69.
***
ფიფოს რამდენჯერმე მიუსიგნალეს, ჩაფიქრებული უაზროდ დაჰყავდა მანქანა.
LEX. 2017 წლის 4 მაისი, ხუთშაბათი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1903818676527087/?type=3&theater
თავიდან, ფიფოს ეგონა, რომ ამ საქმის ძირი დაახლოებით, ოცი
ან ოცდაათი წლის წინ იწყებოდა. მოგვიანებით კი, ახალი ვერსიებისა და ფაქტების მოზღვავებამ
და დანაშაულის მოტივის წარმომავლობამ, იგი უკვე ლამის ორმოცი წლით გადასწია უკან და ისიც
მხოლოდ მიახლოებით და დაუზუსტებელი ფაქტებით იყო შემოფარგლული.
არქივების ამოქექვას, არც თუ ისე, ცოტა დრო და ძალა დასჭირდა. ფიფომ მამამისის ძველი კავშირებიც გამოიყენა. სხვადასხვა მიზეზით, ხან ვინ შეაწუხა და ხან ვინ. თან ყველაფერ ამას, ძალიან დიდი სიფრთხილით აკეთებდა. ბევრი იწვალა და ირბინა, თუმცა ვერც ბავშვის არსებობის და ვერც იმ გოგონას მშობიარობისა თუ კლინიკაში მოთავსების, ვერანაირ კვალს ვერ მიაკვლია. ბოლოს კი, ოფიციალურად ჩათვალა, რომ ბავშვი, არც დაბადებულაო და ამით, საბოლოოდ დახურა ეს თემა.

მაგრამ მოგვიანებით, მაინც ეჭვმა არ მოასვენა. ჩააფიქრა იმან, რომ გოგონას
დედა, სწორედ იმ კლინიკაში მუშაობდა, სადაც სხვა ორი მსხვერპლი და სავარაუდოდ, მესამეც. თუმცა, იმ მესამის, ექიმი ქალის მკვლელობას, სულ სხვა დროს, სულ სხვა გამომძიებელი იძიებდა და ფიფომ ოდნავ გაკვრით იცოდა და არც იმ ექიმი ქალის ასაკი იყო, მაინც და მაინც, ამ სერიული მკვლელის თემა. თუმცა, არაფერი იყო გამორიცხული.
ფიფო ახლა უფრო მეტად დაინტერესდა
მსხვერპლთა ისტორიით და აღმოაჩინა, რომ კიდევ რამდენიმე მოკლული, რაღაც გარკვეული დროის
მანძილზე, იმავე კლინიკის მეზობლად სულ სხვა სამკურნალო თუ სამშობიარო დაწესებულებებში
მუშაობდნენ. და საინტერესო ის იყო, რომ ეს ყველა კლინიკა თუ საავადმყოფო, ერთ დიდ ტერიტორიაზე იყო განლაგებული,
მაგრამ კავშირი?
სამწუხაროდ ფიფომ, მოკლულებს შორის, სხვა ვერანაირი
კავშირი ვერ აღმოაჩინა.
„რა
მჭირს, რა?!
იქნებ, მე ვერ ვაკეთებ რაღაცას სწორად?“
ფიფომ ვერაფერი მოიფიქრა და ასე გონება ამღვრეული, ისევ „ხანუმა დეიდას“
მიადგა. მისგანაც ვერაფერი სახარბიელო პასუხი ვერ მიიღო, თუმცა მაინც დარიგა:
- შენ გირჩევნია, ჯერ შენს საქმეებს მიხედო.
- ესე იგი, დავანებო თავი ამას? - იწყინა ფიფომ.
ხანუმამ არაფერი უპასუხა, კვლავ ჩაფიქრებული თვლემდა თავის
სკამსავარძელში.
ფიფომ მოიწყინა, ის იყო წამოსვლა დააპირა, რომ ხანუმა დეიდა
გამოფხიზლდა, სათვალე შეისწორა და ფიფოს ჩააშტერდა.
ფიფო მიუხვდა, მოხუცს უკვე რაღაც იდეა ჰქონდა და ამბის მოლოდინში
გაიტრუნა.
- ისე, რომ იცოდე. - დინჯი ხმით დაიწყო ქალმა. - ეს რაღაც კავშირები, ტყუილად არ იქნება ასე ერთმანეთთან გადახლართული.
