13.
ფიფოს ერთი სული ჰქონდა გაეგო, მიმის გვერდით ვინ იყო. მხატვარი
კი იქაჩებოდა, დღეს არ გამოვა რესტორანი, საღამოს სპექტაკლზე ვართ დაპატიჟებულიო, მაგრამ
ფიფომ იმდენი ქნა, რომ მიმიც და მხატვარიც დაიყოლია და იქეთაც დაიპატიჟა თავი თეატრში.
ჩვილის უცნაური მოგზაურობის ამბავი, უკვე კულმინაციას უახლოვდებოდა. თუმცა გამოძიების მასალებს, ჯერ არავის უმხელდნენ. მიმის კი დაპირდნენ ფიფოს ხათრით,
პირველი შენ გაიგებო.
ვახშამი, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე შედგა.
მიმი სულ ტყუილად შიშობდა. გულით არ უნდოდა, ორ სხვადასხვა ტიპის მეგობართან ერთად, სუფრასთან
მოხვედრა. კარგად იცოდა ფიფოს ეჭვიანობის ამბავი და დარწმუნებული იყო, რომ კონფლიქტი
გარდაუვალი იქნებოდა, მაგრამ მისი შიში არ გამართლდა.
ფიფოს ძალიან კარგად ესმოდა სად, როდის და
რა დოზით უნდა გამოემჟღავნებინა თავისი, ეჭვიანი ხასიათი. ამასთან ერთად, მშვენიერი მოსაუბრეც
აღმოჩნდა. ხელოვნებაში თუ დიდად განსწავლული არ იყო, სამაგიეროდ ყურის დაგდება კარგად
ეხერხებოდა, არც კითხვის დასმა ეთაკილებოდა და გულისყურით უსმენდა მოპასუხეს.
მიმიმ შვებით ამოისუნთქა. მხატვარმა და ფიფომ იდეალურად ააწყვეს საუბარი, მაგრამ წესიერად მოლხენა არ დასცალდათ. მხატვარს დაურეკეს, ბავშვს რაღაც დაუშავებია და კლასელებთან ერთად პოლიციაში მოხვედრილან.
მიმიმ შვებით ამოისუნთქა. მხატვარმა და ფიფომ იდეალურად ააწყვეს საუბარი, მაგრამ წესიერად მოლხენა არ დასცალდათ. მხატვარს დაურეკეს, ბავშვს რაღაც დაუშავებია და კლასელებთან ერთად პოლიციაში მოხვედრილან.
მხატვარი საშინლად აღელდა. ფიფო ამშვიდებდა,
ყველაფერს მე მივხედავო.
პოლიციის განყოფილება სავსე იყო უამრავი ხალხითა
და გამაყრუებელი ყაყანით.
ბავშვი ქვეშიდან უმზერდა მამას და ხმას არ იღებდა. ყველა დუმდა. არავინ ამბობდა, თუ ვინ იყო მოთავე, ვინ შეიძინა ამდენი და ასეთი ძვირიანი სასმელი. მხოლოდ ის გაირკვა, მთვრალი ბავშვები როგორ მართავდნენ მოპარულ, სკოლის მასწავლებლის მანქანას და როგორ მოახდინეს ავარია. ავარიის შედეგად გზა ჩაიხერგა. ზარალი არც თუ ისე ცოტა იყო. დალეწილი მანქანები და მსუბუქად დაშავებული ხალხი. რაც მთავარია, არავინ დაღუპულა, ბეწვზე იყვნენ გადარჩენილნი.

ისევ ფიფომ ითავა, ბავშვებს მეგობრულად ჩაუჯდა
და ნელ-ნელა ყველაფერი ათქმევინა.
ინიციატორ-წამომწყები კი, მხატვრის შვილი ყოფილა და ფულიც მას ჰქონია. სასმელისა და სიგარეტის ყიდვაც, ისე ოსტატურად მოუხერხებია, რომ გამყიდველს ეჭვიც არ შეჰპარვია, მის წინ ზრდასრული ადამიანი კი არა, სკოლის მოსწავლე იდგა.

მაგრამ თუ საიდან მოიტანა ამხელა თანხა, ამაზე
გაიტრუნა და ერთი-ორჯერ მალულად გამოხედა მიმის, რომელსაც ადამიანის ფერი აღარ ედო.
