45.
მაკამ მშვენივრად ისარგებლა ლარას არყოფნით და მთელი ის სამი დღე, ახალშობილის მოპარვასა და გაყიდვას დაუთმო. საკეისრო კვეთა დროზე ადრე ჩაატარა, ჩვილიც იოლად ააცინცლა და იქეთაც „დაამადლა“:
- საკეისრო რომ არ გაგვეკეთებინა ჩვილთან ერთად დედასაც დავკარგავდით!
- რა ვიცი... - მხრები აიჩეჩა დამწუხრებულმა ქმარმა. - ერთ კვირაში უწევდა ოპერაცია და ასე საჩქარო, რატომ გახდა?
- ძალიან იშვიათია, როცა მშობიარობის რიცხვი ზუსტად ემთხვევა წინასწარ გამოთვლილს.
- ჰო, მაგრამ იქნებ მაინც შეგეტყობინებინათ ჩემთვის. - წუხდა „გარდაცვლილი“ ჩვილის მამა. - ძალიან მინდოდა მშობიარობას დავსწრებოდი.
- ეს მშობიარობა არ იყო. - უხსნიდა მაკა. - სასწრაფო ოპერაცია ჩატარდა. ისედაც ხომ იცოდით, რომ საკეისრო კვეთა იქნებოდა საჭირო.
- ვიცოდი... - ამოიხვნეშა კაცმა.
- ნუ, არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ... - მაკა შეყოვნდა.
- მაგრამ?.. - კაცი გამომცდელად ჩააშტერდა.
- ნაყოფი უკვე მკვდარი იყო, როცა ამოვიყვანეთ და მერწმუნეთ. - ხმა შეარბილა მაკამ. - ამის ნახვა, საშინელებაა მშობლისთვის.
- და რანაირად იყო მკვდარი?! როგორ?!
- თქვენს მეუღლეს, მოულოდნელად თირკმელების პრობლემა დაეწყო. მართალია, მაშინვე და სასწრაფოდ ჩავერიეთ, მაგრამ ჩვილს უკვე ჟანგბადი აღარ მიეწოდებოდა დედისგან.
- და არასდროს ჰქონია, თირკმელების პრობლემა. - მხრები აიჩეჩა ქმარმა. - ყველგან და ყველაფერი გავისინჯეთ, არსად არაფერი თქმულა და ახლა, რა ეტაკა?
- ამიტომაც გითხარი, რომ ეს პრობლემა, მოულოდნელად დაეწყო, არც ჩვენ ველოდით და კიდევ კარგი, რომ აქვე ვიყავი, თორემ სანამ მოვაღწევდი აქამდე, შეიძლება დედაც ვერ გადაგვერჩინა. - ისევ დააყვედრა მაკამ.
- და ახლა თირკმელების გადანერგვა უნდა? - გულუბრყვილოდ იკითხა კაცმა.
- არა, არა. - თავი გააქნია მაკამ. - როგორც კი ჩვილი ამოვიყვანეთ მაშინვე დაიწყო პრობლემის მოგვარება. ცოტა ხანში ყველაფერი მოუწესრიგდება და სამომავლოდ უფრო ყურადღებით თუ იქნებით...
- რაღა ყურადღებით?! - იწყინა კაცმა. - არაფერი დაგვიკლია! ყველაფერი წესრიგში ჰქონდა, ყველგან გვარწმუნებდნენ, რომ ორსულობა კარგად მიმდინარეობდა და მაინც იგივე განმეორდა და ახლა ისევ ისე უნდა ვიცადოთ? და რამდენი?
- ისევ იგივე? - წარბები აზიდა მაკამ.
- დიახ! - მკვახედ მიუგო კაცმა. - სწორედ თქვენთან სამი წლის ჩვილი დავკარგეთ!
- მართლა? და რატომ?
„მოვკლავ ელზას!“
საშინლად გული მოუვიდა მაკას.
„რატომ არ გამოქექა ყველაფერი?! აკი, ყოველთვის ვაფრთხილებ ხოლმე და ეს შტერი ქალი, სულ გამოჩერჩეტდა, მარტო ფულის გაკეთებაზე ფიქრობს და წინ კი არ იყურება!“
- მაშინ გვითხარით, რომ საკეისრო რომ გაკეთებულიყო, ბავშვი გადარჩებოდაო და ახლა რა?! პირიქით მოხდა?!
- ჰო, მაგრამ მე ხომ არ შემიქმნია თქვენი მეუღლისთვის თირკმელების პრობლემა? - უკან არ იხევდა მაკა. - ალბათ, მაშინაც რაღაც მსგავსი პრობლემა იყო და გვიან იჩინა თავი. ასეც ხდება ხოლმე.
- რა ვიცი...
- აი, ახლა წარმოიდგინეთ, რომ დედაც ვერ გადაგვერჩინა? მაშინ, ხომ ჩამოიღებდით სამშობიაროს კედლებს?!
პასუხად კაცმა უნდობლად გახედა.
