41.
ელზა ფერწასული უსმენდა საცხობის მეპატრონეს და ბოლოს, აღელვებით
ჩაურთო:
- იმ ქალსაც რა ატლიკინებდა მერე, ბავშვი ავიყვანეო?
- ჰო, რა ვიცი...
- ან ეს გოგო კიდევ რაღამ გადარია? - თავი გააქნია ელზამ. - კი, მესმის რომ უბედურება შეემთხვა, მაგრამ რამდენი ვინმე ბავშვს აიყვანს, ასე ყველაზე ხელის დადება უსაბუთოდ, როგორ შეიძლება?
- ჰო, აბა ნერვიულობისგან აღარ იცის რას და ვის მიადგეს. - მიუგო საცხობის მეპატრონემ. - როგორც კი გაიგო, იმათი აყვანილი ბავშვი და თავისი, გარდაცვლილი ჩვილი, ერთ დღეს დაიბადნენო, აი ამაზე შეირყა ლამის.
- და მერე, რა? - მხრები აიჩეჩა ელზამ. - იმ დღეს ერთადერთმა იმშობიარა მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუ რა?!
- ჰმ, მართალი ხარ.
- ვინ იცის, სად და რომელ სამშობიაროში, რამდენი ბავშვი გაჩნდა ზუსტად იმავე დღეს და თუნდაც, იმავე წუთში და ეს სულაც არარის საბაბი, რომ ასე ხალხს ხელი დაადო და დააბრალო, ბავშვი მომპარეთო!
- მართალი ხარ, ჩემო ელზა, მართალი. - მიუგო ქალმა და შენ რაღატომ იშლი ნერვებს? მაგიტომ კი არ გითხარი.
- აი ზუსტად მაგაშია საქმე, არ მიყვარს ხოლმე ზედმეტად ჩარევა. ვითომ კარგი მინდოდა იმ საცოდავი გოგოსთვის და ახლა რაღაცნაირად თითქოს თავს დამნაშავედაც კი ვგრძნობ, რომ მე ვურჩიე ჩვენთან მშობიარობა. არადა, იმ დღეებში არც კი ვმუშაობდი. გრიპი მქონდა და სასწრაფოდ ბიულეტენზე გამაგდეს, ორი დღე ისე დამიმატეს კიდევ ცალკე, თანამშრომლებმა მაჩუქეს. აბა, გრიპიანი ჩვილებთან ხომ არ ვიტრიალებდი. - ისე სხაპასხუპით ჩამოარაკრაკა ელზამ, რომ ცოტაც და გაიგუდებოდა, რომ არ ამოესუნთქა.
რაც შეეხებოდა ბიულეტენსა თუ ელზას გრიპოზულ მდგომარეობას, ეს მაკას მოთხოვნა იყო. იმ დღეებში ელზა საერთოდ არ უნდა გაკარებოდა სამშობიაროს.
- ჰოდა, შენც დამშვიდდი, რა განერვიულებს? - ამშვიდებდა აღელვებულ ელზას საცხობის მეპატრონე ქალი.
- აბა, როგორ არ ვინერვიულო? - არ ცხრებოდა ელზა.
- ისე, თავიდან ცოტა მეც გამიკვირდა. - ჩაფიქრებული ხმით დაიწყო ქალამ. - ასე უცებ რომ დამიცალეს ბინა, თან ყოველთვის წინასწარ ორი თვისას იხდიდნენ და ახლა ლამის, ორი კვირა მაინც იყო დარჩენილი და არც იმ ორი კვირის ფული მოუთხოვიათ უკან.
- უი, მართლა? - ვითომ მართლაც გაუკვირდა ელზას. სინამდვილეში მშვენივრად იცოდა.
- სასწრაფოდ უნდა გავემგზავროთო, რომ გამომიცხადეს, იმავე საღამოსვე დამიტოვეს გასაღები. მეგონა, მართლა დატოვეს ქვეყანა და ისინი კი თურმე, სულ სხვაგან გადასულან. რა ვიცი, რა თამაში იყო? - უკმაყოფილოდ აიჩეჩა მხრები ქალმა.
- ალბათ, ბავშვის აყვანის დამალვა უნდოდათ და ახალ სახლში უკვე ბავშვიანად გამოჩნდნენ. - დაახეთქა ელზამ და ტუჩზეც იკბინა.
