58.
თითქმის სამ წელზე მეტი იყო გასული მაკას დაკავებიდან და სასამართლო ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. ყოველ პროცესსა თუ სხდომაზე სულ ახალ-ახალი ფიგურანტები იკვეთებოდნენ და მათ რიგს, თითქოს ბოლო არ უჩანდა.
ამის შემხედვარე კუსუ, სულ უფრო და უფრო რწმუნდებოდა, რომ მთელი ცხოვრება, თუ ვისთან ერთად გაატარა. საშინელება იყო მისთვის, ასეთი რამის გააზრება, მაგრამ ამასთანავე, საოცარი კიდევ ის იყო, რომ მაკას მისამართით, ლარას ოჯახიდან კრინტიც კი არავის დაუძრავს, ერთი გადაკრული სიტყვაც კი არ თქმულა მასზე და ეს ძალიან უკვირდა ბიჭს. თავის მხრივ, ლარას ოჯახის წევრები, მშვენივრად გრძნობდნენ იმას, რომ სადღაც გულის კუნჭულში, კუსუს მაინც უყვარდა და მიუხედავად ყველაფრისა, რაღაცნაირად ებრალებოდა კიდეც ეს ქალი.
მთელი ამ ხნის მანძილზე ლარას და კუსუს ურთიერთობა, საკმაოდ მშრალად და ზედაპირულად მიმდინარეობდა. ლარა ზედმეტად არ აწუხებდა ბიჭს და არც კუსუ იკლავდა მაინც და მაინც თავს ლარასთან გასაუბრებით. თითქოს გაურბოდნენ და ერიდებოდნენ კიდეც ერთმანეთს. ბიჭი უცხოეთში აგრძელებდა სწავლას და იქ, ლარას დის ოჯახში ცხოვრობდა. ყველასთან თავისუფლად და შინაურულად გრძნობდა თავს, გარდა ლარასი. რაღაცნაირად, მაინც ვერ აეწყო ისე მათი ურთიერთობა, როგორც სხვა დანარჩენ ნათესავებთან. თითქოს რაღაც ბიძგი უნდოდა, თითქოს რაღაცას ელოდნენ კიდეც ორივე და ვერც ერთი ვერ ბედავდა ნაბიჯის გადადგმას.
თავიდან კუსუს, როგორც კი არდადეგები დაეწყებოდა, სამშობლოში დაბრუნებისთანავე კვლავ დეტექტივთან აგრძელებდა ცხოვრებას, თუმცა მოგვიანებით, ნებით თუ უნებლიეთ, არაერთხელ მოუხდა ლარას სახლში დარჩენა. მაინც ძალიან ერიდებოდა, მაგრამ ხათრს ვეღარ უტეხდა ახალშეძენილი ბიძაშვილების თხოვნას.
მაკა სასტიკ უარზე იდგა, არანაირად არ სურდა კუსუს სასამართლოზე დაშვება, თუმცა ბიჭმა შეუთვალა, მე ყველაფრისთვის მზად ვარო. ბოლომდე უსმენდა სასამართლო სხდომებს და უხმოდ იტანდა ათასგვარ შეურაცხმყოფელ საუბარს მაკას მისამართით და კრინტსაც კი არ ძრავდა. ლარაც ხშირად ესწრებოდა სასამართლო პროცესს, თუმცა კუსუგან ბევრად მოშორებით, მისგან შეუმჩნეველ ადგილას ისე იჯდა ხოლმე, რომ ბიჭს არასდროს მოუკრავს თვალი მისთვის.
მაკას გადანახული კომპრომატები თანდათან გამომზეურებას იწყებდა, თუმცა ლარას მამის შეგონებით, მართლაც საკმაოდ საშიში ხდებოდა ბევრი ისეთი სახელის დასახელება, ვისაც ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი წონა ჰქონდა ხელისუფლებაში და ბევრსაც კი სახელმწიფო ინსტანციებში საკმაოდ მყარად ჰქონდა ფესვები გადგმული. მაკასაც სწორედ ამის შიში უფრო ჰქონდა, ვიდრე ყველაზე ცუდი განაჩენის გამოტანისა.
ერთ დღესაც, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ნერვებისგან დაცლილი და გადაღლილი კუსუ, დეტექტივის გამოსვლის მოლოდინში, შენობის გარეთ, ქვის კიბეებზე ჩამომჯდარიყო, როცა საზარელმა ხმაურმა წყევლა-კრულვამ და საშინელმა გინებამ, სასამართლო დარბაზიდან, ჯერ ვესტიბიულში, ხოლო შემდეგ კი, გარეთაც გადაინაცვლა. ათასი საზიზღრობა უკვე ისედაც ჰქონდა მოსმენილი კუსუს, მაკასა და მისი თანამზრახველების მისამართით, მაგრამ ახლა ხალხის მღელვარება უკვე პიკს აღწევდა. ბრალდებულები ბადრაგის დაცვის ქვეშ რომ არ ყოფილიყვნენ, ალბათ დაზარალებული ხალხი სათითაოდ ააგლეჯდა ხორცებს, ისე იყვნენ გამწარებულები და განადგურებულები. ამის შემხედვარე კუსუს უფრო და უფრო მეტად უმძიმდებოდა გული, მაგრამ მიუხედავად ამდენი შეგონებისა, მაინც უკან არ იხევდა და როგორც კი საშუალება ეძლეოდა, არც ერთ სასამართლო პროცესს არ ტოვებდა.
ხალხის ჩოჩქოლს ბოლო არ უჩანდა. თითქოს კუსუს ჯიბრზე, ეს აბობოქრებული ტალღა, რატომღაც მისკენ მოიწევდა. ბიჭმა გადაწყვიტა გზა დაეთმო და როგორც კი წამოიწია, მაშინვე ვიღაცამ მისკენ გაიშვირა ხელი და ბოლო ხმაზე იხავლა:
- ეს მაკას შვილია! იმ მტარვალი მტაცებლის!
ამის თქმა იყო და ეს გაშმაგებული ბრბო კაუსუსკენ წამოვიდა, წამში უკვე ალყაში ჰყავდა საცოდავი ბავშვი მოქცეული და ათას რამეს უკიოდნენ დაბნეულ და ისედაც განადგურებულ ბიჭს.
- შხამად შეგერგოს, ჩემი გაყიდული შვილისგან აღებული ფულები!
- კუბოზე მოიხმაროს დედაშენმა!
- შენ არ გაეზარდე შენს მშობელს!
- შენი უბედურებით ხორცებს იგლეჯდეს, შენი გამზრდელი!
