39.
ელზა უთენია დაერჭო საცხობის შორიახლო და უთვალთვალებდა, თუ როდის გამოჩნდებოდა ის ორსული გოგო. მაკას ინსტრუქციით, ზედმეტად თვალში არ უნდა შეჩხეროდა. ამიტომაც დაიცადა, სანამ გოგონა უკვე საცხობიდან გამოსული, სამუშაოზე მიმავალი, ავტობუსში არ ავიდა.
- ვაიმე, ერთი ფეხით გაგასწრო იმ გოგომ. - დანანებით აღნიშნა, საცხობის მეპატრონემ.
- არაუშავს. - თავი მოიკატუნა ელზამ. - შენ დაგიტოვებ ნომერს და გადაეცი.
- კარგი, დამიტოვე. - სიხარულით უპასუხეს ელზას.
- ის ქალი, ვისი ნომერიც არის. - დაუკონკრეტა ელზამ. - ადმინისტრაციაში მუშაობს და დიდად არაფერი ჩაწყობაც არ უნდოდა თურმე, მთავარია იმ პერიოდში იმშობიაროს, ნუ დაახლოებით მაინც და როგორც შენ მითხარი, მგონი ზუსტად უწევს, არა?
- კი, კი!
- აბა, გავიქეცი, ახლა! - ელზამ საქმიანი იერი მიიღო. - სამსახურში მაგვიანდება. ჩვეულებრივ დაურეკოს და უთხრას, რომ ამ აქციის შესახებ იცის და ჩაწერენ. ისე ჩემი სახელიც, რომ უხსენოს, ის ქალი მაინც ვერ მიხვდება, რადგან არც კი მიცნობს.
- ესე იგი, პირდაპირ უპრობლემოდ დაურეკოს და ჩაეწეროს, რიგში?
- ჰო! და როგორც კი მშობიარობა დაეწყება, ჯერ ისევ მაგ ნომერზე დარეკოს და მერე უკვე მივიდეს და ამშობიარებენ. ეგენი ცალკე არიან მე არც მეხება, თორემ თავზეც დავადგებოდი. - იცრუა ელზამ.
- უღრმესი მადლობა, ძალიან გავახარებ, საწყალ გოგოს.
ელზა მაკასკენ გამოფრინდა და სულ სხაპასხუპით ჩამოურაკრაკა, თუ როგორ ოსტატურად გაართვა თავი ყველაფერს. მაკამაც, თავის მხრივ, არ დააყოვნა შექება. ელზა გაბადრული უსმენდა, თუ როგორი გამჭრიახი და საზრიანი გონების ყოფილა თურმე.
- ახლა შენს საქმეს დაუბრუნდი. - თბილად მიმართა მაკამ და ელზას კარის გახურვისთანავე შვებით ამოისუნთქა. - რა ბოლომდე იცის ხოლმე, თავის ატკივება, ამ გოგომ. - ჩაილაპარაკა თავისთვის.
ყველაფერი, ისევე როგორც ყოველთვის, მაკას მოფიქრებული სცენარით მიმდინარეობდა. ორსულ გოგონას, მაკას ყმა ექთნის, სპეციალურად ახლად ნაყიდი ნომერი მიაწოდეს და მის ზარს დაელოდნენ. გოგონამაც დიდ ხანს არ დააყოვნა და იმავე საღამოს „ჩაეწერა რიგში“.
მაკასთან ერთად, მთელი მისი გუნდი და კიდევ ცალკე, ის უშვილო ოჯახიც, სულმოუთქმელად ელოდნენ ჩვილის ამ ქვეყნად მოვლენას და გაბადრული სახით ითვლიდნენ, ბავშვის გაჩენის დღეებს. მაკას ყმა ექთანი, უშვილო ცოლ-ქმარს, სულ ადვილად გაურიგდა. ისიც კი შესთავაზა, გინდა ბიჭი და გინდა გოგოო, თუმცა ისედაც იცოდა, რომ ამ წყვილს, ბიჭი უნდოდა. ყველაფერზე შეთანხმდნენ. სამშობიაროს ხარჯებსაც ეს ცოლ-ქმარი დაფარავდა და ბიოლოგიურ დედასაც კარგად დაასაჩუქრებდა, დანარჩენი ცალკე, სხვა თანხები, საბუთების მოგვარება-მოწესრიგებას დასჭირდებოდა და არც შუამავალი ექთნის უსაჩუქროდ დატოვებას აპირებდნენ. ექთანი კი, თავგამოდებით იფიცებოდა, როგორ გეკადრებათ, მე არაფერი მინდა, თქვენი წყალობით, ერთი ბავშვი მაინც გადაურჩება უპატრონობასა და თავშესაფარში სამოწყალოდ ყოფნასო. ცოლ-ქმარს კი უკვირდა, როგორი კეთილი და პატიოსანი ქალი ყოფილაო. თუმცა, აბა რას წარმოიდგენდნენ, რომ სწორედაც ეს „კეთილი და პატიოსანი“ ქალი, იმ ჯალათთა ჯგუფის წევრი იყო, ვინც წლების მანძილზე, მოპარული ჩვილებით ვაჭრობდნენ და ბიოლოგიურ მშობლებს, ცოცხალ შვილს სხვისი, უკვე წინასწარვე გადამალული, მკვდარი ჩვილით უნაცვლებდნენ.
