12.
- დღესაც, ძალიან მიჭირს იმის დაჯერება, რომ სწორედ, მას ეძებდი. - დაიწყო მიმიმ. - არც მინდა ვიცოდე, სინამდვილეში მართლა ის იყო, თუ არა. არ მინდა! აღარ მინდა, გესმის! აღარ მინდა!
- მიმი, დამშვიდდი! - ფიფომ სამზარეულო მოათვალიერა. - აქ სადმე, სიგარეტი ხომ არ გდია?
მიმის დაწესებული „კანონის“ თანახმად, სიგარეტის მოწევა, როგორც წესი, სახლში იკრძალებოდა და ფიფოს მხოლოდ, თავის კაბინეტში ჰქონდა უფლება, მშვიდად გაებოლებინა. მიუხედავად იმისა, რომ ცალ-ცალკე ოთახებში ეძინათ, საძინებელშიც კი უკრძალავდა მიმი, მოწევას და ამას მკაცრად, თავადვე აკონტროლებდა.
- მოგიტან. - წაიჩურჩულა მიმიმ და წამოდგა.
- არ გინდა. - შეაჩერა ფიფომ. - იყოს, მერე მოვწევ. მალე ბავშვიც ადგება, არ მინდა ჩემი სიგარეტის გამონაბოლქვში ისაუზმოს.
- იქნებ, მომბაძო და შენც დაანებო? - გაუღიმა მიმიმ.
- შენ ერთი, როდის იყავი, აქტიური მწეველი? - გაეცინა ფიფოს. - ნეტა შენნაირად ვიყო, წელიწადში ერთხელ გაგახსენდება და მაშინ ეწევი.
- რატომ წელიწადში, ერთხელ? გოგოები, რომ მოდიან, ხანდახან მეც ვეწევი ხოლმე.
- ჰოდა, ნეტა მართლა მასე ვიყო.
მიმის ცალყბად გაეღიმა.
- ყოველ ადამიანს, აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი, პირადი საიდუმლო. - ფიფო მაგიდაზე გადმოიხარა, მიმის თვალებში ჩახედა და უნებურად გადახვეულ თემას, კვლავ დაუბრუნდა.
მიმი არ განძრეულა და არც თვალი აურიდებია.
- და, რა საიდუმლო? - ხმას აუწია მიმიმ. - აღარ მაინტერესებს, ის თემა! დავიღალე! მეც ადამიანი ვარ!
- მეც!
- ფიფო, რა გინდა ჩემგან? რას მოითხოვ? არ ვფიქრობ, იმ კაცზე, მეზიზღება და მძულს! ამის მოსმენა გინდოდა? ეგ ხომ, ისედაც იცოდი! და ცოტა, შენც კი ხარ დამნაშავე ჩემს წინაშე, რომ მის ხელში აღმოვჩნდი!
- გეთანხმები! ჩემი წვლილიც ბევრია, მაგრამ მერე?
- რა, მერე?
- მერე ხომ გრძელდება ცხოვრება?
მიმიმ გაკვირვებულმა შეხედა.
- შენ არ ცხოვრობ, მიმი! სიძულვილით ცხოვრება, არ შეიძლება! არანაირად არ შეიძლება.
მიმის, ახლა უფრო მეტად გაკვირვებული სახე მიეცა.
- სწორედ ეს სიძულვილი და ბოღმა აკარგვინებს ადამიანებს, რეალობის შეგრძნებას! - განაგრძო ფიფომ. - იმ რეალობისა, რომელშიაც ის, ახლა ცხოვრობს!
- ჰმ, ბოღმა? - მიმის მწარედ ჩაეცინა. - ბოღმა კიდევ, რბილი სიტყვაა! - მიმიმ ტუჩები მოწკურა. - შუაზე, რომ არ გავგლიჯე! თუმცა, სადღა უნდა მენახა.
- ჰო, აი! სწორედაც, რომ იმ სიძულვილში გადაზრდილმა ბოღმამ ჩაადენინა მას, ყველა ის სისასტიკე! თორემ, სხვა შემთხვევაში...
- შენ, რა?! მას იცავ?! - მიმის თვალები აენთო.
- არა! მე არც მის ქმედებებს ვიცავ და არც მას ვამართლებ! მაგრამ მე, შენი სისასტიკე მაკვირვებს და მაშინებს!
მიმიმ ფანჯარას გახედა, ბოღმისა და სიძულვილისგან ანთებული თვალები, ავად უელავდა.
