75.
- ეს კარანტინიც, ჩემს ჯიბრზე გამოცხადდა, რაა! - წაიღრინა ფიფომ. - მე კი ყველგან მიმესვლება, თავიდან ბოლომდე, ასე სკაფანდრაში ჩასმულს, გეგონება, კოსმოსში მიშვებენო!
- ჰმ. - მიმიმ მხრები აიჩეჩა.
- და მაინც, ყოველ პუნქტზე. - განაგრძო ფიფომ. - ხელახლა მიმოწმებენ საბუთებს და ესეც არ კმარა! დარეკავენ და სანამ პასუხს არ მიიღებენ, ისე არც არსად მატარებენ!
- პირბადეები და ხელთათმანები საკმარისად მოვიმარაგე. - მიუგო მიმიმ. - მაგრამ მაინც რაღაც, ეჭვი მეპარება, იცი.
- რაზე გეპარება ეჭვი?
- იქნებ სულაც, სპეციალურად არის ეს ყველაფერი მოგონილი?
- ჰო, ოო? - ღიმილით ჩაეკითხა ფიფო.
- ჰო! - თავი დაუქნია მიმიმ. - არ მომწონს, ეს სიტუაცია! რაღაც უფრო დიდი ფარსი მგონია, ვიდრე...
- რა ვიდრე?
- ნუ, რა ვიცი. - თავი გააქნია მიმიმ.
- ისე, მეც ვფიქრობ ხოლმე მაგას, მაგრამ ვაი თუ მართალია და მერე?
- რა ვიცი, რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - მაგრამ ახლა, ჩვენს თავს რა ხდება, ეგ მითხარი.
- მიმი! მთელი ის რეგიონი და სხვა მისი მოსაზღვრე რეგიონებიც, სულ სათითაოდ გადავქექეთ და კვალსაც კი ვერ მივაგენით! და თანაც ხომ ხედავ, არა? ყოველდღე ამას ვაკეთებ, იქ აღარაფერი დარჩა მოსაძებნი, თუმცა...
- რა, თუმცა?
- ძალიან კი მეეჭვება, მაგრამ...
- თქვი, ბარემ! - შეწუხდა მიმი.
- დაიცა, აბა ერთი, რუკაზე გაჩვენებ! აი, ნახე! - ფიფომ ადგილები მონიშნა. - აი, ეს ტერიტორია, სულ მილიმეტრებში გადავქექეთ, ტყე-ღრე, მოსახლეობა. დაუსახლებელი ადგილები, მონასტერშიც არა ერთხელ ვიყავით და იქ მისულ უცხოს, ამ ბოლო ორი თვის მანძილზე, მხოლოდ მარტო იმ ხევში გადაჩეხილ კაცს ასახელებენ.
- ჰმ, საოცარია.
- მაგის მეტი, იქ არავინ გამოჩენილა და არც არავის დაუტოვებია იქაურობა! - განაგრძო ფიფომ. - აი აქეთ კი, ამ მთებზე, სულ ტყიანი ზოლია. არანაირი დასახლება არ არის და თანაც, ყველაზე დიდი თოვლი, აქ იცის თურმე.
მიმიმ ამოიხვნეშა.
- დავიჯერო, ეს ამხელა ტყის მასივი, ბავშვმა გადაიარა? და რომელი და როგორი ტრანსპორტით? - კვლავ განაგრძო ფიფომ. - ამ ტყის მასივის მერე, სულ მინდვრებია, საძოვრები, მაგრამ ესეც იმხელა მანძილია, რომ იმ მღვიმედანაც კი ძალიან შორია. ვერც მარტო ბავშვი გაივლიდა აქ და ვერც, კაცი!
- და იქნებ, იარა და იარა? ბევრი იარა! რა? არ შეიძლება?