ეს ყველაფერი წამებში ხდებოდა და ბიჭისთვის კი ამ საშინელ უფსკრულში ჩავარდნას ბოლო არ უჩანდა. წამი მართლაც საუკუნედ მოეჩვენა და ლამის სიკვდილთან პირისპირ აღმოჩნდა. მოულოდნელად ხალხის წრეში ლარა გაშმაგებული ყვირილით შემოიჭრა ძირს მჯდომარე, თავჩაქინდრული ბიჭი გულში ძლიერად ჩაიკრა და ბოლო ხმაზე ისივლა:
- ეს ჩემი შვილია! ჩემი! მაკამ მომპარა! წამართვა!
თითქოს ბრძანებასავით გაისმა ლარას ხმა და ბრბოც გახევდა. დადუმდა. გაოგნებული შეჰყურებდნენ ცივ ქვის კიბეებზე მჯდარ დედა-შვილს. აცრემლებული ლარა კუსუ თავს გულში იკრავდა და მთელი ხმით მოთქვამდა:
- ეს ჩემი მოპარული შვილია... ჩემი... ჩემი შვილია...
ეს ყველაფერი, თითქმის სულ ერთ წუთში მოხდა. სულ ერთი წუთი დასჭირდა, ამ საშინელებას, რა ჯოჯოხეთიც კუსუმ იმ წუთს გაიარა.
უცებ ხალხის წრე ვიღაცის ძლიერმა მკლავებმა გაარღვია. დეტექტივმა ხალხის აბობოქრებული ტალღა შუაზე გააპო. წრეში შეიჭრა, ორივე ხელები მოხვია დედა-შვილს და ბრძანების კილოთი, ბოლო ხმაზე უყვირა:
- წავედით, სახლში!
ლარას და კუსუს წინააღმდეგობა არც გაუწევიათ, ისე დამორჩილდნენ. გაოცებული ხალხის ბრბომ გასასვლელი დერეფანიც კი მოუწყო და ბოლომდე აყოლებდნენ თვალს, თუ როგორ ჩასხდნენ და როგორ მიეფარა თვალს მათი მანქანა.
თავიდან დეტექტივმა, იქაურობას რომ დროულად გასცლოდნენ, გიჟივით გააქროლა მანქანა. მერე კი სვლას უკლო და ლარას ვედრების ხმით მოუბოდიშა:
- ალბათ, ძალიან ხმამაღლა გიყვირეთ, მაგრამ ეს მხოლოდ იმ საგიჟეთის გასაგონად...
- არა, რას ამბობ! - აქსუტუნებული ხმით მიუგო ლარამ. - პირიქით, შენ გვიშველე... ორივეს გვიშველე...
კუსუ ხმას არ იღებდა. ლარასთან ერთად უკანა სავარძელზე მიწოლილიყო და თავი მის მუხლებში ედო. ლარა ნაზად უსმევდა თმებში ხელს.
- დათ! სად მივდივართ? - იკითხა ლარამ, როცა დეტექტივის მანქანა ლარას სახლს გასცდა.
- ჩემთან. - მშვიდი ხმით მიუგო დათიმ. - თუ გინდა, შენთან.
- არა, იყოს! შენთან წავიდეთ. - ამოიხვნეშა ლარამ. - დედაშენმა უფრო ნაკლები შეკითხვები იცის და დედაჩემივით არ დამღლის და არ გამწურავს კითხვებით. - გაეღიმა ბოლოს და დეტექტივსაც მოედო მისი ღიმილი.
კუსუ კვლავ ხმას არ იღებდა. ასე გატრუნული იმგზავრა დეტექტივის სახლამდე. მერე მის ოთახში შეიკეტა. თითქოს ლარას წასვლას უცდიდაო, გვიანობამდე არც გამოსულა და არც არავის შეუწუხებია.
- გინდა, ქალაქგარეთ გავისეირნოთ? - შესთავაზე დეტექტივმა. - ცოტა ისეთ მხარეს გავიდეთ, რომ საჭესთან დაგსვამ.
კუსუმ უხმოდ აიჩეჩა მხრები. ისეთი სახე ჰქონდა, რომ ახლა მისთვის, ყველაფერი სულ ერთი იყო.
- სტრესის მოსახსნელად ზოგჯერ კარგია მანქანის ტარება, ზოგჯერ კი პირიქით, შეიძლება ჭკუიდანაც გადაგიყვანოს. - ღიმილით დაასრულა დათიმ.
- კარგი წავიდეთ. - ცალყბად მიუგო კუსუმ. - იმას მაინც დავტესტავ სტრესს მომიხსნის, თუ მართლაც ჭკუიდან გადამდგამს.
ბიჭს აშკარად დეტექტივთან გასაუბრება უნდოდა, მხოლოდ სულ სხვა გარემოში, ამიტომაც ადვილად დაეთანხმა გასეირნებაზე და კარგადაც გაერთნენ. კუსუ საკმაოდ საზრიანი ბიჭი იყო და მშვენივრად ატარებდა საჭეს, მართვის მოწმობაც უკვე რა ხანია ჰქონდა, მაგრამ თითქოს ლარას მსგავსად, დიდად არც იზიდავდა მძღოლის როლში ყოფნა. მასაც ასევე ურჩევნოდა, ჩაფლულიყო მგზავრის კუთვნილ სავარძელში და ფიქრებ მიცემული მიმავალი გზისთვის ედევნებინა თვალი. ლარაც ზუსტად ასეთივე ჩაფიქრებულ სახეს იღებდა, როცა მის გვერდით მგაზვრობდა და დეტექტივს ეღიმებოდა, როცა ბევრ მსგავსებას ამჩნევდა მათში.
- მომავალ წელს უკვე ამთავრებ, არა? - შეეკითხა დათი.
- კი. უკვე დავიწყე კიდეც სადიპლომოზე მუშაობა.
- ძალიან კარგი და რას აპირებ?
- რას უნდა ვაპირებდე? - ირონიულად გააქნია თავი ბიჭმა. - ამდენი ტყუილად არ მისწავლია, რომ წყალში ჩავუყარო, ყველას ამაგი.
- ეგ ძალიან კარგია. - მოუწონა დათიმ.
- სამსახურზეც ვიზრუნებ და ალბათ, შეიძლება აქეთაც ჩამოვიდე და ვიცი, ახლა შენც და სხვებსაც, ყველას აინტერესებს, თუ სად ვიცხოვრებ.
- მე უფრო სულ სხვა რამ მაინტერესებს.
