დიმეო
ვერ იძინებდა, წუხდა, დედასთან ერთად უნდოდა დაძინება. ისიც კი მოიმიზეზა,
რომ ჩამეძინა და სიზმარში, ის საშინელი კაცი ვნახეო.
მიმიმ
ნება დართო, თუმცა მაინც ღიმილით უსაყვედურა:
- დიმეო, დიდი ბიჭი ხარ უკვე, დეე.
- მამიკო როცა კარგად გახდება, აი მაშინ, კაცები ერთად დავიძინებთ! - შუბლი შეკრა ბიჭმა.
- კარგი, კარგი. - ხმამაღლა გაეცინა მიმის.
- მშვიდობა გაქვთ? - კარის იქიდან მოისმა პიპას ხმა.
- მოკლედ, საძინებელთანაც კი მდარაჯობენ! - მიმის ხმაში წყენაც გაისმა.
- დიმეოს ვეძებდი. - მიუგო პიპამ.
- აქ ვარ, შემოდი! - მკვირცხლად წამოჯდა ბავშვი.
პიპამ
საძინებლის კარი შეაღო. მიმიმ კი ბიჭს უსაყვედურა:
- ჯერ, შენ შემომეჭერი ჩემს საძინებელში და ახლა უცხო კაცსაც ეპატიჟები?!
- უცხო სულაც არ არის! - წყენით მიუგო ბავშვმა. - მწირი ჩემი მეგობარია და ყოველთვის ასე იქნება! რაც არ უნდა მოხდეს!
„ჰმ, მისი სიტყვებითაც კი ლაპარაკობს უკვე.“
გაიფიქრა მიმიმ.
„ბავშვიც კი ბოლომდე თავის ჭკუაზე გადაიყვანა.“
- ისე მართლა, რა წესია კაცები, ქალის საძინებელში? - პიპამ დიმეოს გადახედა.
- აბა ის საზიზღარი კაცი რომ მესიზმრება, ის კარგია? - აწუწუნდა ბიჭი.
- ოო, ეგ ძალიან ცუდია. - თბილად მიმართა პიპამ. - რადგან იმდენად ვერ აკონტროლებ შენს ემოციებს, რომ სიზმარშიც კი მოგყვება, მაგრამ იცი რა მაინტერესებს?
დიმეომ მხრები აიჩეჩა.
- საერთოდ გეძინა კი? - ღიმილით უთხრა პიპამ და ხელით ანიშნა წამოდიო.
- არ მინდა ჩემს ოთახში დაძინება! - გაჯიუტდა ბიჭი.
- მეც შენთან ერთად ვიქნები, სანამ არ დაიძინებ, არ დაგტოვებ. - დაუყვავა პიპამ.
- და საინტერესო რამეებს მომიყვები?
- აუცილებლად!
- მაშინ, დედიკოც წამოვიდეს? - კვლავ აწუწუნდა ბავშვი.
- დიმე. - საყვედურით გადახედა პიპამ. - ცოდოა დედიკო, ვერ ხედავ უკვე ძლივს...
პიპა გაჩუმდა და მიმიც მაშინვე ჩაერთო:
- ძლივს დავგორავ! მაგის თქმა უნდა! - ჩაეცინა მიმის. - შემომივარდით აქ ორი კაცი და დამცინით კიდევაც!
დიმეო წამოდგა და უხმოდ დატოვა მიმის საძინებელი.
- ახლა მომიყევი რამე. - ბიჭი საწოლში შეწვა და პიპას მუდარით სთხოვა. - ხომ შემპირდი?
პიპას საუბარში ბავშვს მალევე ჩაეძინა და მიმიმაც ფრთხილად შემოაღო კარი.
- შენც კოშმარი დაგესიზმრა? - წაიჩურჩულა პიპამ.
მიმის გაეღიმა და ასევე ჩურჩულით უპასუხა:
- მოგიყვები ყველაფერსო და მეორე საღამოა ვიცდი.
პიპა წამოდგა. ბავშვს ფრთხილად შემოუკეცა საბანი და მიმის მიჰყვა. მიმიმ ქვემოთ დააპირა ჩასვლა, მაგრამ პიპამ შეაჩერა.
- ყველაზე უსაფრთხო, ზედა ოთახებია. - კვლავ ჩურჩულით უთხრა პიპამ.
მიმიმ უსიამოვნოდ გააქნია თავი და საძინებლისკენ წავიდა, პიპაც კვალში მიჰყვა.
