87.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1930411377201150
ფიფო
მიმის გამოტეხვას შეეცადა და ნელ-ნელა შეაპარა:
-
ეჰ, ქალები! ქალები! მაგათ ოღონდ, საჭორაო მიეცი და არც დაგზოგავენ!
-
კარგი რა, სულაც არ არის მასე! მამაკაცებზე უფრო მეტი ჭორიკანა, ვინ არის აბა?
- შენზე, სულაც არ ვამბობ! - თავი გააქნია ფიფომ. - ხომ იცი, ყოველთვის გენდობოდი.
- გენდობოდი? - მიმიმ წარბები აზიდა. - ეს როგორ გავიგოთ? და რა? ახლა აღარ მენდობი?
- გაცხარდა მიმი.
- მაპატიე, რაა. - დაუყვავა ფიფომ. - სულ სხვა რამის თქმა მინდოდა და სულ სხვანაირად გამომივიდა.
მიმი გაიბუზა, ფიფომ კი განაგრძო:
- გახსოვს? ადრე, იმ სერიული მკვლელის ამბავს, რომ ვიძიებდი?
- როგორ არ მახსოვს! ახლაც გული მწყდება, ამდენი იწვალე და
როგორ მოგაშორეს ეგ საქმე. დასანანია. - ამოიხვნეშა მიმიმ.
- ხო, ნუ რას ვიზამთ. - თავი დაუქნია ფიფომ. - და იმას ვამბობდი, რომ შენთან, ყველაფერს თავისუფლად ვყვებოდი! მთელი საქმის მასალები, სულ დეტალებში გაგაცანი, მაგრამ არსად და არავისთან წინ
არ დამხვედრია! იცი, ჩემთვის, როგორი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საიდუმლოს შენახვას! არანაირად არ შეიძლებოდა, ამ ამბების საჯაროდ გამოაშკარავება და ყოველივე ამისთვის, ყოველთვის მადლობელი ვიქნები შენი!
- რის მადლობა? - შეიშმუშნა მიმი. - არ გრცხვენია? ბავშვი, ხომ არ ვარ? და მერე ხომ დარწმუნდი, რომ არც ჭორიკანა ვყოფილვარ!
- კარგი გოგო ხარ! გაფასებ და ყოველთვის დაგაფასებ. - ალერსიანად
მიმართა ფიფომ.
მიმიმ შეიფერა და ყურებამდე გაღიმებულმა ფიფოს ჰკითხა:
- ბოლო-ბოლო, რა ქნეს? გამოიძიეს ის საქმე?
- ეჰ, რა ვიცი! აღარც მიკითხავს! მგონი, დახურულია უკვე და ასე,
რომ საიდუმლოც აღარ არის! შეგიძლია, მოუყვე ვისაც გინდა! - ფიფომ ეშმაკურად მოწკურა
თვალები.
- რატომ? ან ვისაც გინდა, რა ლაპარაკია? - ისევ გაცხარდა მიმი.
- ისედაც, მთელი ქალაქი ჭორაობდა მაგ ამბებზე. - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - ჟურნალისტებსაც
ძლივს ვიგერიებდი! ვითომ, გამოძიება საიდუმლოდ მიმდინარეობდა, მაგრამ მაინც სადღაც
ოდნავ გაჟონა! თუმცა, კონკრეტულად ბევრიც არაფერი იცოდნენ, ჭორის დონეზეც კი არაფერი ხელმოსაჭიდი
ინფორმაციაც არ ჰქონდათ! - ფიფო წამით შეყოვნდა. - მიუხედავად ამ მცირედი ინფორმაციის გაჟონვისა, არც არსად დაწერილა და არც არსად თქმულა!
- ისე ჰო. - კვერი დაუკრა მიმიმ. - სამსახურშიც და ახლობლებშიც სერიულ მკვლელობებზე, არსად არავის არაფერი უთქვამს.
- ჰოდა! - ჩაურთო ფიფომ. - შენ წარმოიდგინე, ყური რომ მოეკრათ, მერე რამდენ ჭორს გაიგებდი, არა?
- ჰო, ალბათ. - ცალყბად ჩაეღიმა მიმის. მშვენივრად ხვდებოდა, ფიფოს რაღაც თემისკენ მიჰყავდა საუბარი, მაგრამ ზუსტად, რა უნდოდა?