„რა საჭირო იყო ახლა ამის ასე დაკონკრეტება?“
საკუთარ თავზე ბრაზი მოუვიდა ელზას.
- უი, მართალი ხარ, ხომ იცი?.. ყოჩაღ, შენ! როგორ კარგად გაშიფრე! - შეაქო ქალმა.
ელზამ ცალყბად შეიფერა.
- ამან აქეთ იმშობიარა, იმან იქეთ აიყვანა ბავშვი და მერე ერთმანეთს დაუკავშირა და ახლა ჰგონია, რომ მისი შვილი აიყვანეს.
- ელზა შენ საიდანღა იცი, თუ სად აიყვანეს ბავშვი? - გაკვირვებით ჩაეკითხა ქალი.
- აბა, მე საიდან უნდა ვიცოდე? - არ დაიბნა ელზა. - მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩვენგან არავინ გაშვილებულა და...
- ააა... და ამიტომ დაასკვენი, ასე. - დარწმუნდა ქალი.
„რა მჭირს, ვინ მექაჩება ენაზე?“
საშინლად ბრაზობდა ელზა საკუთარ თავზე, მაგრამ ეს სიბრაზე, რა მოსატანი იყო იმასთან, როცა უახლესი ამბავიც შეიტყო.
- ისეთი ძვირი დამიჯდა ბავშვის აყვანა, ძლივს გავწვდითო, შეხვედრისას უთქვამს ამ გოგოსთვის.
- ასეც იქნებოდა. - კვერი დაუკრა ელზამ. - რატომ გაუკვირდა? და იცი, ხშირად როგორ იქცევიან უნამუსო დედები? ჯერ ბავშვს მართლა ტოვებენ, არ უნდათ დედობა, მაგრამ როგორც კი იყნოსავენ რომ ჩვილს პატრონები გამოუჩნდა, მაშინვე იმხელა თანხას ითხოვენ. მე თვითონ შევსწრებივარ მსგავსი შემთხვევას.
ელზა ისევ გაჩუმდა. კიდევ რამე ზედმეტი არ დავაყრანტალოო.
- ჰო, ალბათ. - დაეთანხმა მეპატრონე. - იმდენად არ ეყო ბიოლოგიურ მშობელს, რომ ბოლოს თითიდან საგვარეულო დიდი ბრილიანტის ბეჭედიც კი წავიძრე და ექთანს გავატანეო.
- ექთანს?! - წარბები აზიდა ელზა და ლამის სუნთქვა შეეკრა.
მშვენივრად მიხვდა, თუ ვისაც შეხვდა ის ბეჭედი. გულზე გასკდა. ბოღმა ახრჩობდა. ცალკე მაკაზეც ბრაზობდა. მე ახლოსაც არ გამაკარეს და თავად, ფულების გარდა, ბრილიანტებიც აისხესო. ასე გულგახეთქილი მიეჭრა მაკას და ყველაფერი სხაპასხუპით მოახსენა.
მაკა ჩაფიქრდა. საშინლად არ ესიამოვნა, თუმცა არ შეიმჩნია და ელზას, საკმაოდ მშვიდი ხმით მიმართა:
- არასდროს დამიშლია პირადი საჩუქრების არც აღება და არც მისი დეკლარაციის შევსება. - ირონიული ტონი დაურთო მაკამ. - მთავარია, ძირითადი თანხის დასახელება და იმის იქეთ ვინც საქმეს წარუძღვება, თუ უნდა ოთხმაგი მოთხოვოს, ოღონდაც საქმე არ ჩაშალოს, არ გააფუჭოს და არავინ დააზარალოს. იმის იქეთ პირადი პატივისცემა, უკვე მისი პირადია და არა საერთო წილში ჩასადები.
- ნუ რა ვიცი? - უკმაყოფილოდ გააქნია თავი ელზამ. - მაინც ხომ უნდა ეთქვა?
- და, რამდენჯერ აგიღიათ საჩუქრები? - ცინიკურად ჩაეკითხა მაკა. - მითქვამს რამე? თუ გგონია, ვერაფერს ვხვდებოდი?
