- რა მნიშვნელობა
აქვს? - ცივად აიჩეჩა მხრები კუსუმ. - აქვს შენთვის არსებითი მნიშვნელობა, მე თვითონ
ვიპოვნე ჩემი ნამდვილი მშობლები, თუ მათ მიპოვნეს?
- აქვს! - თავი ჩაქინდრა მაკამ. - აქვს! სწორედაც, რომ არსებითი მნიშვნელობა აქვს, რადგან საიდან მოგივიდა ეგ აზრი და საიდან და როგორ მიხვედი იმ დასკვნამდე, რომ აყვანილი იყავი?
- აყვანილი? - ცინიკურად აღნიშნა კუსუმ. - თუ მოპარული?!
- მე არ წამირთმევია შენი თავი, მხოლოდ და მხოლოდ ოჯახში არასასურველი ბავშვი შემომთავაზეს.
- ჰოო? - უნდობლად აზიდა წარბები კუსუმ.
- თუ გინდა, ნუ დაიჯერებ, მაგრამ იმაზე მაინც გამეცი პასუხი, თუ საიდან დაგებადა ეგ იდეა, რომ ჩემი ბიოლოგიური შვილი არ იყავი?
- მგონი, ის უფრო გაინტერესებს, თუ ვინ მითხრა? - კვლავ ცინიკური ხმა ჰქონდა კუსუს. - ვინ ჩამაწვეთა, არა? ჰმ!
მაკამ უხმოდ დაუქნია თავი.
- რომ გითხრა, რო არავის უთქვამსო, დამიჯერებ?
- შევეცდები დაგიჯერო.
- იცი რომ უცხოეთში, ნებისმიერ ბავშვს, თუნდაც სკოლის მოსწავლეს აქვს უფლება და უკვე სურვილიც, რომ დნმ-ს ტესტი გაიაროს. ეს ჩვეულებრივი პროცედურაა, თუნდაც იმიტომ რომ უფრო მეტი რამ შეიტყოს თავის წინაპრებზე და რადგან, სწორედაც რომ უცხოეთში, არასდროს უმალავენ ბავშვს რომ იგი აყვანილია და ისიც ბუნებრივია, როცა მოისურვებს ბიოლოგიური მშობლების ნახვას, არავინ უშლის, თუმცა იმ ბავშვმა, მშვენივრად იცის, რომ მასზე მზრუნველ და მოამაგე ამყვან მშობლებს პატივი უნდა სცეს.
მაკამ ღრმად ამოიხვნეშა.
- შენ ხომ არასდროს მიყვებოდი მამაჩემზე! ანდა, რა უნდა მოგეყოლა, როცა არც არაფერი იცოდი მასზე და არც კი იცნობდი! და რატომ გაგიკვირდა, რომ დავინტერესდებოდი ჩემი წარმომავლობით?! - ჩაეკითხა კუსუ და მერე უფრო დაბალი ხმით დასძინა. - და თურმე ისინი, ჩემი ბიოლოგიური დედის ოჯახი, უკვე წლებია მეძებდნენ...
მაკამ ვერაფერი უპასუხა.
- რატომ მომწყვიტე ოჯახს?! - მოულოდნელად შეუტია კუსუმ. - რატომ წაართვი ჩემი თავი?!
მაკა კვლავ უხმოდ იჯდა.
- შენ ხომ თავს იმით იმართლებ, რომ მრავალშვილიან გაღატაკებულ ოჯახს ამოსუნთქვის საშუალება მივეციო და თანაც, კარგად უხდიდნენ ამყვანი მშობლებიო და ამით, ორივე მხარე კმაყოფილი რჩებოდა და სამაგიეროდ შენც რაღაც პატივსაც გცემდნენ თურმე და ამით გინდოდა თავის დაძვრენა, მაგრამ მე?! ჩემთან რა გამოვიდა?! - კვლავ უტევდა კუსუ. - მეც მრავალშვილიანი, ღარიბ-ღატაკი ოჯახიდან ვიყავი? დავიჯერო, შენ ამას არ გამოქექავდი? მით უმეტეს, თუ შენთვის გინდოდი?
- არაფერი გამომიქექავს... - წაილუღლუღა მაკამ. - და უკვე ხელიც მქონდა ჩაქნეული... - მაკამ წამით იყუჩა. - ყველა ანალიზები და ყოველი მეორე უძლიერესი პროფესორის დასკვნა წინ მედო. ბავშვს ვერასდროს გავაჩენდი. უცხოეთშიც არაერთხელ ვიყავი და ყველგან უარით მისტუმრებდნენ და სხვათა შორის, არც ბავშვის აყვანაზე მიფიქრია.
- და მაინც, იფიქრე! - ცინიკურად ჩაურთო კუსუმ.
მაკამ ცალყბად გაუღიმა და განაგრძო:
- რამდენიმე დღის ჩამოსული ვიყავი უცხოეთიდან, შვილის გაჩენის მორიგმა ცდამაც კვლავ უშედეგოდ ჩაიარა. ჯერ კიდევ დეკრეტული მქონდა გაფორმებული. ასე ვაკეთებდი, სხვების თვალის ასახვევად, ყოველთვის წინასწარ ვყრიდი ხმებს, ჩემს ორსულობაზე და არავინ იცოდa, რომ სინამდვილეში, სამკურნალოდ დავდიოდი. მერე ისევ გამოვჩნდებოდი სამსახურში და კვლავ მისამძიმრებდნენ უშედეგო ორსულობას და ამ დროს კი, არც არასდროს დავრჩენილვარ. - მაკა გაჩუმდა. წყალი ოდნავ მოსვა.

- მერე? -
არ აცალა კუსუმ ამოსუნთქვა. - რამდენიმე დღის ჩამოსული ვიყავიო, ეგ კი გასაგებია შენი
პირადი ისტორიაა და იმ მიზეზს მიყვები, თუ რამ გაიძულა სხვისი შვილი, შენად გაგესაღებინა
და ამით, თითქოს თავსაც იმართლებ, მაგრამ მე, ჩემი ამბავი მაინტერესებს, როგორ და რატომ
მოვხვდი შენთან, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მდიდარი და შეძლებული ოჯახიდან ვიყავი!
- მე ეს ყველაფერი არ ვიცოდი. - ამოიკვნესა მაკამ.
- როგორ, თუ არ იცოდი?! - შუბლი შეკრა კუსუმ. - ბავშვი რომ აგყავდა დავიჯერო, არ გაიკითხავდი, რა მოხდა, რატომ ტოვებენ, რატომ ართმევდით დედას შვილს?! იქნებ, რა მიზეზი იყო?!