- ისე სადღაც. - განაგრძო ფიფომ. - შენზეც კი გავიფიქრე ცუდად და მაპატიე კარგი? ვინმესგან რომ რამე გაგეგო ეს ამბები, ნამდვილად არ მინდოდა, რომ შენც რაღაც წამოგცდენოდა! თანაც, შენ ხომ ყველაფერი იცოდი და...
- და ახლა, ხომ დარწმუნდი, რომ არავისთან არაფერი მითქვამს? - მაინც იწყინა მიმიმ.
- ძალიან დიდ პატივს გცემ, სწორედ ამ მეგობრობისთვის! და ყოველთვის გქონდეს
ჩემი თანადგომის იმედი! ნებისმიერ დროს! ნებისმიერ საკითხში, ოღონდ შემპირდი, რომ თუ
რამე დაგჭირდეს, აუცილებლად პირველი მე მომმართავ!
- კარგი. - ჩაეღიმა მიმის და ცოტა თითქოს გულზე მოეშვა. მიუხვდა, ფიფოს ეშმაკობას, კვლავ მისი დაბრუნება სურდა, მაგრამ მიმის გული კი უკვე...
- და რაც შეეხება, იმ საქმეს. - განაგრძო კვლავ ფიფომ. - როგორც ვიცი დაიხურა და ისე თუ გაინტერესებს, გაგიგებ რაღაც-რაღაც დეტალებს, მხოლოდ უკვე საიდუმლო აღარ არის და სადაც გინდა, იქ თქვი! ნუ სულ ტელევიზიითაც ნუ გამოხვალ, და ისე თუ ვინმე, რამეს წაიჭორავებს, შენ პრივილეგია გექნება, მათზე ბევრად
მეტი, რომ იცი!
- კარგი, რა? აბა, ვისთან უნდა ვიჭორავო? ხომ დარწმუნდი, რომ არც
ჭორაობა მიყვარს და მეგობრობაც კარგად მესმის. - კვლავ აიბუზა მიმი.
ამ ხნის განმავლობაში, მხატვარი გამომცდელი თვალით შეჰყურებდა ხან მიმის, ხან ფიფოს, მაგრამ ხმას არ იღებდა. ანდა, რა უნდა ეთქვა? როცა ზუსტად ვერც ხვდებოდა, თუ საითკენ
მიჰყავდა ფიფოს საუბარი. რა უნდოდა მიმისგან? რის მიღწევას ცდილობდა? და როცა საუბარში
ჩარევა გადაწყვიტა, ფიფომ მიმის შეუმჩნევლად ანიშნა, გვაცალეო. იმას კი მიხვდა, რომ
ფიფოს რაღაც იდეა ამოძრავებდა, რაღაც გეგმა ჰქონდა, მაგრამ რა?
- მოკლედ! - განაგრძობდა ფიფო. - ახლა, სულ სხვა ახალ საქმეებში ვარ და სერიულ მკვლელებს, სხვები მიხედავენ! მე კი, ბავშვებით ვარ დაკავებული.
- ბავშვებით? - გაიკვირვა მიმიმ.
- უკანონოდ გაყიდულ ბავშვებზე ამბობ? - როგორც იქნა, ჩაურთო
მხატვარმაც.
- ჰო უკანონოა, აბა კანონიერი გაყიდვა, სად გინახავს? - გაეცინა
ფიფოს.
- რატომ, რა? - მხრები აიჩეჩა მხატვარმა. - ბავშვი რომ იშვილო, თუნდაც კანონიერად, მაინც იმდენი
ფული უნდა დაგიჯდეს.
- ნუ რას ვიზამთ, აბა? ასეთია სისტემა. - მიუგო ფიფომ.
- ნუ რას ვიზამთ, აბა? ასეთია სისტემა. - მიუგო ფიფომ.
სისტემის ხსენებაზე, მხატვარმა ფიფოს გახედა. ფიფოც უხმოდ
მიუხვდა. სერიული მკვლელიც ხომ ზუსტად ამ უსამართლო სისტემას ებრძვის და სწორედ ეს უსამართლობა
ამოძრავებდა მკვლელობის ჩასადენად.
