41.
LEX. 2016 წლის 1 სექტემბერი, ხუთშაბათი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1788392561403033
- ნახე, რა მაქვს! - მხატვარმა უჯრიდან, ნახევრამდე დაცლილი, კონიაკის ბოთლი გამოაძვრინა.
- ვააა? როგორ გადაგირჩა? - ფიფოს თვალები აუციმციმდა, ისედაც დაძაბული იყო, ცოტა მოშვება არ აწყენდა.
- ვააა? როგორ გადაგირჩა? - ფიფოს თვალები აუციმციმდა, ისედაც დაძაბული იყო, ცოტა მოშვება არ აწყენდა.
- ჩამეძინა! და მერე ალბათ გათენდა. - სიცილი აუვარდა მხატვარს.
- ჰოო, ალბათ გათენდა, თორემ ასე არ დატოვებდი.
- ფიფო ჭიქას დასწვდა.
უხმოდ გადაკრეს.
მხატვარმა სავარძელზე თავი გადადო და სადღაც
ჭერს მიაჩერდა.
ფიფო მოღუშული სახით აკვირდებოდა პორტრეტს.
მხატვარს მოეჩვენა, თითქოს არც მას მოსწონდა ნახატი.
- არც შენ მოგწონს, არა?
- უფრო ძლიერი აღნაგობის წარმომიდგენია.
- თავი გააქნია ფიფომ. - აი, ახლა ამ თავს, ტანი რომ მიაბა, ბევრად სუსტი და ნაკლებად
ძლიერი კაცი გამოვა! მე კი, რატომღაც ამაზე ბევრად ახალგაზრდა მგონია და ფიზიკურად
საკმაოდ ძლიერი. დარწმუნებული ვარ, მშვენიერ სპორტულ ფორმაშია. ეს კი... - ფიფომ სიგარეტი
ღრმად მოქაჩა. - ცოტა, თითქოს უფრო ასაკშია, ფიზიკურადაც სუსტი, არაჯანმრთელი! ასეთი
ტიპის კაცი, ასე მარდად ვერ დაგვისხლტებოდა ხელიდან! - ფიფომ ისევ დაისხა. - უჰ, რაც
იმან გვარბენინააა... არა მგონია, ამან შესძლოს ამდენი სირბილი. სახე კი გაიძვერა და
არასანდო კაცისა აქვს, თუმცა არც ამას გაუჭირდებოდა მკვლელობის ჩადენა, მაგრამ არა
ფიზიკური ძალით! - ფიფომ ჭიქა ბოლომდე გამოცალა. - ეს უფრო, მზაკვრულად მოკლავდა. თოფს
ესროდა ან მოწამლავდა. საერთოდ, მსხვერპლის მოხრჩობას, ძლიერი ფიზიკური ძალაც უნდა, მიუხედავად
იმისა, რომ ყველა მსხვერპლი, რაღაც გარკვეულ ასაკში იყო და მათი მკვლელობა, შედარებით
უფრო ადვილი იქნებოდა, მაგრამ მკვლელი მაინც ბევრად უფრო ძლიერი წარმომიდგენია და ასაკითაც
შესაძლებელია ორმოც წლამდე იყოს. შეიძლება, ცოტა მეტისაც ან ნაკლებისაც! არა ასაკი,
მართლაც არ ვიცი! შესაძლებელია, ოცი წლისაც არ იყოს, მაგრამ ჭკუა იმდენად უჭრის, რომ
უფრო მეტის მგონია. ნუ, რა ვიცი.
- ჰო, მართალი ხარ! ეს ბევრად ბებერი გამომივიდა.
უფრო გაქნილ აფერისტს გავს, ყველაფერზე წამსვლელის თვალები კი აქვს. ფლიდი! ეს ათ მეტრსაც
ვერ გაირბენს მარდად, შენ კი რამდენი სდიე! მოკლედ, ჩვენ სულ სხვა ტიპაჟი გვინდა, რა.
- დიახ! სულ სხვა! - ფიფომ კონიაკი ჩამოასხა.
- იქნებ ბანდაა? ამაზე არ გიფიქრია? - მხატვარი
ჭიქას დასწვდა.
- არა, ბანდა ნამდვილად არ არის! ეგ ვარიანტიც
ბევრჯერ გადავამოწმე. ვფიქრობ, რომ ბანდა უფრო, მშიშარებისთვის არის, რადგან ერთად უფრო ძლიერ
ძალას წარმოადგენენ. ცალ-ცალკე კი, შეიძლება ბევრჯერ თავად შიშითაც კი გაუსკდეთ გული.