- ხშირად ამყვან მშობლებს არ სურთ იცოდნენ, თუ ვისი შვილია, ვინ დატოვა. - მაკამ წამით იყუჩა. - ზოგჯერ მხოლოდ გარეგნობა აინტერესებთ, რომ ნამდვილად ლამაზი გენეტიკა თუ ექნება ბავშვსო, მერე რამდენად ჯანმრთელია, წინაპრების დაავადებებსაც გამოქექავდნენ და მერე ერთი საბუთიც კი საკმარისია, სადაც ოფიციალურად დედობაზეა უარის თქმა აღნიშნული. მხოლოდ იმ ერთი ადამიანის ხელმოწერაც კი წყვეტს, ჩვილის ბედს. ამ ოფიციალურ საბუთებსა და ამ ყველაფერს შუამავალი განაგებს, რადგან კვლავ გიმეორებ, ამყვან მშობლებს ხშირად არ სურთ, რომ იცოდნენ, თუ ვისი ბიოლოგიური შვილია და საიდან მოიყვანეს, ისევე როგორც, არც ბიოლოგიურმა დედამ იცის, თუ ვინ იშვილა მისი ბავშვი და ეს ხდება ჯერ უმთავრესად კვალის არევის მიზნის, რომ მერე არ მოძებნოს და უკანვე არ მოითხოვოს.
- და თავისი შვილია და რატომ არ უნდა ჰქონდეს უფლება, შვილის უკან მოთხოვნის? იქნებ, იმ წუთას არ შეეძლო მისი რჩენა, ცუდად იყო, ან... ან ათასი რამ მიზეზი?!
- მაშინ შეუძლია, ბავშვთა სახლში დატოვოს, მოკითხვამდე, მაგრამ როცა ოფიციალურ დოკუმენტს აწერს ხელს, სადაც უარს ამბობს შვილზე, მანდ უკვე დედობის უფლება აქვს ჩამორთმეული და კანონით ასე ადვილად ვერ დაიბრუნებს, თუ ისევ უკანვე იგივე კანონი არ აღუდგენს დედობის უფლებას.
- მდაა... - თავი გააქნია კუსუმ. - და გამოდის, რომ არც შენ დაინტერესდი ჩემი წარმომავლობით, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ დედაჩემს, ჩემი გაშვილება, აზრადაც არ მოსვლია!
- ბევრი არაფერი ვიცოდი შენზე და ხომ გითხარი, უცხოეთიდან წინა დღეების ჩამოსული ვიყავი. სამსახურშიც კი არ იცოდნენ რომ დავბრუნდი. არავის ნახვა არ მინდოდა, განადგურებული, დაღლილი და გათანგული ვეგდე საწოლზე, როცა ჩემი ერთ-ერთი დაქალი შემომივარდა, ძალით ამაყენა და პირიც კი თავის ხელით დამბანა. - მაკამ წამით იყუჩა. - ძალიან საყვარელი ბიჭიაო, იმდენი მელაპარაკა და მე კი, გაგონებაც არ მინდოდა, რადგან უფრო გოგოზე ვიყავი ორიენტირებული და თანაც, ჯერ არც ვაპირებდი არაფერს. ცოტა უფრო მეტი დრო მინდოდა კიდევ გასულიყო და კარგად მომეფიქრებინა, თუ რამდენად შემეძლო სხვისი შვილის გაზრდა.

- მერე? - ვეღარ ითმენდა კუსუ.
- დედა ბავშვს ვერ მიხედავს, რადგან ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მხოლოდ უცხოეთში შეიძლება მისი მკურნალობა, რასაც დიდი თანხა სჭირდებაო. ამასთან ქმარს გაშორდა. დედამთილს
კი არც შეუძლია ბავშვის მოვლა და არც უნდაო. მამამისს კი სხვა ქალი ჰყავს ახლა და მისგან
ელოდება ბავშვსო. უამრავი არგუმენტები მომიყვანა და რას ვიფიქრებდი, თუ ჩემივე კოლეგა,
ჩემთან ერთად უამრავი საქმის გამკეთებელი, მეც ასე ბრიყვულად გამაცურებდა.
- ესე იგი, მანამდეც არაერთხელ ჩაგიდენია ეს სისასტიკე?
- და რატომ გგონია, რომ მართლა არ ტოვებდნენ შვილებს?
- რა თქმა უნდა, ტოვებდნენ კიდევაც და შენც კარგად ივსებდი ჯიბეს, მაგრამ მერე აღარ გეყოთ შენ და შენს თანამოაზრეებს და მშობლების ზურგს უკან უკვე შვილების წაგლეჯვაზე გადადით!
მაკამ ამოიხვნეშა. არაფერი უპასუხა.
- მერე, დედაჩემი?! რატომ არ ნახე, ბავშვის დედა?! - კვლავ მკაცრი ტონით ჩაეკითხა კუსუ. - ხომ ამბობ, რომ მთავარი, მშობლის ხელმოწერა იყოო და განსაკუთრებით დედისო!
- ვნახე კიდევაც, თუმცა როგორც ახლა ვხვდები, დედის მაგივრად, ვიღაც სულ სხვა ქალს შემახვედრეს. შენს სიცოცხლეს ვფიცავ, მართლა ასე იყო.

- და შენც
ხომ მასე იქცეოდი?
- ჰო... - ამოიხვნეშა მაკამ. - ჩემივე დაწერილი სცენარით, ისევ მე მომატყუეს.
- მაგრამ იმ საბუთებზე, ნამდვილად დედაჩემის ხელმოწერაა, ეს ექსპერტიზამაც აჩვენა, თუმცა ისიც და სხვებიც დარწმუნებულნი არიან, რომ მოტყუებით, სულ სხვა საბუთზე ეგონა აწერინებდნენ ხელს.
მაკამ თვალი აარიდა.
- და ესეც შენივე სცენარი იყო, არა? - ცინიკურად ჩაეკითხა კუსუ. - და მერე? განაგრძე ბარემ და რომ იცოდე, ისედაც გავიგებ, მაგრამ სწორედაც, რომ შენგან მინდა მოვისმინო, თუ ვინ და როგორ გადაწყვიტეთ ჩემი ბედი! ან რატომ მომექეცით, ასე?!
- ასე, როგორ? - შუბლი შეკრა მაკამ. - განა შენ რამე გაკლდა? ან როდესმე უხეშად და ცივად გექცეოდი?