- ჩვენ ყოველი ღონე ვიხმარეთ, რომ დედა მაინც გადაგვერჩინა...
- კი მაგრამ, ჩემი ცოლი დარწმუნებული იყო, არაფერი სჭირდა, მხოლოდ ცოტა წელს იტკივებდა...
- დიახაც! სწორედაც რომ წელის ყრუ ტკივილით იწყება ყოველთვის თირკმელების პრობლემა. - კვერი დაუკრა მაკამ. - მისი ანალიზების ბოლო პასუხები იმდენად სავალალო აღმოჩნდა, რომ სასწრაფოდ მივიღეთ ზომები!
მაკამ საბოლოოდ დაარწმუნო მშობლები და მშვენივრად გამოცხობილი ტყუილით ისე გაისტუმრა, რომ არც დასაბუთებული არგუმენტების მოყვანა გასჭირვებია. ჩვილის დედა კი მაინც იმას იმეორებდა არაფერი მჭირდაო და სასტიკ უარზეც იდგა, მერე კი იმდენი უტყუარი საბუთები გაუშალეს ცხვირწინ, რომ ბოლოს მანაც ირწმუნა.
მეოთხე დღეს კი, რადგან ლარას მორიგეობა შუა დღიდან ეწყებოდა, დამწუხრებული დედა დილიდანვე სასწრაფოდ გაწერეს სამშობიაროდან. ახლობლებსაც კიდევ ერთხელ დაუსაბუთეს, რომ დედა ასეთი მძიმე სტრესი გამო, სახლში უფრო მალე გამოკეთდება. აქ კი, ამდენი დედა-შვილის შემხედვარე, გული უფრო მეტად შეუღონდებაო.
ლარას არაფერი გაუგია, ჩვეული სახით შეუდგა სამუშაოს. მხოლოდ ახლა უფრო მეტად მხიარული და მთელი შემართებით დაჰქროდა პალატიდან პალატაში.
მაკას გულის კუნჭულში, მაინც რაღაცნაირად არ სიამოვნებდა კუსუს დაახლოვება ლარას ოჯახთან და თავადაც ვერ ხსნიდა, თუ რატომ. რაზე ეჭვიანობდა? რისთვის? რა იყო სახიფათო? ასე ერთი შეხედვით, საგანგაშო არც არაფერი ჩანდა. არც ის ესიამოვნა, კუსუმ გახარებული რომ მიახალა, არაფერი გადამახდევინესო.
- და ეს ამდენი და ასეთი ძვირფასი ტანსაცმელები სულ გაჩუქეს? - საშინლად გული მოუვიდა მაკას. - ხომ არ ჰგონიათ, რადგან მათნაირი მდიდარი არ ვარ, ერთადერთ შვილს ვერ გამოვაწყობ?
- არა დედა, არა! - ღიმილით არწმუნებდა კუსუ. - ამ ერთხელ ჩვენ დაგპატიჟებთო და სხვა დროს კი ჩვენი ბონუსებით შესძლებ შეძენასო.
- მაინც, ვითომ რატომ?
- იმ პატარა ბიჭს ძალიან მოსწონს ჩემთან მეგობრობა. - მიუგო კუსუმ. - ღამეც დარჩენა შემომთავაზა, ჩემს ოთახს დაგითმობო.
- კი მაგრამ იმ ბიჭს ხომ ჰყავს უფროსი ძმები? - უკვირდა მაკას. - და რაღა მაინც და მაინც შენ აგირჩია?
- ისინი უფროსები არიან! ჩემზე დიდები, სტუდენტებია უკვე და ამ პატარასათვის ვეღარ იცლიან. იცი, რა ჭკვიანი ბავშვია, სულაც არ ჰგავს თავის ტოლებს, ბევრად გონიერია და ყველაფერს მიჯერებს, ჩემნაირი უნდა რომ იყოს.
- მაინც, ასე პატარა ბიჭთან მეგობრობა... - მაკა უკმაყოფილებას ვერ ფარავდა და ვერც ხვდებოდა თუ რატომ იყო მისი შვილი იმ ოჯახით ასე აჟიტირებული. - რაღაც დიდად არ მომწონს.
- დეე, რა იყო? - უკვირდა კუსუს. - პირიქით, უნდა გიხაროდეს, რომ ასეთ კარგ ხალხთან ვმეგობრობ, აბა ის გინდა ქუჩაში ვიდგე და სადარბაზოებში ჩუმად ვეწეოდე და წამალს...
- ღმერთმა დაგვიფაროს! - შეწუხდა მაკა. - მასეთი ცხოვრება ნამდვილად არ მინდა შენთვის, მაგრამ მაინც ვერ ხვდები, რა ინტერესი აქვთ იმ ოჯახს შენს მიმართ?
- იმათ? - გაეცინა კუსუს. - იმათ, თუ მე?!
- შენ?! - გაოცდა მაკა.