- გირჩევნია, საწოლში შეწვე. - მიმართა პიპამ. - ხომ ხედავ, სკამზე ჯდომა უკვე როგორ გიჭირს.
- სულაც არ მიჭირს! - შუბლი შეკრა მიმიმ, თუმცა გულში კი ეთანხმებოდა.
- არ გიჭირს, მაგრამ დისკომფორტს გიქმნის.
მიმი საწოლში შეწვა, პიპაც იქვე ჩამოჯდა.
- რის მოსმენა გსურს? - დაიწყო პიპამ. - ბავშვი, როგორ ვიპოვე? ეგ ხომ უკვე ისედაც ბევრჯერ მოისმინე.
- ჰოდა, არ მჯერა!
- შენ თვითონ თუ არ დაიჯერე, მე ვერაფერს დაგაჯერებ და არც მინდა ზედმეტად ვეცადო. - პიპამ ამოიხვნეშა. - როგორც გინდა, ისე მოიქეცი.
- და მანაც მინდა წესიერად და ბოლომდე მოვისმინო! - კუშტი სახით მიმართა მიმიმ. - როგორ იპოვე ჩემი შვილი?!
- და შენ როგორ დაკარგე? - იქეთ შეუტია პიპამ. - ეგ მაინც თუ იცი ბოლომდე?
- ნუუ... დაახლოებით ვიცი... - მიმი შეყოვნდა. - ფიფო რომელ საქმესაც იძიებდა...
- კარგი, კარგი. - თავი დაუქნია პიპამ. - ეგ გასაგებია, თუ რისთვისაც იქნა ბავშვი გატაცებული, მაგრამ როგორ მოახერხეს?
- მაგას რა მოხერხება უნდა? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - როცა ბავშვს სანდო პირი მიაკითხავს სკოლაში... ბავშვიც ფაქტიურად ყველა ნაცნობს ენდობა.
- რა თქმა უნდა! ბუნებრივია, მაგრამ შენ, ან ფიფოს, მასწავლებელმა როგორ არ დაგირეკათ იმ წუთას? ან მოსწავლე, პირადად მისთვის უცნობ პირს, რატომ გაატანა?
- ესეც რაღაც ისე ოსტატურად მოეწყო, რომ... - მიმიმ თავი გააქნია. - ვიღაც უფროს კლასელი გოგონა მისულა, გარეთ მამაშენი გელოდებაო, მანქანაც ფიფოს მანქანის იდენტური იყო, თუმცა სხვა ყოფილა. - მიმიმ ამოიხვნეშა. - ვფიქრობ, სპეციალურად შეარჩიეს დასვენების პერიოდი, მაგ დროს მთელი სკოლა ყირაზე დგას, ისეთი აურზაურია.
- და შენ როდის გაიგე?
- დაღამებამდე არაფერი გამიგია. - მიმიმ ამოიხვნეშა. - მეგონა, რომ ფიფოს ჰყავდა წაყვანილი თავისთან, რადგან როცა სკოლაში მივაკითხე, მამამისმა წაიყვანაო. გამიკვირდა კიდეც, წინასწარ რომ არ გამაფრთხილა. ღამდებოდა და არც ბავშვი შემეხმიანა, მერე არც ძილი ნებისა მისურვა. გვიან უკვე ფიფოსთან დავრეკე და...
- გასაგებია, მაგრამ ფიფოს თავისთან ჰყავდა წაყვანილი, ეგ როგორ გავიგო?
- ხანდახან თავის მშობლებთანაც რჩებოდა. რა გაგიკვირდა?
- არც არაფერია გასაკვირი.
მიმი ყოყმანობდა. არ იცოდა, ეთქვა თუ არა, რომ იმ პერიოდში, როცა დიმეო გაიტაცეს...
- ფიფო სახლიდან იყო წასული. - უცებ წამოისროლა მიმიმ და თითქოს, რაღაც ლოდი მოეხსნა გულიდან. - როცა დიმეო გაიტაცეს.
- და ბავშვის გამოჩენამ შეგარიგათ. - დაასკვნა პიპამ.
- ჰო. - კვერი დაუკრა მიმიმ.
- რა თქმა უნდა, ფიფოს სახლიდან წასვლა, შენი ბრალი იქნებოდა.
- ჩემი?! - მიმიმ წარბები აზიდა.