- ჩემს ამბავს, მხოლოდ ეგ აქვს დადებითი, რომ მართლაც ფუფუნებაში, სითბოსა და სიყვარულში გამზარდე და სწორედ ამის მადლობელი არის დღეს დედაჩემი, მიუხედავად ყველა იმ ტკივილისა, რაც მას მიაყენეთ, მას პრეტენზიებიც კი აღარ აქვს შენს მიმართ და ისიც კი შემოგითვალა, თუ რამე დაგჭირდეს, აუცილებლად მოგაწვდიო.
- როგორი, კეთილშობილი ადამიანი ყოფილა. - სინანულით გააქნია თავი მაკამ.
- აი, ხედავ? როგორ ქალს წაართვი შვილის ყოლის ბედნიერება?! როგორ ქალს დაუნგრიე ცხოვრება და რისთვის? იმისთვის, რომ შენ გღირსებოდა დედობა?! რამდენი მართლაც ობოლი და მიტოვებული ბავშვია, ისინი აგეყვანა! მადლს მაინც მოისხამდი და დღეს, აქ არ იქნებოდი!
- სრული უფლება გაქვს, თუნდაც უკანასკნელი სიტყვებითაც გამომლანძღო, დამნაშავე ვარ შენს წინაშე და არაფერი გამოასწორებს და გადაფარავს ამ დანაშაულს.
- და მერე? განაგრძე მოყოლა, თუ როგორ აღმოვჩნდი შენთან. ვითომ დედაჩემად წოდებულს, როცა შეხვდი და ხელი რომ მოაწერინე და ამ დროს, ნამდვილად დედაჩემის ხელმოწერა იყო იმ საბუთზე, ეს როგორ გავიგოთ? - ისევ ცინიკური ხმით ჩაეკითხა კუსუ.
- მე მხოლოდ შუამავლის როლში ვიდექი კაბინეტის კუთხეში და იმას ვხედავდი, თუ ფურცლებზე, როგორ აწერდა ხელს ის ქალი, ვითომ დედაშენი.
- და დაიჯერე, არა? ჰმ!
- დაუჯერებელი არც არაფერი იყო და თანაც, რას წარმოვიდგენდი, თუ მეც ასე გამაბრიყვებდნენ, როგორც მე...
- როგორც შენ სხვებს! ჰაჰ! - თავი გააქნია კუსუმ. - და მერე? მამაჩემს მაინც თუ შეხვდი, თუ აღარ ჩათვალე საჭიროდ?
- მერე მამაშენსაც შევხვდი და ბებიაშენსაც.
- იქნებ ისინიც მსახიობობდნენ და სინამდვილეში... - კუსუს სულ ოდნავ იმედის ნაპერწკალი გაუჩნდა, იქნებ მართლაც არ იყო ბოლომდე გაყიდული და მართლა მოპარული იყო.
- არა, არა... - კვლავ ამოხვნეშა მაკამ. - პირველად ის დედა-შვილი ვნახე, მათი საბუთებიც კარგად გადავამოწმე. მამაშენი მიმტკიცებდა, რომ ჩემს ცოლს საყვარელი ჰყავდაო, რაღაც აჰკიდა და როცა დაორსულდა, იმან მიატოვა და სხვის ბავშვს, რომელსაც დედის მხრიდან ავადმყოფობა გადაეცა, მე არ გავზრდი და არც დედას არ უნდა შვილის ნახვაო.
- კი მაგრამ, ეგ ხომ ტყუილი იყო! - წამოიძახა კუსუმ და თვალები აევსო.
- მხოლოდ ის იყო სიმართლე, რომ ეს ბავშვი, არავის უნდოდა.
- და ეგეც ტყუილი იყო!
- ნაწილობრივ მართალი იყო, როცა ვითომ დედასთანაც შემახვედრეს, მანაც დაადასტურა და უკვე დედის საბუთები აღარც გადამიმოწმებია. ცხადი იყო, მოძულებული ბავშვი არავის უნდოდა. - მაკამ წამით იყუჩა. - გულსაკლავად ტიროდი და როგორც კი ხელში აგიყვანე, მაშინათვე გაჩუმდი. წამსვე, ჩვენს შორის, რაღაც უხილავი ძაფი გაჩნდა და უმალ გავიფიქრე, ამ ბავშვს, რაც არ უნდა სჭირდეს, ბოლომდე გვერდით დავუდგები-თქო. თუმცა ყველანაირი პროფესორები მოგატარე, კარგად გაგასინჯე არანაირი გენეტიკური დარღვევა და არც არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა ნამდვილად არ გქონია. მაგრამ ეს უკვე მოგვიანებით იყო, როცა უკვე ოფიციალურად აგიყვანე შვილად.
- და მანამდე კი ფიქრობდი, რომ ავადმყოფი ვარ და მაინც მიშვილე? - ეჭვიანად ჩაეკითხა კუსუ.
- ისეთი საყვარელი იყავი, დანახვისთანავე რაღაცნაირად შემებრალე, მშობლებს არ უნდათო და არც ბებიამისი აპირებს მის გაზრდასო. რადგან შვილი არ მეყოლა, ეს ღვთის საჩუქრად ჩავთვალე და როგორც კი თანხა დამისახელეს ჩემივე ხელით ჩავუთვალე მამაშენს და ეგრეთ წოდებულ ვითომ დედაშენს და ამ დროს ბებიაშენი ძლივს მაცლიდა თვლას და პირველმა მან დაავლო ხელი, მე თვითონ გაგინაწილებთო მის შვილს უთხრა.
კუსუმ მძიმედ ამოიხვნეშა და მერე ძალიან დაბალი ხმით ჰკითხა:
- ბევრი გადაიხადე?
მაკამ თანხა დაუსახელა და კუსუმ წარბები აზიდა.
- და ამ დროს სულაც არ იყო, ის დედაჩემი... - კუსუმ ყურები ჩამოყარა.
- შენს თავს ვფიცავ, შენს სიცოცხლეს ვფიცავ, ნამდვილად ასე იყო. - ვედრებით მიუგო მაკამ.
- ესე იგი, გამოდის, რომ შენმა დაქალმა შენივე მოგონილი ტყუილით გაგაცურა? - ცინიკურად ჩაეკითხა კუსუ. - შენც ხომ ასე ატყუებდი სხვებს, რომ ვითომდა მიტოვებულ ბავშვებს აშვილებდი, სინამდვილეში კი, ართმევდით დედას ჩვილებს და მდიდრებზე ჰყიდდით!
მაკამ უხმოდ გააქნია თავი.
