Monday, January 8, 2018

როცა მომწყინდები

როცა მომწყინდები, სამყარო გაჩერდება, 
როცა მომინდები, ღამე გათეთრდება, 
სუნთქვა შეიკვრება 
დღე გათენდება 
გული გაჩერდება 
ისევ დაბნელდება 
მთვარე გაასხივებს 
ღამე აინთება 
სული უკვდავია, მხოლოდ გული კვდება 
და უჩუმრად მკერდში იფერფლება. 
დღე არ თავდება, მხლოდ ღამეს ენაცვლება 
გული არ ბერდება, მხოლოდ ხორცი ჭკნება 
სული უსასრულოდ ცაში გაიფრქვევა. 
როცა მომწყინდები სამყარო გაჩერდება... 
ღამეს გაათენებს შენი მონატრება... 
 Lex. 2014 წლის 16 იანვარი, ხუთშაბათი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1706244729617817/1707838142791809/?type=3&theater

No comments:

Post a Comment