Wednesday, February 17, 2021

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 94)

94. 
- სამსახურში, აღარ მიდიხარ? - დუმილი მიმიმ დაარღვია. 
- არა! - მაშინვე მიუგო ფიფომ. - გინდა, რომ წავიდე? 
- თუ არ მიდიხარ, მაშინ სადილის მოვამზადებდი.
პასუხად ფიფომ, მხრები აიჩეჩა. 
- შენ ხომ სახლში იშვიათად სადილობ, ამიტომ ვახშამს უფრო გვიან გიმზადებ ხოლმე. - მიმი წამოდგა. 
- დაიცა. - შეაჩერა ფიფომ. - არ გეზარება? დაჯექი, რაა. 
მიმიმ თხოვნა შეუსრულა. 
- მართლა ჩემი პირადი მოსამსახურე კი არ ხარ, რომ სულ რაღაც უნდა აკეთო? - ღიმილით აღნიშნა ფიფომ. - ისე, რომ გაკვირდები, სულ რაღაცას აკეთებ, სულ დაფუსფუსებ. დაჯექი რა, დაისვენე, ვილაპარაკოთ. 
- რაც დღეს ვისაუბრეთ და საქმეები ვურჩიეთ ერთმანეთს. - გაეცინა მიმის. 
- ერთმანეთს? - ირონიულად ჩაეკითხა ფიფო. - ერთმანეთს კი არა, მე მირჩევდი პირადად საქმეს, მაგრამ ახლა, შენსკენ რომ გადმოვინაცვლოთ? ხომ შეიძლება? 
- რა ვიცი? - გაიბადრა მიმიმ. - მკითხე და გიპასუხებ. ისე, ცნობისთვის, საყვარელი არ მყავს, არც მყოლია და არც მეგობარი ბიჭი, თუ ეს გაინტერესებს. 
- ჰმ. - ფიფოს ჩაეღიმა. - გამიხარდა. რაღაცნაირად, მაინც გამიხარდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, ჩვენს პირად არჩევანში, ყოველთვის თავისუფალნი ვიყავით, ჩვენი საქორწინო გარიგებაც ეს იყო. მართალია, არა ოფიციალური და მარტო ჩვენ ორმა ვიცოდით, მაგრამ მაინც. 
- და კიდევ, რა გაინტერესებთ, ბატონო ფიფო? - ირონიულად ჩაეკითხა მიმი. 
- ყველაფერი! ყველაფერი მაინტერესებს, ის რაც ჩემს ცოლ-შვილს ეხება და ნეტა მართლა, ვინ მითხრის ძირს? ვის უნდა ჩემი ოჯახის დანგრევა და განადგურება? 
- ფიფო, იქნებ მე მერჩიან? 
- შენ? 
- ჰო, რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - ხომ შეიძლება, სულაც მე მერჩოდნენ და ჩემი განადგურება სურდეთ? 
- რატომაც არა, მაგრამ რა ვიცი? 
- ვინ შეიძლება მყავდეს ისეთი მტერი, რომ ამდენი გაბედოს და ასე უტიფრად... - მიმი ჩაფიქრდა. 
- არ ვიცი, მიმი, მაგრამ მე, მტრების მეტი რა მყავს? თუნდაც, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. ამიტომ, მე უფრო ჩემი მხრიდან მგონია და რა ვიცი? მაინც გავარკვიოთ, მაგრამ შენზე ეჭვი მეპარება. არამგონია.
- ვერავის ვიხსენებ ისეთს. - ჩაფიქრებული ხმით დაიწყო მიმიმ. - მოშურნეების და ბოროტი თვალის მეტი რა მეყოლება, მაგრამ ასე რომ მოიქცეს და მართლაც ამდენი გაბედოს? სამაგიეროდ, რას მიიღებს? რას მოელის? რას ელოდება? 
- სავარაუდოდ, მაინც უფრო ჩემკენ იხრება. 
- ისე! - მიმი უცებ გაჩუმდა. 
- ჰო! თქვი, ბარემ! 
- რაღაც კი ვიფიქრე, მაგრამ აბსურდულად მეჩვენება.
- მაინც? - არ მოეშვა ფიფო. 