- მიმი! მომისმინე კარგად. - ფიფოს მშვიდი და რბილი ხმა ჰქონდა.
მიმი ცოტა მოლბა. მიტკლისფერ სახეზეც, ცოტა ფერიც ეცვალა.
- არ შეიძლება, ისე ცხოვრება, რომ თითქოს, არაფერი მომხდარა. - მშვიდად განაგრძო ფიფომ. - ხშირად ერთმანეთს, თვალებშიც ვერ ვუყურებთ და ან კი, თუ ჩავხედავთ, გეგონება ალესილი ხმლით, ერთმანეთის გაპობას ვლამობთ!
- შენ... შენ ჩემგან წასვლა, გინდა? - მიმის ხმაში, სისუსტე შეეპარა.
- არა, მიმი! არა. - ფიფომ ამოიხვნეშა. - მაგრამ უკვე დროა, ყველაფერი უნდა გავარკვიოთ აქ! და ახლავე! - ფიფო წამით შეყოვნდა. - მეც და შენც, სულ გავურბივართ იმაზე საუბარს, თუ რაც მოხდა და რაც გადაგვხვდა, ორივეს ერთად! ჩვენ, ორივეს! ერთად!
- მტკივა, ძალიან მტკივა! და ამ ტკივილში ყველაფერია! ბოღმაც, სიძულვილიც, სისასტიკეც, სინანულიც, ხომ გესმის, არა? სიყვარულის გარდა, ყველაფერია და ამიტომაც მტკივა, ასე ძლიერ!
- ტკივილს ისე ნიღბავ, ვითომც არაფერი მომხდარა და...
- ისევ ეს წყეული ნიღაბი! - ამოიკვნესა მიმიმ. - მაგრამ მე ეს ნიღაბი მშველის, ტკივილს მიფარავს.
- ნებისმიერი ნიღაბი, სუსტია! - მიუგო ფიფომ. - სუსტია, ყველა იმ შეგრძნებასთან, რასაც გულის სიღრმე ჰქვია! და შენ, ნიღაბი კი არ გფარავს, არამედ გაქცევის საშუალებას გაძლევს! დროებით დამალვის! დროებით და არა, სამუდამოდ.
- და აბა, არ გავექცე? მტკიოდეს ისევ? არ მინდა, რომ მტკიოდეს! აღარ მინდა!
- და იცი, რომ ამ ტკივილისგან გაქცევას, თუ ისურვებ, მაშინ ყველაფერი უნდა ამოშალო მეხსიერებიდან! მთელი შენი ცხოვრება, შენი შვილი და ყველა და ყველაფერი!
- აბა, რა ვქნა? რა?
- შემოუშვი შენს სულში ტკივილი და ამოხეთქე! ამოისკვენი ტირილით გული! გესმის? გული იჯერე ტირილით და დაისვენებ, მოეშვები და ეს დაძაბულობაც გაქრება! და ეს შენი მონაზვნური ცხოვრებაც! - ფიფო გაჩუმდა.
„ან ახლა, ან არასდროს!“
გაუელვა გულში ფიფოს და მაშინათვე მიახალა:
- გინდა? იყავი ჩემთან, იქეცი ნამდვილად ცოლად და მეუღლედ და თუ არ გინდა, მაშინ დავიშალოთ და წავალ შენგან!
მიმი თვალები დახარა. ფიფო მართალი იყო.
- შენ სულ ჩემს გვერდით ხარ... სულ მეხმარები... - წაიჩურჩულა მიმიმ.
- შენი საკეთებელი, შენ უნდა გააკეთო! სხვანაირად, მე ვერ დაგეხმარები!
- შენ გგონია, შენთან იმიტომ ვერ... გგონია, რომ ის... - მიმი სიტყვებს, თავს ვერ უყრიდა.
ფიფო მოთმინებით უცდიდა, როდის დაასრულებდა მიმი საუბარს. უნდოდა ბოლომდე ამოეღერღა და გულში ჩამალული ვარამი, დარდისა და წუხილისგან დაცლილიყო.
- მე... მე... მართლა არავინ მიყვარს და არც არავისთან შეხვედრა მსურს... და ვერც შენთან... - მიმის თვალები, ცრემლით აევსო.
ფიფო კვლავ მდუმარედ შეჰყურებდა.