- სკუტერითაც კი გაჭირდებოდა, მაგრამ ან კვალი მაინც ხომ უნდა ყოფილიყო? თუმცა?.. - ფიფომ თავი გააქნია. - მთელი თვე გავიდა და იმის მერე, დღეში შვიდჯერ თოვდა, მართლა რა კვალი უნდა დარჩენილიყო?
- და დავუშვათ მაინც, რაღაცნაირად გადაიარა ეს მანძილი? ტყის გავლით მოკლეზე გადაჭრა და იმის იქეთ?
- იმის იქეთ, კი არის სულ სხვა რეგიონი. - მიუგო ფიფომ. - მაგრამ მე ეს მანძილი მაეჭვებს და ეს ამხელა ტერიტორია, თორემ რა უნდა ახლა იქეთ გაკითხვას? ან რაღა ტყე-ღრე გადავიარო? ჩვეულებრივი ნორმალური გზით მივალ! მხოლოდ, სულ სხვა მხრიდან!
მიმიმ უხმოდ დაუქნია თავი.
- ისე, მაგ მასივსაც ვერტმფრენით გადავხედე. - ისევ განაგრძო ფიფომ. - თუმცა, ყველამ მითხრა, აზრი არა აქვს, გამორიცხულიაო, მაგრამ მაინც ყოველი შემთხვევისთვის, ერთი-ორი წრე მაინც დავარტყმევინე.
- მერე მიდი, მაშინ სხვა მხრიდან ნახე ის რეგიონი! - მიმი წამით შეყოვნდა. - მაინც, ყოველი შემთხვევისთვის. - გაიმეორა ფიფოს სიტყვები და ნაღვლიანად გაეღიმა.
- დავავალე უკვე გალეოს და მიმდებარე რეგიონებსაც შეატყობინებს, მაგრამ ახლა, საკმაოდ რთული პერიოდია.
- ასეთი დიდი თოვლია?
- თოვლიც კი არ აირს ის პრობლემა, რამდენადაც...
- რა ხდება, ფიფო? - აღარ აცალა მიმიმ სიტყვის დასრულება.
- რა ხდება, და... - ფიფომ თავი გააქნია. - სოფლებისკენ დაიძრა ხალხი და ახლა ძნელია უცხოს გარჩევა. წლობით დაკეტილი ჭიშკრები შეაღეს. ვინ ახალი ჩავიდა და ვინ ძველი, ასე ადვილად ჯერ რას გაიგებ?
- ჰო, მაგრამ მაინც, გადამოწმება საჭიროა.
- კი, მიმი! აბა, რა ვქენი?! - მიუგო ფიფომ. - მთელი ქვეყანა, ფეხზე დავაყენე! საზღვარზე გადასვლას, უკვე საერთოდ გამოვრიცხავ! პირველი რაც გავაკეთე, სწორედ ეგ ზომები მივიღე! ვერც კანონით და ვეც უკანონოდ, ასე ადვილად ვერავინ გაძვრებოდა და თანაც, ბავშვით!
- ჩუმად, რომ გადაპარულიყო?
- მიმი ინტერპოლი ჩავრიე! ბავშვი სადღაც მაინც, ხომ უნდა გამოჩენილიყო?! აქ თუ გაზეთ-ტელევიზიაში არ განვაცხადე, დიმეოს ფოტოები უკვე, ყველა განყოფილებაში აქვთ და იციან, როგორც უნდა მოიქცნენ! ყოველგვარი ზედმეტი ხმაურის გარეშე უნდა იმოქმედონ.
- ისე, დარწმუნებული ვარ, რომ ვინმე თანამშრომელიც იქნებოდა გარეული და საშიში არ იყო ასე გავრცელება? - შეწუხებული სახით მიუგო მიმიმ.
- თავიდან, მეც მაგას ვფრთხილობდი, მაგრამ თანხა როცა წაიღეს და მერე, საერთოდაც აღარ გამოჩნდნენ აი, მაშინ გაჩუმებას, რაღა აზრი ჰქონდა?