- ფოტო-რობოტის შედგენა კარგი, იქნებოდა, მაგრამ რადგან შენ არ გიცნობს, აბა საიდან უნდა მიხვდე? ჩანს, რომ ვიღაცისგან მოდის და მის უკან ვიღაც სხვა დგას, მაგრამ... 
- არ არის ურიგო აზრი, ისე რომ იცოდე. - თავი დაუქნია ფიფომ. - თუმცა, შენი თქმის არ იყოს, რა იცი, მართლაც ვისგან მოდის. 
ფიფო ჩაფიქრდა, მერე მობილური ამოიღო და დეტექტივს შეეხმიანა. 
- ის ქალი რომ გამოგიგზავნე, იყო მოსული? - შეეკითხა ფიფო. 
მიმი სმენად იქცა. 
- შენ ისე მპასუხობ, მგონი ახლა მანდ უნდა იყოს. - გაეცინა ფიფოს. - ჰოდა, მიდი აბა ერთი, ფოტო-რობოტიც ააწყობინე, რაა, ისე არ გაუშვა. - ფიფო წამით შეყოვნდა. - ჰო, კარგი გელოდები. 
მიმი კითხვის თვალით მიაჩერდა. ფიფო ყურებამდე უღიმოდა. 
- მოკლედ, გადავწყვიტე, რომ იმ ნაცემ ქალს. - ფიფო შეყოვნდა. - კერძოდ, ჩემი გულისთვის ნაცემ ქალს, საჩივარი უნდა დაეწერა, მაგრამ რადგან სულაც არ მინდა რომ გამოვჩნდე, ამიტომ გალესთან მივაგზავნე. 
- ესე იგი, გალე ის კაცია, ვინც სინდის-ნამუსს გინახავს? - ჩაეღიმა მიმის. 
- დიახაც! - გაიბადრა ფიფო. - თუმცა, ხომ გითხარი? დღეიდან, ის ქალი და ყველა სხვა ქალი, უკვე წარსულია და მორჩა! 
- და საჩივარს რომ დაწერს, მერე იქ სადმე, არ გამოჩნდები? 
- კი დაწერს, მაგრამ გალე, ოფიციალურად არ გაატარებს. უბრალოდ მიიღებს და ისე გამოიძიებს რომ არ გახმაურდეს. 
- ჰმ. - ჩაეღიმა მიმის. 
- ისე, სულაც არ არის ცუდი ქალი. - ფიფო თითქოს, თავს იმართლებდა. - არც კი უნდოდა ოფიციალურად ჩივილი და ჩემი გამოჭენება, მაგრამ საკმაოდ ძლიერ არის დაშინებული, ამიტომ იყოს, ბარემ გავარკვიოთ ვინ არის. 
- გავარკვიოთ. - მიმი წამოდგა. 
- სად მიდიხარ? 
- ტუალეტში. - გაუღიმა მიმიმ. - შეიძლება? 
- ნუ, თუ ვერ ითმენ დაა... - ფიფომ ირონიულად აიჩეჩა მხრები და შემოსულ ზარს უპასუხა. 
მიმიმ ყურები ცქვიტა. 
- კარგი, მზად რომ იქნება, გადმომიგზავნე. - უპასუხა ფიფომ და მობილურიც გათიშა. 
- ბარემ, მოვიდეს. - უთხრა მიმიმ. - მალე სადილობის დროც მოვა და ვისადილოთ ერთად, გავამზადებ გემრიელობებს. 
ფიფომ მობილური მოიმარჯვა და დეტექტივი სადილზე მიიპატიჟა, თუმცა უარი მიიღო. ტელეფონში ისევ შემოვიდა ზარი, ამჯერად ფიფო ვეღარ დაუძვრა სამსახურში წასვლას. 
- ახლა, რომ არ გამოვჩნდე, არაფრით არ შეიძლება. - ფიფო ახსნას შეეცადა. 
- მერე, წადი. 
- თათბირია და რომ არ გამოვცხადდე... 
- წადი, მერე რაღას უდგახარ? რა თავს იმართლებ? - გაეღიმა მიმის. - ბავშვს მე მოვიყვან. 