- ძალიან კარგადაც ვხვდები, რომ მაინც გაწუხებ და გავიწროებ, როცა ჩამოვდივარ, მაგრამ ეს მხოლოდ ამდენი სტრესის გადატანის გამო უფრო იმიტომ მირჩევნია შენთან. მაკას სახლში ცხოვრების უფლებას ჯერ არავინ მაღირსებს, სანამ სასამართლო პროცესი საბოლოოდ არ დასრულდება. მე კი, ჯერ ფინანსურად არ ვარ იმ ფაზაში, რომ დამოუკიდებლად შევძლო ბინის ყიდვა და არც არავის დახმარება მინდა ამაში.
- და არავის აუკრძალავს შენთვის ცალკე ცხოვრება. - მხრები აიჩეჩა დათიმ. - უბრალოდ, ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ დროებით მაინც ასე სჯობდა, რადგან ხომ ნახე, დღეს რაც მოხდა?
- მეგონა, მომკლავდნენ... - ამოიხვნეშა ბიჭმა. - გადამივლიდნენ... გამსრესდნენ... გამაქრობდნენ...
- აი, ამიტომაც ახლა ასეა საჭირო, რომ მარტო არ იყო და ოჯახურ გარემოში ცხოვრობდე, აქაც და იქაც, მერე კი, ვნახოთ. - გაუღიმა დათიმ. - როგორც შენ გადაწყვეტ, ისე იქნება.
- ჩემზეა ყველაფერი დამოკიდებული? - ეჭვიანად ჩაეკითხა ბიჭი.
- რა თქმა უნდა, რადგან შენი დახმარება უკვე მეც ძალიან, ძალიან მჭირდება.
- ჩემი? - კუსუმ წარბები აზიდა. - ნეტა, მე რა შემიძლია?
- რა ვიცი... - ღიმილით აიჩეჩა მხრები დათიმ. - შეიძლება მართლაც შენ უფრო შესძლო ჩემი დახმარება.
- მითხარი აბა, როგორ დაგეხმარო და მზად ვარ.
- ბოლოს და ბოლოს, მინდა ლარას პასუხი მოვისმინო. - დეტექტივმა ამოიხვნეშა. - არც ჰოს ამბობს და არც არას, მაგრამ ამდენი წელია უკვე კარგად გავიცანით ერთმანეთი, ვმეგობრობთ და მე კი, უფრო მეტი მინდა! მეგობრობაზე მეტი!
- და მე, როგორ დაგეხმარო? მითხარი და იმას გავაკეთებ!
- წარმოდგენაც არ მაქვს. - მხრები აიჩეჩა დეტექტივმა. - იქნებ, რამე საინტერესო მომაფიქრებინო, თორემ უკვე მალე ალბათ, პენსიაზეც გავალ ამდენ ლოდინში.
- ჯერ რა დროსია. - გულიანად გაეცინა კუსუს. - აუცილებლად დაგეხმარები. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ!
- აბა, რაა! ჩემი უმცროსი, მაგრამ საკმაოდ საიმედო და ერთგული მეგობარი ხარ.
- და მაინც, მამას ვერ დაგიძახებ.
- ჰაჰ! - გაეცინა დეტექტივს. - ეგ უკვე შენი პირადი ნებაა და ვერც ვერავინ დაგაძალებს და გაიძულებს, მაგრამ ამდენი ძმაკაცობის მიუხედავად, ვალდებულიც კი ხარ, დამეხმარო მაინც ლარასთან, კარგი?
- კარგი. - ყურებამდე გაუღიმა კუსუმ.
- ჰოდა, რამე მომაფიქრებინე ახლა. ძმაკაცი არ ხარ?! - თვალი ჩაუკრა დეტექტივმა.
- ხშირად ვივლი იქ და შენც ხშირად მომაკითხე.
- ეგ არ გამოვა. - თავი გააქნია დეტექტივმა.
- რატომ?
- მაგას ხომ ისედაც ვაკეთებ, განა ლარა მის ნახვას მიშლის და ლამის მილიონჯერ მყავს უკვე ყავაზე დაპატიჟებული, ჩემთანაც ბევრჯერ არის ნამყოფი და ძმაკაცობა უფრო გამოგვდის, ვიდრე...
- და რა გავაკეთო? როგორ დაგეხმარო? - მხრები აიჩეჩა კუსუმ.
- რამე ისეთი, რაც ლარას გაყინულ გრძნობებს გაულღობს. ხომ ხედავ? მარტო ძმაკაცობას წინ არ მივყავარ.
- უნდა იცოდე საიდან დნება, ეს ყინული. - სერიოზული სახით მიუგო ბიჭმა.
- და რომ არ ვიცი? და ვერც გავიგე და მივხვდი?
- იქნებ, არც უნდა რომ გალღვეს?
- იქნებ, მასეც არის. - ამოიხვნეშა დეტექტივმა.
- გთხოვ, ნუ დარდობ! - შეაგულიანა ბიჭმა. - რამეს მოვიფიქრებთ! აუცილებლად მოვიფიქრებთ ერთად!
- ესე იგი, მქონდეს შენი იმედი? - ღიმილით გადმოხედა დეტექტივმა.
- რა თქმა უნდა!
მშვენიერი საღამო გაატარეს. კუსუ ბევრად უფრო მშვიდად გრძნობდა თავს. რა საშინელებაც იმ დღეს გადაიტანა, მაინც მედგრად იდგა ფეხზე. თანდათან სტრესმაც გაუარა და ახლა გადაწყვეტილი ჰქონდა, უფროს მეგობარს ამოდგომოდა მხარში და ლარასთან საქმე გაეჩარხა. ამისთვის კი თავიდან იყო მასთან ურთიერთობის დაწყება საჭირო, ანდა, რას ერჩოდა იმ ქალს, ვინც ამქვეყნად მოავლინა და სიცოცხლე აჩუქა? არც არფერს. თავადაც არ იცოდა, რატომ ერიდებოდა ასე და გაურბოდა მასთან შეხვედრას.
კუსუ მეორე დღესვე, ლარას ოჯახურ წრეში და უფრო მეტად მის გასაგონად საკმაოდ აღფრთოვანებული ჰყვებოდა, თუ როგორი კარგი საღამო გაატარა და წინა დღის განცდილი, ის საშინელი სტრესი სულ მთლიანად მოეხსნა, როცა საჭესთან აღმოჩნდა.
ლარა ღიმილით შეჰყურებდა და ძალიან უხაროდა კუსუს ასეთი აჟიტირება და აღფრთოვანება. უკვე სრულწლოვან ზრდასრულ ბიჭს, რატომღაც ზედმეტად, თითქოს მოზარდივით უხაროდა მანქანის მართვა.