- მასეთი ნაძირლები, ერთმანეთს ისედაც დახოცავდნენ. - მიმიმ ამოიხვნეშა. - უნახავი კაცი, რაც უფრო მეტ ფულს ნახავს, მით უფრო უჭირს მისი გაყოფა.
- მასეთი ნაძირლები, ერთმანეთს ისედაც დახოცავდნენ. - მიმიმ ამოიხვნეშა. - უნახავი კაცი, რაც უფრო მეტ ფულს ნახავს, მით უფრო უჭირს მისი გაყოფა.
- ჰმ.
- ჰო, ფიფო! - მტკიცე ხმით მიუგო მიმიმ. - ფულს ვერ გაიყოფდნენ და ახლა, ყველაზე ვერაგმა და გამჭრიახმა, წესით ბავშვი, უნდა დააბრუნოს, როგორც ვითომ, ნაპოვნი. ჯილდოსაც კი მიიღებს! ან თუ უფრო მეტი ჭკუა აქვს, თავად არც გამოჩნდებოდა და... - მიმი გაჩუმდა და მერე, დაბალი ხმით განაგრძო. - ისე, ჯილდო, მართლა უნდა დავაწესო... ჰო! მართლა! - მიმიმ ხმას აუწია.
- მართალი ხარ! - კვერი დაუკრა ფიფომ. - ოფიციალური სახე უნდა მივცეთ ამ ჯილდოს!
- მერე? აქამდე რაღას უცდი?! - მიმის ახლა, ხმა აუკანკალდა. - მესამე თვე დაიწყო! იქნებ?.. იქნებ უკვე... - მიმის სიტყვა, ყელში გაეჩხირა.
- მეც ვიფიქრე მაგაზე. - დაბალი ხმით დაიწყო ფიფომ. - თუმცა მიმი, რაღაც კვალი ხომ მაინც უნდა დარჩენილიყო? რამე მაინც?
- კარგი რა ფიფო, რაა. - ნერვიული ხმით მიუგო მიმიმ. - მე მამშვიდებ? კვალის გაქრობას, რაღა უნდა?
- სრულიად გეთანხმები, მაგრამ... - ფიფო გაჩუმდა. ვეღარაფერი თქვა.
- ჩემი ბიჭი ცოცხალია! - წამოიძახა მიმიმ. - ცოცხალია და კარგად არის! ვგრძნობ ამას! და ჩვენ ვიპოვნით მას! აი, ასე! - მტკიცე ხმით წარმოსთქვა ბოლოს. - დავაწესოთ ჯილდო! რამდენიც საჭიროა, იმაზე მეტი!
- რა ვიცი აბა, რამდენია საჭირო? - მდარე ღიმილით მიუგო ფიფომ. - იქნებ, არც დავასახელოთ თანხა და მხოლოდ პირადად მპოვნელი მიიღებს, ისე როგორც სიურპრიზს?
- ჰო. კარგია! - თავი დაუქნია მიმიმ. - მასეც კარგია და შენ, რას ფიქრობ? გული მაინც, რას გიგრძნობს?
- ვფიქრობ, რომ იქ კიდევ იყო ვიღაც მესამე, ან თუნდაც მეშვიდე, ვინც ამ საქმეშია გარეული.
- და იქნებ, არც არის ამ საქმეში გარეული და შემთხვევით შეესწრო, ან მოგვიანებით აეკიდათ?
- არა მგონია! - თავი გააქნია ფიფომ. - იქ შემთხვევით და თანაც უცხო, ასე ადვილად ვერავინ მოხვდებოდა, ვერც შეშის გამო ყინვასა და თოვლში მთის წვერზე, არავინ ავიდოდა და არც მონადირე მოიკლავდა თავს, დიდ თოვლში იქ ამოსასვლელად.
მიმიმ მძიმედ ამოიხვნეშა
- მონასტრიდანაც კი კარგად შორია. - განაგრძო ფიფომ. - ისე შეიძლება შედარებით, მოგვიანებით კი შეუერთდა ბანდას, მაგრამ მაინც გარეული გამოდის.