მიმი თავს საშინლად დამნაშავედ გრძნობდა. მას რომ არ მიეცა ამდენი ფული, ამხელა ამბავიც არ დატრიალდებოდა.
ახლა კი ყველა სხვა დანაშაულს, ფულის
ქურდობაც მიეკერა ბავშვს და ეს უკვე მეტისმეტი იყო.
საშინლად შეწუხებულმა მიმიმ, როგორც იქნა
გაბედა და მხატვარს ყურში რაღაც უჩურჩულა.
მხატვარმა გამწყრალი სახით გადმოხედა და დადუმდა, მეტი აღარც უკითხავს შვილისთვის, ფული საიდან მოიტანეო.
მხატვარმა გამწყრალი სახით გადმოხედა და დადუმდა, მეტი აღარც უკითხავს შვილისთვის, ფული საიდან მოიტანეო.
ფიფოს ეს გადაჩურჩულება არ გამოჰპარვია და
არც შეიმჩნია, თუმცა ერთი სული ჰქონდა გაეგო, ასეთი რა უთხრა მიმიმ მხატვარს, მაგრამ
იქ შეკითხვას მოერიდა და შესაფერისი დროის შერჩევა ამჯობინა.
მოგვიანებით ფიფოს გავლენითა და ძალისხმევით
ბავშვები სახლებში დააბრუნეს. ზარალს კი მათი ოჯახები თანაბრად დაფარავდნენ, თუმცა
ზოგიერთი მშობელი აწუწუნდა, ვინც მოთავეა ყველაფერი მისმა მშობლებმა დაფარონო.
მხატვარი თანახმა იყო ყველა ხარჯი თავად დაეფარა,
თუმცა საიდან უნდა მოეტანა ამხელა თანხა წარმოდგენაც კი არ ჰქონდა.
საინტერესო დღე ჰქონდა მიმის, ჯერ იყო და
დილით ლამის ავარია მოახდინა, მერე მხატვარს და მის მეგობარს პირდაპირ საწოლში დაადგა,
მერე მთელი დღე ძველი სახლის მეპატრონე უწევდა მეგზურობას, მერე რესტორანი, პოლიცია
და ახლა მთელი დღის ემოციებისგან გათანგულმა სპექტაკლზეც ამოჰყო თავი.
თეატრი იმავე უბანში იყო სადაც მხატვარი ცხოვრობდა
და ის ძველი სახლი იდგა.
- რა ყველაფერი აქ ხდება. - ღიმილით შენიშნა ფიფომ.
- რა ყველაფერი აქ ხდება. - ღიმილით შენიშნა ფიფომ.
მიმისაც გაეცინა, თავადაც ეს გაიფიქრა, როგორც
კი მისთვის უკვე კარგად ნაცნობ ქუჩაზე ამოუხვიეს.
„ - მე მინდა ვიყო ნიღაბი! მე არ მინდა ვიყო
ჩემი სახე!
- და ეს არ არის დაფარვა, დამალვა, ეს გამოხატულებაა!
მე გამოვხატავ გაყინულ გრძნობას, გრძნობას ემოციის გარეშე!
- მასას ჰგონია, რომ ნიღაბი მხოლოდ მატყუარა
ხალხისაა?
- ჰგონია, მაგრამ სულაც არ არის მასე...“
სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა. მიმი აღფრთოვანებული
დარჩა. პიესა შერეული ჟანრის იყო და ძირითადად ნიღბებით მიმდინარეობდა. დასში მხოლოდ
ხუთი მსახიობი იყო. ნიღბები, როგორც სახეზე, ასევე კეფაზეც ეკეთათ, ხან ნიღბის გარეშეც
სრულდებოდა მოქმედება და გამოდიოდა, რომ თითოეული მონაწილე სამ სხვადასხვა ტიპის როლს
ასრულებდა.
სცენა ძალიან პატარა იყო, არც მაყურებელთა
დარბაზი იყო დიდი, ოც კაცამდე ძლივს იტევდა. მსახიობები უშუალო კავშირში შემოდიოდნენ
მაყურებლებთან და უფრო საინტერესოდ მიჰყავდათ წარმოდგენა.