მალე ის დღეც დადგა და სრულიად ჯანმრთელი ჩვილი, მაკას წყალობით, ისევე როგორც არაერთხელ, მკვდრად გამოაცხადეს.
- არადა, გამოწერიდან, სულ ორიოდე საათით ადრე, შევუხედე. მშვენივრად იყო, წყალიც დავალევინე და ისე ღონივრად მოქაჩა, ლამის ხელიდან გამაგდებინა და მერე ასე უცებ, რა მოუვიდა? - წუხდა ჩვილის დედა. სულიერად დაცარიელებული, გულგატეხილი დაბრუნდა შინ და სულ იმის გოდებაში იყო, ჩემი ბრალია, ასე რომ მოხდაო, რადგან სულ იმას გავიძახოდი, ჯერ არ გვინდოდა ბავშვიო და აი, ღმერთმაც ასე დამსაჯაო.
საცხობის მეპატრონესაც ძლიერ შეებრალა საცოდავი გოგო.
ელზამ კი საკმაოდ დამწუხრებული სახით გააქნია თავი:
- აი ამიტომაც არ მინდოდა ზედმეტად ჩარევა, მერე მე მომდგებოდნენ, შენ გვირჩიე ის სამშობიაროო.
- და სამშობიარო, რა შუაშია? - გაიკვირვა საცხობის მეპატრონემ.
- ეჰ, სულ ასე იციან. - ცინიკურად აღნიშნა ელზამ. - თან გადაყვები და ზოგი, ფილა შოკოლადსაც ვერ გაიმეტებს და თუკი ცუდად დასრულდა, მაშინ კი მოგდგებიან, ვითომდა, მართლა ჩვენი ბრალი იყოს.
- ჰო... ჰო...
- ის საცოდავი, ვინ იცის რამდენჯერ მშიერი დადიოდა და შენ რომ არ ყოლოდი, აქამდე სულიც არ მოყვებოდა და კიდევ ალბათ უკვირს, ბავშვი რომ ვერ შერჩა. ჩვილი კი მუცელშივე განწირული იყო, უჭმელობით და რამდენი ვიტამინები მიაკლდა კიდევ.
- ჰო. სამწუხაროა...
***
- რამ ჩაგაფიქრა?
დეტექტივის ხმამ, ლარა ფიქრებიდან გამოიყვანა და მერე ღიმილით გააქნია თავი.
- მეც გამაცინე. - მიმართა დეტექტივმა. - ან მეც გამაღიმე.
ლარას ახლა გულიანად გაეცინა და მხრები აიჩეჩა. მაინც ჩაფიქრებული სახე ჰქონდა და აშკარად სულ სხვაგან ფრენდა მისი გონება, რაც დაკვირვებულ დეტექტივს, არ გამოჰპარვია. მერე ლარამ თავი უცნაურად გააქნია და მხრებიც აიჩეჩა, თითქოს ვიღაცას ასე მიმიკებით პასუხობდა.
- არა, მაინც საოცრებაა... - როგორც იქნა, ლარამ ხმა ამოიდგა.
დეტექტივი გაიტრუნა, ლარა კი, სიტყვის გაგრძელებას აღარ აპირებდა.
- მაშინ, მეც გამაოცე. - ღიმილით მიმართა დეტექტივმა და ლარას ახლაც გულიანად გაეცინა.
- საოცარი ის არის, რომ ეს ტაქსის მძღოლები, ლამის ყველა ერთმანეთს ჰგავს. - დაიწყო ლარამ. - ან იქნებ, მე მეჩვენება ასე.
- იქნებ... - დეტექტივმა მხრები აიჩეჩა, თუმცა მაინც გაიფიქრა, რომ ლარას სულ სხვა რამ აწუხებდა ახლა და რატომღაც თავს ვერ აბამდა სათქმელს, ან სულაც, თემას ცვლიდა.
