61.
- ნუ გგონია, რომ რამდენიმე წუთის ტაიმაუტი უშველის მაგათ საქმეს. - შეაგულიანა სასამართლო სხდომის დროს შესვენებაზე, გარეთ გამოსული, ყურებ ჩამოყრილი კუსუ დეტექტივმა.
- ძლივს ვიკავებდი
თავს. - კუსუმ მძიმედ ამოიხვნეშა.
- ცოტაც, მოითმინე და ჩვენი დროც მოვა. - დაუყვავა ლარამ. - თუმცა შენი არ იყოს, მეც ძლივს ვიკავებდი თავს, რომ არაფერი წამომეყვირა.
- ჰოდა, არც გინდათ. - ჩაურთო დეტექტივმა. - სანამ არ გამოგიძახებენ, არ ჩაერიოთ!
- მეც უნდა გამოვიდე პროცესზე? - შეცბუნდა ლარა. - ჩემთვის არავის უთქვამს.
- პროკურორმა იცის, რომ პროცესს ესწრებით შენ და კუსუ, ამიტომ სრულიად შესაძლებელია, რომ თქვენც გამოგიძახონ, მხოლოდ თუ ძალიან აუცილებელი შემთხვევა არ იქნება.
- წინასწარ მაინც რომ მცოდნოდა, რაღაცნაირად მოვემზადებოდი მაინც. - ახლა უფრო მეტად შეწუხდა ლარა.
- არაფერი მომზადება არ გჭირდება! - მშვიდად მიუგო დეტექტივმა. - მხოლოდ იმ დასმულ კითხვებს უპასუხებ, რასაც გკითხავენ და მორჩა.
- ჰო, შენთვის რა ადვილია. - ამოიხვნეშა ლარამ. - იმედია, არაფერს გავაფუჭებ და გამოძიებას არ ჩავშლი.
- რატომ უნდა ჩაშალო? - გაუღიმა დეტექტივმა. - მხოლოდ სიმართლეს იტყვი და ნურავის მოერიდები, რასაც გკითხავენ, მხოლოდ მართალი და სწორი პასუხები გაეცი! თუნდაც, უმოკლესი.
ლარამ უხმოდ დაუქნია თავი.
- ისე, კონსილიუმის მოწვევას ვაპირებო, რომ ფიქრობ. - დათი შეეცადა, ცოტა ხნით მაინც გადაეტანა ყურადღება. - რა გარანტიაა, რომ ან სიმართლეს გეტყვის ვინმე, ან საერთოდ კი ამოიღებენ ხმას?
- ინფორმაციები, შეიძლება ფარულად მომეწოდოს, ნუ ასე ვთქვათ, „ავტორის“ ვინაობის დასახელების გარეშე. - ჩაფიქრებული ხმით მიუგო ლარამ. - ამბის მომწოდებელი ინკოგნიტოდ დარჩება.
- ჰო, ეს კარგი იქნება და თანაც, უფრო საიმედო მათთვის, ვინც ოდნავ მაინც მართლა რაღაც იცის.
- და ჩამშვები არ გამოვა. - ირონიით ჩაურთო კუსუმ.
- ჰოდა, თუ ვინმეს სურს, რომ პირადად მომიყვეს რამე. - განაგრძო ლარამ. - მაშინ ის პრემიასაც მიიღებს, პირადად ჩემგან.
- მერე ტყუილები რომ მოყვნენ პრემიის გულისთვის? - ისევ ჩაურთო კუსუმ.
- ნებისმიერი ინფორმაცია, თუ დასაბუთდება, მხოლოდ მისი „ავტორი“ მიიღებს პრემიას, ფულადი სახით. - მიუგო დათიმ. - თორემ ასე აქეთ-იქეთ არიგო ფულები და სისულელეები და ტყუილი ამბები მოიტანონ, მასე სად არის?
- მერე ინკოგნიტოდ აღარავინ შემოაგდებს ინფორმაციას, ყველას პრემია მოუნდება. - ეღიმებოდა კუსუს.
- ჰოდა, თუ დამტკიცდება მისი ინფორმაციის ნამდვილობა, აუცილებლად დაჯილდოვდება. - მიუგო დათიმ.

- და მაგასაც მოვიფიქრებთ, თუ როგორ, რადგან არ უნდა თავის გამჟღავნება. - დაურთო კუსუმ.
ლარა ღიმილით შეჰყურებდა ხან ერთს და ხან მეორეს. აშკარად გულზე მოეშვა. თემის შეცვლამ მშვენივრად იმოქმედა და ახლა ისე ძლიერ აღარც ნერვიულობდა და აღარც კუსუს ეტყობოდა ზედმეტი ღელვა და შფოთი.
შესვენება დამთავრდა და დარბაზი ისევ ხალხით აივსო.
პროკურორმა სიტყვა ითხოვა და მოწმის სახით მოწვეულ, ლარას ყოფილ დედამთილს მიმართა:
- მოდით, დავუბრუნდეთ, იმ ეგრეთ წოდებული ვიტამინების კომპლექსს, რომლებსაც ორსულობისას ყოველდღიურად ამზადებდით და რძალს ინტენსიურად ასმევდით.
ქალმა თანხმობის
ნიშნად თავი დაუქნია.
- შეგიძლიათ აგვიხსნათ. - განაგრძო პროკურორმა. - თუ რას შეიცავდა რეალურად ეს ნაყენი? რისთვის იყო ასეთი აუცილებელი ამის მიღება?
- რას შეიცავდა და... - ქალი წამით შეყოვნდა, თუმცა უმალ მოეგო გონს და მკაცრი, თავდაჯერებული ხმით განაგრძო. - ბუნებრივ მცენარეებს! ვიტამინებს! რძალი სუსტი მყავდა, ორგანიზმი არ უვარგოდა, მინდოდა ჯანმრთელი ბავშვი მაინც გაეჩინა და მადლობის მაგივრად კი, აი რა მივიღე?!
- ესე იგი, თქვენ ამტკიცებთ, იმას რომ მხოლოდ ორსულისა და ნაყოფის გამაჯანსაღებელ ვიტამინებს ასმევდით რძალს? - კვლავ ჩაეკითხა პროკურორი.
- რა თქმა უნდა! - ახლა უფრო მეტი სიმტკიცე შეეპარა ქალს. - როგორც ექიმმა დაუნიშნა!
- და ახლა იმასაც ამტკიცებთ, რომ ეს ფიტოთერაპიის კურსი, თავად მისმა მკურნალმა, ორსულთა კონსულტაციის ექიმმა დაუნიშნა?
- ექიმს უნდა დაენიშნა, რა თქმა უნდა! - კვლავ მედგრად მიუგო ქალმა. - აბა მე, ხომ არ დავუნიშნავდი?! - ირონიით დასძინა ბოლოს.
- ბატონო მოსამართლევ! დამსწრე საზოგადოებავ! - პროკურორმა ჯერ მოსამართლეს გახედა და მერე დარბაზსაც მოავლო თვალი. - მინდა მოგახსენოთ, რომ ფიტოთერაპია შეიცავს, არატრადიციულ, ანუ ალტერნატიული მკურნალობის მეთოდებს, რომელიც არ შედის, ეგრეთ წოდებულ ჩვეულებრივ, ოფიციალურ მედიცინაში, თუმცა მაინც ხშირადაც და ინტენსიურად გამოიყენება ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ აქ მინდა კვლავ ხაზი გავუსვა იმას, რომ ნებისმიერი კლინიკისა, თუ სხვა ოფიციალური სამედიცინო-სამკურნალო დაწესებულების მკურნალი ექიმი, არათუ უნიშნავს მსგავს მკურნალობას, არამედ ხშირად კატეგორიულადაც კი კრძალავს ამას!
- და მე საიდან უნდა ვიცოდე, თუ ვინ რას კრძალავს?! - მხრები აიჩეჩა ქალმა.
- რაც დაუნიშნეს, იმას ვასმევდი და თუ თავად ჩემი ჯიუტი რძალი, უკითხავად რაღაცას სვამდა,
აბა მე რა ვიცი?!
- თქვენ ხომ უკვე აღნიშნეთ, რომ წვენებს უწურავდით, ბალახეულის ნაყენს უმზადებდით და თავად უკონტროლებდით, რომ სწორი კვება ჰქონოდა თქვენს რძალს და ახლა უარყოფთ ამას?
- დიახ! თან ვყვებოდი, მაგრამ დღეს აქ აღმოვჩნდი, სწორედ იმ უმადურობის გამო! - იხტიბარს არ იტეხდა ქალი. - სასამართლოში ჩივილი, როგორ გამიბედა, იმ გომბიომ?!
ლარა ადგილზე შეხტა. თუმცა, არავის შეუნიშნავს. კუსუმ მაგრად მოუჭირა ხელი. ამით გაამხნევა და დაამშვიდა. თანადგომა აგრძნობინა.
- თქვენ აქ მხოლოდ ჯერ მოწმის სახით ხართ მოწვეული და არავინ გიჩივით და თუ შეიძლება, თავი შეიკავეთ! - მკაცრი ხმით ჩაურთო მოსამართლემ.
ქალს აშკარად გულზე მოეშვა. შვებითაც ამოისუნთქა. არავინ უჩიოდა და მოსამართლის შენიშვნასაც დაემორჩილა.
- განაგრძეთ! - მიუბრუნდა მოსამართლე პროკურორს.
პროკურორმა რამდენიმე ფურცელი გვერდით გადადო და ნელა ნაბიჯებით მიუახლოვდა მოწმეს.
- საკმაოდ საინტერესო იქნებოდა ექსპერტიზის ჩატარება იმ ქილებსა და სხვა ჭურჭელზე, რომლითაც იმ დროს თქვენ უმზადებდით სპეციალურ სასმელს თქვენს რძალს. - ირონიით მიმართა პროკურორმა ქალს, რომელსაც ამ საუბრის მოსმენისას უკვე ფერი წასვლოდა, მაგრამ თვალები მაინც ავად უელავდა.
- ეს უკვე ბრალდებაა?! - ცივი ხმით უპასუხა ქალმა.
- დიახ, სრულიად გეთანხმებით. - კვერი დაუკრა პროკურორმა, ახლა ეს ნამდვილად ბრალდებაა და თანაც, ასე დაუსაბუთებლად არ მაქვს უფლება, რომ ამის გამო, ბრალი წაგიყენოთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ექსპერტიზა იმ დროს რომ ჩატარებულიყო, დიდი ალბათობით, ნაყენში ძლიერმოქმედი ტოქსიკური ნივთიერებების კვალი აღმოჩნდებოდა!

- ეს უკვე ცილისწამებაა?! - იწივლა ქალმა.
მოსამართლემ სერიოზული შენიშვნა მისცა პროკურორს. პროკურორმაც თავის მხრივ, მოიბოდიშა და კვლავ სიტყვის გაგრძელება ითხოვა.