ელზას სახეზე ალმური მოედო. მაკა მართალი იყო, მაგრამ სად კონიაკი და ტკბილეული და კიდევ ჯიბეში ჩაკუჭული რაღაც გარკვეული თანხა და სად ბრილიანტის ბეჭდები? ნუთუ ამაში მაკა განსხვავებას ვერ ხედავდა? ან არ ხედავდა?
„ასე თავგამოდებით, რატომ იცავს მაკა? იქნებ მოუცუნცულა კიდევაც ექთანმა და ამ ორმა გაიყო. ჰმ, მე არც კი ჩამთვალეს საჭიროდ.“
საშინლად გულმოსულმა დატოვა მაკას კაბინეტი. თვალებიდან ლამის ნაპერწკლებს ყრიდა.
არც მაკა იყო კარგ დღეში. საშინლად გაცოფებული, თავის შეკავებას ცდილობდა, რომ ეს ბრაზი, ადვილად ისე გადაეტანა, არავის შეემჩნია. ზედიზედ მოქაჩა რამდენიმე ღერი სიგარეტი. მერე ღრმად ამოიხვნეშა. ფანჯარა გამოაღო, ზამთრის ცივი სუსხიც ესიამოვნა და სუფთა, თოვლისგან გაწმენდილი ჰაერი, ხარბად ჩაისუნთქა.
- უჰ! - შვებით ამოისუნთქა მაკამ და შედარებით უფრო მოეშვა გულზე.
განა, რა უნდოდა იმ ხარბი ექთნის დასჯას? არც არაფერი! ისე შეაძვრენდა ერთ ადგილას, რომ გამოძრომასაც ვეღარ შესძლებდა, მაგრამ მერე ცოცხალი და ყველაზე საშიში მტერი, რომელმაც მაკას ბევრი ხრიკები სულ ზეპირად იცოდა, გამზადებული ეყოლებოდა.
- ვინ იცის, ახლა ელზა იქნებ ჩასაფრებულიც კი არის, ჩემი კაბინეტის ახლომახლო და ელოდება, როდის დავიბარებ ექთანს, მაგრამ არა, ჩემო ელზა, არა! სეირს, ასე ადვილად, ვერ გაყურებინებ, ჩემო კარგო. ეს უნდა დაიმსახურო!
მაკამ ერთ ხანს იცადა, კაბინეტში ბოლთას სცემდა და გარეთ არ გამოდიოდა, თითქოს ჯიბრზე, არც არავინ აწუხებდა და არც არავინ ეძახდა საოპერაციოდ.
მაკა მართალი იყო. ელზას თვალი მაკას კაბინეტისკენ ეჭირა და წამდაუწუმ ცდილობდა შეემოწმებინა, ხომ არავინ შევიდოდა მასთან.
ლარას ელზას ეს ცანცარი არ გამოჰპარვია. უკვე მეორედ შეამჩნია, თუ როგორი აჭარხლებული სახით გამოვიდა მაკას კაბინეტიდან და ახლაც რაღაც არ ასვენებდა. ლარა ელზას ნდობის მოპოვებას შეეცადა, მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა საამისოდ. საიდან, ან როგორ უნდა მიდგომოდა ამ ქალს, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. ელზა რამდენადაც ცანცარა და ქარაფშუტა ჩანდა, იმდენად ეშმაკი და გველაძუა იყო, ეს უკვე მშვენივრად იცოდა ლარამ და მისი ნდობისკენ მიმავალ გზას ეძებდა.
ლარამ გვერდით ჩაუარა. ელზას არც შეუხედავს, მერე კიდევ ერთი ორჯერ აუარ-ჩაუარა. ელზამ კვლავ ურეაქციოდ დატოვა.
- ელზა! - შეუძახა ლარამ.
ელზა შეკრთა და გაკვირვებით გამოხედა ლარას.
- ყავა არ გინდა? - შესთავაზა ლარამ.
- ყავა? - დაბნეული ხმით უპასუხა ელზამ.
- ჰო, ყავა! და რა გაგიკვირდა? - მხრები აიჩეჩა ლარამ. - ყავა შემოგთავაზე, რესტორანში კი არ გეპატიჟები.
- ჰო... რა ვიცი...
- არა, ისე თუ გინდა. - არ მოეშვა ლარა. - რესტორანშიც დაგპატიჟებდი, მაგრამ რომ არ მიყვარს ეს ღვინო და დუდუკი, რა ვქნა?