- ჰო, შენი! - თავი დაუქნია პიპამ. - შენი მძიმე ხასიათის ბრალი იქნებოდა და მერე, ეჭვიც არ მეპარება, ისევ ფიფო დაბრუნდებოდა სახლში, ისე რომ შენგან ერთი ხვეწნაც კი არ ექნებოდა.
- ნუთუ მართლა ასეთი საშინელი გგონივარ? - ეწყინა მიმის. ფიფოს სახლიდან წასვლა ხომ უფრო მეტადმ მისი მექალთანეობის გამო იყო. თუმცა ამაში, მიმის წვლილიც დიდი იდო. სწორედ მას მიუძღოდა ბრალი, რადგან ფიფოს ახლოსაც არ იკარებდა მაშინ.
- ჩემი შეხედულებით. - დაიწყო პიპამ. - შენ საშინლად კაპასი და ანჩხლი ქალი ხარ, რომელიც ძლივს მიტანს და ძალიან დიდი სურვილი აქვს, ფანჯრიდან წიხლის კვრით გადამაგდოს.
- უმიზეზოდ არავის ვერჩი. - მიმიმ თავის მართლება სცადა.
- და სწორედ მაგიტომაც ვიტან ასე შენს ხასიათს. - მიუგო პიპამ. - პირველ რიგში, დიმეოს გულისთვის უნდა აგიტანო და მეორე კი ფიფოს პატივის ცემის გამო უნდა მოგითმინო.
- ჰმ. დიმეო არ გეყო მიზეზად და ახლა ფიფოს მდგომარეობაც მოიშველიე.
- მიმი, რაც გინდა ის იფიქრე და როგორც გინდა ისე მომექეცი, მაგრამ მანამდე ვერ მომიშორებ თავიდან, სანამ კარგად არ დავრწმუნდები, რომ არაფერი გემუქრებათ და მშვიდად აგრძელებთ ცხოვრებას.
პიპა წამოდგა, მაგრამ მიმიმ შეაჩერა.
- სად მიიძურწები?! - მკვახედ მიახალა მიმიმ. - გგონია ასე ადვილად დაიძვრენ თავს? ძალიან ბევრი რამ გაქვს ჩემთვის ასახსნელი!
- როგორც შენ იტყვი. - პიპა ცივი სახით ადგილს დაუბრუნდა. - მკითხე, რაც ასე ძლიერ გაინტერესებს და ღამის ძილსაც კი გიფრთხობს.
- რამდენჯერ უნდა გაგიმეორო? - წყენით მიმართა მიმიმ. - სულ თემის შეცვლას როგორ ცდილობ?!
- რა გინდა. მიმი?! - შეუტია პიპამ. - შემთხვევით, ის ხომ არ გეწყინა, ანჩხლი და კაპასი რომ გიწოდე?
მიმიმ კოპები შეკრა, მაგრამ არაფერი უპასუხა.
- თუმცა, ისიც დავაყოლე, რომ მხოლოდ ჩემს მიმართებაში ხარ ასეთი, მაგრამ პირადად შენ, რა გინდა მაინც? - განაგრძო პიპამ. - გინდა რომ შენი გულის მოპოვება ვცადო? და მერე შენ, რა თქმა უნდა, უარით უნდა გამისტუმრო და ამით საკუთარ თავს დააჯერო, რომ მაგარი ქალი ხარ და ფიფოს ღალატს არ აპირებ? ჰაჰ! არაფერში მჭირდება შენი სიყვარული! და არც არავისი! უბრალოდ, საშინლად მექცევი და ბავშვიც გრძნობს ამას. ყველა მეგობარს თბილად და შინაურულად ექცევი და მხოლოდ ჩემს მიმართ გაქვს აგრესია! მე კი ყველაფერი მესმის და გულთან ახლოსაც არ მიმაქვს, მაგრამ სხვებისთვის? ვინც მართლა არაფერი იცის ჩვენზე, მათთვის საკმაოდ საეჭვოდ გამოიყურება შენი ქცევა და თუ შეიძლება დამშვიდდი, დაშოშმინდი და რაც ახლა ყველაზე მთავარია შენი ოჯახისთვის, იმაზე იფიქრე! მართლა არ მჭირდება შენი სიყვარული.
- შენ კი თავს არიდებ იმას, რომ წესიერად მაინც მომიყვე, თუ როგორ იპოვნე ჩემი შვილი?! - მიმიმ თემის შეცვლა სცადა. პიპას ასეთ თავდასხმას არ მოელოდა და ვეღარც უძლებდა.