- ბოდიშს გიხდით, ასე დაუსაბუთებლად, ხელის დადების უფლება ნამდვილად არ მქონდა და ახლა დავუბრუნდეთ სწორედ იმ ნაწილს, თუ რა მიზანი უნდა გქონოდათ, როცა დაბადებისთანავე ახალშობილი, უმალ რეანიმაციის განყოფილებაში გაამწესეთ.
- და რა მიზანი უნდა მქონოდა, როცა ბავშვი ცუდად იყო? - კოპები შეკრა ქალმა. - კვდებოდა!
- ესე იგი, კვდებოდა, მაგრამ მაინც არ მოკვდა. - ცინიკურად აღნიშნა პროკურორმა, რაზეც კვლავ მოსამართლისგან მორიგი შენიშვნა მიიღო.
პროკურორმა კვლავ მოიბოდიშა და კვლავ საუბრის გაგრძელება ითხოვა.
- ჩვენ გავჩერდით იმ მომენტზე, სადაც მე დაგისვით კითხვა, თუ რა მიზანი უნდა ჰქონოდა, ახალშობილის დაბადების წუთებიდანვე რეანიმაციაში გამწესებას.
- და მეც ხომ გიპასუხეთ, რომ ცუდად იყო ბავშვი, მეტი რა მიზანი უნდა მქონოდა?! - გაწიწმატდა ქალი
- რადგან სიმართლის აღიარება გიჭირთ, მაშინ მე გეტყვით! - განაგრძო პროკურორმა. - თქვენი მიზანი, სწორედაც რომ ის შიში იყო, რომ ბავშვის ორგანიზმში აუცილებლად უნდა აღმოჩენილიყო, სწორედ იმ მძიმე მოწამვლის კვალი, რომელიც წესით დედას უნდა მიეღო ორსულობისას, რასაც ნაყოფის ნელ-ნელა განადგურება უნდა გამოეწვია!
დარბაზში მცირე ჩურჩული გაისმა. ლარას ყოფილი დედამთილი დაიბნა, სახეზე ფერი ეცვალა, მაგრამ თავის შეკავებას შეეცადა და საკმაოდ ომახიანად მიმართა:
- ტყუილია! ეგ... ეგ ბრალდება აბსურდია! ექიმებმაც იცოდნენ, რომ ბავშვი პათოლოგიებით იბადებოდა და...
- დიახ, დიახ! - არ აცალა სიტყვის დასრულება პროკურორმა. - ექიმებმაც იცოდნენ და თქვენც შესანიშნავად იცოდით, რომ თუ ჯანმრთელი ბავშვი დაიბადებოდა, თქვენი შავ-ბნელი გეგმა ჩავარდებოდა! ამიტომაც გაწყობდათ ჩვილის სასწრაფოდ, დაბადების პირველივე წუთებიდან
მისი რეანიმაციაში გადაყვანა, რადგან მისი სიკვდილის გასამართლებელი საბუთი, სწორედაც
ეს იქნებოდა!
ქალი საშინლად
აილეწა. მოსამართლემ კვლავ შენიშვნა მისცა პროკურორს და ნებისმიერი ბრალის წაყენების
დასაბუთება მოითხოვა.
- ბატონო მოსამართლევ! - მიმართა პროკურორმა. - აწ მოწმედ მოწვეულ მოპასუხეებს, იმის შიში ჰქონდათ, რომ ჩვილის ორგანიზმში აუცილებლად აღმოჩნდებოდა ის ტოქსიკური ნივთიერებები, რომელსაც რძალს ასმევდნენ, ამიტომაც მართებულიც იყო და გამოსავალიც, რომ ჩვილი რეანიმაციაში დაღუპულიყო და გვამზე არ ჩატარებულიყო სამედიცინო კვლევითი ექსპერტიზა, რაც ჩვილის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს დაადგენდა. ამიტომაც გახდა რეანიმაცია საჭირო, რომ ზუსტად შექმნილიყო მომაკვდავი ჩვილის ილუზია!
- რა სისულელეა?! - ცინიკურად აღნიშნა ქალმა და მისი ბედოვლათმა შვილმაც დამცინავი იერით შეავლო თვალი ჯერ მოსამართლესა და მერე მსაჯულებს. თითქოს ამით ანიშნებდა, თუ როგორ სულელურ ცილს სწამებდნენ.
- მაგრამ იცით, რამ შეუშალა ხელი თქვენს ჩანაფიქრს? - განაგრძო პროკურორმა. - თავად თქვენივე რძალმა!
- საიდან მოგაქვთ,
ეს ამდენი ბრალდებები?! - წამოენთო დედამთილი. - ის უმადური ქალი, ოცი წლის მერე მიჩივის?
თუ ასეთი დარწმუნებული იყო, რომ ასე უმოწყალოდ მასაც და ჩემს საკუთარ შვილიშვილსაც
ვწამლავდი, აქამდე სად იყო?! იმ დროს უფრო არ შეეძლო, ექსპერტიზის ჩატარება?!
- საქმე იმაშია, რომ თქვენს რძალს. - დინჯი ხმით მიუგო პროკურორმა. - აზრადაც არ მოსვლია, რომ ოჯახის წევრების მხრიდან ასეთი ბოროტება თუ იყო მოსალოდნელი. ცხადია, ვერც კი წარმოიდგენდა ამას და არა იმიტომ შეწყვიტა თქვენს მიერ მოწოდებული სასმელის მიღება, რომ რაღაც სიბოროტე იეჭვა თქვენგან, არამედ სულ უბრალო მიზეზის გამო. თქვენს მიერ მომზადებულ გაურკვეველ ნაყენს, მისი ორგანიზმი ინსტინქტურად უარყოფდა! ყოველი იმ, ეგრეთ წოდებული ვიტამინური ნაზავის მიღების შემდეგ, ისეთი მძიმე ტოქსიკოზი ეწყებოდა, რომელიც საშინელ გულის რევას იწვევდა და ორგანიზმი ბუნებრივად ბლოკავდა ამ საწამლავს. სითხის უდიდეს ნაწილს, უბრალოდ ვერ იღებდა მისი სხეული! სწორედ ამიტომ გადარჩა ბავშვიც და დედაც!
დარბაზი კვლავ
აჩურჩულდა. დედამთილი უნდობლად, ეჭვიან მზერას ავლებდა ხან პროკურორს და ხან მოსამართლეს,
ვერაფერი გაეგო, თუ რის მოწმედ მოიყვანეს და რას აბრალებდნენ ახლა. მსაჯულები კი კვლავაც
უემოციოდ, გაშეშებული სახეებით აკვირდებოდნენ სასამართლო მსვლელობას.
მოსამართლემ კვლავ მოუწოდა პროკურორს, რომ მთავარი თემიდან გადახვევა, უნდა დაემთავრებინა საქმე იმ ძირითადი ამბის ირგვლივ წარემართა, რის გამოც იქ იყვნენ შეკრებილნი.
პროკურორმა კვლავაც მოიბოდიშა და ახსნას იმით შეეცადა:
- ბოდიშს მოგიხდით, ბატონო მოსამართლევ! - მიმართა პროკურორმა. - ჩემი ასეთი ზედმიწევნით ჩაძიებული კითხვებიდან, მართლაც ასე ჩანს, რომ თითქოს თემას ვუხვევ, მაგრამ ეს ყოველი წინამორბედი საუბრები და გამოკითხვა, სწორედ იმ დანაშაულებრივი ქმედებების საწინდარია, რის გამოც მიმდინარეობს სწორედ ეს სასამართლო პროცესი.
მართალია პროკურორი შეეცადა აეხსნა, თუ რის საწინდარი იყო ასეთი გამოკითხვები, თუმცა დარბაზში უკვე ყველა ისედაც ამჩნევდა, რომ პროცესი, სულ სხვა მიმართულებით მიმდინარეობდა და არა, როგორც მართლაც მოწმის დაკითხვა.
- კარგი ბატონო,
განაგრძეთ! - ნება დართო მოსამართლემ.
პროკურორმა დასტურის ნიშნად თავი დაუქნია, მადლობაც მოუხადა.
- ბატონო მოსამართლევ! დამსწრე საზოგადოებავ! - თავის დაკვრით მიმართა პროკურორმა. - მინდა მოგახსენოთ, რომ აქ მოწვეულ მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებები და საქმეში არსებული ახალი გარემოებები, სრულიად ნათელს ხდის იმ სქემას, რომელიც წლების წინ იმ ზემოთ ხსენებულ კლინიკაში მოქმედებდა. მაგრამ მოდით, კიდევ ერთხელ და მკაფიოდ განვმარტოთ, თუ რატომ და ვისი ინიციატივით მოხდა ჩვილის ოჯახიდან გაძევება და „გარდაცვლილად“ გამოცხადება?!
ბიოლოგიურმა მამამ, დამფრთხალი შეშინებული თვალები მიაპყრო დედამისს, თითქოს პირიც შეაღო, მაგრამ ხმა მაინც ვერ ამოიღო. სამაგიეროდ, ბებიამ, რომლის თვალებშიც ძველი სიჯიუტე და თავის მართლების სურვილი კვლავინდებურად ციმციმებდა, მკვეთრად მიახალა:
- რას ჰქვია, ვისი ინიციატივით?! ან რას მიჰქვია, ბავშვის ოჯახიდან გაძევება?! რძალი სუსტი გვყავდა, ავადმყოფი! ოჯახში უკვე არაჯანმრთელი და ამის გამოც უკვე, არასასურველი ბავშვი მოდიოდა, რომელსაც მომავალი არ ჰქონდა! ექიმებმაც გვითხრეს, რომ ეგ ბავშვი, მაინც ვერ გადარჩებოდა! ვერ იცოცხლებდა! ჩვენ, ჩვენ უბრალოდ... იმ საცოდავს, საწყალ ჩვილს ვუშველეთ, რომ მისთვის მომავალში, დიდი ტკივილი აგვერიდებინა თავიდან!
დარბაზში ახმაურდა. კუსუმ კბილები ერთმანეთს ისე ძლიერად
დააჭირა, რომ ცოტაც და სულ ჩაიმტვრევდა. მისთვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო იმის მოსმენა, თუ როგორ ამართლებდნენ ეს ადამიანები საკუთარ სისასტიკეს ასეთი დონის „მზრუნველობით“.
- „უშველეთ“?! - ხმას აუწია პროკურორმა. - რას ნიშნავს,
„შველა“?! აგვიხსენით, თუ შეიძლება, როგორ უშველეთ ახალშობილს?
- ნუ... -
აშკარად დაიბნა დედამთილი. - დაბადებისთანავე რეანიმაციაში გადავიყვანეთ... და იქ...
იქ უკვე დიაგნოზიც დაუსვეს, რომ ვერ გადარჩებოდა.
- და, მერე? - ჩაეკითხა პროკურორი.
