47.
დინას წარმოდგენაც არ ჰქონდა თუ რამდენ ხანს იჯდა, ბაღის მერხზე ასე გაუნძრევლად, სანამ ძაღლის ყეფამ არ გამოაფხიზლა.
დიდი ქუჩის ძაღლი, დინას ხელში ჩაბღუჯული ფუნთუშის მოლოდინში კუდს აქიცინებდა და მშიერი, საბრალო თვალებით შესცქეროდა სასურველ ლუკმას.

დინა გამოერკვა და მაშინვე გადაუგდო ფუნთუშა.
ძაღლმა უმალ გადასანსლა და მადლიერების ნიშნად იქვე ფეხებთან დაუწვა.
სასიამოვნო ამინდი იდგა. ზაფხული დაიწყო და არც იმდენად დიდი სიცხე იდგა. უამრავი საუბარი ესმოდა ირგვლივ, თუმცა დინა თავად არც კი რეაგირებდა, მანამ სანამ ნაყინი არ მიაწოდეს. რა უცნაური დღე იყო, ჯერ ძაღლმა გამოაფხიზლა და კვლავ ფიქრებში ჩაძირული ახლა ვიღაც ქალის ხელმა ნაყინი მიაწოდა და თბილად გაუღიმა. მის ღიმილამდე კი დინას მაშინვე მოსჭრა თვალი, უცხო ქალის თითებზე წამოცმულმა, საკმაოდ ძვირად ღირებულმა ბეჭდებმა.
აღმოჩნდა რომ ამ ქალს ბაღში მდგარ მენაყინესგან ლამის მთელი ყუთი შეუძენია და იქვე მყოფ ბავშვებს ასაჩუქრებდა. დინაში კი რატომღაც ცხოველების დამცველი და მოამაგე ამოიკითხა და მასაც შეხვდა ერთი ულუფა და თანაც, შექებაც დაიმსახურა. ქალმა ისიც აღნიშნა, თუ როგორი კეთილი და სათნო ადამიანი უნდა იყოო, რომ ასე უპატრონო ძაღლისთვის სპეციალურად მოგქონდეს საკვებიო. დინა უხერხულად აიწურა. საერთოდ არც კი ჰქონდა წარმოდგენა უყვარდა თუ არა ცხოველები. პრინციპში არც კი სძულდა, მაგრამ არც არასდროს უზრუნვია, მათ საკვებზე.
- როგორი ერთგულია. - ქალმა ძაღლზე მიანიშნა. - ვინ იცის, როგორ გელოდებათ ხოლმე და მერე ასე გამოხატავს მადლიერებას.
- მადლიერებას? - ძლივს დაძრა დინამ სიტყვა.
- დიახ, დიახ. - მიუგო ქალმა. - ასე ფეხებთან იმიტომ დაწვა, რომ ამით გიცავთ, ასე ვთქვათ სხვა მტაცებლებისგან.
- ჰმ, არავინ მომიტაცოს. - ჩაეღიმა დინას.
ქალმაც გაუღიმა და მერე საუბარში მოაყოლა თუ როგორ უყვარს ცხოველები, ფრინველები და ლამის ყველა არსება ამ დედამიწა, მაგრამ ყველაზე უფრო ადამიანურ ღირებულებებს აფასებს.
- ვისაც ცხოველები არ უყვარს, იმას დარწმუნებული ვარ, არც თავისი შვილები ეყვარება. - დაასრულა ქალმა.
- შვილები არ მყავს. - ცალყბად გაეღიმა დინას. - ჯერ არც კი მიფიქრია და რაც მთავარია, მარტოხელა დედობა, ნამდვილად არ მინდა.
- რატომ მარტოხელა? - გაიკვირვა ქალმა. - მშვენიერ გოგონა ჩანხარ და თანაც, როგორი კეთილი და სათნო, აუცილებლად გამოჩნდება შენი შესაფერი.
- სანამ ფეხზე არ დავდგები და წელში არ გავსწორდები, მანამდე სულაც არ მინდა ვინმეს კისერზე ვიჯდე! - მტკიცედ მიუგო დინამ.
- ძალიან კარგია, დამოუკიდებლობა. - მოუწონა ქალმა. - მეც, ჩემი შემოსავალი საკმარისად მაქვს, მაგრამ მაინც მეუღლე უძღვება ფინანსურ ხარჯებს.
- ესეც ძალიან კარგია. - ახლა დინამ მოუწონა.
- ეჰ... - ქალმა ამოიხვნეშა. - კარგი იყო, თავის დროზე და სამომავლოდ, მაგრამ როცა შვილზე ფიქრი დავიწყეთ, მხოლოდ ეს ნაგროვები ქონება შეგვრჩა.
- დღეს მეცნიერება, საკმაოდ წინ არის წასული და მით უმეტეს, თუ ფინანსური პრობლემა არ გაქვთ, უფრო მეტი იმედი უნდა იქონიოთ. - ანუგეშა დინამ.