- მაგრამ მე?! - კვლავ განაგრძო კუსუმ შეტევა. - მე ხომ მდიდარი ბავშვი ვიყავი?! თუ შენს დაქალს, შენივე კოლეგასა და შენივე თანამზრახველს, როცა ფულის სუნი ეცა, მერე ვეღარაფერს ამჩნევდა?!
- შეიძლება მასეც იყო, რადგან მამის და ბებიის შემართება, ბავშვის მოშორებაზე საკმაოდ ძლიერი იყო.
- და რატომ? რატო? - კუსუს კვლავ წყლიანი თვალები ჰქონდა. - მაინც არ მესმის რატომ? დედაჩემი ხომ საკმაოდ მდიდარი ოჯახიდან იყო და ერთ ბავშვს, როგორ ვერ გამზრდიდა! რატომ უნდოდათ ასე ჩემი გაქრობა, მამაჩემს და ბებიაჩემს?!
- მეც დავინტერესდი, თუ რატომ იშორებდნენ გამალებით თავიდან, ასეთ ჯანმრთელ ბავშვს და აღმოჩნდა, რომ რადგან არასასურველი ორსულობა იყო და თანაც ვითომ ვენერიული დაავადება აჰკიდა რძალს საყვარელმა და ბავშვიც მისგან იყო, ბებიაშენი დაფაცურდა და დედაშენს იმდენ წამლებს ასმევდა, რომ ორსულობა დროზე ადრე შეეწყვიტა, მაგრამ მერე მაინც, რომ გაჩნდი, საშინლად დაშინდა, ბავშვი უთუოდ ავადმყოფი უნდა დაბადებულიყო, ამიტომაც ჩვილობიდანვე იჩალიჩა შენს მოშორებაზე და ყველას არწმუნებდა, რომ ავადმყოფი იყავი. ისედაც მალე მოკვდებოდი. - მაკამ ამოიხვნეშა. - ეს ასე დაწვრილებით მოგვიანებით გავიგე, როცა უკვე ჩემი შვილი გერქვა.
- და იცი, რომ დედაჩემსაც უთხრეს, რომ ვითომ მომაკვდავი ვიყავი და სამი თვე! - კუსუმ ხმას აუწია. - სამი თვე მაყურყუტეს რეანიმაციაში! რატომ? რისთვის ახდევინეს ეს სამი თვე ცალკე ფულები და რისთვის მაჩერებდნენ ამდენი ხანი?! რატომ?
- ვერაფერს გეტყვი. - მხრები აიჩეჩა მაკამ. - სავარაუდოდ, რადგან მართლა ფულის სუნი ეცა, ჩემს კოლეგას, სარფიან კლიენტს ეძებდა და არამარტო სარფიანს, თვითონ ბავშვის შვილების ამბავიც არ უნდოდა, რომ გახმაურებულიყო და ამიტომაც მე შემარჩია და სწორედ იმ დროს ჩამისაფრდა, როცა ფსიქიკურად მართლა ძალიან ცუდად ვიყავი და სწორედაც, რომ ამ ჩემს ემოციებზე ითამაშა.
- ჰმ. - თავი გააქნია კუსუმ. - და ის თუ იცი, რომ ვიღაც სხვისი ჩვილი გამოატანეს დედას და მის საფლავზე ატირეს ამდენი წელი!
- ეგ ამბები უკვე მართლა აღარ ვიცი!
- თანაც, თურმე ის ჩვილი, გოგონა ყოფილა და ვისი ბავშვი გაიმეტეთ კიდევ?
- გამეტებით, ბავშვს არავინ მოკლავდა, უბრალოდ...
- უბრალოდ? - არ აცალა კუსუმ.
- ბავშვი ბუნებრივი გზით გარდაიცვლებოდა, რა თქმა უნდა და ხშირად, ყოველ ღონეს ვხმარობდით, რომ რაც შეიძლება ნაკლებად გაგვეტანებინა გვამი, რადგან როგორც ცოცხლები, ასევე გარდაცვლილებიც კი იყო საჭირო, რომ ასეთი საქმეები გვეკეთებინა.
- და ბევრ ბავშვებს ინახავდით, ასე?
- ოთხი ყოველთვის იყო.
- რატომ ვითომ ოთხი და არა ხუთი ან ნაკლები? - მხრები აიჩეჩა კუსუმ.
- ორი ბიჭი, ორი გოგო, თეთრები და შავგვრემნები და შეიძლება მეტიც ყოფილიყო, ან ნაკლებიც.
- და ჩემს შემთხვევაში რა? ბიჭი ვერ მოინახა?
- ალბათ ვერ მოინახა. მე არ ვიცოდი და ეგ არც არასდროს შემშლია, აუცილებლად წინასწარ მყავდა გამზადებული ჩვილები.
- რა საშინელებებს სჩადიოდით!
მაკამ მძიმედ ამოიხვნეშა.
- და მერე? გარიგება როცა შედგა, მერე? რაო შენმა კოლეგამ?
- კარგად დიდი თანხით მეც ცალკე დავასაჩუქრე და ცალკე ბებიაშენსაც წაგლიჯა, გარიგების წილი, ეს ცოტა ონდავ მოგვიანებით გავიგე, რადგან მეორე დღესვე გამომეცხადა ბებიაშენი, როცა კლინიკაში შენს სანახავად ვიყავი. კიდევ კარგი, შუამავალი ვეგონე და არც კი იცოდა, რომ მე ამყავდა ბავშვი. გარეთ ჩამისაფრდა და სწორედ ის წაგლეჯილი წილი მომთხოვა.
- ჰოო? - წარბები აზიდა კუსუმ. - და გამოგართვა?
- არც მიმიცია! - თავი გააქნია მაკამ. - შუამავალი ვარ-მეთქი და მე საიდან უნდა მოგცე-თქო. რამდენზეც იყავით მოლაპარაკებული, იმდენივე გადმოგეცით და ჩემი ჯიბიდან, არც დავამატებ და არც ჩემი წილის დათმობას ვაპირებ-თქო! ძლივს მოვიშორე.
- ჰმ!
- იმ საღამოსვე უკვე სახლში მყავდი გაყვანილი, თუმცა ჯერ კიდევ ბოლომდე არ მქონდა შენი საბუთები გაკეთებული, მაგრამ მინდოდა შეგჩვეოდი, მაინტერესებდა თუ როგორი დედობა გამომივიდოდა.
- და იქნებ, დედაჩემსაც უნდოდა გაეგო, თუ როგორი დედა იქნებოდა, მაგრამ ვინ შეარგეთ დედობა?!
- ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, არც კი ჩამაყენა ბოლომდე საქმის კურსში, რადგან მაშინ სიმართლე უნდა ეთქვა, რომ დედას ბავშვს პარავდა, ამას არ დავუშვებდი მაშინ! ნამდვილად არ ავიყვანდი მოპარულ ჩვილს!
- რთული დასაჯერებელია. - ცინიკურად მიუგო კუსუმ. - რადგან, შენს სწორედაც, რომ ასე ექცეოდი სხვებს!
- იმ სხვებმა, მერე ხომ არ იცოდნენ და ამიტომაც ვთქვი, რომ ჩემს თავზე, ამას არ დავუშვებდი.
- და მაინც დაუშვი და საცოდავ, ისედაც ქმრისა და დედამთილისგან განადგურებულ დედაჩემს, ამდენი წელი სხვისი შვილი აგლოვეთ!
- წესით, რეანიმაციის მთავარ ექიმს, ეგ არ უნდა შეშლოდა, რადგან მაცივრები მას ებარა და თავადაც განაგებდა. - მხრები აიჩეჩა მაკამ. - ალბათ იმ პერიოდში ბევრ სარფიან საქმეს გამოჰკრა ხელი და გარდაცვლილი ჩვილებიც იმ წუთას აღარ ჰყავდა და დიდი ალბათობით, კატეგორიულად როცა ჩვილის დაკრძალვა მოითხოვეს, ალბათ მაგიტომაც ბიჭის მაგივრად გოგონა გაატანა. თანაც ვიცი, რომ ისე ფუთავდნენ არ უნდა გაეხსნათ.
- და მაინც, რომ გაეხსნათ? - კუსუ ცოფებს ყრიდა. - მაშინ?! მაშინ, რაღას იზამდით?!
- ეტყოდა, რომ შეცდომა მოხდა, ამასობაში დროს მოიგებდა და თუ მანამდე მიცვალებული ბიჭის გვამს ვერ იშოვნიდა, რამეს ისეთს მოიფიქრებდა, რომ ან დრო გაეწელა, ან...
- რა საშინელი ხალხი ყოფილხართ! ამას როგორ სჩადიოდით! - სასოწარკვეთილი ხმით ისე აყვირდა ბიჭი, რომ ბადრაგმა შემოიხედა, ხომ მშვიდობააო.
მაკამ ხელით ანიშნა, გასულიყო.
- თანაც... - ძლივს მოთოკა ნერვები კუსუმ. - თანაც, ყველაფერზე უმალ პასუხებიც რომ მზად გქონდათ! ყველაფრისთვის იყავით მზად, ოღონდ დედისთვის შვილი წაგეგლიჯათ!
მაკამ ვერაფერი უპასუხა. კუსუ საშინლად ანერვიულდა. მზად იყო, მაკა შუაზე გაეგლიჯა, მაგრამ ბოლომდე უნდოდა ამოექაჩა სათქმელი, ყველაფერში დეტალურად უნდოდა გარკვევა.
- ჩემგანაც საკმაოდ მსუყე თანხა აიღო, არადა დაქალი ერქვა, ვითომ, ჰმ. - თავი გააქნია მაკამ. - ჩემზე იყოს, მეთქი, როცა ვუთხარი, არაფერი მინდაო, მაგრამ ფული რომ დავუდე წინ, უმალ სტაცა ხელი. პირადად მას გადავუხადე და როცა ბებიაშენს ცალკე ფულს ვუთვლიდი, ისიც ესწრებოდა და ვგრძნობდი, რომ იქაც წილში იჯდა, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე.
- და ის სამი თვე? ჩემი ვითომ მკურნალობის ფულები და ის უამრავი წამლები, რაც დედაჩემის ოჯახს მიჰქონდა, იმის წილშიც იყავით არა, ყველა?
- მაგ საკითხსაც პირადად ეგ ქალი განაგებდა და მხოლოდ ის მითხრა, რომ ჯერ ორი კვირისაც არ იყავი, თუმცა აშკარად უფრო დიდი მომეჩვენე. მივხვდი, რომ მატყუებდა, მაგრამ აღარ დავეძებდი, ისედაც ხომ უნდა შემეცვალა შენთვის დაბადების თარიღი და აღარ ჰქონდა უკვე ზუსტი მნიშვნელობა.
- და... და რამდენის ვიყავი, როცა...
- როცა ახლა ყველაფერი გავარკვიე, გამოდის რომ ჩემს სახლში შეგისრულდა ორმოცი დღე.
- ჰმ! უკვე გაყიდული ვიყავი და საწყალ დედაჩემს, ამის მერე, კიდევ ორი თვე ატყუებდით ცუდად არისო და მკურნალობის ფულებს ახდევინებდით.
- როგორ დაგარწმუნო? - მაკამ ამოიხვნეშა. - როგორ დაგაჯერო არც კი ვიცი, მაგრამ დედაშენისთვის, ნამდვილად არ წამირთმევია შენი თავი.
- გინდა დაგიჯერო? - ჩაეკითხა კუსუ. - მართლა ნამდვილად გინდა, რომ დაგიჯერო?
- ვიცი, ჩემთან აღარასდროს დაბრუნდები, აღარასდროს დამიძახებ დედას, მაგრამ შენს სიცოცხლეს ვფიცავ, ახლა სრულ სიმართლეს გეუბნები.
- ჰოდა, თუ გინდა, რომ დაგიჯერო, მაშინ ყველაფერი აღიარე, რაც გახსოვს, რაც არ გახსოვს, ისიც კი უნდა გაიხსენო და დაუბრუნე დედებს, მოპარული შვილები! თუნდაც ახლა! თუნდაც, ამდენი წლის მერე!
- მეშინია, შენ არაფერი დაგმართონ... - ამოიხვნეშა მაკამ. - თორემ უკვე არაერთხელ მიფიქრია მაგაზე და ყოველთვის შენს გამო უფრო ვშიშობ, თორემ მე უკვე ჩემს მომავალს შევეგუე კიდევაც.
- ძალიან მალე, უკვე ოფიციალურად აღარც ვიქნები შენი შვილი და ასე რომ, გზა ხსნილია. ყვლაფერი უნდა აღიარო! ყველაფერი უნდა თქვა!
- თუ მექნება სრული გარანტია იმისა, რომ შენ ერთი თმის ღერიც არ ჩამოგივარდება, მაშინ თანახმა ვარ! ყველაფერს ვიტყვი, აღარავის დავინდობ!
- გარანტია? - მხრები აიჩეჩა კუსუმ. - გარანტია ვისგან?.. არ ვიცი...
