77.
***
- ეს მარტო ფურცელზე არსებული ბავშვები, სათითაოდ გადაამოწმე უკვე? - გაკვირვებული სახით იკითხა მხატვარმა.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1913953102180311
კარის
გაღებისთანავე, მიმის უზარმაზარი იასამნების თაიგული დახვდა. თაიგული კი არა, ლამის მთელი
ტყე იასამანთა გროვა იყო ერთად.
მიმიმ გაოცებისა და სიხარულისგან ყიჟინი მორთო, ხოლო
როცა ყვავილებს უკან მიმალული, ჯერ ფიფო და მერე მხატვარიც გამოჩნდა, ცოტა არ იყოს, შეცბა და დაიბნა
კიდეც, არ მოელოდა...
დარწმუნებული
იყო, იასამნების „ავტორი“, ნამდვილად პიპა იქნებოდა, მაგრამ...
ფიფოს, მიმის დაბნეულობა არც შეუმჩნევია, რადგან ისე იყო ყვავილებში გახლართული,
რომ ერთი სული ჰქონდა, დროზე მიშველებოდა ვინმე.
მხატვარს კი, არაფერი გამოჰპარვია. მშვენივრად
შეამჩნია მიმის რეაქცია, რომელიც აღფრთოვანებული შეჰყურებდა, საუკეთესო მეგობრების მიერ
მორთმეულ საჩუქრებს და თვალების ცეცებით, თითქოს კიდევ ვიღაცის გამოჩენას ელოდა ზღურბლს
მიღმა.
სტუმრები, არც თუ ისე ცოტა იყო. ფიფოც მხატვარივით, ყველას აკვირდებოდა. თუმცა, მისგან განსხვავებით, ყველასთან დაკონტაქტებას ცდილობდა. ყველას ჩაუჯდა, ჭიქები უჭახუნა, გამოელაპარაკა, „ჩაუძმაკაცდა“. უნდოდა, მიმის რჩეული გამოერჩია. არა ერთს შეამჩნია, თუ როგორ მართლა მოსწონდათ მიმი. ის კი, ზედაც არ უყურებდა და ისეთი სახით იჯდა, თითქოს საკუთარ დაბადების დღეზე კი არადა, სულ უცხო ხალხში იყო სტუმრად.
ფიფო მიმის ფარულად ადევნებდა თვალს და ბევრიც ვერაფერი შენიშნა. მხოლოდ ის შეამჩნია, რომ მიმი ტელეფონს
ხშირად ატრიალებდა ხელში და მის ყოველ აწკრიალებაზე, თვალები ენთებოდა, თუმცა მალევეც უქრებოდა. მერე კი, ცდილობდა, ყალბი ღიმილით მადლობა გადაეხადა და ოსტატურად დაემალა წყენა. თუმცა, თვალებში მიმალულ
სევდას, მაინც ვერაფერი ფარავდა.
„ესე იგი, ის, აქ
არ არის.“
დაასკვნა ფიფომ.
„მაინც, რატომ არ
მობრძანდა? დაავიწყდა, თუ არ იცოდა? იქნებ, ხალხში გამოჩენა არ უნდა?
ისე შეიძლება, სულაც
არ არის ის, ვისაც მე ვეძებ, მაგრამ თუ ის არის, მაშინ სწორადაც მოქცეულა, რომ არ მოვიდა!“
იქნებ, მიმის დედამ იცოდა რამე? ფიფოს ადვილად შეეძლო მისი ალაპარაკება. ერთ დროს, როგორ კარგად მეგობრობდნენ და მერე როგორ უყვარდა ამ ქალს, მისი სტუმრობა და როგორ შეაჩვია ფიფომაც თავი და მერე კი?..
მიმის დედამ, ფიფო ისევ ისე, ძველებური სითბოთი და სიყვარულით მიიღო.
აშკარად ძალიან გახარებული იყო მისი „დაბრუნებით“. ერთი სიტყვაც კი არ დაუძრავს, ფიფოს
გაუჩინარებაზე, ან მის, თუნდაც დროებით დაოჯახებაზე. ფიფოს სული ელოდა, როდის დაუსვამდნენ
შეკითხვას და პასუხებიც უკვე მზად ჰქონდა, მაგრამ ქალმა თითქოს არც იცოდაო, ან იქნებ
მართლაც არაფერი იცოდა.
სტუმრები გვიან დაიშალნენ. ფიფო და მხატვარი არ ჩქარობდნენ. თითქოს, წასვლასაც
არ აპირებდნენ და თავიც გამოიდეს, სუფრის ალაგებაზე.
ფიფო მაინც იმედს არ კარგავდა. იქნებ, ის მიმის რჩეული, აქვეა სადმე ახლოს ჩასაფრებული და სტუმრების წასვლას უცდისო.