ლარა კვლავ ჩუმად იჯდა.
- ისე... - ახლა დეტექტივმა დაიწყო. - ზედმეტად დახვეწილი, ყველა ლამაზი გოგო, რატომღაც მაინც ერთმანეთს გვანან, გასაკუთრებით ისინი, ვინც მედიაში, ან თუნდაც სოციალურ ქსელში ხშირად ჩნდებიან და თუ იცი, რატომ?
ლარამ ღიმილით გააქნია თავი.
- იმიტომ რომ ყველას, ერთი და იგივე ქირურგი ჰყავს. - დინჯად მიუგო დეტექტივმა, რასაც ლარას კვლავ გულიანი სიცილი მოჰყვა.
- ნეტა, ტაქსის მძღოლებსაც? - სიცილით დაურთო ლარამ.
- ალბათ. - დეტექტივსაც გაეცინა და ლარას ინტერესით გადახედა.
ლარას აშკარადა რაღაც აწუხებდა და ბარემ, მოეყოლა ბოლომდე.
- მოკლედ, ჩვენს სამშობიაროსთან. - დაიწყო ლარამ. - არაერთხელ შევამჩნიე, რომ ერთი და იგივე მძღოლი იცდიდა.
- და მერე, რა?.. - მხრები აიჩეჩა დეტექტივმა. - ალბათ, შეთანხმებულია ხოლმე და გამოძახებისთანავე მოდის, ან უკვე იციან მისი ნომერი.
- ხშირად, სხვადასხვა მანქანით, რომ მოდის? ეს არ არის უცნაური?
- სულაც, არა!
- და სწორედ მაშინ, როცა მაკა არ არის სამსახურში.
- და მაინც, მერე? - ჩაეკითხა დეტექტივი. - ამაში საოცარი და უცნაურიც არაფერია, რადგან მძღოლს ურჩევნია, მუდმივი კლიენტურა, გარანტირებული ანაზღაურება და როგორც კი დაურეკავენ, სადაც არ უნდა იყოს, მაშინვე ცდილობს, რომ დროულად მოვიდეს.
- პრინციპში, ჰო... - ლარამ ამოიხვნეშა. - მე კი, ათასი ეჭვი შემიჩნდა.
- და რა ეჭვი?
- ერთი და იგივე მედ.პერსონალი, სწორედ იმ მძღოლს ელის.
- ამ წამს აგიხსენი, მძღოლსაც და მგზავრსაც აწყობს. - მიუგო დეტექტივმა. - და რაც შეეხება სხვადასხვა მანქანას, ალბათ ქირაობს, ან ერთი პარკია, ხან ერთ ავტო შეხვდება, ხან მეორე და არც ამაშია უცნაური რამე.
- და თუკი, მძღოლიც ზოგჯერ საათობით იცდის? - იხტიბარს არ იტეხდა ლარა.
- ამ შემთხვევაშიც, იგივე პასუხი მინდა გითხრა. - გაეცინა დეტექტივს.
უცნაური მართლაც არაფერი იყო, თუმცა ლარას სწორედ ეს უცნაურობა უღრღნიდა გულს. ბოლოს იმაზე შეთანხმდნენ, რომ როგორც კი ის მძღოლი გამოჩნდებოდა, ლარა მაშინვე დეტექტივს შეეხმიანებოდა. ეს არც არაფერს ნიშნავდა, მაგრამ ლარას გულის მოსაგებად დეტექტივი, უკან არაფერზე იხევდა. სულ მოკლე ხანში კი, ლარას ეს ნატვრაც აუსრულა.
სამშობიაროს ეზოში შემოსვლისთანავე, ლარამ მაშინვე შენიშნა ნაცნობი ტაქსის მძღოლი. უნდოდა თავად გამოლაპარაკებოდა. მერე თავი შეიკავა და დეტექტივს შეტყობინება გაუგზავნა. დრო გადიოდა, ლარა ფანჯრიდან აკვირდებოდა ეზოს. მძღოლი ისევ იცდიდა და დეტექტივი კი არსად ჩანდა.
ლარამ ვეღარ მოითმინა, ხალათი და პირბადით შემოსილი, ეზოში ჩავიდა და მძღოლს გამოელაპარაკა:
- მე ხომ არ მელოდებით? - საქმიანი, ოდნავ დამწუხრებული ხმით მიმართა ლარამ და მძღოლს, სახეში ჩააკვირდა.
- არა, თქვენ არა, გამოძახებაზე ვარ. - დინჯად მიუგო მძღოლმა და მზერა სხვა მხარეს გადაიტანა.