- მე ის, მეზიზღება! მძულს და მეზიზღება! - წუთის წინ აცრემლებული თვალები, ახლა რისხვით ჰქონდა ანთებული მიმის. - მძულს ის დღეც და ის დროც! იმდენად მძულს, რომ ახლოსაც ვერავის ვიკარებ! მძულს! მძულს!
- როცა ადამიანს, ვინმე ასე საშინლად სძულს, მას პირველ რიგში, საკუთარი თავი სძულს. - დამოძღვრა ფიფომ.
- სულაც არ მძულს, საკუთარი თავი! ძალიანაც მიყვარს, მაგრამ ზოგჯერ, ჩემი სხეულიც კი მძულს!
- სწორედ ეს გითხარი, ახლა.
- მართლა კი არ მძულს ჩემი თავი, დიდ პატივსაც ვცემ და...
- ვის? - გაისმა ბავშვის წკრიალა ხმა.
- ვის და შენ! - არ დაიბნა მიმი. - დიმი, ვნერვიულობ! არც კი ვიცი, რა გაჩუქო დაბადების დღეზე! ღამეები არ მძინავს!
დიმეომ, მამას გაკვირვებული სახით შეხედა, სწორედ იმავე სიტყვებს იმეორებდა დედაც.
- მე პიანინო მინდა!
- შევიყვანოთ ბავშვი მუსიკაზე, მე არ ვარ წინააღმდეგი. - ღიმილით დაურთო ფიფომ.
- აბა, მე ვარ წინააღმდეგი? - გაეღიმა მიმისაც. - წელს სკოლაში შედიხარ და იარე მუსიკაზეც, რა პრობლემაა.
- არანაირი. - ჩაურთო ფიფომ.
- შენი სათამაშო ოთახი, კაბინეტად გადავაკეთოთ და იქ დაგიდგამ პიანინოს, მერე უკარი რამდენიც გინდა. - უღიმოდა მიმი ბავშვს.
- მეც ჩემი კაბინეტი მექნება? რა მაგარიაა! - აჭყიპინდა ბიჭი.
- და ხომ გქონდა, ისედაც? - გაუკვირდა ფიფოს.
- ეგ სათამაშო ოთახი იყო და ახლა, კაბინეტი იქნება! - განუმარტა ბავშვმა.
- აჰა. გასაგებია. - სრული სერიოზულობით მიუგო ფიფომ.
- აბა, ცხელი შოკოლადი, ვის უნდა? - გამოაცხადა მიმიმ. - ხელი ასწიოს.
- მე ორი ფინჯანი! - ფიფომ ორივე ხელი ასწია.
- მეც ორი! - დიმეო სკამზე შემოსკუპდა.
- შენ ჩაიფსამ! - დაუფიქრებლად მიახალა ფიფომ.
ბავშვი გაილურსა.
ფიფომ დანაშაულის გამოსასწორებლად, თვალი ჩაუკრა შემცბარ ბავშვს.
მიმის არაფერი შეუნიშნავს.
საუზმემ მხიარულად ჩაიარა.
ფიფოს წამოწყებული საუბარი, კვლავ შეწყდა. მიუხედავად ყველაფრისა, გულში მაინც ეღიმებოდა. მიმიმ, კიდევ ერთხელ დაიძვრინა თავი, არასასურველი თემისგან.
„არა უშავს რა, მოგვიანებით კიდევ ვცდი.
ხვალაც,
ზეგაც.
არ შევჩერდები, სანამ ბოლოში არ გავალთ და უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორი იქნება, ეს ბოლო.“
უკვე სამსახურში განაგრძობდა ფიქრს ფიფო და მდივანს, ყავაც შეუკვეთა.
- აქ ერთი ბიჭია. - აუწყა მდივანმა. - კატეგორიულად მოითხოვს პირადად თქვენთან შეხვედრას. ვერაფრით ავუხსენი, რომ...
- შემოვიდეს! - ფიფომ ღილაკს, თითი აუშვა.
ვაჩე ღია კარში იდგა და ნაბიჯის გადმოდგმას ვეღარ ბედავდა.
ფიფომ ხელით ანიშნა, შემოდიო და სკამზეც მიუთითა.
ბიჭი კრძალვით ჩამოჯდა. ფიფოს ახლა უფრო გამხდარი და დათრგუნული მოეჩვენა.
- შენ, ყავას არ სვამ, არა? - ღიმილით შეეკითხა ფიფო და მდივანს, ფინჯანი ჩამოართვა.
ვაჩემ უარის ნიშნად, თავი გააქნია.