- ჰმ, მართლა წარმოდგენაც კი არ მაქვს, თუ როგორ მოხდა ეს და საიდან დავიწყო არც კი ვიცი. - მხრები აიჩეჩა პიპამ.
- იქ სადღაც მონასტერში როგორ მოხვდი, აი სწორედ იქიდან დაიწყე. - შეეშველა მიმი და შვებით ამოისუნთქა, თუ როგორ ადვილად შესძლო საუბრის გადატანა.
- არც ეგ ვიცი!
- აბა ციდან ხომ არ ჩაფრინდებოდი?! - ცინიკურად აღნიშნა მიმიმ. - საიდანღაც ხომ მიხვედი, არა?
- წარმოდგენაც კი არ მაქვს! - მხრები აიჩეჩა პიპა.
- სულ ადრინდელი რა გახსენდება, ის მაინც არ იცი?
- ჩემი ცნობიერება იქიდან იწყება, რომ ერთ დღესაც წამოვდექი და ცარიელ სკამზე დავჯექი. - ჩაფიქრებული ხმით დაიწყო პიპამ.
- ჩვეულებრივ, ცარიელ სკამზე ჯდებიან, ხოლმე. სხვათა შორის. - კვლავ ირონიით ჩაურთო მიმიმ.
- ჰოდა სწორედაც რომ იმ ცარიელ სკამზე დავჯექი, სადაც არავინ ჯდებოდა!
- ჰმ.
- ან ვერავინ ბედავდა დაჯდომას. - ჩვეული სიდინჯით განაგრძო პიპამ. - თუმცა ეს მაშინ ჩემთვის სრულიად გაუცნობიერებელი იყო. მხოლოდ ცარიელი სკამი იყო და ვისთვის იყო განკუთვნილი, ამას მნიშვნელობა არც ჰქონდა და სწორედაც ამ სკამის დაკავების გამო ატყდა ჩემთვის გაუგებარი ჩოჩქოლი. სკამიდან წამოყენებაც კი სცადეს. მე კი ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, რაღაც ხმები კი ჩამესმოდა სადღაც შორიდან, სიტყვები კი ვერ აღწევდა ჩემს გონებამდე. ალბათ, რომ ვერაფერი გამაგებინეს და ახლა კი დარწმუნებულიც ვარ, რომ მაშინ საკმაოდ უაზრო თვალებითაც ვიყურებოდი. იქიდან აქედან ხელები ჩამჭიდეს და ისე შეეცადნენ ჩემს აყენებას.
- და რა სკამი იყო ასეთი? - გაიკვირვა მიმიმ. - ან ვისი იყო?
- ჰო, დიახ! ვისი იყო, ამაში ყოფილა მთელი საქმე.
- და მერე?
- მერე ვიღაცის ძლიერი ხელი მხარში ჩამაწვა და იმავე სკამზე ძალით დამსვა. ამის მერე ის ადგილი ჩემი გახდა და სხვა სკამის შემოთავაზება აღარავის უცდია. - პიპა წამით შეყოვნდა. - სავარაუდოდ, ის მონასტრის წინამძღვრის ადგილი იქნებოდა და მეც უნებურად დავიკავე, რის გამოც ბერებისგან სრული უკმაყოფილება წამოვიდა, წინამძღვარმა კი მე დამითმო, თუნდაც იმის გამო, რომ შეურაცხადი ვიყავი, პასუხიც არ მომეთხოვებოდა. ყველა პატივით მეპყრობოდა, თავისი ხელით მაჭმევდნენ, მაცმევდნენ, მბანდნენ კიდევაც და მხოლოდ ეს ერთხელ, როდესაც უკვე დამოუკიდებლად შევძელი წამოდგომა და მაგიდასთან მისვლა, სწორედ ამ სკამის ამბავი იყო, ასე უცნაური ჩემთვის. ამის მერე უკვე ჩემი ხელით დავიწყე საკვების მიღება. რასაც დამიდებდნენ იმას ვჭამდი, არაფერს ან ვერაფერს ვითხოვდი. არც არასდროს შევსულვარ სამზარეულოში, გარკვეულ პერიოდამდე.
- და რა პერიოდი იყო? - ვეღარ ითმენდა მიმი.
- თუ დამაცდი, თანმიმდევრობით მოგიყვები.
- კარგი, ჩუმად ვარ. შევეცდები ხმა აღარ ამოვიღო.