- რა საშინელებაა! - წუხდა მიმი. - საკუთარი შვილი, როგორ უნდა გაყიდო? ასე, როგორ უნდა გაიმეტო?
- ზოგი ადამიანი, ცხოველზე სასტიკია! - მიუგო ფიფიომ. - თუმცა, ბევრი ბავშვიც
მშობლის უკითხავად მოიპარეს, გადამალეს და შემდგომ ჩუმად გაყიდეს! ახალ მშობლებს კი, ისეთ საბუთებს გაუშანშალებდნენ, რომ მათ ეჭვიც არ ეპარებოდათ და დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ მოპარული კი არა და, ნამდვილად მიტოვებული და ობოლი ბავშვი იშვილეს!
- და ნამდვილი მშობლები, რატომ არ ეძებდნენ? საოცარია?! ჩემთვის, რომ შვილი მოეპარათ, ერთ ამბავს ავტეხდი! ქვეყანას ავაწრიალებდი! - ვერ ფარავდა
აღელვებას მიმი.
- ეეეჰ, არც მასეა საქმე. - ამოიხვნეშა ფიფომ. - საცოდავ და მარტოხელა, უპატრონო დედას, ისე ოსტატურად ააცალეს ახალშობილი, რომ წესიერად ვერც გაიგო რა მოხდა, როცა მოიკითხა, ადგნენ და სხვისი მკვდარი ბავშვით ჩაუნაცვლეს. იმდენად დაარწმუნეს, რომ გონზე მოსვლაც არც აცალეს, ისე გამოწერეს სამშობიაროდან.
- ეეეჰ, არც მასეა საქმე. - ამოიხვნეშა ფიფომ. - საცოდავ და მარტოხელა, უპატრონო დედას, ისე ოსტატურად ააცალეს ახალშობილი, რომ წესიერად ვერც გაიგო რა მოხდა, როცა მოიკითხა, ადგნენ და სხვისი მკვდარი ბავშვით ჩაუნაცვლეს. იმდენად დაარწმუნეს, რომ გონზე მოსვლაც არც აცალეს, ისე გამოწერეს სამშობიაროდან.
- რა საშინელებაა!!! - მიმიმ ემოციები ვერ დაფარა.
- კი, მართლაც რომ საშინელებაა! - კვერი დაუკრა ფიფომ. - თუმცა, ასეთ რამეს, ყველას ვერც უბედავდნენ. შეხედავდნენ, დააკვირდებოდნენ უსუსურ მშობელს, მათ ახლობლებს, ან სულაც მარტოხელა დედას, რომელსაც არავინ აკითხავს
და მერე მოქმედებოდნენ. თვითონ, იმ ბავშვის დაბადების მომენტამდე იყო უკვე გადაწყვეტილი მისი ბედი. თუმცა, ზოგი მშობელიც, საკუთარი სურვილითაც ტოვებდა შვილს.
- და თუ კი, მაინც ტოვებდნენ? - გაკვირვებული იყო მიმი. - მაშინ, რაღატომ პარავდნენ საცოდავ
დედებს?
- ოოო, აი სწორედაც რომ აქ არის მთელი მაფია. - ფიფომ სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა და მოყოლა განაგრძო. - ვინც, თავისი ნებით გააშვილებდა ან გაყიდდა, ისიც თანხის
წილში იჯდა და ხოლო, მოპარული ბავშვიდან, ბევრად მეტი რჩებოდათ შუამავლებს, რაც უფრო ნაკლებ ხალხს
ჩარევდნენ, იმდენად მეტი დარჩებოდათ, მაგრამ ჯერ-ჯერობით, ამაზე საუბარი მაინც არ გვინდა!
არ უნდა გახმაურდეს, სანამ ბოლომდე არ გამოვიძიებთ! - ფიფო გაჩუმდა და ფარულად მიმის
რეაქციებს ჩაუკვირდა.
მიმი ერთ ხანს, ჩაფიქრებული იჯდა. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს
სახელოსნოში კი არა, სადღაც სულ სხვაგან იყო.
- ისე, ფულის გარდა, მანდ კიდევ სხვა ფაქტორიც იქნებოდა.
- ჩაფიქრებული ხმით დაიწყო მიმიმ.
- სხვა? - გაკვირვებული მზერა შეაგება ფიფომ.
- სხვა, რა უნდა
ყოფილიყო? - ჩაურთო მხატვარმა.