- მეც მაგას ვფიქრობ, მაგრამ ჯერ წინ, ვერ მივდივარ. - ამოიხვნეშა ფიფომ.
- იმტომ რომ გონება გაქვს ამღვრეული. - ღიმილით მიუგო ხანუმამ. - ეს საქმე
დროებით გვერდით უნდა გადადო! გონება უნდა დაასვენო მისგან, რადგან ხომ ხედავ? ამ ეტაპზე, ეს წვრილ-წვრილი ინფორმაციები, ჯერ არც არაფრისმთქმელია და როგორც ჩანს, ამით საქმე ვერ გაიხსნება! სხვა გზიდან უნდა მიუდგე და არც არის გამორიცხული, რომ ამათი შემთხვევითი კავშირები, მართლაც რომ სრულიად შემთხვევითაც
იყოს ამოტივტივებული, მაგრამ ასეთი და ამდენი დამთხვევების არც მე მჯერა და ვინ იცის?
იქნებ, ერთ მშვენიერ დღეს, მართლაც გაგიღიმოს ბედმა და შენივე დაწყებული საქმე, ისევ შენვე
გახსნა!
***
ფიფოს რამდენჯერმე მიუსიგნალეს, ჩაფიქრებული უაზროდ დაჰყავდა მანქანა.
„არა, რააა! ნამდვილად, დათარსული ვარ! საშინელი
შავი აურა მეხვევა ირგვლივ და თანდათან უფრო და უფრო მბოჭავს და ისე ძლიერად მიჭერს მარწუხებს,
რომ გასაქანს არ მაძლევს!
ერთი
რაღაც პაწაწკინტელა ნათელი წერტილი, სიბნელეში შემოიჭრება და მერე იმაზე უფრო მეტად
ჩამობნელდება, ვიდრე წინაზე იყო.
ან
გავხსნი ამ საქმეს და ან შევეწირები!
სიცოცხლის
ბოლომდე დავიწყებ ბრძოლას და მანამ არ დავიხევ უკან, სანამ ფონს არ გავალ! სანამ არ გავაღწევ ამ დაბურული წყვდიადიდან, არ
გავჩერდები! არა!“
ფიფო მხატვარს მაშინ მიადგა, როცა მიმი უკვე წასასვლელად ემზადებოდა.
ცოტა ხვეწნაც გამოუვიდა დარჩი, დარჩიო. თითქოს მიმიც ფეხს ითრევდა. ჩანდა, ძალიან გაახარა ფიფოს დანახვამ და ბოლოს გადაწყვიტა ცოტა ხნით მაინც შევრჩებიო.
ცოტა ხვეწნაც გამოუვიდა დარჩი, დარჩიო. თითქოს მიმიც ფეხს ითრევდა. ჩანდა, ძალიან გაახარა ფიფოს დანახვამ და ბოლოს გადაწყვიტა ცოტა ხნით მაინც შევრჩებიო.
მიმი სრულიად შეიცვალა ფიფოს მიმართ. ბოლო პერიოდში, მის დანახვაზე, რაღაც წვეთი, გულში მწარედ ჩასწყდებოდა ხოლმე. ახლა კი პირიქით, იმდენად ბედნიერი
და გახარებული იყო, რომ თავადაც უკვირდა ეს და იმასაც ატყობდა, რომ ფიფოც მასავით მონატრებული თვალებით
შესცქეროდა.
ბოლოს ფიფო მაშინ ნახა, სახელოსნოში ყოფნისას პიპას მესიჯი, რომ მიიღო.
„პიპა...
საოცარი ადამიანი, მისი საოცარი მანერებით, უცნაური და გამოუცნობი საქციელებითა და სითბოთი.“
„პიპა...
საოცარი ადამიანი, მისი საოცარი მანერებით, უცნაური და გამოუცნობი საქციელებითა და სითბოთი.“
მიმის მის გახსენებაზე სუნთქვა ეკვროდა, მაგრამ
აბა ვისთან უნდა ეხსენებინა? როცა მასთან ყველასგან ფარულად მეგობრობდა, თუმცა დასამალი არც
არაფერი იყო. რატომღაც თავისდაუნებურად, ასე გამოვიდა.
- აუ, თეფში მოიტანე რა, შენთვის. - არც აცალა ფიფოს წესიერად შემოსვლა, იმ წამსვე მიახალა მხატვარმა. - ხომ იცი, სადაც დევს და ნუ ამაყენებ.
