26.
მიმის, ერთ წერტილზე გაუშეშდა მზერა. ბიჭები ერთმანეთში განაგრძობდნენ საუბრობარს. თავიდან არა, მაგრამ მოგვიანებით კი შეამჩნიეს მოღუშულად მომზირალი გოგო.
იფიქრეს, ალბათ მობეზრდა მიმის, ჩვენი ამდენი მოსმენაო, თუმცა სხვა დროს, სულგანაბული უსმენდა მათ და ხშირად რეპლიკებშიც ერთვებოდა.
იფიქრეს, ალბათ მობეზრდა მიმის, ჩვენი ამდენი მოსმენაო, თუმცა სხვა დროს, სულგანაბული უსმენდა მათ და ხშირად რეპლიკებშიც ერთვებოდა.
ფიფომ ჭიქები შეავსო. მიმის არც ეს შეუმჩნევია, ისევ სადღაც
შორს ქროდა მისი ფიქრები.
- მოხდა რამე? - ფიფოს ალერსიანმა ხმამ, ფიქრებში წასული გოგო ადგილზე დააბრუნა.
მიმიმ ნაღვლიანი მზერა მიაპყრო.
- მოხდა რამე? - ფიფოს ალერსიანმა ხმამ, ფიქრებში წასული გოგო ადგილზე დააბრუნა.
მიმიმ ნაღვლიანი მზერა მიაპყრო.
- დღეს სასაფლაოზე, ერთი კაცი ისე გულსაკლავად
გოდებდა, ხმით მოსთქვამდა და არ ჩერდებოდა. ვეღარ მოვითმინე და მივედი. ისეთი თვალებით
შემომხედა, დავიბენი. დედას შეეშინდა, ვინმე გიჟი არ იყოსო. არ უნდოდა, რომ მასთან ახლოს
მივსულიყავი. საფლავზე ისე იყო დამხობილი ვიფიქრე, რომ უთუოდ ძალიან ახლობელი ადამიანი
თუ ჰყავდა გარდაცვლილი. - მიმი გაჩუმდა.
ბიჭები ინტერესით ელოდნენ, მერე რას იტყოდა,
ბოლოს ფიფომ ვეღარ მოითმინა:
- საშინელებაა, როცა ახლობელ ადამიანს მიწას
მიაბარებ.
- ჰო, რა თქმა უნდა. - დაეთანხმა მხატვარი.
- მაგრამ იცით, რაში იყო საქმე? - განაგრძო
მიმიმ. - საფლავი ძალიან ძველი იყო, მოუვლელი. გასულ საუკუნემდე დასაფლავებული ოჯახი
იყო, დიდი ბებია და ბაბუა თუ იქნებოდა ან იმათი მშობლები. ეს კაცი კი ისეთი ხმით გოდებდა,
რომ თითქოს ახლახან...
- გარდაცვლილთა სულები იქ იკრიბებიან! - ჩაურთო
მხატვარმა. - სადაც შენ მიხვალ მათ მოსანახულებლად და მათი სულების მოსახსენებლად!
- მხატვარი წამით შეყოვნდა. - და არა აქვს მნიშვნელობა, ვისი საფლავია! მიხვალ ერთთან,
თუნდაც უცნობთან და მოიხსენიებ ვინც გენატრება და გული შეგტკივა! - მერე უფრო ჩუმი
ხმით დასძინა. - სადაც შენ მიხვალ, მაშინვე იქვე იკრიბებიან, მათი სულები ხარობენ და გლოცავენ!
- ეს არ ვიცოდი! - გაკვირვებული ხმით აღმოხდა
ფიფოს.
- არც მე ვიცოდი! - დაუმატა მიმიმ.