- ისე მართლაც, უცხო რომ იყოს, დიმეო ხომ ეტყოდა რომ გატაცებულია, სახლში დაბრუნებაზე იზრუნებდა?
- ამიტომაც ვიფიქრე, რომ შემთხვევითი არავინ იქნებოდა, უეჭველი ისიც გარეულია!
- ამიტომაც ვიფიქრე, რომ შემთხვევითი არავინ იქნებოდა, უეჭველი ისიც გარეულია!
- და თუ, ისიც გარეულია, უთუოდ დიმეოსაც ხევში ჩააგდებდა და ისე გამოვიდოდა ვითომ, ბავშვიც იმ კაცთან ერთად ჩავარდა, ფულს წაიღებდა და ძებნასაც, არავინ დაუწყებდა!
- ჰოო! აი, ხომ ხედავ? შენც უკვე როგორ სწორად მიგყავს აზროვნება. - შეუქო ფიფომ, თუმცა ბევრი ვერაფერი იდეა იყო.
- მაგრამ, რად უნდა, სხვისი ბავშვი? ან იქნებ, ისიც ქალია? და, დედობა უნდა? ან ბავშვი მოწმეა, და... - მიმიმ ყურები ჩამოყარა.
- ახლა არ თქვი? აქამდე, თავიდან მოიშორებდაო? ესე იგი, ცოცხალია და სჭირდება! მაგრამ ქალი, ნამდვილად არ არის! იმ კაცის დამტვრეულ თითებზე, მამაკაცის ფეხსაცმლის კვალია და ეგ, აშკარაა.
- იქნებ, დიდ ზომებს იცვამს?
- რა ვიცი? მიმი. - გაეცინა ფიფოს. - სავარაუდოდ, კაცი უნდა იყოს. თუმცა ზოგიერთი ქალი, ბევრ კაცს სჯობნის კაცობაში.
მიმის ცალყბად ჩაეღიმა.
- ისე, ჯილდოს დაწესებაზე, უამრავი მოგვადგება.
- სულელი კი არ ვარ, ყველას ფულები უაზროდ ვურიგო? - კოპები შეკრა მიმიმ. - ვინც ჩემს შვილს, დამიბრუნებს, აი სწორედ ის მიიღებს ჯილდოს!
- მხოლოდ, თუ ქალაქშია. - ამოიხვნეშა ფიფომ. - სხვანაირად, ვერავინ შემოაღწევს. ჩაიკეტა ქალაქი მიმი, ჩაიკეტა ყველაფერი.
- და მიიყვანოს მერე, ნებისმიერ განყოფილებაში! დარეკოს და ჩვენ თვითონ მივაკითხავთ! ფულს ანგარიშზე ჩავურიცხავდი, ან თუ უნდა, ქეშად მივცემდი!
- კარგი აზრია. - თავი დაუქნია ფიფომ. - თუმცა, გულში კი გაიფიქრა:
„ეჰ, მიმი. შენ რა ადვილი გგონია, ეს ყველაფერი. იმდენი აფერისტი გამოჩნდება და ისე დაგაჯერებს და გაგყვლეფს, რომ აზრზეც ვერ მოხვალ.“
- და ისე მართლა, იმ შენმა მდივანმა, რაო? მაინც არაფერი ვიციო? - შეეკითხა მიმი.
- და ისე მართლა, იმ შენმა მდივანმა, რაო? მაინც არაფერი ვიციო? - შეეკითხა მიმი.
- ადასტურებს, რომ მართლაც იცნობდა იმ ქალს, ძალიან ცოტა ხანს, ერთადაც ვიზრდებოდითო. ის ნომერი კი, მე დამიტოვა და ხანდახან, იმ ჩემს დედობილს, შენც დაურეკე, მოიკითხეო და მორჩა. მეტი არაფერი ვიციო.
- მდააა...