- ისე მივეჩვიე შენთან გემრიელ სადილს, რომ
შემოსვლისთანავე ვფიქრობ, ნეტაი დღეს რა გვექნება მენიუში. - სიცილით დაუმატა ფიფომ და სუფრაზე
თავისივე მოტანილი, ცხელ-ცხელი შოთის პურები ჩააწყო. მერე კი ოთხკუთხა მინის საცხობ
ფორმაში უკვე განახევრებულ კერძს, ინტერესით ჩახედა.
- დაახლოებით, ლაზანიას ვარიანტია. ბოსტნეულში
ფენებად ჩაწყობილი შემწვარი ქათმის ხორცი და ჩემი ყოფილი ცოლუკას, საფირმო სოუსით გაჯერებული.
- ფიფოს ცნობისმოყვარეობა, ძირფესვიანად დააკმაყოფილა მხატვარმა.
- უგემრიელესია, არ ინანებ. - დაუმატა მიმიმ.
თავად შესვენებაზე სადილად გამოსულმა, სახელოსნოში
შემოირბინა, სადაც ახალგაღვიძებული და საკმაოდ მოშიებული მხატვარი დახვდა.
- კუჭი, დამოუკიდებლად მოაზროვნე ორგანოა და
არ სცნობს, ვიღაც ორფეხა ადამიანის მიერ დადგენილ წუთებსა და წამებს! ეს ჩემი პირადი
აქსიომაა! მინდა ვისადილებ და მინდა, ვივახშმებ! - ასე იმართლებდა თავს მხატვარი.
მიმი კი სიცილს ვერ იკავებდა:
- ასე მართლა, როგორ შეგიძლია? ახალგაღვიძეებულზევე
უცებვე ისადილო?
- და შენ გგონია, რომ მართლა მძინავს? მე
ძილშიც ვმუშაობ, ჩემი ტვინი ძილშიც იმდენ რამეზე ფიქრობს, რომ მერე საშინლად მშივდება! ჰო,
რა გაცინებს? ძილშიც მშივდება და აი, სწორედ მაშინ მეღვიძება!
მიმი ჩვეულებისამებრ, რამე გემრიელობებით სტუმრობდა
და ამასთან ერთად არც შაქარი ავიწყდებოდა და არც ყავა. ფიფომაც ხშირად იცოდა ტკბილეულის
მოტანა. ცდილობდა, უფრო შოკოლადიანი ნამცხვრები შეერჩია, რადგან მიმის ასე უყვარდა, მაგრამ
მას მერე, რაც მიმი აღარ სტუმრობდა მხატვარს, უფრო მეტად მაგარი სასმელით, სიგარეტით
და სხვა წვრილმანის შემოწირვით იფარგლებოდა. მხატვარი კი ყოველთვის, თავისი ყოფილი ცოლის
გამზადებულ სადილს ახვედრებდა და თითქოს ტრადიციადაც ექცათ ასე, სტუმრებს დესერტი მოჰქონდათ,
ახალ გაღვიძებული მასპინძელი კი საუზმის ნაცვლად, გემრიელი სადილით უმასპინძლდებოდა.
ახლაც სადილობის დრო დამდგარიყო და ახლაც ისევ ერთად შეიკრიბნენ და უკვე სამივე გრძნობდა, რომ ერთ დროს დასასრულისკენ მიმავალი, მათი ტრადიციული თავშეყრა, კვლავ განახლების გზაზე დამდგარიყო.
ახლაც სადილობის დრო დამდგარიყო და ახლაც ისევ ერთად შეიკრიბნენ და უკვე სამივე გრძნობდა, რომ ერთ დროს დასასრულისკენ მიმავალი, მათი ტრადიციული თავშეყრა, კვლავ განახლების გზაზე დამდგარიყო.
ძველი მეგობრების შეკრებას, ძველი ამბების
გახსენებაც მოჰყვა და ფიფოს გამოძიებამდეც მივიდნენ. წუხილიც კი გამოთქვეს, რომ ამდენი
წვალების შემდეგ, ფიფო საქმეს ასე რომ ჩამოაშორეს.
- მოდი რა, ჩვენ მაინც გამოვიძიოთ. რა არ შეიძლება?
- თვალი ჩაუკრა მხატვარმა მიმის.
- რატომაც არა, ჩვენ გავარკვიოთ და ვაჩვენოთ ერთი, როგორ უნდა მუშაობა. - აკისკისდა მიმიც.