ლარას ხუმრობაზე, ელზამ ისტერიულად გადაიკისკისა.
- უჰ შენ გაიხარე, როგორ გამაცინე. - ელზას აშკარად გულზე მოეშვა. - ეს რა კარგი ხუმრობა გცოდნია.
- შენ წარმოიდგინე, მართლა ვერ ვიტან რესტორნებში ღრეობების ყურებას.
- სხვისი ღრეობა, აბა მართლა რა საყურებელი. - კვერი დაუკრა ელზამ. - დავლიოთ ყავა?
- რატომაც, არა!
- მხოლოდ მე გეპატიჟები!
- არავითარ შემთხვევაში! - თავი გააქნია ლარამ. - ყავის იდეა ჩემგან მოდიოდა და დღეს მე გეპატიჟები, ანდა რა გახდა ერთი ფინჯანი ყავა?
- არაც, არაფერი! - მხიარულად აიჩეჩა ელზამ მხრები და ლარას კვალში მიჰყვა.
ზამთრის სუსხიან დღეს ცხელი ყავა ესიამოვნა და თავისუფლად ამოისუნთქა. ისიც კი გაივლო გულში, რომ სულაც არ ყოფილა ლარა ცუდი გოგოო და თავიდან ნეტა რას გადავეკიდე, რატომ არ მომწონდაო.
სამუშაო დღე დასრულდა.
შინ წასვლას, მაკა დიდად არ ჩქარობდა. რას ელოდა, თავადაც არ იცოდა. ამ ხნის განმავლობაში, არც ექთანი შესულა მაკასთან და არც მაკას მოუკითხავს. ამით ელზა კიდევ უფრო მეტად დარწმუნდა რომ მაკაც იმ ბეჭდის წილში იყო.
„ და გამოდის, რომ მე მომტეხეს?“
მწარედ ეღიმებოდა ელზას.
„დამაცადონ ერთი. ჩემი დროც მოვა და ვინ დარჩება წაგებულ-მოგებული, მაგასაც ვნახავ!“
გულში იმუქრებოდა ელზა. თუმცა წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რა უნდა დაეშავებინა მაკასთვის ისეთი, ან თუნდაც ექთნისთვის, რომ თავადაც არ მოჰყოლიყო წნეხში. ისეთ დიდი გულზე იყო, რომ მზად იყო, დიდი სარფიანი საქმე ჩაეშალა და ეს ორი ქალი, მიწასთან გაესწორებინა.
„მერე მეც ჩამითრევენ და მაკა ისეთი გაქნილი ქალია, თავად მაინც სუფთად, ან შედარებით მსუბუქად გამოძვრება და ჩვენ ვიკითხოთ, მერე.“
- ისე, მართლა ცუდად ხომ არ ხარ? - ლარას ხმამ ჩაფიქრებული ელზა, ადგილზე დააბრუნა.
პასუხად ელზამ ღრმად ამოიხვნეშა.
- იცი... - დაბალი ხმით დაიწყო ლარამ. - ლამის ორ-ორჯერ გეკითხები და შენ კი, ისე ზიხარ, ვითომ აქ არც ხარ საერთო.
ელზამ კვლავ არაფერი უპასუხა და თვალებდაჭყეტილი მიაჩერდა. ან, რა უნდა ეთქვა? იმას ხომ არ ჩამოურაკრაკებდა, თუ რატომ იყო ასე ბოღმაზე გამსკდარი.
- თითქოს, რაღაც სერიოზული პრობლემა გაქვს და თქმაც გერიდება. - კვლავ შეაპარა ლარამ, იქნებ რამე მაინც დაეცინცლა ელზასგან. - თუ ფინანსური პრობლემაა, შემიძლია რაღაც თანხა გასესხო ხელფასამდე, თუმცა გააჩნია რამდენია, მაგრამ მოვახერხებთ რამეს, გოგოებსაც ვთხოვოთ და...
- აჰ, არა! არა! - გაეცინა ელზას. - ფინანსები არაფერ შუაშია. თუმცა... - ელზამ დროულად დააჭირა ენას კბილი.
- ვიფიქრე, ბანკის ვალი თუ გქონდა და... - ლარა მაინც თავისას არ იშლიდა და ელზას ბოლომდე აწვებოდა.