- ალბათ, ამ ქვეყნად აღარავინ დარჩა და ვინც
იქეთ წავიდა, მათი საფლავები შორს იყო და სადაც აეტირა იქვე ჩაიმუხლა. - მხატვარმა
სიგარეტს მოუკიდა. - ასეთია ადამიანის ყოფა! დარდობ, განიცდი, ნებდები და უმოქმედო
ხდები, ან ვერ შეეგუები წაგებას და იწყებ ბრძოლას!
- და შეიძლება ერთ დღესაც, სერიულ მკვლელადაც
იქცე! - დაუმატა მიმიმ.
ბიჭებს გაეცინათ.
- მასეა, მასე! არაფერი არ არის გამორიცხული!
თავიდან, სერიული მკვლელის არსებობაც კი არ იყო შენიშნული და აი, მიმის წყალობით დადგინდა! მიმი კი, ჩემი საქმეების ბერტილიონია! - ფიფომ მიმის მისამართით ჭიქა ასწია, თვალი ჩაუკრა
და სულმოუთქმელად გადაჰკრა.
- ბერტილიონი? - გაიკვირვა მხატვარმა - ეგ არ ვიცი ვინ არის. თუმცა, არა მგონია ხელოვნებასთან რამე კავშირი ჰქონოდა, თორემ მეცოდინებოდა, ყური მაინც მექნებოდა მოკრული, მაგრამ რა ვიცი.
- ბერტილიონი? - გაიკვირვა მხატვარმა - ეგ არ ვიცი ვინ არის. თუმცა, არა მგონია ხელოვნებასთან რამე კავშირი ჰქონოდა, თორემ მეცოდინებოდა, ყური მაინც მექნებოდა მოკრული, მაგრამ რა ვიცი.
- კონკრეტულად ხელოვნებასთან არა, მაგრამ
კრიმინალისტიკაში, საკმაოდ დიდი გადატრიალება მოახდინა. მან დანაშაულის გახსნის ახალი მეთოდი
შეიმუშავა. უფრო სწორად, დამნაშავის ამოცნობის, რასაც შემდგომ დაქტილოსკოპიის დანერგვა მოჰყვა. ის იყო პირველი, ვინც იდენტიფიკაციის
მეთოდით ამხილა დამნაშავე!
- თითის ანაბეჭდებით? - ჩაურთო მიმიმ.
- არა, მაგრამ მოგვიანებით, სწორედ მაგას მოჰყვა
მერე თითის ანაბეჭდების მეთოდიც. თავიდან კი ბერტილიონმა დიდი, საკმაოდ დიდი დრო მოანდომა
და ბევრიც იწვალა და რატომ წვალობდა აბა თუ მიხვდებით?
მიმიმ და მხატვარმა მხრები აიჩეჩეს.
- თავიდან მის მეთოდს, არავინ დაუჯერა. ექსპერიმენტებს რომ ატარებდა, დასცინოდნენ კიდევაც. - ფიფომ მიმის ღიმილით გახედა. - ისე, თავიდან არც მე მჯეროდა. იცი, რომ მიმიმ აღმოაჩინა
ნიღბების ვერსია, მგონი უკვე ვთქვი, ხომ ადრეც?
- დიახ, დიახ, ვიცით. - თავი დაუქნია მხატვარმა. - და როგორც მივხვდი, ბერტილიონი იდენტიფიკაციის
ხელოვნების ფუძემდებელი ყოფილა. მდააა, საინტერესოა. აბა გისმენთ, გისმენთ.
- მხატვარი, მაინც მხატვარია, რაა. - შენიშნა
ფიფომ. - ყველაფერს, მაინც ხელოვნებას არქმევს.
- მე კი არ ვარქმევ, ასეა ეს! ის რაც, ხელიდან გამოდის, არის ნება ხელისა და იმ ვნებით აკეთებს, რა ვნებითაც მას გული, გონება და სული კარნახობს. ისე ბერტილიონი არა, მაგრამ მე ვიდოკზე კი გამიგია რაღაც-რაღაცეები.