ფიფომ კი ხელები ასწია:
- რატომაც არა, ჩვენ გავარკვიოთ და ვაჩვენოთ ერთი, როგორ უნდა მუშაობა. - აკისკისდა მიმიც.
ფიფომ კი ხელები ასწია:
- მე - პას! რომც ჩავერიო, ვერც საქმის მასალებს
გამოვითხოვ, თუნდაც იმიტომ რომ მე არ მეხება და საერთოდ, ახლა სულ სხვა საქმეზე ვმუშაობ.
- ვაა, ჩვენც გვითხარი რაა, თუ საიდუმლო არ
არის? - მხატვარი სიგარეტს დასწვდა და მოსასმენად მოემზადა.
- საქმე ისედაც გახსნილი შემოვიდა, თვითმკვლელობა
იყო, გამოსაძიებელი არაფერი დარჩა, თუმცა... - ფიფო გაჩუმდა.
იმ გოგონას თვითმკვლელობა, ფიფოს აწმყო დროში უნდოდა რომ გადმოეტანა. თითქოსდა, ახალ მომხდარი ამბავი იყო. თანაც, ამ წამიერი დუმილით, მიმის რეაქციებს
აკვირდებოდა და თუ მართლაც, მიმი მკვლელობათა სერიების თანამონაწილე იყო, იქნებ რაღაც წამოსცდენოდა, ან სახეზე მაინც ხომ შეატყობდა, მაგრამ მიმისაც, ისეთივე რეაქცია ჰქონდა, როგორიც მხატვარს და სხვა არაფერი განსაკუთრებული.
- არ მოგვიყვები? - ვეღარ მოითმინა მხატვარმა.
- მოგიყვებით, როგორც ძველ და ერთგულ მეგობრებს და მხოლოდ, ჩვენში უნდა დარჩეს! - ფიფომ მუდარის თვალებით გადახედა ორივეს და თან, კარგადაც ჩააკვირდა.
- ოოო, კარგი რაა, არ გრცხვენია? ბავშვი ხომ არ ვარ? - იწყინა მხატვარმა და მიმის გახედა. - აბა მე ვის უნდა მოვუყვე? აი მიმიმ კი, უნდა დადოს პირობა, რომ თავის ახალ შეყვარებულს, არაფერს მოუყვება!
- ოოო, კარგი რაა, არ გრცხვენია? ბავშვი ხომ არ ვარ? - იწყინა მხატვარმა და მიმის გახედა. - აბა მე ვის უნდა მოვუყვე? აი მიმიმ კი, უნდა დადოს პირობა, რომ თავის ახალ შეყვარებულს, არაფერს მოუყვება!
მხატვრის ამ მწარე სიტყვებზე, მიმი გაწიწმატდა:
- არავითარი შეყვარებული არ მყავს! არც ახალი
და... არც ძველი. – ეს ბოლო სიტყვები, უკვე ბევრად დაბალი ხმით გამოუვიდა.
ფიფო წამოჭარხლდა, დაიბოღმა.
„ძველი,
ძველი. რა გააჭირა ამ მხატვარმაც, შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ არ წამკბინოს. მისი პროვოცირება იყო ეს!“
- ხო, კაით, რა მოგივიდათ? - მხატვარმა მოღუშულ წყვილს გადახედა. - მერე? მოგვიყევი ბარემ რაშია საქმე, მანდაც ნიღაბი ხომ არ ეკეთა ვინმეს? - თავისივე, უკმეხად ჩამოგდებული სიტყვა, თვითონვე გაანეიტრალა მხატვარმა.

- არა, რა ნიღაბი?! მორჩა უკვე ნიღბიანი მსხვერპლი!
- ისევ მიმის რეაქციას ჩააშტერდა ფიფო და განაგრძო. - თავი მოიწამლა ახალგაზრდა ქალმა,
თან ორსულად იყო და მშობლები ახლა, ბავშვს ეძებენ!
ფიფომ არასრულწლოვანი გოგონა, ახალგაზრდა ქალით შეცვალა, ხოლო სიკვდილის მიზეზად, ჩამოხრჩობა - მოწამვლად გადააკეთა. თუმცა მიმის ისევ ისეთი, ჩვეულებრივი რეაქცია ჰქონდა,
როგორიც სხვა ნებისმიერ მსმენელს ექნებოდა და ისევ არაფერი განსაკუთრებული.
