162.
პიპა
მანქანით სადღაც წასულიყო. შუადღემდე ელოდა ბავშვი, თავის გადამრჩენელ მწირს, მაგრამ
ის კი არ ჩანდა. მერე მიმიც გამოჰკითხა, მაგრამ ვერც მისგან მიიღო პასუხი და საშინლად
დანაღვლიანდა.
- ნეტა, მართლა სად წავიდა ის კაცი? - ახლა მიმი დარდობდა. - ფიფომ რომ უცებ სუნთქვა ვერ შესძლოს...
- მერე ჩვენი ბაბუ ხომ ექიმია. - დააიმედა ბიჭმა.
- ეგ, ჰო. - დამშვიდდა მიმი, თუმცა მაშინვე მიუგო. - ბაბუ ხომ ვეტერინარია?
- ნუ გეშინია, დეე. - ახლა დიმეომ დაუწყო დამშვიდება. - რამეს მოვიფიქრებთ.
„ღმერთო ჩემო!“
ფიქრობდა მიმი.
„ნეტა მართლა სად წავიდა ეს კაცი?“
- არც ბაბუსთვის უთქვამს?
დიმეომ უხმოდ გააქნია თავი.
- წავალ ლეკვებს მივხედავ. - ბიჭი ეზოში ჩავიდა.
მიმი კი ადგილს ვერ პოულობდა. უკვე საკმაოდ წამოზრდილი მუცლით, ოთახში ბოლთის ცემაც უჭირდა.
დაღამდა და მწირის მომლოდინე, არც დიმეოს არ ეკარებოდა ძილი. მიმი უკვე მართლა შიშობდა. ნეტა რა უნდა მომხდარიყო?..
პიპა გვიან ღამით დაბრუნდა.
- სად იყავი? - მაშინვე მიეჭრა მიმი.
- სოკოს საკრეფად. - მშვიდად მიუგო პიპამ.
პიპას ხმაზე, დიმეო მაშინვე ფიფოს ოთახიდან გამოვარდა და გახარებული ბავშვი, მთელი ტანით ჩაეკრო თავის უერთგულეს უფროს მეგობარს.
- უი, არც შენ გძინავს? - მიესიყვარულა ბიჭს. - ასე მელოდებოდი?
დიმეომ არაფერი უპასუხა და ახლა უფრო მაგრად ჩაეკრო.
- გეგონა, მიგატოვე? - გაეღიმა პიპას.
- არა, მაგრამ... - წაილუღლუღა დიმეომ.
- ჰოდა, ხომ მოვედი? - თბილი ხმით მიუგო პიპამ. მერე დაიხარა და ბავშვს ყურში უჩურჩულა. - ჩემო სიხარულო. იცოდე, რომ არასდროს დაგტოვებ მარტო.
ბიჭი კვლავ ჩაეხუტა.
- მხოლოდ ახლა წადი, დაისვენე, ტკბილად დაიძინე. - პიპამ სიყვარულით გადაუსვა ბავშვს თავზე ხელი. - ხვალ აუცილებლად მოგიყვები ყველაფერს.
დიმეო მაშინვე დაემორჩილა. პიპამ კი ფიფოს ოთახს მიაშურა. მიმი კვალში მიჰყვა. სადღაც გულში, ძალიან ბრაზობდა, პიპას ერთი, მშვიდად ნათქვამი სიტყვაც კი საკმარისი იყო, რომ დიმეო მაშინვე გარბოდა მის შესასრულებლად. ახლაც კი მიმიმ რამდენჯერ უთხრა დიმეოს, წადი დაიძინეო და ბიჭმა ყურიც არ ათხოვა.
- და მართლა, სად იყავი? - ახლა მიმიმ დაუწყო გამოკითხვა.
- ტყეში. - მშვიდად მიუგო პიპამ.
- რა ტყეში? - კოპები შეკრა მიმიმ.
- სოკოს საკრეფად. - კვლავ მშვიდი ხმით მიუგო პიპამ. - ხომ გითხარი?
მიმიმ უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
პიპამ ღრმად ამოისუნთქა. მიმის საშინლად გადაღლილი მოეჩვენა.
