46.
- რა უნდოდა მაკას? – ჰკითხა ლარას დედამ.
- არაფერი ისეთი. - მხრები აიჩეჩა ლარამ. - რაღაც ჩექმები აინტერესებდა...
- მერე, მოვიდეს! - ჩაურთო რძალმა. - საუკეთესოს ავარჩევინებ! და ეს თუ უშველის ჩვენს საქმეს, დავუკლებ კიდევაც!
- რა თქმა უნდა, კეთილგანწყობილნი უნდა ვიყოთ მტრის მიმართ, ასე სჯობს. - დაურთო მამამ. - რადგან ასეთი დადებითი ემოციის დროს, მტერი ადუნებს ყურადღებას და სრულიად შესაძლებელია მისი სუსტი წერტილიც აღმოაჩინო.
- საკუთარი დიპლომატიური გამოცდილებიდან საუბრობ, მამა? - სიცილით აღნიშნა ძმამ.
- როცა მტერი ასეთი ძლიერი და საკმაოდ გამაგრებული ზურგით არის, მაშინ დიპლომატია კი არა, თუ საჭიროა კუდსაც გამოიბამ! გასაქიცინებლად!
ყველას გაეცინა.
- ახლა შემდეგი გეგმა. - დაიწყო ისევ მამამ. - ლარა და ელენე მაკას დაეხმარებიან ჩექმაა თუ კალოშის შერჩევაში. შენ კი! - დეტექტივს გადახედა. - შეეცდები იმ ჩვილის მშობლებთან გასაუბრებას, მხოლოდ არც კი წამოგცდეს, რომ მაკაზე რამეს ეჭვობ. მხოლოდ ჩვილების მოულოდნელი გარდაცვალების საქმეებს იძიებ და ესეც ერთ-ერთი შემთხვევაა.
- გასაგებია. - თავი დაუკრა დეტექტივმა. - ყველაფერს გავარკვევ.
- და მე რას დამავალებთ, ბატონო მამა? - ირონიულად იკითხა ძმამ.
- შენ ბავშვი გამოიყვანე კალათბურთიდან. - მაშინვე მიახალა ცოლმა და კვლავ ყველას ღიმილი მოჰგვარა.
ელენეს ბუტიკში მაკას ლამის ფეხქვეშ გაეგნენ. ყველა შემოეხვია და ისეთი საკოლექციო ბრენდის მოდელები აჩვენეს, რომლებზეც მხოლოდ გარკვეულ თანამშრომლებსაც ძლივს მიუწვდებოდა ხელი.
მაკა აღფრთოვანებული დარჩა. პირდაპირ კატალოგიდან შერჩეული, ქალაქში შემოსული ერთადერთი ეგზემპლარი მას ეცვა უკვე. წინასწარ შეკვეთაზეც რიგშიც ერთ-ერთ მოწინავედ ჩაწერეს. მხოლოდ ერთადერთ რამეზე დასწყდა გული. სწორედ იმ სტილის ნატის ჩექმებზე, რომელსაც უკვე რა ხანია ნატრობდა. მაკას მოუბოდიშეს, ის ჩექმა მხოლოდ ერთი შემოვიდოდა ამ სეზონზე და უკვე ლამის შეძენილი ჰქონიათ, თანხის ნაწილიც, წინასწარ იყო უკვე გადახდილი.
- ქალბატონო მაკა. - ელენე საშინლად წუხდა. - როგორც კი ჩამოვა, იმ გადახდილ თანხას უკან დავუბრუნებთ მყიდველს და ვეტყვით რომ წუნდებული იყო და უკანვე გავაბრუნეთ და მაშინვე თქვენთვის გადავდებთ. ამ მცირე ტყუილით ჩვენი მაღაზია არ დაზარალდება და თქვენ შეგახვედრებთ სასურველს.
- არავითარ შემთხვევაში! - თავი გაიგიჟა მაკამ. - სხვა დროს სხვა რამეს ავარჩევ, რადგან უკვე გაყიდულია, თავს არ ვაკადრებ ასეთ რამეს.
ყველა გაოცებული დარჩა, მაკას ასეთი თავმდაბლობითა და დიდი ინტელექტით და მისი სახით, საკმაოდ თბილი, სასურველი მუდმივი კლიენტი შეიძინა ქალაქში, ყველაზე ცნობილმა და პრესტიჟულმა ბუტიკმა.
მართალია, მაკას საშინლად დასწყდა გული იმ ნანატრ ნატის ჩექმებს, სხვა ვიღაც რომ დაეპატრონებოდა, მაგრამ არც კი შეიმჩნია, სამაგიეროდ სხვა დროს, უკეთეს და უფრო გამორჩეული მყიდველის, პირველ რიგის კლიენტურაში მოხვდა.
- რა საოცარი ქალია, ეს მაკა. - აღფრთოვანებს ვერ ფარავდა ელენე. - ვერც კი იფიქრებ, რომ ასეთი სანდომიანი სახის მიღმა, ამდენი სიბოროტე და სიბინძურე იმალება.
- რა იყო, ჩემო ცოლო? ასე მოგხიბლა? - ღიმილით ჩაურთო ქმარმა.
- სწორედაც, რომ მასეთი სანდომიანი და კეთილი თვალების გამო ასდის ხელზე ყველა სისაძაგლე. - დედამთილმა ამოიხვნეშა.