- მაშინ კოლა, ან რამე გაზიანი, თუ გვაქვს შემოუტანე. - მიმართა მდივანს. - და გემრიელობაც შემოგვაშველე, ბარემ.
- რას ინებებთ? - გაუღიმა მდივანმა. - ამოვიტან.
- შოკოლადი, ან რაღაც მსგავსი. ჩემთვის, სტუმრისთვის და ერთიც შენთვის, მე გეპატიჟებით!
ფიფომ ყავა მოსვა. სიგარეტს მოუკიდა. ღრმა ნაფაზი დაარტყა და ბიჭს გადახედა.
- გისმენ.
ვაჩენ დაიბნა. ხმა ვერ ამოიღო.
- ჩემს სანახავად, რომ არ იქნები მოსული, მაგას მგონი, დიდი მიხვედრა არც უნდა და გისმენ, აბა.
- საიდან დავიწყო, არ ვიცი... - ენის ბორძიკით დაიწყო ბიჭმა.
- თავიდან დაიწყე. - მშვიდი ხმით მიუგო, ფიფომ.
ბიჭი ისევ ჩუმად იჯდა.
- სკოლაშია, პრობლემა?
- არა.
- აბა?
- ბინას გვართმევენ.
- როგორ გართმევენ? ხომ თქვენია? როგორც მახსოვს, ქირით არ ცხოვრობთ.
- მამას ბინა იყო და ახლა...
- რას ჰქვია, მამასი იყო და ახლა შვილები, გარეთ უნდა დარჩნენ?
- არ ვიცი რანაირად, მაგრამ ბებიამ და ბაბუამ სახლი გაყიდეს, მამიდაჩემთან გადავიდნენ... და ის... ის ახალი პატრონი, ბინის დაცლას მოითხოვს.
- კი, მაგრამ სახლი, რომ იყიდებოდა, დედაშენი მაშინ, სად იყო?
ბიჭმა თავი ჩაღუნა და მხრები აიჩეჩა.
- არც მასე ადვილად არის საქმე. ასე ბინები, არ იყიდება! და ვინც ყიდულობს, ის სულელი ხომ არ არის, არა? კარგად ამოწმებს, თუ ვინ არის მფლობელი, რამდენი მეპატრონე ჰყავს იმ სახლს. ასე არ არის? - ჩაეკითხა ფიფო.
- რა ვიცი. - ვაჩემ ისევ თავი ჩაღუნა.
- მდააა. - ფიფო ჩაფიქრდა. მერე ბიჭს მიუბრუნდა. - მასეთი და მსგავსი საქმეები, მე არ მეხება...
- ესე იგი, ვერ დაგვეხმარებით? - სასოწარკვეთილი ხმით გააწყვეტინა ვაჩემ.
- დამაცადე. - ფიფო სავარძელში გადაწვა. - მე, ხომ არ მითქვამს, რომ არ დაგეხმარები?
- ესე იგი, ყველაფერი მოგვარდება? - თვალები გაუბრწყინდა ბიჭს.
- დაგეხმარები, მაგრამ რამდენად მოგვარებადი იქნება, ეგ ჯერ აბა, საიდან უნდა ვიცოდე?
ვაჩეს ისევ გადაეწურა იმედი.
ფიფომ ტელეფონი მოიმარჯვა და მერე ნირწამხდარ ბიჭს გახედა.
- ჭამე ახლა ეგ შოკოლადი და ცოტა ფერზე მოდი. - თითქოს უბრძანაო და ნომერი აკრიფა.
მალევე გააგონეს.
- გცალია? - არც აცალა მოკითხვაზე პასუხი, ფიფომ. - რამდენ ხანში? - ფიფომ ტელეფონი გათიშა. - საღამომდე, არაფერი გამოვააა. - ჩაილაპარაკა და ბიჭს მიუბრუნდა. - ახლა წესით, სკოლაში არ უნდა იყო?
- ადრე გამოვედი.
- თუ, გააცდინე?
ვაჩემ არაფერი უპასუხა.
- წავიდოდით ახლა, მე და შენ, ერთ ადგილას, მაგრამ მალე პატარები სკოლიდან, რომ მოვლენ?
- გახანგრძლივებულში არიან. ჯერ არ მოვლენ.
- მაშინ წავედით! - ფიფო წამოსადგომად მოემზადა.
- სად მივდივართ?