- ყველაფერი ვცადეთ. - ნაღვლიანად მიუგო ქალმა. - უცხოეთშიც კი ვიყავით, მაგრამ არაფერი გამოდის. - ქალი წამით შეყოვნდა და მერე თითქოს საიდუმლოდ, შედარებით დაბალ ხმაზე განაგრძო. - სუროგაციაც ვცადეთ, მაგრამ ორი შემთხვევა რატომღაც უშედეგოდ დამთავრდა. თავად პროფესორსაც უკვირდა, ეს ძალიან იშვიათად ხდება, რომ ორსულობა საკმაოდ ნაადრევად წყდებოდა.
- ჰმ, მართლაც იშვიათია, თუმცა არის ხოლმე.
- ჩემი მეუღლე, ისედაც უარზე იდგა, არ უნდოდა სუროგაცია, ასე მგონია დედას შვილს ვართმევთო. მერე კი ძალიან ნანობდა, იმდენი ვიძახე, რომ ბავშვიც აღარ დაიბადაო.
- და არც გიცდიათ აყვანა?
- სად აღარ ვიარეთ და უამრავი საბუთები არ ვაკეთეთ, მაგრამ იმხელა რიგია. - ქალმა კვლავ ამოიხვნეშა.
- დიახ, საკმაოდ დიდი რიგებია, თუმცა არც თუ იმდენად ხშირად, მაგრამ მაინც არის ხოლმე პირდაპირ სამშობიაროდან აყვანა, თუ ვინმე ტოვებს. - შეაპარა დინამ.
- მანდ ისეთი ნაცნობობა უნდა გყავდეს, საკმაოდ სარისკოც არის, რადგან მერე თუ აღმოჩნდება, რომ გაშვილება კანონის ავლით მოხდა...
- აღმოჩნდება იმ შემთხვევაში თუ ბიოლოგიურმა დედამ იცის, ვის მიაშვილა ბავშვი. მერე უკვე ემუქრება და უფრო მეტს ითხოვს, სინამდვილეში შვილი კი არა, ფული უნდა!
- მართლა? - შეიცხადა ქალმა.
- დიახ! - მიუგო დინამ. - არაერთი შემთხვევა ყოფილა მასე და ყველაზე საწყალი კი აქ ის ბავშვია.
- ღმერთო ჩემო! - შეიცხადა ქალმა.
- ამიტომ სასურველია, რომ ბიოლოგიური და მშვილებელი მშობლები ერთმანეთს არც უნდა იცნობდნენ.
- ხომ მაგრამ მერე რომ მაინც მოითხოვოს დედამ ის ბავშვი?
- სწორედ მაგიტომაც! - მტკიცედ მიუგო დინამ. - საკუთარი შვილის გაყიდვაში აღებული ფული რომ შემოელევათ, მაშინ ახსენდებათ შვილი, მერე ტირიან, გოდებენ, ვითომდა ფულსაც უკან დაგიბრუნებთო, მაგრამ რა უნდა დააბრუნონ, რაც აღარ აქვთ.
- რას არ გაიგებ, ღმერთო ჩემო! რას არ გაიგებ.
- ნამდვილად ასეა. - თავი დაუქნია დინამ. - მე თვითონ სამშობიაროში ვმუშაობ და დიდი ხანია ვიცი, რა სასწაულები აღარ ხდება იქ.
- ისე თუ კანონიერად გაშვილდა, მერე დაბრუნების იმედიც არ უნდა ჰქონდეს წესით.
- მართალია, მაგრამ თუ ბიოლოგიური მშობელი გარეწარი აღმოჩნდება, იმასაც კი იკადრებს, რომ ვითომდა მის უკითხავად მოპარეს შვილი, ანდა სულაც ბავშვს ვეტყვი სიმართლესო, ამ მუქარით ისევ ფულის გამოძალვას დაიწყებს.
- რა საოცრებებს მიყვებით. - შეწუხდა ქალი. - საწყალი ბავშვი ამ დროს როგორი ცოდოა...
- ბავშვზე რომ ეფიქრა, კი არ გაყიდიდა დაბადებისთანავე.
- სამწუხაროდ, მართალი ხართ. - ამოიხვნეშა ქალმა.
- ეჰ, მაგის მეტს რა ვუყურებ...
პასუხად ქალმა გაკვირვებით აათვალიერა. თუმცა, დინას ისედაც ეტყობოდა, თუ საიდან უნდა ყოფილიყო, რადგან ჯერ კიდევ სამედიცინო ფორმა ეცვა, როცა ასე შურდულივით დატოვა სამსახური და არც იმდენად ძნელი მისახვედრი იყო, იქვე სამშობიაროს არსებობაც ამაზე მეტყველებდა.
- და ხშირად ტოვებენ ბავშვებს? - იკითხა ქალმა.
- ხან ისეა, ხან ასე. - მიუგო დინამ. - როგორც კი შვილზე უარს ამბობს, ან მშობიარობისას ან უკვე მანამდე აქვს დაწერილი განცხადება, რამდენიმე დღეში ბავშვი გადაჰყავთ თავშესაფარში საიდანაც მოხვდება გასაშვილებელ ბავშვთა სიაში.
- ასეთი სიებიც არსებობს? - გაიკვირვა ქალმა.