- ჰოდა, ეგ გაარკვიე და ჩემს ადვოკატს შეატყობინე....
კუსუმ არაფერი უპასუხა. უხმოდ წამოდგა და გასასვლელისკენ გავიდა.
- აუცილებლად შეატყობინეთ ადვოკატს! - უკვე შორიდან დააწია ხმა მაკამ.
***
- მინდა კონსილიუმი მოვიწვიო და დათ! - მიმართა ლარამ. - შენი დახმარება მჭირდება.
- კი ბატონო, მაგრამ სამედიცინო სფეროში არაფერი გამეგება და ამიტომ ყოველ შენს სიტყვას კვერს დავუკრავ. - სიცილით მიუგო დათიმ. - მეტი არა მგონია რამეში გამოგადე.
- მინდა ყველა თანამშრომელი უკლებლივ შევკრიბო და საკამოდ სარფიანი წინადადება შევთავაზო.
- ჰოო, საინტერესოა. - ჩაფიქრებული ხმით დაურთო დეტექტივმა. - და მაინც? არ გამიმხელ, რომ წინასწარ ცოტათი მაინც მოვემზადო და ბრიყვივით არ გიქნიო თავი.
- ბრიყვის როლში იყავიო, როდის გითხარი? - იწყინა ლარამ, რაზეც კუსუს გულანად გაეცინა.
- ის მაინც არ უნდა ვიცოდე, თუ როდის დაგიქნიო თავი და როდის, არა? - ეცინებოდა დეტექტივსაც.
- მინდა ყველას გამოვუცხადო, რომ თუკი რამე, თუნდაც ერთი სიტყვა მაინც იციან, რომ ამით გაშვილებული ბავშვი ოჯახს დაუბრუნდება, აუცილებლად უნდა მომეწოდოს ეს ინფორმაცია.
- ჰომ, მაგრამ ხვალ საკმაოდ მძიმე დღე გველის. - დაბალი ხმით მიმართა დეტექტივმა.
- არა, ხვალ არც მექნება რამის თავი. - ლარამ კუსუს გახედა.
ბიჭი ჩაფიქრებული გასცქეროდა ღამის ლამპიონებით განათებულ ქალაქს.
- მაკამ სხვა მეტი, არაფერი დაგაბარა? - რბილი ხმით ჰკითხა კუსუს.
ბიჭმა უარის ნიშნად თავი გააქნია.
ხვალ საკმაოდ მძიმე დღე ელოდა. პირისპირ უნდა შეხვედროდა თავის გამყიდველებს და ყველაზე მძიმე კი იმის აღქმა იყო, მისთვის რომ სწორედ ამ გამყიდველი ხალხის სისხლი ჩქეფდა მის ძარღვებში. ეს უფრო უკლავდა ბიჭს გულს.
- კუსუ, ნუ ნერვიულობ, ასე დეე. - დაუყვავა ლარამ. - გინდა რამე დამამშვიდებელი დაგალევინო?
- არა, არ მინდა. - თავი გააქნია ბიჭმა. - არ მინდა გავითიშო და მერე ხვალ გაბრუებულივით ვიყო.
- პიტნის ჩაის შემოგთავაზებდით. - აივანზე გასულ სტუმრებს დათის დედაც შეუერთდა.
- სიამოვნებით. - გაუღიმა ლარამ.
- მშვენიერი პიტნის ჩაი, სწორედაც რომ ჩააწყნარებს ახლა ჩვენს ნერვულ სისტემას. - დაურთო დათის მამამ. - მეც შემოგიერთდებით ბარემ.
- ნამცხვრებს ამოვიტან ახლავე. - დათი წამოდგა თუ არა, დედამ შეაჩერა:
- ცხელ-ცხელი დარიჩინის ფუნთუშები უფრო მოუხდებოდა პიტნის ჩაის.
- მაშინ ფუნთუშებს ამოვიტან, მაგრამ სად აცხობენ? არც კი ვიცი. - მხრები აიჩეჩა დათიმ.
- გამოვიწერ! რა პრობლემაა?! - ლარა ტელეფონს დასწვდა, მაგრამ ახლა დათის დედამ ისიც შეაჩერა:
- დავაცხვე უკვე, დამშვიდდით, ახლავე მოგართმევთ!
- მერე გეთქვა თავიდანვე, რაღაც გვიმალავდი. - სიცილით დააწია დათის მამამ.
- ისე, რაღაც ვანილის სუნივით კი მეცა. - დაურთო ლარამ. - ვიფიქრე ვინმე მეზობლისგან თუ მოდიოდა.
- აჰა და ჩემზე არ იფიქრეთ, არა? - დათის დედამ ლანგრით ცხელ-ცხელი დარიჩინის ხვეულა ფუნთუშები ჩადგა და ზემოდან თხელი ნაღებისა და ქოქოსის რძის კრემიც მოასხა.
უგემრიელესი ფუნთუშები იყო, მაგრამ დარდს მაინც ვერ შველიდა. გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა და ხვალინდელი სასამართლო პროცესის მოლოდინში ვერავინ ისვენებდა.
მართლაც რა საინტერესო მომენტი დადგებოდა, როცა ნიღბების ჩამოხსნა დაიწყებოდა და ყველას მოუწევდა სიმართლე ეთქვა.
როგორც იქნა, გათენდა. სასამართლოს შენობასთან მისულ კუსუს უკვე ფერი აღარ ედო. ლარამ ისიც კი სთხოვა, ნუ შემოხვალ, ნუ დაესწრები, შენთვის ძალიან მძიმე იქნებაო, მაგრამ ბიჭმა ჯიუტად გააქნია თავი. შესასვლელთან ლარას ვიღაცამ გზა დაუთო, წინ გაატარა, დეტექტივმა კი დრო იხელთა და კუსუს ოდნავ მკლავში მოქაჩა. ბიჭი შედგა. დათიმ ძალიან დაბალ ხმაზე უჩურულა:
- თუ თავს ხელში არ აიყვან, იცოდე სასამართლო დარბაზიდან გაგაძევებენ და მერე მეც ვერ გიშველი.
ბიჭმა უხმოდ დაუქნია თავი.