- ესე იგი, გველს გამოიყვანს ხვრელიდან, არა? - თავი გადააქნია ლარას მამამ.
- თან ისე, რომ არც მას უკბენს და საერთოდ კბენასაც კი დაავიწყებს. - კვერი დაუკრა რძალმა.
- აი, ხედავ ლარა? - მამამ შვილს გახედა. - ვისთან გვაქვს საქმე?
პასუხად ლარამ ღრმად ამოიხვნეშა.
- ჩვენ ყველას შენი იმედი გვაქვს. - განაგრძო მამამ. - მასეთ ხალხს თავისავე მეთოდით თუ შევერკინებით, ისე არაფერი გამოვა.
- რა გავაკეთო? მეც ვუცინო და ვუღრიჭო? ამას ისედაც ვაკეთებ უკვე რა ხანია. - კვლავ წუხდა ლარა.
- დიახაც! - მიუგო ძმამ. - უნდა უცინო და უღრიჭო კიდევაც და თან, ძირიც უნდა გამოუთხარო!
- კი ბატონო. - მხრები აიჩეჩა ლარამ. - ვთხაროთ და ვთხაროთ.
- და რა ხდება აბა შენსკენ? - მამა ახლა დეტექტივს მიუბრუნდა.
- რა და... - დინჯად დაიწყო დეტექტივმა. - იმ ცოლ-ქმარმა, ჩემი რჩევითა და შეგონებით, ისე რომ მე საერთოდ არ ვფიგურირებ, შვილის გადასვენება მოითხოვა, ოფიციალური საბუთით და ვნახოთ.
- და რა უნდა ვნახოთ? - მხრები აიჩეჩა ძმამ. - სხვის გარდაცვლილ ჩვილს გამოატანენ და ეგ იქნება!
- მერე ტესტის პასუხებსაც რომ ააფარებენ მაკას სახეზე, აი მაშინ რას იზამს ნეტა?! - მწარედ ჩაეცინა ლარას.
- ჰოდა, ასე ეტაპობრივად ყველაფერი გამოვა. - გაუღიმა დეტექტივმა. - დიდი მოთმინება და ძალისხმევა გვმართებს და ყველაფერი გამოვა. თუმცა, საკმაოდ დიდ დროს წაგვართმევს, მაგრამ სადაც ამდენი წელი ითმინე, სჯობს ისევ აიტანო, თანაც უკვე იცი, რომ საქმე აშკარად დაიძრა.
ყველამ კვერი დაუკრა და ლარასაც უფრო მეტი იმედი მიეცა.
ლარა კვლავ განაგრძობდა მაკასთან მუშაობას. ახლა უფრო მეტად თავდაჯერებულად იყო, თვალებში სიხარული და სიმტკიცე ჩაუდგა. აღარ იყო ისეთი ფარფატა, დაბნეული და ინფანტილური.
ლარამ რამდენჯერმე არქივშიც ისე შეუმჩნევლად შეჰყო ცხვირი და ძველი საბუთებიდან საკმაოდ სერიოზული დოკუმენტები ამოქექა, სადაც მშობიარეს, ჩვილის გარდაცვალება უფიქსირდებოდა. დეტექტივი კი თავის მხრივ ამოწმებდა, თუ ვის გაატანეს დაღუპული ჩვილი და ვის არა. ვისაც გარდაცვლილი ჩვილი გაატანეს, ზოგს მშობელს მართლაც გაუჩნდა ექსგუმაციის სურვილი, თუმცა მერე უკანაც დაიხიეს, რადგან არც თუ ისე ცოტა თანხა და სერიოზული საბუთის მოპოვება ხდებოდა საჭირო. ამიტომ დეტექტივი, იურიდიულ საკითხს მოაგვარებდა და ლარას მამა კი ექსპერტიზის ხარჯებს დაფარავდა, ხელმოკლე ოჯახებისთვის.
- ლარას მოპოვებული საბუთებიდან, ვისაც მივწვდით, ნახევარზე მეტი, რატომღაც უარს ამბობს. - ამოიხვნეშა დეტექტივმა.
- არა უშავს. - დაამშვიდა ლარას მამამ. - რამდენიმე ადამიანიც კი უკვე საკმარისი ხდება, რომ საქმე აღიძრას.
- ჯერ ლარას ბიჭზე, ვერაფერს ვამტკიცებთ. - კვლავ დარდობდა დეტექტივი. - მაკას ყველაფერი ისე აქვს გაკეთებული, რომ არქივშიც კი დევს მისი მშობიარობის ოფიციალური საბუთები, ყველა კანონის დაცვით მისი შვილი გამოდის.
- და იქნებ, მართლაც მისი შვილია და ან რაღაც ხელოვნური ორსულობით ან სუროგაციით მოახერხა? - ჩაურთო ლარამ.
- ეს ტესტებიც ძაან ფარულად ხომ მაინც გადავამოწმეთ და კუსუ, ნამდვილად ლარას შვილია. - განაგრძო დეტექტივმა. - მაკასთან აბსოლუტურად არაფერი აკავშირებს იმ ბავშვს, თუმცა არც დაბადების თვე და რიცხვი, წელიც კი არ ემთხვევა.
- ნუ ეგ მაკას არც გაუჭირდებოდა. - მამამ ამოიხვნეშა და შვილს გახედა. - მთავარია, ახლა ლარამ არ გვიღალატოს და თავი დაიჭიროს.
