ოჯახის მოულოდნელმა შეკრებამ, ვერის პარკში, ყველას სიცილი
მოჰგვარა. თუმცა, მხოლოდ ლარას და მის პატარა ძმისშვილს ეცინებოდა გულიანად, ხოლო დანარჩენი
ოჯახის წევრები კი ძალდატანებით იღიმოდნენ. ბიჭის მშობლები ერთმანეთისკენ იშვერდნენ
თითს, სულ შენი
ბრალია, ტელეფონს რომ დროულად არ უპასუხეო.
- და რა მოხდა, მერე? - ლარას მამამ სიტუაციის განეიტრალება სცადა. - ბავშვმა მამიდას დაურეკა და რა ამბავი ატეხეთ? თანაც, აქვე მუშაობს, შორი გზიდან კი არ მოსულა. - კაცმა ლარას ზურგი აქცია და თვალები დაუბრიალა შვილს და რძალს.
- მართლა, რა გეტაკა, შენ მაინც? - ლარამ გაკვირვებით ჩაეკითხა ძმას. - როდის იყო, შვილებს აკითხავდი? ან შენ, მამა? მგონი, არც კი იცოდი, რომელ სკოლაში დავდიოდით.
- სამაგიეროდ, თქვენი კერძო სკოლების ფულებს ვიხდიდი. - მშვიდად მიუგო მამამ.
- აუ, მოდით რა, რადგან ასე ერთად შევიკრიბეთ, სადმე კაფეში დავსხდეთ! - რძალმა მაშინვე განმუხტა დაძაბულობა.
ნამდვილად ასე სჯობდა. იქაურობას დროულად უნდა მოშორებოდნენ, რომ შემთხვევით მაკას ბიჭისთვის, თვალი არ მოეკრა ლარას.
იდეა მაშინვე აიტაცეს და კარგადაც გაერთნენ. ლარა მაინც გაკვირვებული დარჩა მამისა და ძმის ასეთი მხიარული მოლხენით. პირველად იყო ასე, ოჯახთან ერთად კაფეში. მათი ერთობა, მხოლოდ ოფიციალურ სუფრებზე თუ იყო ხოლმე, სადაც უკლებლივ ყველა ოჯახის წევრის დასწრება, რატომღაც სავალდებულო და აუცილებელი იყო. ლარა საშინლად იწყენდა იქ, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. ახლა კი, თავი საკმაოდ ბედნიერად იგრძნო.
ტესტის პასუხები იგვიანებდა. თუმცა, ისედაც იცოდნენ, რომ საკმაოდ დიდი დრო იყო საჭირო და ლარას გარდა, ყველა მოუთმენლად ელოდა.
დროდადრო დეტექტივი სტუმრობდა ლარას ოჯახს, თუმცა ახალი და საინტერესო ამბის გარეშე.
ლარას არაერთხელ მოეჩვენა, რომ მისი ძმა და დეტექტივი, თითქოს კარგად დამეგობრდნენ. ამაში უჩვეულო დიდად არაფერი იყო, მაგრამ ლარამ, არაერთხელ დაიჭირა მათი მალული მზერა. თითქოს, მართლაც რაღაცას ანიშნებდნენ ერთმანეთს, თუმცა როდის და რა მომენტში, ამას ჯერ ვერ არკვევდა.
ერთ დღესაც დეტექტივი, რაღაც აჟიტირებული და საკმაოდ აღელვებული სახით ესტუმრათ. ეს ის პერიოდი იყო, როცა ლარა უკვე კვლავ თავის ბინაში გადაბარგდა და როცა მშობლების სახლში აპირებდა მისვლას, დეტექტივს შეეხმიანებოდა და ისიც მალევე სტუმრობდა.
ახლა კი ლარა, ყოველგვარი წინასწარი დარეკვის გარეშე ეწვია ოჯახს. მართალია, მშობლიური კერა იყო, მაგრამ მაინც ურეკავდა რძალს მოვდივარო, რომ სახლი ცარიელი არ დახვედროდა.
- ვაიმე, გასვლას ვაპირებდი. - შეწუხდა რძალი. - ერთი ზარი მაინც გამოგეშვა.
- მშობლიურ სახლში მოსვლას, წინასწარი შეთანხმება უნდა? - თითქოს იწყინა კიდეც ლარამ.
- ეს შენ არ გიყვარს, ცარიელ სახლში მოსვლა, თორემ აბა ისე, ვინ გიშლის? - ახლა რძალმაც იწყინა, ლარას შენიშვნა.