- რა თქმა უნდა, რადგან ზოგი იმიტომ ტოვებს, რომ საშუალება არ აქვს, დროებით ტოვებს, მუშაობს და უქმეებზე მიჰყავს, ან ათასი ვარიანტი რამ არის, მაგრამ არის სიები, სადაც ბიოლოგიური დედა კატეგორიულ უარს ამბობს შვილზე და ამის მერე აქვს უფლება იმ სპეციალურ სახელმწიფო ორგანოებს, რომ ბავშვი უკვე კანონიერად გააშვილოს.
- თქვენ როგორი გათვითცნობიერებული ყოფილხართ. - ღიმილით მიუგო ქალმა.
- უკვე რამდენი წელია ამ სისტემაში ვმუშაობ. - ღიმილითვე უპასუხა დინამ.
- ჰო, მაგრამ რამდენჯერ დავაპირეთ ბავშვის აყვანა მაგრამ ძალიან დიდი რიგია. ყველგან ჩაწყობა უნდა. საბუთების შეგროვებასაც იმდენი ფორმალობა სჭირდება, სულ რაღაც ბოლომდე ვერ გვარდება და ისე დავიღალეთ, რომ ქვეყნის დატოვებაც კი გადავწყვიტეთ.
დინამ უხმოდ დაუკრა კვერი. რა თქმა უნდა, ბავშვის აყვანა არც თუ ისე ადვილი საქმე იყო.
- და იცით, რომ უცხოეთში უფრო მეტად რთულია ჩვილის აყვანა.
- მართლა? - გაიკვირვა დინამ.
- მოზრდილ ბავშვს უფრო ადვილად აიყვან, ვიდრე ჩვილს, თუმცა არც მოზრდილია ადვილი.
- და თქვენ ჩვილი უფრო გირჩევნიათ?
- რა თქმა უნდა, მაგრამ თუ სხვა გზას ვერ ვხედავთ, უნდა შევეგუოთ ბედს, წავალთ ქვეყნიდან და რამე იქნება მერე.
- საკმაოდ რთულ სიტუაციაში ყოფილხართ. - წუხდა დინა. - ნეტა შემეძლოს თქვენი დახმარება ან ყველა იმ ხალხის, ვისაც მართლა უნდა შვილი.
- იცით, ვიყავით რიგში. - დაიწყო ქალმა. - ველოდებოდით როდის გაჩნდებოდა ბავშვი, ყველა ხარჯს ჩვენ ვფარავდით, დედას არაფერს ვაკლებით, მერე ბავშვთა სახლშიც ვაკითხავდით და სანამ საბუთებს ვაგვარებდით, ჯერ გვითხრეს დედამ უარი თქვაო. მოგვიანებით გავიგეთ, რომ თურმე სხვებთანაც ყოფილა შეთანხმებული და სავარაუდოდ, მათ მეტი შეუთავაზებიათ. აბა, ჩვენ რა ვიცოდით, თორემ განა მეტს არ შევთავაზებდით? სამწუხაროდ, როცა ყველა საბუთი უკვე ხელში გვქონდა, სხვებს შეხვდათ ჩვენი შერჩეული ჩვილი, რადგან ისინი თურმე ჩვენზე წინ იდგნენ რიგშიც და თანხაც მეტი გადაუხდიათ.
- მდაა...
- ახლა კი ბავშვის დაბადების მოწმობაც გვაქვს, ყველა საბუთი და თვითონ ბავშვი არ გვყავს ბედის ირონიაა, რააა. - მწარედ ჩაიცინა ქალმა. - იმ საბუთების გადაგდებაც კი მენანება რაღაცნაირად, ანდა რაში მჭირდება...
- ბიჭის საბუთებია, თუ გოგოსი? - ჩაეკითხა დინა.
- ბიჭის, ბიჭი გვინდოდა. - მიუგო ქალმა. - ახლა უკვე რა მნიშვნელობა აქვს.
- წინასწარ ვერაფერს შეგპირდებით მაგრამ იქნებ ამ დღეებში თუ დატოვა ვინმემ და სანამ ბავშვთა სახლში გადაიყვანენ...
- რაა?..
დინამ არაფერი უპასუხა, მხოლოდ მხრები აიჩეჩა.
- მე ძალიან კარგად ვიცი, რომ სამშობიაროდანაც შვილდება ჩვილები, თუმცა ისიც ვიცი, რომ წინასწარ არიან შეთანხმებულნი და მაგაზეც კიდევ ცალკე რიგია.
- მხოლოდ ის შემიძლია, რომ თქვენი რიგი წინ გადმოვწიო, თუმცა ეს რამდენად მალე იქნება, ამაზე პასუხი ახლა ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ გავიკითხავ.
- და იცით, რომ ვალში არ დაგრჩებით. - მყისვე მიუგო ქალმა. - არც თქვენ და არც სხვა პერსონალი, თუმცა ისიც უნდა ვიცოდე, თუ რამდენი იქნება საჭირო.