- გინდა წავიდეთ და ავარჩიოთ ერთად. - შესთავაზა ლარას ძმამ. - ფერი შენ შეარჩიე, დანარჩენი ჩემზე იყოს! ზუსტად შენზე მორგებულს აგირჩევ!
- ნუუ... რა ვიცი... - დაბნეულად აიჩეჩა მხრები კუსუმ. - აქეთ ფაქტიურად სტუმრად ჩამოვდივარ და არც იმდენად მჭირდება ახლა.
- მართალი ხარ. - კვერი დაუკრა ბაბუმ. - სანამ მომდევნო არდადეგებზე ჩამოხვალ, უკვე სხვა უკეთესი მოდელიც შემოვა და ის ნაყიდი მანქანა კი უმოძრაობით აქ უნდა დაჟანგდეს.
- ჰოდა, როცა სულ ჩამოვალ, მე თვითონ მინდა ვიყიდო. - განაცხადა კუსუმ. - დამოუკიდებლად, სხვების დაუხმარებლად.
- ჩვენ არ ვართ სხვები. - ირონიულად აღნიშნა ლარას ძმამ. - ბოლოს და ბოლოს ბიძაშენი ვარ და როგორც ჩემს საკუთარ შვილებს შევურჩევ და შევუძენ, არც შენ დამრჩები უკმაყოფილო.
- ბიჭი მართალია! - მხარი აუბა ბაბუმ. - და ძალიან კარგადაც იცი, სხვებში ზუსტად რა იგულისხმა და არა კონკრეტულად, ვინ! - ახლა მის უფროს შვილს შეუტია მამამ.
ლარა ღიმილით შეჰყურებდა ოჯახის წევრებს, საუბარში არც ერეოდა და ძალიან უხაროდა კუსუს ასეთი მოშინაურება.
- და შენ რატომ არ გყავს მანქანა? - მოულოდნელად მიუბრუნდა კუსუ ლარას. - მართვა არ იცი?
- მეე?.. - ლარა წამით დაიბნა. - პრინციპში საჭესაც მშვენივრად ვფლობ და მართვის მოწმობაც მაქვს, თუმცა ბოლოს როდის ვიყავი მძღოლის ამპლუაში აღარც კი მახსოვს.
- შენ რომ მანქანის მართვა ისწავლე, ის მოდელები დიდი ხანია წყობიდან გამოვიდა. - ჩაიქირქილა ლარას ძმამ.
- და დიდი ალბათობით, შენს მართვის მოწმობასაც ვადაც ექნება გასული. - დაურთო მამამ.
- მაშინ ახალი მოწმობა უნდა აიღო. - შესთავაზა კუსუმ. - მართვას კი დათი თავიდან გასწავლის!
- გენიოსია, ეს ბავშვი! - წამოიძახა ბაბუმ. - ჩემი გენები აქვს!
- ჰმ, რა დარწმუნებული ხარ?! - ირონიულად აღნიშნა ლარას დედამ. - ნამდვილად ვიცი, ჩემი გენეტიკაა! და მართლა, ლარა! საქმე მანქანის მართვაში სულაც არ არის და აღარ გინდა ამდენი ცერემონიები!
- დედა, რა გინდა? - მხრები აიჩეჩა ლარამ.
- ჩვენს ბიჭს, რადგანაც ძლივს ასეთი ტანჯვითა და ჯაფით დავიბრუნეთ, ახლა სრულფასოვანი ოჯახი სჭირდება! - შეუტია დედამ.
- ისედაც რამდენი გადაიტანა ბავშვმა. - ჩაურთო მამამ.
- ერთიანად მოუწია ამხელა სტრესის გამოვლა და ჯერ კიდევ ვინ იცის, რა არ გველოდება წინ და შენ რაღას იხევ უკან?! - კვლავ შეუტია ლარას დედამ.
- დედა! რა გინდა?! ჩემი გათხოვებაა დღეს პრობლემა?! - საშინლად იწყინა ლარამ.
- შენს შვილს სჭირდება მშვიდი, ოჯახური, თბილი გარემო! - ახლა მამამ შეუტია. - და თუ არ მოგწონს ის ბიჭი ქმრად, ესეც უკვე უნდა უთხრა.
- თვითონ ხმას არ იღებს და მე უარი რაზე ვუთხრა, ან რას დავეთანხმო? - მხრები აიჩეჩა ლარამ.
- ისე გყავს დაშინებული, რომ მართლაც ამ ამბავზე ხმას ვეღარ იღებს. - ჩაიქირქილა ლარას ძმამ.
- აუცილებლად გეტყვის, წესიერად თუ მოუსმენ. - ჩაერთო დედა. - ისე, რამდენჯერაც დააპირა თქმა, იმდენი ახალმა პრობლემამ იჩინა თავი და ზედმეტად არც გაწუხებს.
- უჰ! რამდენი მაჭანკალი მყოლია და არც კი ვიცოდი! - ცოტა არ იყოს, წყენით აღნიშნა ლარამ. - და ჯერ არ შემიძლია გათხოვება! არ მინდა! არ შემიძლია და მორჩა!
- ცუდია... - ამოიხვნეშა კუსუმ.
- და შენთვის მართლაც ასეთი მნიშვნელოვანია? - ლარამ გაკვირვებით გახედა ბიჭს.
- უბრალოდ, კარგი ადამიანები, რაც შეიძლება მეტი უნდა შემოიკრიბო ირგვლივ. - მიუგო კუსუმ.
- და ბევრი კი არასდროს არ არის. - დაურთო მამამ და კუსუს ღიმილით ჩაუკრა თვალი.
- ჯერ არ შემიძლია, სანამ... - ლარა გაჩუმდა.
- სანამ? - ჩაეკითხა დედა და ყველა ლარას მიაჩერდა.
- ჯერ მინდა ეს ყველაფერი მორჩეს და დამთავრდეს!
- რა თქმა უნდა, როდესმე დამთავრდება. - მიუგო მამამ. - აბა, მართლა ასე ხომ არ იქნება სულ და ეს ამბები შენს პირად ცხოვრებას საერთოდ არ უშლის ხელს.
- ჯერ მინდა იმათ ორივეს ჩავხედო თვალებში და აღიარონ, თუ რატომ ჩაიდინეს ეს?! - ლარას ხმაში ისტერიკამ გაჟონა.
კუსუს გარდა, ყველა მიხვდა, თუ ვის გულისხმობდა ლარა.