- რადგან, მოპარული ბავშვებს უფრო აშვილებდნენ, ვიდრე მიტოვებულს. - დასძინა მიმიმ.
- ეგ, ხომ ისედაც ვთქვი, რომ უფრო მეტი თანხა დარჩებოდათ
და თან, რაც უფრო ნაკლებ ხალხს ეცოდინებოდა და...
- არა, მაგიტომ არ ვამბობ. - გააწყვეტინა მიმიმ ფიფოს. - მეც რაღაც
ვიცი და მაგიტომ...
- რა?! შენ რაღა იცი? - ვეღარ მოითმინა ფიფომ.
- მე ის ვიცი, რომ... - მიმი ისევ ჩაფიქრდა.
- შენ რაღაც იცი, ამ გამოძიებაზე და გვიმალავ? - ახლა მხატვარსაც
ამოეწურა მოთმინების ფიალა.
- როდესაც, არასასურველი ბავშვია. - მიმი ახსნას შეეცადა. - ანუ დედას, ის ბავშვი არ
უნდა და ასევე ცდილობს, რომ ის ორსულობა კარგად დაფაროს და ამ დროს ხშირად მუცელს იკრავენ, რომ არ შეეტყოს. სავარაუდოდ, თავსაც არ უვლის, ან ვერ უვლის! იმალება, ჰაერზეც იშვიათად ჩნდება! შეიძლება, ცუდადაც იკვებებოდეს, ან სულაც, ეწეოდეს, სვამდეს!
- ნუ, ეგ ხომ ვიცით ისედაც. - უკმაყოფილება ვერ დაფარა ფიფომ, რადგან უფრო მეტ ამბავს მოელოდა მიმისგან და ყურადღება დაძაბული ჰქონდა.
- ჰოო? - ცინიკურად ჩაეკითხა მიმი. - და რატომ უფრო მეტად მოპარული
ბავშვები, და არა მიტოვებული? ჰა?
- ეგ, ხომ უკვე ვთქვი და ზედიზედაც გავიმეორე. - აბურტყუნდა
ფიფო. - უფრო მეტი ფულის შოვნის ამბავი იყო და მაგიტომაც!
- და არა მარტო ფულის! - მიმიმ ამაყად მოიღერა ყელი. - მიტოვებულ ბავშვს შესაძლებელია, რამე დეფექტი ჰქონდეს,
ან ფიზიკურად ან სულიერად, თუნდაც ზედმეტად ნერვიული იყო, რადგან მის ორსულობაზე დედა, თავს არ ან, ვერ უვლიდა! - მიმიმ ამოისუნთქა. - არა, შეიძლება არც არაფერი აწუხებდეს ბავშვს და სრულიად ჯანმრთელიც
კი იყოს, მაგრამ უშვილო ოჯახს, შინაურულად, ძალიან შინაურულად ხშირად ობოლს უფრო ურჩევენ, ვიდრე ასე მიტოვებულს და მიგდებულს. ახლა მიხვდით, რის თქმაც მინდოდა?
- ჰო, ისე მეც მიკვირდა, ამდენი უპატრონო ბავშვია და...
- განცვიფრება ვერ დამალა მხატვარმა.
- კიდევ ისიც არის, რომ დედა, რომელიც შვილს ტოვებს, მაინც ოფიციალური სახე აქვს იმ დოკუმენტს და ასე ადვილიც არ არის მისი გაშვილება და მით უმეტეს, გაყიდვა და გაშვილების კვალის დაფარვა. - დაუმატა ფიფომ.
- კიდევ ისიც არის, რომ დედა, რომელიც შვილს ტოვებს, მაინც ოფიციალური სახე აქვს იმ დოკუმენტს და ასე ადვილიც არ არის მისი გაშვილება და მით უმეტეს, გაყიდვა და გაშვილების კვალის დაფარვა. - დაუმატა ფიფომ.
- ისე მაინც, რატომ მალავთ ამ ამბავს? რამდენი დედა დასტირის
თავის ახალშობილ ჩვილს და რატომ არ უნდა გაიგოს? იქნებ, მისი შვილი ცოცხალია? ასე როგორ
შეიძლება? - უკვირდა მიმის.