- უბრალოდ, თავიდან მე თვითონ რაღაცნაირად შემეცოდა ის პატარა ბიჭი. - კუსუ ახსნას შეეცადა. - ჩვენი ტრენერი სპეციალურად მაღლებს არჩევს და ყოველთვის ცდილობს დაბალი ტანის ბავშვები უარით გაისტუმროს, მაგრამ ზოგჯერ ხდება გამონაკლისი და იმათ ცალკე ავარჯიშებს.
- ალბათ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ. - ირონიულად ჩაეღიმა მაკას.
- რა თქმა უნდა! - მიუგო კუსუმ. - მაგრამ ეს ბიჭი, მაინც ჩვენთან მხოლოდ უმცროს ჯგუფებში მოხვდა, თუმცა როცა პატარების გუნდი ვარჯიშობს, მაგ დროს დაკავებულია და ამიტომ ხშირად ჩვენთან უწევდა. თავიდან ცოტა მიკვირდა, თუმცა მაშინვე მიხვდი, რომ სავარაუდოდ ტრენერს კარგად გადაუხადეს.
- ჰომ, მაგრამ ბავშვი თუ ვერ ითამაშებს და შეჯიბრებებს ჩააგდებს?..
- არა, შეჯიბრება მშობლებს არ აინტერესებთ, ბავშვს სიმაღლეში გაზრდა უნდა და ცურვასთან ერთად კალათბურთი ურჩიეს თურმე, მხოლოდ ვარჯიშობს და მერე თუ კარგად გააგრძელა, შეიძლება უმცროს გუნდშიც მოხვდეს.
- აჰა, ესე იგი, თქვენი ტრენერი მოქრთამეს, ეს გასაგებია, მაგრამ შენ რა ინტერესი გქონდა ეს მაინც ვერ გავიგე.
- რამდენჯერმე დავეხმარე, რაღაცეებიც ვასწავლე, ძალიან საყვარელია. იცი, დეე, ზოგს რომ რამეს ასწავლი, სწყინს და უკადრისობს, ეს ბიჭი კი პირიქით, სულ მადლობებს მიხდიდა და ჩვენმა ტრენერმაც მე მომამაგრა და მე ვარ მისი კურატორი. მერე მშობლებიც გამაცნო და შენ რატომ ბრაზობ, ან რა გწყინს მაინც ვერ გამიგია. - მხრები აიჩეჩა კუსუმ.
- ჰო, რა ვიცი... - ამოიხვნეშა მაკამ. - ყველაფრის მეშინია, არ მინდა ჩემი ერთადერთი, რაღაც შარში გაეხვას.
- რა შარში, დეე?.. - გაეცინა კუსუს. - შენ ისიც კი გეწყინა, ბუტიკში ფული არაფერზე რომ არ გადამახდევინეს და აბა შენი თავი წარმოიდგინე, შენთან რომ იმშობიაროს ჩემი მეგობრის ოჯახის წევრმა, ნამდვილად მეწყინებოდა ფული რომ გამოგერთვა და დარწმუნებული ვარ, შენც ისე მოიქცეოდი, როგორც ისინი.
- და მერე, რამდენჯერ გამიკეთებია მასე. - ღიმილით გააქნია თავი მაკამ.
- თანაც, სულ ხომ მასე არ იქნება. - განაგრძო კუსუმ. - ამ ერთხელ ჩვენ დაგპატიჟებთო და სხვა დროს როცა გინდა მოდი და ჩვენი ბონუსებითაც ისარგებლებო და ესეც იცი, რამხელა შეღავათია.
- კარგი, ბატონო. იმეგობრე. - გაეცინა მაკას და აშკარად გულზე მოეშვა. საგანგაშო სულაც არაფერი იყო. აბა მართლა ქუჩაში უაზროდ დგომას და ათას შარში გახვევას, ისევ კარგ და წესიერ ოჯახთან მეგობრობა სჯობდა.
თავიდან მაკა ვერ ხვდებოდა თუ ასეთ პატარა ბიჭთან კუსუ რატომ დამეგობრდა, თუმცა მერე ისეთ არგუმენტები მოისმინა, რომ სანერვიულო მართლაც რომ არაფერი ჰქონდა, მაგრამ გულში მაინც რაღაცნაირად განიცდიდა და თავადაც ვერ ხვდებოდა თუ რატომ. ყოველთვის საკმაოდ ფრთხილ და წინდახედულ მაკას, ალღო და ინტუიცია არასდროს ღალატობდა. ახლა კი, რა იყო საშიში? რა ანერვიულებდა მაკას? თუ იმას განიცდიდა, რომ მისი პირმშო უკვე წამოიჩიტა, საკუთარი აზრები და შეხედულებები ჰქონდა და დედიკოს ჭკუაზე ასე ადვილად ვეღარ გაივლიდა. მაკამ ბევრი იფიქრა, რა არ ივარაუდა, მაგრამ ვერაფრით გაამართლა თავისი ეჭვი.