- რაც შემიძლია თავს ვიკავებ, რადგან ვიცი, სხვანაირად შვილს ვერ დავიბრუნებ. - თვალები აევსო ლარას.
- დავუშვათ მაკას დაუმტკიცეს იმ ჩვილების გაქრობა და მერე ლარას ბავშვზე, რომ მაინც ვერაფერს ვამტკიცებთ? - ჩაურთო ელენემ.
- მაკას მოუწევს პასუხის გება, კანონის წინაშე. - მიუგო მამამ. - ყველა მხრიდან უნდა შევუტიოთ და მოვასუსტოთ და როგორც კი დააკავებენ, აი მაშინ უკვე კუსუსთვის თანდათანობით შესაძლებელი გახდება სიმართლის გამხელა.
- აუ, თუ მართლა დროზე დააკავეს, რა მაგარი იქნება! - ელენემ მხიარულად შემოჰკრა ტაში და ლარას გამოხედა. - კუსუს აქ გადმოვიყვანთ, ვითომდა მაკა რომ მშვიდად იყოს, ბავშვი მარტო არ დარჩესო და უფრო შევაყვარებთ თავს.
- ღმერთო ჩემო. - ცრემლი მოადგა ლარას. - ნეტა მართლა ვეღირსებოდე მაგ დღეს და მოვითმენ რამდენიც საჭირო იქნება.
- მოკლედ. - ჩაერთო ლარას დედა. - სანამ მაკა ბოლომდე კედელთან არ იქნება მიმწყვდეული, მანამდე ლარას ბიჭთან მხოლოდ ისევ იგივე მეგობრობას ვაგრძელებთ! ერთი სიტყვა! კრინტიც კი არავინ დაძრას! გასაგებია! - დაასრულა მბრძანებლური ტონით.
- არის უფროსო! - სიცილით მიუგო მამამ.
სანამ ლარას ოჯახში მაკას სიბოროტეებს განიხილავდნენ, ამასობაში მაკა უფრო მეტად დაუახლოვდა ლარას. თუმცა, თავის ბნელ საქმეებში, მაინც არანაირად არ სურდა მისი ჩარევა. ლარაც უკვე საკმაოდ თავისუფლად გრძნობდა თავს მაკასთან და ახლა უფრო მეტად მიუწვდებოდა ხელი არქივის საბუთებზე, როგორც უკვე ოფიციალურად მაკას პროტეჟეს, რადგან მაკამ ყველას გამოუცხადა, ამ გოგოს, არავინ არაფერი აწყენინოს, ჩემიანიაო.
თავიდან ელზას რაღაცნაირად მაინც უკვირდა, რატომ იყო ლარა მაკას მფარველობის ქვეშ და თანაც, მაქინაციებს არც აკარებდა და ოდნავადაც კი არ რევდა.
- ახლა ყველამ ყურადღებით მომისმინეთ! - მაკამ გუნდი შეკრიბა კაბინეტში და ახსნას შეეცადა. - ლამარას ოჯახი, სერიოზულ და საკმაოდ გავლენიან კლანს წარმოადგენს და მისი წყენინება, ჩვენს გუნდს კი არა მთელ სამშობიაროს დაშლის, ამიტომ უნდა ვეფეროთ და ვუცინოთ, თუმცა რას აშავებს? არც არაფერს! თავის საქმის მართლაც ნამდვილი პროფესიონალია, კარგი ექიმია დანარჩენი კი, ჩვენ არ გვეხება. ხოლო რაც შეეხება ჩვენს გუნდს, მართლა აღარ გვჭირდება ზედმეტი ხალხი. ჩვენ ერთმანეთი უნდა გავიტანოთ, რადგან ერთმანეთის პატრონები ვართ და მეტი არავის იმედი არ გვაქვს და ამ ლამარას კი ხომ გითხარით? ისეთი პატრონები ჰყავს, რომ ყველანაირი ხიფათიდან გამოაძვრენენ, ჩვენ ვიკითხოთ, თორემ, ჰმ... - ცალყბად ჩაეცინა მაკას. - მოკლედ, ვუცინოთ და მოვეფეროთ ამ გოგოს, ახლა მართლა თუ რამეს დააშავებს, მოდით და მითხარით არც მასეა საქმე. დანარჩენი კი, არ ჩავრიოთ ჩვენს საქმეებში, მგონი გასაგებად ავხსენი, არა?!
ყველამ კვერი დაუკრა. მშვენივრად გაუგეს, თუ ზუსტად რაც სურდა მაკას, რომელსაც ცალკე კიდევ თავისი ანგარიშები ჰქონდა ლარასთან. მშვენივრად მოირგო ბუტიკის ბონუსები და საკმაოდ კმაყოფილი და ბედნიერი რჩებოდა და უკვე აღარც ახსოვდა, რაზეც მაშინ გული სასტიკად დასწყდა, ის ნატის ჩექმები, სულ სხვას რომ შეხვდა, თუმცა ჯერ არც იყო ჩამოსული და საშემოდგომო კოლექციის დროს ელოდნენ მხოლოდ.