- მერე... მერე ის, რომ... - დედამთილი აშკარად დაიბნა.
- ბავშვმა სამ თვემდე ძლივს იცოცხლა! - როგორც იქნა, დედას მისი პირმშო შეეშველა. ლარას ყოფილი ქმარმა, ენა ამოიდგა და კმაყოფილი სახით, აციმციმებული თვალები შეავლო დედამისს.
- და, მიზეზი? - ჩაეკითხა პროკურორი.
- მიზეზი, ავადმყოფი დედამისი იყო. - მკვირცხლად მიუგო ყოფილმა ქმარმა.
- და იმ ტუტუცი ქალის დიაგნოზის დამადასტურებელი საბუთებიც კი არსებობს! - ჩაურთო დედამ და დედა-შვილმა ერთმანეთს, კმაყოფილი თვალები შეავლო.
- დიახ! მე აქ ხელთ მაქვს, ყველა ის საბუთი. - პროკურორმა რამდენიმე ფურცელი მოსამართლეს გადასცა და ისე განაგრძო. - სადაც აღნიშნულია, რომ ბავშვის ბიოლოგიურ დედას, ორსულობისას აღმოაჩნდა, მთელი რიგი იმ დაავადებათა კრებული თუ ნაკრები, რაც აღნიშნულია მის დიაგნოზში!
- აი, ხომ გითხარით?! - ნიშნის მოგებით მიახალა დედამთილმა. - სწორედ ამას ვამბობ, რომ ავადმყოფი იყო და თქვენ კი, წამლავდითო!
- უფრო კონკრეტულად, თუ შეიძლება. - მოსამართლემ მსუბუქად მისცა შენიშვნა პროკურორს. - ან რას ნიშნავს, აქ ამ ფურცლებზე, რატომ არის ზოგი დიაგნოზი მონიშნული და ზოგი, არა?
- ბატონო მოსამართლევ, თქვენის ნებართვით მინდა დარბაზში მოვიწვიო, დამოუკიდებელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტი.
- კი, ბატონო. - ნება დართო მოსამართლემ.
დარბაზში შუახნეს გადაცილებული სოლიდური სახის მამაკაცი შემოვიდა და მოწმის ადგილი დაიკავა.
- ბატონო მოსამართლევ! დამსწრე საზოგადოებავ! - პროკურორმა შემართებით დაიწყო და დარბაზის კედელზე მიმაგრებული დისფლეის ჩართვა ითხოვა. - თქვენის ნებართვით, ეკრანზე ახლა სწორედ იმ დოკუმენტების მასალაა გამოტანილი, რაც რამდენიმე წუთის წინ პირადად სასამარლოს გადავეცი და აქ ფერადი მარკერით არის გამოყოფილი რამდენიმე დიაგნოსტიკური დასკვნა, რომელიც ურთიერთგამომრიცხავია ერთმანეთთან და რას ნიშნავს ეს ყოველივე ახლავე, აქ მოწვეული სასამართლო სამედიცინო ექსპერტი თავად აგიხსნით.
- გისმენთ, ბატონო! - მოსამართლემ მოწმეს გახედა.
მოწვეულმა ექსპერტმა სულ სათითაოდ ახსნა, იქ მოცემული დიაგნოსტიკური დასკვნები, რომლებიც მართლაც რომ ურთიერთგამომრიცხავი იყო ერთმანეთთან, რაც დიაგნოზის დასმის ნამდვილობას არყევდა.
- უფრო გარკვევით და ყველასთვის გასაგებ, არასამედიცინო ენით, რომ ავხსნა. - განაგრძობდა მოწმედ მოწვეული ექსპერტი. - თუ ადამიანს აქვს მაღალი არტერიული წნევა, იმავ დროულად, მას არავითარ შემთხვევაში არ ექნება და ვერც ექნება დაბალი წნევა.
- ესე იგი. - ჩაურთო მოსამართლემ. - აქ მოცემული დიაგნოსტიკური დასკვნა, არ შეესაბამება სიმართლეს?
- რა თქმა უნდა! - კვერი დაუკრა მოწმემ. - სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ჩამოთვლილი დაავადებებიდან ერთ-ერთი, ან თუნდაც ორი და შესაძლებელი სამიც ჰქონოდეს პაციენტს, თუმცა მესამე უკვე საეჭვოა, იმ ნებისმიერი ორის ფონზე, მაგრამ ეს ამდენი და თანაც ერთდროულად, უკვე საკმაოდ საეჭვოდ ჩანს და ჩემს დასკვნას თუ ენდობით და მე როგორც ოფიციალურად დანიშნული სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს დოკუმენტი, ყალბია და არ შეესაბამება სიმართლეს!
დარბაზი ახმაურდა. მოსამართლემ კვლავაც სიმშვიდისკენ მოუწოდა და პროკურორს მიმართა:
- გაქვთ, კიდევ კითხვები, ბატონო პროკურორო?
- დიახ, კიდევ ერთ შეკითხვასაც დავსვამ, თქვენის ნებართვით, ბატონო მოსამართლევ!
- ბრძანეთ! - თავის დაკვრით დაეთანხმა მოსამართლე.
- შესაძლებელია, რომ აქ მოცემული დიაგნოზებიდან, რომელიმე მაინც ჰქონოდა ორსულ ქალს?
- დიახ, შესაძლებელია, მხოლოდ ორსულობის საწყის ეტაპზე, რადგან თუნდაც ერთ-ერთი ასეთ დიაგნოზის მქონე, ვერც მიიყვანდა ორსულობას ბოლომდე. ფაქტიურად გამორიცხულია.
- და ესე იგი, ბავშვიც არ დაიბადებოდა, არა? - ჩაეკითხა პროკურორი.
- შეიძლება დღენაკლული და დიდი ალბათობით, მისი გადარჩენაც გამორიცხული იქნებოდა.
- ხომ გითხარით, ავადმყოფი ბავშვი გაგვიჩინა! მაგიტომაც მაშინათვე რეანიმაციაში მოგვიხდა მისი გადაყვანა! - ნიშნის მოგებით წამოიყვირა დედამთილმა, რაზეც მოსამართლის შენიშვნა მიიღო.
- ბავშვი რეანიმაციამდეც ვერ მიაღწევდა. - მიუგო მოწმემ. - რადგან ასეთი დიაგნოზის მქონე სხეულის ნაყოფი ჩამოუყალიბებელი და განუვითარებელი იქნებოდა, ამიტომაც ორსულობის ფაზა სამ-ოთხ თვეზე მეტ ხანს მაინც ვერ გასტანდა.
- ესე იგი, ნაადრევი მშობიარობა ექნებოდა? - ჩაეკითხა პროკურორი.
- ამას მშობიარობასაც ვერ დავარქმევდით, რადგან ეს უკვე ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა უფრო იქნებოდა, თავისთავად ჩამოუყალიბებელი ნაყოფით.
- და ბავშვი, ხომ მაინც დაიბადა, დაა... - მხრები აიჩეჩა დედამთილმა.
- ბატონო მოსამართლევ! - განაგრძო პროკურორმა. - როგორც ხედავთ, ჩემს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე, ფერადი მარკერით ხაზგასმულია სწორედ ის ურთიერთგამომრიცხავი, რამდენიმე საკმაოდ მძიმე დაავადება, რომელიც ვითომდა ჰქონდა ორსულ ქალს, მშობიარობამდე. საინტერესოდ ჩანს კიდევ ის ფაქტი, რომ აქ მოცემულ დიაგნოზთა სიიდან, თუ ის ერთი დაავადება შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, მაშინ ის მეორე, კატეგორიულად იქნება გამორიცხული და ასეთი რამდენიმე დაავადება არის უკვე ჩემს მიერ მონიშნული. ამას ადასტურებს, ოფიციალურად დანიშნული სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, როგორც დოკუმენტით, ასევე აქ გამოსვლით, რაც რამდენიმე წუთს წინ მოვისმინეთ ამ დარბაზში. ასე, რომ ოფიციალურად დადასტურებული დასკვნა, რომელიც საგამომძიებლო საქმეში უკვე ჩაიკერება, აღნიშნავს რომ მთელი რიგი, ეს დასმული დიაგნოზები, ყალბია და არ შეესაბამება სიმართლეს!
- ტყუილია! ეგ ყველაფერი ტყუილია! - წამოიძახა ლარას ყოფილმა დედამთილმა.
დარბაზი ახლა უფრო მეტად ახმაურდა. მოსამართლემ კვლავ ხალხის დაშოშმინება სცადა.
- ბატონო პროკურორო! - მიმართა მოსამართლემ. - აგვიხსენით თუ შეიძლება, რას ემსახურებოდა, ორსული ქალის ეს აბსურდული დიაგნოზები? რა საჭირო იყო ამის შეთითხნა?
- ეს მხოლოდ იმისთვის გახდა საჭირო, რომ უკვე გასაყიდად გამზადებული ჩვილი, მკვდრად გამოეცხადებინათ და წინასწარ ასე შეამზადეს ნიადაგი.
- რა სისულელეა? - ისევ წამოიყვირა დედამთილმა და ისევ შენიშვნა მიიღო.
- ესე იგი, ეს დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდა და ამ დასკვნებს, ოფიციალურად აწერენ ხელს ექიმები და ბეჭდითაც ამტკიცებენ.
- დიახ, სწორს ბრძანებთ, ბატონო მოსამართლევ! სწორედაც, რომ ის ექიმები და მედ.პერსონალი სხედან დღეს აქ განსასჯელთა სკამზე!
- ექიმები თუ აწერდნენ ხელს, მაშინ ჩვენ რა შუაში ვიყავი?! - კვლავ „გაბედა“ ხმის ამოღება, ლარას ყოფილმა მეუღლემ.
- თქვენ ფული აიღეთ! - შეუტია პროკურორმა. - საკუთარი შვილი, ფულში გაცვალეთ! და სამი თვის განმავლობაში აყურყუტებდით ცოცხალ, ჯანმრთელ ჩვილს რეანიმაციაში, რომ თქვენი ეს სიბოროტით სავსე ქმედება, მის ბუნებრივ სიკვდილად გაგესაღებინათ!
ლარას ყოფილ ქმარს მკვდრის ფერი დაედო და მექანიკურად დედისკენ შებრუნდა, თითქოს დამხმარე პასუხს მისგან ელოდა, მაგრამ დედამისი გაფითრებული მზერით, დამფრთხალი თაგვივით აცეცებდა თვალებს.
მოსამართლეს
კვლავ ახმაურებული დარბაზის დაშოშმინება მოუხდა და პროკურორს მოუწოდა, ეს ყველა ბრალდება,
დადასტურებული დოკუმენტების სახით წარედგინა.
- თქვენ ძალიან კარგად იცოდით, რომ დედამთილის მიერ რძლისთვის, ანუ თქვენი მეუღლისთვის „ვიტამინების“ სახელწოდებას ამოფარებული ტოქსიკური ნაყენის მიღება ორსულობის შეწყვეტას ემსახურებოდა!