- ვერაფერს ვგრძნობდი, არც არაფერი მესმოდა, ხმები კი მოისმოდა სადღაც შორიდან, მაგრამ ჩემამდე ვერც აღწევდა. არც ყნოსვის შეგრძნება მქონდა. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ავდგებოდი იმ სკამზე ვჯდებოდი და მაშინვე საჭმელსაც დამიდებდნენ. მე კი ვჭამდი და ვერაფერს ვგრძნობდი. მოგვიანებით ჯერ ეზოში ხეტიალი დავიწყე და მაშინ ვიგრძენი პირველად ხის სუნი, ყოველ ხესა თუ ბალახს თავისებური სურნელი ასდიოდა და თანდათან ცხოველების გარჩევაც დავიწყე, მაგრამ ბერებიდან ვერავის ვცნობდი, ყველა ჩემთვის ერთი სახე ჰქონდა. თავიდან არც პურს ჰქონდა გემო, ჯერ მხოლოდ ბალახს და მცენარეს ვგრძნობდი. მერე ეზოს გარეთაც გავედი, არც კი ვიცი რამდენ ხანს დავხეტიალობდი, ხშირად ღამესაც ტყეში ვათევდი და მაინც უკან მონასტერში ვბრუნდებოდი, თუმცა როგორ და რანაირად არც კი ვიცი.
ერთხელაც სავარაუდოდ დიდი ხნით გავუჩინარდი. სადღაც ტყეში მოხუც ბერს გადავეყარე. მგონი რაღაც დავიზიანე და თავის მღვიმეში წამათრია. ან როგორ მომერია ის კაფანდარა კაცი არც კი ვიცი. მივლიდა და ცხელ წვნიანს თავისი ხელით მაჭმევდა. იქიდან წამოსული ისევ მონასტერში აღმოვჩნდი, ყველა თბილად შემხვდა, ალბათ ასე დიდ ხანს არასდროს დავკარგულვარ და მაშინვე საჭმელად დამსვეს. აქ კი ცოტა გონებასავით გამეხსნა, უკანვე იმ ბერთან წავედი ჯიბეები სანოვაგით ავივსე, არც კი ვიცი რა იყო, რაც ხელში მომყვა. ასე დავიწყე სიარული იქეთ-აქეთ. ის ბერიც ხშირად რაღაც აბგას მატანდა და მგონი წერილსაც, რაღაც ასე მახსოვს და მონასტერშიც უკვე სხვა სანოვაგით ჩალაგებული ძღვენს მიმზადებდნენ იმ მარტოხელა ბერისთვის. ხან იქეთ ვრჩებოდი, ხან აქეთ. შეშის დაპობაც დავიწყე და ფიჩხის მოგროვებაც. უკვე დამხმარე ძალაც გავხდი. ღონე კი მერჩოდა და რასაც დამავალებდნენ უსიტყვოდ ვასრულებდი. - პიპა წამით შეყოვნდა. - რა თქმა უნდა უსიტყვოდ. მე ხომ არც ვლაპარაკობდი და ყურშიც მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი მესმოდა და არა, ადამიანების.
- და მთელი ეს წლები ასე ცხოვრობდი?
- არც კი ვიცი, რამდენ ხანს გრძელდებოდა ასე. - კვლავ განაგრძო პიპამ. - ერთ დღესაც კი მღვიმეში მისულს უცნაური და არასასიამოვნო სუნი მეცა. მგონი ნამდვილი ყნოსვაც მაშინ დამიბრუნდა. საშინელი, საზიზღარი სუნი და ძალიან, ძალიან ნაცნობი, მაგრამ რას მაგონებდა, ვერც კი მივხვდი.
- და რას სუნი იდგა ასეთი.
- პირველ რიგში თამბაქო და მას მიყოლებული ბალახეულის და რაც ყველაზე მეტად თვალში საცემი იყო, ბეწვიანი ფაფუკი ქურქით შეფუთული ქალი არხეინად იწვა რბილად და თბილად და პატარა უმწეო ბავშვი კი ნარზე მოხუცებული კაცის ამარა, სიკვდილს ებრძოდა. ეს ადრეც მოგიყევი მიმი, მაგრამ ალბათ შენ არც დამიჯერე.
- მერე? - გაბზარული ხმით იკითხა მიმიმ.