„იქნებ, მართლაც არ სცალია? ან სულაც, მოსვლა დაეზარა?
ჰმ, ასეთ მაგარ გოგოს მოსწონხარ, დაბადების დღე აქვს და შენ კი, არ მიდიხარ და რას ნიშნავს ეს? უპატივცემულობა, თუ?
და თუ მართლაც ვერ მოიცალა?“
იქნებ, მოგვიანებით მაინც გამოჩნდესო, ფიქრობდა ფიფო, მაგრამ
არავინ ჩანდა.
მხატვარმა მოახერხა და უჩუმრად გადაულაპარაკა მიმის:
- ის, არ მოვიდა?
მიმიმ უარის ნიშნად, მოწყენილად გააქნია თავი და უსიტყვოდ
აიჩეჩა მხრები.
- მდაა, მინდოდა, რომ მოსულიყო. - დანანებით ჩაილაპარაკა
მხატვარმა.
- მეც! - იმდენად მკვახედ და ხმამაღლა გამოუვიდა პასუხი მიმის,
რომ ფიფოს ყურადღებაც მიიქცია.
მიმი, რომელიც აქამდე, ვითომდა სიმშვიდეს ინარჩუნებდა, ახლა სულ მოიშალა და ამ ერთი სიტყვით, ყველაფერი ერთიანად ამოხეთქა.
ნერვიულად მოუკიდა სიგარეტს და ისეთი სახე ჰქონდა,
ცოტაც და ცრემლებს ვეღარ შეიკავებდა.
დედამ გაოცებული სახით შეხედა შვილს და მერე დარჩენილ სტუმრებსაც
ფარულად შეავლო თვალი. თითქოს, ცდილობდა გამოეცნო, ასე რამ აანერვიულა ეს გოგოო.
ბიჭები უხერხულად აიწურნენ.
- უკვე ძალიან გვიანია, თქვენც მოსვენება გინდათ. - უხერხული
სიტუაცია ისევ ფიფომ გაფანტა.
ცხადი იყო, იქ გაჩერებას აზრი აღარ ჰქონდა. უკვე მართლაც ძალიან
გვიანი იყო და თანაც, ფიფოს ერთი სული ჰქონდა, სანამ ახლად დაწყებულ საქმეს, კვლავ
ჩაუჯდებოდა. იმ ეგრეთ წოდებულ, მიმის თაყვანის მცემელს მერეც მიხედავდა, ახლა სჯობდა, სამუშაოსთვის მოეკიდა ხელი.
***
- ეს მარტო ფურცელზე არსებული ბავშვები, სათითაოდ გადაამოწმე უკვე? - გაკვირვებული სახით იკითხა მხატვარმა.
- ჰმ, მართლაც, რომ მარტო ფურცელზე არსებობენ! - თავი გააქნია ფიფომ. - მხოლოდ და მხოლოდ, ფურცელზე და მეტი არც არსად! მათი კვალი კი, აქვე, ამავე ფურცლებზევე წყდება. - ამოიხვნეშა ფიფომ და სიგარეტს მოუკიდა.
დაღლილობისგან თავი უსკდებოდა.
ჯერ მთელი დღის ნარბენმა, პირდაპირ მიმის დაბადების დღეზე
ამოჰყო თავი. მერე ისევ სახელოსნოში, ყუთების ქექვას მიჰყო ხელი და უამრავი უმისამართოდ
დარჩენილი ბავშვი აღმოაჩინა, რომელთა უმეტესობასაც, საკუთარი სახელიც კი არ ჰქონდა
მინიჭებული.
ფიფომ ეს ბლანკები ცალკე გადააწყო. დანარჩენი კი, უკვე გამთენიისას,
მხატვართან ერთად, კვლავ სარდაფში დააბრუნა, უკვე ხელმეორედ გადასინჯული ყუთები. არც
დარაჯებისთვის მიცემული პირობა დავიწყნია, თუმცა კვლავაც, ამჯერადაც ფული ჩუქებით შემოიფარგლა.
კვლავ სახელოსნოში დაბრუნდნენ. ფიფო უკვე თვალს ძლივს ახელდა
და მდუმარედ შეჰყურებდა რამდენიმე სპეციალურად გადადებულ ყუთს. ამდენი ჯაფისაგან გათანგულს,
სახლში წასვლის თავიც კი აღარ ჰქონდა, ისე მოწყვეტით ჩაესვენა სავარძელში და ისე ღრმად
ჩაეძინა, რომ სიგარეტის ჩაქრობაც ძლივს მოასწრო.
მიმი კი ამ დროს, იასამნის სურნელით გაჟღენთილ სახლში, მოუსვენრად
ელოდა გათენებას.