- მე კი არ ვარქმევ, ასეა ეს! ის რაც, ხელიდან გამოდის, არის ნება ხელისა და იმ ვნებით აკეთებს, რა ვნებითაც მას გული, გონება და სული კარნახობს. ისე ბერტილიონი არა, მაგრამ მე ვიდოკზე კი გამიგია რაღაც-რაღაცეები.
- ჰოო? და მაინც რა? ისე, ვიდოკი იყო პირველი, ვინც კარტოთეკის სისტემა შექმნა და მსოფლიოში პირველი სამძებრო სააგენტო ჩამოაყალიბა.
- ჩაურთო ფიფომ.
თუმცა არც მხატვარი ჩამორჩა:
- და მანამდე კი, სანამ მასეთი ცნობილი
გახდებოდა, ხან ცირკის მსახიობი იყო, ხან ვითომ მღვდელი, ხან „მარადიორობდა“, ბანდაც
კი ჰქონდა ჩამოყალიბებული...
ფიფოს ტელეფონის ზარმა, მხატვარს ორატორობა
შეაწყვეტინა.
- სამსახურიდან მირეკავენ! - ისე გამოცხადა,
თითქოს რამე დანაშაულში ამხილეს და თავს იმართლებდა და სანამ გარეთ არ გავიდა, მანამდე
არც უპასუხა.
ცოტა უცნაური იყო. ფიფო ტელეფონზე საპასუხოდ, ადრე
არასდროს გასულა გარეთ.
მხატვარი უმალ მიხვდა, თუ რომელი თანამშრომელი
შეიძლებოდა ყოფილიყო. მიმის ცოტა არ იყოს, ცინიკურად ჩაღიმება, სახეზე შეეყინა, როცა
მხატვრის თვალებს წააწყდა.
„ღმერთო ჩემო, მართლაც რა სიმპათიურია...“
„ღმერთო ჩემო, მართლაც რა სიმპათიურია...“
მიმი საკუთარმა ფიქრმა, სახეზე ოდნავ წამოაწითლა.
ქუჩიდან შემოსულმა ფიფომ მოიბოდიშა, ბერტილიონზე
სხვა დროს მოგიყვებით, სასწრაფოდ სამსახურში მიბარებენო და ისე გავიდა, მიმისთვის არც
უკითხავს მოდიხარ, თუ რჩებიო, როცა სხვა დროს ყოველთვის ეკითხებოდა და არ ჰქონდა მნიშვნელობა, მიმი რას უპასუხებდა. ფიფო მაინც ცდილობდა, რომ როგორმე იქედან წამოეყვანა, სადაც თვითონ არ რჩებოდა და ასე იქცეოდა ყველგან. ახლა კი, ისე დაემშვიდობა, მიმისთვის ზედაც არ შეუხედავს. აშკარა იყო, მიმის მხატვრის ხახაში აგდებდა,
თუმცა იცოდა, რომ ის ხახა არ იკბინებოდა და მაინც, მხატვარი მდუმარედ შეჰყურებდა მიმის,
ნეტა თუ მიხვდა რამესო.
„ფიფოს სხვა ფორმითაც
ძალიან ადვილად შეეძლო თავი დაეძვრინა, მაგრამ ვერ მოზომა, ვეღარ მოთოკა მოზღვავებული
გრძნობები.“
- ზოგჯერ, ვნება იმდენად ძლიერია, რომ სიყვარული
გგონია.
- რა? რა თქვი? - მიმი მხატვრის მოულოდნელად
წამოსროლილმა სიტყვებმა ფიქრებიდან გამოარკვია.
- გინდა დაგხატო? - მხატვარმა მყისვე თემაც
შეცვალა და პასუხს არც დაელოდა, ისე წამოხტა.
მიმი სიამოვნებით დათანხმდა.
LEX. 2016 წლის 1 ივლისი, პარასკევი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1762526617322961
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1762526617322961
No comments:
Post a Comment