კუსუმ სკოლა დაამთავრა, ბანკეტზეც საუცხოოდ გამოწყობილი ბრწყინავდა, ისედაც შესახედავად მოხდენილი ყმაწვილი მშვენიერი სანახავი იყო. მაკა სიამაყით ივსებოდა და ახლა მხოლოდ იმაზე დარდობდა, რომ პროფესიის არჩევა კვლავ უჭირდა კუსუს და მისაღები გამოცდებიც, კარს იყო მომდგარი. კუსუ, კარგი მოსწავლე და საკმაოდ განვითარებული ბიჭი იყო, ყველაფერი შეეძლო, მაგრამ თითქოს არაფერი უნდოდა და ამის გამო, იმდენად სერიოზულად წუხდა მაკა, რომ გადაწყვიტა დინასთვის გაემხილა. იქნებ, როგორმე მასთან გახსნილიყო ბავშვი და ბოლოს და ბოლოს გაერკვია, თუ რისკენ უფრო ჰქონდა მიდრეკილება.
დინა კი სულ დაკავებული იყო. დღედაღამ მუშაობდა. სახლში იშვიათად იყო და სხვის მაგივრადაც იბარებდა მორიგეობას. მაკას გულში ჩაეცინა, ძაან გადაჰყვა ეს გოგო ფულის კეთებასო და მართალიც იყო. დინა გამწარებული აგროვებდა ფულს და სურვილის ასრულებამდე არც იმდენად ცოტა იყო დარჩენილი. ბოლოს და ბოლოს, მაკას ვესესხებიო, ისიც კი გაიფიქრა და თავს არ ზოგავდა მუშაობით, მაგრამ რამდენი უნდა ემუშავა, რომ საწადელისთვის მიეღწია? ამდენი ფული მაინც საიდან უნდა მოეტანა, როცა ქირას ძლივს იხდიდა, სამაგიეროდ პრესტიჟულ უბანში და საკმაოდ კარგ სახლში ცხოვრობდა და კარგადაც ეცვა, უკვე ლამის მაკასაც არ ჩამოუვარდებოდა ჩაცმაში და არც სალონში წასვლას იკლებდა და ზოგჯერ ისე გამოიყურებოდა რომ სამშობიაროში შესვლისას ბევრი უკვე პირდაღებული აყოლებდა თვალს. დინამ ისიც კი შეიტყო, რომ ქალაქში ყველაზე დიდი ბუტიკი, სადაც რჩეული, ნაღები საზოგადოება აქტიურად იმოსებოდა, ლარას ოჯახის საკუთრება იყო და ახლა ლარასთანაც დამეგობრებაც გადაწყვიტა.
დინას მაინცდამაინც დიდი ძალისხმევა არც დასჭირვებია. ლარა საკმაოდ გულღია და მეგობრული აღმოჩნდა.
როდესაც დინას წინასწარ შეკვეთილი, სასურველი ნატის ჩექმები, ბევრად ადრე, შემოდგომის დადგომამა, ლამის ზაფხულის დასაწყისში უკვე ჩამოვიდა, იმ პერიოდისთვის, მხოლოდ ფასის მეოთხედი ჰქონდა გადახდილი და ისიც ძლივს შეაკოწიწა, ყველაფერს იკლებდა, რომ როგორმე წინასწარ შესატანი თანხა მაინც დაეფარა და სხვას არ შეხვედროდა. ბინის ქირის ფულის გადავადებაც კი სთხოვა მაკას და ისიც უყოყმანოდ დაეთანხმა. ბინის პატრონს მე ვეტყვი, შენ არ ინერციულოო, არადა თავად იყო ბინის პატრონიც და მთელი სართულის მფლობელიც. ამით კიდევ ერთხელ მოიმადლიერა მაკამ, ერთგული თანამშრომელი, თუმცა დინამ ისიც კი მშვენივრად იცოდა, თუ ვინც იდგა სწორედ ამ მოდელის ჩექმის რიგში, მაგრამ უკან არ დაიხია. დრო კი არ იცდიდა, მაკას გარდა, სხვა მსურველიც ბევრი იყო, რომლებიც უმალ სრულად დაფარავდნენ მთლიან თანხას და აი, აქ კი, დინამ გონება მოიკრიბა და გადაწყვიტა ლარასთან მეგობრობა გამოიყენებინა.
ჩვეული უტიფრობით, ბუტიკში შესვლისთანავე, უფროს მენეჯერთან შეხვედრაც მოითხოვა, შემდეგ კი მფლობელიც საკმაოდ მეგობრულად მოიკითხა. თუმცა მიუხედავად, ასეთი ნაცნობობისა, მხოლოდ რამდენიმე დღის გადავადებას შეჰპირდნენ და თანაც უკვე მთლიანად უნდა გადაეხადა. დინას ეს დიდად არ ესიამოვნა. საიდან უნდა მოეტანა ეს უზარმაზარი თანხა, მაგრამ სამაგიეროდ, მტერს თვალს დაუბნელებდა და ქალაქში ყველაზე ძვირად ღირებული, ერთადერთი და იშვიათი სილამაზის ჩექმით, მხოლოდ ის ივლიდა. თუ ბუნებამ სილამაზით არ დააჯილდოვა, სამაგიეროდ ბევრად მოხდენილად ეცვა და უკვე მაკას მერე, დინას დასახელება შეიძლებოდა, ვისაც სამსახურში ყველაზე კოხტა, მოდური და ძვირადღირებული სამოსი ეცვა.