- ესე იგი, ვჩხუბობთ? - ჩაეღიმა ლარას.
- რაა, ოჯახი? ერთხელ მულთან თუ არ იჩხუბე! - გაეცინა რძალსაც.
ლარასაც გულიანად გაეცინა.
- მოკლედ, მაცივარი იცი სადაც, არის. ყავასაც მიაგნებ და მე უნდა გავიდე. - რძალი გასასვლელად მოემზადა.
ლარამ ღიმილით აათვალიერა.
- რა იყო? - გაიკვირვა რძალმა.
- ფაჩუჩებით მიდიხარ? - გაიკრიჭა ლარა.
- ვაიმე! - მაშინვე დაფაცურდა რძალი. მერე კინაღამ მანქანის გასაღებიც დაავიწყდა.
რაღაც ზედმეტად ფაციფუცობდა, ან ლარას მოეჩვენა ასე. თუმცა დიდად ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ როცა გასვლისას რძალმა კარი გამოაღო და ზღურბლზე დეტექტივი შენიშნა. თითქოს დიდად არც ესიამოვნაო, უკან დაიხია. სახლში შემოუშვა და მოულოდნელად წასვლაც გადაიფიქრა. მერე ტელეფონს დასწვდა თუ არა, ახლა ლარას ძმა მოადგა კარს, რომელსაც რიგრიგობით მოჰყვნენ ლარას მშობლები.
- რა იყო? მშვიდობაა? - გაოგნებული სახით იკითხა ლარამ.
- არ მაქვს საკუთარ სახლში მოსვლის უფლება, თუ რა? - იწყინა დედამ. ლარას გვერდი აუარა და სამზარეულოსკენ წავიდა.
მამა კვალში მიჰყვა. ლარა გაკვირვებული შესცქეროდა მშობლების უცნაურ ქცევას. თუმცა, უცნაური რატომ უნდა ყოფილიყო, შესვენებაზე სახლში დაბრუნებული მშობლები? გასაკვირი სულაც არ იყო, მაგრამ ლარას ოჯახში მსგავსი რამ, იშვიათი მოვლენა იყო და სწორედ ამან ჩააფიქრა ლარა. თითქოს, ცუდადაც ენიშნა.
- წამო, ჩემს ოთახში. - რძალმა მკლავზე მოქაჩა. - ახალი რამეები ვიყიდე, უნდა გაჩვენო!
- სტუმარი მყავს! - ლარამ გაკვირვებული მზერით მიანიშნა დეტექტივზე.
- აა... ჰოოო.... - რძალი ვითომდა ახლაღა მიხვდა.
- მართალია, თქვენ ყველანი კარგად იცნობთ, მაგრამ მგონი, მაინც ჩემთან მოდის, რადგან ვმეგობრობთ, არა? - ლარამ სხვა ოჯახის წევრებსაც მოავლო თვალი.
- მოვიდეს, მერე? ვინ უშლის? - მხრები აიჩეჩა ძმამ.
არაფერი იყო საკვირველი და გასაოცარი, მაგრამ ლარას მაინც რაღაც არ მოსწონდა.
ოჯახის წევრები და სტუმარიც, თითქოს თვალებით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, ან იქნებ, ლარას მოეჩვენა ასე.
სადილიც დიდ ხანს გაიწელა და არც არავინ აპირებდა სამსახურში მიბრუნებას, მერე ყავის წრუპვის დასრულებასაც არ დაადგა საშველი. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ბავშვი იყო კალათბურთიდან გამოსაყვანი და ამჯერად მისი მომკითხავი არავინ ჩანდა.
- და მე, გამოვიყვან! - მხრები აიჩეჩა ლარამ. - რა პრობლემაა?!
- იყავი, შენ. - დინჯად მიმართა მამამ. - დაისვენე. წუხელ მორიგე ხომ იყავი.
- ჰოდა, გამოიძინე! - ბრძანების კილოთი მიმართა დედამ.
- ისედაც უკვე გასასვლელი ვარ. - მდორედ წამოიმართა დეტექტივი.
- ჰოდა, გავიდეთ ბარემ ერთად! - ლარას ძმა უკვე კართან იდგა. - ბავშვსაც მოვიყვან!
- რაღაც ძალიან აქტიურები გახდით შვილების მიმართ. - ცინიკურად აღნიშნა ლარამ.
- ნუ იკბინები. - შეუღრინა დედამ.