- სანამ ამას არ გავაკეთებ, მანამდე არაფერს გადავწყვეტ და ნუ მაძალებთ! ნუ ერევით, ჩემს პირად ცხოვრებაში! ეს ჩემი პირადი ტრაგედიაა ჯერ და მერე თქვენი! - ლარა წამოდგა და იქაურობა დატოვა.
კუსუ გაოგნებული დარჩა. ვერ მიმხვდარიყო, თუ ასე ძლიერ რამ ააღელვა ლარა. ვისგან მოითხოვდა სიმართლეს, ან რა სიმართლე იყო ეს. ნუთუ კიდევ რამე დარჩა გაურკვეველიო და ძალიან გული დასწყდა, რომ ვერ გამოუვიდა, ლარას და დათის დაწყვილება, მაგრამ უკან არ დაიხია და ახლა უკვე მკვეთრად ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ყველა ღონე ეხმარა და როგორმე დათი, შეეყვარებინა ლარას. ამიტომ, ბევრიც აღარ უფიქრია და ლარას ოთახის კარზე ფრთხილად დააკაკუნა. ლარამ ხმა არ გასცა. დარწმუნებული იყო, რომ დედა იქნებოდა. კაკუნი კვლავ განმეორდა. ახლა უკვე ეჭვი შეეპარა. ამასობაში დედა შემოაღებდა კიდეც კარს. ელენე რომ ყოფილიყო, პირველივე დაკაკუნებისთანავე უმალ შემოიჭრებოდა. მამა, ძმა და არც ძმისშვილები კი არც არასდროს უვარდებოდნენ ოთახში.
ლარა გაიტრუნა, თუმცა არც უფიქრია წამოდგომა და კარის გაღება. კუსუმ მოწიწებით შეაღო კარი, ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა და ფრთხილად ჩამოუჯდა საწოლზე. ლარას თავი ბალიშში ჩაერგო ზურგით იწვა. ვიღაცის შემოსვლაც იგრძნო და ასეთი სიფრთხილეც, ცოტა არ იყოს, ეუცნაურა კიდეც და როგორც იქნა, იკადრა გადმობრუნება. კუსუს დანახვამ რამდენადაც გააკვირვა, იმდენად გაახარა კიდეც. საწოლზე წამოჯდა, ბიჭს თვალებში ჩახედა და ღიმილით მიმართა:
- მართლა ასე ძალიან გინდა, რომ დათისთან დავქორწინდე?
- შენ თუ არ გინდა...
- ნამდვილად არ არის, ცუდი ბიჭი. - ლარამ ამოიხვნეშა. - ნამდვილად კი არა, არამედ ძალიან, ძალიან კარგი ბიჭია და მე კი, ოჯახისა და ქორწინების გაგონებაც კი არ მსურს. დათის მშობლებიც ძალიან მიყვარს, ორივეს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ დედამთილის ამპლუაში იმ ქალს ვერ წარმოვიდგენ, რადგან მაგ სიტყვის გაგონებაც კი მზარავს.
- და ხომ უნდა გამოხვიდე მერე როდესმე მაგ სტრესიდან?
- ჰმ. - ლარამ თბილად გაუღიმა ბიჭს.
- მასე ელენესთვისაც ხომ ბებო დედამთილია? და ბაბუ მამამთილი?
ლარას გულიანად გაეცინა. უკვე დიდი ხანია ატყობდა, რომ მის მშობლებს კუსუ უკვე რა ხანია ბებოს და ბაბუს ეძახდა, მაგრამ დედის დაძახებას მისთვის კუსუ ჯერ კიდევ ერიდებოდა. სახელსაც კი არ ეძახდა ისე მიმართავდა.
- მართალი ხარ. - ღიმილით დაუქნია თავი ლარამ. - სხვა მხრიდან ეს სულ სხვანაირად არის, მაგრამ ჩემს გულში საკმაოდ ღრმა და მოუშუშებელი ჭრილობაა.
- ნებისმიერი ჭრილობა შუშდება, თუმცა დაღი და ან ნაჭდევი ხშირად მაინც რჩება, მაგრამ ეს უკვე გარეგნული ფაზაა, რომლის გამოსწორებაც პლასტიკური ოპერაციებით, დღეს უკვე სრულიად შესაძლებელია!
- ესე იგი, პლასტიკური ოპერაცია სჭირდება ჩემ სულს, არა? - ლარას ყურებამდე გაეღიმა.
- რა თქმა უნდა!
ლარამ მძიმედ ამოიხვნეშა.
- იქნებ, შენ მაინც გამიგო. - დაიწყო ნაღვლიანი ტონით. - ჯერ კიდევ არ დამისრულებია, ჯერ კიდევ ვერ მომინელებია, რაც ჩვენს მიმართ ჩაიდინეს და პატიება, ხომ გამორიცხულია. არ შემიძლია. სამაგიეროს რომ არ გადავუხდი, ეს იქნება ჩემი პატიება, მაგრამ გულში? გული ვერ პატიობს.
- ჰომ, მაგრამ დათი რა შუაშია? განა მან რამე დაგიშავა?
- ჰმ. - თავი გააქნია ლარამ. - დათიმ ჩემთვის იმდენი და ისეთი უზარმაზარი რამ გააკეთა, ამის მერე, რაც არ უნდა დამიშავოს, ჩათვალე რომ უკვე ყველაფერი წინასწარ ნაპატიები აქვს.
- კარგი. გვეცოდინება. - ირონიულად მიუგო ბიჭმა.
- და ნუთუ, მართლა ასე ძლიერ გსურს ჩვენი დაწყვილება?
- რატომაც, არა?!
- და შენთვის, რა მნიშვნელობა აქვს? შენ ხომ მაინც ჯერ ისევ უცხოეთში აგრძელებ სწავლასა და ცხოვრებას.
- ჰომ, მაგრამ სულ ხომ არ ვიქნები იქ? ბოლოს და ბოლოს, ხომ მაინც აქეთ მომიწევს ცხოვრება.
- ეჰ, რა ვიცი, აბა რა გითხრა? - მხრები აიჩეჩა ლარამ. - დათისთან მეგობრობაზე უარს არ ვამბობ და ყოველთვის მოხარული ვარ მისი სტუმრობით, მეც ხშირად ვსტუმრობ მის ოჯახს და ახლა მეტი არაფრის გაკეთება არ შემიძლია.
- მე სრულფასოვანი ოჯახი მჭირდება! - კუსუს ხმაში სიმტკიცემ გაიჟღერა.