მაკას ძალიან უხაროდა, მისმა ძალისხმევამ ასეთი კარგი შედეგი რომ გამოიღო. წუმპიდან ამოყვანილი მახინჯი იხვის ჭუკი, საკმაოდ კარგი და ყურადღებიანი მოსწავლე გამოდგა და ამასთანავე მშვენიერი ხელქვეითი. ერთი წუთითაც კი არ შეჰპარვია ეჭვი, რომ დინა უკვე მასთან გატოლებას ცდილობდა და თანდათან, უფრო და უფრო შესამჩნევიც ხდებოდა. თუმცა, მაკას გარდა უკვე ბევრი ამჩნევდა ამას, მაგრამ თქმას, რატომღაც ვერავინ ბედავდა. დინა კი უკან არ იხევდა და საწადელის მისაღწევად ლარასთან უფრო მეტად დაახლოებას ცდილობდა.
- უი, როგორი გადაღლილი თვალები გაქვს! - დანანებით გააქნია თავი დინამ.
პასუხად, ლარამ ცალყბად გაუღიმა და მხრებიც აიჩეჩა. რა თქმა უნდა, გადაღლილი იქნებოდა, წუხელ ზედიზედ რამდენიმე ჩვილი დაიბადა და აბა, დასასვენებლად ვის ეცალა.
- წამო ყავა დავლიოთ! - კვლავ სცადა ბედი დინამ. - მე გეპატიჟები.
- კარგი. - თავი დაუქნია ლარამ. - მხოლოდ, მე გეპატიჟები.
- არა! მასე არ გამოვა! - თითქოს იწყინა კიდეც დინამ და იმდენი შეძლო, რომ მაინც დაიყოლია. ბოლო ხურდები ძლივს ეყო ორ ფინჯან ყავაზე, მაგრამ იხტიბარს არ იტეხდა, თავი მართლაც მდიდარი ქალივით ეჭირა და სინამდვილეში კი, კუჭი უხმებოდა. კიდევ კარგი, სადილობისას ახალშობილის ოჯახმა საკმაოდ დიდი ძღვენი შეუგზავნა მაკას. მაკამ კი როგორც ყოველთვის ყველას გაუყო. ესეც მაკას თბილი და მეგობრული ტაქტიკა იყო და დინამაც მშვენივრად იცოდა, თუ რატომ აკეთებდა ყოველთვის ამას. მაკა ერთ ფილა შოკოლადსაც კი აუცილებლად გაყოფდა და თავად, მხოლოდ ერთ ნატეხს თუ გასინჯავდა, მაშინვე თანამშრომლებში არიგებდა ყველა სასუსნავს და ზოგჯერ სახლიდანაც კი მოჰქონდა. მაკამ ისიც გათვალა, რომ არამხოლოდ თავისი პირადი გუნდის წევრები, არამედ სხვა თანამშრომლებსაც სჭირდებოდა წახალისება და ცდილობდა, არავინ დაეტოვებინა უპატივცემულოდ.
დინამ თახთახა ცხელი ხაჭაპურის უკვე მეორე ნაჭერიც იტაცა პირში და სულიც მოითქვა, აშკარად შეეტყო, რომ თვალებში გამოიხედა, რაც მაკას რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩენია. როგორც კი დრო იხელთა, მაშინათვე დინას გამოელაპარაკა.
- კარგია, რომ მიზნის მისაღწევად, ყოველ ღონეს ხმარობ, მაგრამ როდემდე გეყოფა მერე ეს ღონე? - ღიმილით დაიწყო მაკამ. - სულის ამოძრომამდე? და მერე ვის რად უნდა შენი მიღწეული მიზანი, თუ შენ აღარ იქნები.
დინამ უხმოდ ამოიხვნეშა.
- მგონი, ვერ იგებ, რას გეუბნები, თუ არ იგებ? - უკვე სერიოზული ხმით განაგრძო მაკამ. - რა ჯანდაბად გინდა ის მიზანი, რომელიც ჯანმრთელობას დაგიზიანებს? ზედმეტი არც შიმშილი ვარგა და არც სიმაძღრე! - მაკა წამით შეყოვნდა. - თუ? მიზანი იმდენად დიდია, რომ ადამიანის სიცოცხლეზე მეტია?
- მგონი, მართლა მასეა. - კვლავ ამოიხვნეშა დინამ.
- მგონი კი არადა! - შეუტია მაკამ. - ან რა უნდა შეიძინო იმის ფასი, რომ ჯანმრთელობის გაფუჭებად გიღირდეს?!
დინამ ვერაფერი უპასუხა, თუმცა სულ ენის წვერზე ედგა, ძალიან უნდოდა მაკასგან ფულის სესხება. ისიც იცოდა, მაკა უარს ნამდვილად არ ეტყოდა, მაგრამ სულ მის კისერზე ხომ არ იქნებოდა ჩამოკიდული.
- განა რამდენი გჭირდება, რომ ასე თავს იკლავ? - ახლა უკვე ირონიით მიმართა მაკამ, თუმცა დინამ რომ თანხა დაუსახელა, ღიმილი მაშინვე შეეყინა სახეზე.
დინამ უხერხულად ჩაქინდრა თავი.
- მართლა რას ყიდულობ ასეთს, რომ ლამის ერთი მანქანის ფასია, ჰმ. - თავი გააქნია მაკამ.