- წადი დაიძინე შენც. - შესთავაზა მიმიმ. - მე დავრჩები ფიფოსთან.
- არ მეძინება. - ძალიან დაბალ ხმაზე მიუგო პიპამ. - თანაც ფიფოს, ღამის თევა სულაც აღარ სჭირდება. - მერე კი ღიმილით დასძინა. - უკვე დიდი ბიჭია.
მიმის ცალყბად გაეღიმა. ერთი სული ჰქონდა, გამოეკითხა თუ სად იყო დაკარგული ასე მთელი დღით ეს კაცი, მაგრამ შესაფერის შეკითხვას, ვერ მოაბა თავი. იმასაც გრძნობდა, რომ აშკარად რაღაცაში იყო საქმე, მაგრამ როგორ უნდა გამოეკითხა, არც კი იცოდა. ან ეტყოდა პიპა სიმართლეს?
- მხატვარი, როდსღა ჩამოდის აქეთ? - მიმიმ საუბრის დაწყება სცადა. - უკვე ლამის მეორე კვირაა, რაც ჩვენ წამოვედით და ის კი მაინც ქალაქში რჩება.
- მალე ჩამოვა.
- ისე, თუ აქეთ არ უნდა ჩამოსვლა და იქ ურჩევნია...
- არაფერი ვიცი.
- მე არ მაქვს პრობლემა. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - პირიქით, ჩემთვის ძალიან კარგიც არის, რომ სახლში ვინმე მაინც გაათევს ღამეს.
- ვერაფერს გეტყვი. - მდარედ მიუგო პიპამ.
მიმიმ უხმოდ გააქნია თავი.
პიპას აშკარად უხასიათობა ეტყობოდა. მიმის ნამდვილად არ შეშლია. თუმცა არც კი იცოდა, ახლა რომელ თემაზე წამოეწყო საუბარი, რომ პიპაც აეყოლიებინა და მერე კი მისთვის საინტერესო კითხვაც დაესვა.
მიმი ხან ამინდს გადაწვდა, ხან ფიფოს მდგომარეობას, მაგრამ საუბარი მაინც ვერ შედგა. პიპას პასუხები მოკლე და უღიმღამო იყო. მიმი ხვდებოდა, რომ სულ სხვანაირად უნდა დაესვა შეკითხვა, რომელზედაც უფრო დამაკმაყოფილებელ პასუხს მიიღებდა, მაგრამ უკვე ჩანდა, პიპა არაფრის მომყოლი არ იყო.
და მაინც, რაღაც ხდებოდა...
- ძილი ნებისა, ბატონო პროფესორო! - ირონიით მიმართა მიმიმ და უკმაყოფილო სახით ოთახიდან გავიდა.
პიპამ არაფერი უპასუხა.
მიმი დარწმუნებული იყო, რომ აუცილებლად დაადევნებდა პასუხს, მაგრამ აქაც შეცდა.
საათიც არ იყო გასული, რომ პიპა, მიმის საძინებლის კარი ფრთხილად შეაღო.
- ვიცი, არ გძინავს. - ჩურჩულით მიმართა პიპამ.
- საიდან? - გაკვირვებული სახით დაჭყიტა თვალები მიმიმ.
- შენს სუნთქვას დავუგდე ყური.
- ახლა სუნთქვაც დამითვალე. - მიმი საწოლში წამოჯდომას შეეცადა.
- იყავი, არ ადგე. - შეაჩერა პიპამ და იქვე, საწოლზე ჩამოუჯდა. - გავალ მალე.
- მოხდა რამე?
- რა უნდა მომხდარიყო? - კითხვითვე მიმართა პიპამ. - ელი რამეს?
- რა ვიცი, აბა? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - მთელი დღე დაიკარგე, ამ ტყეში დაგვტოვე და მერე მიყვები, რომ სოკოს საკრეფად იყავი.
- მასე იყო.
- კარგი, რაა! - იწყინა მიმიმ. - რა სოკო? აბა, სად არის სოკო?
- უი, არ მომიტანია? - ირონიულად გაიკვირვა პიპამ. - ალბათ, მანქანაში დამრჩა.
- უი, მართლა? - ცინიკურად მიუგო მიმიმ.