- ოჰო! - გაეცინა ლარას. - და იქნებ, სულ სხვა მომწონს?
- სხვა მოგწონს? - აშკარად ყურები ჩამოყარა კუსუმ.
- ოო, არა, არა! - ლარას ახლა უფრო მეტად გულიანად გაეცინა.
- უჰ, კიდევ კარგი. - შვებით ამოისუნთქა ბიჭმა.
- ისე, მეც ძალიან მომწონს დათი, მაგრამ მეშინია და წარმოდგენაც კი არ მინდა, ის ჯოჯოხეთი, რაც გავიარე, კვლავ რომ განმეორდეს.
- და რატომ ხარ ასე დარწმუნებული? ის სხვა ხალხი იყო, ესენი კი, ძალიან კარგი ადამიანები არიან.
- თავიდან ყველანი კარგები და კეთილები იყვნენ, ცივ ნიავს არ მაკარებდნენ და მერე...
- და მერე? - ჩაეკითხა კუსუ. - ასე რატომ შეიცვალნენ?
- მერე ის, რომ ჩემი შეძლებული ოჯახის წყალობით, წუმპიდან ამოვიდნენ, ტალახი ჩამოირეცხეს და უფრო მეტის პრეტენზიები გაუჩნდა, მაგრამ აქ ჩემი მოშორება გახდა უკვე საჭიროც და აუცილებელიც.
- რატომ? - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. - შენ ხომ ისინი მართლაც რომ წუმპიდან ამოიყვანე?!
- სწორედაც მაგიტომ. - თავი გააქნია ლარამ. - შენ შეიძლება ნეხვიდან ამოათრიო ხალხი და აღარც კი გახსოვდეს მათი წარსული, მაგრამ მათ არასდროს ავიწყდებათ ის, რომ შენ უკვე სხვებზე ადრე გყავდა ისინი ნეხვში ნანახი.
- რა იდიოტიზმია!
- ასე, მხოლოდ ბოროტი, შურიანი და უმადური ხალხი ფიქრობს და ასეთი აზროვნებით განსჯის სხვებსაც. მე კი, არასდროს მიგრძნობინებია მათთვის მსგავსი რამ.
- მათი ნახვა მინდა!
კუსუს ამ სიტყვებზე
ლარას ტანში ცივად გასცრა.
- ნუ გეშინია. - ღიმილით დაამშვიდა კუსუმ. - არ ვაპირებ მათთან ურთიერთობას! უბრალოდ, მინდა რომ თვალებში ჩავხედო და ვკითხო, ასე რისთვის გაგწირეს? თუ არ უნდოდი, უბრალოდ დაშორდებოდი და მორჩა!
ლარამ არაფერი უპასუხა. ჩანდა, კუსუმ ჯერ კიდევ არ იცოდა ბოლომდე სიმართლე. წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ საკუთარმა მამამ და ბებიამ გაყიდეს და ასე მოიშორეს თავიდან.
კუსუს მობილურში ზარი შემოვიდა. დეტექტივი ურეკავდა. ბიჭმა უმალ უპასუხა და მისვლა სთხოვა.
- მოიწყინე უკვე ჩვენთან? - მდარე ღიმილით აღნიშნა ლარამ.
- არა! - მხიარული ტონით მიუგო კუსუმ. - მინდა, ჩვენთან ერთად წამოხვიდე.
- ჰოო? - გაუღიმა ლარამ. - და სად მეპატიჟებით ეს ორი ჯენტლმენი?
- წარმოდგენაც კი არ მაქვს! - მხრები აიჩეჩა კუსუმ. - არ შეიძლება ისე უბრალოდ რომ გავისეირნოთ? სამივემ ერთად!
- რატომაც, არა!
მშვენიერი საღამო გაატარეს, თუმცა ლარას ეგონა, რომ კუსუ მასთან დარჩებოდა, მაგრამ ბიჭმა რატომღაც ისევ დათისთნ მოინდომა დარჩენა. სადღაც გულიც კი ჩასწყდა ლარას. ბიჭი მაინც ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ მოშინაურდა, მაგრამ ცდილობდა არაფერი შეემჩნია.
კუსუს კი თავისი ანგარიშები ჰქონდა. ვითომ არაფერს უმალავდნენ, მაგრამ მაინც ჯერ კიდევ ვერაფერი გაეგო, თუ როგორ აღმოჩნდა მაკას შვილი და ასე ძლიერ რატომ ვერ იტანდა ლარა თავის ყოფილ ქმარს და დედამთილს. გრძნობდა, იქ რაღაც სულ სხვა ამბავი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რამდენიც ამ თემაზეა ჩამოაგდო საუბარი ლარაც დათის მსგავსად, სიტყვას ბანზე უგდებდა და აშკარად ორივე გაურბოდა პასუხს.
კუსუს ისღა დარჩენოდა, უჩუმრად დეტექტივის საბუთები ექექა და არც დააყოვნა. დათი კი სწორედ მაშინ წაადგა თავს, როცა უკვე ბიჭმა ბოლომდე ჩაიკითხა ყველაფერი.
კუსუ უხერხულად აიწურა. მოიბოდიშა კიდევაც და არც უცდია თავის მართლება.
- იდესმე ისედაც გაიგებდი, თუმცა ჯერ ვერავინ ბედავდა შენთვის კიდევ ერთხელ მოეკლა გული. - მშვიდი ხმით აუხსნა დეტექტივმა. - ყველამ კარგად ვიცი, თუ რა საშინელებაა ამის მოსმენა, რომ საკუთარი სისხლი და ხორცი ასე მოგიშორებს თავიდან და ასე უმოწყალოდ გაგყიდის.
ბიჭი თავჩაქინდრული იჯდა. სიტყვებს ვეღარ უყრიდა თავს, რომ რამე მაინც ეკითხა.
- ამიტომაც უფრო მინდა ლარას გვერდით ყოფნა, რადგან მას ჩემზე მეტად ვერავინ გაუგებს. - განაგრძო დეტექტივმა. - პირველივე გაცნობისთანავე გადავწყვიტე დავხმარებოდი და რაც უფრო წინ მივიწევდით, მით უფრო ახალ-ახალი სიურპრიზები გვხვდებოდა წინ და ყოველი სიახლე ბევრად უფრო საშინელი იყო, ვიდრე მისი წინამორბედი. უფრო და უფრო მძიმე მოსასმენი ხდებოდა, თუ რაც იყო სინამდვილეში.
- და რატომ? რისთვის? - წაიჩურჩულა გაოგნებულმა ბიჭმა.