ლამარა, ქმარს გაშორებული უშვილო მამიდა, ძმისშვილებს და მის მეგობრებს სულში იძვრენდა და რა იყო აქ საშიში? არც არაფერი. რძალი, ელენე კი, სამი შვილის დედას სამივე ბავშვი ადგილზე ჰყავს და მეტჯერ არც უმშობიარია. უფროსი და კი გათხოვებისთანავე უხოეთშია გადახვეწილი და იქ გააჩინა ორი შვილი.
„ესე იგი, კუსუს ამ ოჯახთან მართლა არაფერი აკავშირებს.“
ფიქრობდა მაკა და ახლა უფრო მეტად აკვირდებოდა ლარას. ცდილობდა საერთო ნაკვთები მაინც ამოეკითხა ლამარასა და კუსუს შორის. ზოგჯერ რაღაცნაირად მაინც ამსგავსებდა, ზოგჯერ კი პირიქით, თავისავე ნაფიქრალზე ეცინებოდა.
ლარა კი უკვე ვეღარ ითმენდა და ერთ დღესაც ოჯახს გამოუცხადა.
- დარწმუნებული ვარ, ტესტის პასუხები რა ხანია მოვიდა, მაგრამ ყველამ ერთად პირი შეკარით, არაფერს მიმხელთ რომ უცებ მაკას არ მიუვარდე და შუაზე არ გავგლიჯო, არა?!
- სწორედაც, რომ ეგ შუაზე გაგლეჯვა არ გვაწყობს ახლა, თორემ ვერავინ დამასწრებდა. - მშვიდად მიუგო ძმამ.
- და აბა, რა ვქნა? - გული უღონდებოდა ლარას. - ვიყოთ ასე ჩუმად? და რატომ? რისთვის? რას ველოდოთ?
- ჯერ ის უნდა გამოვიკვლიოთ, თუ როგორ შესძლო მაკამ ფარულად ბავშვის აყვანა და მერე...
- და მერე? - არ აცალა სიტყვის დამთავრება დეტექტივს ლარამ. - გამოიკვლიეთ! რატომ არ იძიებთ?!
- შენ რომ აქ ისტერიკებში ხარ და გულის პრანჭვები გაქვს, ეს კაცი დარბის და იძიებს! - ძმამ დეტექტივზე მიანიშნა.
- სანამ იმას არ დავაზუსტებთ, თუ რა პირობებში მოხდა ჯერ ბავშვის აყვანა და მერე საიდან როგორ მოხვდა, გასაშვილებელთა სიაში, მანამდე ჩემი დიდი თხოვნაა, რომ არაფერი მოიმოქმედო, არც კი ჩაერიო. - ვედრებით სთხოვა დეტექტივმა. - და გქონდეს ჩემი იმედი, სულ რომ შევაკვდე, ამ საქმეს მაინც გამოვიძიებ.
- არა, ყმაწვილო. - ღიმილით ჩაერია მამა. - სიკვდილი არ გვინდა. ასე ცოცხლად ვიმოქმედოთ.
- და მე?! - წუხდა ლარა. - მე რა გვაკეთო?! ისევ გავჩუმდე, თავი მოვიკატუნო? და როდემდე?!
- და ახლა ამ სიტუაციაში, შენ სხვა გზას ხედავ? - ჩაურთო დედამ. - მაკა ისეთი გაქნილია, შეიძლება ის ბავშვი ისე გააქროს, რომ მისი კვალიც ვეღარ ვნახოთ!
- რას ჰქვია, გააქროს? - შეშფოთდა ლარა. - რამეს დაუშავებს?..
- ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თუნდაც სიმართლე არ გამჟღავნდეს. - მიუგო დეტექტივმა. - გამოუცვლის გვარს სახელს, სულ სხვა საბუთით სადმე უცხოეთში გადახვეწს, ბავშვსაც დაარწმუნებს, რომ მტრებს ემალება. ათას რამეს მოიმოქმედებს და ამიტომ აღელვება, აჩქარება და დაუფიქრებელი და ასე სპონტანური ნაბიჯები ნამდვილად არ გვაწყობს.
- გააგრძელე მუშაობა, რომ თვალსაწიერში გყავდეს, მხოლოდ ეს ერთადერთი რამ გევალება. - დაარიგა მამამ.
- და იმისთვის რომ შვილი დაიბრუნო, შენგან მხოლოდ და მხოლოდ ამ საქმის მშვიდად მიდგომაა საჭირო გასაგებია?! - მკაცრად მიმართა დედამ. - მხოლოდ ეს მსხვერპლი უნდა გაიღო! სიჩუმე! სიმშვიდე!
- ლარა! სწორად გაიგე, რა... - ვედრებით მიმართა დეტექტივმა. - საქმე სერიოზულ კრიმინალთან გვაქვს და იცი ეს შენ.
- კარგი, ჰო! კარგი. - უკმაყოფილოდ მიუგო ლარამ. - მხოლოდ მინდა საქმის კურსში ვიყო! ყველაფერი დეტალებში უნდა ვიცოდე!
- შევეცდები. - მიუგო დეტექტივმა.