რაღაც უაზროდ დაიძაბა სიტუაცია. ვინც წასასვლელი იყო, კართან ატუზულები, არც ერთი არ ფიქრობდა გასვლას.
ბოლოს როგორც იქნა მორიგდნენ. სტუმარი ძმასთან ერთად წავიდა. მშობლები კი რატომღაც სახლში დარჩნენ. ამდენ საკვირველ ამბავს კი, ისიც დაერთო, რომ ლარას უფროსმა დამ ორჯერ დარეკა და ორჯერვე მოიკითხა ოჯახის წევრები, როგორ ხართო. სხვა სიტუაციაში, აქაც არაფერი იყო საკვირველი, მაგრამ უფროსი და, რომელსაც ზოგჯერ მთელი კვირა ისე გავიდოდა, რომ სულაც არ ახსენდებოდა მშობლების მოკითხვა, ახლა ზედიზედ რეკავდა და კითხულობდა ამბებს.
ყველა რაღაცნაირად, საკმაოდ უცნაურად იქცეოდა. ლარას ისიც უთხრეს აქ დარჩები, თუ შენს სახლში მიდიხარო. ესეც კი უცნაური იყო. როდის იყო მშობლები, შვილების ყოფნა არ ყოფნით ინტერესდებოდნენ. არც კი იცოდნენ შვილების პირადი ცხოვრება. დაბადებისთანავე სამივე შვილს სათითაოდ ძიძები ზრდიდდნენ. მშობლები კი, მხოლოდ ბავშვების დაფინანსებაში თუ იღებდნენ მონაწილეობას და სულ ეს იყო. ახლა კი, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, რაღაც ზედმეტად გამოიდეს თავი და რაში იყო საქმე? ამიტომაც ლარამ გადაწყვიტა, არსადაც არ წასულიყო, იქ დარჩენილიყო და პასუხი მოეთხოვა ყველასთვის სათითაოდ. თუმცა, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ძმა და მისი სტუმარი უკვე კარს მიღმა იყვნენ გასული. რძალიც ქმარს გაეკიდა, სალონში ვარ ჩაწერილიო. მხოლოდ მშობლები რატომღაც არ იძვროდნენ ადგილიდან და როგორც ჩანდა, სამსახურებში მიბრუნებას დღეს არც აპირებდნენ.
ლარამ საშინელი დაღლილობა იგრძნო. ცოტა გამოძინებაც არ აწყენდა, სანამ ძმა და რძალი სახლში დაბრუნდებოდნენ. თავის ძველ ოთახს მიაშურა და სულ იმას ფიქრობდა, რაღაც ხდებოდა იქ და აუცილებლად გაარკვევდა. ისე არ წავიდოდა სახლში.
ლარამ გვერდი იცვალა. ზოგჯერ ძალიან ენატრებოდა ეს ოთახი, ზოგჯერ კი აქაურობის დანახვაც არ უნდოდა. ახლაც რაღაც დისკომფორტს გრძნობდა. თავის სახლში უფრო უკეთესად შესძლებდა გამოძინებას, თუმცა აქ არც არავინ უშლიდა და აწუხებდა. სახლამდე კი საკმაოდ დიდი მანძილი იყო. ლარამ თავად მოისურვა ასე შორს ცხოვრება. მშობლების სახლიდან, შორს.
ჯერ კიდევ ძილ-ბურანში იყო, როცა პატარა ძმისშვილის ხმა მოესმა. ჩანდა მეგობართან ერთად დაბრუნდა და მასთან საუბრობდა. ლარამ ღიმილით მიუგდო ყური. ძალიან საყვარელი ხმა ჰქონდა ბიჭს და თავის სტუმარს, გემრიელად ეტიტინებოდა. მერე სტუმარს რაღაცაზე გულიანად გაეცინა.
„ნეტა რა უთხრა ასეთი?“
გაუელვა ლარას და ახლა უფრო მეტად მიუგო ყური ბიჭების საუბარს.
- ჰო! მართლა! - განაგრძობდა უმცროსი ბიჭი. - ძალიან ჰგავხარ ჩემს მეორე ძმას.
- პირველიც გყავს? - ეცინებოდა სტუმარს.
- სამნი ვართ!
- და შენ ყველაზე პატარა. - დაურთო სტუმარმა.
„რა ყველა ბიჭი, ჩემს ძმას უნდა ჰგავდეს.“
ცინიკურად გააქნია თავი ლარამ.