- ბოდიში, რაღაც უნდა მოეტანათ და ვიფიქრე, რომ...
- არაუშავს, არაუშავს! - ისეთი ხმით მიუგო მძღოლმა, რომ აშკარად თავიდან იშორებდა.
ლარა კიდევ ჩაჰკირკიტებდა მობილურს, მერე მძღოლის დასანახად დარეკა კიდევაც და სანამ ხმას გასცემდნენ, თავად დაასწრო, სად ხარ ამდენი ხანიო.
- აქვე ვარ. - მიუგო დეტექტივმა. - მხოლოდ არ დამიწყო ძებნა, ჩასაფრებული ვარ. ახლა მობილური გათიშე და სამუშაოს დაუბრუნდი, დანარჩენს მე მივხედავ.
ლარა დაემორჩილა. მძღოლმაც უეჭველი ჩათვალა, რომ ეს ექიმი ქალი, მართლაც ვიღაცას ელოდა.
ლარა კვლავ ზემოდან აკვირდებოდა და მოულოდნელად ტაქსი დაიძრა, თუმცა აშკარად არანაირი მგზავრი არ ეჯდა და იმის მაგივრად, რომ ეზოდან გასულიყო, პირიქით უფრო ღრმად შემოვიდა და წრიული მოძრაობით, შენობის უკანა სამანქანო გასასვლელისკენ წავიდა. მართალია, ლარა უკვე ვეღარ ხედავდა, მაგრამ იცოდა, ეს ის ადგილი იყო, საიდანაც სასწრაფოს მანქანები, ლამის პირდაპირ შენობაში, პერსონალისთვის განკუთვნილ ლიფტთან აჩერებდნენ.
ხუთი წუთიც კი არ იყო გასული, რომ ტაქსი კვლავ გამოჩნდა, ამჯერად უკან მგზავრი ეჯდა და მაშინვე დატოვა ეზო. დეტექტივიც კვალში მიჰყვა.
ტაქსი ქალაქიდან გავიდა, დეტექტივი შორიახლო მიჰყვებოდა. თანდათან ქალაქიდან გამსვლელი მანქანათა ნაკადი შეთხელდა. დეტექტივმა, უფრო შორს დაიჭირა თავი, რომ ზედმეტად თვალში არ მოხვედროდა და მოულოდნელად შეამჩნია, რომ ის ტაქსი არსად ჩანდა. კიდევ გაიარა ორ კილომეტრამდე, სიჩქარესაც კარგად მოუმატა, მაგრამ მანქანა ვერსად შენიშნა. უკან გამობრუნდა და შედარებით ნელი სვლით დაიწყო მოძრაობა. ტაქსი სადღაც, იმ მომენტში გაუჩინარდა, როცა დეტექტივი კარგა შორს მანძილზე ჩამოშორდა და სწორედ იმ მონაკვეთში გზიდან გადასახვევი ლამის ერთმანეთის მიყოლებით სამი, სულ სხვადასხვა მხარეს მიმავალი გზა აღმოჩნდა. გამორიცხული იყო ახლა ამ გზებზე ძებნა. რომელ ერთ გადასახვევთან უნდა ჩასაფრებულიყო, ან კი ვინ იცის, როდისღა გამოივლიდა უკან, ან იქნებ, სულაც ახლა სულ სხვა მანქანითაც კი ჩაევლო.
დეტექტივი გულაცრუებული დაბრუნდა ქალაქში და ყველაფერი ლარას მოახსენა. თავს საშინლად დამნაშავედ გრძნობდა, ასე დიდ მანძილზე არ უნდა ჩამოვრჩენილიყავიო.
- არაუშავს. - დაამშვიდა ლარამ. - სწორად მოიქეცი, რომ არ შეამჩნევინე თავი და შენ მაინც არ გეჩვენება, რომ ეს აბსურდია?
- რა არის აბსურდი? - გაიკვირვა დეტექტივმა. - რეგიონიდან ჩამოსულმა, ქალაქში იმშობიარა და მერე ტაქსი დაიქირავა, უკან სახლში დაბრუნდა.
- ნუ... ჰოო... - ლარამ ამოიხვნეშა.
- ამაში, უჩვეულო არაფერია, ლარა.
ლარამ უხმოდ დაუქნია თავი. ნამდვილად უჩვეულო არაფერი იყო. დეტექტივი შეეცადა საუბრის თემა შეეცვალა.
- შენ ნამდვილად დარწმუნებული ხარ, რომ ის ვიღაც ბიჭი დაინახე და არა მოგეჩვენა?