ფიფოსაც ძალიან მოეწონა, ბევრი ახალი და საინტერესო
რამ გაიგო ნიღბებზე. თუ მართლაც იმ ვერსიას დაეყრდნობოდა, რომ მკვლელი თავის მსხვერპლს
ნიღბით ფარავდა, შესაძლო იყო, ბოლოს და ბოლოს საქმის გახსნასაც დადგომოდა საშველი. ამიტომ
ლამის თავად იყო ინიციატორი, რომ სპექტაკლის მერე მხატვართან აღენიშნათ წარმატება.
მიმი თავს იკავებდა, არ უნდოდა ფიფოს სცოდნოდა მისი „თავშესაფარი“, მაგრამ ვინ აცალა
სიტყვის თქმა.
სახელოსნოსთან მიმის მანქანა, რომ შენიშნა,
ფიფოს ისევ ცოტა ეჭვმა გაჰკრა, მაგრამ მოგვიანებით მშვენიერ ხასიათზე დადგა, ყველანაირი
ეჭვიანობის მიზეზი მოესპო, განსაკუთრებით მაშინ როცა გაიგო, თუ როგორ გადაულაპარაკა
ერთმა მსახიობმა მხატვარს დღესაც შენთან დავრჩებიო. მერე ყველას გამოუცხადა ყველაზე
გემრიელ ყავას მიმი ამზადებსო.
„ესე
იგი მიმისაც კარგად იცნობს, ძალიან კარგი.“
მიმის უკვე ოფიციალურად ჰქონდა უახლოესი მეგობრის
სტატუსი მინიჭებული და ამან ფიფო უფრო მეტად დაამშვიდა. უფრო ხალისით ალაპარაკდა, უამრავ
შეკითხვებს სვამდა და საკმაოდ დამაკმაყოფილებელი პასუხებიც მიიღო, თუმცა გამოძიების
მასალებიაო არ გაუმხელია, ისე ვითომდა სავარაუდოდ ეკითხებოდა, დავუშვათ მკვლელი ნიღაბს
ატარებს ან გვამს უკეთებს ამით რის თქმა სურსო...
- ნიღაბს იმიტომ კი არ იკეთებს, რომ დაიმალოს, არამედ გამოხატოს, მოგაწოდოს აზრი, ზუსტად ის მინიშნება, რის თქმაც მას სურს, სწორედ აი ამ ქმედებით! დიახ, სწორედაც, რომ ქმედებით!
- ნიღაბს იმიტომ კი არ იკეთებს, რომ დაიმალოს, არამედ გამოხატოს, მოგაწოდოს აზრი, ზუსტად ის მინიშნება, რის თქმაც მას სურს, სწორედ აი ამ ქმედებით! დიახ, სწორედაც, რომ ქმედებით!
- რა, საოცარია. - აღფრთოვანებას ვერ ფარავდა ფიფო.
- და ნიღაბს, კიდევ იმიტომ კი არ იკეთებს, რომ მეტყველება თავად არ შეუძლია? არამედ პირიქით!
მას სურს რომ უბრალოდ კი არ გაიგონო ან ისე დაინახო, არამედ შეიგნო, რომ დამნაშავე
ის კი არ არის, არამედ შენ ხარ! ის შენ! ვისთვისაც კეთდება ეს ყველაფერი და ვისგანაც
წამოვიდა, ვინც მიიყავანა დანაშაულის ჩადენამდე!
- ჰმ, საინტერესოა. - დროდადრო ჩაურთავდა
ფიფო.
- ამ შემთხვევაში კი მან გვამი აამეტყველა.
ამით გამცნო საიდუმლო, სააშკარაოზე გამოიყვანა, ამხილა და ნიღბის მორგებით მიანიშნა
თუ კონკრეტულად ვისთვის იყო ეს გამიზნული.
- ნიღაბი მისი ნამდვილი სახეა, სულიერი სახე
და არა ის ხორციელი, რომელსაც ყველა ხედავს.
- ეს კონკრეტულად მისივე წარმოჩენილი ნიღაბი,
ასევე კონკრეტულად მიმართულია სწორედ მათთვის, ვინც ეს უნდა დაინახოს და შეიგრძნოს!
უხსნიდნენ ფიფოს მსახიობები და ისიც მთელი ინტერესით უსმენდა
და ცდილობდა არაფერი გამორჩენოდა, ყოველი სიტყვა კარგად დაემახსოვრებინა.
LEX. 2016 წლის 19 მაისი, ხუთშაბათი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1745537015688588
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1745537015688588
No comments:
Post a Comment