„რომ ჰკითხო, ცოლის ერთგულია და ლამის ყოველ მეორე უბანში, ბავშვი ჰყავს გაკეთებული.
ჰაჰ, როგორი მუსუსი ძმა მყოლია და არც კი ვიცოდი.“
ლარამ ამოიხვნეშა.
„მეც ხომ ორჯერ ვნახე, ვიღაც ბავშვი. მართლაც როგორ საოცრად ჰგავდა ჩემი ძმის ყმაწვილობას.
ისე, შუათანა შვილი ძალიან ჰგავს, ზედგამოჭრილი მამამისია.“
ლარა ისევ ძილისკენ წაიყვანა ფიქრებმა. ღრმა ძილში იყო უკვე, მაგრამ მაინც იგრძნო, დედის შეხება ბალიზე. ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელმა გაკვირვებით შეავლო დედას თვალი. დედა უღიმოდა და თმაზე ნაზად ეფერებოდა. სადღაც ყრუდ, გვერდით ოთახიდან, თითქოს დეტექტივის ხმაც მოესმა.
***
ელზა ვერ ისვენებდა. ჩაბუდებულ ბოღმას ვერადავერ იცილებდა გულიდან. მართალია, მაკამ მასაც მშვენივრად მიანიშნა, შენც კარგად იკუჭავდი ჯიბეში და გეგონა ვერ ვხვდებოდითო, მაგრამ იმ ბრილიანტის ბეჭდის ამბავმა სულ აურია გონება.
რაღაც ისეთი რამ უნდა მოეფიქრებინა, ისეთ რამ უნდა გაეჩალიჩებინა, რომ თავად არც დაზარალებულიყო, ეჭვიც კი არ მიეტანათ მასზე, მაგრამ რა? მის უტვინო, თავში, არაფერი იდეა არ მოდიოდა. თავი ცარიელი და გული ბოროტი, ვერაფერს იგონებდა მისთვის ხელსაყრელს.
არა, საქმის ჩაშლა, ნამდვილად სისულელე იქნებოდა. გინდაც თავად სულ არ ყოფილიყო წილში. აქ სულ სხვა რამ იყო საჭირო. ეს ორი ქალი, ისე უნდა გაეხეთქა გულზე, რომ მასზე ეჭვიც არავის აეღო.
არც ლამარას ჩათრევა იყო საჭირო. ამაზე მაკამ კატეგორიულად გააფრთხილა, ისედაც ბევრნი ვართო და მართლა ქვეყანას ხომ არ ჩავრევთო. მაკა მართალი იყო. ელზაც კვერს უკრავდა. ისევ გუნდის გოგოებთან თუ შეიძლებოდა რამის გაკეთება, მაგრამ რის? რა უნდა ექნა?
თითქოს ყველანი ახლოს და კარგად იყვნენ მაკასთან, მაგრამ დინა? რაღაც გამორჩეულად აფარებდა ხელს მაკა და რატომ?
ელზამ ისიც, გამოქექა, რომ ნათესავებიც კი არ იყვნენ და თავის დროზე, მაკა როგორ დაეხმარა, სრულიად უცნობ გოგონას და როგორი წუმპიდან ამოიყვანა. დინა ყოველთვის მადლობელი იქნებოდა მაკასი და არასდროს უღალატებდა. დინას მსგავსად, სხვა გუნდის წევრებსაც გადაავლო თვალი, მაგრამ ხელმოსაჭიდი ვერაფერი ნახა. არადა, ბოღმა უფრო და უფრო მეტად აწვებოდა გულზე.
დინა კი, მართლაც მშვენივრად მოეწყო მაკას ფრთის ქვეშ. მაკას მეზობლად ნაგირავებ ბინაში, ქირასავით იხდიდა გირაოს და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ეს ბინა, მაკას საკუთრება იყო და ამ ქირას, თვით მაკას უხდიდა, ვითომდა მართლაც ნაგირავებ ბინაში. თუმცა საწუწუნო, ნამდვილად არაფერი ჰქონდა. მარტოხელა გოგოს, საკმარის ხელფასთან ერთად, სხვა შემოსავალიც მშვენივრად ჰქონდა და დიდად არაფერი აკლდა.