სინამდვილეში, გაძევებით, იმის გამო, რომ ასე ნერვიულობდა, არავინ გააძევებდა, მაგრამ კუსუც წამსვე მიუხვდა, თუ რაც იგულისხმა მისმა უფროსმა მეგობარმა. ამდენი დარდისა და ასეთი ემოციების გამო, სრულიად შესაძლებელია, რომ გულიც წასვლოდა, რადგან ისეთ დღეში ჰქონდა, რომ მისი ბაგა-ბუგი, უკვე ყურებშიც კი ესმოდა. გულწასულს კი, მართლაც იქ ვინ გააჩერებდა. ამიტომ ბიჭმა ღრმად ჩაისუნთქა და თამამად შედგა ფეხი სასამართლო დარბაზში.
დღეს სწორედ, პირადად მის ამბავს განიხილავდნენ, მისი ისტორიის ის ჩახლართული, შავ-ბნელი ფურცლები უნდა გამომზეურებულიყო დღის სინათლეზე და ზუსტად ამას განიცდიდა ბიჭი.
დარბაზი თანდათან ხალხით ივსებოდა. ერთმანეთის მიყოლებით შემოდიოდნენ მსაჯულები, სხდომის მდივანი, მომჩივანი და მოპასუხეები. ბადრაგის თანხლებით შემოიყვანეს ბრალდებულები.
კუსუს არაფერი ესმოდა და ვერაფერს ხედავდა. გაქვავებული მზერით რაღაცას უაზროდ გასცქეროდა. მერე რაღაც გამოაცხადეს დარბაზი ადგა, კუსუც აჰყვა. ხალხის ბზუილიც უმალ შეწყდა. ისევ დასხდნენ და სასამართლო პროცესიც, როგორც იქნა, დაიწყო.
განსახილველი საქმის ნომერიც გამოაცხადეს და იქვე აღინიშნა, თუ კონკრეტულად რას და ვის შეეხებოდა სასამართლო. ყოველმა სიტყვამ კუსუს ყურს მიღმა ჩაიარა და მხოლოდ მაშინ გამოერკვა, როცა დარბაზში მოწმეებს უხმეს. ბიჭი დაიძაბა, სუნთქვა შეეკრა. თითქოს სული შეეხუთა, ძლივს შეიკავა თავი, რომ არ წამომხტარიყო და იქაურობა დაეტოვებინა, მაგრამ მაინც შესძლო ემოციების მოთოკვა.
უამრავი ფაქტები და კითხვები ირეოდა ირგვლივ პროკურორისგან თუ ადვოკატებისგან. ჯვარედინი დაკითხვისას კი უკვე სმენად იქცა, რადგან პროცესის მსვლელობის დროს უკვე აშკარად იკვეთებოდა, რომ სწორედ ის გამოძახებული მოწმეები კი არა, უკვე საქმეში გასული, მთავარი ფიგურანტები იყვნენ, რაზეც ორივე, დედა-შვილმა საშინელი პროტესტი გამოაცხადეს.
კუსუ ორივეს დააკვირდა. მისი ბიოლოგიური მამა, ფაქტიურად დედამისის სიტყვებს იმეორებდა. ორივემ გაზეპირებულივით, ზუსტად ერთნაირი სიტყვებით აღნიშნეს, რომ არათუ იცნობდნენ იქ მყოფ, ბრალდებულთაგან რომელიმეს, არამედ თვალითაც კი არასდროს უნახავთ.
შემდეგ რეანიმაციის განყოფილების გამგეზე მიუთითეს და აქაც, ორივე დედა-შვილმა კატეგორიულად უარყო მათი ნაცნობობა. თუმცა, არც ბრალდებული აღიარებდა, რომ მათ იცნობდა, ხოლო ოფიციალური დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, სადაც მითითებული იყო, რომ ახალშობილი სწორედ იმ რეანიმაციულ განყოფილებაში იყო გადაყვანილი, სადაც თავად ბრალდებული იყო განყოფილების გამგე, სწორედ იმ წლებში, მაშინ კი აღიარა, თუმცა მაინც ადვილად დაიძვრინა თავი. უამრავ ჩვილსა და ჩვილის პატრონებს გაუვლიათ ჩემს ხელშიო და ოცი წლის წინანდელი საიდან უნდა მახსოვდესო.
ეს არგუმენტი, საკმაოდ სარწმუნო იყო და ვერც ვერავინ შეედავებოდა და მისმა ადვოკატმაც, ამ მხრივ, ქულები დაიწერა.
ჯერი დედა-შვილზე მიდგა. ლარას დედამთილი, საკმაოდ თავდაჯერებული, კუშტი და ამაყი სახით ისე იჯდა, თითქოს თავად იყო მომჩივანი. მისი ბოთე შვილი კი, კუსუს ბიოლოგიური მამა გვერდით კუნძივით ეჯდა და ჯერ კიდევ ვერ მოდიოდა აზრზე, თუ რა საშინელების ქარიშხალი უნდა დატრიალებულიყო მის თავზე.
- ესე იგი, თქვენს განაცხადში ამტკიცებთ, რომ ბავშვი, სუსტი და არაჯანმრთელი დაიბადა? - კითხვით მიმართა პროკურორმა ლარას დედამთილს.
- რა თქმა უნდა! - მტკიცედ მიუგო ქალმა და მისი შვილიც თავის დაკვრით დაეთანხმა, თუმცა მისთვის არავის უკითხავს.
- და ექიმების რეკომენდაციით, რადგან მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო, ბავშვი მაინც რეანიმაციაში მოათავსეთ.
- დიახ, დიახ!
- კვლაც კვერი დაუკრა ქალმა. - ეცოცხლა იმ საცოდავს, რამდენიც შეეძლო, აბა ძალით ხომ
არ მოვკლავდით ბავშვს?
- არა, როგორ გეკადრებათ, ამის თქმა არც მიფიქრია, ბავშვის მოკვლა რაში დაგჭირდებოდათ, როცა მხოლოდ მისი მკვდრად გამოცხადება იყო საჭირო. - ცინიკური ხმით მიუგო პროკურორმა, რასაც დარბაზის ბზუილი მოჰყვა.
ქალი წამით დაიბნა და მაინც უმალ უპასუხა:
- საიდან მოგაქვთ ასეთი იდეები? ასე პირდაპირ, როგორ შეიძლება ადამიანს ხელი დაადო?
პროკურორმა მოსამართლეს რაღაც ფურცელი წარუდგინა. მოსამართლემ სათვალე მოირგო და დაკვირვებით ჩაიკითხა გვერდი. ლარას დედამთილს ფერმა გადაჰკრა და თვალებ მოწკურული მიაჩერდა მოსამართლეს. მისი შვილი კი კვლავ შტერივით იჯდა და თითქოს მას პირადად არაფერი ეხებოდა.