- არაფერი ვიცი, ასე წინასწარ. - მხრები აიჩეჩა დინამ. - პირადად არასდროს მქონია შეხება, მაგრამ ვიცი და გამიგია, მსგავსი რამ.
- და იქნებ, გაგვიგოთ და მოვილაპარაკებთ მერე.
- საბუთების მიხედვით, თქვენ ბიჭი გინდათ, მაგრამ ის საბუთი რამდენად გამოდგება, თუნდაც ჯერ არ დაბადებულ ბავშვზე? სავარაუდოდ ახლის გაკეთება მოგიწევთ.
- ორი კვირის წინ უნდა აგვეყვანა ბავშვი, ამიტომ ვარ ასე დარდიანად და ასე ძლიერ განვიცი, ხოლო მისი დაბადების მოწმობა გუშინწინ დაბადებულ ბავშვს ემთხვევა და არქივშიც ასე გავატარებინეთ, უკვე წინასწარ. ეჰ, საბუთები კი მოვაგვარეთ, მაგრამ ბავშვთა სახლშიც ჩვილი ვერ ვნახეთ. ლამის წლამდე ბავშვებია.
- და ესე იგი, ახლა დღესვე რომ ჩვილი დატოვოს დედამ, თქვენ უპრობლემოდ შესძლებთ მის აყვანას?
- რა თქმა უნდა, თუ დედა თანახმაა და ხელწერილსაც დაგვიწერს, ყველა საბუთის დაცვით დღესვე ვიშვილებდით. მიმიყვანეთ თქვენს მთავარ ექიმთან და რაც საჭირო ხარჯები იქნება, იმასაც დავფარავთ, თუ კი გვეშვეელება.
- დამიტოვეთ თქვენ ტელეფონი და იქნება, აუცილებლად იქნება ბავშვი. - შეპირდა დინა.
- მე თქვენი საფასურიც მაინტერესებს, არ მინდა უპატივცემულოდ დაგტოვოთ, მითხარით რამდენი გსურთ და მე ორმაგს შემოგთავაზებთ და ჩათვალეთ ეს საჩუქარია ჩვენგან.
- მე რამდენი მინდა? - დინა ეჭვიანად ჩაეკითხა.
- დიახ, დიახ!
- მე, ნატის ჩექმები მინდა!
- რაა? - გაიკვირვა ქალმა.
- ჩემი დიდი ხნის საწადელი და ერთადერთი ნატვრა დღეს ის ნატის ჩექმებია, რომელიც უკვე მაღაზიაში დევს და უცდის პატრონს.
- ჩექმები, რა პრობლემაა?.. - გაეღიმა ქალს.
- ეჰ, ვისთვის, როგორ... - ამოიხვნეშა დინამ და სწორედ იმ ნატის ჩექმების სანაცვლოდ, ქალს დახმარება აღუთქვა.
ახლა მხოლოდ იმაზე დარდობდა, ახალშობილი ასე სასწრაფოდ, სად უნდა ენახა. ჩვილის მოვლენისთანავე, მაკას უკვე წინასწარ გამწესებული ჰყავდა თუ ვის მიაშვილებდა. რამდენიმე გამონაკლისი კი აგარაკზე რჩებოდა, პატრონის გამოჩენამდე და მშვენივრად აწყობილი გეგმაც კარგად მუშაობდა. ყველა ვარიანტში მაკას ჩარევა ხდებოდა საჭირო, რომელსაც აუცილებლად მოჰყვებოდა მინიმუმ ორის, ელზასა და მონა-ყმა ექთნის ჩარევაც და ეს უკვე რაღაცნაირად სულაც არ აწყობდა დინას. არც ის უნდოდა, რომ მაკას სცოდნოდა, მისი კლიენტი, შემთხვევით სკვერში გაცნობილი, სრულიად უცხო პიროვნება იყო. მაკა ასეთ საკითხებში, ყოველთვის ფრთხილობდა, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა ამას.
არადა ნატის ჩექმები...
ვინ იცის, უკვე როგორ ელოდა პატრონს...
სამშობიაროში შესვლისთანავე, ლამის ეცნენ სად იყავიო. დინა ზოგს ამ ტყუილით ისტუმრებდა და ზოგს კი რაღაც პატარა არაკსაც უყვებოდა. მთავარი იყო, მაკას არაფერი უკითხავს და არც კი მოუკითხავს.
აბა რა იცოდა დინამ, რომ მაკას თავისი პირადი პრობლემები ჰქონდა. გარდაცვლილი ჩვილის პატრონები უჩიოდნენ, რადგან სხვისი ბავშვის დაკრძალვა მოგვიხდაო.
მაკა ყოველ ღონეს ხმარობდა და ყველა ნაცნობს იშველიებდა, რომ როგორმე ამ საქმიდანაც, ისევე როგოც არაერთხელ, სუფთად გამომძვრალიყო. ახლა უფრო მეტი სიფრთხილე იყო საჭირო და დროებით უნდა შეეწყვიტათ ჩვილების მოპარვა-გაყიდვა. ჯერ ეს საქმე როგორმე უნდა მიეჩქმალა და მერე უფრო მშვიდად, უფრო მეტი დრო რომ გავიდოდა, თანდათან ალბათ ისევ დაუბრუნდებოდა ძველ საქმიანობას.