მაკამ უკვე „ოფიციალურად“ მიიღო თავის გუნდში. საკმაოდ სარისკო საქმეებს ავალებდა. დინა კი დაუზოგავად შრომობდა და ყოველ საქმეში უმტკიცებდა მაკას ერთგულებას. კუსუსთანაც კარგი მეგობრობა გააბა. კუსუ კარგი ბიჭი იყო და ლამაზი, მოხდენილი ყმაწვილიც დადგა. თითქოს მაკასაც ჰგავდა, მაგრამ რაც უფრო აკვირდებოდა დინა, მით უფრო ნაკლებ მსგავსებას ხედავდა დედა-შვილში. ბოლოს დარწმუნდა, რომ ბიჭი, ნამდვილად მამას უნდა ჰგავდესო, მაგრამ სახლში, არათუ მამის ხსენება, არც ერთი ფოტოსურათიც კი არ ჰქონდა ბიჭს. მერე ერთ დღესაც დინამ ვეღარ მოითმინა და პირდაპირ დაუსვა შეკითხვა მაკას.
- და რამდენი წელი გაწვალებდა ეს კითხვა? - ცალყბად ჩაეღიმა მაკას. თუმცა, მაინც საშინლად არ ესიამოვნა. ისედაც იცოდა, ოდესმე ამ შეკითხვას მაინც დაუსვამდნენ და პასუხებიც, უკვე დიდი ხანია მზად ჰქონდა და დინასაც მშვიდად ჩამოურაკრაკა, თუ როგორი უიღბლო აღმოჩნდა მისთვის პირველი სიყვარული.
- ბანკეტიდან გავიპარეთ, მაგრამ ვინ შეგვარგო? - მაკას მწარედ ჩაეცინა. - მეორე დილასვე დაგვადგნენ მშობლები და მალევეც დაგვაშორეს. თუმცა, ჩვენ რამდენადაც სკოლაში ვმეგობრობდით, იმდენად ვერ გავუგეთ ერთმანეთს და მშობლებიც ორივე მხრიდან ხელს უწყობდნენ ჩვენს დაშორებას. ჩემებს, ეს ბიჭი, კატეგორიულად არ მოსწონდათ. იმის მშობლებიც მწყრალად მიყურებდნენ და მერე გულიც გაცივდა. ინტიტუტი, სწავლის გაგრძელება, სამსახური. ჯერ ბებო, მერე დედაც გარდამეცვალა. ვცადე კიდეც ოჯახის შექმნა. მყავდა საქმრო, არაფერი გამოგვივიდა და არც მომდევნო ცდამ გაამართლა. მერე კი... - მაკას ისევ ცალყბად ჩაეღიმა. - პატარა გოგოსავით შეყვარებული და ჩვილით ხელში დავრჩი. წესიერად არც მომისმინა. ცოლ-შვილი თუ მინდოდა, აქამდეც მეყოლებოდაო, კარიც გაიჯახუნა და ჩემი გულიც საბოლოოდ დაიკეტა. მერე გავიგე, ავარიაში მოყოლილა, თავის უფროსის ცოლთან ერთად. საყვარლები იყვნენ. - მაკა გაჩუმდა და მალევე განაგრძო. - მოვინახულე. ნახევრად დაკოჭლებული, ლამის ლოგინად ჩავარდნილი ხეიბარი და არც მაშინ გამოუთქვამს, საკუთარი შვილის ნახვის სურვილი და მეც გადავწყვიტე! კუსუ არასოდეს არ ნახავს ამ კაცს და მის სახელსაც არასდროს ახსნებს! ამიტომაც ჩემს გვარზეა, მამის სახელად კი მამაჩემის სახელი ჩავაწერინე. კუსუმ როცა მოიკითხა, უკვე გარდაცვლილი იყო და ყველაფერი მოვუყევი. არაფერი დამიმალავს. - მაკამ თავი გააქნია. - ასე იყო, ჩემი პირადი ისტორია, რომელიც ასე ძალიან გაინტერესებდა, ისევე როგორც შენ, ასევე ბევრ სხვა თანამშრომლებსაც. დასამალიც არაფერია, მაგრამ ვერც საქვეყნოდ ვიყვირებ, რომ მარტოხელა დედა ვარ. ვისი რა საქმეა?!
- არავის საქმე არ არის! - უმალ კვერი დაუკრა დინამ.
- და თუ ვინმე დაინტერესდება, პირადად ჩემთან გამოუშვი! მე მკითხონ!
რადგან დინას ეს ვითომდა ნახევრად დაფარული და ტყუილებით გაბერილი საიდუმლო გაანდო, ახლა უფრო მეტად მოიპოვა მისი ნდობა.