პიპამ არაფერი უპასუხა.
- ასე დაკარგვაც არ შეიძლება. - უსაყვედურა მიმიმ. - მობილურის ტარებასაც არ კადრულობ.
- ჯერ არ ვთვლი საჭიროდ. - მიუგო პიპამ. - მგონი, უნდა ხვდებოდე, თუ რატომაც.
- კი მაგრამ. - ისევ საყვედურის ტონით განაგრძო მიმიმ. - უცებ, რამე რომ მოგვსვლოდა, ან ფიფოს...
- მერე ჩვენი ბაბუ აქ არ არის? - ცალყბად გაეღიმა პიპას.
- კი მაგრამ ის ხომ ვეტერინარია!
- მერე რა? ყველაფერი იცის, შენ მაგაზე არ იდარდო. - პიპა გაჩუმდა.
არც მიმი იღებდა ხმას, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი შეკითხვა ჰქონდა. ძალიან აინტერესებდა, თუ მართლა სად იყო ასე მთელი დღით დაკარგული, მაგრამ პიპა, როგორც ჩანდა პასუხს არ ჩქარობდა.
- ჩუკიმ ოპერაცია გაიკეთა. - როგორც იქნა, დაარღვია დუმილი პიპამ.
- ვაი, რატომ არ მითხარი მერე? მაგას მიმალავდი? როგორ არის ახლა? ოპერაციამ როგორ ჩაიარა? - ერთბაშად დააყარა კითხვები მიმიმ.
- დილიდან უკეთებდნენ, ძლივს დაამთავრეს და მეც მალე წამოვედი. - დინჯი ხმით მიუგო პიპამ.
- და ახლა როგორ არის?
- ჯერ რეანიმაციაშია და მერე ვნახოთ. - პიპამ ამოხვნეშა. - კარგად ჩატარდაო და აბა მეტი რა გითხრა?
- უჰ, მადლობა ღმერთს! - მიმიმ ამოისუნთქა.
პიპამ უხმოდ დაუქნია თავი.
- ისე გეთქვა, მერე. - უსაყვედურა მიმიმ. - რატომ მალავდი?
- არ ვმალავდი. - კვლავ მშვიდი ხმით მიუგო პიპამ. - უბრალოდ, დეტალებში მოყოლის თავი არ მაქვს. ბავშვიც აღარ ვანერვიულე, მასაც არაფერი ვუთხარი. უეჭველი, წაყვანას მოითხოვდა.
- ეჭვიც არ შეგეპაროს. - ჩაეღიმა მიმის. - ვერაფრით დავაკავებდი და იმდენს იზამდა, მაინც წამოგყვებოდა.
- ან ახლა წამაყვანინებდა თავს. - დაურთო პიპამ.
- დარწმუნებული ვარ, არ მოგასვენებდა.
- ხვალისთვის შევპირდი მოყოლას.
- ჰმ. რა თქმა უნდა, მაშინვე დაგიჯერა და დასაძინებლად გაიძურწა, როგორც კი შენ უთხარი.
- რა იყო, მიმი? - ჩაეღიმა პიპას. - ხომ არ ეჭვიანობ?
- არა, მაგრამ...
- უბრალოდ, ჩვენი ბიჭი, ვაჟკაცობს და დედიკოს უფრო დაუჯერებს, თუ თავის უფროს მეგობარს?
- რა ვიცი?.. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - ჰო... ლოგიკურია...
- კაცურ სიტყვაზე მენდო, ხვალ მოგიყვები-მეთქი და მოვუყვები კიდევაც! - მიუგო პიპამ. - და წაყვანაც რომ მომთხოვოს, დღისით წავიყვან, აბა რაა.
- აუცილებლად მოითხოვს. - მიმიმ ამოიხვნეშა. - ნეტა, მეც შემეძლოს ჩუკის ნახვა.
- მობილურით გაჩვენებთ. ჯერ მთავარია, ამ ღამემ მშვიდად ჩაიაროს და პალატაში უკვე შეგვიშვებენ მერე ალბათ.