- არაფერი
ვიცოდი! არაფერი ვიცოდი! არ ვიცოდი! - აბლუკუნდა ლარას ყოფილი ქმარი
- საკმაოდ რთული დასაჯერებელია, რადგან თქვენ საკუთარი შვილის ტრეფიკინგში გაქვთ უშუალო მონაწილეობა მიღებული.
- სად არის მერე მაგის დამადასტურებელი საბუთი?! - ახლა უფრო მეტად მიეცა გული ლარას ყოფილ ქმარს.
- სამწუხაროდ იმის დამადასტურებელი საბუთი ნამდვილად არ მაქვს, თუ ზუსტად რას ასმევდით ორსულ ცოლს, თუმცა იმას მაინც ვერ უარყოფთ, რომ ბალახეულის ნაყენს თავად უმზადებდა დედამთილი რძალს. - განაგრძო პროკურორმა. - და რატომ? რისთვის იყო საჭირო ეს ყველაფერი?
- სუსტი და
ავადმყოფი რძალი მერგო წილად! - მკვახე ხმით მიახალა დედამთილმა. - მის გამოსაჯანმრთელებლად
ათას ხერხს მივმართავდი, მაგრამ იმ უმადურმა ქალმა, ხედავთ? სასამართლოშიც კი მიჩივლა,
იმის გამო, რომ მასზე, შვილივით ვზრუნავდი!
- ჩვენ აქ, ჯერ მხოლოდ იმის გარკვევას შევეცადეთ, თუ რატომ მკურნალობდა თქვენი რძალი, ასეთი არატრადიციული მეთოდებით, ექიმის დანიშნულების გარეშე?
- და აბა მე რა ვიცი, რას ყლაპავდა? - ცინიკურად აიჩეჩა მხრები, აწ უკვე ყოფილმა დედამთილმა. - ან თქვენ, რასთან დაკავშირებით არკვევთ ახლა ამას, ამდენი წელი გავიდა, მე საიდან უნდა მახსოვდეს, თუ ვინ რას ყლურწავდა?!
- ბატონო პროკურორო! - მიმართა მოსამართლემ. - შეგიძლიათ უფრო გარკვევით აგვიხსნათ, თუ რა კავშირი აქვს აქ, ამ სასამართლო პროცესს, თქვენს მიერ დასმულ კითხვებთან?
- ჰო! რა შუაშია აქ ჩემი რძალი რას სვამდა და რას არა! - წესიერად არც აცალა ქალმა სიტყვის დასრულება მოსამართლეს.
- ზუსტადაც, რომ თავშია და არა შუაში! - მიმართა პროკურორმა და რამდენიმე ფურცელს წამოავლო ხელი. - მე აქ თან მაქვს, თქვენი რძლის რამდენიმე უშედეგო ორსულობის ფაქტი, სადაც აღნიშნულია, რომ დაუდგენელი მიზეზების გამო, წყდებოდა ორსულობა.
- დაგედგინათ მერე მიზეზი! ესეც ჩემი ბრალი ხომ არ არის, რომ ავადმყოფი რძალი შემოგვატყუეს სახლში?! - წამოენთო აწ უკვე ყოფილი დედამთილი.
პროკურორი, თითქოს ჯიუტად, ერთი და იგივე თემის ირგვლივ ტრიალებდა და კვლავაც ხაზს უსვამდა იმას, რომ დედამთილი რძალს, გამუდმებით არატრადიციული გზით მკურნალობას აიძულებდა, რასაც ნამდვილად არ მოჰყვებოდა დადებით შედეგი, პირიქით ორსულობა ბევრად ადრე წყდებოდა.
- მაგრამ თქვენი რძალი. - პროკურორმა წამით იყუჩა. - ატყობდა, რომ ყოველი ასეთი სასმელის მიღების შემდეგ, უფრო ცუდად ხდებოდა.
- და რაღას
სვამდა მერე? - კვლავ უკან არ იხევდა ქალი. - ძალათი ხომ არ ვასხამდი პირში? ეთქვა,
არ მინდაო და არც დალევდა!
- თქვენი რძალი, ვერც კი წარმოიდგენდა მაშინ, რომ დედამთილი, მის მოწამვლას ცდილობდა! – მკაცრი ხმით მიუგო პროკურორმა.
- როგორც ვიცი,
ცოცხალია და რომ მომეწამლა, ახლა მკვდარიც იქნებოდა! - ნიშნის მოგებით მიუგო ქალმა.
დარბაზში ჩურჩული ატყდა, ხალხიც ცოტა არ იყოს დაიღალა, დაკითხვა წინ არ მიდიოდა და ჯერ კიდევ ვერაფერი გაეგოთ, თუ საითკენ მიჰყავდა პროკურორს საუბარი. რა შუაში იყო, ჩვილების ტრეფიკინგთან რძლისა და დედამთილის წარსული ურთიერთობის გარკვევა.
მოსამართლემ სიმშვიდისკენ მოუწოდა და დარბაზიც ინტერესის მოლოდინში მალევე გაიტრუნა.
პროკურორმა განაგრძო:
- და ყოველი ამ სასმელის მიღების შემდეგ, ორსული ქალი საშინელი მუცლის გვრემით იტანჯებოდა და უფრო მეტად უმძაფრდებოდა ტოქსიკოზი. - განაგრძო პროკურორმა. - ამიტომაც თქვენს უჩუმრად, როცა შეწყვიტა თქვენს მიერ მომზადებული სასმელის მიღება, თავი ბევრად უკეთ იგრძნო და სხვა წინა უშედეგო ორსულობებისგან განსხვავებით, ეს ორსულობა ბოლომდე მიიყვანა და როცა ბავშვმა მაინც გაბედა და ცოცხალი დაიბადა, თქვენი შიში პანიკაში გადაიზარდა იმიტომ, რომ თქვენი დანაშაული გამოვლინდებოდა! სავარაუდოდ, ბავშვს, მუცლადყოფნისას მიღებული შხამი, აუცილებლად რაღაც პათოლოგიას გამოიწვევდა და აი, სწორედაც რომ ამის შიში გქნოდათ, თქვენ! ამიტომაც მოისროლეთ ბავშვი, როგორც უსარგებლო ნივთი, თან ისე, რომ ჯიბეებიც კარგად გაისქელეთ!
- არავითარი!.. - წამოიყვირა ბებიამ. - არავითარი უფლება არ გაქვთ, რომ ასე გველაპარაკოთ! მაშინ ყველა ასე იქცეოდა! კლინიკა სავსე იყო...
- ყველა ასე
არ იქცეოდა! - ხმას აუწია პროკურორმა. - ბევრისთვის, ადამიანის სიცოცხლე, ფული არ არის!
- ბოლოს და ბოლოს. - ჩაურთო მოსამართლემ. - ბავშვი ცოცხალია, თუ არა? ან სად არის?
- ცოცხალი როგორ იქნება, როცა ტანჯვით გარდაიცვალა თავისი უჯიშო და უნიათო დედის გამო! - მკვახედ მიახალა დედამთილმა. - ბავშვი დავკრძალეთ და ცოცხალს ხომ არ დავასაფლავებდით?!
- მე უკვე ზემოთ მოგახსენეთ, რომ სრულიად ჯანმრთელი ჩვილი, მაინც რატომღაც რეანიმაციაში გამოკეტეს, დედას ნახვის უფლებას არ აძლევდნენ, თუმცა, იმ დროს იყო მასეთი კანონი, რომ მძიმე ავადმყოფის რეანიმაციაში მონახულება, ფაქტიურად შეუძლებელი იყო და მით უმეტეს, ახალშობილის.
- ესე იგი, ბავშვი მაინც გარდაცვლილია, არა? - მოსამართლე გარკვევას შეეცადა.
- დიახ, დიახ! - უმალ მიუგო ქალმა. - ტრეფიკინგს რომ გვაბრალებთ, ბავშვი გაყიდეთო, მკვდარ ბავშვს ხომ არ გავყიდიდით?!
- სწორი შენიშვნაა. - თავი დაუკრა მოსამართლემ. - ბატონო პროკურორო, თუ შეიძლება აგვიხსენით და თავისთავად ოფიციალური დოკუმენტით დაგვიდასტურეთ ტრეფიკინგის არსებობა, ამ საქმესთან დაკავშირებით.
- ახლავე მოგახსენებთ! - პროკურორმა რამდენიმე ფურცელი გადასცა მოსამართლეს, რომელმაც გაკვირვებით ჩაიკითხა და გაოგნებული მზერით გახედა მოწმის სახით მოწვეულ დედა-შვილს.
- ბატონო მოსამრთლევ! დამსწრე საზოგადოებავ! – განგრძო პროკურორმა. - როგორც საბუთებში აღნიშნულია, რომ დაიბადა ვაჟი, სუსტი ჯანმრთელობით, რის გამოც სასწრაფოდ ახალშობილის რეანიმირება გახდა საჭირო, თუმცა მომაკვდავი ჩვილი, სამი თვის განმავლობაში, მაინც ჯიუტად იბრძვის სიცოცხლისთვის, მაგრამ ამ საბუთების მიხედვით ჩანს, რომ უშედეგოდ. - პროკურორმა წამით შეისვენა. - ოფიციალურ დოკუმენტებში ხსენებული, ჩვილ ბავშვთა საავადმყოფოს, რეანიმაციულ განყოფილება, ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ გარდაცვლილი ჩვილი, არ გაეტანებინათ პატრონებისთვის და სწორედ ეს იყო ის მუდმივი სქემა, რასაც ახლავე მოგახსენებთ. რეანიმაციულ განყოფილებაში, არსებობდა ცალკე მაცივარი, სადაც სპეციალურად გადამალულ, გარდაცვლილ ჩვილებს ინახავდნენ და ამას ის ახსნა ჰქონდა, რომ თუ ჩვილის ოჯახი, დიდ სკანდალს მოაწყობდა, ზედმეტი ხმაური, რომ არ ატეხილიყო, კლინიკა დათმობაზე მიდიოდა და ატანდა მიცვალებულ ჩვილს დასაკრძალად, თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდებოდა. ახლა ისმევა კითხვა, რა მიზანი ჰქონდა კლინიკას, ასე მოქცეულიყო? პასუხი ერთია - ტრეფიკინგი!
დარბაზი კვლავ ახმაურდა. მოსამართლეს, ისევ და ისევ მოუწია მათი დაშოშმინება და პროკურორსა მიმართა:
- ბატონო პროკურორო! აგვიხსენით თუ შეიძლება, რა კავშირი აქვს ტრეფიკინგთან, გარდაცვლილი ჩვილების ასე გადამალვას.
