14.
LEX. 2016 წლის 21 მაისი, კვირა.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1746478255594464
ფიფომ ძველი საქმის მასალები გამოითხოვა. ყველაფერი ისევ
და ისევ, თავიდან იყო დასაწყები. ხელჩასაჭიდი, კვლავაც არაფერი ჰქონდა. მხოლოდ გუმანით
გრძნობდა, რომ რამდენიმე დანაშაული, ერთმანეთთან კავშირში უნდა ყოფილიყო და მათ, ერთი საერთო
მკვლელი ჰყავდა.
„თუმცა შეიძლება ორიც! ან სულაც, უფრო მეტიც! და თუ მართლა მასეა, მაშინ ჯგუფია! ბანდა! მაგრამ რა მიზანი ამოძრავებთ? როგორ
ირჩევენ მსხვერპლს?“
ათასნაირად ატრიალებდა ფიქრებს.
ცნობილი ფაქტია, მკვლელს ჩადენილი დანაშაულის
ადგილას დაბრუნება სჩვევია. განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე გაუხსნელი რჩება. სწორედ
ამ ჩვევის გამო, კინაღამ ლამის ხელში ჩაუვარდა დამნაშავე, მაგრამ ისე ოსტატურად გაექცა,
თვალის მოკვრაც კი ვერ მოასწრო. დიდ ხანსაც სდია და ფაქტიურად გამოვიდა, რომ ლანდს უფრო
დასდევდა, ვიდრე ცოცხალ ადამიანს და ასევე განმეორდა რამდენჯერმე.
„რა არის ეს? მოჩვენებას მივყვები კვალდაკვალ და მერე ლანდივით ქრება.“
„რა არის ეს? მოჩვენებას მივყვები კვალდაკვალ და მერე ლანდივით ქრება.“
მასალა უზარმაზარი იყო. რაც კი რამ იყო მკვლელობასთან
დაკავშირებული, არა მარტო მიმდინარე წლის, გასული წლების საქმეებიც თავიდან იყო გადასახედი. თუნდაც უკვე გახსნილი, ან სხვისი გამოძიებული.
სულ თავიდან, გამომძიებლად მუშაობა, რომ დაიწყო, პირველივე საქმე
ძალიან ადვილად გახსნა. ფაქტიურად არც არაფერი იყო გასახსნელი. თვითმკვლელობის ფაქტი
სახეზე იყო. თუმცა მაინც, წარმატებულ ნაშრომად ჩაუთვალეს და მაშინათვე იღბლიანად მონათლეს და მერე რესტორანიც კი აკისრებინეს.
„ღირს
კი ახლა ამ საქმის გადახედვა? თვითმკვლელობა იყო და მორჩა! ტყუილად დროს ვკარგავ.“
ამ ფიქრებში იყო, როცა შემთხვევით სიკვდილის
თარიღს მიაქცია ყურადღება.
„თვის
ბოლო შაბათიიი...“
ამის აღმოჩენაც, ისევე როგორც მსხვერპლის შენიღბვა, მიმის
დამსახურება იყო.
ბევრად ადრინდელი საქმეები, უკვე დიდი ხანია, დახურულ არქივში
ინახებოდა. ასე ადვილი არ იყო მათი უკან გამოთხოვა. ფიფომ მხოლოდ თავისი მუშაობის
პერიოდის, მსხვერპლთან დაკავშირებული ყველა ის საქმე, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში,
თვის ბოლო შაბათს იყო ჩადენილი ქრონოლოგიურად დაალაგა და ასეთი, სულ ოცდათხუთმეტი შემთხვევა
აღმოჩნდა.
აქედან ყველა ის მსხვერპლი გამოჰყო, ვინც
ორმოცდაათ წელს გადაცილებული იყო, ან უფრო მეტიც და კონკრეტულად ის მსხვერპლი აარჩია,
ვისაც სახე რაღაცით მაინც ჰქონდა დაფარული, თუმცა ერთი ორს ბალიში და რაღაც შარფის
მაგვარი ჰქონდა სახეზე. ხელში სულ თხუთმეტი საქმე შერჩა.
- მდააა... ანგარიშს უსწორებს იმ ხალხს, ვინც
მკვლელად აქცია? თუ რამე სხვა მიზანი აქვს?
ფიფო უკვე ხმამაღლა ფიქრობდა, გვერდით არც
მიუხედავს ისე დასწვდა ყავის ფინჯანს. ისედაც უგემური ყავა, ცივი უფრო საშინლად მოეჩვენა.
რა დროს ყავააო, თავიც აღარ აუწევია ისე განაგრძო მუშაობა.
მისი პირველი საქმე. ფიფოს კარგად ახსოვდა
ის დღე. შუახნის, გადაცილებული მამაკაცი, საკუთარი სახლის აივანზე იპოვნეს ჩამომხრჩვალი.
ძველი ურემონტო, უსუფთაო, მოუვლელი სახლი,
ვირთხების სოროდ იყო ქცეული. გაურეცხავ, ჭერამდე ასულ ჭურჭელს ობიც მოჰკიდებოდა. საშინლად
ჭუჭყიან საწოლზე, ზეწარიც კი აღარ ეფინა, დაფლეთილი, დაწეწილ ბამბად ქცეული საბანი.
ნახევრად დაშლილი კარ მომტვრეული კარადა. დაცარიელებული ოთახები ნაგვით იყო სავსე.
თუ რამ ებადა რა ხანია გაფლანგული ჰქონდა, არც ოჯახი ჰყავდა და მის ერთადერთ ქონებას,
ქალაქის განაპირა, ძველი, ნახევრად სახურავ მოხდილი, საკმაოდ დიდ, თუმცა გაპარტახებულ ეზოიანი სახლი წარმოადგენდა.