- უკვე აღარ ვიცი, რა ვიფიქრო. - მხრები აიჩეჩა ლარამ. - ნამდვილად ვხედავ, მაგრამ მერე გონება მებინდება და რომ ვფხიზლდები, უკვე აღარსად არის. - ლარა ჩაფიქრდა. - ან იქნებ... მართლა მომეჩვენა...
- და რატომ არ ჰკითხე მაკას?
- რა მეკითხა, აბა?
- აი, თუნდაც, ის რომ, მის კაბინეტში, შენი შესვლისას, მაკას გარდა, კიდევ ვინმე თუ იყო. - მიუგო დეტექტივმა. - ასე მაინც უნდა გეკითხა, მაგრამ რადგან აქამდე არაფერი ჰკითხე და არც მას არაფერი უთქვამს, სჯობს გაყუჩდე.
- და თუკი, კიდევ დავინახე ის ბავშვი?
- მაშინ ის მაინც შეეცადე, რომ გული აღარ წაგივიდეს. - ღიმილით დაარიგა დეტექტივმა.
- იცი, როგორ გავდა ის ბიჭი, ჩემს ძმას და თანაც, სწორედ მაგ ასაკში.
- და შენ რა იცი, რა ასაკის არის? - ჩაეღიმა დეტექტივს. - ისიც კი არ იცი, სინამდვილეში ნახე, თუ მოგეჩვენა.
- მოჩვენებას ნამდვილად არ ჰგავდა, თუმცა რომ გამოვფხიზლდი, აღარსად იყო და არც არავის უხსენებია.
- და რასთან დაკავშირებით უნდა ეხსენებინათ?
- არც კი ვიცი. - ცალყბად ჩაეღიმა ლარას და მერე დაბალი ხმით განაგრძო. - სკოლის დამთავრების მერე, სტუდენტობისას დაიწყო ჩემმა ძმამ ტრენაჟორების დარბაზში ვარჯიში და მერე გახდა ასეთი მხარბეჭიანი და ახლა უკვე ღიპიც კი დაედო, თორემ ისე, გრძელი ტანი და გრძელი ფეხები ჰქონდა, სკოლაში კალათბურთზე დადიოდა და ისეთი ვიწრო მხრები ჰქონდა, ზედმეტად გაწელილივით იყო, აყლაყუდას ვეძახდი. - ლარამ ღიმილით გააქნია თავი. - როგორიც ის ბიჭი იყო, ზუსტად ეგეთი იყო ჩემი ძმა და უფროსი შვილებიც მასეთები არიან. ეს ვიღაც ბიჭი, არათუ აღნაგობით, არამედ სახეზეც იმდენად ძლიერ ჰგავდა ჩემს ძმას, რომ მასე საკუთარი შვილებიც კი არ გვანან.
- ჰოდა, ახლა უფრო ფხიზლად იყავი. - დაარიგა დეტექტივმა. - რადგან, უკვე ორჯერ, ერთი და იმავე ადგილას ნახე, სავარაუდოდ უნდა გასამდეს და მესამედაც ისევ იმ ადგილებში უნდა ნახო.
- მართლა? - თვალები გაუბრწყინდა ლარას.
- ალბათ. - მხრები აიჩეჩა დეტექტივმა და მერე სიცილი წასკდა.
მისი მხიარულება ლარასაც გადაედო და გულიანად იცინა.
- არა, ისე მართლა. - ახლა უკვე სერიოზულად მიმართა დეტექტივმა. - სრულიად შესაძლებელია, რომ მართლაც ნახე შენი ძმის მსგავსი ბიჭი. შეიძლება აღნაგობით იმდენად მიამსგავსე, რომ ალბათ გეგონა სახეზეც ძალიან ჰგავდა.
- და იქნებ, მართლაც ჰგავს?
- და ჯერ უნდა დავადგინოთ, მისი ნამდვილად არსებობა.
- და როგორ? - მხრები აიჩეჩა ლარამ. - ხომ მითხარი, რომ არავის ჰკითხოო, განსაკუთრებით მაკასო, რადგან თავად ხმა არ ამოუღია.
- ჰოდა, ყურადღებით იყავი. ეცადე გონება აღარ დაგეფანტოს და გულიც არ წაგივიდეს და ფოტოს გადაღებასაც თუ მოახერხებ, მშვენიერი იქნება, მაგრამ მაგისთვის საღ გონებაზე უნდა იყო.
- ჰო, ჰო... - თავი დაუქნია ლარამ.
- და როგორ თქვი? - ჩაეკითხა დეტექტივი. - მაკას კაბინეტში ვნახეო?