ეს კი უშიშარი, უდრეკი, შეუვალი და შურისძიებით გაბოროტებული და ამ სიბოროტით აქვს
ძალა შესხმული, თუ მაინც და მაინც, ორნი თუ იქნებიან და ესეც მაქსიმუმია!
- იცი, რა ვიფიქრე ახლა? - მხატვარმა თვალები მოწკურა. - ეს პორტრეტი გადავაკეთო, თუ ახალი დავიწყო?
- იცი, რა ვიფიქრე ახლა? - მხატვარმა თვალები მოწკურა. - ეს პორტრეტი გადავაკეთო, თუ ახალი დავიწყო?
- ახალი დაიწყე და თან შეადარებ ამას! ეეეჰ,
ნეტავ მართლა, შენი დახატული პორტრეტი უშველიდეს მკვლელის ამოცნობას და... - ფიფომ ცალყბად ჩაიღიმა.
- უშველის! დიახაც, უშველის! დარწმუნებული
ვარ! - ახალი ენთუზიაზმით აივსო მხატვარი.
ფიფომ უხმოდ ჩაიქნია ხელი.
ფიფომ უხმოდ ჩაიქნია ხელი.
მხატვარმა კი განაგრძო:
- საერთოდ, მკვლელის პროფილის შექმნა, ეს საწყისი
წერტილია, მისი ბოლომდე ამოცნობისა და ბოლოს, თუ იღბალიც ინებებს, მისი მიგნებისაც და
თუ ამას, ვიზუალური მხარეც დაემატება, უფრო გაგიადვილდება მისი პოვნა.
- მაშინ, გამიხსნია საქმე და ეგ არის! - გაეცინა
ფიფოს. - რა დარწმუნებული ხარ, რომ შენს მიერ დახატული პორტრეტი, მკვლელის იქნება? ხომ
შეიძლება, რომ საერთოდაც არ ჰგავდეს იმას, ვისაც ვეძებ?
- დაემსგავსება! შენ არ დაიჯერებ, მაგრამ
დავამსგავსებ! შეიძლება, ზუსტად ის არ იყოს და მართლაც სინამდვილეში, ვინმე სხვას ჰგავდეს,
მაგრამ სწორედ იმ ტიპაჟამდე მივიყვან, შენ რომ ეძებ! ჩემი დახატული პორტრეტის გამომეტყველება
ისეთი იქნება, რომ რეალურ პიროვნებაში ამოგაცნობინებს მკვლელს! - მხატვარმა კონიაკი
გადაკრა. - დამიჯერე, მასე იქნება.
- ზოგჯერ ეჭვიც კი მეპარება, როდესმე დავიჭერ
რო, დამნაშავეს?
- დაიჭერ! აუცილებლად დაიჭერ! მაშინ დაიჭერ,
როდესაც საზღვრის მიღმა დაიწყებ ფიქრს და შენი აზროვნება სტანდარტულ ჩარჩოებს გასცდება!
იფიქრე, ისე, როგორც შენი არც ერთი თანამშრომელი არ იფიქრებდა! - მხატვარი წუთით ჩაფიქრდა.
- ისე უნდა იფიქრო, როგორც ჭადრაკის თამაშის დროს ფიქრობენ!
- ესე იგი, შემდეგ სვლაზე უნდა ვიფიქრო არა?
- ჩაეღიმა ფიფოს.
- შემდეგ სვლაზე კი არა, შემდგომ სამ სვლაზე
უნდა იფიქრო! - მხატვარი გაჩუმდა და მალევე განაგრძო. - ნახატი, ეს უბრალოდ სურათი არ
არის! მასში შეიძლება, მთელი სამყარო დაინახო და ის საიდუმლო ამოიცნო, რომელიც ბევრისთვის
უხილავი და დაფარულია.
- ეჰ, ეს ყველაფერი გასაგებია და მესმის,
შენიც მჯერა, მაგრამ წინ ვერ მივდივარ, წინ! - ფიფომ ჭიქა გამოცალა. - ძნელია, როცა
ვინმეს ეძებ და არც კი იცი ვინ არის და როგორ გამოიყურება. ისიც კი არ ვიცი, სად ვეძებო? თითქოს მისი სულიერი პორტრეტიც შევქმენი, მაგრამ მაინც ცოტაა ეს, ძალიან ცოტაა! მივხვდი,
რომ მისთვის ეს ისე უბრალოდ და გასართობად ჩადენილი მკვლელობა არ არის და არც რაღაც
სპონტანური, აფექტით გაგიჟებული! ცხადია, მას რაღაც მიზანი აქვს, კონკრეტული მიზანი!