- რა მერე მიმი, რა მერე? - ამოიხვნეშა პიპამ. - წარმოდგენაც კი არ მაქვს, უკვე შეღამებულზე ტყიდან როგორ შევძელი თაფლისა და წითელი ძახველის ტოტების მოტანა. თავადაც არ ვიცოდი, როგორ და რანაირად მოვუმზადე ხველების წამალი. ჩემს შორეულ წარსულში ჩარჩენილმა მოგონებამაც სწორედ ასეთი გაჭირვების დროს თავი იჩინა. ძახველის მარცვლები ჭიქაში ჩავყარე და ცხელ წყალში ჩავსრისე, მერე თაფლიც დავუმატე. - პიპა გაჩუმდა და მალევე განაგრძო. - იმ ზამთარს საშინელმა ყინვამ დააჭირა. გრიპის ეპიდემიამ არც ბავშვთა სახლში დაგვინდო. ისეთი ხველა მქონდა, ბალიშზე თავს არ მადებინებდა. წამალზე გაფიქრებაც კი ზედმეტი იყო. ომის პერიოდში სად უნდა გვეშოვნა ან ბავშვთა სახლში ვინ იყო მისი მომტანი. ბაბუმ კი როგორღაც მოახერხა, სადღაც ქალაქის ტყე-პარკიდან ძახველი მოატანინა და თაფლიან ჩაიში ჩასრესილს მასმევდა. სწორედ ის შეგრძნება გამახსენდა ალბათ, როგორ გამითბა მაშინ და დამირბილდა ხველებისგან ჩახეხილი და გამომწვარი ყელი. - პიპა გაჩუმდა.
- მერე? – წაიჩურჩულა მიმიმ.
- ჩემივე ხელით რამდენიმე კოვზი ჩავაყლაპე და ბავშვმაც თვალები გაახილა. - განაგრძო პიპამ. - მაშინვე გული შემეკუმშა. ეს პირველი გრძნობა იყო, რომელმაც მართლა შემძრა. რაღაც დაიძრა ჩემს გაყინულ სულში, რადგან მის მზერაში უცებ ჩემი ბავშვობა დავინახე. მისი თვალებიდან ჩემი უმწეო პატარაობა შემომჩიოდა, მე ვიყავი ის ბავშვი და საკუთარ თავი შველას მთხოვდა. – პიპა კვლავ გაჩუმდა.
მიმი კი ლამის სუნთქვაშეკრული ელოდა, თუ როდისღა გააგრძელებდა საუბარს.
- არა, არა! შველას სულაც არ მთხოვდა! - უცებ წამოისროლა პიპამ და მიმიც ადგილზე შეხტა.
- შველა მართლაც კი სჭირდებოდა. - ახლა უფრო დაბალი ხმით განაგრძო პიპამ. - მაგრამ თავად ვერ აცნობიერებდა და შეგუებულიც კი იყო თითქოს იმ აზრს, რომ უკვე იღუპებოდა, თანდათან დნებოდა და ქრებოდა მისი სიცოცხლე და აღარსაიდან მოელოდა ხსნას და საშველს. საოცრება იყო, მართლა ჩემს თავს ჩავხედე თვალებში. მკლავზე მეწვინა და მისმა სითბომ, კიდევ რაღაც ნაცნობი და სასიამოვნო გამახსენა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რა იყო ეს და რადგან ხელები დაკავებული მქონდა, სახე შუბლზე მივადე, სიცხის შემოწმება მინდოდა და კვლავ რაღაც ძალიან საოცარი გრძნობა დამეუფლა, საოცარი სურნელი ვიგრძენი ყურის ქვემოთ, კისერთან. ბავშვს შვილის სუნი ასდიოდა, ვინ შვილი იყო, ან საიდან? - პიპამ ამოიხვნეშა. - მოგვიანებით აღმოვაჩინე რომ ეს ნაცნობი სუნი და გრძნობა, ძანესგან მახსოვდა და ამიტომაც მეცნო ასე ბავშვთან მიკარებისას. თუმცა ვერც კი მივხვდი მაშინ რა იყო ეს. შვილის სუნი ასდიოდა და იყო უმწეო ჩემი ბავშვობასავით და ჩემივე თვალებით მიცქერდა...
პიპა კვლავ გაჩუმდა. ამჯერად უფრო მეტ ხანს მოუწია მიმის ლოდინი.
- და მერე? - ვეღარ მოითმინა მიმიმ.
- მერე რა და როგორც იყო, ეს ხომ ისედაც იცი.
- არაფერიც არ ვიცი! - გაბზარული ხმით მიუგო მიმიმ.
- როგორ? - გაიკვირვა პიპამ. - ნუთუ დიმეომ არაფერი მოგიყვა?