- და ყველაზე საშინელი ის არის, რომ მარტო შენ არ ხარ ერთადერთი და ასე განწირული.
- ნუთუ მართლა ამდენი ბავშვი მიატოვეს?
- მხოლოდ მიტოვებას ვინ ჩივის? - დათიმ ამოიხვნეშა. - უამრავი ბავშვი აღმოვაჩინეთ, ოჯახის წევრებისგან არამარტო მიტოვებული, არამედ გაყიდული!
კუსუს უსიამოვნოდ გააჟრჟოლა.
- ამიტომ არ უნდა ლარას რომ ისინი ვნახო და გავიცნო?
- რამე გითხრა ამის შესახებ? - ჩაეკითხა დათი.
- არაფერი უთქვამს, მაგრამ მე ხომ ვატყობ. - მიუგო კუსუმ. - არასდროს ახსენებს და ბუნებრივია მეც ხომ მაინტერესებს, თუ მამაჩემი ვინ არის.
- რა თქმა უნდა.
- თუმცა ვინც არის, უკვე ისედაც გასაგებია. - უკმაყოფილოდ გააქნია თავი ბიჭმა და უკვე მკვეთრად ჰქონდა გადაწყვეტილი, აუცილებლად უნდა ენახა ის ხალხი, ვინც ასე გაწირეს და გაყიდეს. ამიტომაც დილიდანვე მიაკითხა ლარას, მაგრამ უკვე წასული დაუხვდა.
ლარა სამსახურში ყოველთვის უთენია მიიჩქაროდა და მაკას დაკავების შემდეგ, ნებით თუ უნებლიეთ, ლამის ყველაფერი მისი გასაკეთებელი ხდებოდა. თავიდან, სხვების მსგავსად, თანამშრომლებს ლარაც დაპატიმრებული ეგონათ. რადგან ლარას ხშირად უწევდა მაკასა და მის თანამზრახველებთან ურთიერთობა, ყველა დარწმუნებული იყო, რომ მათთან მეგობრობდა და მათ მარაქაში გადიოდა. მაკაც ხშირად უწევდა მფარველობას და მისი პროტეჟეც კი ეგონათ. იმ ამბების მერე კი პირიქით, ახლა ლარას უწევდა მაკას შვილზე ზრუნვა და ეს უფრო ამტკიცებდა მათ ახლობლობას. ეს ის დრო იყო, როდესაც ლარა აღარ ჩანდა სამსახურში. სინამდვილეში კი საერთოდ დატოვებული ჰქონდა სამშობიარო სახლი და იქეთ გახედვაც აღარ უნდოდა, მაგრამ ოჯახის შეგონებითა და დიდი კავშირების წყალობით, საკმაოდ მარტივად შესძლო სამსახურში აღდგენა. თანამშრომლებმა კი რაკი ისევ დაინახეს, ახლა ის იფიქრეს, რომ იმ სხვების მსგავსად, ლარა მართლაც არაფერში ყოფილა გარეული და ახლა უფრო მეტი პატივისცემით განიმსჭვალნენ მის მიმართ. უმრავ რჩევას ეკითხებოდნენ და ლამის ნებისმიერი საკითხის გადაჭრისას ხშირად მხოლოდ მას მიმართავდნენ.
და სწორედაც ეს ის პერიოდი იყო, როდესაც მთავარი ექიმის სავარძელი, ჯერ კიდევ თავისუფალი იყო. ოფიციალურად არავინ იყო დანიშნული და მხოლოდ მოვალეობის შემსრულებლები იცვლებოდნენ წამდაუწუმ. არაერთხელ მოვიდა ჯანდაცვის სამინისტროდან შეტყობინება, რომ უახლოეს მომავალში მოიწვევდნენ სპეციალურ სხდომას, რის მერეც უკვე მთავარი ექიმის სავარძელი ოფიციალურად იქნებოდა დაკავებული.
და ერთხელაც დადგა ეს ნანატრი დღეც. სამშობიარო სახლის საკონფერენციო დარბაზში უკლებლივ ყველა თანამშრომელი იყო დაბარებული. რამდენიმე უცხო ხალხიც ირეოდა, სავარაუდოდ ჯანდაცვის სამინისტროდან, აკრედიტაციის კომისიის წევრები და ინვესტორ/დამფუძნებლებიც კი იყვნენ მოწვეულნი.
სამშობიარო სახლი შერეული ტიპის, ნაწილობრივ კერძო იყო და ასეთ შემთხვევაში, სერიოზულ გადაწყვეტილებას, უმეტეს შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭო იღებდა, რომელსაც ხშირად დამოუკიდებელი აუდიტორული/სამედიცინო კომისია მოჰყავდა, კლინიკის კრიზისიდან გამოსაყვანად.
დარბაზი ისე გაივსო, რომ ადგილი აღარ იყო, კარიც ვეღარ დაიკეტა და ზოგნი ღია კარიდან ადევნებდა თვალს, თუ რა მოხდებოდა. წუთში ათასი ჭორი აგორდა. ზოგი იმასაც ეჭვობდა, რომ ხომ არ გვშლიან საერთოდო? იქნებ, სამშობიარო გაიყიდა, სხვა ინვესტორზე ან სულაც მხოლოდ ეს შენობა სულ სხვა რამისთვის გადაიყიდა და იქნებ?.. იქნებ.. ათასი რამ გადაუჩურჩულეს ერთმანეთს.
ლარამ, პირდაპირ სამშობიარო ბლოკიდან გამოსულმა, დაღლილ დაქანცულმა, მოწიწებით შეჰყო თავი და რადგან ადგილი არ იყო, იქვე კართან გაჩერდა. სხდომაზე დასწრების დიდი ინტერესი არც ჰქონდა, ისედაც იცოდა, დაახლოებით რაც უნდა ყოფილიყო. ჯერ ლამის დაუსრულებელი ბიუროკრატიული ქაქანი იქნებოდა, რამდენიმე სიტყვითაც გამოვიდოდა, მერე ვითომდა კენჭისყრით გადაწყდებოდა, უკვე ისედაც წინასწარ გადაწყვეტილი საკითხი და მორჩა. არც კი ღირდა ამის გულისთვის დროის მოცდენა, მაგრამ რადგან ფაქტიურად ყველა უკლებლივ დაიბარეს, ისიც იძულებული იყო დასწრებოდა.