- არა, იყოს. დღეს შენი დღეა, დაისვენე, გაერთე. - დაუყვავა ფიფომ. - თათბირის მერე მე გავუვლი და სადმე გავატარებ, იქნება და გავიგო, რას ისურვებს ამ ახალ წელს, რა საჩუქარი უნდა. 
- აი, ეგ, ყველაზე კარგი იქნება. - გაიბადრა მიმი. 
- ჩუკისაც უნდა ბავშვების გასეირნება და ბარემ ერთად გავატარებთ, მერე ვნახოთ. 

 *** 
- ნახევარ საათში, სახლთან გელოდები. - მიახალა ფიფომ, როგორც კი მიმიმ, მის ზარს უპასუხა. 
- სერიოზულია რამე? - სიცილით მიუგო მიმიმ, რადგან შეატყო, ფიფოს არც შეშფოთებული და არც გაბრაზებული ხმა არ ჰქონდა. 
- ძაან! - მხიარული ხმით უპასუხა ფიფომ და ტელეფონი გათიშა. 
მიმიმ დიდ ხანს არც ალოდინა, ზუსტად ნახევარ საათში, უკვე ფიფოს მანქანაში იჯდა. 
- ბავშვი? - მაშინვე მოიკითხა მიმიმ. 
- მძღოლს გავატანე, ახლა ძანესთან მინდაო. 
- და სასეირნოდ არ გყავდა? 
- მოვიარეთ მთელი გასართობი ცენტრი, მშვენივრად გაერთო ჩუკის ბავშვებთან, მეგონა დაიღლებოდა, მაგრამ ახლა ძანეც ვნახოთო და დავტოვე რაა. 
- და შენი მანქანა, როდისღა გამოიყვანე? 
- მიმი, რა იყო? - ჩაეღიმა ფიფოს. - დაკითხვაზე ვარ? 
- არააა. - გაეცინა მიმის. 
- მე აქ მომიყვანეს, დიმე ძანესთან დავტოვე, მას მერე მანქანაში გიცდი. - ფიფომ მიმის გახედა. - ცნობისმოყვარეობა დაკმაყოფილებულია? 
- ბოლომდე. - გაიკრიჭა მიმი. 
ფიფომ სამმართველოსთან გააჩერა და მიმის უთხრა, შენც ჩამოდიო. 
- ფიფო, ხომ მშვიდობაა? - გაკვირვებული შეხვდა გალეო, რადგან ფიფოსთან ერთად, მიმისაც მოჰკრა თვალი. 
- ჩემმა გამოჩენამ, ასე შეგაშფოთა? - გაეცინა ფიფოს.
- არა, მაგრამ... ის სურათი, ხომ გამოგიგზავნე? მიიღე? 
- კი, კი და ახლა მიმიმ შემჭამა. - ფიფომ მიმის ირონიულად გადახედა. 
მიმი გაკვირვებული მიაჩერდა. ვერაფერს მიხვდა. თუმცა, არაფერი უთქვამს. 
- მეც მაინტერესებს, როგორ იწყობა ფოტო რობოტიო და აი, წამოვიყვანე. რაა. - დაასრულა ფიფომ ღიმილით და კვლავ, მიმის გადახედა. 
- მართლა ძალიან მაინტერესებს. - მიმი თითქოს, მიუხვდა ფიფოს ჩანაფიქრს და უმალვე აჰყვა. 
- კი, ბატონო. - თავი დაუკრა გალეომ. - მაშინ, აქეთ მობრძანდით. 
- მიმი, იცი? - დაიწყო ისევ ფიფომ. - ის ახალი მეზობელი ამოირჩიე აბა. აი, ის მე რომ ჯერ არ მინახავს და აბა თუ ვიცნობ, როცა შევხვდები. 
- ის?.. ქალი?.. - მიმი კი ახლა ზუსტად დარწმუნდა, ფიფოს რაც სურდა. 
- ჰო, ის ქალი, შენ რომ უკვე გიცნობს და გესტუმრა.
- აბა, ვნახოთ როგორ გამომივა. - მიმი მონიტორს მიაჩერდა. 