- ფიფოს მოუყვა და იმანაც ორი-სამი სიტყვით გადმომცა. მეც აღარ ჩავეძიე მაშინ, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ უკვე ყველაფერი კარგად იყო. ის საშინელება, რაც ბავშვმა გამოიარა, აღარ უნდა შემეხსენებინა.
- ჰო, მასე სჯობდა.
-
და მერე?
- მერე?.. - პიპა შეყოვნდა. - ნეტა მართლა ვინ ხარო, სადღაც ძალიან შორიდან ჩამესმა მოხუცი ბერის ხმა და მართლა ნეტა ვინ ვიყავი? დავდიოდი იქეთ-აქეთ და ვფიქრობდი - ვინ ვარ? ვინ ვარ?.. ვეღარც მონასტერში ვჩერდებოდი და ვეღარც იმ მღვიმეში. მონასტრიდან წამოსული, ერთი სული მქონდა, სანამ მღვიმემდე მივაღწევდი და იქ შესულს კი თამბაქოსა და ბალახეულის კვამლში სუნთქვა მეკვროდა და გარეთ გამოვრბოდი. ბავშვიც უკეთ იყო. თუმცა, მაინც რაღაცას მანიშნებდა მოხუცი, რაღაცას მეჩურჩულებოდა, ვერ ვიგებდი მის სიტყვებს, მაგრამ ვხვდებოდი ბავშვს ეხებოდა, მაგრამ რა? რა უნდოდა რომ გამეკეთებინა? ბიჭმა ხველას მოუკლო, სიცხეც აღარ ჰქონდა. ისიც კი შევამჩნიე, როგორ ჩუმად აჭმევდა ბერი, რომ იმ ქალს არ დაენახა. ამასაც ვერ ვხვდებოდი, თუ რატომ იქცეოდა ასე.
- და რატომ? ნუთუ ის ქალი, ბავშვს აშიმშილებდა? - შეწუხდა მიმი.
- საკვები იყო ცოტა, არასაკმარისი და ის ქალი კი თურმე რასაც დაინახავდა მაშინვე ყლაპავდა და თან წუწუნებდა ცოტა იყოო. - პიპა მდარედ ჩაეღიმა. - ამას მერე დიმეო მიყვებოდა, როგორ ჩუმად აჭმევდა ბაბუ ახალ ამოყვანილ თხის ყველს და ჩემს მოტანილ სეფისკვერს.
- ჩემი საწყალი... - მიმის თვალები აევსო. - როგორი მშიერი იყო...
- მონასტრიდან მოტანილ სეფისკვერებს ცხელ თხის რძეში ულბობდა და ბავშვიც გემრიელად შეექცეოდა. უფრო იმედიანი თვალებით მიყურებდა. ბერს უთქვამს, რომ ამ კაცს გაყევი, არ მოშორდე და მონასტერში მიგიყვანს, იქ ყველა ჩვენიანია არავინ დაგჩაგრავსო. სავარაუდოდ, ბავშვიც უკვე მზად იყო, როგორც კი ხელსაყრელი მომენტი გამოჩნდებოდა თან გამაყოლებდა, მაგრამ ერთხელაც მონასტერში, უთენია ვიღაც საქონელი კაცი თავს დამადგა. იქაური ბერებიც რაღაცას მანიშნებდნენ. თითქოს რაღაც სიტყვების გარჩევაც დავიწყე. ეს ვიღაც მაჯლაჯუნა, თურმე დაკარგულ ცოლ-შვილს ეძებდა.
- და მაინცდამაინც, შენ რატომ მოგმართეს? - გაიკვირვა მიმიმ.
- მონასტრიდან ბოლო პერიოდში უფრო მეტი საკვები და სეფისკვერიც მიმქონდა, ალბათ მიხვდნენ მღვიმეში კიდევ სხვებიც ცხოვრობდნენ, ან არ ვიცი, იქნებ მოხუცმა ბერმაც ჩამიდო წერილი, რადგან ისიც ხშირად რაღაცას მატანდა, ხან სამკურნალო ბალახეულს და ხანაც გამხმარ შებოლილ ყველს. მისგან მარხვის მერე კარგ წვნიანს ამზადებდნენ ხოლმე.
- გამხმარი ყველის წვნიანი? - გაიკვირვ მიმიმ. - არც გამიგია.