როგორც იქნა დაიწყო და ეს ყაყანი და მითქმა-მოთქმა შეწყდა. სანამ ვინმე სიტყვით გამოვიდოდა, დარბაზში სრული სიჩუმე დადგა. წინა რიგები ძირითადად, სამინისტროდან მოსულებს ეკავათ და საკმაოდ სერიოზული, უემოციო სახით იმზირებოდნენ. მათ უკან კი კლინიკის პერსონალიც არანაკლებ დაძაბული ელოდა, მორიგ ბიუროკრატიულ გადაწყვეტილებას.
კომისიის თავმჯდომარე, მედ.პერსონალისთვის უცხო, ოფიციალური პირი იყო და საკმაოდ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო სამი წელი კლინიკისთვის, თუ როგორი ქაოსური იყო, დროებითი მმართველების გამო.
- და სწორედ ამიტომ, კომისიამ და სამეთვალყურეო საბჭომ, ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება, რომ დროებით დანიშვნების პრაქტიკა უკვე უნდა დასრულდეს! - აუწყა თავმჯომარემ.
მთელი სამი წლის განმავლობაში ამ უამრავი ცვლილებებით დაღლილი კოლექტივი დარბაზში უნდობლად შესცქეროდნენ კომისიის წევრებს და ათას ვარაუდს ფიქრობდნენ, თუ ვის დაუნიშნავდნენ ამჯერად მათ უფროსად.
- ამ კლინიკამ,
უდიდესი ბოროტება ნახა. - აგრძელებდა კომისიის თავმჯდომარე. - ამ კედლებში ჩადენილ
დანაშაულს, ყველაზე მეტად ის ადამიანები გრძნობენ, ვინც პირადად გახდა ამ სისტემის
მსხვერპლი! ბოლო სამი წლის განმავლობაში კლინიკაში დროებითი მმართველობის გამო შექმნილი
ქაოსის მიუხედავად, სამშობიარო სწორედ ამ ადამიანის პროფესიონალიზმის წყალობით ინარჩუნებდა
საუკეთესო შედეგებს! - თავმჯდომარემ წამით შეისვენა. – ჩვენ, დეტალურად შევისწავლეთ,
სწორედაც რომ ამ ბოლო სამი წლის მაჩვენებელი! პაციენტთა კმაყოფილება, რთული მშობიარობების
მართვის სტატისტიკა და აღმოვაჩინეთ, რომ კლინიკას, რეალურად მთელი ეს წლები, ფაქტიურად
ერთი ადამიანი ეწეოდა ზურგით! დღეს ჩვენ არ აღვნიშნავთ უბრალოდ ექიმს... ჩვენ ამ კლინიკის მართვას ვაბარებთ ადამიანს, რომელმაც
ყველაფერი დაკარგა, მაგრამ მაინც არ შეწყვიტა სხვების შვილების გადარჩენა!
კოლეგებმა ერთმანეთს შეავლეს თვალი და გაკვირვებით აიჩეჩეს მხრები.
- ყველამ ვიცით, რომ დაპატიმრებული მედ.პერსონალის პროცესი დასრულებული არ არის. სასამართლო დარბაზში ჯერ კიდევ იწერება ამ კლინიკის ბნელი წარსული, მაგრამ აქ, ამ კედლებში, მომავალი დღეს უნდა დაიწყოს! ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელიც არამხოლოდ აღადგენს სამშობიარო სახლის სახელს, არამედ ბოლომდე მიიყვანს სიმართლის დადგენას! ადამიანი, რომელმაც იპოვა საკუთარი შვილი, მაგრამ არ მიატოვა იმ ათასობით ოჯახის ბედი, რომლებიც ჯერ კიდევ ელოდებიან სამართლიანობას! ახლა ის ექიმი დაიკავებს პოსტს იმისთვის, რომ დანარჩენ მსხვერპლთათვის იბრძოლოს. ის გახდება ყველა იმ დედის ხმა, ვისაც შვილი წაართვეს და იმ ბავშვების მფარველი, რომელთა კვალიც, ჯერ კიდევ დასადგენია! კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს იმას, რომ ამ კლინიკამ, უმძიმესი ტრამვა გადაიტანა, მაგრამ უკვე დადგა დრო, რომ სათავეში ჩაუდგეს ის პიროვნება, ვინც ყველაზე უკეთ იცის ამ კედლებში, თითოეული ბავშვის სიცოცხლის ფასი! ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ ადამიანისთვის, ეს მხოლოდ კარიერული დაწინაურება არ არის! ეს არის ის წამი, როდესაც წარსულის ტრამვა, უდიდეს პასუხისმგებლობად და მისი ცხოვრების მთავარ მისიად გარდაიქმნება!
დარბაზი კვლავ
ადუდუნდა. ვერაფერი გაეგოთ თუ კონკრეტულად ვის გულისხმობდნენ.
- სამინისტროს გადაწყვეტილებით, დროებითი დანიშვნების პერიოდი დასრულებულია! - ომახიანი ხმით გამოაცხადა თავმჯდომარემ. - სამშობიაროს მთავარი ექიმის პოსტზე, ოფიციალურად ინიშნება...
ლარას გვარის დასახელებისთანავე, დარბაზში წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა. მართლაც არავინ ელოდა უცხო კომისიისგან ასეთ სამართლიან გადაწყვეტილებას.
უცებ დარბაზიც ახმაურდა, ჯერ კანტიკუნტად გაისმოდა ტაშიც, რომელიც თანდათან, უფრო და უფრო მატულობდა. დარბაზში ვიღაცას ეძებდნენ, რაღაცას კითხულობდნენ ლარას არაფერი ესმოდა. რაღაც გაურკვეველ შიშთან და გაოცებასთან ერთად უწევდა იმის გაცნობიერება, რომ...
კუსუც სწორედ მაშინ მოადგა და ლარას ზურგს უკან აღმოჩნდა, როცა მისი გვარი დაასახელეს და კათედრასთან გამოსვლას ითხოვდნენ. ლარა კი კვლავ გაოგნებული და დაბნეული იდგა.
- დედა! - შეუძახა კუსუმ. - წამოდი! ყველა შენ გიხმობს! - ბიჭმა ხელი ჩასჭიდა და პირდაპირ კომისიის თავმჯდომარისკენ გააქანა.
ლარასთვის ახლა პერსონალური შურისძიების, სამართლიანობისა და კათარსისის ისტორია იწერებოდა. მან უნდა დაიკავოს სწორედ იმ ადამიანის სავარძელი და იმის პოსტი ჩაიბაროს, ვინც მას ცხოვრება დაუნგრია და ეს იყო ბოროტებაზე სიკეთის სრული გამარჯვება.

LEX. 2026 წლის 17 აგვისტო, ორშაბათი.

No comments:
Post a Comment