- ერთ კაცს უნდა დავადგეთ. ვიცი, სადაც იქნება ახლა. საღამომდე კი, ჯერ დიდი დროა და როგორც ვხედავ, ჩვენ დრო კი, საერთოდ არ გვაქვს.
ფიფომ ვაჩე, პირდაპირ სახინკლეში მიიყვანა, სადაც გალეო, ხშირად სტუმრობდა. ის იყო, პირველი ლუკმა უნდა ჩაეკბიჩა, რომ თავს წამოადგნენ.
- მშვიდობაა, მშვიდობა! - შეკითხვას დაასწრო ფიფომ.
- აუ, მცოდნოდა, თქვენთვისაც შევუკვეთავდი. - წამოწითლდა დეტექტივი.
- ჩავაყრევინე უკვე. - გაეცინა ფიფოს და ხინკლით სავსე დიდი თეფში, თავისკენ მიიწია. - მანამდე ცოტა გვიწილადე და მერე, ჩაგასესხებთ პროცენტით.
- თითოც, ხომ არ? - თვალი ჩაუკრა გალეომ ფიფოს.
- მიდი! ამას ლიმონათი. - ფიფომ ვაჩეზე მიანიშნა.
სადილი ლამის, ვახშმამდე გაიწელა. ფიფომ ვაჩე, თავისი ახალი პრობლემით, ისევ გალეოს გადააბარა, თავად კი, სამინისტროში აღარ მიბრუნდა. ბავშვი ბაღიდან, თავის მშობლებს მიუყვანა და პირდაპირ, მიმის სამსახურისკენ გასწია.
ყველაფერი, ოპერატიულად მოაგვარა და ახლა მიმისთან ერთად, პიკანტურ რესტორანში აგრძელებდა, ჯერ კიდევ, დილიდან დაწყებულ საუბარს.
- მიმი, მე არაფერს გაძალებ, მაგრამ აღარც ამდენი ფიქრი მინდა!
- თითქოს, ყოველთვის ველოდი ამ დროს, მაგრამ მაინც ცოტა მოულოდნელივით არის და შენ, სასწრაფოდ მოითხოვ გადაწყვეტილების მიღებას.
- მაინც, რამდენი დრო გჭირდება?
- რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - იქნებ, ცოტა ხნით, ჩემებთან დავრჩე და ისე უფრო მივიღო გადაწყვეტილება?
- არსადაც არ წახვალ! დარჩები სახლში და იქ, მოიფიქრებ! - ფიფოს ხმა მტკიცედ ჟღერდა. - თუ წასვლაა, მე წავალ! - მერე უფრო მშვიდი ხმით დაუმატა. - მაინც შენი ნაყიდია ის სახლი და...
- ეგ, რა შუაშია! ორივეს მოგვეწონა.
- სახლი შენია! შენი ნაყიდია. მე არავითარი წვლილი არ მიმიძღვის, ამიტომ არც გაყოფას ვაპირებ და სხვათა შორის, მეც მომწონს ის სახლი და შენს პასუხს ველი. ხომ უნდა ვიცოდე, ვრჩები, თუ მივდივარ. - ფიფომ გაუღიმა და შამპანური მოსვა.
- ვიცი, რასაც გრძნობ და რაც გულს გიკლავს. გგონია, რომ ხელს გკრავ და არ მიმაჩნიხარ ნამდვილ მამაკაცად, მაგრამ ასე სულაც არ არის საქმე. ეს პრობლემა, ჩემშია და შენ...
- მიმი. ჩემო კარგო! ვიცი, ყველაფერი ვიცი და მესმის, მაგრამ ჩვენ ისე მივეჩვიეთ და-ძმასავით ცხოვრებას, რომ დღეს უკვე, ეს აღარ არის ჯანსაღი ყოფა. სადღაც, უკვე უნდა დაესვას წერტილი ამას.
- ძალიან გთხოვ. ახლა ნუ მომთხოვ პასუხს. ვიფიქრებ ამაღამ. გპირდები კარგად ვიფიქრებ და იქნებ, ხვალ მაინც შევძლო და ან უქმეებზე დავჯდე და კარგად ავწონ-დავწონო...
- ზედმეტად, ნუ გადაწონი ახლა. - გაეცინა ფიფოს. - მოკლედ ასე. სადღაც თვენახევარში, დიმის დაბიდუბია და იმ საღამოსვე მინდა, სრული პასუხის მიღება! მორჩა და გათავდა!
LEX. 2019 წლის 19 მაისი, კვირა.
No comments:
Post a Comment