- არა, ბანკის ვალი, ნამდვილად არ მაქვს! - ელზა წამით შეყოვნდა. - ოჯახში... ნუ, როცა პირადი პრობლემაა, ამაზე არ საუბრობენ.
- მესმის შენი. - გაუღიმა ლარამ. - უბრალოდ, ვიფიქრე, თუ ფინანსების პრობლემაა, რაღაცით ხელს მაინც შეგიწყობდი.
- მეე? - წარბები აზიდა ელზამ. - და მაინც, რატომ? ჩვენ ხომ არც კი ვმეგობრობთ? ამდენი ხანია უკვე აქ მუშაობ და დღეს პირველად დავლიეთ ერთად ყავა.
- რატომ და... - ლარა შეყოვნდა. სასწრაფოდ, რაღაც სერიოზული არგუმენტი უნდა მოეყვანა. - ჩვენი ოჯახის უახლოესმა მეგობარმა, სწორედაც რომ ამ ბანკის ვალების გამო, თავი მოიკლა. მცირე წლოვანი შვილები დააობლა და არც არავინ, არც ერთმა ნათესავმა თუ ახლობელმა, არაფერი ვიცოდით.
- უი, მართლა? - გაოცდა ელზა. - მერე, ახლა ბავშვები ვის კისერზე დატოვა?
- უკვე დიდი ხანია, აღარ არიან ბავშვები. - მიუგო ლარამ. - ლამის საუკუნის წინ იყო, მე თვითონ პატარა ბავშვი ვიყავი და ახლაც ისე მწარედ მახსოვს, მაშინ რა ამბავიც დატრიალდა. მერე კი, ყველა იმას გაიძახოდა, ვინმესთვის, რომ მაინც ეთქვა, შევუგროვებდით ნაწილ თანხას მაინცო.
- ჰმ, და ამიტომაც ასე იფიქრე ჩემზე? - გაეღიმა ელზას.
- ბავშვობის მოგონების სიმწარემ, ზოგჯერ ისე ღრმად იცის გულში ჩაბეჭდვა, რომ...
- ჰო, გეთანხმები. - ელზას ახლა უფრო მეტი სითბო ჩაეღვარა ლარას მიმართ.
მაკას ელზას და ლარას თბილი ჭუკჭუკი არ გამოჰპარვია, საშინლად არ ესიამოვნა. იქნებ, ელზა ცდილობდა, ლარას მათ გუნდში შემოყვანას, მაგრამ მაკას გარეშე, ამას როგორ აკეთებდა?
„ და ვინ ეკითხება ელზას?“
გული მოუვიდა მაკას, თუმცა ახლა სულ სხვა რამემ შეაშფოთა. მშვენივრად იცოდა, ელზა, როგორი გამწარებული გავარდა მისი კაბინეტიდან და ახლა ცხელ გულზე, რამე არ დააყრანტალოსო. სასწრაფოდ, როგორმე, ელზა რაღაცნაირად მაინც უნდა მოეთაფლა.
„არა, არა! ახლა ფულის და საჩუქრების შეთავაზება, ნამდვილი სისულელე იქნება, რადგან ეგრევე გამოჩნდება, რომ თავს დამნაშავედ ვგრძნობ და ელზას ფულის მოტეხვაში ვიღებდი მონაწილეობას. არადა, მე არაფერ შუაში ვარ. იმ კრეტინი ექთნის სიხარბემ აგვრია სულ.“
მაკამ ღრმად ამოიხვნეშა.
„დამაცადოს ერთი! მაგას ცალკე მივხედავ. ჯერ ელზა, როგორმე უნდა შემოვირიგო და გავარკვიო ერთი, რა ეტაკა, ასე უცებ, რომ ჩაუდაქალდა ლამრიკოს. არადა, პირვeლად ელზამ აითვალწუნა, მაგის ენის გამო იყო, რომ მეც და სხვებიც ამრეზით ვუყუერებდით იმ გოგოს. არადა მგონი, არც არაფერი დაუშავებია. მგონი, კი არა, მართლაც არაფერი შემიმჩნევია. იმ შტერ ალეკო ექიმზეც როგორ კარგად დამეხმარა. ელზამ კი ერთი ამბავი ატეხა, მოგზავნილიაო, რადგან გადამალული ჩვილი მიუყვანა დედასო და აბა მართლა საიდან უნდა სცოდნოდა ვიღაც ლამრიკოს, რა ხდებოდა ჩვენთან. იფიქრა, ჩვილები აერიათო და გოგომ პირიქით, კეთილი საქმე გააკეთა. ელზა კი მაშინვე გადაეკიდა, გიჟს გავდა.“
მაკა ამ ფიქრებით იმშვიდებდა თავს. თუმცა, მაინც არ გამორიცხავდა იმას, რომ ახალი ხალხის გუნდში შემოშვება, ჯერ სულაც არ იყო საჭირო. მაინც დისტანცია უნდა ყოფილიყო დაცული და ამ დროს ელზა კი, რაღაც ზედმეტად ჩაუამხანაგდა.