პიპაზე იყო საშინლად ნაწყენი.
ვითომ და შემთხვევით, სიტყვას მოაყოლა და
არაერთხელ ჩააწვეთა, რომ მისი დაბადების დღე ახლოვდებოდა. თუმცა, როგორც გამოჩნდა, სრულიად
უშედეგოდ. პიპა არა თუ მოვიდა, არამედ არც კი დაურეკავს, მესიჯიც კი ვერ გაიმეტა.
„რატომ, ასე ცივად?
იქნებ, დაავიწყდა? ან არც ახსოვს!
ან იქნებ, სულაც
სულ ერთია მისთვის?“
პიპას არაფერი დავიწყნია. მშვენივრად კარგად იცოდა ის თარიღი და ჩაუსაფრდა კიდევაც.
„თუ ფიფო, ისევ შეეცდება მიმისთან ურთიერთობის აღდგენას, მაშინ უთუოდ გამოიყენებს ამ სიტუაციას და პირადად მიულოცავს.
„თუ ფიფო, ისევ შეეცდება მიმისთან ურთიერთობის აღდგენას, მაშინ უთუოდ გამოიყენებს ამ სიტუაციას და პირადად მიულოცავს.
მიმი?
ვიცი, როგორ მელოდება. დარწმუნებული ვარ, რომ მელოდება.
ვიცი, როგორ მელოდება. დარწმუნებული ვარ, რომ მელოდება.
იქნებ, ფიფოც სწორედ
მაგიტომ უფრო მოვიდეს, რომ ჩემი გაცნობა უნდა?
გაცნობა, თუ გამოჭერა?
ვერ მოგართვით, ბატონო დეტექტივო!
ჯერ ადრეა, ადრე!
ჯერ კიდევ დამრჩა, შენთვის გასამზადებელი მსხვერპლი, სიაში.
და ვითომ, შენ აღარ იძიებ ამ საქმეს?
და ვითომ, შენ აღარ იძიებ ამ საქმეს?
ჰმ, დავიჯერო?“
პიპას ჩაეღიმა და გვერდი იცვალა. საინტერესო რამ მოიფიქრა.
ძალიან ადვილად დაიძვრენდა თავს, მიმის წყენისაგან.
დილით, საშხაპედან გამოსულ მიმის, პიპას მესიჯი დახვდა. დაბადების
დღეს ულოცავდა.
„იმედია, ყველას დავასწარი და პირველმა მოგილოცე!“
„იმედია, ყველას დავასწარი და პირველმა მოგილოცე!“
მშვენიერი ხერხი იყო. პიპას ვითომდა შემთხვევით, რიცხვები აერია
და გამოვიდა, რომ არათუ დაავიწყდა, არამედ პირველმაც მიულოცა.
მიმის წამსვე გადაუარა წყენამ და გახარებულმა მაშინვე უპასუხა, ერთი
დღით დაგაგვიანდაო, რაზეც პიპა „საშინლად შეწუხდა“ და „ძალიან უხერხულად იგრძნო თავი“ და შეჰპირდა, აუცილებლად გამოვასწორებო. თუმცა, ზუსტად რას გულისხმობდა ამ გამოსწორებაში, არც დაუკონკრეტებია.
მიმისთვის კი უკვე სულ ერთი იყო, თუ როგორ და რანაირად გამოასწორებდა პიპა, თავის „დაბნეულობას“. მთავარია, ნამდვილად არ დავავიწყდიო, ხარობდა გოგო და ბედნიერი სახით მიაგელვებდა სამსახურისკენ მანქანას.
„სულ ტყუილად ვბრაზობდი
და მწყინდა. რა მოხდა, მერე? დღეები თუ აერია, დიდი ამბავი!
მეც ბევრჯერ მომსვლია
მასე! მეც და ბევრს სხვასაც! და ვინ იცის, მერე ვის რამდენჯერ?
და მერე, რა?
სულ რამდენიმე
საათით დააგვიანა მოლოცვა.
მე კი სულელმა,
რა არ ვიფიქრე.“
ფიქრებში სამსახურსაც გასცდა.
სამსახური საინტერესო და თავისუფალი ჰქონდა. მამის გარდაცვალების
შემდეგ, ერთადერთი მემკვიდრე, ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი და უმძლავრესი კომპანიის აქციების
საკონტროლო პაკეტის მფლობელი, მხოლოდ მიმი იყო. თუმცა, ფაქტიურად ფარულად.