 *** 
- ახლა სად მივდივართ? - იკითხა მიმიმ. - ბავშვი, აღარ დავიბრუნოთ? 
- ჰოდა, მანდ მივდივართ. - ფიფომ აღმართზე აუხვია და მანქანა შეაჩერა. 
- ავიდე? თუ დავრეკოთ და თვითონ ჩამოვა? 
- როგორც, შენ გინდა. - გაუღიმა ფიფომ. 
მიმი მანქანიდან გადავიდა და ცოტა ხანში, ბავშვთან ერთად დაბრუნდა. 
მთელი გზა, სამმართველოდან რომ მოდიოდნენ, ფიფოს ხმა არ ამოუღია. არც მიმის დაუსვამს რამე კითხვა, მხოლოდ მიმის აწყობილ ფოტოს რომ შეხედა, არასდროს მინახავსო, მარტო ეს თქვა. 
- როგორ ფიქრობ. - დაბალი ხმით იკითხა მიმიმ. - გალეო მიხვდა, რომ იმ ფოტოს ასაწყობად, სპეციალურად მიმიყვანე? 
- მიხვდება და მიხვდეს! - უპასუხა ფიფომ. - შენ მაგაზე, არ იდარდო. 
- კარგად დააკვირდი? ნამდვილად არსად გინახავს? 
- შეიძლება, სადმე კი მყავდეს ნანახი, მაგრამ ცნობით ნამდვილად არ ვიცნობ! - ფიფომ თავი გააქნია და საწერი მაგიდის სავარძელში გადაწვა. 
- სულ გაჭვარტლე აქაურობა. - მიმიმ ჰაერის არომატიზატორი ჩართო. 
- როცა ბავშვი სახლშია, მაშინ ხომ მარტო ჩემს კაბინეტში ვეწევი? - ფიფომ სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა. 
- და იმ ქალმა, როგორ აღწერა? შეიძლება, იმ ფოტოს ნახვა? 
- შეიძლება, თუმცა... - ფიფომ ბავშვს გასძახა. - დიმე! მოდი მამ, ერთი წუთით!
ფიფომ საწერი მაგიდის უჯრა გამოაღო და თაბახის ფურცელი, დიმეოს გაუწოდა. 
- იცნობ, ამას? - ჰკითხა ფიფომ. 
- ვის? - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. 
- ვის და აი, მაგ სურათზე რომ არის. - მიუგო ფიფომ. 
- რა სურათზე? - ბიჭს, კვლავ გაკვირვებული სახე ჰქონდა. - აქ არაფერი არ არის. 
- შემეშალა? ცარიელი ფურცელი მოგეცი? - ფიფო წამოიწია. 
დიმეომ ფურცელი მოაბრუნა და ორივეს შეახედა.
ფოტოზე მართლაც იყო, რაღაც სახე გამოსახული. 
- აი, მაგაზე გეუბნები. - დაუკონკრეტა ფიფომ. 
- ეს რანაირი ფოტოა? - აიმრიზა დიმეო. 
- ფოტო-რობოტია. - აუხსნა ფიფომ. - ზოგჯერ, ზუსტად არ გახსოვს და როგორც დაგამახსოვრდა, ისე ცდილობ აღწერო. 
- ჰო, მაგრამ ეს რანაირი აღწერაა? - უკმაყოფილოდ აიბზუკა ცხვირი ბავშვმა. - ეს ხომ, არავის არ ჰგავს. 
- ესე იგი, მასეთს არავის იცნობ? - ჩაეკითხა ფიფო. - და არც არასდროს გინახავს? 
- და საიდან უნდა მენახა, როცა არავის არ ჰგავს. - აიჩეჩა მხრები ბიჭმა. 
- რადგან, შენ არ იცნობ, ხომ არ ნიშნავს, რომ არავის არ ჰგავს. - ჩაერია მიმი. 
- აბა, როგორ უნდა ვიცნო? - თავი გააქნია ბავშვმა. - ეს ფოტო, ნამდვილ ადამიანს, სულაც არ ჰგავს. 
- მამ, ხომ გითხარი უკვე. ფოტო-რობოტია! - ფიფოს ხმაში, თითქოს წყენაც დაეტყო. - გადაღებული ფოტოსურათი კი არ არის. 