დინამ კვლავ ვერ უპასუხა. აბა იმას ხომ არ ეტყოდა, რომ შენ რომ ჩექმები მოგეწონა და დიდი ხანია მისი ყიდვის სურვილი გაქვს, სწორედ ის ნატის ჩექმებია ჩამოსულიო. რა თქმა უნდა მაკა უმალ შეიძენდა, მაგრამ მერე დინას? რისთვის იწვალა და აგროვა ამდენი.
მაკა კი ფიქრობდა, ალბათ დინას ბინის გამოცვლა თუ უნდაო, მაგრამ სადაც ახლა ცხოვრობდა, იმაზე კარგი და იმ ფასად, რა თანხაც დინას სჭირდებოდა, ნამდვილად გამორიცხული იყო. შეიძლება რამე ძველი, საკმაოდ გაქუცული მანქანა კი შეეძინა და ესეც ვარაუდი იყო.
- მომისმინე. - დაუყვავა მაკამ. - თუ რამე პრობლემაა, ხომ იცი, რომ მაქსიმუმს გავაკეთებ, ამიტომ შეგიძლია მენდო, როგორც ყოველთვის. განა როდესმე მიღალატია შენთვის? ან სიტყვა არ შევასრულე?
- არა, არა! - საშინლად შეწუხდა დინა. - უბრალოდ, საკუთარ თავს სიურპრიზი ჩავუფიქრე და მინდა, რომ როგორმე მე თვითონ შევუსრულო.
- ნუ კარგი. - გულზე მოეშვა მაკას. - რადგან საშიში და სახიფათო არაფერია და მხოლოდ სასიამოვნო, მაგრამ საკმაოდ ძვირიანი სიურპრიზია, ასევე საიდუმლოდ დარჩეს. შენი იყოს! - გაიბადრა მაკა. აბა რას წარმოიდგენდა თუ მისივე გამოზრდილი, მის ზურგს უკან გეგმებს ხაზავდა და ასე თავზე გადაახტებოდა.
დინას საშინლად შერცხვა. სინდისი ქენჯნიდა, რომ მის მფარველს და ერთადერთ კეთილ ადამიანს, რომელმაც ასე წუმპიდან ამოათრია, ახლა მის ზურგს სწორედ იმის ყიდვა უნდა, რაც მაკას დიდი ხანია ასე სურდა. დინა მხოლოდ იმით იმშვიდებდა თავს, რომ რადგან მაკას მოეწონა, სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ან სხვას უნდა მოსწონებოდა და ან სხვას, არ უნდა შეეძინა. რატომ უნდა ყოფილიყო მაკასთვის საწყენი? თუ სხვას არ ჰქონდა გემოვნება, თუ კარგად ჩაცმა არ სურდა?
დინას ბევრიც აღარ უფიქრია ლარასთან საუბარში, გულდაწყვეტილმა მოაყოლა, რომ ძალიან დიდი ხნის ნანატრი ჩექმები უკვე ადგილზე იყო და...
- შემოდგომისკენ ველოდი და ფინანსურად სხვა გათვლებიც მქონდა და უცებ ასე ადრე ჩამოვიდა... ცოტაც რომ კიდევ მადროვონ და გადამინახონ, ძალიან დიდი მადლობელი დავრჩები და თუ რამეში გამოგადგებით, ყველაფრისთვის მზად ვარ. - მოწიწებით დაასრულა დინამ და ამოიხვნეშა.
- ყველაფრისთვის? - მხიარულად გაუღიმა ლარამ.
- რა თქმა უნდა! - მყისვე მიუგო დინამ.
- კარგი, რამეს მოვიფიქრებ.
- ძალიან დიდი მადლობა… - აჟიტირდა დინა.
- არა, არა! - თავი გააქნია ლარამ. - ასე წინასწარ ვერ შეგპირდები.
დინა მოიღუშა.
- მართალია, ბუტიკი ჩვენი ოჯახის საკუთრებაა, მაგრამ მას ვინც განაგებს და კიდევ ვინც ხელმძღვანელობს, მათაც ხომ თავიანთი გათვლები აქვთ, ამიტომ დახმარებას ნამდვილად გაგიწევ, თუმცა თავად თუ არ მოისურვეს, მეც დიდად ვერ შევძლებ.
დინა მოიღუშა. ფაქტიურად ლარამ უარი უთხრა.
„ამხელა უზარმაზარი და ქალაქში პირველი მაღაზიის მფლობელისთვის, რა გახდა მართლა ერთი ჩექმა?
ფულს ვიხდი, უფასოდ ხომ არ ვითხოვ?
ორ-სამ სიტყვას შემაწევს და ამით დიდად დამავალებს, არა? ჰაჰ!
ის მაინც შემოეთავაზებინა, რომ გასესხებო? რა თქმა უნდა, მაშინვე ავუხსნიდი, რომ ხელფასის დროს მივცემდი, ნაწილს მაინც, თუ თანახმა იქნებოდა ძალიან კარგი, მაგრამ სიტყვაც კი არ დაუძრავს. ასეთი მილიონერი ქალისთვის, ერთი ჩექმის ფული კაპიკებია.
ეჰ, აბა მაკას რომ ეთქვა, ხომ მაშინვე კუდს გაუქიცინებდა.“
დინამ ხელი ჩაიქნია, ლარას იმედი უკვე აღარც ჰქონდა. ერთადერთი ხსნა, ისევ მაკა იყო, მაგრამ ახლა მაკასთვის არ უნდოდა ეთხოვა, რადგან სწორედ მაკამ დაადგა პირველი თვალი იმ ჩექმას, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მხოლოდ ჟურნალის ფურცელზე არსებობდა და მისი მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარის გამოშვებაც კი, ვარაუდში იყო.