- და იმ ხევში გადაჩეხილ კაცზე კი ამბობს, არც კი ვიცნობდიო. არადა წესით, უნდა სცნობოდა და თანაც, ძალიან კარგადაც.
- და მერე, შენ გჯერა ეგ?
- არ მჯერა, მაგრამ ახლა, ვერაფერს ვუმტკიცებ. - მიუგო ფიფომ. - და თანაც, არც მინდა ზედმეტად დავაფრთხო. ყველა მაგათი მთელი, თუ ნახევარ და-ძმები, სულ ამოვაბრუნე და აბსოლუტურად არაფერია.
- ჰმ. - მიმიმ ამოიხვნეშა.
- ეს ჩემი მდივანი გოგო კი თავიდან, ძაან მხიარულად იყო, ახლა კი, აშკარად ძალიან დარდობს და დაღონებულია. ეს იმ ბიჭმა მითხრა, ჩუკიმ, ბიჟუს ადვოკატმა.
- რა საყვარელი ბიჭია. - გაეღიმა მიმის.
- კი, ძალიან კარგი ადამიანია.
- და ჯერ კიდევ, ერთად დადიან? - გაიკვირვა მიმიმ. - მერე მართლა არ შეუყვარდეს?
- შეუყვარდეს, მერე რა? - გაეცინა ფიფოს.
- კარგი რააა, ფიფო! რა ჯანდაბად უნდა, ასეთი ქალის სიყვარული, რომელიც ფულის გულისთვის, ბავშვის ტანჯვაში გაისვრის ხელს?!
- ჰოდა, დამშვიდდი. - ჩაეღიმა ფიფოს. - ჩვენც სწორედ, მანდ ვართ! - მაგრამ ჯერ, ხელს არ ვკიდებ. ისევ ისე გავაგრძელებინე მუშაობა.
- ეგ კი მართლა გამიკვირდა. - მიუგო მიმიმ. - რატომ არ გაათავისუფლე სამსახურიდან?
- სამსახურიდან დათხოვნას, რა უნდა? მიმი, მაგრამ მე სულ სხვა გათვლები მაქვს და მირჩევნია, თვალის არეში, ახლოს მყავდეს.
- ნუ, ჰო. ეგ, კი. - კვერი დაუკრა მიმიმ.
- ჰმ, გადმომიყარა ნიანგის ცრემლები და მეც ვითომ, გული მომილბა. - ჩაეცინა ფიფოს. - იცი? სანამ ამ გვამებს აღმოვაჩენდით, მანამდე ადვოკატთან ტრაბახობდა. ზამთრის კურორტზე, უცხოეთში უნდა დავისვენოო, მეყო ამდენი სოფლის ჰაერი, აღარც მიხდებაო.
- ჰოო? - მიმის მდარედ გაეღიმა. - მერე?
- ჩემს დიდ პაპასო, სოფელში უზარმაზარი ვენახები აქვსო და მისი ერთადერთი მემკვიდრე მე ვარო.
- აუჰ! და მერეო?
- აი, საცაა გაიყიდება და უცხოეთში ერთად წავიდეთო, ადვოკატსაც ეპატიჟებოდა, თურმე ჩუკის.
- ჰაჰ!
- სინამდვილეში კი, არანაირი მემკვიდრეობა არა აქვს! - განაგრძო ფიფომ. - ერთი გაღლეტილი სოფლის სახლია, ხრიოკ ადგილას და შვიდასი მოწილე ჰყავს, მიწის ნაკვეთიც კი ერთი ბეწო აქვს.
- მდაა. - მიმიმ ამოიხვნეშა. - ალბათ, ჩვენი ფულების იმედი აქვს გოგოს და ასე ტრაბახობს, მაგრამ აქამდე, რაღაც უცდის? თუმცა...
- აი, საქმეც მაგაშია. - ნიშნის მოგებით მიუგო ფიფომ. - ჰმ, შენ უნდა გენახა, გალეომ სპეციალურად, ჩემს კაბინეტში შემოსავლამდე ღია კარში, რომ მომახსენა, გვამებია ნაპოვნიო და სულ სათითაოდ ჩამოთვალა.