- მგონი... - მხრები აიჩეჩა ლარამ. - თვალი რომ გავახილე, მარტო მაკა დამხვდა და იქნებ, მანამდე ვნახე? სწორედაც რომ კაბინეტში შესვლამდე?
- შეიძლება. - ღიმილით მიუგო დეტექტივმა.
სჯეროდა ლარასი და ძალიან უნდოდა დახმარებოდა. ამიტომ, ლარას უჩუმრად მის ძმას და მამას ცალკე შეხვდა.
- იქნებ, მართლაც არ მოჩვენებია და ნახა ვიღაც მოზარდი ბიჭი. - დაიწყო დეტექტივმა თავისი ვარაუდების განხილვა. - ან იქნებ, სულ სხვადასხვაა და რაღაც საერთო მსგავსი ნიშნით, ერთი და იგივე ეგონა?
- შეიძლება. - ერთხმად დაუქნიეს თავი მამამ და ძმამ.
- რადგან ლარას შვილი, თუ ცოცხალია, სავარაუდოდ მაგ ასაკის უნდა იყოს, ან ცოტა თუნდაც მეტი და უკვე ლამის ყოველ მეორე ბიჭში, რაღაცნაირად მის ნაწილს ხედავს და ოდნავი მსგავსებაც კი საკმარისია, რომ ასე ემოციურად მიიღოს.
- ლარას ბიჭი, ცხრამეტის უნდა იყოს. - მიუგო მამამ. - მალე გახდება. ამ თვის ბოლოს, წესით.
- და ლარა ამტკიცებს, რომ მოზარდი ნახა. - ჩაურთო ძმამ.
- ჯერ ერთი. - მამამ შვილს გადახედა. - ლარა ზუსტად ვერაფერს ამტკიცებს და რაც შეეხება ასაკს, ჩვიდმეტი, თვრამეტი და ცხრამეტიც, სადღაც ვიზუალურად ერთ მარაქაში გადის, რადგან ზოგს ეტყობა, ზოგს არა, ზოგიც კი ბევრად უმცროსი და უფროსი ასაკის გეგონება.
- სავსებით გეთანხმები. - კვერი დაუკრა დეტექტივმა.
- ესე იგი, ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ მაინც ნახა ვიღაც, თუნდაც მსგავსი? - ჩაურთო ძმამ.
- სავარაუდოდ, კი. - თავი დაუქნია დეტექტივმა და თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ...
- და ბარემ გვითხარი. - მაშინვე მიუხვდა მამა.
- რადგან ლარამ თქვა, რომ მთავარი ექიმის კაბინეტში ნახა ამ ასაკის ბიჭი და უკვე მანამდეც, ესე იგი, ვიღაც, რომელიღაც თანამშრომლის შვილი, ან ძმა, ან ახლო ნათესავი უნდა იყოს. ჩვილის მშობელი ნამდვილად ვერ იქნება.
- იქნებ, მაინც მშობელია? - ჩაეღიმა ძმას.
- შეიძლება. - კვერი დაუკრა მამამ. - მაგრამ მაინც მშობელი ამ ეტაპზე უნდა გამოვრიცხოთ, რადგან ლარამ ფაქტიურად ორი თვის მერე ნახა მეორედ ის ბიჭი.
- ესე იგი, ვიღაცას აკითხავს! - დაასკვნა ძმამ. - ვიღაცასთან მოდის!
წუთით დუმილი ჩამოვარდა.
- მთავა ექიმს ჰყავს, მაგ ასაკის ბიჭი. - ძალიან დაბალი ხმით დაიწყო დეტექტივმა. - მაკას.
მამა-შვილი ინტერესით მიაჩერდა.
- ბარემ ბოლომდე გვითხარი, ყმაწვილო! - მამამ უკვე შეატყო, დეტექტივი რაღაცნაირად სათქმელს ვერ უყრიდა თავს.
დეტექტივმა მობილური ამოიღო, ფოტო გახსნა და მამა-შვილს გაუწოდა.
- ეს მაკას ბიჭია.
მამამ შვილს ალმაცერად გადახედა. ლარას ძმამ წარბები აზიდა. მსგავსება აშკარა იყო.
- მაგ მაკაა, თუ ვიღაც, არც კი ვიცნობ! - შუბლი შეკრა ძმამ.
- მაკას ფოტოც, ხომ არ გაქვთ, ყმაწვილო? - ჰკითხა მამამ.
- დიახ, მაქვს. - დეტექტივმა მაკას ფოტო მოუძებნა. - ვიფიქრე, რომ საჭირო იქნებოდა.
- სწორად, იფიქრე. - შეაქო მამამ.