დიდი ხნის უმუშევრობის გამო, დეპრესიამდე მისული, დღედაღამ მთვრალი დაიარებოდა. ვინ იცის, რამდენჯერ ქუჩაში უპატრონო ძაღლივით დაგდებული პატრულს
მიუყვანია საავადმყოფოში.
ყველასგან და ყველაფრისგან მივიწყებული, გალოთებული კაცისგან
თვითმკვლელობაც აღარ იყო გასაკვირი. ეს საქმე გახსნილივე შემოვიდა, ფიფოს გონზე მოსვლა
არ აცალეს, ისე ულოცავდნენ და სამსახურის წარმატებით დაწყების აღნიშვნას, რესტორანში მოითხოვდნენ.
ახალბედა ფიფო კი იმ დროს, ისე იყო აჟიტირებული, რომ საქმის
მასალებსაც ბოლომდე აღარც ჩაუკვირდა.
ისე, თავიდან მედ.ექსპერტი ცოტას კი ყოყმანობდა მაშინ რაღაცას, თითქოს...
ისე, თავიდან მედ.ექსპერტი ცოტას კი ყოყმანობდა მაშინ რაღაცას, თითქოს...
„ყველაფერი
თვითმკვლელობაზე მიუთითებს, თუმცა...“
მაგრამ თანამშრომლებმა, წესიერად აღარ დააცადეს მოყოლა, გააქანეს რესტორანში და მშვენივრად
მოილხინეს. მეორე დღეს ბახუსისგან თავი უსკდებოდა და ისე ჩააბარა ანგარიში, აღარც გადაუხედავს
და ახალი საქმის მოლოდინში გაიტრუნა. სიამაყე ამბიციაში გადაეზარდა, თავს გენიოსად
გრძნობდა.
ახლა კი ისევ ჩაუჯდა იმ ძველ საქმეს. ფოტოებს
გულისყურით აკვირდებოდა. მსხვერპლს, სახე ცალკე ლოთობისგან და ცალკე ასფიქსიისაგან
ჰქონდა გალურჯებული, სადღაც ესეც ნიღაბს აგონებდა, თუმცა უფრო ბუნებრივს.
„და
მაინც ნიღაბი, ისევ ეს ნიღაბი. ნეტა რის თქმას აპირებდა მაშინ ჩვენი ექსპერტი? ემახსოვრება
კი?..“
სამწუხაროდ, ექსპერტს არც ახსოვდა რის თქმა
სურდა მაშინ და არც არსად ჩაუნიშნავს.
ახლა კი გაკვირვებულმა იკითხა:
ახლა კი გაკვირვებულმა იკითხა:
- და რამ გადაგაწყვეტინა გახსნილი საქმის
თავიდან ამოქექვა? თუ ჩემს შესაძლებლობაში გეპარება ეჭვი?
ექსპერტი ახალგაზრდა ლამაზი ქალი იყო, თუმცა
ფიფოზე უფროსი ასაკის, მაგრამ გაცნობის დღიდანვე მოეწონა ფიფო, რომელმაც ყურადღებაც
კი არ მიაქცია, ისე იყო აღფრთოვანებული, პირველივე წარმატებული საქმის გამო, რომ სიხარულისგან
ძლივს იდგა ფეხზე.
- შენ არაფერ შუაში ხარ, მინდა ყველაფერს
თავიდან გადავხედო, რაღაც ეჭვები გამიჩნდა, მინდა ყველა ჩემი საქმე ამოვქექო.
- და რა ეჭვებია არ გამიმხელ? - ქალი ახლა
უკვე აშკარად გაეკეკლუცა ფიფოს.
ფიფომაც შეიფერა:
- რატომაც არა... არა, ყავა არ მინდა, გმადლობ.
პირდაპირ საქმეს შევუდგეთ, წინ კიდევ უამრავი მასალაა.
მედ.ექსპერტი ცოტა უკმაყოფილო სახით მიუჯდა
მაგიდას, გულით სურდა ყავა შეეთავაზებინა, რომ შემდგომ ფიფოს დაპატიჟების ჯერი დამდგარიყო,
თუმცა მისდა სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არაფერი გამოუვიდა. ფიფო მთელი გონებით იყო ჩაფლული
საქმეში და ქალს ზედაც არ უყურებდა.
- სამწუხაროდ შეცდომა დამიშვია, ჩემდა სამარცხვინოდ, ასეა. - უკმაყოფილო სახით გახედა ქალმა.
ფიფო გაშტერებული უყურებდა მონიტორს და ვერაფერს
ხვდებოდა.
- აი, ხედავ ამ ზოლს კისერზე? - ექსპერტმა თითით მიანიშნა.
ფიფომ თავი დაუქნია, რა თქმა უნდა ხედავდა,
თოკის სქელ ნაჭდევს.
- ეს ზოლი ზედმეტად თანაბარი რგოლივით სწორად
მიდის, ისეა რომ თითქოს, თავი უნდა გადაჭრან, ხოლო რაც შეეხება ჩამოხრჩობილს, მას წონის სიმძიმის გამო, ეს
ზოლი, უფრო დამრეცად უნდა ჰქონოდა. ცალკეულად რომ განვიხილოთ, ნაჭდევს ოვალის ფორმა უფრო
უნდა ჰქონდეს, ვიდრე წრიული ზოლი.
- ესე იგი, ჯერ მოგუდეს და მერე ჩამოჰკიდეს
ხომ? ეს...
- ეს მკვლელობაა, ფიფო!
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1746478255594464
No comments:
Post a Comment