- ახლავე მოგახსენებთ ბატონო მოსამართლევ! - მიუგო პროკურორმა. - საქმე იმაში გახლავთ, რომ როგორც ზემოთ უკვე ითქვა, რომ თუ რომელიმე ოჯახი კატეგორიულად მოითხოვდა ჩვილის თავად დაკრძალვას, ან საკმაოდ მაღალჩინოსან ახლობლებს ჩარევდა, იმ შემთხვევაში იძულებულნი იყვნენ, რომ ბავშვი გაეტანებინათ და ახლა გაინტერესებთ, თუ რატომ იქცეოდნენ ასე? იმიტომ რომ ის ჩვილი, რომელიც საღ-სალამათი დაიბადა, თუმცა მეორე ან მესამე დღეს დედას და ჩვილის ოჯახის წევრებს უცხადებდნენ, რომ ახალშობილი გარდაიცვალა, სინამდვილეში ჩვილი უკვე წინასწარ იყო გაყიდული, ლამის დაბადებისთანავე უკვე გაშვილების საბუთებიც მზად იყო. რა თქმა უნდა და დიდი ალბათობით აღვნიშნავ იმასაც, რომ ამყვანმა მშობლებმა ნამდვილად არ იცოდნენ რომ მოპარული ჩვილი შეჰყავდათ ოჯახში, ვერც კი წარმოედგინათ ეს და თანაც, ყველა საბუთი წესრიგში იყო, დედა ოფიციალურად ხელს აწერდა ჩვილის დატოვებაზე, ამას კიდევ ცალკე განვიხილავთ, თუ როგორ ხდებოდა ეს და ასე მთელი სქემა ერთმანეთზე ჯაჭვივით გადაბმულად მიმდინარეობდა ახალშობილთა ტრეფიკინგი. – პროკურორმა წამით შეისვენა. - ახლა დავუბრუნდეთ იმ თემას, თუ რატომ ინახავდნენ მაცივარში ჩვილებს და რატომ ცდილობდნენ, რომ პატრონებს არ მოეთხოვათ მათი გარდაცვლილი ბავშვები.
- დიახ, გისმენთ! - უკვე მოსამართლეც ძლივს ითმენდა და ერთი სული ჰქონდა გაეგო, თუ ზუსტად რის თქმას აპირებდა პროკურორი.
- გაყიდულ-გაშვილებულ ჩვილებს, უკანვე რა თქმა უნდა ვეღარ და აღარ მოუბრუნებდნენ ბიოლოგიურ ოჯახს, განსაკუთრებით მაშინ, როცა უკვე მათ გამოუცხადეს ოჯახს გარდაცვლილი ჩვილის დაკრძალვას ითხოვდა, ამიტომაც ხდებოდა მისი ჩანაცვლება და ბიოლოგიურ ოჯახს, სხვისი გარდაცვლილი ჩვილი, რომელიც თავის დროზე მის ბიოლოგიურ ოჯახს დაატოვებინეს და მოახერხეს მისი გადამალვა! ამიტომაც გარდაცვლი ჩვილის დასაკრძალად გატანება კატეგორიულად არ უნდოდათ და ეს იმ დროს ნებაყოფლობითი იყო, თუმცა მედ.პერსონალი მაინც რატომღაც ცდილობდა, რომ მიცვალებული ჩვილი პატრონებისთვის არ დაეთმო და აი სწორედ მაგას, სულ სხვა შინაარსობრივი დატვირთვა ჰქონდა.
- და მერე, ჩვენ რა შუაში ვართ თუ მედპერსონალი რაღაცას ჩალიჩობდა?! - კვლავ წამოიძახა დედამთილმა. - ამის გულისთვის მოგვიყვანეთ აქ, რომ გვასმენინოთ, თუ რა ათას სისაძაგლეს ჩადიოდნენ ექიმები?
- თუ შეიძლება, უფრო თემასთან ახლოს ისაუბრეთ, ბატონო პროკურორო. - მიმართა მოსამართლემ.
- დია, ბატონო მოსამართლევ! დამსწრე საზოგადოებავ! - კვლავ განაგრძო პროკურორმა. - გარდაცვლილი ჩვილი დედის ოჯახმა დაკრძალა, თუმცა ოცი წლის შემდეგ, როცა გარკვეულმა გარემოებებმა იჩინა თავი, დედის ოჯახმა, სწორედ იმ დაკრძალული ჩვილის ექსგუმაცია მოითხოვა... - პროკურორმა რაღაც ფურცელი ამოაძვრინა და მოსამართლეს წინ დაუდო. - ეს სწორედ იმ ექსპერტიზის დასკვნაა, სადაც გარკვევით არის აღნიშნული, რომ გარდაცვლილი ჩვილი გოგონაა და არა ვაჟი, რომელიც შეეძინა მშობიარეს. ამის შემდეგ, ჩატარდა დნმ-ს ტესტი, რომელმაც დაადასტურა, რომ გარდაცვლილ გოგონას, არაფერი აქვს საერთო ამ ოჯახთან. მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ ოფიციალურად არის ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ამ მხრივ, შეცდომა გამორიცხულია.
- ტყუილია ეს! ტყუილია! - წამოიყვირა დედამთილმა.
- ისედაც გულმკვდარ დედას, თავისი საკუთარი ვაჟის სანაცვლოდ, სხვისი გარდაცვლილი ჩვილი გოგონათი ჩაუნაცვლეთ! ხოლო მანამდე სამი თვე ცოცხლად აგლოვეთ, ყოველდღე ელოდა დედა, შვილის სიკვდილს, მთელი სამი თვის მანძილზე და ახლა ჩნდება კითხვა. - პროკურორმა წამით იყუჩა. - სად არის თქვენი ვაჟი?
- და იქნებ მართლა გოგო იყო და ექიმები გვატყუებდნენ ბიჭიაო?! - ხმა ამოიდგა,
ლარას ყოფილმა ქმარმა და ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ნიშნის მოგებითაც კი მიახალა.
დარბაზი კვლავ აჩურჩულდა.
- შეიძლება მართლაც გოგონა შეგეძინათ. - ირონიული ღიმილით მიმართა პროკურორმა. - და თუნდაც ესეც ექიმების დაუდევრობას მივაწეროთ, მაგრამ იქ დაკრძალული გოგონა, ნამდვილად არ არის თქვენი შვილი.
დარბაზი კვლავ აჩურჩულდა, თუმცა მოსამართლის შენიშვნაზე, მალევე დადუმდა.
- თქვეს რძალი ფიქრობდა, რომ მას მძიმე ტოქსიკოზი ჰქონდა და ინსტინქტურად გაურბოდა იმ მისთვის გაურკვეველ ბალახეულის ნაყენს, ორგანიზმი თავად უმძიმებდა მდგომარეობას და რეალურად სწორედ ამ შინაგანმა წინააღმდეგობამ გადაარჩინა ორივე.
- ორივე?
- იკითხა მოსამართლემ
- დიახ! ორივე! - მიუგო პროკურორმა. - ორსულიც და მისი ნაყოფიც!
დარბაზი კვლავ წამით აზუილდა, მაგრამ უმალ სიჩუმე ჩამოვარდა.
- ესე იგი, თქვენ მაინც ამტკიცებთ, რომ მკურნალობდით რძალს, მაგრამ ერთი რამ, ვერ გაითვალისწინეთ, ძვირფასო მოწმევ... - ცინიკური ხმით განაგრძო პროკურორმა.
- რა... რა ვერ გავითვალისწინე?!
- აქამდე მედგრად მდგარ ქალს, ოდნავ ხმაც აუკანკალდა.
- ის, რომ თქვენმა რძალმა, დროულად შენიშნა თქვენი „მზრუნველობის“ ჭეშმარიტი სახე და თქვენს მიერ მომზადებულ საწამლავს, უკვე აღარ მიეკარა და ეს, სულ
მარტივი და უბრალო მიზეზით აიხსნა!
- რა სისულელეა?!
- შეუტია ქალმა.
მოსამართლემ სერიოზული შენიშვნა მისცა პროკურორს. პროკურორმაც თავის მხრივ, მოიბოდიშა და კვლავ სიტყვის გაგრძელება ითხოვა.
- ბოდიშს გიხდით, ასე დაუსაბუთებლად, ხელის დადების უფლება ნამდვილად არ მქონდა და ახლა დავუბრუნდეთ სწორედ იმ ნაწილს, თუ რა მიზანი უნდა გქონოდათ, როცა დაბადებისთანავე ახალშობილი, უმალ რეანიმაციის განყოფილებაში გაამწესეთ.
- და რა მიზანი უნდა მქონოდა, როცა ბავშვი ცუდად იყო? - კოპები შეკრა ქალმა. - კვდებოდა!
- ესე იგი, კვდებოდა, მაგრამ მაინც არ მოკვდა. - ცინიკურად აღნიშნა პროკურორმა, რაზეც კვლავ მოსამართლისგან მორიგი შენიშვნა მიიღო.
პროკურორმა კვლავ მოიბოდიშა და კვლავ საუბრის გაგრძელება ითხოვა.
- ჩვენ გავჩერდით იმ მომენტზე, სადაც მე დაგისვით კითხვა, თუ რა მიზანი უნდა ჰქონოდა, ახალშობილის დაბადების წუთებიდანვე რეანიმაციაში გამწესებას.
- და მეც ხომ გიპასუხეთ, რომ ცუდად იყო ბავშვი, მეტი რა მიზანი უნდა მქონოდა?! - გაწიწმატდა ქალი
- რადგან სიმართლის აღიარება გიჭირთ, მაშინ მე გეტყვით! - განაგრძო პროკურორმა. - თქვენი მიზანი, სწორედაც რომ ის შიში იყო, რომ ბავშვის ორგანიზმში აუცილებლად უნდა აღმოჩენილიყო, სწორედ იმ მძიმე მოწამვლის კვალი, რომელიც წესით დედას უნდა მიეღო ორსულობისას, რასაც ნაყოფის ნელ-ნელა განადგურება უნდა გამოეწვია!
დარბაზში მცირე ჩურჩული გაისმა. ლარას ყოფილი დედამთილი დაიბნა, სახეზე ფერი ეცვალა, მაგრამ თავის შეკავებას შეეცადა და საკმაოდ ომახიანად მიმართა:
- ტყუილია! ეგ... ეგ ბრალდება აბსურდია! ექიმებმაც იცოდნენ, რომ ბავშვი პათოლოგიებით იბადებოდა და...
- ბატონო მოსამართლევ! - მიმართა პროკურორმა. - აწ მოწმედ მოწვეულ მოპასუხეებს, იმის შიში ჰქონდათ, რომ ჩვილის ორგანიზმში აუცილებლად აღმოჩნდებოდა ის ტოქსიკური ნივთიერებები, რომელსაც რძალს ასმევდნენ, ამიტომაც მართებულიც იყო და გამოსავალიც, რომ ჩვილი რეანიმაციაში დაღუპულიყო და გვამზე არ ჩატარებულიყო სამედიცინო კვლევითი ექსპერტიზა, რაც ჩვილის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს დაადგენდა. ამიტომაც გახდა რეანიმაცია საჭირო, რომ ზუსტად შექმნილიყო მომაკვდავი ჩვილის ილუზია!