იმასაც მივხვდი, რომ წინასწარ ირჩევს, დიდ ხანს უსაფრდება, კარგად შეისწავლის. ძირითადად
ასაკოვან ხალხს არჩევს, მაგრამ იცნობდა კი ადრე? ან რამე თუ აკავშირებდა კონკრეტულად
ამ ხალხთან, თუ მხოლოდ ის ტიპაჟი აინტერესებს?
„ვიქტიმა“! - წამოიძახა მხატვარმა. - რიტუალური
მსხვერპლი! ლათინურად!
- ვიცით ბატონო, ვიცით! - უკმაყოფილოდ მიახალა
ფიფომ. - „ვიქტიმოლოგია“, გვეხმარება მკვლელის პროფილის შექმნაში, მსხვერპლისა და დამნაშავის
ურთიერთობასა და ურთიერთდამოკიდებულებას იკვლევს!
- „ზნაჩიტ“ Виктимология, изучает в том числе, отношения, между жертвами и
преступниками, взаимодействие жертв и системы!
- და მერე? გამოვიდა რამე? ვითომ, რაღაც პორტრეტი
შეიქმნა. ჰო! გავიგეთ, რომ შურს იძიებს, თავად უწყობს სასამართლოს და განაჩენიც, თავადვე
მოჰყავს სისრულეში და მერე? მორჩა! იმის იქეთ, ვერ მივდივარ!
- „შენი მკვლელი“, ემსგავსება იმ ინდივიდუუმს,
რომელიც საკუთარ თავზე იღებს სამართალს, თავად წყვეტს, ვინ იცოცხლოს და ვინ არა!
- და მე კი, თავს ვიმტვრევ! რატომ და რისთვის?!
- პირველ რიგში, იმიტომ რომ, სიკეთისა და ბოროტების
გრძნობა, სხვებზე მეტად აქვს გამძაფრებული. ყოველი ადამიანის სულში, გაივლის სიკეთისა
და სიბოროტის ხაზი, მაგრამ მთავარია, მერე რომელს მოეჭიდება მისი სული!
ფიფო მოღუშული უსმენდა მხატვარს, ის კი განაგრძობდა,
არ ჩერდებოდა.
- თავიდან, ალბათ მას, ასე ჰგონია, რომ საზოგადოებას
ეხმარება, გარეწრებისგან წმენდს სამყაროს, მაგრამ სინამდვილეში კი, მკვლელად იქცა და
ამის გააზრებაც არ უნდა! პირიქით, უფრო მუღამში შევიდა! დარწმუნებული ვარ, რომ თავად
არის მსხვერპლი და შემდეგ ეს მსხვერპლი, თავადვე იქცა მკვლელად! მისი არც ერთი დანაშაული
არ არის შემთხვევითი მკვლელობა, არამედ კარგად გამიზნულია! დემონსტრირებას ახდენს სიბოროტეზე
და სიკეთეზე. ეს არის, მისი განაჩენი და სასჯელის სისრულეში მოყვანა!
- ჰოდა, საქმეს რომ მოილევს ბოლომდე, მერე
ალბათ, ეროვნულ გმირადაც გამოგვიცხადებს თავს!
- თუ უკვე არ წარმოუდგენია თავი გმირად!
- არც ეგ გამიკვირდება. - ამოიხვნეშა ფიფომ.
- ისე, ყოველი მსხვერპლის წარსული, კარგად
უნდა გამოიკვლიო. მათ წარსულში, რამე ჩადენილი დანაშაულის გამო, ხომ არ გაამართლეს ან საერთოდ
იქნებ, გარკვეული გავლენისა და ფინანსების წყალობით თავი აარიდეს სასჯელს? იქნებ, თავის
დროზე, ჩადენილი დანაშაულის გამო, დაუსჯელად როგორღაც გამოძვრნენ? ან სულაც, შეუმჩნეველნი
დარჩნენ?
მხატვრის სიტყვებზე, ფიფოს ჩაეცინა და ირონიულად
გახედა მეგობარს.
- სანამ მსხვერპლზე, ძირფესვიანად არ გაიგებ
ყველაფერს და მათ ცხოვრებას კარგად არ გაეცნობი, მანამდე დანაშაულის გახსნაზეც კი ფიქრი, ზედმეტია. - ფიფო გაჩუმდა და მერე უფრო დაბალი ხმით განაგრძო. - ისე, რამდენიმე მსხვერპლი
ერთი და იმავე წლებში მუშაობდა, ერთი და იმავე ადგილას, მხოლოდ ეს დავადგინე და მეტი
ვერაფერი, ესეც დიდი ხნის წინ. ისიც კი ვერ გავიგე, იცნობდნენ თუ არა ერთმანეთს. – ამოიხრა
ფიფომ.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1788392561403033
No comments:
Post a Comment