- ჰოო?
- მეც მაშინვე, თავი გამოვყავი ყავა შევუკვეთე და ისეთი მიწის ფერი ედო უკვე სახეზეეე!
- მართლა? - მიმიმ წარბები აზიდა.
- ჰო, მართლა. - ჩაეცინა ფიფოს. - რა გჭირს მეთქი, ცუდად ხომ არ ხარ-თქო და მაშინვე გავუშვი სახლში!
- ჰმ.
- რა თქმა უნდა, მდევარიც გავაყოლე. მისი მობილური, ისედაც აყვანილი მყავდა მოსმენაზე და შენ წარმოიდგინე, სხვაგან არსად წასულა! სახლიდან არ გამოდიოდა რამდენიმე დღე, ბიულეტენიც კი აიღო და სკდებოდა რეკვით, თან ყველა იმ ნომრებზე, რომლებიც უკვე გაშიფრული მქონდა, მაგრამ ფაფუ! არავინ გააგონა. მერე ჩუკი მივუშვი, სამსახურში მითხრეს ავად ხარო, შევშინდი ეპიდემიის ბრალი ხომ არ იყოო, ნუ მოკლედ რააა! - ფიფომ ამოისუნთქა და განაგრძო. - ახლა კი, ზის კარანტინში და დანა პირს არ უხსნის!
- ჰმ, ესე იგი, მართლაც გარეული ყოფილა და იმ ფულის იმედიც ჰქონდა. თუმცა, იქნებ იმ ქალის დაღუპვას დარდობს, ასე? - მიმი წამით შეყოვნდა. - რაღაც არა მგონია, მასეთი ადამიანი, ფულს უფრო უნდა დასტიროდეს.
- ჰო, სწორედაც, მასე ვფიქრობ! ჰმ, ცხადია ფულს უფრო დარდობს, ვიდრე იმ თავის ნახევარ დაიკოს, თუ არც ის ნახევარიც არ არის.
- ისე, ამხელა ფულს, ჯიბით ხომ არ ატარებდნენ? უეჭველი, სადმე იქნება გადამალული და არავინ იცის! იქნებ, არც ამ გოგომ იცის სად შეინახეს? და ამაზე სკდება გულზე. დაიცა! - უცებ წამოიყვირა მიმიმ. - აი, თურმე რატომ უნდა დიმეო! გადამალულ ფულს ვერ პოულობს, ან იქნებ, იქამდე ვერც მიდის, და დარწმუნებულია, რომ ბავშვმა იცის ის სამალავი, ან სულაც, მისი მეშვეობით უნდა აღება!
- ვის? იმ გოგოს?
- აი, იმას! შენ რომ ამბობდი წეღან, კიდევ ვიღაც იქნებოდა გარეულიო.
- ჰოდა, პანდემიის დამთავრებამდე, არც იმ ფულს გამოაჩენს, თუ მაინც აიღო და ვერც თვითონ გამოჩნდება! - ამოიოხრა ფიფომ.
- ფული, თან ექნებოდათ! - წამოიძახა მიმიმ. - უეჭველი, რადგან იქიდან, სავარაუდოდ საზღვარზე უნდოდათ გადასვლა!
- მერე? - ამოიხვნეშა ფიფომ. - მაშინ დიმეო, რაღაში სჭირდება, თუ მასეა? ბავშვიანად კი ადვილად გაძვრებოდა, მაგრამ ნუთუ ამდენად სულელია და ვერ ხვდება, რომ შვილის ძებნას, თავს არ დავანებებდით! რა გარანტია აქვს, რომ ბავშვის ფოტოები, ყველგან არ იქნება გაკრული?! ეეე, კარგი რა, მიმი, რააა!!! - თითქოს უსაყვედურაო ფიფომ. - ეჰ, ჩემი ბიჭი, სად ვეძებო, ვინმემ მაინც მიმანიშნოს!