- ესე იგი, მაინც ბოლომდე არ მენდობი? - იწყინა ლარამ.
- ნდობა, არაფერ შუაშია. - დეტექტივმა ამოიხვნეშა. - მინდა, რომ ნებისმიერ შემთხვევას ასე მშვიდად და გაწონასწორებულად შეხვდე და არა მარტო ჩემი სურვილია ეს. ჩვენ ყველას შენი კარგად ყოფნა გვინდა. შვილს რომ დაიბრუნებ, თუ შენ საღად და ლაღად არ დახვდი, უნდა იმ ბავშვს მერე ასეთი დედის გვერდით ცხოვრება?
- ჯერ ის, რომ როცა გაიგებს სიმართლეს, რამხელა სტრესი იქნება მისთვის. - ახლა მამამ განაგრძო და მერე შენ რომ დახვდე, ანერვიულებული, ისტერიკამდე მისული და...
- და რა?.. - არ აცალა ლარამ. - ფსიქიკა შერყეული? ამის თქმა გინდა, რომ ბოლომდე გავრეკავ?!
- მაკა ისეთი ადამიანი, რომ არავის არაფერს პატიობს. - ახლა ისევ დეტექტივმა განაგრძო. - ადრე თუ გვიან, მაინც უხდის სამაგიეროს და თანაც, ბევრად უფრო საშინელს და საზიზღარს, ამიტომ არც იმას გამოვრიცხავ, რომ რაღაც დაგმართოს.
- რა? რა უნდა დამმართოს? ქილერს დაიქირავებს და ჩემს თავს მოაკვლევინებს?! - ლარამ ყველას უნდობლად გახედა.
- ხომ გიხსნიან და რატომ არ გჯერა?! - შეუფუცხუნა დედამ. - მაკა იმდენად გაქექილია, რომ მოკვლით არ მოგკლავს, მაგრამ შესაძლოა ფსიქიატრიულშიც გამოგკეტოს, თავისი კავშირებით, მაგრამ არც ჩვენ ვართ ნაკლებნი და ამას არ დავუშვებთ, მაგრამ იქ ერთი საათიც რომ გაატარო, დამიჯერე შვილო, ეს არამარტო შენს ფსიქიკაზე იმოქმედებს, არამედ ბავშვზეც აისახება, ამიტომ დაყენდი, დადუმდი და იცოდე, რომ საკმაოდ საშიშ და დაუნდობელ ბოროტმოქმედთან გვაქვს საქმე და თანაც, მარტო არ ხარ.
ლარამ ამოიხვნეშა, ვერაფერი უპასუხა.
- და ერთი საინტერესო ამბავიც მაქვს. - დაიწყო დეტექტივმა და ყველამ თითქოს შვებით ამოისუნთქა. აშკარად თემის შეცვლას ჰგავდა შესავალი, თუმცა არც იმდენად.
- აბა, რა ამბავია ასეთი, გვითხარი ყმაწვილო. - მხიარული ტონით მიმართა მამამ.
- დიდი ხანია ვაკვირდები, რომ როცა ლარა მუშაობს, იმ დღეებში არაფერი ხდება, ნუ ჩვენთვის საინტერესო. - დაიწყო დეტექტივმა. - ყველა ჩვილი ბიოლოგიურ მშობლებს გაჰყავთ, მაგრამ ამას წინათ, მაშინ როცა ლარას არასამუშაო დღეები ჰქონდა, ერთი ჩვილის გარდაცვალება დაფიქსირდა.
- მართლა? - გაიკვირვა ლარამ. - და მე, რატომ ვერაფერი გავიგე? და არც არავის წამოსცდენია სიტყვა.
- ესე იგი, არ შევმცდარვარ და სწორად ვიფიქრე. - მიუგო დეტექტივმა. - სპეციალურად შენი არ ყოფნის დროს დაემთხვა, რატომღაც.
- და გამოდის რომ მაკა შენზე რაღაცას ეჭვობს. - ჩაფიქრებული ხმით ჩაურთო დედამ. - აი, ახლა ხედავ მაინც, თუ ვისთან გვაქვს საქმე?
- და რას უნდა ეჭვობდეს? - მხრები აიჩეჩა ლარამ. -როგორც დამარიგეთ ისე ვიქცეოდი სულ, არც მაკასთვის მიკითხავს პირად ცხოვრებაზე რამე და არც სხვები გამომიკითხავს და კიდევ რას უნდა ეჭვობდეს?
- შეიძლება, კონკრეტულად შენზე არც არაფერს ეჭვობდეს. - მიუგო დეტექტივმა. - მაგრამ თავის ბნელ საქმეებს იმ დროს აგვარებს, როცა ზედმეტი ხალხი არ იტრიალებს ირგვლივ.
- ჰო, ეს ვერსია უფრო მართებულად ჟღერს. - კვერი დაუკრა მამამ.
- და რა მოხდა ის ორი დღე როცა არ ვმუშაობდი? - ჩაეკითხა ლარა. - ჩვილი დაიღუპა და მერე მშობლებმა არ წაიყვანეს, თუ არ გაატანეს?
