19.
LEX. 2016 წლის 11 ივნისი, შაბათი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1755099998065623
- უფრო დაწვრილებით რომ ვიცოდე რა ხდება და ზუსტად რა გაინტერესებს,
შესაძლებელია უფრო მეტიც მოგიყვე.
მხატვარი თავის ჩვეულ, ცოტა არ იყოს გაქუცულ სავარძელში მოეწყო,
მეორე სავარძელი, როგორც წესი სტუმრისთვის იყო განკუთვნილი, ამიტომ მიმიმ დაიკავა,
ფიფოს განკარგულებაში კი პატარა ორადგილიანი დივანი მოექცა.
- თუ შეგიძლია, უფრო გასაგებად მითხრა, კონკრეტულად რა გინდა,
მაშინ მეც ზუსტად შევძლებ აგიხსნა ზუსტად ის, რაც გაინტერესებს.
- მხატვარმა სიგარეტს მოუკიდა და ფიფოს მოსასმენად გაიტრუნა.
ფიფომ მიმისკენ გააპარა თვალი, ალბათ იფიქრა,
ნუთუ მიმის არაფერი უთქვამსო.
მხატვარმა შეამჩნია, ირონიული ღიმილიც კი არ დაუფარავს, ისე მიმართა ფიფოს:
მხატვარმა შეამჩნია, ირონიული ღიმილიც კი არ დაუფარავს, ისე მიმართა ფიფოს:
- არა, მიმის არაფერი უთქვამს. ჩვენ, საერთოდ
არ გვისაუბრია ამ თემაზე და შენზე საერთოდ არც არაფერი უთქვამს. ჩვენ მხოლოდ, იმ ძველ
სახლზე...
ახლა მიმიმ შეანათა გაფართოებული თვალები
და ისეთი სახე ჰქონდა, რომ მხატვარი მიხვდა, ფიფომ სადარბაზოში უცნობის გამოჩენის ამბავზე, ისევ არაფერი იცოდა და გაჩუმება ამჯობინა. თუმცა, დიდ ხანსაც არ მოუწია, ფიფო სწრაფადვე
ჩაება საუბარში:
- რომელ სახლზე? იმ სახლზე, რომელმაც ერთმანეთი
გაგვაცნო?
ყველას გაეცინა. ნებით თუ უნებლიეთ, სამივეს
ერთმანეთთან გაცნობის მიზეზი, ის ძველი სახლი იყო და ამ სიცილმაც, წამიერად დაძაბული, უარყოფითი
მუხტიც საბოლოოდ განდევნა.
ფიფოს გაუხარდა.
ფიფოს გაუხარდა.
„რა
კარგი გოგო ყოფილა მიმი. ხომ შეეძლო ყველაფერი დაეფქვა, რაც ჩემთან, სამსახურში ნახა...
არა, არა, სხვებს ნამდვილად არ ჰგავს. ყველასგან გამორჩეულია. სულ ტყუილად მომცეს შენიშვნა,
უცხო პირს რატომ ჩაახედე სამუშაო მასალებშიო.“
- შენ ალბათ არც ჩვილის ამბებიც არ გეცოდინება
ბოლომდე? - კმაყოფილი ღიმილით მიმართა ფიფომ.
- არა, აბა საიდან. - მხატვარი უკვე თამაშზე
გადავიდა. იცოდა, როგორ არ იცოდა. ცალკე მიმისგანაც და მიმის გარეშეც მშვენივრად იცოდა,
თუმცა მაინც ბოლომდე ამჯობინა თავი მოეკატუნებინა, ისევ მიმის გულისთვის.
მიმი კი ცოტა არ იყოს, ნირწამხდარი იჯდა,
ძალად მიხატული ღიმილი მაინც უმშვენებდა სახეს.
ფიფოს არაფერი შეუმჩნევია, რადგან მიმიზე
უფრო მხატვრის რეაქციებს აკვირდებოდა. ხანდახან ეჭვის ჭია მაინც გაჰკენწლავდა გულს.
თუმცა, რაც უფრო დრო გადიოდა, მით უფრო ეჭვიანობის ყველა საბაბი უქრებოდა.
ფიფო ცდილობდა ნაკლებად დაეკონკრეტებინა მომხდარი
დანაშაულებების აღწერა, მაგრამ, მხატვარი ისეთ შეკითხვებს უსვამდა, ადვილი არ იყო,
რამე დეტალი გამოეტოვებინა, მით უფრო, რომ ყოველი წვრილმანი მნიშვნელოვანი იყო და
ყველაფერს თავისი ახსნა ჰქონდა.
მხატვარი ცოტა ხანს მდუმარე იჯდა, თითქოს
სტუმრებმაც ჩათვლიმეს.
- ცხოვრებაში ყველაფერს თავისი კანონზომიერება
აქვს! - დინჯად დაიწყო მხატვარმა. - ნებისმიერი საგანი და ამ საგნის ესა თუ ის ფორმა
მაინც ერთი დაუსრულებელი ხაზია, ეს ის ხაზია რომლისგანაც შეიძლება შეიკრას წრეც. წრე
კი როგორც წესი, წარმოადგენს უკვე დახურულ სივრცეს, ფორმას, თუნდაც შეკრულ ჯგუფს და
ასევე დასრულებულ აზრს, ხოლო ამ წრეს რა ფორმითაც შევკრავთ, ისეთსავე აზრს მივიღებთ.