- ეგ, რა შუაშია? - წყენითვე მიუგო ბიჭმა. - დახატული ნახატიც ხომ ჰგავს ხოლმე იმას, ვისაც ხატავენ და ეს კი, არავის არ ჰგავს, იმიტომ რომ ასეთ ფოტოებს, წიგნებში ხატავენ. 
- რომელ წიგნებში? - ჩაეკითხა ფიფო. 
- რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა დიმეომ. - როცა... - ბავშვი წამით ჩაფიქრდა. - აი, როცა უცხო ენას სწავლობ, ან რაღაცას მეცადინეობ, იქ არის დახატული ისეთი ადამიანები, რომლებიც არავის არ ჰგავს, მხოლოდ იმას გაარჩევ ქალია, კაცია თუ ბავშვი. უბრალოდ, სახეა! ჩვეულებრივი, ქალის სახე და არა ზუსტად ვიღაცის! 
- მერე ხომ შეიძლება, ის წიგნში დახატულიც, მართლაც ვიღაცას ჰგავდეს? - უკან არ დაიხია ფიფომ. 
- შეიძლება, მაგრამ ნაკლებად. - სერიოზული სახით მიუგო დიმეომ. 
- მდაა. - ფიფომ წარბები აზიდა და ახლა უჯრიდან, მეორე ფურცელი ამოიღო და ბავშვს გაუწოდა. 
- ეს? 
- ეს, კი! - დიმეომ დახედა თუ არა, მაშინვე უპასუხა.
- რა, კი? - დაინტერესდა ფიფო. - იცნობ? 
- არ ვიცნობ, მაგრამ ეს უფრო ჰგავს ნამდვილ ადამიანს. - უპასუხა ბავშვმა. - შეიძლება წავიდე? 
- ნუ, თუ ასეთი დაკავებული ხარ. - გაუღიმა ფიფომ. 
- ფორტეპიანოზე დაკვრას ვაპირებდი. - უპასუხა დიმეომ და აშკარად აარიდა თვალი
- კარგი, მამ. - ჩაეღიმა ფიფოს. - დაუკარი ფორტეც და პიანოც! 
ბავშვი გავიდა თუ არა, მიმიმ ორივე ფურცელს დახედა. 
- ეს, ჩემი აწყობილი არ არის? თუ იმ ქალმაც, ასეთი ააწყო? 
- კი შენია. 
- და ის, მეორე? - მიმის გაეღიმა. - არავის რომ არ ჰგავს. 
- ის მეორე... - ფიფომ ძლივს მოასწრო, პირზე მომდგარი სიტყვის შეჩერება. 
- ახლა არ მითხრა. - მიმი თითქოს მიუხვდა. - ის მეორე, იმ ქალმა დაახატინაო. 
- ის, მეორე? - ფიფო წამით შეყოვნდა. - არა! ის ისეა! უბრალოდ, შედარება მინდოდა. მაინტერესებდა, დიმეო თუ ამოიცნობდა. - მაშინვე მიახლა ფიფომ და საუბრის გადატანა სცადა. - არ გშია? 
- რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - წამო აბა, სამზარეულოში და მოვიფიქროთ, რას მიირთმევ. 
- წავედით, წავედით. - ფიფო მაშინვე წამოდგა და მიმის გაჰყვა. 
მიმის წამით მოეჩვენა, რომ ფიფო, თითქოს რაღაცას უმალავდა, მაგრამ მერე მთელი ყურადღება, ვახშმის სამზადისზე გადაიტანა და სულ გადაავიწყდა.
სამაგიეროდ, დიმეოს არ დაავიწყდა და ერთი სული ჰქონდა, მამა როგორმე მარტო გამოეჭირა და უამრავი კითხვა დაესვა. 
ფიფოც იგივე დღეში იყო. მასაც უამრავი კითხვა აწუხებდა. მშვენივრად მიხვდა, ბავშვმა აშკარად იცნო, მიმის მიერ შედგენილი ფოტო, მაგრამ იმასაც მიხვდა, როგორ ოსტატურად მოიმიზეზა პიანინოს დაკვრა და ოთახიდანაც, მაშინვე გაიძურწა და ახლა თავის გასამართლებლად, გამალებით უკრავდა და უკრავდა.