ყველა შეკრებაზე და ყველაფერს მისი ოჯახის ახლობელი, მისივე
რწმუნებული წყვეტდა. თვითონ მიმი კი, ჩვეულებრივ თანამშრომლად მუშაობდა. მასაც ჰყავდა
უფროსი და საქმის გამნაწილებელი, ხელფასსაც ჩვეულებრივ იღებდა, როგორც სხვა ნებისმიერი
თანამშრომელი, ყველაფერი ჩვეულებრივ იყო, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ნებისმიერ დროს
შეეძლო სამსახურის გაცდენა, ან დაგვიანება. თუმცა ამას, ისე აკეთებდა, ვითომ რამე დავალებას
ასრულებდა და უფროსობაც ასე თავისუფლად ხუჭავდა თვალს. მისი მთავარი შემოსავლის წყალობით
კი, მიმის შეეძლო, საერთოდაც არ ემუშავა. გადაედო ფეხი, ფეხზე და დამტკბარიყო ცხოვრებით.
ჰქონდა ერთ დროს ასეთი ფაზაც, მაგრამ ზედმეტი თავისუფალი
დრო, მერე უინტერესო დროის ხარჯვად იქცა და მიმიმაც მოიწყინა.
მოგზაურობა კი ძალიან უყვარდა, თუმცა დიდ ხანს ვერც სხვაგან
ძლებდა, თან დიდი ხნით დედის დატოვებაც უჭირდა.
მიმი სამსახურს გასცდა. უკან მობრუნება გადაწყვიტა, მაგრამ
მერე გადაიფიქრა და მისი მანქანაც თითქოს, თავისით აუყვა ნაცნობ აღმართს და იმ სადარბაზოსთან
შეჩერდა, საიდანაც პირველად დაიწყო ყველაფერი.
პიპა...
ფიფო...
რასაც მერე მხატვრის დამეგობრებაც მოჰყვა.
პიპას ნაქირავებ ბინაში, მხოლოდ ეზოდან იყო შესასვლელი. ეს მიმიმ კარგად
იცოდა, თუმცა ერთხელაც არ ყოფილა მასთან სტუმრად. არც პიპა ეპატიჟებოდა და არც თავად
გამოუთქვამს სურვილი, მაგრამ ინტერესი ჰკლავდა. ძალიან უნდოდა მისი ოთახი დაეთვალიერებინა.
ისიც იცოდა, რომ სანახავი არც არაფერი იყო, მაგრამ იქნებ ასე უფრო კარგად გაეცნო, როგორი
პიროვნება იყო მისი საიდუმლოებით მოცული მეგობარი.
ალბათ, კიდევ დიდხანს გაჩერდებოდა, იმ იდუმალი სადარბაზოს
წინ, უცებ ფიფოს მანქანას, რომ არ ჩაევლო გვერდით და ისე ჩაუარა არც კი შეუმჩნევია.
და ეს ისედაც ასე იყო. ფიფომ მართლაც ვერ იცნო მიმი. უფრო
სწორად, მიმის ახალი მანქანა ვერ შეიცნო, რადგან ჯერ კიდევ, ისევ მიმის ძველ მანქანაზე
ჰქონდა თვალი მიჩვეული. ფიფოს მხოლოდ ქუჩის კამერებიდან დაფიქსირებული, უხარისხო ფოტო
ჰქონდა ნანახი და ისიც მხოლოდ ნომერი და მანქანის მარკა იყო მკვეთრად გამოსახული, ამიტომაც
ვერ იცნო და ისე ჩაუარა.
ქუჩის ბოლო ჩიხით მთავრდებოდა, სადაც მხატვრის სახელოსნო
იყო. რა თქმა უნდა, ფიფოც იქ მიიჩქაროდა. თუმცა, მიმი მაინც ვერ ხვდებოდა ასე უცნობივით
რატომ ჩაუარა?
„წუხელ მშვენივრად
მოილხინა და დღეს, ვეღარ მცნობს?“
მიმი წამით საშინლად გაბრაზდა, მაგრამ მერე მოეშვა. ათასი
მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო, უამრავი გამართლება ექნებოდა ფიფოს საქციელს და მიმი კი, სულ ტყუილად ბრაზობდა.
„რა მჭირს ამ ბოლო
დროს? უცებ ავფეთქდები წყენით და ბოღმით, თანაც ისე ძლიერად, რომ სანამ გადამივლის,
ლამის გული ამომივარდეს!
კიდევ კარგი, მალევე
ვმშვიდდები.“
მიმიმ მანქანის კარი ფრთხილად მიხურა. თითქოს, ვინმეს გაღვიძებას
მოერიდაო და ასევე ფეხაკრეფით, ფრთხილი ნაბიჯებით აუყვა ძველი სადარბაზოს დამტვერილ
კიბეს.
LEX. 2017 წლის 28 მაისი, კვირაhttps://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1913953102180311
No comments:
Post a Comment