მიმი ისევ ძილისკენ იყო წასული, ბიჭებს კრუასანები მინდაო,
რომ მიაძახა და ნაქსოვ პლედში გახვეულმა, კვლავ ძილს მისცა თავი.
ძილამდე ერთი კი გაიფიქრა,
„რა ლამაზი და თბილი პლედია....
ნეტავ ვინ მოქსოვა?..“
ისე ღრმად ეძინა, სავარძლიანად რომ გაეტანათ
გარეთ, ვერც ვერაფერს გაიგებდა. ეძინა მშვიდად და ბედნიერად, მხოლოდ სადღაც შორიდან, პიანინოს ხმა ჩაესმოდა ყურში. ნაცნობი მელოდია... ისევ ის ნაცნობი...
დანჭყრეული, ძველი ნაცნობი მელოდიის ხმა.
საიდან იცოდა? ადრეც მოისმინა, მაგრამ როდის?
იმ ხმას მისდევდა. აინტერესებდა ვინ უკრავდა.
პიანინო ძველი იყო. მორყეული, ხმაც ასეთივე
მორყეული. გაყვითლებული სპილოს ძვლის კლავიშები. გამხმარი კოჟრიანი თითები კლავიშებს
ელამუნებოდა.
„ნეტა
ვინ უკრავს?
ვინ
უკრავს?
უკრავს...“
ექოსავით ჩაესმა საკუთარი ხმა, თუმცა ხმამაღლა არაფერი უთქვამს. პირიც არ გაუღია. თავისივე ხმა ჩასძახის.
ექოსავით ჩაესმა საკუთარი ხმა, თუმცა ხმამაღლა არაფერი უთქვამს. პირიც არ გაუღია. თავისივე ხმა ჩასძახის.
ვიღაც უკრავს...
იმასაც კი ვერ არჩევს, კაცია თუ ქალი.
ხმა სადღაც სარდაფიდან მოდის და სწორედ იმ
სადარბაზოს სარდაფია. კიბეები უსასრულოდ ჩადის და ჩადის დაბლა. სართულები არ ილევა.
მუსიკის ხმა უფრო და უფრო ახლოვდება, მაგრამ სარდაფამდე ჩასულს, კიდევ ახალი კიბეთა
რიგი უჩნდება წინ. მიმი მაინც არ ნებდება, კვლავ
ქვემოთ მიიწევს, იმ ხმას მიჰყვება.
ჩადის და ჩადის ქვემოთ. აი ერთი საფეხურიც
და უცებ... აღარაფერია.
სადღაც თითქოს ტრამალზეა.
წინ რომ გადაიწიოს სიბნელეში ჩავარდება.
სიცარიელე, სიბნელე... და ერთადერთი ქვის
ფილა. ერთადერთი კიბის საფეხური, რომელზედაც ძლივს დგას.
პიანინოს ხმა კი არ წყდება, ახლა ბევრად უფრო
გარკვევით ისმის, მაგრამ არც სადარბაზოა და არც სხვა არაფერი.
თავს ძლივს იმაგრებს. ერთადერთი კიბის საფეხური
კი ისე მოძრაობს, რომ ცოტაც და სადღაც ჩავარდება.
მაგრამ უცებ, ვიღაც ყელში სწვდა და დაიჭირა.
კედლის ნაპრალიდან გამოყოფილი ხელი იკავებს.
ყელში უჭერს მაგრამ არ ახრჩობს, პირიქით იჭერს. იჭერს, რომ სადღაც უფრო ქვემოთ, არ
ჩავარდეს.
თითქოს ტრამალი იყო ახლა კი, ისევ სადარბაზოშია,
მაგრამ მის ქვევით უფსკრულია.
კიდევ კარგი, ხელით მაინც იჭერენ, მაგრამ ვინ?
კიდევ კარგი, ხელით მაინც იჭერენ, მაგრამ ვინ?
ვისი ხელია?
ვიღაც თმებზე ნაზად შეეხო და ყურში ჩასჩურჩულებს:
„ათამდე
დაითვალე! დაითვალე! დაითვალე!
არ
მოიხედო! არ მოიხედო!
წადი!
წადი!..“
სად
წავიდეს, სად?
არც ფიფო ჩანს, არც მხატვარი.
ყურში ისევ ის ხმა
ნაცნობი სიტყვები
„ათამდე
დაითვალე!
ათამდე
დაითვალე!
ათამდე
დაითვალე!
დაითვალე!..“
ხმა ექოსავით მეორდება და სადღაც სიბნელეში იკარგება.