- რა სისულელეა?! - ცინიკურად აღნიშნა ქალმა და მისი ბედოვლათმა შვილმაც დამცინავი იერით შეავლო თვალი ჯერ მოსამართლესა და მერე მსაჯულებს. თითქოს ამით ანიშნებდა, თუ როგორ სულელურ ცილს სწამებდნენ.
- მაგრამ იცით, რამ შეუშალა ხელი თქვენს ჩანაფიქრს? - განაგრძო პროკურორმა. - თავად თქვენივე რძალმა!
- საქმე იმაშია, რომ თქვენს რძალს. - დინჯი ხმით მიუგო პროკურორმა. - აზრადაც არ მოსვლია, რომ ოჯახის წევრების მხრიდან ასეთი ბოროტება თუ იყო მოსალოდნელი. ცხადია, ვერც კი წარმოიდგენდა ამას და არა იმიტომ შეწყვიტა თქვენს მიერ მოწოდებული სასმელის მიღება, რომ რაღაც სიბოროტე იეჭვა თქვენგან, არამედ სულ უბრალო მიზეზის გამო. თქვენს მიერ მომზადებულ გაურკვეველ ნაყენს, მისი ორგანიზმი ინსტინქტურად უარყოფდა! ყოველი იმ, ეგრეთ წოდებული ვიტამინური ნაზავის მიღების შემდეგ, ისეთი მძიმე ტოქსიკოზი ეწყებოდა, რომელიც საშინელ გულის რევას იწვევდა და ორგანიზმი ბუნებრივად ბლოკავდა ამ საწამლავს. სითხის უდიდეს ნაწილს, უბრალოდ ვერ იღებდა მისი სხეული! სწორედ ამიტომ გადარჩა ბავშვიც და დედაც!
მოსამართლემ კვლავ მოუწოდა პროკურორს, რომ მთავარი თემიდან გადახვევა, უნდა დაემთავრებინა საქმე იმ ძირითადი ამბის ირგვლივ წარემართა, რის გამოც იქ იყვნენ შეკრებილნი.
პროკურორმა კვლავაც მოიბოდიშა და ახსნას იმით შეეცადა:
- ბოდიშს მოგიხდით, ბატონო მოსამართლევ! - მიმართა პროკურორმა. - ჩემი ასეთი ზედმიწევნით ჩაძიებული კითხვებიდან, მართლაც ასე ჩანს, რომ თითქოს თემას ვუხვევ, მაგრამ ეს ყოველი წინამორბედი საუბრები და გამოკითხვა, სწორედ იმ დანაშაულებრივი ქმედებების საწინდარია, რის გამოც მიმდინარეობს სწორედ ეს სასამართლო პროცესი.
მართალია პროკურორი შეეცადა აეხსნა, თუ რის საწინდარი იყო ასეთი გამოკითხვები, თუმცა დარბაზში უკვე ყველა ისედაც ამჩნევდა, რომ პროცესი, სულ სხვა მიმართულებით მიმდინარეობდა და არა, როგორც მართლაც მოწმის დაკითხვა.
პროკურორმა დასტურის ნიშნად თავი დაუქნია, მადლობაც მოუხადა.
- ბატონო მოსამართლევ! დამსწრე საზოგადოებავ! - თავის დაკვრით მიმართა პროკურორმა. - მინდა მოგახსენოთ, რომ აქ მოწვეულ მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებები და საქმეში არსებული ახალი გარემოებები, სრულიად ნათელს ხდის იმ სქემას, რომელიც წლების წინ იმ ზემოთ ხსენებულ კლინიკაში მოქმედებდა. მაგრამ მოდით, კიდევ ერთხელ და მკაფიოდ განვმარტოთ, თუ რატომ და ვისი ინიციატივით მოხდა ჩვილის ოჯახიდან გაძევება და „გარდაცვლილად“ გამოცხადება?!
ბიოლოგიურმა მამამ, დამფრთხალი შეშინებული თვალები მიაპყრო დედამისს, თითქოს პირიც შეაღო, მაგრამ ხმა მაინც ვერ ამოიღო. სამაგიეროდ, ბებიამ, რომლის თვალებშიც ძველი სიჯიუტე და თავის მართლების სურვილი კვლავინდებურად ციმციმებდა, მკვეთრად მიახალა:
- რას ჰქვია, ვისი ინიციატივით?! ან რას მიჰქვია, ბავშვის ოჯახიდან გაძევება?! რძალი სუსტი გვყავდა, ავადმყოფი! ოჯახში უკვე არაჯანმრთელი და ამის გამოც უკვე, არასასურველი ბავშვი მოდიოდა, რომელსაც მომავალი არ ჰქონდა! ექიმებმაც გვითხრეს, რომ ეგ ბავშვი, მაინც ვერ გადარჩებოდა! ვერ იცოცხლებდა! ჩვენ, ჩვენ უბრალოდ... იმ საცოდავს, საწყალ ჩვილს ვუშველეთ, რომ მისთვის მომავალში, დიდი ტკივილი აგვერიდებინა თავიდან!
- და, მერე? - ჩაეკითხა პროკურორი.
- მერე... მერე ის, რომ... - დედამთილი აშკარად დაიბნა.
- ბავშვმა სამ თვემდე ძლივს იცოცხლა! - როგორც იქნა, დედას მისი პირმშო შეეშველა. ლარას ყოფილი ქმარმა, ენა ამოიდგა და კმაყოფილი სახით, აციმციმებული თვალები შეავლო დედამისს.
- და, მიზეზი? - ჩაეკითხა პროკურორი.
- მიზეზი, ავადმყოფი დედამისი იყო. - მკვირცხლად მიუგო ყოფილმა ქმარმა.
- და იმ ტუტუცი ქალის დიაგნოზის დამადასტურებელი საბუთებიც კი არსებობს! - ჩაურთო დედამ და დედა-შვილმა ერთმანეთს, კმაყოფილი თვალები შეავლო.
- დიახ! მე აქ ხელთ მაქვს, ყველა ის საბუთი. - პროკურორმა რამდენიმე ფურცელი მოსამართლეს გადასცა და ისე განაგრძო. - სადაც აღნიშნულია, რომ ბავშვის ბიოლოგიურ დედას, ორსულობისას აღმოაჩნდა, მთელი რიგი იმ დაავადებათა კრებული თუ ნაკრები, რაც აღნიშნულია მის დიაგნოზში!
- აი, ხომ გითხარით?! - ნიშნის მოგებით მიახალა დედამთილმა. - სწორედ ამას ვამბობ, რომ ავადმყოფი იყო და თქვენ კი, წამლავდითო!
- უფრო კონკრეტულად, თუ შეიძლება. - მოსამართლემ მსუბუქად მისცა შენიშვნა პროკურორს. - ან რას ნიშნავს, აქ ამ ფურცლებზე, რატომ არის ზოგი დიაგნოზი მონიშნული და ზოგი, არა?
- ბატონო მოსამართლევ, თქვენის ნებართვით მინდა დარბაზში მოვიწვიო, დამოუკიდებელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტი.
- კი, ბატონო. - ნება დართო მოსამართლემ.
დარბაზში შუახნეს გადაცილებული სოლიდური სახის მამაკაცი შემოვიდა და მოწმის ადგილი დაიკავა.
- ბატონო მოსამართლევ! დამსწრე საზოგადოებავ! - პროკურორმა შემართებით დაიწყო და დარბაზის კედელზე მიმაგრებული დისფლეის ჩართვა ითხოვა. - თქვენის ნებართვით, ეკრანზე ახლა სწორედ იმ დოკუმენტების მასალაა გამოტანილი, რაც რამდენიმე წუთის წინ პირადად სასამარლოს გადავეცი და აქ ფერადი მარკერით არის გამოყოფილი რამდენიმე დიაგნოსტიკური დასკვნა, რომელიც ურთიერთგამომრიცხავია ერთმანეთთან და რას ნიშნავს ეს ყოველივე ახლავე, აქ მოწვეული სასამართლო სამედიცინო ექსპერტი თავად აგიხსნით.
- გისმენთ, ბატონო! - მოსამართლემ მოწმეს გახედა.
მოწვეულმა ექსპერტმა სულ სათითაოდ ახსნა, იქ მოცემული დიაგნოსტიკური დასკვნები, რომლებიც მართლაც რომ ურთიერთგამომრიცხავი იყო ერთმანეთთან, რაც დიაგნოზის დასმის ნამდვილობას არყევდა.
- უფრო გარკვევით და ყველასთვის გასაგებ, არასამედიცინო ენით, რომ ავხსნა. - განაგრძობდა მოწმედ მოწვეული ექსპერტი. - თუ ადამიანს აქვს მაღალი არტერიული წნევა, იმავ დროულად, მას არავითარ შემთხვევაში არ ექნება და ვერც ექნება დაბალი წნევა.
- ესე იგი. - ჩაურთო მოსამართლემ. - აქ მოცემული დიაგნოსტიკური დასკვნა, არ შეესაბამება სიმართლეს?
- რა თქმა უნდა! - კვერი დაუკრა მოწმემ. - სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ჩამოთვლილი დაავადებებიდან ერთ-ერთი, ან თუნდაც ორი და შესაძლებელი სამიც ჰქონოდეს პაციენტს, თუმცა მესამე უკვე საეჭვოა, იმ ნებისმიერი ორის ფონზე, მაგრამ ეს ამდენი და თანაც ერთდროულად, უკვე საკმაოდ საეჭვოდ ჩანს და ჩემს დასკვნას თუ ენდობით და მე როგორც ოფიციალურად დანიშნული სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს დოკუმენტი, ყალბია და არ შეესაბამება სიმართლეს!
დარბაზი ახმაურდა. მოსამართლემ კვლავაც სიმშვიდისკენ მოუწოდა და პროკურორს მიმართა:
- გაქვთ, კიდევ კითხვები, ბატონო პროკურორო?
- დიახ, კიდევ ერთ შეკითხვასაც დავსვამ, თქვენის ნებართვით, ბატონო მოსამართლევ!
- ბრძანეთ! - თავის დაკვრით დაეთანხმა მოსამართლე.
- შესაძლებელია, რომ აქ მოცემული დიაგნოზებიდან, რომელიმე მაინც ჰქონოდა ორსულ ქალს?
- დიახ, შესაძლებელია, მხოლოდ ორსულობის საწყის ეტაპზე, რადგან თუნდაც ერთ-ერთი ასეთ დიაგნოზის მქონე, ვერც მიიყვანდა ორსულობას ბოლომდე. ფაქტიურად გამორიცხულია.
- და ესე იგი, ბავშვიც არ დაიბადებოდა, არა? - ჩაეკითხა პროკურორი.