- ეგ, ამდენი არ ვიცი, მაგრამ სწორედ იმ დღეს, რატომღაც იმ ტაქსის რეისი ისევ ისე განმეორდა. - მშვიდი ხმით დაიწყო დეტექტივმა და ყველა მას გაოცებული სახით მიაჩერდა.
- ეგ როდის იყო? - ვეღარ მოითმინა ლარამ. - ხუთშაბათს, თუ პარასკევს?
- არა.
- აბა, როდის? - მხრები აიჩეჩა ლარამ. - გასულ კვირას მხოლოდ ის ორი დღე დავისვენე, უქმეებზეც კი ვიმუშავე.
- ოთხშაბათს. - მიუგო დეტექტივმა.
- ოთხშაბათს? - ჩაფიქრდა ლარა. - სამუშაო დღე მქონდა, იმიტომ რომ იმის წინა კვირას მთხოვეს გადანაცვლება და...
- არა, არა. - თავი გააქნია დეტექტივმა. - სწორედაც რომ წინა კვირის ოთხშაბათს, ტაქსის რეისი განმეორდა.
- გოგო! - წამოიძახა აქამდე ჩუმად მყოფმა რძალმა. - ოთხშაბათს ბუტიკში ხომ შეგხვდით? ნამდვილად ოთხშაბათი იყო!
- უი, ახლა გამახსენდა. - ირონიულად გააქნია თავი ლარამ. - თვითონ მაკამ, იმ დღეს გამათავისუფლა.
- და ერთი ჩვილიც იმ დღეს დაბადებული, მაშინვე დაღუპულად გამოცხადდა. - ჩაურთო დეტექტივმა.
- კი მაგრამ ასე წინასწარ როგორ გათვალა? - მხრები აიჩეჩა ლარამ. - რა იცოდა, რომ...
- შეიძლება სიტუაციით ისარგებლა. - ჩაურთო დედამ. - ეგ მაკას არ გაუჭირდებოდა.
- ჰმ. - თავი გააქნია ლარამ. - და მერე? რა შუაში იყო აქ იმ ტაქსის რეისი?
- შუაში კი არადა, თავშია. - გამარჯვებული სახით მიუგო დეტექტივმა.
- მიდი, აბა უფრო დაწვრილებით და დალაგებულად აგვიხსენი, რა ტაქსი და რა რეისები. - ჩაურთო მამამ და საკოლექციო კონიაკი ჩამოასხა.
- რამდენჯერ გთხოვე ამ ბოთლის გახსნა და სულ უარზე იყავი. - თითქოს წყენით მიმართა ძმამ მამას.
- ეს კოლექცია ჩემია და როცა მინდა, მაშინ გავხსნი. - მოუჭრა მამამ. - და რა დროს კონიაკია? განაგრძეთ ყმაწვილო.
- მოკლედ, როგორც ლარამ ივარაუდა და მეც ვეთანხმები. - განაგრძო დეტექტივმა. - ტაქსი აკითხავს რომელიღაც თანამშრომელს და ზოგჯერ კარგა ხანს უცდის, ერთი ჩაჯდება და მეორე ჩანთას ძალიან ფრთხილად ჩაუდგამს, თითქოს რამე გასატეხი იყოს. ტაქსი გადის ქალაქიდან, ერთ-ერთი სოფლისგან მოშორებით, სააგარაკო დასახლებასთან შორიახლო -ერთ-ერთ სახლთან ჩამოსვამს ამ ჩანთიანს და თავად, დიდი წრის შემოვლით უკან ბრუნდება იმავე სახლთან და სავარაუდოდ იგივე მგზავრს ისვამს და უკანვე სამშობიაროში კი არ მოჰყავს, არამედ სახლამდე მიჰყავს. ხოლო რაც შეეხება ჩანთას, ამჯერად არც იმდენად ფრთხილად დებენ მანქანაში.
- მდაა...
- ამოიხვნეშა მამამ. - და მაინტერესებს, ასე როგორ ადევნე თვალი? იქნებ შეგამჩნია და ახლა სულ დახურავენ იმ რეისს.
- მარტო არ ვყოფილვარ. - მიუგო დეტექტივმა. - როგორც კი სამშობიაროს ეზოში დავინახე...
- და იქნებ, თავადაც დაგინახა? - არ მოეშვა მამა.
- შეიძლება დამინახოს და მერე, რა? - მხრები აიჩეჩა დეტექტივმა. - ლარას მივაკითხე და კუსუსთან ერთად ელენეს ბუტიკში წავიყვანე. მანამდე კი, სანამ ველოდი, უკვე წინასწარ მყავდა, საკმაოდ სანდო თანამშრომელი შეთანხმებული. ვიცოდი, თუ რომელი გზით ადის ის ტაქსი იმ სოფლებისკენ, სხვა სამანქანო გზა მაინც არ არის და სწორედ, ბოლოს სადამდე ადრე მე მივდიე და მერე ვეღარ გავაგრძელე, რადგან ძალიან თვალსაჩინო ვხდებოდი უკვე, აღარ გავეკიდე და ის ჩემი ახლობელი, სწორედ იმ ადგილიდან აედევნა უკვე, ასე რომ არა მგონია, რამე ეეჭვა, რადგან ქალაქიდან არავინ გაჰკიდებია.