- მართლა, რა მშვენივრად უკრავს ეს ბავშვი. - ფიფოს გაოცებას, საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა მის ასეთ აღტაცებას, კიდევ სხვა ფარული მიზანიც ჰქონდა.
- საოცრად ნიჭიერია. - ჩაურთო მიმიმ. 
- მალე იქნება? - ფიფომ ვახშამზე მიანიშნა. - თუმცა მშვენივრად იცოდა, ჯერ კიდევ გარკვეული დრო იყო დარჩენილი. 
- აი, ახლავე, წყალი უკვე წამოდუღდა და ჩავყრი მოსახარშად. - უპასუხა მიმიმ. 
- მაშინ მანამდე, მე დიმეოს მოვუსმენ. - ფიფომ დრო იხელთა და წამოდგა. - როცა დაგვიძახებ, ერთად მოვალთ. 
ფიფო ბავშვის ოთახში, დივანზე ჩამოჯდა. დიმეო კვლავ გამალებით უკრავდა, თითქოს მამის შემოსვლა, არც უგრძვნიაო. 
- მშვენივრად უკრავ, მამი. - შეაქო ფიფომ როგორც კი ბავშვმა, დაკვრა გააჩერა. 
- ვცდილობ. - შეიფერა ბიჭმა. 
- აუცილებლად! აუცილებლად უნდა ეცადო. სულ და ყველაფერში და ყოველთვის უნდა ეცადო. არასდროს დაკმაყოფილდე იმით, რომ უკვე, ბევრი იცი და თითქოს, მეტი აღარ არის საჭირო. 
- გავითვალისწინებ. - ყურებამდე გაუღიმა დიმეომ. 
- მხოლოდ ეს დაუკმაყოფილებლობა, ფულზე და ქონება არ გამოიყენო, თორემ მერე მაგას უკვე, ღორობა ერქმევა. 
- კარგი, მამ. - გაიბადრა ბიჭი. - არ მინდა ღორი ბიჭი ვიყო. 
- ჰოდა, ძალიან კარგი. - გაეცინა ფიფოს. - და ის ქალი, იცანი, არა? - მაშინვე მიახალა ფიფომ. 
- ვინ ქალი. - დიმეომ თვალი აარიდა. 
- აი, ის. წეღან რომ გაჩვენე და არ გინდა ახლა, მამ, თავის დაძვრენა, განა რამეს გაბრალებ. - დაუყვავა ფიფომ. - უბრალოდ, ნუ დამიმალავ და მითხარი. 
- მარკეტში იყო, მეორე ქალთან ერთად. - ძლივს ამოღერღა დიმეომ. 
- და, ნამდვილად დარწმუნებული ხარ? - ჩაეკითხა ფიფო. - იქნებ, გეშლება და ვინმეს მიამსგავსე? 
- არ მეშლება! - წარბები შეკრა დიმეომ. - ეგ ქალი იყო! სხვა მხრიდან მოვუარე და ჩემი მობილურით, სურათი გადავუღე. 
- მართლა?! - ფიფოს გაკვირვებასა და სიხარულს, საზღვარი არ ჰქონდა. 
- აბა, მიდი, მაჩვენე. 
- არ მაქვს. - დიმეო მოიბუზა. - წავშალე. დედიკოს რომ შემთხვევით ენახა, ხომ ეწყინებოდა? 
პასუხად ფიფომ, ამოიხვნეშა და სანამ კიდევ რამეს ჰკითხავდა, მიმის ძახილიც შემოესმათ, ვახშამზე უხმობდა. 
დიმეო პირველი გავარდა და მაგიდას შემოუსკუპდა. მიმი ატყობდა, ბავშვი მამას თვალებს ვერ უსწორებდა, იმასაც მიხვდა, ოთახში რაღაცას ჩუმ-ჩუმელობდნენ, თუმცა არაფერი შეიმჩნია და გულში ჩაეღიმა. მაგრამ მალევე შენიშნა, რომ ფიფო საშინლად უხასიათოთ იყო, აშკარად უხალისოდ ღეჭავდა ლუკმას. 