- არის მასეთი შეჭამანდიც, რადგან მარხვის დროს რძის ნაწარმს არ ვიღებდით და მოწველილ რძეს ტყუილად ხომ არ გადაასხამდნენ, ამიტომ ამოყვანილ ყველს შებოლავდნენ, ახმობდნენ და მარხვის მერე ხდებოდა მისი გამოყენება.
- მერე? ის კაცი რომ ნახე? შენ მიუყვანე იქ?
- მონასტრიდან რომ გავედი კვალში გამომყვა, მაგრამ ბევრი ვატარე, ძალიან ბევრი ბოლოს მივადექი იმ მღვიმეს და მაშინვე გავეცალე არც შევსულვარ.
- რატომ? - გაკვირვებით იკითხა მიმიმ.
- არ ვიცი. - თავი გააქნია პიპამ. - ალბათ, რაღაც გეგმაც მქონდა ჩემს ჯერ კიდევ გაყინულ ტვინში, ან არც კი ვიცოდი, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი. მხოლოდ იმას ვხვდებოდი, რომ ბავშვი უნდა გადამერჩინა და ვისგან როგორ და რანაირად?
- მერე? - არ აცლიდა მიმი ამოსუნთქვას.
- არ მახსოვს მერე ზუსტად რამდენ ხანში შევედი, ის დღე იყო, თუ მეორე, მაგრამ მაშინვე შევამჩნიე, რომ მოკლული თხა იქვე ეგდო და მის მწვადებზე საუბრობდნენ. შეშაც და ფიჩხიც შემოელიათ და არც ერთი კადრულობდა მის მოგროვებას, მე რომ დამინახეს იმ ქალს უფრო გაუხარდა, ეს მოგვიტანს ახლა ყველაფერსო, მხოლოდ ჯერ უნდა რამე ვაჭამოთო. საოცარი იყო, ამდენი ხანი ბერებისგან სიტყვებს ვერ ვარჩევდი და ამათი საუბარი კი უცებ ყველაფერი გავიგე. მოხუცი ბერიც არსად ჩანდა. ალბათ ის გააგდეს გარეთ ფიჩხის მოსაზიდად მეთქი გავიფიქრე და სულ ცოტა დამაკლდა, ეს ორივე საქონელი რომ შუაზე არ გამეხლიჩა, მაგრამ მერე ბავშვს გავხედე და გული შემეკუმშა.
- შენ ალბათ, მისი მშობლები გეგონა და არ გინდოდა, ისედაც გამწარებული ბავშვის დაობლება. - წაიჩურჩულა მიმიმ.
- ჰო, ალბათ ასეც იყო, თუმცა ბიჭმა ისეთი უსიცოცხლო თვალებით შემომხედა, რომ ეგ მეტკინა ყველაზე უფრო. ის სინათლის სავსე მზერა სადღაც გამქრალიყო და ახლა სრული უიმედობა შემომცქეროდა.
- ჩემი საწყალი, რამდენი გადაუტანია თურმე ბავშვს. - ამოიკვნესა მიმიმ.
პიპამ ამოიხვნეშა და განაგრძო:
- ვიჯექი და რაც დამიდო იმ ქალმა იმას უაზროდ ვღეჭავდი. გემოს ისედაც ვერ ვატანდი, მაგრამ წასვლას არც ვჩქარობდი, მოხუც ბერს ველოდი და ის კი რატომღაც არ ჩანდა. მათი ლაპარაკი ახლა უფრო მკაფიოდ მესმოდა. რაღაც ვერ იყო ისე საქმე. კაცისთვის ბიჭი უკვე ზედმეტი ტვირთი იყო, ქალი კი უარზე იდგა, ჯერ კიდევ გამოგვადგება, დაგვჭირდებაო. რა თქმა უნდა, ვერაფერს მივხვდი, რაში უნდა ყოფილიყო საქმე, ამიტომ უფრო დაკვირვებით დავიწყე თვალიერება. თავად კი ისე იყვნენ დარწმუნებულები, რომ არაფერი მესმოდა, ყურადღებას არც კი მაქცევდნენ. ამასობაში კი თივის გროვა ერთ მხარეს ზომაზე მეტად დიდად მომეჩვენა, რაც ადრე არ შემიმჩნევია და იმ ზვინის ქვეშ კი, იმ საცოდავი ბერის ფეხსაცმელი მოჩანდა...
LEX. 2024 წლის 7 იანვარი, კვირა.- დიმეო, დიდი ბიჭი ხარ უკვე, დეე.

No comments:
Post a Comment