- შეიძლება დღენაკლული და დიდი ალბათობით, მისი გადარჩენაც გამორიცხული იქნებოდა.
- ხომ გითხარით, ავადმყოფი ბავშვი გაგვიჩინა! მაგიტომაც მაშინათვე რეანიმაციაში მოგვიხდა მისი გადაყვანა! - ნიშნის მოგებით წამოიყვირა დედამთილმა, რაზეც მოსამართლის შენიშვნა მიიღო.
- ბავშვი რეანიმაციამდეც ვერ მიაღწევდა. - მიუგო მოწმემ. - რადგან ასეთი დიაგნოზის მქონე სხეულის ნაყოფი ჩამოუყალიბებელი და განუვითარებელი იქნებოდა, ამიტომაც ორსულობის ფაზა სამ-ოთხ თვეზე მეტ ხანს მაინც ვერ გასტანდა.
- ესე იგი, ნაადრევი მშობიარობა ექნებოდა? - ჩაეკითხა პროკურორი.
- ამას მშობიარობასაც ვერ დავარქმევდით, რადგან ეს უკვე ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა უფრო იქნებოდა, თავისთავად ჩამოუყალიბებელი ნაყოფით.
- და ბავშვი, ხომ მაინც დაიბადა, დაა... - მხრები აიჩეჩა დედამთილმა.
- ბატონო მოსამართლევ! - განაგრძო პროკურორმა. - როგორც ხედავთ, ჩემს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე, ფერადი მარკერით ხაზგასმულია სწორედ ის ურთიერთგამომრიცხავი, რამდენიმე საკმაოდ მძიმე დაავადება, რომელიც ვითომდა ჰქონდა ორსულ ქალს, მშობიარობამდე. საინტერესოდ ჩანს კიდევ ის ფაქტი, რომ აქ მოცემულ დიაგნოზთა სიიდან, თუ ის ერთი დაავადება შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, მაშინ ის მეორე, კატეგორიულად იქნება გამორიცხული და ასეთი რამდენიმე დაავადება არის უკვე ჩემს მიერ მონიშნული. ამას ადასტურებს, ოფიციალურად დანიშნული სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, როგორც დოკუმენტით, ასევე აქ გამოსვლით, რაც რამდენიმე წუთს წინ მოვისმინეთ ამ დარბაზში. ასე, რომ ოფიციალურად დადასტურებული დასკვნა, რომელიც საგამომძიებლო საქმეში უკვე ჩაიკერება, აღნიშნავს რომ მთელი რიგი, ეს დასმული დიაგნოზები, ყალბია და არ შეესაბამება სიმართლეს!
- ტყუილია! ეგ ყველაფერი ტყუილია! - წამოიძახა ლარას ყოფილმა დედამთილმა.
დარბაზი ახლა უფრო მეტად ახმაურდა. მოსამართლემ კვლავ ხალხის დაშოშმინება სცადა.
- ბატონო პროკურორო! - მიმართა მოსამართლემ. - აგვიხსენით თუ შეიძლება, რას ემსახურებოდა, ორსული ქალის ეს აბსურდული დიაგნოზები? რა საჭირო იყო ამის შეთითხნა?
- ეს მხოლოდ იმისთვის გახდა საჭირო, რომ უკვე გასაყიდად გამზადებული ჩვილი, მკვდრად გამოეცხადებინათ და წინასწარ ასე შეამზადეს ნიადაგი.
- რა სისულელეა? - ისევ წამოიყვირა დედამთილმა და ისევ შენიშვნა მიიღო.
- ესე იგი, ეს დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდა და ამ დასკვნებს, ოფიციალურად აწერენ ხელს ექიმები და ბეჭდითაც ამტკიცებენ.
- დიახ, სწორს ბრძანებთ, ბატონო მოსამართლევ! სწორედაც, რომ ის ექიმები და მედ.პერსონალი სხედან დღეს აქ განსასჯელთა სკამზე!
- ექიმები თუ აწერდნენ ხელს, მაშინ ჩვენ რა შუაში ვიყავი?! - კვლავ „გაბედა“ ხმის ამოღება, ლარას ყოფილმა მეუღლემ.
- თქვენ ფული აიღეთ! - შეუტია პროკურორმა. - საკუთარი შვილი, ფულში გაცვალეთ! და სამი თვის განმავლობაში აყურყუტებდით ცოცხალ, ჯანმრთელ ჩვილს რეანიმაციაში, რომ თქვენი ეს სიბოროტით სავსე ქმედება, მის ბუნებრივ სიკვდილად გაგესაღებინათ!
- თქვენ ძალიან კარგად იცოდით, რომ დედამთილის მიერ რძლისთვის, ანუ თქვენი მეუღლისთვის „ვიტამინების“ სახელწოდებას ამოფარებული ტოქსიკური ნაყენის მიღება ორსულობის შეწყვეტას ემსახურებოდა!
- საკმაოდ რთული დასაჯერებელია, რადგან თქვენ საკუთარი შვილის ტრეფიკინგში გაქვთ უშუალო მონაწილეობა მიღებული.
- სად არის მერე მაგის დამადასტურებელი საბუთი?! - ახლა უფრო მეტად მიეცა გული ლარას ყოფილ ქმარს.
- სამწუხაროდ იმის დამადასტურებელი საბუთი ნამდვილად არ მაქვს, თუ ზუსტად რას ასმევდით ორსულ ცოლს, თუმცა იმას მაინც ვერ უარყოფთ, რომ ბალახეულის ნაყენს თავად უმზადებდა დედამთილი რძალს. - განაგრძო პროკურორმა. - და რატომ? რისთვის იყო საჭირო ეს ყველაფერი?
- ჩვენ აქ, ჯერ მხოლოდ იმის გარკვევას შევეცადეთ, თუ რატომ მკურნალობდა თქვენი რძალი, ასეთი არატრადიციული მეთოდებით, ექიმის დანიშნულების გარეშე?
- და აბა მე რა ვიცი, რას ყლაპავდა? - ცინიკურად აიჩეჩა მხრები, აწ უკვე ყოფილმა დედამთილმა. - ან თქვენ, რასთან დაკავშირებით არკვევთ ახლა ამას, ამდენი წელი გავიდა, მე საიდან უნდა მახსოვდეს, თუ ვინ რას ყლურწავდა?!
- ბატონო პროკურორო! - მიმართა მოსამართლემ. - შეგიძლიათ უფრო გარკვევით აგვიხსნათ, თუ რა კავშირი აქვს აქ, ამ სასამართლო პროცესს, თქვენს მიერ დასმულ კითხვებთან?
- ჰო! რა შუაშია აქ ჩემი რძალი რას სვამდა და რას არა! - წესიერად არც აცალა ქალმა სიტყვის დასრულება მოსამართლეს.
- ზუსტადაც, რომ თავშია და არა შუაში! - მიმართა პროკურორმა და რამდენიმე ფურცელს წამოავლო ხელი. - მე აქ თან მაქვს, თქვენი რძლის რამდენიმე უშედეგო ორსულობის ფაქტი, სადაც აღნიშნულია, რომ დაუდგენელი მიზეზების გამო, წყდებოდა ორსულობა.
- დაგედგინათ მერე მიზეზი! ესეც ჩემი ბრალი ხომ არ არის, რომ ავადმყოფი რძალი შემოგვატყუეს სახლში?! - წამოენთო აწ უკვე ყოფილი დედამთილი.
პროკურორი, თითქოს ჯიუტად, ერთი და იგივე თემის ირგვლივ ტრიალებდა და კვლავაც ხაზს უსვამდა იმას, რომ დედამთილი რძალს, გამუდმებით არატრადიციული გზით მკურნალობას აიძულებდა, რასაც ნამდვილად არ მოჰყვებოდა დადებით შედეგი, პირიქით ორსულობა ბევრად ადრე წყდებოდა.
- მაგრამ თქვენი რძალი. - პროკურორმა წამით იყუჩა. - ატყობდა, რომ ყოველი ასეთი სასმელის მიღების შემდეგ, უფრო ცუდად ხდებოდა.
- თქვენი რძალი, ვერც კი წარმოიდგენდა მაშინ, რომ დედამთილი, მის მოწამვლას ცდილობდა! – მკაცრი ხმით მიუგო პროკურორმა.
დარბაზში ჩურჩული ატყდა, ხალხიც ცოტა არ იყოს დაიღალა, დაკითხვა წინ არ მიდიოდა და ჯერ კიდევ ვერაფერი გაეგოთ, თუ საითკენ მიჰყავდა პროკურორს საუბარი. რა შუაში იყო, ჩვილების ტრეფიკინგთან რძლისა და დედამთილის წარსული ურთიერთობის გარკვევა.
მოსამართლემ სიმშვიდისკენ მოუწოდა და დარბაზიც ინტერესის მოლოდინში მალევე გაიტრუნა.
პროკურორმა განაგრძო:
- და ყოველი ამ სასმელის მიღების შემდეგ, ორსული ქალი საშინელი მუცლის გვრემით იტანჯებოდა და უფრო მეტად უმძაფრდებოდა ტოქსიკოზი. - განაგრძო პროკურორმა. - ამიტომაც თქვენს უჩუმრად, როცა შეწყვიტა თქვენს მიერ მომზადებული სასმელის მიღება, თავი ბევრად უკეთ იგრძნო და სხვა წინა უშედეგო ორსულობებისგან განსხვავებით, ეს ორსულობა ბოლომდე მიიყვანა და როცა ბავშვმა მაინც გაბედა და ცოცხალი დაიბადა, თქვენი შიში პანიკაში გადაიზარდა იმიტომ, რომ თქვენი დანაშაული გამოვლინდებოდა! სავარაუდოდ, ბავშვს, მუცლადყოფნისას მიღებული შხამი, აუცილებლად რაღაც პათოლოგიას გამოიწვევდა და აი, სწორედაც რომ ამის შიში გქნოდათ, თქვენ! ამიტომაც მოისროლეთ ბავშვი, როგორც უსარგებლო ნივთი, თან ისე, რომ ჯიბეებიც კარგად გაისქელეთ!
- ბოლოს და ბოლოს. - ჩაურთო მოსამართლემ. - ბავშვი ცოცხალია, თუ არა? ან სად არის?
- ცოცხალი როგორ იქნება, როცა ტანჯვით გარდაიცვალა თავისი უჯიშო და უნიათო დედის გამო! - მკვახედ მიახალა დედამთილმა. - ბავშვი დავკრძალეთ და ცოცხალს ხომ არ დავასაფლავებდით?!
- მე უკვე ზემოთ მოგახსენეთ, რომ სრულიად ჯანმრთელი ჩვილი, მაინც რატომღაც რეანიმაციაში გამოკეტეს, დედას ნახვის უფლებას არ აძლევდნენ, თუმცა, იმ დროს იყო მასეთი კანონი, რომ მძიმე ავადმყოფის რეანიმაციაში მონახულება, ფაქტიურად შეუძლებელი იყო და მით უმეტეს, ახალშობილის.