მოსამართლემ სათვალე მოიხსნა და ქალს მიმართა:
- მოდით, გვიამბეთ იმ „ვიტამინების“ შესახებ, რომლებსაც ორსულობის პერიოდში რძალს პირადად თქვენ უმზადებდით და ასმევდით.
- ვიტამინებს?
- ცოტა თითქოს დაიბნა კიდეც ქალი. - ორსულ ქალს წვენებს თუ ვუწურავდი ეს სისხლის სამართლის
დანაშაულია? და ჰმ! ამისთვის მომიყვანეთ აქ?
- და კონკრეტულად რას ასმევდით?
- უი, რაღა მახსოვს! - მხრები აიჩეჩა ქალმა. - მე... მე რა... მე სიკეთე მინდოდა! ახალგაზრდა გოგო იყო, გამოუცდელი, თანაც საშინლად უჭმელი, სუსტი ორგანიზმი ჰქონდა და...
- და თქვენც ბალახეულ ნაყენს უმზადებდით ექიმის რეკომენდაციით?
- ნუუ რა თქმა უნდა, რეკომენდაციით, აბა ხომ არ დამესიზმრებოდა?! - კვლავ მხრები აიჩეჩა ქალმა. - და იმ ნაყენში ცუდი რა იყო? რძალს ხომ არ მოვწამლავდი?
- რძალს არა, მაგრამ ნაყოფის მოწამვლას ხომ ცდილობდით! - ვიღაც უცხომ დარბაზიდან წამოიძახა, რაზეც სერიოზული შენიშვნა მიიღო მოსამართლისგან.
- ეს ვინ იყო? - გადაუჩურჩულა ლარამ დათის.
- ჩვენიანია.
- ჩვენიანი? - გაიკვირვა ლარამ. - ვერ გავიგე...
- ზოგჯერ საჭიროა დარბაზიდან სწორედ იმ რეპლიკის სროლა, რომელიც ზუსტად მიზანში არტყამს.
პასუხად ლარამ წარბები აზიდა.
- ეს ისე, შინაურულად. მოსამართლემ და ოფიციალურმა პირებმა არც კი იციან.
- ჰმ, გასაგებია საიდანაც მოდის ეს იდეა. - ლარა უკვე მიხვდა კიდევაც და დარწმუნებული იყო, რომ აქ, მამამისის ხელი ერია.
დათიმ ღიმილით დაუკრა თავი.
შვილიშვილს კლავდიო, ამ რეპლიკის მოსმენაზე ცალკე დარბაზიც აბზუილდა და ცალკე დედამთილიც აქოთქოთდა:
- მხოლოდ ბუნებრივი მცენარეებისგან შემდგარი ნაყენს ვასმევდი! არანაირი ქიმიური ვიტამინები... მინდოდა, ძლიერი ბავშვი გაეჩინა. მაგრამ სულ ტყუილად ვცდილობდი, მადლობის მაგივრად, აი დღეს, რა მივიღე?! სასამართლო მირჩევს, რძალს რას ვასმევდი? ეს რა უნამუსო, მდაბიო გომბიო შემომიშვია სახლში?! - მოთქვამდა დედამთილი. - ეს... ეს... მაგან გვიჩივლა! ის ტუტუცი ქალი გვიჩივის!..
- დიახ! -
განაგრძო ახლა პროკურორმა. - თქვენზე საჩივარია, თუმცა ჯერ იმაზე უნდა აგოთ პასუხი,
თუ რატომ ასმევდით რძალს ძლიერმოქმედ ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომელსაც ორსული ქალის
მოწამვლა და ნაყოფის დაზიანება უნდა გამოეწვია?! რატომ ამზადებდით მომაკვდინებელ ნაყენს, საკუთარი შვილიშვილის მოსასპობად?! იქნებ, სწორედაც
რომ ამის შედეგი იყო, არაჯანმრთელი ბავშვის დაბადება?
ქალი ცოტა
დაიბნა, თუმცა იხტიბარი არ გაიტეხა. თავისი პოზიცია არ დათმო და შეტევაზე გადავიდა.
- ტყუილია! ტყუილი! - მთელი ხმით იყვირა ქალმა. - ეგ საშინელი ცილისწამებაა! ექიმებმა უკვე ისედაც წინასწარ იცოდნენ, რომ ბავშვი პათოლოგიებით იბადებოდა! მე რა შუაში ვარ?! იმ ქალის ბრალია, ასეთი სუსტი და ავადმყოფი რომ იყო!
- ესე იგი,
ექიმებმა, წინასწარ იცოდნენ? - ირონიით ჩაეკითხა პროკურორი.
- რა თქმა უნდა! - კვერი დაუკრა ქალმა. - და ამიტომაც, დაბადებისთანავე, რეანიმაციაში გადავიყვანეთ!
- გამოდის რომ ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა და თქვენ მაინც რეანიმაციაში გადაიყვანეთ, რადგან ის უკვე წინასწარ ჰქონდა გამზადებული საწოლი და ელოდნენ კიდევაც!
- რა სისულელეა?! - ირონიით აიჩეჩა მხრები ქალმა და მერე ცინიკური ხმით დასძინა. - აბა, მე ვინ მეკითხებოდა ასეთ რამეს! ეს ხომ ბავშვის ავადმყოფობაზე იყო დამოკიდებული! მე რა შუაში ვიყავი?!
პროკურორმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი და მოსამართლეს ისევ რაღაც ფურცელი გადასცა.
მოსამართლემ კვლავ ინტერესით ჩაიკითხა და გაოცებული სახით მიაჩერდა ლარას დედამთილს.
- თქვენ გეშინოდათ! - მკაცრი ხმით მიმართა პროკურორმა. - თუ ბავშვი, ჯანმრთელი დაიბადებოდა, თქვენს მიერ შემუშავებული სისტემა, ბავშვის მოშორებაზე, გამოაშკარავდებოდა და თქვენი ბნელი ჩანაფიქრი, დღის სინათლეს იხილავდა!

ქალი დაიბნა
აიწურა. მკვდრისფერი დაედო და შიშით გახედა მის ბედოვლათ შვილს, თითქოს მისგან ითხოვდა
შველას. მისი შვილი კი დაბნეული სახით, ისე ატრიალებდა თვალებს, რომ ცხადი იყო ერთ
სიტყვასაც ვერ შეაწევდა დედას დასახმარებლად.
დარბაზი ახმაურდა და ბრალდებულთა მხარემაც ამით ისარგებლა და შესვენება მოითხოვა.
LEX. 2026 წლის 29 აგვისტო, შაბათი.

No comments:
Post a Comment