- აბა, ახლა შენზე მომიყევი? - მაკამ თემის შეცვლა სცადა. - ამდენი წელია უკვე ჩვენთან მუშაობ, ნუთუ ვერავინ შეარჩიე?
- ეჰ, რა ვიცი... - მორცხვად ამოიხვნეშა დინამ.
- ვითომ, რატომ? - წარბი ასწია მაკამ. - სარკეში ჩაიხედე, მშვენივრად გამოიყურები, საკუთარი ფული გაქვს, ნუ ბინას ქირაობ, მაგრამ შენც ბინიანი კაცი ნახე!
- აბა, ჩვენთან ვინ შევარჩიო? უმეტესად სულ ქალები არიან.
- და რატომ, მაინც და მაინც, ჩვენთან? - გაეცინა მაკას. - გადახედე, სამეზობლოს ან იარე კინოში, თეატრში, კონცერტებზე! ხალხში გაერიე და ნახავ ვინმეს. აბა მართლა ჩვენთან, ან ასაკოვანია, არც კი შეგეფერება, ანდა კიდევ ცოლიანი და დაიმახსოვრე გოგონი! სხვისი, არაფერი გინდოდეს! ეს მხოლოდ პრობლემებს გაგიჩენს და ისევ მარტო და თანაც, უკვე შეურაცხყოფილი და დამცირებული დარჩები.
- ჩვენთან მარტო ალეკო ექიმია უცოლო. - თითქოს შეპარვით უთხრა დინამ. ან მაკას მოეჩვენა ასეა.
„ღმერთო ჩემო! ამას თუ ჰგონია, ალეკო ამ ჯოჯოს მოიყვანს ცოლად?!“
მაკამ თავი გააქნია და მერე მშვიდი ხმით მიმართა:
- ალეკო, დაივიწყე!
- ნუ ვიცი, რომ მდიდარი ოჯახიდან არის და ხომ იცით, მაკა ექიმო. ფული - ფულთან მიდისო და აბა, ჩემკენ არც კი გამოიხედავს მასეთი მდიდარი კაცი.
- ფული - ფულთან, არა ის კიდევ! - გაეცინა მაკას.
დინამ ვერაფერი უპასუხა.
- რაც შეეხება, ალეკო ექიმს. - მაკას ცინიკურად ჩაეცინა. - კაცად, არ ვარგა!
დინამ წარბები აზიდა. თითქოს მიუხვდა კიდევაც, თუ რასაც გულისხმობდა
მაკა.
- და იცი, რატომ? - განაგრძო მაკამ. - ნახევარჯერ სულ გამოუფხიზლებელია და ყველაზე მთავარი პრობლემა კი იცი, რა არის? ზედ ასკდებიან ქალები!
- ჰო, რა ვიცი. - აიწურა დინა. - საკმაოდ სიმპათიურია და მაგიტომ.
- და არც ეგ ალეკო ეუბნება უარს და მერე მოიყვანს, ვითომ ჩუმად, აბორტზე, თავისივე დაორსულებულ ნაშებს და გინდა, ეგეთი კაცი?
დინამ უსიამოვნოდ აიჩეჩა მხრები.
- კაცი! შენთვის უნდა გყავდეს და არა, სხვისთვის!
დინამ კვერი დაუკრა.
- კაცმა უნდა გაგაბედნიეროს და სიხარული უნდა მოგანიჭოს! ნერვები კი არ უნდა დაგახიოს!
- მართალი ხართ, მაკა ექიმო.
- ჩემიანად გთვლი, უკვე მერამდენე წელიწადია და ჩემი გოგოები, მასეთ მექალთანე და წამალზე დამოკიდებული კაცისთვის, ნამდვილად არ მემეტება!
- და, ხომ აღარ იკეთებს უკვე?
- და მერე შენ, გჯერა ეგ? - ცინიკურად ჩაეცინა მაკას. - ნებისმიერ დროს შეიძლება ისევ დაიწყოს და ისევ დაანებებინონ და მაგის გარანტიას, ვერც ვერავინ ვერ მოგცემს, თუ თავად, საკუთარ ტვინში არ გაიაზრა, მაგრამ სადღა აქვს ტვინი! და თანაც, სულ ფეხებზე ჰკიდია! რა ენაღვლება, მილიონერი მშობლების პატრონს! აბა, ერთი ჰკითხე ჩვენს ლამრიკოს, წამლის გულისთვის, აივნიდან ხტებოდა, ძლივს ჩამოხსნეს მოაჯირიდან, სკამზე ჰყავდათ მიბმული კარგა ხანს.