მაკამ ის იყო, მანქანის კარი უნდა გამოეღო, რომ კარის მინაზე არეკლილი, ზედა სართულის ფანჯრიდან მომზირალი ელზა დალანდა. მაშინვე გულზე ხელი იტაცა, მანქანის ღია კარს ჩამოეყრდნო. ორი წუთიც კი არ იყო გასული, რომ ელზა და ლარა მაშინვე იქ გაჩნდნენ.
მაკამ ყველაფერი სწორად გათვალა. გოგოებს ისედაც მორიგეობა უმთავრდებოდათ და „შეუძლოდ მყოფ“ მაკა ექიმის სახლში გაცილება მოუწიათ. საჭეს ლარა მართავდა. გვერდით ელზა გამოიჭიმა. მაკა ექიმი კი უკანა სავარძელზე „ტკივილებისგან“ იკრუნჩხებოდა.
- ამდენი ნიგვზიანიც არ შეიძლება. - წუხდა მაკა. - ამ შობა-ახალმა წელმა, ლამის შემიწირა და თან ორ-ორჯერ.
მშვენიერი არგუმენტი იყო, ნაღვლის ბუშტის შეტევა, ამ საახალწლო სუფრების გამო. თავიდან გულის შეტევის გათამაშება უნდოდა, მაგრამ უმალ გადაიფიქრა. გულის შეტევა უფრო ნერვიულობასთან იქნებოდა დაკავშირებული, ამით ელზას წისქვილზე დაასხამდა წყალს, რომელიც დარწმუნდებოდა, მაკამ სწორედ იმ ბეჭდის გამო ინერვიულაო.
მაკამ სტუმრები უპატივცემულოდ არ გაუშვა. სუფრაც გაუწყო და კარგადაც მოილხინეს. შეტევაც არც გახსენებიათ.
- რა საოცარია! – „გაოგნებული“ იყო მაკა. - ისე დამეტაკა, ისეთი ტკივილი მქონდა, მეგონა მოვკვდებოდი. ახლა კი, საერთოდ არაფერი მაწუხებს.
- შენ მაგას მაინც ნუ ეხუმრები. - დაარიგა ელზამ. - ისეთ დროს გაგიხსენებს, რომ...
სჯობს დროულად მიხედო.
- ვაიმე გოგოებო. - მაკა შუაში ჩაუჯდა და ორივე ხელი მოხვია. - კიდევ კარგი, უცებ თქვენ გამოჩნდით, თორემ რა მეშველებოდა? უცებ თან შეტევა, თანაც ალბათ ცალკე შიშიც იყო.
ელზა თავს უქნევდა, რაღაცას ერატრატებოდა. ლარას ყურადღება კი გვერდით ოთახის ღია კარში იყო, რაც მაკას შეუმჩნეველი არ დარჩენია. წამოდგა, ოთახის კარი უფრო მეტად გამოაღო თვალიც მოავლო, არაერთხელ ნანახ ოთახს, მაგრამ ვერაფერი შენიშნა ისეთი, რაზეც შეიძლებოდა ვინმეს თვალი დარჩენოდა.
კუსუს ოთახი, სუფთა და ნათელი, ტიპიური მოზარდის ოთახი იყო, კედლებზე გაკრული პლაკატები, კომფორტული საწოლი და საწერი მაგიდა. არაფერი განსაკუთრებული და ნეტა რას შეეძლო მოეხიბლა ლარა.
- აბა? როგორი სახლი მაქვს? - მაკა პასუხს არც დაელოდა. - ეს ჩემი კუსუნას ოთახია. ახლა ვარჯიშზეა და მოგვიანებით შემოგვიერთდება.