- საინტერესოა... - ჩაილაპარაკა მამამ. - ესე იგი, იმ ჩანთაში ბავშვი შეიძლება იყოს, არა?
- არის ეგ ვარაუდი. - თავი დაუქნია დეტექტივმა. - და ეს ტაქსის რეისი ემთხვევა იმ დღეს, როდესაც, ერთი ჩვილის დაღუპვა დაფიქსირდა სამშობიაროში.
- და ის ახლობელი, რამდენად სანდოა? - ჩაურთო ძმამ.
- ჯერ ის რომ ხელფასიდან, ხელფასამდე ცხოვრობს. - ღიმილით მიუგო დეტექტივმა. - და მერე ის რომ მეუღლე ბავშვს ელოდება და ლარა იმედია წინააღმდეგი არ იქნება და მაინც სანდო ადამიანი ეყოლება მშობიარობის დროს. თან ბენზინიც ჩავუსხი და ცოტაც დავაფინანსე და ისიც დავუმატე, რომ სხვა დროსაც დამჭირდება და თან, ზედმეტი შეკითხვების გარეშე უნდა მენდოს.
- სამშობიარო ხარჯებს დავუფარავთ, მაგაზე არ ინერვიულოს და ისედაც დავეხმარებით, თუ მართლა ასეთი სანდოა. - ახლა დედა ჩაერია. - მაგრამ რა იცის? ზუსტად რა ინფორმაცია აქვს?
- იცის, რომ ვაწარმოებ ფარულ გამოძიებას და რაც შეიძლება ნაკლები ხალხი უნდა იყოს ჩარეული, რადგან საქმე საკმაოდ დიდ კრიმინალურ დაჯგუფებასთან გვაქვს და არც თუ ისე პატარა პრემია მოუწევს, თანაც არც სამსახურს გააცდენს, საწვავიც სულ ექნება.
- მშვენიერია. - მოუწონა მამამ.
- თქვენი ოჯახი არც მიხსენებია. - განაგრძო დეტექტივმა. - მხოლოდ ის ვუთხარი ლარა სადაც მუშაობს და რა დახმარებასაც გაუწევდა. დღეს ხელმოკლე ოჯახისთვის, შვილის გაჩენა და განსაკუთრებით სამშობიარო ხარჯების ანაზღაურება, საკმაოდ დიდი დახმარებაა.
- ახლაც დავეხმარები. - ჩაურთო ლარამ. - მივიდეთ და გავიცნობ, ორსულ ქალსაც რამდენი რამ სჭირდება და მერე ჩვილსაც.
- მხოლოდ არ უნდა წამოგცდეს, რომ საქმის კურსში ხარ. - დაარიგა ძმამ.
- არც იმდენად სულელი ვარ, ძამიკო. - მკვახედ მიუგო ლარამ.
- ყურებიდან გადმოგდის ტვინი, დაიკო. - ირონიით მიმართა ძმამ.
- მორჩით,
ახლა! - შეუღრინა მამამ. - ჩვენ ახლა იმაზე უნდა ვიზრუნოთ, ჯერ ბავშვი როგორ დავიბრუნოთ
და მერე იმ აგარაკზე რა ხდება, აუცილებლად უნდა გაირკვეს.
ყველამ დეტექტივს გახედა.
- წარმოდგენაც არ მაქვს, როგორ უნდა მოვიქცე. - მხრები აიჩეჩა დეტექტივმა. - აქ იმდენი და ისეთი თანამდებობის ხალხია ჩარეული, რომ საკმაოდ რთული იქნება, თუ ჯერ საიდან უნდა დავიწყო, ამის გაგება და დარწმუნებული ვარ, საქმის აღძვრისთანავე, იმ აგარაკის კვალიც კი აღარ იქნება, ნასახლარსაც არ დატოვებენ.
- ჰმ, ჯერ საერთოდ, საქმის აღძვრამდე თუ მიგიშვეს ს. - გააქნია თავი მამამ. - ასე წლებით აწყობილ ბიზნესს, ასე ადვილად ვინ მოგაშლევინებს? ბევრს იმხელა ლომის წილი ექნება, მაგიტომაც ასე თამამად ბოგინობს ის მაკაც.
- და რა გავაკეთოთ, მამა! აბა, რა გავაკეთოთ! - ბოლო ხმაზე ისივლა ლარამ.
- აი, სწორედაც, რომ შენი ასეთი ემოციების გამო, ამდენი ხანი სიმართლე დაგიმალეთ, თორემ ტესტის პასუხები, უკვე რა ხანია გვქონდა. - მშვიდად მიუგო მამამ.