ფიფომ ძლივს მოასწრო სიტყვის დამთავრება, რომ მისი მობილური აწრიალდა. მიმი სმენად იქცა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფიფოს სახეზე, მიწისფერი დაედო და დივანზე მოწყვეტით დაეშვა.
- დამშვიდდი. - უპასუხა ფიფომ, როცა მიმის გაშეშებულ თვალებს გადააწყდა. - სულ სხვა ინფორმაცია იყო!
- ისეთი სახე გქონდა, რომმ...
- ისეთი სახე გქონდა, რომმ...
- უამრავი საყვედურებია ჩემზე! და მაგრადაც, შემაფუცხუნეს! ცოტა აზრზე მოდიო. ძლივს შევიკავე თავი, რომ არ მეგინებინა. - უპასუხა ფიფომ, თუმცა ცრუობდა.
სამსახურში დღეს მაინც უნდა გამოვჩნდე, გვიანობამდე ვერ მოვალო, დაუბარა მიმის და ისე გაიხურა კარი, უკან არც მოუხედავს.
გიჟივით გავარდა, როცა აცნობეს, რომ სწორედ იმ მიდამოებში, სადაც ფიფო ასე უშედეგოდ დაეძებდა დიმეოს, ბიჭის გვამია ნაპოვნიო.
პროზექტურაში შესვლისთანავე, მაშინვე ასაკი იკითხა. გული ლამის, ამოვარდნაზე ჰქონდა, სანამ პასუხს მიიღებდა.
- ასე, ოცდახუთ წლამდე იქნება. - მიუგეს ფიფოს.
ფიფომ შვებით ამოისუნთქა.
- ჯერ არ გაგვიკვეთავს, მაგრამ აშკარად ჩანს რომ სადღაც, ორი თვის წინ გარდაცვლილა. თვალები კი, მოგვიანებით დაუხუჭეს, მაგრამ ვინც გვამი აღმოაჩინა, ის იფიცება, რომ ხელი არ მიხლიაო.
- გვამი, ჯერ არ გაგიკვეთავს და უკვე სიკვდილის დროც დაადგინე და ისიც, რომ თვალები ბევრად გვიან დაუხუჭეს? - გაუკვირდა ფიფოს.
- სიკვდილიდან, ოცდაოთხი საათის განმავლობაში, როცა თვალები ღია რჩება, თვალის სკლერა, ჰაერის ასეთი ხანგრძლივი მოხვედრისას, ამოშრობას იწყებს და თვალში წარმოიშვება მუქი ლაქები, ზოლებივით! და რადგანაც, თვალდახუჭული შემოვიდა, ესე იგი, ვიღაცამ მოგვიანებით დაუხუჭა.
- მოკლულია? - იკითხა ფიფომ.
- გარეგნული დათვალიერებით, არაფერი ეტყობა. არც ნაჩხუბარს უნდა ჰგავდეს.
- და მხოლოდ, ამისთვის დამიძახეთ? - ცოტა არ იყოს, ფიფოს ხმაში, საყვედურმაც გაჟონა და მაშინვე გაიფიქრა, ამას ტელეფონში ვერ მეტყოდაო.
- არა მარტო. - მოახსენეს ფიფოს. - ექსპერტიზის საბოლოო დასკვნები, უკვე მზად არის! და...
- ჰოო! მერე? - გამოცოცხლდა ფიფო.
- მოხუც ბერს, როგორც საკუთარი, ასევე ცხოველის სისხლის კვალი აღენიშნება, კერძოდ თხის. - მიუგო მედ.ექსპერტმა. - ყელგამოჭრილ ქალს, მხოლოდ საკუთარი სისხლის კვალი აქვს, ხოლო ხევში გადაჩეხილ მამაკაცს, გარდა თავისი, რამდენიმე სხვა ადამიანის სისხლის კვალიც აღენიშნება!
- ჰოო? - ფიფომ წარბები აზიდა.