„ნეტა მართლა გამეგრძელებინა სწავლა, მაშინ უფრო მეტი პრივილეგიით ვისარგებლებდი, სად მართლაც ექთანი და სად ექიმი. მერე რა რომ მაკას წყალობით უფროსი ექთანიც გავხდი, მაინც დაბალი საფეხურია.“
- რას ჩაფიქრებულხარ?!
სახლისკენ მიმავალ დინას, კუსუს მხიარული ხმა წამოეწია.
- ყოველთვის ადამიანს, საკუთარი სიზარმაცე ღუპავს.
- რა ბრძნული აზრებია, დინა? რა ხდება? - კუსუს კვლავ მხიარული ტონი ჰქონდა.
- სწორედ ასე ვფიქრობდი ახლა! რაც მე მაკა მიჩიჩინებდა გააგრძელე სწავლაო, ახლო ხომ უკვე ექიმიც ვიქნებოდი, მაგრამ ვერ გავტვინე, მე უბედურმა!
- არც ახლაა გვიან! და უბედური რატომ ხარ? სულაც არა!
- ვითომ? - ეჭვიანად ჩაეკითხა დინა. - მერე ეგ როდისღა იქნება...
- თუ არ დაიწყე, არასდროს იქნება. - ღიმილით მიუგო კუსუმ.
- ძალიან ბრძნულ აზრებს ვაფრქვევთ ორივე და სჯობს მართლა წიგნებში ჩავიხედოთ. - ირონიულად აღნიშნა დინამ.
- განა წიგნის კითხვა არ მიყვარს. - შუბლი შეკრა კუსუმ. - მაგრამ...
- რა მაგრამ? - კვლავ ჩაეკითხა დინა.
კუსუმ უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- გინდა ბურგერები? - შესთავაზა დინამ.
- რა იყო? - ტუჩი დაბრიცა კუსუმ. - მქრთამავ, რომ რაღაც მათქმევინო?
- არა, არა! - შეწუხდა დინა.
- ვიცი, დედამ დაგავალა, იქნებადა შენგან გაიგოს თუ სად მსურს სწავლის გაგრძელება და ასე გადაეცი, რომ ჯერ არსადაც არ მსურს!
- მაკა არაფერ შუაშია. - მხრები აიჩეჩა დინამ. - მორიგეობიდან მოვდივარ, დაღლილი და მშიერი. უბრალოდ, დამეწვიე თუ სურვილი გაქვს.
- მაშინ ბურგერები არ გვინდა და მე დაგპატიჟებ!
პასუხად დინამ გაუღიმა. ნამდვილად არ ჰქონდა ახლა კუსუს დაპატიჟების თავი, ისედაც ყოველ კაპიკს აგროვებდა.
საღამოს შინ მისულ მაკას სასიამოვნო ამბები მოახსენეს. დინას ექიმის დიპლომი სურდა და კუსუც რაღაცნაირად უფრო შემართებით იყო სწავლის მხრივ.
- მშვენიერია! მშვენიერი! - აღფრთოვანებას ვერ ფარავდა მაკა. - ბოლოს ასეთი კარგი ამბავი, როდის შევიტყვე, აღარც კი მახსოვს.
- ბევრი ვიფიქრე, თუ ცოტა... - ცალყბად ეღიმებოდა დინას. - ფაქტიურად ყველაფერი ვიცი და ბოლოს და ბოლოს თეორიულად დავიზეპირებ, თუ გამოვა...
- რას ჰქვია, თუ გამოვა?! - შეუფუცხუნა მაკამ. - ისეთ რეპეტიტორებთან გაგიშვებ, რომ გამოუსვლელს, გამოიყვანენ. მთავარია, შენ არ იზარმაცო, თანაც პრაქტიკაში უკვე კარგი სპეციალისტი ხარ და რა გახდა მართლაც ერთი დიპლომის აღება. ეს პრაქტიკული ცოდნაც, იცი როგორ გამოგადგება გამოცდებზე, შენ ჯერ კიდევ არ იცი.
- ვიშოვნი წიგნებს და მე თვითონ ვიმეცადინებ, ახლა რეპეტიტორების თანხა ნამდვილად არ მაქვს.
- ან შენ თვითონ ასეთ რთულ პროგრამას როგორ დაძლევ, ან მე როდის გითხარი რომ რამე თანხაა გადასახდელი? - იწყინა მაკამ. - განა მართლა ყოველთვის ფულია საჭირო? ზოგჯერ კარგი ნაცნობობა, გავალება და კიდევ უამრავი წვრილმანი. ასე რომ, დამშვიდდი და შენგან მხოლოდ სიბეჯითე იქნება საჭირო!
დინა გაბადრული სახით უქნევდა თავს და მხოლოდ იმას ნანობდა, რატომ ადრე არ მოვინდომეო. მაკამ ახლა კუსუს გადახედა, მასაც უნდა ჰქონოდა სათქმელი, მაგრამ რატომღაც კუსუ დუმდა.
- შენც ექიმი გინდა გამოხვიდე? - ეჭვიანად ჩაეკითხა მაკა.
- ექიმი? - კუსუ შეყოვნდა.