- წესით, რატომ არ უნდა შეგიშვან? - მიმიმ წამით იყუჩა. - ისე, შეიძლება არც იქ არ შეგიშვან. გააჩნია, რა წესები აქვს იმ კლინიკას.
- შეიძლება.
მიმიმ უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- მერე ჩვენს ქუჩაზეც გამოვიარე. - ჩუმი ხმით დაიწყო პიპამ. მიმისგან ერთი ბალიში აიღო და ბეჭებთან ამოიდო.
მიმიმ არაფერი უპასუხა. პიპამ კი განაგრძო:
- მართლა ჩვენი ქუჩაა... ჰმ. ჩემი, შენი, ფიფოსი და მხატვრის.
- ჰო... - წაიჩურჩულა მიმიმ.
- ახლა კი ძანესიც არის, მაგრამ სახლი კი დიმეოსია. - პიპა წამით შეყოვნდა. - მარტო სახლი კი არა, ლამის ნახევარი ქუჩა.
- ისე, რატომ გააკეთე ასე? - ჰკითხა მიმიმ.
- ასე როგორ?
- უცებ, ერთ დღესაც, წლების მერე დიმეო ცხადდება ერთადერთ მემკვიდრედ, იმ ქონებისა და იმ სახლების, სადაც არასდროს უცხოვრია და რა იყო ეს?
- რა უნდა ყოფილიყო? - მხრები აიჩეჩა პიპამ. - როგორც კი გადავწყვიტე ახალი ოჯახი შემექმნა, იმ დღეებშივე დავწერე ანდერძი.
- ხომ, მაგრამ ასე წინასწარ... - მიმი წამით გაჩუმდა. - ოჯახი მაინც არ შეიქმნა და შენ ისე მოაწყვე, რომ ჯერ კიდევ დაუბადებელი მემკვიდრე, რამდენიმე წლით ადრე დაასახელე.
- ჰმ, ესე იგი, გაინტერესებს წინასწარ ასე როგორ განვსაზღვრე? - ჩაეღიმა პიპას.
- დიახ!
- სულ მქონდა იმის დარდი, რომ ძანე ქუჩაში არ დარჩენილიყო. - მშვიდი ხმით დაიწყო პიპამ.
- და ქუჩაში რატომ დარჩებოდა?
- იმიტომ რომ არასრულწლოვანის მეურვე, თუ კი წინასწარ დასახელებული არ არის, მაინც უახლოესი ნათესავები გამოდიან. - პიპამ ამოიხვნეშა. - მით უმეტეს, თუ შეურაცხადია. ამიტომაც, რადგან მართლა ასე გენდობოდი და მიუხედავად იმისა, ბავშვი გაჩნდებოდა თუ არა, მაინც შენ, როგორც მის ერთადერთ მეურვეს, შენს განკარგულებაში გადმოვიდოდა ყველაფერი.
- კი მაგრამ, შენ ძალიან კარგად იცოდი, რომ არაფერი მაკლდა და...
- ეგ არაფერ შუაშია. - თავი გააქნია პიპამ. - შენი ქონება, შენი იყო და ის რაც ძანესი იყო, მის სამართავად, სათავეში თავად ვერასდროს ჩაუდგებოდა. არც მოხუცებული ბებია-ბაბუის ხელშიც იყო სანდო, რადგან მათი ცანცარა და ქარაფშუტა ქალიშვილი იმდენს იზამდა, რომ მართლა ქუჩაში დატოვებდა ყველას.
- და ამიტომ ჩემზე გააფორმე?
- შენზე იმდენად არა. - ჩაეღიმა პიპამ. - ისე თავიდან მართლა შენ ამოგირჩიე. მე რომ აღარ ვიქნებოდი, ერთ დღესაც ნოტარიუსი მოგაკითხავდა.
- კი მაგრამ ანდერძში ეწერა, რომ ჩემი პირველი შვილი იყო მემკვიდრე!
- ეგ მერე შევცვალე, როცა გავიგე.
- და რომ არ დაბადებულიყო? ან შენ რა იცოდი? - ირონიით ჩაეკითხა მიმი. - იქნებ, ვისი იყო ის ბავშვი?