- ჩვენ არაფერს ვმალავთ! უბრალოდ, ზედმეტი ხალხის ჩარევა, ჯერ
არ გვჭირდება! თუნდაც, ზედმეტი კითხვების გამო და მერე ხომ იცი, რა ამბავიც ატყდება?
- ფიფო ახსნას შეეცადა. - რომ გახმაურდეს, შეშინდებიან და სულ გადამალავენ ბავშვებს,
თუნდაც ახალი მშობლები, ან თუნდაც გამტაცებლები, მერე როგორ უნდა დავიჭიროთ? როგორ უნდა
დავუბრუნოთ დედას? როგორ უნდა ვამხილოთ, თუ მაქსიმალურად ყველა კვალის წაშლას შეეცდებიან?
რა თქმა უნდა, როცა ყველაფერი ბოლომდე გაირკვევა დაიბრუნებენ თავიანთ შვილებს, აბა რაა!
- მართალი ხარ. საწყალი ბავშვები. - მიმი ცრემლებს ძლივს იკავებდა. - თუმცა ბავშვები
კი არა, მათი ნამდვილი მშობლები და ის მშვილებელი ხალხიც მეცოდება.
- ასეთ რთულ და სათუთ საქმეში, რომელიც უდანაშაულო, უსუსურ ბავშვებს
ეხებათ, მეტი სიფრთხილეა საჭირო და არანაირად არ შეიძლება აჩქარება. ნეტა მართლა...
– ფიფო კიდევ ბევრ რამეს იტყოდა, მაგრამ ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა.
დედა ურეკავდა.
ფიფოს ბავშვი, მაღალი სიცხის გამო, საავადმყოფოში გადაუყვანიათ.
ფიფო გიჟივით გავარდა. თან გზაში სულ ბრაზობდა და ბურდღუნებდა,
რატომ არაფერი მითხრეს აქამდე, ბავშვი თუ ასე ცუდად იყო, მე ყველაზე ბოლოს, რატომ უნდა
გამეგოო.
მიმის ძალიან უნდოდა მეგობრისთვის ეთანაგრძნო, მის გვერდით
დამდგარიყო, მაგრამ თავი უხერხულად იგრძნო, როცა მედ.ექსპერტმა ისეთი თვალებით შეანათა,
რომ ადგილზე გახევდა. ბედად, მხატვარი ამოუდგა გვერდით და მიმიმაც შვებით ამოისუნთქა.
აბა როგორ უნდა აეხსნა ამ ქალისთვის, რომ ფიფოს თავს არავინ ართმევდა და საეჭვიანო არც არაფერი
ჰქონდა. მხატვარიც წამსვე მიხვდა და დროულად მხარზე მოხვია მიმის ხელი.
ბავშვის დიაგნოზი, რატომღაც ისევ დაუდგენელი რჩებოდა. ორი სამი დღე
მაღალი სიცხე, მერე ისევ დაუწევდა, რამდენჯერ კრუნჩხვებშიც ჩავარდნილა, ხან რას აბრალებდნენ
და ხან რას. გაურკვეველი ავადმყოფობის გამო, ბავშვი სულ უფრო და უფრო ცუდად ხდებოდა.
გენეტიკური გამოკვლევაც კი ჩაუტარეს, მაგრამ პასუხები მხოლოდ მომდევნო კვირაში თუ იქნებოდა.
უხმოდ წამოვიდნენ.
ფიფო დარჩა.
მიმიმ მხატვარი სახელოსნოში მიიყვანა, თავად კი სტუმრად წასვლა
გადაწყვიტა.
რამდენჯერმე ფრთხილად დააკაკუნა. არავინ გამოეხმაურა. კარს
ყური მიადო, ჩქამიც კი არ ისმოდა, მერე კარის დიდი სქელი ოქროსფერი სახელური მოზიდა
და მაშინღა გაახსენდა გასაღები.
პიპას სახლის გასაღები, ხომ თან ჰქონდა, როგორ დაავიწყდა
მაშინ სახლის პატრონისთვის უკან რომ დაებრუნებინა, აკი გააფრთხილა.
„- ძველი საკეტია,
სულ ორი გასაღები აქვს, რომ დაიკარგოს ასეთს აღარავინ ამზადებს, მერე მთლიანად უნდა
გამოიცვალოს!
- რატომ არ ამზადებენ?