- ორსულობის დროს სახლიდან წასულა, ტელეფონით
იშვიათად ეკონტაქტებოდა ახლობლებს, მერე ესეც შეწყვიტა და თავიც ჩამოიხრჩო! - დაასრულა
თუ არა ფიფომ მოყოლა, წამსვე ენაზე იკბინა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
- ახლა არ თქვი, თავი მოიწამლაო? - არ აცალა
სიტყვის გამოსწორება მხატვარმა.
- ხო, მოიწამლა! რა იყო? ამერია, არ შეიძლება
შემეშალოს? - დაიძვრინა თავი ფიფომ.
- და ბავშვი? - იკითხა მიმიმ.
- ეგ უკვე აღარ ვიცი. ახლობლები ვარაუდობენ,
რომ შესაძლებელია გააჩინა, გააშვილა და მერე იდარდა, ვეღარ გადაიტანა. - ფიფომ წამით იყუჩა. - შეიძლება, სულაც აბორტი გაიკეთა! თუმცა, ოჯახის წევრები, ნაკლებად ეთანხმებიან ამ აზრს, მაგრამ თუ მაინც გააჩინა, ახალშობილი
სადღაც, ხომ უნდა გაეტარებინათ? ვერსად ამ გოგოს მშობიარობის კვალს ვერ მივაგენი! - როგორც იქნა, დაასრულა ფიფომ თავისი შელამაზებული ვერსია და რეაქციებს დაელოდა.
ვერსიები, როგორც ყოველთვის, უამრავი წამოვიდა,
მაგრამ ფიფოსთვის, არაფერი სახარბიელო.
ბოლოს, ჩამოწოლილი დუმილი მიმიმ დაარღვია:
ბოლოს, ჩამოწოლილი დუმილი მიმიმ დაარღვია:
- მე, რომ მის ადგილას ვყოფილიყავი, რადგან
არავის მინდოდა, რომ გაეგო მაშინ...
- მაშინ? - აწრიალდა ფიფო.
- იქნებ, ჩუმად სადმე, ვინმე ახლობლის სახლში
გააჩინა და მაშინვე გააშვილა. შესაძლებელია, წინასწარაც ყოფილიყო შეთანხმებული, თუმცა...
- თუმცა? - მოუთმენლად ჩაეკითხა ფიფო.
- ასე
ჩუმი მშობიარობა, ვინმეს დაუხმარებლად ძალიან სარისკოა. - თავი გააქნია მიმიმ.
- ვიღაც ექთანს, ან გინეკოლოგს მოიწვევდა და
ისიც არ გაახმაურებდა, ფულს მისცემდა! - ჩაერია მხატვარი.
- ეს უფრო სარისკოა იმ მედ.პერსონალისთვის,
ვიდრე სახლის პირობებში მშობიარობა. - ფიფომ წამით იყუჩა. - რაღაც რომ მოხდეს? საციხო
საქმეა!
- მიმი, შენ რას იზამდი, მის ადგილას? - ახლა მიმის მიუბრუნდა მხატვარი და ფიფოც პასუხის მოლოდინში, გაიტრუნა.
- ნუუუ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სახლში მშობიარობა მაინც სარისკოა და სავარაუდოდ გამოვრიცხეთ, ამიტომ მაინც სამშობიაროში მომიწევდა წასვლა და მაშინ... - მიმი წამით ჩაფიქრდა და მერე უცებ წამოიძახა. - მაშინ ჩემი გვარით კი არა, სხვისი გვარით
ვიმოქმედებდი!
- რაა?! - ფიფომ თვალები დაჭყიტა.
- ჰო! სხვისი გვარით! თუ კი ვიმალები, ასეც
მოვიქცევი! - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - და პირველი რაც მომაფიქრდებოდა, ეს ალბათ უფრო დედაჩემის გვარი იქნებოდა.
- ოჰ! მერე პირადობას, რომ მოგთხოვდნენ? მერე
რაღას იზამდი? - ჩაერია მხატვარი.
- თუკი, სადაცაა უნდა ვიმშობიარო, რა დროს პირადობაა? - გაეცინა მიმის. -
სახლში დამრჩა, მალე მომიტანენ, ან ახალხან დავკარგე! - მიზეზის მოფიქრებას, რა
უნდა? თანაც, ამასობაში ბავშვიც იბადება და...
- და, უკან ხომ არ შეაბრუნებენ, უპასპორტოდ
დაბადებულს! - ჩაურთო მხატვარმა, რასაც სიცილი მოჰყვა.