- როცა გავიგე, მაშინ შეცვალე, ახლა არ გითხარი? თანაც მანამდე, მხოლოდ შენზე ვფიქრობდი, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, მაინც სამართლიან მეურვეობას გაუწევდი ძანეს.
- და რატომ ჩემზე? სულ გამირბოდი და თავიდან მიშორებდი და მაინც ჩემი მეურვეობა გინდოდა?
- არ მინდოდა, შენც იმ წუმპეში გამეხვიე და იმიტომ! - მიუგო პიპამ. - შენგან რაც შეიძლებოდა ვცდილობდი, უფრო შორს დამეჭირა თავი, რადგან ძალიან მომწონდი. მართლა მომწონდი და არ გისურვებდი ჩემნაირი კაცის გვერდით ყოფნას. ამიტომაც, ჯერ კიდევ ადრე, როცა ძანეს მეურვედ ამოგირჩიე, მანამდე კარგად შეგისწავლე. მიუხედავად, ასეთი ქონების პატრონისა, ამპარტავანი სულაც არ იყავი. მშვენივრად იცოდი, თუ ვისთვის როგორი პატივი გეცა და რაც მთავარია, არ დახარბდებოდი კიდევ უფრო მეტ ქონებას და არაფერს წაართმევდი შეურაცხად ბავშვს.
- საკმაოდ მსუყე დახასიათება მივიღე საკუთარ თავზე. - გაეღიმა მიმის.
- მსუყეა თუ მსუბუქი, მაინც ასეა.
- და ვიქნებოდი თუ არა ორსულად, მაინც მე ვიყავი ძანეს მეურვე?
- რა თქმა უნდა! მერე კი უფრო სხვანაირად დავალაგე ანდერძის არსი, მთავარ და ერთადერთ მემკვიდრეს, ჯერ არ დაბადებული ბავშვი დავასახელე.
- და რომ არ დაბადებულიყო?
- მაშინ ისევ შენ რჩებოდი მემკვიდრედ და ძანეს მეურვედ, ხომ მივუთითე, ესეც ერთ-ერთ პუნქტში? თუ წესიერად არც წაგიკითხავს ჩემი ანდერძი?
- რა ვიცი... - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - აღარც მახსოვს... ისეთი გაოგნებული დავრჩი მაშინ.
- გმადლობ ძანესთვის. - პიპა წამით შეყოვნდა. - ვიცი, რომ სანამ ამ ანდერძს მიიღებდი, მთელი ეს წლები, ინკოგნიტოდ ეხმარებოდი ჩემებს.
- და ეგ საიდან გაიგე? - გაკვირვებით იკითხა მიმიმ.
- არც თუ ისე დიდი ხნის წინათ. შენს ფაილებში შევძვერი.
- რაა? რა უფლებით? - იწყინა მიმიმ.
- ყველაფერი უნდა გადამემოწმებინა, არაფერი უნდა შემშლოდა და მაგიტომ. ისიც კი გავიგე, რომ შენს გარეშე, ცალკე ფიფოც ფინანსურად ეხმარებოდა ჩემებს.
- მართლა? - ახლა უფრო მეტად გაიკვირვა მიმიმ.
- მართლა. - მშვიდად მიუგო პიპამ.
- ჰმ, საინტერესოა. - ჩაფიქრებული ხმით თქვა მიმიმ. - წარმოდგენაც კი არ მქონდა.
- ჰაჰ! - გაეცინა პიპას. - არც კი იცოდი ეს წლები, როგორ კაცთან ერთად იცხოვრე.
- და მაინც, როგორთან? იქნებ, ცუდი რამეებიც იცი ფიფოზე, რაზეც მე წარმოდგენაც საერთოდ არ მაქვს.
- ცუდი, არაფერი. მხოლოდ და მხოლოდ, კარგი.
- კიდევ კარგი. - ამოისუნთქა მიმიმ.
- რაღაცას შინაგანად ვგრძნობდი. - დინჯად დაიწყო პიპამ. - რაღაც ძალიან, ძალიან კარგად, უპრობლემოდ ამეწყო ყველაფერი, მიუხედავად ჩემი ქმედებებისა და აი სწორედაც, რომ ეს მაშინებდა. ამიტომაც შეცვალე ასე ანდერძი. მე თუ ვერ შევძლებდი თქვენთან ერთად ცხოვრებას, არც ძანე დარჩებოდა ქუჩაში.