ჩვილის პატრონებმა, საკმაოდ კარგად მომზადებული ადვოკატის წყალობით, მაკას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. მაკა საგონებელში იყო ჩავარდნილი, თუმცა თავს იმით იმშვიდებდა, რომ მხოლოდ ეს ერთი ოჯახი უჩიოდა და არა უფრო მეტი. მაკამ რა არ იღონა, ვის აღარ მიადგა. საქმე აშკარად ცუდად ჰქონდა. ბოლოს ისიც კი იფიქრა, ლარას ოჯახის ნაცნობობის წყალობით, იქნებ რამენაირად ამჯერადაც გამოვძვრეო.
თავიდან პირველი ვიზიტი ლარას მამის კაბინეტში შედგა. მაკამ თავისი შარმი და მომხიბვლელობის გამოვლინება არ დაიშურა და ამასთანავე, რაც შეიძლებოდა მეტად მოკრძალებულად იჭედა თავს.
ლარას მამას საკმაოდ სოლიდურად ეჭირა თავი, თუმცა მაინც გაოგნებული დარჩა. ასეთი სათნო და კეთილი სახის მიღმა, ნუთუ მართლა ასეთი და ამდენი სიბოროტე იმალებაო.
- იცით, საკმაოდ რთული სიტუაციაა. - შეწუხებული ხმით უხსნიდა მაკა. - ხან ვფიქრობ, რომ პირადად შევხვდე მათ ადვოკატს, ხან კი... არ ვიცი. თავს ვიკავებ.
- ნამდვილად არ ვიცი, რა გირჩიოთ. - დინჯი ხმით მიუგო ლარას მამამ. - ის ოჯახი, ასე ადვილად არც გაჩუმდება და ვერც გაჩუმდება. აბა, წარმოიდგინეთ, მათ ადგილას, თქვენი თავი, რას იზამდით?
- მეც იგივეს გავაკეთებდი! - უყოყმანოდ მიუგო მაკამ. - მაგრამ ახლა ჩემი მხრიდანაც რომ შევხედოთ ამ საქმეს, სულ სხვა აზრზე დადგებით.
- ჰომ, მაგრამ ერთი გარდაცვლილი ჩვილის ჩანაცვლება მეორეთი...
პასუხად მაკამ ამოიხვნეშა.
- მათ ადგილას, მეც ვისურვებდი, რომ საკუთარი დამეკრძალა და არა სხვისი. - კაცი წამით შეყოვნდა. - და მაინც, რა მოხდა? აგერიათ ჩვილები? და მერე, მაგის გარკვევაც ხომ შეიძლება და ბოლოს და ბოლოს, თავად მშობლებიც უნდა დათანხმდნენ და გადაცვლონ ჩვილები. მხოლოდ ამ ხარჯების დაფარვა, მთლიანად მოუწევს სამშობიარო სახლს. სხვა გზას მე ვერ ვხედავ.
ვითომ ეს გამოსავალი იყო მაკასთვის, მაგრამ აბა საიდან უნდა მოეყვანა, გარდაცვლილი ჩვილი, როცა ცოცხალი და საღ-სალამათი ბავშვი უკვე გაყიდული ჰყავდა.
- მესმის, რომ საკმაოდ დიდ ძალისხმევას და ხარჯებს მოიცავს ეს ყველაფერი, მაგრამ სხვა გზას მე ვერ ვხედავ. - განაგრძო ლარას მამამ. - სხვას ვერაფერს გირჩევთ. სასწრაფოდ როგორმე ყველა გარდაცვლილი ჩვილის საბუთი უნდა მოიძიოთ და შეადაროთ, თუ ვის ხელში და ზუსტად როდის შეიძლებოდა მომხდარიყო ჩვილების ერთმანეთში არევა.
მაკა კვლავ ხმას არ იღებდა.
- ხარჯები დაიფარება, ყველა პერსონალს, ვის ხელშიც ეს მსგავსი ინციდენტი მოხდა, შესაბამისად დაექვითება, თუ ჩემი შვილის ბრალიც არის, ორმაგს გადავიხდით, ჩვენი მხრიდან...
- არა, არა! - თავი გააქნია მაკამ. - საქმე უფრო რთულად არის.
- რთულად?
- სამწუხაროდ... - მაკამ ამოიხვნეშა.
- და რამდენად რთულად? - კვლავ ჩაეკითხა ლარას მამა. - გინდათ, თქვათ რომ ჩვილი, ცოცხალია?
- ოჰ! არა, არა! - შეიცხადა მაკამ და თვალი აარიდა. - ჩვილი ნამდვილად გარდაცვლილია, მაგრამ...
- მაგრამ?
- როგორ აგიხსნათ, არ ვიცი...
- მოდით, პირდაპირ მითხარით! - ლარას მამას უკვე მოთმინების ფიალა ევსებოდა.