- მხატვარი გაჩუმდა.
ფიფოს სახეზე დაბნეულობა გამოეხატა, მხატვარი
რას გულისხმობდა ვერაფერი გაიგო.
მიმიც გაკვირვებული, წარბებ აწეული შეჰყურებდა.
მიმიც გაკვირვებული, წარბებ აწეული შეჰყურებდა.
- მგონი ცოტა გაუგებრად ვხსნი, არა? - ჩაეღიმა
მხატვარს. - აი, რომ აიღო ხაზი, ის მარტო ხაზი იქნება, სწორი ხაზი ერთ სიბრტყეზე და
მეტი არაფერი. ხოლო თუ მას მივცემთ წრის ფორმას, მაშინ მივიღებთ გარკვეულ ფიგურას. ამით შეიქმნა
ის რაღაც, რის გადმოცემაც ჩვენ ამ წრით შევძელით, მხოლოდ ხაზის დახმარებით. ესე იგი, საწყისი ფორმა მაინც ხაზია და წრის გარეშე, მხოლოდ უფორმო სიბრტყეა და ეს ორი ფიგურა, ერთმანეთთან დამოკიდებულებაში, მთელ სამყაროს ქმნის, თუნდაც რამდენჯერმე განმეორდეს
ფიგურები ან ერთმანეთიც გადახაზონ.
- ესე იგი ხაზი ქმნის ფორმას? - ფიფო მაინც
ვერ სწვდებოდა არსს. მხატვარმა აშკარად შორიდან მოუარა, ამას კი მიხვდა, მაგრამ მაინც
ვერაფერი გაიგო.
- ხაზი, არა! შენ ქმნი, ხაზისგან ფორმას! ანუ
ამ შემთხვევაში - სიტყვას! სიტყვა შემდგომ ქმნის ქმედებას, ან პირიქით და ასე... უსასრულოდ...
- კარგი ბატონო, ეს გავიგე, რომ ბუნებაში ყველანაირ
ფორმას წრისა და ხაზის საწყისი აქვთ, მაგრამ მე ნიღბები მაინტერესებდა, რა პრინციპით
უკეთებს მკვლელი ნიღბებს, თავის მსხვერპლს?
- აი სწორედაც, რომ ამ პრინციპით! - წამოიძახა
მხატვარმა.
ფიფოს ადრე თუ გაკვირვებული სახე ჰქონდა,
ახლა უფრო. მეტად უაზრო სახით მიაჩერდა მოსაუბრეს.
- ნიღბები, ნიღბები! ჰმ, სანამ ნიღაბს მოირგებ,
მანამდე უნდა გაეცნო მას, მის არსს ჩასწვდე!
მხატვარი დადუმდა, თუმცა ცოტა ხნით.
უნდოდა სულ ძირიდან, ფესვების ბოლოდან დაეწყო ახსნა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მსმენელნი, საერთოდაც ვერ ხვდებოდნენ, თუ რაში იყო საქმე და დაბნეული თვალებით შეჰყურებდნენ მასპინძელს.
- გინახავთ გადაჭრილ ჯირკზე გამოხატული რგოლები? ეს მი..
- გინახავთ გადაჭრილ ჯირკზე გამოხატული რგოლები? ეს მი..
- მერე და ეგ რა შუაშია ნიღაბთან? - მოუთმენლად
გააწყვეტინა ფიფომ.
მოუთმენლობასთან ერთად ინტერესიც ჰკლავდა. მხატვრის ფილოსოფიურმა მოძღვრებამ სულ თავგზა აუბნია და სახის ისეთი გამომეტყველება
ჰქონდა, რომ მის შემხედვარე მხატვარი, ღიმილს ძლივს იკავებდა. სტუმრების დაძაბულობისა
და დაბნეულობის გასაფანტად მასპინძელი წამოდგა, მაგიდის ქვედა უჯრიდან მიმალული ბოთლი
გამოაძვრინა. პატარა ჭიქებში რაღაც მწვანე ხასხასა სითხე გაანაწილა და ღიმილით გახედა
სტუმრებს:
- ეს შინაური არაყია, იშვიათად გამომაქვს,
მხოლოდ განსაკუთრებული სიტუაციისთვის, თუნდაც როგორიც ახლაა, დაძაბული და თან საინტერესო.
- და მწვანე რატომ არის? - მიმიმ როგორც იქნა, ამოიღო ხმა, აქამდე ბიჭების საუბარში არ ერეოდა, ან რა უნდა ეთქვა, როცა არც არაფერი
გაეგებოდა.
- ოო, ეს სპეციალურად არის გამწვანებული!
- მხატვარი გაიკრიჭა. - გამგები გაიგებს, ჯერ
გასინჯეთ და თავად მიხვდებით.
არაყი
საკმაოდ ძლიერი გამოდგა. საუბარიც უფრო მშვიდად და თავისუფლად გაგრძელდა.https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1755099998065623
No comments:
Post a Comment