანქანაში დამრჩენია, ეს დასაწვავი ტელეფონი. - აბუზღუნდა მამიდა, თუმცა ყველაზე მეტად მაშინ განრისხდა, როცა რძლის მოსანახულებლად, ცხვირიც კი არ შეაყოფინეს. - თუ საჭიროა, ახლავე გადავაფრენთ უცხოეთში!
- ვფიქრობ, უცხოეთი არ გახდება საჭირო. - დაამშვიდა ქირურგმა და მიმის თვალი შეავლო, რომელიც აკანკალებული ხელით ცდილობდა, კვლავ სადღაც დაერეკა, მაგრამ ჩანდა, აშკარად არ პასუხობდნენ.
„ნეტა მართლა, ფიფო სად არის?“
გაუელვა ქირურგს. იცოდა, ფიფოსთან დროებით კომუნიკაცია უნდა შეეწყვიტა და ამიტომ, მიმის სთხოვა მობილური.
- საათზე მეტია ვრეკავ და არ პასუხობს. - მიმიმ მობილური, მაინც გაუწოდა.
- დამშვიდდი. ალბათ, თათბირზეა. ისე შემიძლია, ორი წუთით, შეგახედო დედას. მხოლოდ, სულ ორი წუთით.
- კი მინდა! მინდა! - წამოიყვირა მიმიმ.
- მხოლოდ ჩუმად. - დაბალი ხმით მიუგო ქირურგმა და ექთანს მთელი ხვეწნითა და მუდარით, მიმი ძლივს შეაშვებინა.
ფიფო კვლავ არ პასუხობდა, ქირურგი კი რეკვას განაგრძობდა, ახლა თავადაც შეშფოთდა, იმედია ისევ იგივე ხათაბალაში არ გაეხვაო.
- დარეკე, სანამ არ გიპასუხებს. - სთხოვა მიმიმ და ბოლოს მძღოლთანაც დაარეკინა. რა ხანია უკვე, სახლთან მივიყვანეო. - უპასუხა მძღოლმა.
ქირურგმა ამოისუნთქა. ალბათ, აბაზანაშიაო გაიფიქრა, თუმცა უკვე, საკმარისზე მეტი დრო იყო გასული.
- გავალ შენთან და მოვიყვან ფიფოს. - შესთავაზა ქირურგმა.
- არა! - თავი გააქნია მიმიმ. - შენ აქ მჭირდები. გალეოს ვთხოვოთ, ან ჩუკის.
***
კარს არავინ აღებდა. ჩუკიმ ხან ლამის, კარი ჩამოიღო და ხან ლამის, ზარიც გააფუჭა იმდენი რეკა, მაგრამ ამაოდ.
„სად შეიძლებოდა წასულიყო ფიფო?“
გაუელვა ჩუკის.
„თუ კი მძღოლმა, მანქანით სახლში მოიყვანა და... იქნებ, თავისი მანქანით წავიდა?“
ჩუკიმ მაშინვე ავტოფარეხისკენ გასწია. ფიფოს მანქანა ადგილზე დახვდა, მაგრამ მის შორიახლო, სისხლის გუბე შენიშნა. გული შეეკუმშა. იქაურობა კარგად მოათვალიერა და სადღაც, კუთხეში მიგდებულ, ფიფოს დამტვრეულ მობილურსაც წააწყდა.
LEX. 2021 წლის 3 მაისი, ორშაბათი.
No comments:
Post a Comment