- საკეისრო კვეთა, დროზე ადრე იმიტომ ჩავატარეთ, რომ ნაყოფი უკვე მუცელშივე იყო მკვდარი. - დაიწყო მაკამ. - საკმაოდ მძიმე ოპერაცია აღმოჩნდა და ამის გამო ბავშვის ნაწილ-ნაწილ ამოყვანა გახდა საჭირო და მერწმუნეთ, ეს ძალიან რთული ასახსნელია მშობლისთვის.
- მესმის, მაგრამ მაინც მოგიწევთ ამის ახსნა და თუ პირადად მშობლებს ვერ ეუბნებით, მაშინ სჯობს, რომ ადვოკატს მაინც გაესაუბროთ.
- ესეც საკმაოდ რთული იქნება.
- რა თქმა
უნდა, რთული და საკმაოდ საშინელი, როგორც სათქმელად, ასევე მოსასმენად, მაგრამ მაინც
მოგიწევთ, აბა სხვა გზას ხედავთ?
- საქმე იმაშია, რომ ჩვილის... ნაწილები... - მაკამ მძიმედ ამოიხვნეშა და ლამის ჩურჩულით განაგრძო. - ამ დროს ხდება მისი უტილიზაცია. ეს ეხება, როგორც აბორტის შედეგად დარჩენილ ნაწილებს, ასევე ამ სიტუაციაშიც... ასე ხდება და აბა როგორია, დანაწევრებული ჩვილის გადაცემა მშობლისთვის?! - მაკას ხმაში ისტერიკამ გაჟონა.
- საშინელება იქნებოდა!
- ამიტომაც, რა თქმა უნდა, თავიდან არც გავატანეთ, ან რა უნდა გაგვეტანებინა? - მაკამ თავი გააქნია. - მერე დაიწყეს ჩივილი, მუქარა და ჩანაცვლება მოგვიხდა. ამასაც არ დასჯერდნენ და ალბათ ვინმე ბოროტმაც ჩააწვეთა, ბავშვი მოგპარეს, გაგიყიდესო და აბა გულდამწვარ მშობლებს მეტი რა უნდათ?..
- ესე იგი, გამოდის, რომ ფერფლიც აღარ არსებობს, არა? - ჩაეკითხა ლარას მამამ.
- ასეა... - წაიჩურჩულა სასოწარკვეთილი ხმით მაკამ.
ლარას მამამ უხმოდ გააქნია თავი. მართლაც, რა უნდა ეთქვა? მაკამ ისეთი არგუმენტი წაუყენა, რომ სათქმელიც აღარაფერი დარჩა.
იმ ოჯახის მსგავსად, ლარას ოჯახშიც საშინელ დღეში იყო ჩავარდნილი, ამ ეტაპზე, მაკას კვლავ ვერაფერს უხერხებდნენ.
- ესე იგი, არაფერი მოგვიტანა ამ სარჩელმა. - წუხდა ლარა.
- არც მასეა საქმე. - მიუგო მამამ. - მაკა საკმაოდ შეშინებული და დამფრთხალია ახლა, ჯერ კიდევ ბევრდ ვერაფერს გაბედავს.
- და ის რაც გაბედა?! - არ მშვიდდებოდა ლარა. - ის ხომ გაუვიდა! ის ხომ შერჩა!
- და რა გავაკეთოთ? - ჩაეკითხა მამა. - ვერაფერს ვუმტკიცებთ!
- ერთადერთი ის არის, რომ მისი დამქაშები თუ ალაპარაკდებიან. - ჩაურთო დეტექტივმა.
- ესეც საკითხავია, თუ საერთოდ კრინტს დასძრავენ. - მიუგო ძმამ. - მათაც კარგად აქვთ შეჭმული და რომელი გარისკავს?
- სანამ მაკა, მართლა კედელთან არ იქნება მიმწყვდეული, მანამდე იცოდეთ, რომ არავინ არის ხმის ამომღები! - მტკიცე ხმით დაურთო მამამ.
- და რანაირად? - კვლავ წუხდა ლარა. - ხომ ხედავთ, რომ ვერაფერს ვუმტკიცებთ!
- ცოცხალი ბავშვი გვჭირდება. - დაბალი ხმით დაურთო დედამ.
- ცოცხალი, როგორ? - შეეპასუხა ლარა.
- თავის დროზე მკვდრად გამოცხადებული და სინამდვილეში მრთელი და ცოცხალი! - მიუგო დედამ.
- და ეგ მხოლოდ ჩემი შვილია... - ლარამ ამოიხვნეშა. - რა გავაკეთო?
- სხვებიც უნდა მოვძებნოთ. - დაურთო რძალმა.
- უჰ! - ირონიულად აღნიშნა ლარას ძმამ. - როგორ კარგად მოიფიქრე, ჩემო ცოლო, რა ჭკვიანი მყავხარ.
- რას ერჩი, ელენეს! - გამოექომაგა მამამთილი. - დიახაც უნდა მოვიძიოთ, თუმცა როგორ რანაირად, ან საიდან უნდა დავიწყოთ, წარმოდგენაც კი არ მაქვს, მაგრამ...
- და ახლა მართლა რა უნდა გავაკეთო?! - კვლავ წუხდა ლარა. - რა უნდა ვქნა?!