- შენ ისეთი ანდერძი გქონდა დაწერილი, რომ თითქოს ყველაფერი უკვე მართლა წინასწარ იცოდი.
- თუ აქედან ვერ გავასწრებდი, დარწმუნებული ვიყავი, მართლა ისე გამაქრობდნენ, რომ თითქოს არც არასდროს დავბადებულვარ.
- მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც რისკავდი ჩემთან ერთად ცხოვრებას? - უკმაყოფილოდ გააქნია თავი მიმიმ.
- ამიტომაც ჯერ მე მინდოდა ქვეყნიდან გასვლა და მერე გამოჩნდებოდა, თუ რამდენად შევძლებდით ერთად ცხოვრებას, რა ან ვინ და რამდენად შეგვიშლიდა ხელს. – პიპა გაჩუმდა და მალევე განაგრძო. - რადგან, ოფიციალურად არ ვიყავით ქორწინებაში და მხოლოდ ჯვარი გვქონდა დაწერილი, ძანეს გაყვანას ქვეყნის გარეთ შენ ვერ შეძლებდი, ამიტომაც მეურვის სტატუსით, კიდევ შეიძლებოდა ამის მოგვარება. თუნდაც, ვითომ ბავშვის ჯანმრთელობის თვალსაზრისით.
- ჰო, მაგრამ... - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - დედა თუ სახეზე ჰყავს და სხვა ოჯახის წევრებიც, მაინც მე რატომ მომეცემოდა ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის უფლება?
პიპამ არაფერი უპასუხა. მიმიმ კი განაგრძო:
- მეურვეს მაშინ უფრო მეტი ძალა არა აქვს, თუ ბავშვს, არავინ ნათესავი არ ჰყავს?
- იმის და მიხედვით, თუ მეურვე უფრო ახალგაზრდაა და ასე ვთქვათ, უფრო უნარიანი, ვიდრე მოხუცებული ბებია-ბაბუა, მაშინ მეურვის სასარგებლოდ მეტი უფლება იხრება და ამ ყველაფერს დამატებული ის რომ, ჩემს უსაყვარლეს დაიკოს დედობის უფლება აქვს ჩამორთმეული.
- შენ ჩამოართვი? - შეიცხადა მიმიმ. - ეს როგორ გააკეთე? იქნებ, თავიდან არა, მაგრამ მერე რომ მოუნდეს ბავშვთან ყოფნა...
- ჰმ, ვის? - მწარედ ჩაეცინა პიპას. - ძანეს დედა, არასდროს ჰყოლია. დედამისად წოდებული, მხოლოდ ხორციელად იდო სახლში.
- ჰო, მახსოვს, მაგრამ მაინც. - მხრები აიჩეჩა მიმიმ.
- რაც შეეხება დედობის უფლებას, ეგ უკვე თავად მთხოვა.
- რაა?! - მიმი საწოლში წამოიწია. - რა გთხოვა?
- ქალბატონს, იმდენად სურდა, რომ სრული თავისუფლება ჰქონოდა, თავად მოითხოვა, ძანეს დედის გრაფაში ამოერეცხათ მისი სახელი.
- მართლა? - გაოცდა მიმი.
- მართლა. - პიპამ ამოიხვნეშა. - მამის გრაფა შეიძლება ცარიელი დარჩეს, მაგრამ დედის ასე ადვილი არ არის, როცა მამა სახეზეა.
- ჰო, არ არის ეგ ადვილი.
- ეს იმ შემთხვევაში ხდება. - განაგრძო პიპამ. - როცა კალათით დაუსვამენ ჩვილს თავშესაფრის ზღურბლთან და მაშინაც კი ბავშვისთვის სახელის მინიჭების მიზნით, იქვე თანამშრომლის გვარსაც აძლევენ. გრაფაში კი მაინც მითითებულია, რომ მისი წარმომავლობა უცნობია.
- და ამიტომ დედობა ჩამოართვი?