ხმა ექოსავით მეორდება და სადღაც სიბნელეში იკარგება.
მერე ისევ ქაოსი.
პიანინოს ხმაც თანდათან სადღაც ქრება.
უკვე ყრუდ ისმის.
რაღაც სასიამოვნო სურნელი, რაღაც ნაცნობი
და გემრიელი. სავარძელთან სკამზე, ახლად მოდუღებული ყავა და დიდი ოქროსფრად მოელვარე, ახლად გამომცხვარი, კრუასანის სურნელი, სასიამოვნოდ უღიტინებდა ცხვირში.
მიმიმ ისევ თვალები მილულა და გაეღიმა.
„კიდევ
კარგი, ის კოშმარი, სიზმარი ყოფილა.“
მხატვარი თავის საწოლზე გაუხდელად მიწოლილიყო
და უკვე ძილს მისცემოდა.
მიმიმ თავის პლედი გადააფარა.
მიმიმ თავის პლედი გადააფარა.
ოთახში მეტი არავინ იყო.
„ფიფომ, მხატვარი სახლამდე მოიყვანა, ჩემი კრუასანიც არ დაავიწყდა.
რა
საყვარელია!
მერე
კი ალბათ, პირდაპირ სამსახურში წავიდა.
მეც
წასასვლელი ვარ. უჰ, როგორ მეზარებააა...“
***
სახლში ფაციფუცით შევარდა.
დედა ოთახიდან ოთახში, ქოთქოთით დასდევდა:
- გეჭამა მაინც რამე.
წუხელ მეგობრებთან რატომ დარჩი?
ბარემ მოსულიყავი სახლში...
მიმის მეგობრებთან დარჩენა არ უყვარდა და
დედაც უკვე მიჩვეული იყო მიმის გვიან მოსვლას, მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ ეგუებოდა და
საყვედურებს არ აკლებდა.
- სამსახურში მაგვიანდება, დეე! თანაც უკვე, ისე გემრიელად ვისაუზმე. - მიმის ეღიმებოდა.
ფიფო ყოველთვის გამოირჩეოდა ყურადღებით. ახლაც არ დავიწყნია მიმის საყვარელი კრუასანები, მხატვარს გამოატანა, თავად კი სამსახურში გაიქცა.
- სამსახურში მაგვიანდება, დეე! თანაც უკვე, ისე გემრიელად ვისაუზმე. - მიმის ეღიმებოდა.
ფიფო ყოველთვის გამოირჩეოდა ყურადღებით. ახლაც არ დავიწყნია მიმის საყვარელი კრუასანები, მხატვარს გამოატანა, თავად კი სამსახურში გაიქცა.
„ან
იქნებ, იყო კიდეც მოსული? მერე რომ მნახა, ისევ მეძინა და აღარ გამაღვიძა.“
- კვირასაც მუშაობ?
მიმი დედის ხმამ, სასიამოვნო
ფიქრებიდან გამოარკვია.
- ???
მიმი წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა.
სადღაც შორს გახედა ქალაქს.
- დღეს კვირაა, არ მეგონა დღესაც თუ მუშაობდი.
შაბათს სასაფლაოზე აგიყვანო და საერთოდ არ გამოჩნდი გუშინ. - აბუზღუნდა დედა. - დილიდან რომ გაიხურე კარი...
- ახლა წავიდეთ! მართლა, დეე! მიდი ჩაიცვი
და წავიდეთ! გზაში ყვავილებიც ვიყიდოთ! დიდი თეთრი ვარდები!
***
ფიფო ფანჯარასთან იდგა. განვლილ ღამეზე... არა, დილაზე ფიქრობდა.
მშვენივრად გაატარა.
შესანიშნავი ქალია ეს მედ.ექსპერტი, ნეტავ
ადრე რატომ არ ამჩნევდა?
„არა,
მიმის საერთოდ არ ჰგავს, სულ სხვა ტიპია. სულ სხვა სტილის ქალია.
ნეტა
მიმი ახლა მართლა რას აკეთებს? არც დაურეკავს.
მხატვარმა
ხომ არ უთხრა რამე?
იქნებ
ისიც უთხრა, რომ სახლამდეც არ მომიყვანესო? არადა, თავად მთხოვა, გადასახვევთან გამაჩერებინა.
ვაიმე
კრუასანი!
როგორ
გადამავიწყდა.“
ფიფომ გადაწყვიტა ჯერ მიმისთან სახლში დაერეკა,
დედასთან მოესინჯა ნიადაგი.
ტელეფონი არავინ აიღო...
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1758966817678941/?type=3&theater
No comments:
Post a Comment