ორივე მამა-შვილი მაკას ფოტოსურათს ჩააკვირდა.
- ნამდვილად არ მეცნობა! - თავი გააქნია ძმამ.
- მე, მით უმეტეს. - დაურთო მამამ.
- ესე იგი, უფრო ლარაზე უნდა ვივარაუდოთ. - ჩაფიქრებული ხმით დაიწყო ძმამ.
- ასე ხელაღებითაც არ შეიძლება დასკვნის გამოტანა. - მიუგო მამამ. - ჯერ ხომ უნდა დავადგინოთ, რომ ამ მაკას ეს ბიჭი, აყვანილი ჰყავს, თუ არა.
- ნუ, მაკა ისეთ სფეროში მუშაობს, ნამდვილად არ გაუჭირდებოდა საბუთების გაყალბება და არც არავინ მოგვცემს ახლა ამის ქექვის უფლებას. - დაურთო დეტექტივმა.
- სწორს ბრძანებთ, ყმაწვილო! - კვერი დაუკრა მამამ. - ჩვენ არანაირი საფუძველი არ გვაქვს ხელში, რომ თუნდაც ოფიციალურად მაინც მოვითხოვოთ, არათუ კანონის გვერდის ავლით.
- და რა გავაკეთოთ?! - მხრები აიჩეჩა ძმამ. - ლამის გადავიდა ეს გოგო ჭკუიდან და არ მივხედოთ, აბა?!
- რა გაყვირებს? - დინჯად მიუგო მამამ. - მე ვთქვი, რომ არ გვაქვს საფუძველი და არც ხელჩასაჭიდი რამ, ამიტომ სწორედ ეგ უნდა მოვიპოვოთ.
- ჩვენ, ბიჭის დნმ გვჭირდება. - დაურთო დეტექტივმა.
- და მართლა? - დამცინავად გამოხედა მამამ. - და რის საფუძველზე? რა უფლებით ითხოვ?
- მდაა... - ძმამ ამოიხვნეშა. - ამ ბავშვს რომ დავუწყოთ დევნა და მისი ყველა ასავალ-დასავალის გაგება, ესეც არ შეიძლება.
- კანონით ნამდვილად არ შეიძლება, თუმცა... - დეტექტივი შეყოვნდა. - ვიცი, რომელ სკოლაშიც სწავლობს, ამთავრებს უკვე წელს, სპორტზეც დადის. კალათბურთზე. ვერის პარკში...
- მშვენიერია! - წამოიძახა მამამ. - იმედია, არავინ შეგნიშნა.
- არა, არა! - თავი გააქნია დეტექტივმა. - საკმაოდ ფრთხილად ვიყავი. მართლა.
- როგორმე შენი ერთ-ერთი ბიჭი უნდა მიიყვანო იქ, კალათბურთზე. - მამა, შვილს მიუბრუნდა.
- რომელი ერთი? - უკმეხად გააქნია თავი ძმამ. - უფროსები სტუდენტები არიან და პატარა ბავშვებში ვატარო კალათბურთზე? საერთოდ კი იციან, ბურთი რა არის? ერთი ჩოგბურთზე დადიოდა, მეორე კი მთელი ცხოვრება ცურვაზე.
- ნუ, ჰოო... - ჩაფიქრდა მამა. - ისე ჩოგბურთშიც არის ბურთი, მხოლოდ პატარა, ძალიან პატარა... - დაასრულა სიცილით.
- უმცროსს კი მივიყვანდი, მაგრამ ფარიკაობაზე დადის და კიდევ რამდენ რამეზე...
- ჰოდა, ცოტა ხნით მივიყვანოთ კალათბურთზე, უფროსი ბიჭები გაიცნოს, მათგან ისწავლოს თამაში, დაუმეგობრდეს. - განაგრძო მამამ.
- არც იმდენად მაღალია, უფროს ძმებთან განსხვავებით. - მიუგო ძმამ. - და არც გამოდგება კალათბურთისთვის და თანაც გვიანია უკვე მისი შეყვანა ასეთ სერიოზულ სპორტზე.
- იცი, ზოგჯერ სპეციალურად, მოზარდის სიმაღლეში გასაზრდელადაც დაჰყავდათ მშობლებს შვილები. - დაურთო დეტექტივმა.
- ჰოდა, ძალიანაც კარგი! - მიუგო მამამ. - როგორც სამოყვარულო სპორტი, ისე შეისწავლოს, სულ ცოტა ხნით მაინც იაროს, რომ როგორმე იმ ბიჭის დნმ მაინც მოვიპოვოთ, თუმცა უკანონოდ, მაგრამ მაინც უნდა ვცადოთ.