- ესე იგი, ბავშვი მაინც გარდაცვლილია, არა? - მოსამართლე გარკვევას შეეცადა.
- დიახ, დიახ! - უმალ მიუგო ქალმა. - ტრეფიკინგს რომ გვაბრალებთ, ბავშვი გაყიდეთო, მკვდარ ბავშვს ხომ არ გავყიდიდით?!
- სწორი შენიშვნაა. - თავი დაუკრა მოსამართლემ. - ბატონო პროკურორო, თუ შეიძლება აგვიხსენით და თავისთავად ოფიციალური დოკუმენტით დაგვიდასტურეთ ტრეფიკინგის არსებობა, ამ საქმესთან დაკავშირებით.
- ახლავე მოგახსენებთ! - პროკურორმა რამდენიმე ფურცელი გადასცა მოსამართლეს, რომელმაც გაკვირვებით ჩაიკითხა და გაოგნებული მზერით გახედა მოწმის სახით მოწვეულ დედა-შვილს.
- ბატონო მოსამრთლევ! დამსწრე საზოგადოებავ! – განგრძო პროკურორმა. - როგორც საბუთებში აღნიშნულია, რომ დაიბადა ვაჟი, სუსტი ჯანმრთელობით, რის გამოც სასწრაფოდ ახალშობილის რეანიმირება გახდა საჭირო, თუმცა მომაკვდავი ჩვილი, სამი თვის განმავლობაში, მაინც ჯიუტად იბრძვის სიცოცხლისთვის, მაგრამ ამ საბუთების მიხედვით ჩანს, რომ უშედეგოდ. - პროკურორმა წამით შეისვენა. - ოფიციალურ დოკუმენტებში ხსენებული, ჩვილ ბავშვთა საავადმყოფოს, რეანიმაციულ განყოფილება, ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ გარდაცვლილი ჩვილი, არ გაეტანებინათ პატრონებისთვის და სწორედ ეს იყო ის მუდმივი სქემა, რასაც ახლავე მოგახსენებთ. რეანიმაციულ განყოფილებაში, არსებობდა ცალკე მაცივარი, სადაც სპეციალურად გადამალულ, გარდაცვლილ ჩვილებს ინახავდნენ და ამას ის ახსნა ჰქონდა, რომ თუ ჩვილის ოჯახი, დიდ სკანდალს მოაწყობდა, ზედმეტი ხმაური, რომ არ ატეხილიყო, კლინიკა დათმობაზე მიდიოდა და ატანდა მიცვალებულ ჩვილს დასაკრძალად, თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდებოდა. ახლა ისმევა კითხვა, რა მიზანი ჰქონდა კლინიკას, ასე მოქცეულიყო? პასუხი ერთია - ტრეფიკინგი!
დარბაზი კვლავ ახმაურდა. მოსამართლეს, ისევ და ისევ მოუწია მათი დაშოშმინება და პროკურორსა მიმართა:
- ბატონო პროკურორო! აგვიხსენით თუ შეიძლება, რა კავშირი აქვს ტრეფიკინგთან, გარდაცვლილი ჩვილების ასე გადამალვას.
- ახლავე მოგახსენებთ ბატონო მოსამართლევ! - მიუგო პროკურორმა. - საქმე იმაში გახლავთ, რომ როგორც ზემოთ უკვე ითქვა, რომ თუ რომელიმე ოჯახი კატეგორიულად მოითხოვდა ჩვილის თავად დაკრძალვას, ან საკმაოდ მაღალჩინოსან ახლობლებს ჩარევდა, იმ შემთხვევაში იძულებულნი იყვნენ, რომ ბავშვი გაეტანებინათ და ახლა გაინტერესებთ, თუ რატომ იქცეოდნენ ასე? იმიტომ რომ ის ჩვილი, რომელიც საღ-სალამათი დაიბადა, თუმცა მეორე ან მესამე დღეს დედას და ჩვილის ოჯახის წევრებს უცხადებდნენ, რომ ახალშობილი გარდაიცვალა, სინამდვილეში ჩვილი უკვე წინასწარ იყო გაყიდული, ლამის დაბადებისთანავე უკვე გაშვილების საბუთებიც მზად იყო. რა თქმა უნდა და დიდი ალბათობით აღვნიშნავ იმასაც, რომ ამყვანმა მშობლებმა ნამდვილად არ იცოდნენ რომ მოპარული ჩვილი შეჰყავდათ ოჯახში, ვერც კი წარმოედგინათ ეს და თანაც, ყველა საბუთი წესრიგში იყო, დედა ოფიციალურად ხელს აწერდა ჩვილის დატოვებაზე, ამას კიდევ ცალკე განვიხილავთ, თუ როგორ ხდებოდა ეს და ასე მთელი სქემა ერთმანეთზე ჯაჭვივით გადაბმულად მიმდინარეობდა ახალშობილთა ტრეფიკინგი. – პროკურორმა წამით შეისვენა. - ახლა დავუბრუნდეთ იმ თემას, თუ რატომ ინახავდნენ მაცივარში ჩვილებს და რატომ ცდილობდნენ, რომ პატრონებს არ მოეთხოვათ მათი გარდაცვლილი ბავშვები.
- დიახ, გისმენთ! - უკვე მოსამართლეც ძლივს ითმენდა და ერთი სული ჰქონდა გაეგო, თუ ზუსტად რის თქმას აპირებდა პროკურორი.
- გაყიდულ-გაშვილებულ ჩვილებს, უკანვე რა თქმა უნდა ვეღარ და აღარ მოუბრუნებდნენ ბიოლოგიურ ოჯახს, განსაკუთრებით მაშინ, როცა უკვე მათ გამოუცხადეს ოჯახს გარდაცვლილი ჩვილის დაკრძალვას ითხოვდა, ამიტომაც ხდებოდა მისი ჩანაცვლება და ბიოლოგიურ ოჯახს, სხვისი გარდაცვლილი ჩვილი, რომელიც თავის დროზე მის ბიოლოგიურ ოჯახს დაატოვებინეს და მოახერხეს მისი გადამალვა! ამიტომაც გარდაცვლი ჩვილის დასაკრძალად გატანება კატეგორიულად არ უნდოდათ და ეს იმ დროს ნებაყოფლობითი იყო, თუმცა მედ.პერსონალი მაინც რატომღაც ცდილობდა, რომ მიცვალებული ჩვილი პატრონებისთვის არ დაეთმო და აი სწორედ მაგას, სულ სხვა შინაარსობრივი დატვირთვა ჰქონდა.
- და მერე, ჩვენ რა შუაში ვართ თუ მედპერსონალი რაღაცას ჩალიჩობდა?! - კვლავ წამოიძახა დედამთილმა. - ამის გულისთვის მოგვიყვანეთ აქ, რომ გვასმენინოთ, თუ რა ათას სისაძაგლეს ჩადიოდნენ ექიმები?
- თუ შეიძლება, უფრო თემასთან ახლოს ისაუბრეთ, ბატონო პროკურორო. - მიმართა მოსამართლემ.
- დია, ბატონო მოსამართლევ! დამსწრე საზოგადოებავ! - კვლავ განაგრძო პროკურორმა. - გარდაცვლილი ჩვილი დედის ოჯახმა დაკრძალა, თუმცა ოცი წლის შემდეგ, როცა გარკვეულმა გარემოებებმა იჩინა თავი, დედის ოჯახმა, სწორედ იმ დაკრძალული ჩვილის ექსგუმაცია მოითხოვა... - პროკურორმა რაღაც ფურცელი ამოაძვრინა და მოსამართლეს წინ დაუდო. - ეს სწორედ იმ ექსპერტიზის დასკვნაა, სადაც გარკვევით არის აღნიშნული, რომ გარდაცვლილი ჩვილი გოგონაა და არა ვაჟი, რომელიც შეეძინა მშობიარეს. ამის შემდეგ, ჩატარდა დნმ-ს ტესტი, რომელმაც დაადასტურა, რომ გარდაცვლილ გოგონას, არაფერი აქვს საერთო ამ ოჯახთან. მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ ოფიციალურად არის ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ამ მხრივ, შეცდომა გამორიცხულია.
- ტყუილია ეს! ტყუილია! - წამოიყვირა დედამთილმა.
- ისედაც გულმკვდარ დედას, თავისი საკუთარი ვაჟის სანაცვლოდ, სხვისი გარდაცვლილი ჩვილი გოგონათი ჩაუნაცვლეთ! ხოლო მანამდე სამი თვე ცოცხლად აგლოვეთ, ყოველდღე ელოდა დედა, შვილის სიკვდილს, მთელი სამი თვის მანძილზე და ახლა ჩნდება კითხვა. - პროკურორმა წამით იყუჩა. - სად არის თქვენი ვაჟი?
დარბაზი კვლავ აჩურჩულდა.
- შეიძლება მართლაც გოგონა შეგეძინათ. - ირონიული ღიმილით მიმართა პროკურორმა. - და თუნდაც ესეც ექიმების დაუდევრობას მივაწეროთ, მაგრამ იქ დაკრძალული გოგონა, ნამდვილად არ არის თქვენი შვილი.
დარბაზი კვლავ აჩურჩულდა, თუმცა მოსამართლის შენიშვნაზე, მალევე დადუმდა.
- თქვეს რძალი ფიქრობდა, რომ მას მძიმე ტოქსიკოზი ჰქონდა და ინსტინქტურად გაურბოდა იმ მისთვის გაურკვეველ ბალახეულის ნაყენს, ორგანიზმი თავად უმძიმებდა მდგომარეობას და რეალურად სწორედ ამ შინაგანმა წინააღმდეგობამ გადაარჩინა ორივე.
- დიახ! ორივე! - მიუგო პროკურორმა. - ორსულიც და მისი ნაყოფიც!
დარბაზი კვლავ წამით აზუილდა, მაგრამ უმალ სიჩუმე ჩამოვარდა.
- ესე იგი, თქვენ მაინც ამტკიცებთ, რომ მკურნალობდით რძალს, მაგრამ ერთი რამ, ვერ გაითვალისწინეთ, ძვირფასო მოწმევ... - ცინიკური ხმით განაგრძო პროკურორმა.
- თქვენი რძალი!
- მიმართა პროკურორმა. - ყოველი ფინჯნის მერე, ლამის კვდებოდა და იძულებული იყო, ქმრისა და დედამთილის უჩუმრად გადაექცია! და სწორედ ამიტომაც გადარჩა ბავშვიც და დედაც! სწორედ ამიტომ გაჩნდა ის ჯანმრთელი და აი ახლა!.. ახლა ზუსტად ის ამ დარბაზში ზის!
LEX. 2026 წლის 31 აგვისტო, ორშაბათი.

No comments:
Post a Comment