ახლა სხვა დროა, ყველაფრის დამზადებაა შესაძლებელი.
- ჰოო, სწორედაც
რომ სხვა დროა და ეზარებათ! ეზარებათ ბევრი შრომა!“
მიმის ღიმილი მოჰგვარა ამ ამბის გახსენებამ. კიდევ ერთხელ, დაუპატიჟებლად პიპას ბინაში შესვლაც
უხერხული მოეჩვენა, ამიტომ გასაღების დაბრუნება გადაწყვიტა, მოუბოდიშებდა და იქნებ
მისთვის რამე საინტერესოსათვისაც მოეკრა ყური და არც შემცდარა. მოხუცი საკმაოდ ენერგიული
მოსაუბრე გამოდგა. პიპას სულ აქებდა.
- ქირას დროულად იხდის, არ ხმაურობს, არც მეზობლებს აწუხებს.
არის თავისთვის, მოდის მარტო ღამის გასათევად და ისიც ნახევრად სოფელში რჩება. კარგი
ბიჭია, წესიერი, ზრდილობიანი. შენ მისი საცოლე ხარ?
მიმი აქამდე ყურებამდე გაღიმებული უსმენდა, მაგრამ ბოლო სიტყვებზე
წამოწითლდა, თუმცა არ დაბნეულა და სწრაფადვე უპასუხა:
- მისი მეგობარი ვარ, ძალიან დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს!
და უცებ გაჩუმდა, რამე რომ ეკითხათ პიპას შესახებ, მიმიმ თითქმის არაფერი იცოდა.
საჭირო იყო სასწრაფოდ თემა შეეცვალა, ამიტომ დიდ ხანს არც უფიქრია,
და პირდაპირ მიახალა.
- აქ რომ შემოვდივარ სულ იმის შეგრძნება მაქვს თითქოს, ვიღაც პიანინოს
უკრავს! ძველ დანჭყრეულ პიანინოს. - მიმი გაჩუმდა და რეაქციებს დააკვირდა.
მოხუცმა ფერი დაკარგა, ღაჟღაჟა ლოყები, ისე წითლად აღარ უელავდა.
თუმცა, მალევე აიყვანა თავი ხელში და ჩვეულებრივ მიუგო:
- აქ იმდენი ხალხი ცხოვრობს პიანინოც აქვთ, როიალიც და მთელი
ორკესტრიც, ზედა მეზობელი დღე და ღამ ვიოლინოს უკრავდა, ერთი სული გვქონდა მე და ჩემს
მეუღლეს, ბოლომდე როდის გადახერხავდა. - ბოლო სიტყვები საკმაოდ მხიარული ტონით გამოუვიდა,
ოსტატურად მოფიქრებულ საკუთარ იუმორზევე, თავადვე ჩაბჟირდა.
მიმი ყურებამდე მიხატული ღიმილით შეჰყურებდა, თუმცა ხვდებოდა, რომ რაღაცას მალავდნენ, მოხუცი მეუღლის დამჭკნარ სახეზეც კი შეიძლებოდა ამის ამოკითხვა. ინვალიდის ეტლში ლამის ჩონჩხად ქცეულ, ისედაც ფერმიხდილ ქალს, ახლა სულ მთლად დაკარგვოდა ფერი და აკანკალებული ხელის გაჩერება უჭირდა.
მიმი ყურებამდე მიხატული ღიმილით შეჰყურებდა, თუმცა ხვდებოდა, რომ რაღაცას მალავდნენ, მოხუცი მეუღლის დამჭკნარ სახეზეც კი შეიძლებოდა ამის ამოკითხვა. ინვალიდის ეტლში ლამის ჩონჩხად ქცეულ, ისედაც ფერმიხდილ ქალს, ახლა სულ მთლად დაკარგვოდა ფერი და აკანკალებული ხელის გაჩერება უჭირდა.
არა ხელის არა, უფრო თითებს ათამაშებდა.
თითქოს კლავიშებს ეხებოდა.
დამჭკნარი კოჟრიანი, უფერული თითები...
თითების თამაში...
თითქოს ადრეც უკვე არაერთხელ ჰქონდა ნანახი.
LEX. 2017 წლის 1 ივლისი, შაბათი.https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1930411377201150
No comments:
Post a Comment