- უი, მართლა?
- დიახ, მართლა! და ახლა ისე შენ, მართლა არაფერი ჰკითხო იმ ლამრიკოს, მაგის ნათესავია.
- მდაა... - თავი გადააქნია დინამ.
- ჰოდა, ახლა რაც შეეხება ლამრიკოს. - მაკამ ხმას დაუწია. - არ ვაპირებ ჩვენს გუნდში შემოყვანას. თუნდაც, იმიტომ რომ სულაც არ უჭირს ფული და არც ზედმეტად სჭირდება. თანაც, სერიოზული პატრონ-მფარველები ჰყავს და სულ ოდნავადაც რომ გაფუჭდეს საქმე, ეგ ადვილად გამოძვრება და არც ინაღვლებს სხვა დანარჩენს რა მოუვა. აი, ჩვენ კი, ერთმანეთის მხარდამხარ უნდა ვიყოთ, ხელი შევუწყოთ ერთმანეთს. ყველას გვიჭირს დღეს. მე კი მაქვს ამდენი ქონება, მაგრამ სულ ჩემი ოფლით შეძენილი. ახლა ამ ბიჭს, უკვე აბიტურიენტი ხდება და ჩაცმა-დახურვის გარდა, კიდევ რამდენი რამ უნდა. სხვა დანარჩენებსაც ყველას ოჯახები, შვილები ჰყავთ სარჩენი. შენ კი ახლა მხოლოდ მარტო შენი თავი გაბარია, მაგრამ ახალგაზრდა გოგო ხარ, ჩაცმაც გინდა და კარგი ცხოვრებაც. ასე რომ ჩვენს გუნდს უფრო გვჭირდება ფულის შოვნაზე გარჯა, ვიდრე ლამრიკოსნაირებს.
მაკა დინჯად საუბრობდა. დინა კი, ყველაფერზე კვერს უკრავდა.
- ისე, ელზას რაღაც ამ ბოლო დროს, იმდენად ვერ ვცნობ. - ფრთხილად შეაპარა მაკამ.
- რამე დააყრანტალა?
- ჰა,ჰა! - მაკას გულიანად გაეცინა. - აი, ხომ ხედავ? შენც შენიშნე, როგორი ენა ტლიკინაა. ჯერ ჯერობით, არაფერი უთქვამს. მეც გამუდმებით ვარიგებ და მშვენივრადაც იცის, სად რამდენი უნდა ილაპარაკოს, მაგრამ ამ ბოლო დროს, ძალიან დაუმეგობრდა ლამარას და ეს მაინც, რაღაცნაირად მაღელვებს.
- საკმაოდ ხშირად ვხედავ ერთად. - თავი დაუქნია დინამ.
- აი თურმე, შენც შეგინიშნავს.
- ისე, ეს ლამარა, დიდად არც მე მომწონს.
- არა, დასაწუნი, ნამდვილად არაფერი აქვს. - დინჯად მიუგო მაკამ. - ლამარა სულაც არ არის ცუდი გოგო. ნიჭიერი და საკმაოდ მცოდნე, დაუზარელი პედიატრია.
დინამ უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- ლამარა, არაფერ შუაშია. - განაგრძო მაკამ. - მე მხოლოდ, ელზას უაზრო ცანცარული ქცევები მაღელვებს და ამიტომ, შენი იმედი მაქვს.
- ჩემი? - გაიკვირვა დინამ.
- ასი თვალი და ასი ყური გამოიბი! - მაკამ თვალები მოჭუტა. - სულ უბრალო, ერთი პატარა შეცდომაც დაა... იცი, რაც მოხდება! შენი ძველი ყოფა მოგენატრება!
დინას უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა. ძველ ყოფაში დაბრუნებას, ნამდვილად სიკვდილი ერჩია. ამიტომ ელზასთვის თვალყურის დევნება, მშვენიერი დავალება იყო და დინამაც აუსრულა წადილი მაკას. გამუდმებით ცდილობდა ელზას სიახლოვეს ეტრიალა და არც ლარა გამორჩენია, მასაც კარგად უთვალთვალებდა, თუმცა ჯერჯერობით ვერაფერს ამჩნევდა.