- რაც მეტი მომჩივანი ეყოლება მაკას, მით უკეთესი იქნება. - მიუგო მამამ.
- და მერე? მაინც დაიძვრენს თავს და მე რა გავაკეთო?! შვილი, როგორ დავიბრუნო?!
- ისე მართალია. - ჩაურთო დეტექტივმა. - მაკას რაც მეტი მომჩივანი ეყოლება, მით უფრო მისი რეპუტაცია ილახება, წყალი შეუდგება და ნელ-ნელა სრულიად შესაძლებელია, რომ მისმა დამქაშებმაც ამოიდგან ენა.
- ჰო, ჰო! - კვერი დაუკრა მამამ. - ჯერ თუნდაც, ერთმა და მერე ერთმანეთის მიყოლებით შეიძლება ბევრმაც ბევრი რამ დაფქვას.
- ერთი ელზა და დინა შეიძლება უფრო ავალაპარაკო, თუმცა არც კი მაქვს იმედი. - დაბალი ხმით დაურთო ლარამ.
- ჯერ უნდა დაიმეგობრო, როგორმე და მერე ვნახოთ. - მიუგო დეტექტივმა.
- იცი, დინას ის ჩექმები უნდოდა, რომელსაც მაკამ თავის დროზე დაადგა თვალი. - ლარამ ელენეს გახედა.
- მერე? - გამოცოცხლდა ელენე. - მოვიდეს და გავატანოთ! რა პრობლემაა?!
- როგორც ვიცი, ფული არ ჰყოფნის და რამდენიმე ხანი გადამინახონო, ზუსტად ამას წინათ მთხოვა.
- და შენ უარი უთხარი? - ჩაეკითხა დედა.
- არაფერს შევპირებივარ, რადგან ასე ჩავთვალე საჭიროდ. - მიუგო ლარამ.
- ისე, მშვენიერი სვლაა. - მოუწონა მამამ. - ასეთ რამეზე, უცებ არც უნდა დათანხმდე.
- ახლა კი, შეგიძლია უთხრა, რომ გადაუნახავენ, მხოლოდ შენი ხათრით. - დაურთო ისევ დედამ. - თუმცა, არა, არა!
- რატომ? - ჰკითხა ლარამ.
- ენე! - საკმაოდ მბრძანებლური ტონით მიმართა რძალს. - ბუტიკიდან დაარეკინე მენეჯერს, რომ თუ ამ დღეებში არ წაიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სასწრაფოდ გაიყიდება!
- ჰო, ამით უფრო დააჩქარდება, ლარასთან ხვეწნის პროცესი. - ღიმილით დაურთო რძალმა.
მშვენიერი იდეა იყო, დინას უფრო მეტად დაიმეგობრებდა ლარა, მაგრამ იმედები მაშინვე გაუცრუვდა, როცა დინამ დახმარებაზე უარი უთხრა. უკვე გამოვნახე გზა და დიდი მადლობაო.
ლარა ძალიან გულდაწყვეტილი დარჩა.
- სავარაუდოდ, მაკასგან იშოვა. - დაასკვნა ელენემ. - მაგრამ მაკამ თუ იცის, ნეტავ რის ფული მისცა?
- ეჰ, ახლა რა მნიშვნელობა აქვს. - ლარამ ამოიხვნეშა და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ როგორ ცდებოდა.
დინა საგონებელში იყო ჩავარდნილი, სასწრაფოდ ახალშობილი ბიჭი უნდა ეშოვნა და რაც შეიძლებოდა მალე. მისი უტიფრობა იქამდეც კი მივიდა, რომ იმ აგარაკზეც ამოჰყო თავი. იქაურ პერსონალს ძალიან გაუკვირდათ და ცოტაც დაფრთხნენ კიდევაც. დღეს ნამდვილად არ გელოდითო.
- დამშვიდდით, ისე შემოვიხედე. - ღიმილით მიუგო დინამ და ჩვილებს ინტერესით შეავლო თვალი. - ბიჭებია? - ვითომდა გულუბრყვილოდ იკითხა, თუმცა უკვე პასუხი, ისედაც ცხადი ჩანდა.
- არა, არა! - გაეცინა ერთ ექთანს. - ვარდისფერ საწოლებში, მხოლოდ გოგონები გვყავს.
- ჰმ, არც მიმიქცევია ყურადღება. - თავი მოიკატუნა დინამ. - აქვე, მეზობელ სოფელში, ახლობელის გასვენებაში ვიყავი და ბარემ შემოვიხედე. ავტობუსი მხოლოდ ორ საათში იქნება და იქ გაჩერებაც აღარ მინდოდა.
თითქოს დაიჯერეს კიდეც დინას ეს უმნიშვნელო ტყუილი, მაგრამ მოგვიანებით მაინც შეატყობინეს მაკას.