- მშვენიერი სახლია, და კუსუ რა ბიჭიაა!!! როგორი კარგი ბიჭიაა! - აქაქანდა ელზა და ლარაც ღიმილით თავს უკრავდა.
- ჩემი ძმის შვილებიც და დის შვილებიც ასე არიან. - ძლივს ამოღერღა ლარამ. - გინდა გააკეთე რემონტი მათ ოთახებში და გინდა, არა! მაინც ასე პლაკატებით აქვთ მოჭედილი.
- ჰმ. აბა, როგორ გინდა, ძვირფასო. - გაეცინა მაკას და გულზე მოეშვა, ალბათ, ლამრიკოს კუსუ კედელზე დარჩა თვალიო.
- არა, ბიჭისთვის სპორტი აუცილებელია. - ქაქანებდა ელზა, თუმცა ვინ აქცევდა ყურადღება.
მაკას მსგავსად, ლარაც თავის ფიქრებში იყო ჩაძირული. რატომღაც ძალიან დაინტერესდა მაკას შვილით. მერე ისიც კი გამოკითხა რომელ სპორტზე დადის და სად ვარჯიშობსო. თუმცა, მაკას პასუხები, ლარასთვის არაფრისმომცემი იყო. ანდა რაში სჭირდებოდა, თავადაც არ იცოდა.
შინ დაბრუნებულმა, იმავე საღამოსვე შეიტყო, რომ მისი უმცროსი ძმისშვილიც სწორედ იმავე ადგილას ვარჯიშობდა, სადაც მაკას შვილი. ჯერ უნდოდა ეკითხა, იცნობდა თუ არა, მაგრამ მერე თავი შეიკავა, რადგან წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, მაკას შვილს სინამდვილეში რა ერქვა, ან რა გვარის იყო. ასე, შინაურული მეტსახელით ხომ არ იკითხავდა. მერე კი საერთოდ მიავიწყდა ეს ამბებიც და კვლავ სამუშაოს რუტინაში გადაერთო.
მაკა მაინც უყურადღებოდ არ ტოვებდა, თუმცა ვერაფერ ცუდს ვერ ამჩნევდა. ანდა, ცუდი მართლაც რა უნდა შეემჩნია, საკმაოდ ნიჭიერი და უკვე კარგად გამოცდილი პედიატრისაგან. ელზასთან ჩვეული მეგობრობა ჰქონდა. მხოლოდ სამსახურის ფარგლებში. მაკა ამასაც აკონტროლებდა. ელზაც კატეგორიულად გააფრთხილა. ჯერ არავითარი ახალი გუნდის წევრი არ გვჭირდებაო. ხოლო, რაც შეეხებოდა ექთანს, მაკა თავიდან ჩუმად იყო. არც არაფერს იმჩნევდა, მაგრამ ერთ დღესაც უკვე ვეღარ მოითმინა, როცა ქალმა ჯანმრთელობაზე დაიწყო წუწუნი.
- ამ მარილებისგან, ისე მიჭირს, უკვე ნემსის გაკეთებაც. - ამოიხვნეშა ექთანმა. - წვეთოვანის დადგმაზე აღარაფერს ვამბობ.
- უნდა მიხედო თავს. - მშვიდად მიუგო მაკამ.
- თქვენნაირი გულისხმიერი უფროსი ნეტა ყველას ჰყავდეს. სხვა აქამდე, სამსახურს დამატოვებინებდა, ვერ მუშაობო. - ხოტბა შეასხა ექთანმა. - ეს თითებიც კიდევ, ისე დამეკრუნჩხა, რომ... - ექთანი გასასვლელისკენ წავიდა.
- კარატ ნახევრიან ბრილიანტის ბეჭედმა, ხომ არ მოგიჭირა, ნეტავ? - უკვე კარში გასულს დააწია მაკამ.
ექთანს მკვდრისფერი დაედო. ყბა აუკანკალდა. ნაბიჯიც ვეღარ გადადგა.
- რა იყო?! - შეუძახა მაკამ. - გგონია, ვერ გავიგებდი? ან თუ იფიქრე, რომ წილში ჩაგიჯდებოდი?