მაკას ფერმა გადაჰკრა, სულაც არ სურდა შვილის ექიმობა და იმ მორევში ჩათრევა სადაც თავად ტრიალებდა. თავიდან არა, მაგრამ მერე აუცილებლად გაჩნდებოდა კითხვა, თუ ამხელა ქონების მოხვეჭა მხოლოდ სამშობიაროს მთავარი ექიმის თანამდებობით როგორ შესძლო.
- არა! - ისეთ ხმით წამოიძახა კუსუმ, რომ მაკა ადგილზე შეხტა, თუმცა არავის შეუმჩნევია.
მაკას მაშინვე გულზე მოეშვა და ფერზეც მოვიდა, ახლა ღიმილით შეჰყურებდა თავის პირმშოს და მის სიტყვას ინტერესით ელოდა.
- ექიმობა, ნამდვილად არ მინდა. - განაგრძო კუსუმ. - მაგრამ...
- მაგრამ? - ვეღარ მოითმინა მაკამ.
- ძერწვა მომწონს ძალიან და კარგად ვხატავ, მგონი...
- და მერე ახლა უნდა ვიგებდე ამას? - იწყინა მაკამ. - ხალხი წლობით ემზადება, რომ აკადემიაში ჩააბაროს და შენ სკოლა დაამთავრე და კატეგორიულად აცხადებდი, არ მინდა სწავლის გაგრძელებაო და ახლა რაღას მოასწრებ?!
- და იქნებ, ვასწრებ! - უკან არ დაიხია კუსუმ.
- და მაშინ რაღას ზიხარ აქ? - შეუფუცხუნა მაკამ. - წადი და ხატე! სასწრაფოდ უნდა გავიგო ქალაქში საუკეთესო მხატვარი-პედაგოგი. თანხას მნიშვნელობა არა აქვს!
კუსუმ უხმოდ დაუქნია თავი. მაკას კი მოეჩვენა, რომ ბიჭს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ მაინც გაჩუმდა. ზედმეტი ძალდატანება საჭირო არც იყო. ამიტომაც აღარაფერი ჰკითხა.
დინა კი კვლავ საგონებელში იყო. ფული! სასწრაფოდ სჭირდებოდა ბევრი ფული და საიდან უნდა მოეტანა?!
ასეთ დარდებში როდესაც, ერთ მშვენიერ დღეს სამშობიაროში საკმაოდ ხელმოკლე ოჯახი შვილის გაჩენას ელოდა, და სწორედ ასეთი ტიპის ოჯახის გამოყენება უყვარდა მაკას, მაგრამ რატომღაც თავი შეიკავა. დინა ვერაფერს ხვდებოდა, რატომ იდგა მაკა უარზე და კატეგორიულად უარს აცხადებდა, ჩვილის მოპარვაზე. მერე ისიც კი გაიფიქრა, იქნებ მაკას ახლობლები არიანო და ამიტომაც ამჯერად უარზე იდგა.
ორსული ქალი უკვე მესამე დღე იყო შვილის გაჩენას ლამობდა, მაგრამ ბავშვი თითქოს მის ჯიბრზე არ იბადებოდა. ყველას ებრალებოდა, ლამის ნახევრად მშიერი გოგო. ქმარს ზოგჯერ მარტო ცარიელი პური მოჰქონდა და მორიდებით აწვდიდა, არაფერი გააჩნდათ ერთმანეთის სიყვარულის გარდა.
სასადილოში ჩასულმა დინამ შედარებით იაფფასიანი მენიუ შეუკვეთა. არც იმდენად გემრიელი ყავა, რომელსაც იმავე ფასში ორი ცალი, წინა დღის გამომცხვარი, ასევე გემოს მოკლებული პატარა ფუნთუშა მოჰყვებოდა. დინა მაინც გემრიელად ილუკმებოდა და ფიქრობდა, რომ მეორე ფუნთუშას, ვახშმობის სულის მოსათქმელად გადავინახავო, მაგრამ ამ დროს ერთი სანიტარი მოადგა და სწორედ ის ფუნთუშა სთხოვა. დინას საშინლად არ ესიამოვნა, მაგრამ უარი არ უთქვამს. თანაც, როცა გაიგო თუ ვისთვის უნდოდა, თავადაც დაინტერესდა ენახა, ის მაკას პროტეჟე, ნეტა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, რომელიც ასეთ გაჭირვებაში, უკვე მეხუთე შვილის დედა ხდებოდა და მაკა მაინც რატომღაც უარზე იდგა. სულაც არ სურდა ჩვილის აწაპვნა.
დინამ ფუნთუშით ხელში ფრთხილად შეაბიჯა პალატაში. ორსული ქალს ღრმად ეძინა. მთელი სევდა, განაწამებ სახეზე ეწერა.
დინა ერთ ადგილზე გახევდა. გაფითრებული სახით ჩააშტერდა. ორსულმა ქალმა თვალები შეაღო, ნამძინარევი სახით გამოხედა დინას. ოდნავ, სევდიანად გაუღიმა და კვლავ თვალები მილულა. დინა გაშეშებული შეჰყურებდა, სახეზე მკვდრის ფერი ედო. მერე უცებ გონება მოკრიბა და ლამის სირბილით დატოვა იქაურობა.

LEX. 2025 წლის 9 ნოემბეტი, კვირა.

No comments:
Post a Comment