მაკა საშინლად განრისხდა. მშვენივრად იცოდა, არანაირი ახლობელი და ნათესავი დინას იქვე მახლობლად და არც არსად აღარ ჰყავდა. ვისთანაც მიესვლებოდა, ან თუნდაც, ოდესმე რამეზე შესტკიოდა გული, ყველასთან უკვე დიდი ხანია გაწყვეტილი ჰქონდა კავშირი. თუმცა, მაკას ახლა დინასთვის სულ არ სცხელოდა, მორიგი ოჯახი უჩიოდა მაკას, შვილის გაქრობაზე. ახლა მართლაც დინას აცუნდრუკებისა და სისულელეების დრო ნამდვილად არ იყო და ვისთვის უნდა ეთხოვა, დინას ყურადღება მიაქციეო? ცანცარა ელზასთვის? რომელმაც საქმე კინაღამ ჩაშალა და ლამის ერთი ამბავი ატეხა იმ ერთი ბეჭდის გულისთვის. ანდა თუნდაც, იმ ყურმოჭრილი მონა-ექთნისთვის? რომელიც მაკას ზურგს უკანაც მშვენივრად ითბობდა ხელს. მართალია, მაკამ ყველაფერი მშვენივრად იცოდა, მაგრამ არასდროს უგრძნობინებია მისთვის და ახლა, სადღაც, რაღაც მომენტში, მაკა ფაქტიურად მარტო რჩებოდა. მხოლოდ ის შესძლო, რომ აგარაკის ხალხისთვის ეთქვა, ჩემი შეთანხმების გარეშე, არც არავინ დაიტოვოთ და არც არავის გაატანოთ ჩვილიო. სამშობიაროში კი, თვითონვე არ უნდა მოედუნებინა ყურადღება, მიუხედავად იმისა, თუ რა გაწამაწიაშიც ბრძანდებოდა თავად.
თავიდან დინას ლამის ელდა, როცა ის მშობიარე ქალი, რომელიც მეხუთე შვილს ელოდა, პალატაში რომ აღარ დაუხვდა. თუმცა, მალევე შეიტყო მიზეზი.
- ქალი მეხუთე შვილს აჩენს და ასეთი გამოშტერებული როგორ უნდა იყო, რომ ვერც კი ხვდებოდე თუ რამდენი ხნის ორსული ხარ. - ცინიკურად აღნიშნა ერთმა ექთანმა.
- ჰო, გამოუცდელი რომ ყოფილიყო, კიდევ მესმის, მაგრამ... - ღიმილით დაუმატა მეორემ.
- მშობიარობა ეგონა და თურმე მუცლის გვრემა ჰქონია. - განაგრძო ისევ პირველმა. - ჯერ კიდევ ორი თვე აქვს დარჩენილი და მანამდე კონსულტაციაშიც კი არ ყოფილა.
- შიმშილით უხმებოდა კუჭი და მაგიტომაც აიტკივა მუცელი, სამშობიაროში მაინც მაჭმევენ რამესო. - ქირქილებდა მეორე.
- მერე? აჭამეთ რამე! - ვეღარ მოითმინა დინამ და ჩაერია. თუმცა, უკვე განყოფილების უფროსი ექთანი იყო და ისედაც უპრობლემოდ ჰქონდა უფლება საუბარშიც ჩარეულიყო და შენიშვნაც მიეცა.
- სამშობიაროს უფასო სასადილოდანაც მიგვაქვს, აბა მართლა მშიერს ხომ არ დავტოვებთ და თანაც, ვისაც რამე გემრიელი მორჩება, იმასაც ხშირად ვაწვდით. - მიუგო ერთმა.
- აბა, მის ბედოვლათ ქმარს, პურიც ძლივს მოაქვს და ესენი კი მაინც აჩენენ და აჩენენ. - დაურთო მეორემ.
- ჰოდა, ეგ მაგათი პრობლემაა! - მხრები აიჩეჩა დინამ. - ჩვენ, ჩვენი მხრიდან ვალდებულნი ვართ, ის ულუფა მივაწოდოთ, რაც სამშობიაროს განრიგით ეკუთვნის და მორჩა.
დინა საგონებელში იყო ჩავარდნილი. საკმაოდ სარფიანი კლიენტი იშოვა და ამ დროს მაკას რატომღაც საერთოდ არ სცხელოდა ბავშვის გასაშვილებლად, პირად პრობლემებს იმიზეზებდა. მერე თავად გადაწყვიტა, დამოუკიდებლად ემოქმედა. აგარაკზეც კი აჰყო ცხვირი, იქ კი გოგონები დაუხვდნენ, კლიენტს ბიჭი სურდა. ბიჭის მოლოდინში სამშობიაროდ გამზადებული ქალი კი, ახლა სხვა განყოფილებაში, შენარჩუნებაზე დააწვინეს და რაც პირადად მას საერთოდ აღარ ეხებოდა.
ახლა საკითხავი იყო, თუ რამდენ ხანს დაუცდიდნენ მისი კლიენტები, რომლებიც უკვე უცხოეთში გადასახვეწად იყვნენ მზად და ამ დროს კი მაკა უარზე იდგა, ყველანაირი გაშვილების საქმეების შეჩერებას კატეგორიულად მოითხოვდა.

LEX. 2025 წლის 30 დეკემბერი, სამშაბათი.

No comments:
Post a Comment