27.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1706954046213552/1717160108526279/?type=3&theater
ზეკი საშინლად გაბრაზებული დაბრუნდა. მანქანის კარი ისე ძლიერად მიაჯახუნა ლამის ნაწილებად დაშალა.
პატრონს არ ესიამოვნა.
მანქანა კი ,,გადარჩა’’, მაგრამ ახლა სახლის კარის ასევე ძლიერმა მოჯახუნებამ, კარის დიდი შუშა ჩამოიღო და პირდაპირ კიბის თავზე წვრილ ნამსხვრევებად მიმოიფანტა.
პატრონი საშინლად გაბრაზდა, ის იყო ზეკისთვის შენიშვნა უნდა მიეცა, რომ ამ დროს დადას უაზროდ დაჭყეტილ თვალებს წააწყდა.
დადა ცოტა თითქოს შეშინებულივითაც ჩანდა. ისეთი სახე ჰქონდა ყველაფერი ჩემი ბრალიაო, მაგრამ რა ვქნა ასეთი ვარო.
პატრონს მოეჩვენა დადა თითქოს რაღაც ბორძიკით წამოვიდა სახლისაკენ, და მას რომ გაუსწორდა ამღვრეული თვალები შეანათა, საშინელი არყის სუნი ასდიოდა.
პატრონი გაკვირვებისაგან ადგილზე გაშეშდა.
თურმე დადა ზეკს ქალაქში დაჰკარგვია, ძლივს უპოვია. სადღაც ტავერნაში, ვიღაც ლოთ მათხოვრებთან ერთად არაყს სვამდა და ზედ ლუდსაც აყოლებდა.
პატრონი გაოგნებული უსმენდა. ასე ეგონა დადაზე კი არა ვიღაც სულ სხვა ადამიანზე უყვებოდნენ.
ზეკი არ ცხრებოდა, ამტკიცებდა, რომ დადამ ეს სპეციალურად ჩაიდინა.
საკვირველი იყო. დადა მხოლოდ თავის ჩანაწერებში დარჩა ისევ ისეთი, ძველი დადა. სათნო, კეთილი, მოსიყვარულე. სინამდვილეში კი აბეზარ, თავნება და ტუტუც გოგოდ აჩვენებდა ყველას თავს და როდემდე გაგრძელდებოდა ასე?
ან დაბრუნდებოდა კი ისევ ის ძველი დადა?
,,რა მძიმე და მტკივნეული რამ არის ცხოვრება, როგორ შეუძლია ადამიანი სრულიად შესცვალოს.’’
ფიქრობდა პატრონი და ნაღვლიანად დაჰყურებდა მძინარე გოგოს.
დადას ოთახიც არყის სუნით იყო გაჟღენთილი.
,,ყველაფერი უგოს ბრალია! იმ წყეული კაცის ბრალია! რას ერჩოდა ამ საწყალ გოგოს?
აკი ვუთხარი ის არაფერ შუაშია, თუ შურისძიება გინდა მე გამისწორდიო
თუმცა მეც რაღას ვერჩი?
კიდევ კარგი წავიდა და დროზე მოგვშორდა.
დადაც დაინდო და მასთან ერთად მეც!
ჰმ, ისე წავიდა უკან არც მოუხედავს.
საოცრებაა, მის კვალსაც ვერსად მივაგენი.
უგო!.. უგო!..
რა ჯანდაბად მოხვედი აქ!
დადა კი ადრე ბევრს სულელი ეგონა, მაგრამ პირიქით.
ეჰ, ადრე უფრო ბევრად ჭკვიანურად იქცეოდა.
ახლა კი სისულელეებს სჩადის და თავადაც არ უწყის რატომ?
რის მიღწევას ცდილობს?
მადლობა ღმერთს, რომ ზეკმა უგოზე არაფერი გაიგო, კიდევ კარგი მის ყურამდე არაფერი მივიდა, თორემ ვინ იცის?
საშინელი ამბები დატრიალდებოდა.
ნამდვილად დახოცავდნენ ერთმანეთს.
ჰმ, დროზე გაასწრო უგომ!’’
პატრონი დადას გამოფხიზლებას ელოდა. მისი ამდენი უაზრო საქციელი უკვე ყელში იყო ამოსული. სერიოზულად უნდოდა მასთან დალაპარაკება, ადრე თუ ერიდებოდა, არ უნდოდა გოგონას გული სტკენოდა, ახლა უკან აღარაფერს მოერიდებოდა.
უგოსაც უხსენებდა და იმასაც შეაპარებდა, რომ...
პატრონს ფიქრი მსახურმა გააწყვეტინა. სტუმრის მოსვლა აუწყა.
საშიშ თვალება სტუმრი უკვე მის კაბინეტში იცდიდა.
LEX. 2016 წლის 14 მარტი, ორშაბათიhttps://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1706954046213552/1717160108526279/?type=3&theater
No comments:
Post a Comment