ექთანმა სასოწარკვეთილი თვალები შეავლო მაკას და მერე იატაკს ჩააშტერდა.
- მომისმინე, ჩემო კარგო. - განაგრძო მაკამ. - საჩუქრები ვისაც რა შესთავაზეს და ჯიბეში ჩაუკუჭეს, ეს მისი პირადი საქმეა და არავინ არის წილში, მაგრამ ნურც სალაპარაკო გახდება და ახლა არ მითხრა, საიდან გაიგეო? ნურც მკითხავ, რადგან მაინც ვერ გეტყვი. ახლა წადი, წადი! უამრავი საქმე გაქვს! ნემსის გაკეთება თუ გიჭირს, სხვა რამეში მაინც დაეხმარე სხვებს.
- დიახ, მაკა ექიმო. - ძლივს ამოილუღლუღა ექთანმა და ისე დატოვა მაკას კაბინეტი, რომ მზერაც ვეღარ გაუსწორა მაკას.
- ჰმ. წანკლა! - წაიღრინა მაკამ, ექთნის მისამართით. - ეზარება წვეთოვანის დადგმა და ახლა თითების დაკრუნჩხვა მოიგონა.
ფანჯარასთან მისულს, კვლავ თვალში მოხვდა ელზასა და ლამარას მხიარული დუეტი. ნელ-ნელა მოსეირნობდნენ, სიცილ-კისკისით.
მაკას რაღაც შემოაწვა გულზე. თავადაც არ იცოდა, ასე რა ანაღვლებდა, ან რა ანერვიულებდა. ელზა უკვე ისედაც, კარგად გაფრთხილებული ჰყავდა, ხოლო რაც შეეხებოდა ლამარას, სასაყვედურო, ნამდვილად არაფერი ჰქონდა. რაღაცნაირად მარტო სული, ფუფუნებაში გაზრდილი გოგო, მაღალ საზოგადოებაში თავს უადგილოდ გრძნობდა.
„ჰმ, მეტი ვერავინ დაიმეგობრა. აბა ელზა, რა სადაქალო გოგო იყო? კრეტინი იდიოტი, ენაჭარტალა...“
მაკა წამით შეცბა.
„იქნებ, სწორად რომ ეს ენაჭარტალა აწყობს, ჩვენს ლამრიკოს? და ჰგონია, რომ ასე ადვილად დასცინცლავს ელზას?“
ათას ფიქრებში იყო მაკა, მაგრამ კონკრეტულ და ზუსტ არგუმენტს მაინც ვერ უძებნიდა ელზასა და ლარას დაახლოებას. თუმცა, აღარც უკვე იმდენად დარდობდა. ასეთ უნიათო გოგოსთან, ელზასნაირები თუ იმეგობრებენო, ბოლოს დაასკვნა და ამით ეს თემაც დახურა.
ლარასთანაც, ჩვეული წესით მიდიოდა ცხოვრება. ტესტის პასუხზე არავინ გამოეხმაურა. საბოლოო დასკვნა კი ასეთი ჰქონდა, რომ ბავშვს და აწ უკვე ლამის ზრდასრულ ბიჭს, არც კი ჰქონდა ტესტი გაკეთებული. იქნებ, არც კი იცოდა, რომ აყვანილი იყო.
„ანდა, იქნებ, არც კი არის ცოცხალი?“
ლარამ ღრმად ამოიხვნეშა.
„ნეტა იმ გოგონას მშობლები გამოჩნდებოდნენ. შვილის საფლავი, მაინც ეცოდინებოდათ.
საცოდავი ბავშვი. სხვის სასაფლაოზე, სხვისი გვარ-სახელითა და სქესით იყო დაკრძალული წლების მანძილზე.“
ამ ფიქრებში იყო, როცა უმცროსმა ძმისშვილმა დაურეკა, კალათბურთზე მომაკითხე, არც დედა იღებს ტელეფონს და არც მამაო.
ლარას სიხარულით გაფრინდა, ბავშვი გამოეგება თუ არა, მყისვე, დედა, მამა და ბაბუაც, სამივენი მოაწყდნენ ეზოს. ლარა გაოგნებული შეჰყურებდა ოჯახის წევრებს. გული კი, რაღაცნაირად უცემდა.

LEX. 2025 წლის 30 აპრილი, ოთხშაბათი.

No comments:
Post a Comment