- მამ, მომეცი რა, შენი მობილური. - მიმართა ფიფომ დიმეოს. 
ბავშვი გაფითრდა. 
- ჰო, რა იყო? - ჩაეკითხა ფიფომ. - მომიტანე შენი მობილური. 
- იქ, არაფერი არ არის. - წაილუღლუღა ბიჭმა. 
- მერე, რა? - უპასუხა ფიფომ. - მაინც მომიტანე.
დიმეო უხალისოდ ადგა. 
- ფიფო, რა ხდება? - იკითხა მიმიმ. 
- არაფერი. - მიუგო ფიფომ. 
- როგორ არაფერი? - არ მოეშვა მიმი. - ბავშვს რა ფერი აქვს! რა ჩაიდინა? 
დიმეო გაბუსული დაბრუნდა და მამას მობილური, უხმოდ გაუწოდა. 
ფიფომ გამოართვა და არც კი დახედა, ისე ჩაიდო ჯიბეში. მერე ვახშამიც მიატოვა, წამოდგა, თავისი მობილური მოიმარჯვა და კაბინეტისკენ წავიდა. 
მიმი მაშინვე კვალში მიჰყვა, მაგრამ მხოლოდ, რამდენიმე ფრაზის ყურის მოკვრა მოასწრო და იქიდან შეეცადა, დასკვნის გამოტანას. 
- გააფუჭა, ეს ახალი მობილური? - ოდნავ ღიმილით ჰკითხა ფიფოს და შორიახლო მდგარ ბავშვს, გახედა. - ამიტომაც არ მინდოდა, ასეთი ძვირიანი ტელეფონის ყიდვა! განა, ფული მენანებოდა? მერე ზედმეტები მოუვა, შეიფერებს, არ გაუფრთიხლდება-თქო და შენ კი, არ დამიჯერე და მაინც, ყველაზე ძვირად ღირებული უყიდე და აჰა, შედეგიც! 
- კარგი, მიმი! რა იყო? - შეეპასუხა ფიფო. - რა გადაგვაყოლე, ამ ერთ ტელეფონს? არ გაკეთდება და ახალს ვუყიდი და მერე, რა მოხდა? არ მექნება საშუალება და მოითმენს, აღარ ვუყიდი, რა პრობლემაა? - ფიფომ დარცხვენით მდგარ დიმეოს გახედა და გაუღიმა. 
ბავშვს აშკარად, გულზე მოეშვა. 
- მერე ამის გულისთვის ხარ დედი, ასე დამწუხრებული? - გაუღიმა მიმიმ. - მერე რა რომ გაგიფუჭდა, შენ კი არ გსაყვედურობ. 
- აბა, მეე? - გაეცინა ფიფოს. 
- დიახაც, შენ! - ღიმილით მიუგო მიმიმ. - ღირსი ხარ, რომ ამდენი ფული, სულ ტყუილად გადაყარე და წესიერი, მაინც ვერ შეარჩიე! განა მართლა, ფულზეა საქმე! 
ფიფოს ცალყბად ჩაეღიმა, ქურთუკი ჩაიცვა და წასასვლელად მოემზადა. 
- სად მიდიხარ? - მიმი და დიმეო, ერთდროულად მიაჩერდნენ ფიფოს. 
- მობილურს გავუტან ბიჭებს და მოვალ, მალე. 
- რა სასწრაფოა, ამ შუაღამეზე? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - არაფერში არ სჭირდება. ან სულაც, ხვალ გავაკეთებინოთ, ან ჩავაბაროთ და ახალი ვუყიდოთ. 
- მელოდებიან უკვე. - ფიფო კარისკენ წავიდა და მაშინვე შეჩერდა. - ისე, ჩაიცვით თქვენც და წამოდით, ღამის ქალაში გავისეირნოთ. 
- საჭესთან, ისევ დამსვამ! - დიმეომ სიხარულისგან შეჰყვირა. 
- აბა, რაა! - მიუგო ფიფომ. 
LEX. 2021 წლის 14 იანვარი, ხუთშაბათი. 

No comments:

Post a Comment