- დნმ-ს ანალიზის მიხედვით, სისხლის ერთი კვალი, იმ ბერს ეკუთვნის, ერთიც იმ ქალს, თხის სისხლის კვალიც კი აქვს ტანსაცმელზე და ერთიც კიდევ, ვიღაც უცნობის, რომელიც არც ბაზაშია და არც ბავშვის არის.
- და ჩემი ბავშვის დნმ-ი ხომ არ გაქვთ და საიდან იცით, თუ ვისია? - გაიკვირვა ფიფომ.
- დღეს უკვე შესაძლებელი ხდება იმის გარკვევაც, თუ დაახლოებით რა ასაკის ადამიანის სისხლია, ასევე კაცისაა თუ ქალის, თუ ბავშვის.
- მდაა, და მერე? რა დაადგინეთ?
- დავადგინეთ, რომ სისხლი ეკუთვნის, ახალგაზრდა მამაკაცს. ოცდაათიდან ორმოცი-ორმოცდახუთ წლამდე, მაქსიმუმ!
- ვიფიქრე! თავიდანვე ასეც ვიფიქრე, რომ ვიღაც კიდევ იყო იქ! ან ეს საცოდავი, ხომ არ იყო?
- გავარკვევთ მაგასაც და რაც შეეხება თითის ანაბეჭდებს, ის რის აღებაც შესაძლებელი გახდა. ამ დახოცილი ხალხის გარდა, ბავშვის ანაბეჭდებიც არაერთგან დაფიქსირდა, მაგრამ იმ უცნობის, ვისი სისხლის კვალიც, არც კი ვიცით ვისია, მისი იქ არაფერია!
- მისი ანაბეჭდები, ქოხში არ იყო? - გაიკვირვა ფიფომ.
- მისი ანაბეჭდები, ქოხში არ იყო? - გაიკვირვა ფიფომ.
- არ იყო!
- მდაა! - ამოიხვნეშა ფიფომ. - ესე იგი, ქოხში არც შესულა, გარეთ გამოიტყუა! ეჰ! ადრე მაინც რომ მიგვეგნო, ნაფეხურები ხომ მაინც დარჩებოდა თოვლში.
- არა მგონია! - უპასუხეს ფიფოს. - იმ ქოხში, თუ რაც იყო, იქ ჯერ თოვლი შეუყრიათ და მერე დიდი ცოცხით კარგად არის გამოგვილი, შეიძლება გზადაგზა, თავის ნაკვალევსაც ასე ცოცხავდა.
ფიფო შეცბუნდა და ვეღარაფერი უპასუხა.
„მხოლოდ საკმაოდ გაქნილ, გაიძვერას შეეძლო ასე მოქცეულიყო. ან ეს ახალგაზრდა ბიჭი კიდევ, ვინღაა? ამან ჩაიდინა, ეს ყველაფერი? და ჩემი შვილი, სადღა არის?“
მოულოდნელმა ზარმა, ფიფო ფიქრებიდან გამოაფხიზლა.
- ვახშამს მოვამზადებ და წამოიყვანე ბიჭები, აქ ვისაუბროთ.
- მიმი! კარანტინია, დაგავიწყდა? არ შეიძლება, არც სტუმრის მიღება და არც სტუმრად წასვლა!
- მაშინ, შენ მოდი დროზე, თორემ გავაფრენ ამ ოთხ კედელში!
- რა ოთხი კედელი? - ღიმილით მიუგო ფიფომ. - კედლების და ოთახების მეტი, რა გვაქვს?
მიმისაც გაეცინა და ფიფომაც ცოტა, ამოისუნთქა. მშვენივრად მიხვდა, მიმი უფრო ფიფოს განწყობას ამოწმებდა, ალბათ ხმაზეც შეატყობდა, თუ რამდენად ცუდი ამბები იყო.
LEX. 2020 წლის 28 ივლისი, სამშაბათი.
No comments:
Post a Comment