- მაკას რომ პირდაპირ მივახალოთ, სხვის შვილს ზრდის მაგით, რა მერე? - ჩაურთო ძმამ. - ათას რამეს მოიგონებს და ყველა პასუხებიც მზად ექნება, თანაც უამრავ ვარიანტში. ბიჭს სულ არ დაუმახინჯოს ფსიქიკა და საერთოდ არ შეაძულოს შენი თავი.
- და აბა, რა ვქნა? - ლარას თვალები აევსო. - ნუთუ საშველი, არაფერია? ნუთუ გამოსავალი არ არსებობს?
- ერთადერთი გამოსავალია, მაკას კუთხეში მიმწყვდევა. - მიუგო დეტექტივმა. - მხოლოდ კანონიერად და საკმაოდ ძლიერი ხელით.
- და როგორ? - კვლავ წუხდა ლარა. - რანაირად?
- ჯერ თანდათანობით და რიგრიგობით უნდა შემოვაცალოთ ერთგული „ყმები“ და მერე მარტო დარჩენილ მაკას წინააღმდეგ შედარებით უფრო ადვილია ბრძოლა, თუმცა ადვილი და იოლი არც მერე იქნება, ესეც იცოდე.
- და მე, რა უნდა გავაკეთო? - უკან არ იხევდა ლარა. - მეც უნდა ჩავერთო საქმეში!
- ხომ გითხრეს უკვე და თანაც, ბევრჯერ, რომ შენ, არ უნდა ჩაერიო! - შეუტია ძმამ.
- მე ხომ თქვენნაირად ვერ ვაზროვნებ, რა თქმა უნდა, საქმესაც გავაფუჭებ! - საშინლად გული მოუვიდა ლარას.
- ცოტათი ისე კი შეგიძლია დახმარება. - დაუყვავა დეტექტივმა. - ისე, რომ მართლა ეჭვი არავინ აიღოს.
- მე მაინც სახიფათოდ მიმაჩნია, ლარას ჩარევა. - უკმაყოფილოდ გააქნია თავი ძმამ.
- და რა შემიძლია? - გამოცოცხლდა ლარა.
- აი, იმ დღეს, როცა ის ჩვილი დაიღუპა. - განაგრძო დეტექტივმა. - სასურველია გავიგოთ, თუ ის სამი დღე ვინ მუშაობდა, ვინ იყო ადგილზე, ვინ როდის წავიდა და მოვიდა, დამლაგებლიდან დაწყებული მაკას ჩათვლით.
- და ისე, რაღა მაინც და მაინც დაემთხვა, ჩვილის გარდაცვალება? - ჩაფიქრებული ხმით დაურთო ლარამ. - მე როგორც კი გამომიშვა, იმავე საღამოს.
- თვითონ გამოგიშვა? - ჩაეკითხა დეტექტივი.
- შესვენების გამოყენება მინდოდა, ერთი საათით და სულ წადი, დაისვენე ბარემო.
- და იმ ქალმაც ასე შეკვეთით, როგორ იმშობიარა? - გაიკვირვა ძმამ. - თუ წინადღეებში იყო უკვე დაბადებული და მერე...
- შენ წარმოიდგინე, არაფერი ვიცი. - მხრები აიჩეჩა ლარამ. - ყველაფერს გავარკვევ და ნუ გეშინიათ, არაფერი შემეშლება. ზეგამდე არ ვმუშაობ და ამ ორ დღესაც გადავამოწმებ.
ლარას მართლაც არაფერი შეშლია და ისე ოპერატიულად იმოქმედა, რომ ეჭვიც არავი აუღია. მშვენივრად აღნიშნა ყოველი თანამშრომლის წასვლა-მოსვლა და ისიც კი გაარკვია, რომ დაგეგმილი საკეისრო, მოულოდნელად ერთი კვირით ადრე ჩატარდა და ჩვილი უკვე გარდაცვლილი ამოიყვანეს. ტაქსის რეისიც იმავე საღამოს ემთხვეოდა და მეოთხე დღესვე, სასწრაფოდ გაწერეს დედა, ისე რომ ლარას თვალიც კი არ მოუკრავს.
- ესე იგი, შენზე მაინც რაღაცას ეჭვობენ, ხედავ? - უთხრა მამამ.
- და რა უნდა იეჭვონ? - მხრები აიჩეჩა ლარამ.
- რადგან სწორედაც, რომ შენი არყოფნისას მოაგვარეს ყველაფერი.
- და გამოდის, რომ არ მენდობიან? - ჩაფიქრდა ლარა.
- არც გენდობიან, ან სულაც, არც ბევრი ხალხის ჩარევა სურთ და ეს ორივე ვარიანტიც მართებულია. - მიუგო მამამ.
მოულოდნელად ლარას მობილურში ზარი გაისმა. ლარამ ნომერს დახედა თუ არა, მაშინვე შეცბა.
მაკა ურეკავდა.

LEX. 2025 წლის 28 აგვისტო, სამშაბათი.

No comments:
Post a Comment