- მხოლოდ ასე იყო შესაძლებელი და ამაშიც კარგა გვარიანი თანხა წამგლიჯა. - ჩაეცინა პიპას. - ისედაც ვაპირებდი დასაჩუქრებას. ბონუსის სახით, რამე ძვირფასის ყიდვა მინდოდა მისთვის, თავად ამოირჩევდა თუ რა სურდა, მაგრამ... ჰმ, აქეთ დამასწრო, საკმაოდ დიდი გასამრჯელო მოითხოვა.
- და შენც მიეცი?
- რა თქმა, უნდა! აბა სხვა შემთხვევაში, არ მომიწერდა ხელს საბუთზე, რომ ნებაყოფლობით ამბობდა უარს, საკუთარ შვილზე!
- ღმერთო ჩემო! - თავი გააქნია მიმიმ.
- ზოგი, რა დაიბადება, არა? - ჩაეცინა პიპას.
- ბავშვთა სახლში ბევრი ცხოვრობდით?
- საკმაოდ. სწორედ იმ პერიოდში, არა ერთი ომი გამოვიარეთ და უფრო და უფრო გვემატებოდა ბავშვები. - პიპა გაჩუმდა.

აღარც მიმი იღებდა ხმას და სულმოუთქმელად ელოდა, თუ როდის გააგრძელებდა პიპა საუბარს. ბოლოს მიმიმ ვეღარ მოითმინა:
-
მაინც, როდისღა გაიგე, თუ სინამდვილეში ვინ იყო?
- ვისზე ამბობ? - გაიკვირვა პიპამ.
- დიმეოზე გეკითხები. აქ რომ ცხოვრობდით, მაშინ.
- ოო! ყველაზე საოცრება ეგ იყო. გაზაფხული დგებოდა და რადგან გადავწყვიტეთ, რომ ბავშვიანად იქ უნდა გვეცხოვრა, ახლა მეტი სარჩო დაგვჭირდებაო, ჩვენმა მასპინძელმა და ამიტომ თავს არ ვზოგვდით. მიწას კარგად ვამუშავებდით, სათესად ვამზადებდით, ახალი ნერგებიც დავრგეთ. ბაღიც კი გავაწყვეთ. დიმეო დიდი კაცივით გვედგა გვერდში და ისე გვეხმარებოდა, რომ ტოლს არ გვიდებდა. საშინლად ვიღლებოდით, მაგრამ ბავშვი მაინც ბავშვია, უსაზღვრო ენერგია აქვს. ცოტათი დასვენებაც კი კმაროდა, უცებ ისევ ენერგიაზე მოდიოდა. თანაც ახლა უვე სტიმული გაუჩნდა, ახალი ცხოვრება დაიწყო, მომავლის იმედით ბედნიერი დარბოდა და მიწაზე მუშაობის გარდა, ეზოს გალამაზებაზეც ზრუნავდა.
- ამაში მე მგავს. - გაეღიმა მიმის. - ყველაფერი ლამაზად გაწყობილი უყვარს და მერე?
- მერე ის, რომ ეს ერთი ციდა უსუსური, სუსტი მისავათებული ბავშვი, ახლა უკვე კარგი საჯიშე ბიჭია, როგორც ბაბუ იტყოდა და დიმეოც ვაჟკაცურად იფერებდა შექებას.
- ისეთი აღფრთოვანებით გვიყვებოდა მერე, როცა უკვე ფიფომ აიძულა და გაგვაცნო ის კაცი. - ჩაურთო მიმიმ. - მაგრამ რატომღაც შენ არასდროს უხსენებიხარ. ძალიან დიდ ხანს ვიყავით დარწმუნებულნი, რომ ვიღაც მეცხვარემ იპოვა ბავშვი და მერე იმ კაცთან ჩაიყვანა.
- ჰოო? - ჩაეღიმა პიპას.
- ვითომ არ იცოდი? - ეჭვიანად ჰკითხა მიმიმ.
- როგორ არ ვიცოდი. - ჩაეღიმა პიპას. - როცა ჩემი მოგონილი იყო.