- ვცადოთ. - მიუგო დეტექტივმა.
- მხოლოდ ერთი პირობით! - მამამ ორივეს თითი დაუქნია და მკაცრი ხმით განაგრძო. - ხმა, კრინტი არ დაძრათ ლარასთან! დედასთან! ცოლთან! სანამ ჯერ ჩვენ არ გავერკვევით ბოლომდე.
- და ისე, ლარამ თუ იცის, რომ მაკას შვილი... - ჩაურთო ძმამ.
- არაფერი მითქვამს! - მიუგო დეტექტივმა. - ჯერ თქვენთან ვამჯობინე გასაუბრება.
- სწორადაც მოქცეულხარ! - შეაქო მამამ. - არ ღირს ჯერ პანიკების ატეხა და მართლა იქ არ მიუვარდეს ბავშვს, მერე რომ არ გამართლდეს ჩვენი ეჭვები, წარმოდგენაც კი არ მინდა რა ამბავი არ დატრიალდება.
შინ მისულმა ძმამ, ძლივს დაარწმუნა ცოლი, რომ უმცროსი შვილი, აუცილებლად უნდა მიეყვანათ კალათბურთზე, თუნდაც სულ მცირე ხნით და თანაც, ზუსტად იქ და არა სხვაგან. რძალი ბევრს ეცადა, ქმრის გამოტეხვას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, თუმცა ქმარმა მხოლოდ ის უთხრა, რომ არც ლარამ და არც სხვა არავინ არ უნდა გაიგოსო.
- ესე იგი, რაღაც კვალზე ვართ? - თვალები გაუბრწყინდა ცოლს.
- სანამ ეს კვალი არ დაზუსტდება და არ გადამოწმდება, ასეთი საქმეების ქექვა, კანონის დარღვევა და კრიმინალია და თუ არ გინდა რომ დაიჭირონ შენი ქმარი, მამამთილი და ზედ ის დეტექტივიც არ დააყოლონ, ხმა და კრინტი არ დაძრა! ძალიან სერიოზული საფრთხე დაგვემუქრება, თუ გაჟონა ამ ამბავმა. ლარა საბოლოოდ გადავა ჭკუიდან და ჩვენ კი ციხეში აღმოვჩნდებით!
- მაშინ, ყველაფერი მინდა ვიცოდე! - კატეგორიული ხმით გამოუცხადა ცოლმა.
პასუხად ქმარმა ღიმილით გააქნია თავი.
მეორე დღესვე, დიდი ძალისხმევისა და ჩაწყობების წყალობით, როგორც იქნა ჩაწერეს უმცროსი შვილი ვერის კალათბურთის სექციაში. ბიჭი ბუზღუნებდა, მე ფარიკაობა მირჩევნოდა. დედა კი ამშვიდებდა, სულ ცოტა ხნით აქაც იარე. შენი ძმები რამხელები არიან და შენც ხომ გინდა მათ დაეწიო და სიმაღლეში გაიზარდოო. ბიჭს მთელი უკმაყოფილება სახეზე ეწერა, მაგრამ უარი ვეღარ უთხრა მშობლებს, რადგან მართლები იყვნენ. არათუ ბიჭები, არამედ უკვე კლასელი გოგონებიც ზემოდან დაჰყურებდნენ და ხან წრიპას და ხანაც ლილიპუტასაც კი ეძახდნენ.
არც თუ ისე დიდი ხანი იყო გასული, ბავშვი ორივე მშობელს დაჰყავდა სპორტზე. თავიდან რძალი გაკვირვებულიც კი დარჩა, როდის იყო მამა ასე იცლიდა შვილებისთვისო, თუმცა მოგვიანებით ყველაფერი დაწვრილებით გამოსცინცლა ქმარს და იმედიანად ამოუდგა მეუღლეს გვერდში და სულ მოკლე ხანში, თავადაც შეამჩნია დიდი მსგავსება, იმ ვიღაც ბიჭსა და მის ქმარს შორის, უფრო ზუსტად მის შუათან ბიჭს მიამსგავსა და ისიც აღნიშნა, მგონი მეც მყავს ეს ბავშვი ნანახი სამშობიაროს ეზოშიო. მერე ქმარმა ისიც კი აუხსნა, რომ დნმ-ს ანალიზში, ისიც კი გამოჩნდება ვინ შვილია და ვინ ძმის შვილი, თუ შვილიშვილიო და ამით საბოლოოდ დაამშვიდა ეჭვებშეპყრობილი ცოლი.

LEX. 2025 წლის 10 იანვარი, პარასკევი.

No comments:
Post a Comment