თავის მხრივ, ელზას უკვე მტკიცედ ჰქონდა შურისძიება გადაწყვეტილი და დინას თანდათანობით დამეგობრება, მასაც მოეწონა. თუმცა, რა იცოდა, რომ სწორედ ეს მეგობრობა, ისევ მაკასგან მოდიოდა. ელზა შესაფერის შემთხვევას ეძებდა, რომ გულზე გაეხეთქა მაკა, თანაც ისე, რომ არაფერი დაშავებულიყო და საერთო საქმე არ გაფუჭებულიყო. სააგარაკო რეისებზე დინა დადიოდა. ესეც მშვენივრად იცოდა ელზამ, მაგრამ აბა იქ, რა უნდა გაეფუჭებინა? იქნებ, დინა და მაკა ერთმანეთზე გადაეკიდა?
- ჰაჰ! მშვენიერი აზრია! - ელზა საკუთარი იდეამ, ისე აღაფრთოვანა, რომ ხმამაღლა წამოიძახა.
ლარამ გაკვირვებით გამოხედა, ხოლო დინამ კი, ჩაფიქრებული მზერა სტყორცნა.
- ისე გადაიღალე, რომ უკვე ხმამაღლაც ფიქრობ? - ღიმილი შეაგება ლარამ.
ელზამაც სიცილით უპასუხა:
- ყველას ერთდროულად აუტყდა მშობიარობა და კიდევ კარგად ვდგავარ ფეხზე!
- მეც არაერთხელ, მომსვლია ასე ხმამაღალი ფიქრი. - ჩაურთო დინამ.
- ასეა, გოგოებო! - მომღიმარი სახით მიუგო ელზამ. - ხანდახან უნდა დავისვენოთ ხოლმე.
ამ დროს ლარას დაუძახეს და როგორც კი მარტონი დარჩნენ ელზა და დინა, ელზამ ძალიან დაბალი ხმით გადაულაპარაკა:
- ეს ძალიან კარგი გოგოა, მაგრამ ჩვენს წრესთან, არაფერი ესაქმება.
დინამ უხმოდ დაუკრა თავი.
- შეიძლება მაკას შენთვის ჯერ არ უთქვამს, მაგრამ ასეა. ისედაც ბევრნი ვართ უკვე.
დინას მაშინვე უნდოდა ეთქვა, რომ უკვე იყო მაკასგან გაფრთხილებული, მაგრამ რატომღაც თავი შეიკავა და უხმოდ დაეთანხმა. სამაგიეროდ, ცანცარა ელზამ იფიქრა, რომ თავად დაარიგა დინა.
დინა მაკას ხელში, კარგად გამოიწრთო. უამრავი რამ ისწავლა. კოხტადაც ეცვა და თავადაც უკვე შეეძლო, სხვების დახმარების გარეშე, მოხდენილი სამოსის შერჩევა. მშვენივრად იყო მოწყობილი. დამოუკიდებელმა ცხოვრებამ ერთიათად აამაღლა და საკუთარი თავის რწმენა გაუჩინა. ყოველთვის ზუსტად ირჩევდა, ტანსაცმლის შესაფერის ფეხსაცმელს და ესეც მაკასგან ისწავლა. ვიტრინებს ამაყად ჩაუვლიდა და ტანსაცმლის მაღაზიასაც უკვე ხშირად სტუმრობდა. სასურველ კლიენტს, ყავის წრუპვასთან ერთად, მომდევნო კატალოგსაც ათვალიერებინებდნენ და დინაც უკვე წინასწარ ირჩევდა, როგორც კი ეს შემოვა, აუცილებლად გადამინახეთო.
ერთხელაც ჟურნალი გადაფურცლა და თვალი, საკმაოდ მაღალ ყელიან თხელ ჩექმებს დაადგა.
ზუსტად მსგავსი უჩვენა ადრე მაკამ, უცხოური კატალოგიდან და ისიც უთხრა, ჯერ მხოლოდ მოდელია და ერთი სული მაქვს, როდისღა გამოვა და რაც არ უნდა ღირდეს, ესეთი რომ არ ვიყიდო, გავაფრენო.
ფერიც ემთხვეოდა.
- აი, სწორედ ეს „ზამშის“ ჩექმა მინდა! - აღფრთოვანებით გამოუცხადა დინამ.
- ეს ნატის ჩექმებია. - ცოტა არ იყოს ცინიკურად მიუგეს. - ნატის და არა „ზამშის“.

LEX. 2025 წლის 18 ივნისი, ოთხშაბათი.

No comments:
Post a Comment