- მერე პანდემიაც დაემთხვა, დროც გაიწელა, მაგრამ სულ მიკვირდა, როგორ არ გამოცხადდა ის კაცი, და როგორ არ ჩაგვაბარა ბავშვი. ხომ შეიძლებოდა, რომ სახლში არ დავხვედროდით ან სულაც იქ აღარ გვეცხოვრა?
- დიდი ალბათობით, მიმი. - დინჯად დაიწყო პიპამ. - ოჯახში, სადაც ბავშვია დაკარგული, ცდილობენ რომ იმ სახლიდან არსად გადავიდნენ, რადგან მაინც იმედი აქვთ, რომ ოდესმე როგორმე მოაგნებს სახლს და ასე შემდეგ.
- და შენ, ეგეც გათვალე?
- რა თქმა უნდა! - მხრები აიჩეჩა პიპამ. - აბა, ამდენი თვის ნალოლიავებ და მოვლილ ბავშვს, რომელიც ყაჩაღებს ძლივს გამოვტაცე ხელიდან, ისე უბრალოდ და ძალიან მარტივად მითითებულ მისამართზე დავტოვებდი? თანაც, თუ უკვე ვიცოდი, თუ ვის.
- მდააა..
- დიახ! ყველაფერი მანამდე გავარკვიე, სანამ ბავშვს მოგიყვანდით, ისიც კი ვიფიქრე, რომ ჩემს დანახვაზე არ დამიჯერებდით და ბიჭის გატაცებას დამაბრალებდით, რადგან მაინც ჩემი სისხლი და ხორცი იყო.
- აბა, წარსულიდან არაფერი მახსოვდაო? - უკმაყოფილოდ ჩაეკითხა მიმი.
- ჰოო, ეგ კიდევ ცალკე ისტორიაა.
- მერე? მომიყევი ბარემ ბოლომდე! - მკაცრი ტონით მიმართა მიმიმ. - ყველაფერი მინდა ვიცოდე, რაც ჩემს შვილს შეეხება და მის ირგვლივ ტრიალებდა!
- იმ დღესაც ბევრი ვიშრომეთ, საშინლად გადავიღალე. - განაგრძო პიპამ. - ცალკე ფიქრისგან თავი მისკდებოდა. რა ფული ჰქონდა ბავშვს, ან საიდან ამდენი? ის კაცი კი მილიონს მთავაზობდა, თუმცა ზუსტად რა მნიშვნელობა ჰქონდა, მილიონი იქნებოდა, თუ ორი, ან თუნდაც, ნახევარი. აღარ ვიცოდი რა მეფიქრა. ან ამ ფულის გამო, კიდევ ვინ დაგვიწყებდა დევნას. გამოსასყიდზე არც მიფიქრია, ვერც კი წარმოვიდგენდი, რადგან დიმეო ისე იქცეოდა, რომ ეჭვიც არ მეპარებოდა, ისინი იყვნენ მისი მშობლები. ამიტომაც ვიფიქრე, რომ ეს მოპარული ფული იყო, დიდი ძარცვის შემდეგ, საერთო ხაზინიდან გატაცებულ თანხას, ახლა სხვა ნაძირლები ედგნენ ალბათ კვალში და ამით უფრო დავშინდი. ბიჭსაც სიტყვა ჩამოვართვი, რომ არასდროს, არავისთან ეხსენებინა, რაღაც ტვირთს რომ დაათრევდა და ასე ძლიერ უფრთხილდებოდა.
- და მერე? მეს ის უფრო მაინტერესებს, თუ შენ როგორ გაიგე, ვინ იყო ეს ბავშვი?
- ჰოდა, როცა დაღლილ-დაქანცული ტახტზე ვისვენებდი, თან ფიქრისგან თავი მისკდებოდა. ათას რამეს ვფიქრობდი იმ ფულზე, თუმცა მისი სულ ოდნავ დახარჯვაც კი კატეგორიულად გამოვრიცხე. დიმეო კი ამ დროს პიანინოს მიუჯდა. მე კი ამდენი ფიქრისა და გადაღლილობისგან უკვე ჩათვლემის, სწორედ ის მელოდია ჩამესმა ყურში...
LEX. 2024 წლის 23 თებერვალი, პარასკევი. - ვისზე ამბობ? - გაიკვირვა პიპამ.

No comments:
Post a Comment