- შეიძლება, სპეციალურადაც მშობიარობის დრო შეარჩია და მართლაც, რა დროს პირადობა იყო. - ამოიხვნეშა ფიფომ.
- სხვის გვარს, მაინც როგორ გამოიყენებდა? - ჩაეძია მხატვარი. - იმ წუთას თუ არა, მერე ხომ მაინც მოითხოვდნენ საბუთს? თუ მანამდე უკვე მოასწრებდა გაპარვას?
ყველას გაეცინა.
- ისე, თუ ვინმე თან გახლავს, სასურველია ოჯახის წევრი, მისი პირადობით, გადაუდებელ, სასწრაფო ოპერაციის მაინც გაგიკეთებენ. - განაგრძო მიმიმ. - მაგრამ თუ მშობლებს ემალებოდა, მაშინ?.. - მიმი ჩაფიქრდა.
- მაშინ? - უკვე ვეღარ ითმენდა ფიფო.
- მაშინ, ალბათ ნამდვილად ვიღაც დაეხმარა! - ჩაურთო მხატვარმა. - შეიძლება, ოჯახის წევრადაც გაასაღა თავი და მაშინ, კი მართლა, როგორ უნდა იპოვონ? სად ეძებონ? ან რაში აწყობდა, იმ ვიღაცას, ასე თავის გამოდება?
- იცით, რა გამახსენდა? - წამოიძახა
მიმიმ.
- რა? - ერთდროულად შესძახეს ბიჭებმა.
- ჩემი ნათლული, რომ დაიბადა და სამშობიაროში, როცა მივაკითხე ჩემს დაქალს, ვისი მეჯვარეც ვიყავი. - დააკონკრეტა მიმიმ. - იქ ერთი პატარა გოგო იყო და თურმე დედამისის საყვარლისგან გაუჩენია შვილი და დედამისმა თავის თავზე გაიფორმა, ვითომ თვითონ იყო დედა.
- აუჰ! - აღმოხდა მხატვარს. - ესე იგი?..
- ესე იგი? - ახლა ფიფომ იკითხა.
- ნუ, ვინც თავდებად დაუდგა იმ ქალს, ესე იგი, მას ბავშვის აყვანის ინტერესი ჰქონდა და საერთოდ არც გამოჩნდება. - დაასკვნა მიმიმ. - და თუ მართლა მასეა, მაშინ როგორღა იპოვნიან? აბა ვის უნდა მიადგეს ოჯახი, როცა არც კი იცი ვინ არის? თორემ იქნებ...

მაგრამ ფიფო უკვე აღარ უსმენდა.
„ყოჩაღ მიმი, ისევ
შენ მეხმარები, თუმცა მაინც შენზე მაქვს რაღაც ეჭვები. იქნებ მაგიტომაც მეხმარები,
რომ საქმის კურსში ხარ?
და თუ არ ხარ,
მაშინ მაინც მართალი ხარ მიმი, მართალი! ჰმ, რა თქმა უნდა აბა რაა! გოგონას დედა თავისი
გვარით მოათავსებდა, თანაც არასრულწოვანი იყო, დედა დაუდგებოდა თავდებად და თავისი
გავლენით მისივე გვარს ჩააწერინებდა, ვერც ვერავინ შეეწინააღდეგებოდა, თუნდაც ის მიზეზიც
საკმარისი იქნებოდა, რომ შვილის სახელის გატეხვას მოერიდა და ამიტომაც იქცეოდა ასე!
თან, არც გაუჭირდებოდა, რადგან მათი კოლეგა იყო. შეიძლება, მათი უფროსიც კი.
მე, იდიოტმა კი
გადავქექე იქაურობა. აზრადაც არ მომსვლია სხვა გვარით მეძებნა.
ყოჩაღ მიმი, კარგი
გოგო ხარ!
ეჰ, ნეტა მართლა
შენ არაფერ შუაში იყო და...
თუნდაც სულ შევწყვეტდი
გამოძიებას!
არა, არა! გამოძიებას
ნამდვილად ვერ შევეშვები და შენ თუ მართლა არაფერ შუაში ხარ, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის,
რომ საერთოდ არც გამოგაჩინო!
აი მაგას კი ნამდვილად
შეგპირდები და მართლაც უკანაც არ დავიხევ!“
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1903818676527087/?type=3&theater
No comments:
Post a Comment